Monday, August 7, 2017

ტერორიზმი და ძალადობის ფსიქოლოგია



ამერიკის შეერთებული შტატები და მთლიანად მსოფილიო მნიშვნელოვნად შეაძრწუნა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა, როდესაც ორი თვითმფრინავი გამიზნულად დაეჯახა ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრს და გაანადგურა უამრავი სიცოცხლე. კარგად გვახსოვს პენტაგონის ტერაქტი, ისევე, როგორც სომერსეტში (პენსილვანიაში) მომხდარი კატასტროფა. ზემოთ აღნიშნულ ტერაქტს უამრავი ადამიანი შეეწირა. სავაჭრო ცენტრის დანგრევამ 2823 ადამიანი, პენტაგონის ტერაქტს - 184, ხოლო პენსილვანიის შემთხვევას კი 40 ადამიანი ემსხვერპლა. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში კი პასუხისმგებლობა სწორედ ტერორისტული დაჯგუფება „ალქაიდას“ ეკისრება.

ტერორიზმი, ფედერალური რეგულაციების კოდში (code of federal regulations) განმარტებულია, როგორც „ძალისა და ძალადობრივი ქმედების უკანონო გამოყენება ადამიანის ან ქონების მიმართ, სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების ან ნებისმიერი სეგმენტის დაშინების, იძულების, პოლიტიკური და სოციალური მიზნების განსახორციელებისთვის“. ტერორისტული ორგანიზაციის მიზნების და წარმომავლობის გათვალისწინებით ტერორიზმი შეიძლება იყოს როგორც საერთაშორისო, ასევე, საშინაო. შიდა ტერორისმი გულისხმობს ჯგუფებს ან ინდივიდებს, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ ამერიკასა და პუერტო რიკოში, საგარეო მითითებების გარეშე. ხოლო საერთაშორისო ტერორიზმი გულისხმობს ისეთ ძალადობრივ აქტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა ცხოვრებას და არღვევს აშშ-ს ან სხვა ნებისმიერი შტატის კანონებს და კონტროლდებიან უცხო მთავრობის, ორგანიზაციების, ჯგუფების, ან კონკრეტული პირების მიერ. ტერორისტული აქტები ფართოდ არის გავრცელებული მთელს მსოფლიოში და საფრთხეს უქმნის უამრავ ადამიანს. მედიის მიერ გაშუქებულ ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს 2001 წლის 11 სექტემრის ტერაქტი.
სტენბერგი (2003) ტერორიზმს განმარტავს მარტივად - „ტერორის სიტემატიური გამოყენება, როგორც იძულების საშუალება“ (p. 299). ჰალეტი (2004) განმარტავს ამ ტერმინს, როგორც დადგმულ თეატრალურ დანაშაულს პიროვნების ან საკუთრების წინააღმდეგ, რომლეშიც დამრღვევების ფიქოლოგიური ან სიმბოლური კმაყოფილების განცდაა გაერთიანებული. თვალს თუ გადავავლებთ ლიტერატურაში ტერორიზმის ბევრი განმარტება არსებობს. ტერორისზმის სრულყოფილი განმარტება შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად; „ის, რაც ვიღცისთვის ტერორიზმია, სხვითვის შეიძლება თავისუფლებისთვის ბრძოლა იყოს“ (Marsella, 2004, p. 15).
მიუხედავას ფართო და მრავალმხრივი განმარტებებისა მარსელამ (2004) აღმოაჩინა საერთო საფუძველი ყველა მათგანში „ტერორიზმი ფართოდ არის განხილული, როგორც ძალისა და ძალობრივი აქტის გამოყენება ინდივიდების ან ჯგუფების მიერ, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მიზნად ისახავს დანერგოს შიში, პოლიტიკური და სოციალური პოზიციების შესაცვლელად“(p.16). თუმცა უფრო მეტიც, ის აღნიშნავს რომ ტერორიზმის სრულყოფილი განმარტება მოითხოვს ფსიქოლოგიური კონტექსტის, მოტივებისა და ქცევის შედეგების გათვალისწინებას.
საშინაო ტერორისმის კარგად ცნობილი მაგალიათია 1995 წლის 17 აპრილის აშშ-ში მომხდარი ფაქტი. აფეთქებამ გაანადგურა ფედერალური შენობა ოკლაჰამაში, სადაც გარდაიცვალა 167 ადამიანი (19 ბავშვი) და 684 ადამიანი დაშავდა. ტიმოთი მაკვეი, აშშ-ს მოქალაქე და ყოფილი ჯარისკაცი, დამნაშავედ ცნეს და დააკავეს ამ დანაშაულისთვის. ამ შეთქმულების თანამონაწილემ, ტერი ნიკოლსიმ, ფედერალური სასჯელისგან თავის ასარიდებლად აღიარა დანაშაული, მაგრამ ოკლაჰომას შტატის კამონის მიხედვით კვლავ რჩება სიკვდილმისჯილთა კანდიდატად. ოკლაჰომას ეს ტერორისტული აქტი ყველაზე მასშტაბურ საშინაო ტერორიზმის შემთხვევად ითლება აშშ-ში. საშინაო ტერორიზმის კიდევ ერთი მაგალითია „ღმერთის არმიად“ წოდებული დაჯგუფების ქმედებები, რომლებიც საკუთარ თავზე იღებდნენ კლინიკებისა, სადაც აბორტები კეთდებოდა, და განსხვავებული ცხოვრების სტილის ადამიანების ღამის კლუბების დაბომბვას.
უმრავლესი საერთაშორისო ტერორისტული აქტები მიმართულია უცხო ქვეყნებში განლაგებულია ამერიკის და სახელმწიფო ქონებისა მოქალაქეებისა წინააღმდეგ. საერთაშორისო ტერორიზმის მაგალითია კოლუმბიაში მცხოვრები დაჯგუფებები, რომელთაც გაიტაცეს 7 ამერიკელი მოქალაქე და დაბომბეს ამერიკული კომპანიების გაზსადენები (USA Department of Justice, 2000). კიდევ ერთი მაგლითად შეგვიძლია მოვიყვანოთ კენიასა და ტანზანიაში განლაგებული ამერიკის საელჩოები, რომლებიც 1998 წლის აგვისტოში ერთდროულად დაბომბეს, რასაც შეეწირა 224 მოქალაქე, მათ შორის 12 ამერიკელი და დაშავდა 4500-ზე მეტი ადამიანი,

ტერორისტული დაჯგუფებების კლასიფიკაცია


ტერორიზმის მსხვერპლი ადამიანების რაოდენობა იზრდება წლიდან წლამდე. დამატებითი საშინაო და საერთაშორისო ტერორიზმის კლასიფიკაციების გარდა არსებობს ტერორიზმის კლასიფიკაციის სხვადასხვა მიმართულება. FBI კლასიფიკაციის მიხედვით განასხვავებენ პოლიტიკური მიდრეკილებების მქონე ტერორისტებს. მაგალითად, მემარჯვენე ტერორისტები არიან ექსტრემისტი ჯგუფები, რომლებიც ზოგადად მისდევენ მთავრობის საწინააღმდეგო და რასისტულ იდეოლოგიას და ხშირად ერთვებიან სხვადასხვა კრიმინალურ და ძალადობრივ აქტებში.
FBI, ასევე, განსაზღვრავს გარემოსდაცვით რადიკალისტებს, როგორიცაა მაგალითად, დედამიწის გათავისუფლების ფრონტი (Earth Liberation Front - ELF). აღნიშნულმა ორგანიზაციამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც გაანადგურეს სახლები, მიწის დასამუშავებელი ტექნიკა, კომპიუტერული სისტემები, ელექტრო სადენები და ის შენობები, რომლებიც მათი რწმენით ეკოლოგიას აბინძურებენ. ორგანიზაციის თქმით, მათი უპირველესი მისიაა „მდიდარ ადამიანებში შიში ჩანერგვის მიზნით წრაფად შეაჩერონ ინდუსტრიალიზაციის პროცესი და გაანადგურონ შტატების პრინციპები“. თუმცა სპეციალური ინტერესების მქონე ექსტრემისტები, რომლებიც ანტი-აბორტის პროპაგანდას ემსახურებიან, კვლავ რჩებიან შტატების წინაშე არსებულ დიდ გამოწვევად.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ბირთვული/ქიმიური/ბიოლოგიური (აბრევიატურა NBC) ტერორისმის ფორმა ფართოთ გავრცელდა. ის აზრი, რომ დაუცველი ხარ გამოუმჟღავნებელი ან საიდუმლო აგენტისაგან უფრო მეტად შემაძრწუნებელია ვიდრე ცალსახა, ნათელი იარაღით მიყენებული ზიანი. 1995 წელს ტოკიოს მეტროში სარინის, მომაკვდავი ნივთიერების, გაშვების შემთხვევა NBC ტერორიზმის შემზარავ მაგალითს წარმოადგენს. ეს ტერაქტი საიდუმლო სექტის წარმომადგენლის აუმ შირნიკიოს მიერ იყო განხორციელებული, რომემლმაც 11 ადამიანი იმსხვერპლა და დაშავდა 5 ათასზე მეტი მოქალაქე. დღესდღეობით NBC-ის ტერორი ძალიან რეალისტური და საშიშია, რადგან მათ ხელი მიუწვდებათ საინფორმაციო წყაროებზე და საშუალება აქვთ მათი იარაღად გამოყენების.
რაც შეეხება ბიოტერორიზმს, ეს მოიცავს ბაქტერიების, ვირუსების, სხვადასხვა ინფექვიების, როგორებიცაა, მაგალითად, ციმბირული წყლულის, ბუბონური შავი ჭირისა და ყვითელას გავრცელებას (Marsella, 2004). საშინაო ბიოტერორიზმის კარგი მაგალითია 9/11-ის (2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის) შემთხვევიდან 1 თვის შემდეგ გავრცელებული ციმბირული წყლულის შემთხვევა. ბიოტერორისტებმა ციმბირული წყლულის ინფექცია წერილით გაუგზავნეს ადამიანებს დასაინფიცირებლად აღმოსავლეთ შტატებში. ციმბირული წყლული არის ნმწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც შეიცავს სპოროწარმომქმნელ ბაქტერიას ბაცილუს ანთრაცის (Bacillus anthracis). მიუხედავად იმისა, რომ ციმბირული წყლული ფართოდ არის გავრცელებული ჩლიქოსან ძუძუმწოვრებში, მას ადამიანების დაინფიცირებაც შეუძლიათ. დაავადების სიმპტომებს განსაზღვრავს ის თუ რა ტიპის წყლულით არის დაინფიცირებული ადამიანი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში სიმპტომები თავს იჩენს დაავადებიდან 7 დღეში. ციმბირული წყლულის რამდენიმე ფორმა ასებობს, ესენია: საინჰალაციო, კანისა და ნაწლავური ტიპები. საინჰალაციო გზით გავრცელებული ინფექცია მკურნალობის მიუხედავად 95%-იანი სიკვდილიანობით ხასიათდება. კანის გაჭრით დაინფიცირების შემთხვევები 20-დან 25%-მდეა სიკვდილიანობის დონე. ხოლო ნაწლავური ციმბირული წყლულის ფორმა ყველაზე მძიმეა და 95% შემთხვევისა ფატალურად სრულდება.
ბიოტერორისტების მიერ მსხვერპლისთვის გაგზავნილი წერილები ინფიცირებული იყო როგორც, კანის, ასევე, საინჰალაციო ციმბირული წყლულით (წერილების ავტორები უცნობია და გამოძიება დღემდე მიმდინარეობს). ციმბირული წყლულის ტერაქტის პირველი ცნობილი შეკმთხვევა იყო 2001 წლის ოქტომბერში ფლორიდაში მოკლული ბოკა რატონის (Boca Raton) ამბავი. საერთო ჯამში ბიოტერორიზმს 5 ადამიანი ემსხვერპლა.
ტერორიზმის სხვა ფორმებს მიეკუთვნება ბირთვული ტერორიზმი, რომელიც ცნობილია,  მაგალითად, ბირთვული და რადიოაქტიური ბომბების გამოყენებით.

ტერორისტთა ტიპოლოგია


დიცლერი (2004) ტერორიზმის საკვლევი ცენტრის (Terrorism research Center, 1997) მიერ გამოქვეყნებულ ტერორისტთა ტიპოლოგიას აღწერს. ტიპოლოგია განსაზღვრავს სამ მოტივაციურად განსვავებულ კატეგორიას: 1. რაციონალურად მოტივირებული ტერორისტი. 2. ფსიქოლოგიურად მოტივირებული ტერორისტი და 3. კულტურულა მოტივირებული ტერორისტი.
რაციონალურად მოტივირებული ტერორისტები არიან ისინი, ვინც იაზრებენ თავიანთი დაჯგუფების მიზნებსა და ქმედებების შესაძლო შედეგებს. ისინი გეგმავენ კარგად განსაზღვრულ და თეორიულად მიღწევად მიზნებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებს. უმრავლეს შემეთხვევაში რაციონალურად მოტივირებული ტერორისტები მესიჯის გასავრცელებლად თავიდან ირიდებენ მსხვერპლს და ორიენტირებული არიან ინფრასტრუქტურის, შენობებისა და სიმბოლური სტრუქტურების განადგურებაზე.
ფსიქოლოგიურად მოტივირებული ტერორისტები იმართებიან ე.წ. მარცხისა და არასრულყოფილების განცდით, რის აღმოფხვრასაც დამნაშავე შეიძლება ცდილობდეს შურის ძიების გზით (DItzler, 2004, p. 202). ლტოლვა ტერორიზმისადმი ჩვეულებრივ ემყარება ფსიქოლოგიურ სარგებელს, ჯგუფთან მიკუთვნებულობისა და კოლექტიური იდენტობის ფორმირების სახით. ფსიქოლოგიურად მოტივირებული ტერორისტის ერთ-ერთი ვარიაცია არის „მარტოხელა მგელი“, ვისაც ჯგუფთან მიკუთვნებულობის ნაცვლად, ძალაუფლების გრძნობა, მბრძანებლობა და ავტონომიის განცდა ამოძრავებს (DItzler, 2004, p. 203). ამის კლასიკური მაგალითია, თეოდორე კაცინსკი (Theodore Kaczynski), უნაბომბერის სახელით ცნობილი (The Unabomber). ხშირად „მარტოხელა მგელ“ ტერორისტებს აქვთ სოციალური გაუცხოების მძაფრი განცდა, ბრაზი და ანტისამთავრობო იდეოლოგია. უმრავლეს შემთხვევაში ისინი თავს მიიჩნევებ, როგორც სისტემის მსხვერპლს.
კულტურულად მოტივირებული ტერორისტები მართული არიან საკუთარი ცხოვრების წესის, ნაციონალური საგანძურისა და თავიანთი კულტურის განადგურების გამოუსწორებელი შიშით. ყველაზე ხმშირად სწორედ რელიგიური ასპექტი იწვევს ამ შიშსა და სიფიცხეს დაგჯუფებებში. ნაციონალური ან კულურული დაჯგუფებები, რომლებიც მართული არიან კონკრეტული სისტემის ან რწმენის მიერ, მუდმივად ყურადღებით არიან ისეთი ძალების მიმართ, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი რელიგიური თუ კულტურული იდენტობის განადგურება. თუმცა, როგორც ვიცით, მილიონობით კანონმორჩილი და მშვიდობიანი მუსლიმი საკუთარი ცხოვრების წესის შესანარჩუნებად სულაც არ მიმართავს ტერორიზმს. ერთ-ერთი ყველაზე სავალალო შედეგი, რაც 9/11-ის შემთხვევას მოჰყვა, იყო სწორედ უნდობლობის გაჩენა მილიონობით მუსლიმი ადამიანის მიმართ.

ტერორიზმის ფსიქოსოციალური კონტექსტი


ფსიქოსოციალური კონტექსტი ეხება იმ სოციალურ და ფსიქლოგიურ გარემოებებს, რაც წაახალისებს გარკვეულ ქცევებს განვითარებისა და გაფართოებისთვის . ფსიქოსოციალური კონტექსტი კოგნიტურად კონსტრუირებული სამყაროა სადაც შენარჩუნებულია სოციალიზაციის პროცესები ასოცირებული ყოველ კულტურასთან . კულტურა ფართო გაგებით შეიძლება იყოს როგორც ქვეყანა ან ვიწრო გაგებით ინდივიდთა პატარა კგუფი . ამგვარად ფსიქოსოციალური კონტექსტი რელევანტურია მთელი საზოგადოებისთვის ისევე როგორც ამ საზოგადოების  სუბკულტურული შემადგენლობისთვის .
ერვინ სტაბი გვარწმუნებს რომ გარკვეული კულტურული მახასიათებლები განაპირობებს ტერორისტული დაჯგუფებების გაჩენას , ერთ ასეთ მახასიათებელს ის უწოდებს „ კულტურულ გაუფასურებას“ , პროცესი , რომელიც ჩნდება  , როცა კულტურას ან ჯგუფს სხვა ჯგუფი ირჩევს როგორც „შესაწირ კრავს „ ან იდეოლოგურ მტერს . „ ის შეიძლება შედგებოდეს რწმენებისგან , რომ სხვა არის ზარმაცი , დაბალ ინტელექტუალიზებული , მანიპულატორული , მორალურად ცუდი ან სახიფათო მტერი  , რომელიც აპირებს საზოგადოების ან გარკვეული ჯგუფის განადგურებას “ ( Staub , 2004, p. 158 ) . ამერიკის შეერთებული შტატები ხშრირად განხილულია ამ მხრივ . ბევრი ჯგუფი და ინდივიდი ხედავს რომ აშშ გულგრილად უყურებს სამყაროს ტანჯვას და არამგრძნობიარეა კულტურული მრავალფეროვნებისა და ლოკალური იდენტობისადმი ( Marsella , 2004 )  . ბევრი დარწმუნებულია , რომ ეს გულგრილობა ხელს უწყობს სიღარიბისა და დაუცველობის პოლიტიკურ ჩახშობას გლობალურ საფუძველზე .  გარდა ამისა , ზოგს სჯერა რომ ამერიკული კულტურა რეალურ საფრთხეს წარმოადგენს კულტურული იდენტობებისთვის , რელიგიური კუთვნილების და გარკვეული ცხოვრებისეული გზებისთვის ( Marsella , 2004 ).
აგრეთვე უნდა ავღნიშნოთ , რომ შეერთებულ შტატებში რასობრივ , ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებთან დაკავშირებული პირებს სჯერათ რომ ამერიკული საზოგადოების „ დომინანტური „ ღრებულებები შეუსაბამოა მათ შიდა ჯგუფებთან . დიდი უმრავლესობა ამ ინდივიდებისა ან იღებს ამ განსხვავებას ან მუშაობს სისტემის შიგნით დომინანტური შეხედულების შეცვლაზე . თუმცა , ზოგიერთმა ინდივიდმა შეიძლება გამოიყენოს ტერორისტული მიდგომა . ამგვარად , როგორც სტაბი აღწერს ტერორისტული დაჯგუფებების კულტურული გაუფასურების  პრინციპი , შეიძლება ასევე გავრცელდეს ინდივიდებზე და ჯგუფებზე ვინც ერთვება ტერორიზმის მსგავს აქტივობებში , მაგრამ ხშირად არ მიიჩნევიან ტერორისტებად . პირები , რომლებმაც 1980 და 1990 – იან წლებში დაბომბეს ქალთა კლინიკები , სადაც აბორტებს აკეთებდნენ , სწორედ ასეთი ინდივიდები არიან .
მეორე მახასიათებელი რაც სტაბმა აღნიშნა , მოიცავს აღქმებს უთანასწორობის , კავშირის აღკვეთის და უსამართლობის შესახებ . დაუცველი , უძლური და უარყოფილი ადამიანები მეტად უერთდებიან ძალადობრივ ან ტერორისტულ ჯგუფებს , არა მხოლოდ მათი ძირითადი საჭიროოებების დასაკმაყოფილებლად არამედ სოციალური იდენტობის გრძნობის მისაღებად რასაც მათ ტერორისტული ჯგუფი სთავაზობს . სტაბი ასეთ სიტუაციებს უწოდებს რთულ ცხოვრებისეულ პირობებს დამახასიათებელი შიმშილით , ავადმყოფობით , საზოგადოების გაუგებრობით , თავშესაფრის არ არსებობით ოჯახებისთვის და ა.შ . „ ადამიანები მცირე მატერიალური რესურსებით , ვისაც ცოტა აქვს დასაკარგი , არიან უპირველესი კანდიდატები ექსტრემისტული ორგანიზაციებისთვის , რომლებიც პირდებიან უკეთეს საყოფაცხოვრებო პირობებს როცა „უზრუნველყოფილებს“  ძალა წაერთმევათ „ ( Wanger & Long , 2004 , p.211 ) . აქ არამარტო უკეთესი ცხოვრების პირობაა , არამედ პირობა მიკუთვნებულობის განცდისა . ტეილორი და ლუისიც იმავეს ამტკიცებენ , როცა ხაზს უსვამენ , რომ გარდა არახელსაყრელი ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორებისა , ფსიქოლოგიური იდენტობის საჭიროება უბიძგებს ინდივიდებს ტერორისტული ჯგუფებისკენ . ისინი ამტკიცებენ , „ რაც ტერორისტულ ჯგუფებს განსაკუთრებულად  მიზიდველს ხდის , არის მათი მარტივი მსოფლმხედველობა რაც სთავაზობს ახალწვეულებს ნათელ კოლექტიურ იდენტობას „ . ინდივიდები შეიძლება შეუერთდნენ რადგანაც მათ აქვთ „ მორალური პრინციპები რითაც თავს აიგივებენ უსამართლობის მსხვერპლებთან და მძიმე პირობებში მაცხოვრებლებთან „ ( Staub , 2004 , p.159 ) .
მესამე მახასიათებელი არის ის , რომ ტერორისტული ჯგუფების უმეტესობას აქვთ ძლიერი იერარქია , ზოგჯერ ლიდერებით , რომლებიც აღწერილია როგორც ძლიერი , დამაჯერებელი და ქარიზმატული . სტაბი ამ ფსიქოლოგიურ მახასიათებელს ავტორიტეტის ძლიერ პატივისცემას უწოდებს . ზოგი პირი , რომელიც უერთდება ტერორისტულ ჯგუფს , სურს გათავისუფლდეს არასრულყოფილი სელფისგან და წარმოიდგინონ თავი ძლიერ ლიდერებად და ორგანიზაციის მმართველად . ინსინი ყველაზე კომფორტულად გრძნობენ თავს იერარქიულ სოციალურ სტრუქტურებში რაც ორგანიზებას უწევს გამომწვევ და საინტერესო მისიებს . საერთო ჯამში , ეს რეალური ან წარმოსახული გარემოებები  არის  პროდუქტიული ზონა ტერორისტული დაჯგუფებისთვის როცა უკეთესი ცხოვრების პირობები გვეპატიჟებიან .

მოტივები და გამართლებები


აშკარად, ტერორიზმში ჩართვის არც ერთი მოტივი არ არსებობს. მოტივები მრავალმხრივი და კომპლექსურია, დაწყებული შურისძიებისა და სიბრაზისგან, იმქვეყნიურ სტატუსის, პატივისცემის და მარადიული სიცოცხლის ჩათვლით (marsella, 2004 ). “ტერორიზმის ფესვები  კომპლექსურია და ცოცხლობს ისტორიულ, პოლიტიკურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებში. აქედან, ფსიქოლოგიური ფაქტორები ყველაზე ნაკლებად შესწავლილი და გაგებულია , მაგრამ უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვანი“ (  Moghaddam and Marsella, 2004 a, p.xi ). საერთაშორისო ტერორიზმის მყარი გაგება  მიღწეულია მილტიკულტურული პერსპექტივების გათვალისწინებით და ფსიქოლოგიური დინამიკით სადაც ისინი არიან ჩანერგილი.
ბანდურა ოსტატურად ხსნის ტერორიზმის მოტივებს კოგნიტურ სფეროში. ის გადმოსცემს, რომ ტერორისტები თავიანთ შემზარავ ქმედებებს კოგნიტური რესტრუქტურიზაციით ამართლებენ - ფსიქოლოგიური პროცესით, რომელიც შეიცავს მორალს, გამართლებებს, ევფემისტურ ენას და ხელსაყრელ შედარებებს.
მორალური გამართლება ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის დარწმუნებით რომ მათი ქმედებები სოციალურად ღირებულია,  აქვთ სრულყოფილი მორალი და კარგი განზრახვა. ბანდურა წერს:
სოციალიზირებული ხალხის გარდაქმნა თავგანწირულ მებრძოლებად არ  მიიღწევა  მათი პიროვნული სტრუქტურების შეცვლით, აგრესიული დრაივებით, ან მორალური სტანდარტებით. უფრო სწორად, ის ხორციელდება შემეცნებითად მკვლელობის მორალურობის ხელახლა განსაზღვრით, ასე რომ კეთდება თვით-ცენზურის და თავშეკავების გარეშე. ძალადობრივი გზების მორალური სანქციით, ადამიანები თვლიან რომ ებრძვიან დაუნდობელ დამპყრობლებს, რომელთაც დამორჩილების დაუცხრომელი მადა აქვთ ან იცავენ  თავიანთ სათუთ ღირებულებებსა და ცხოვრების გზას, ინარჩუნებენ საყოველთაო მშვიდობას, გადაარჩენენ კაცობრიობას ბოროტი იდეოლოგიისგან და პატივს სცემენ საკუთარი ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს.
მეორე კოგნიტური რესტრუქტურიზაციის პროცესი - ევფემისტური ენა, ეყრდნობა სახელგანთქმული კვლევის აღმოჩენას, რომ ენისგან ფორმირდება აზროვნების პატერნები, რომლებსაც ადამიანთა ქმედებები ეფუძნება. ხალხი უფრო სასტიკად იქცევა, როცა მათ ქცევას სანიტარული ან ნეიტრალური ეტიკეტი აქვს მიკრული. შესაბამისად, ისინი იყენებენ ტერმინს, როგორიცაა „დახარჯონ„ ადამიანები ვიდრე მოკლან ისინი ან „დამატებით დააზიანონ „რომ განსაზღვრონ მოქალაქეები რომლებიც დაბომბვისას დაირუპნენ. მრავალფეროვან მეტაფორებსა და ევფემიზმებს შორის, რომლებიც შემოგვტავაზა ბანდურამ, ხაზი გაუსვა, რომ დამომბვები „ემსახურება სამიზნეს„ და ბომბებს უწოდებენ „ვერტიკალურად განლაგებულ ანტი-პიროვნულ მოწყობილობებს„.
მესამე კოგნიტური რესტრუქტურიზაციის პროცესი ხელსაყრელი შედარებაა, სადაც ტერორისტებს სჯერათ რომ მათი ცხოვრების გზა და ფუნდამენტალური კულტურული ღირებულებები აღემატება მათ ვისაც ისინი თავს ესხმიან. ხელსაყრელი შედარება ხდება მოწინავე, როცა ტერორისტებს ეუბნებიან და აჯერებენ, რომ მტერი ავრცელებს სისასტიკეს და არაადამიანურად ექცევიან მათ ვისაც ისინი წარმოადგენენ. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრი ადამიანი არაბული ქვეყნებიდან ხედავს როგორც დამნაშავეს მათ პრობლემებში, იმის გამო, რომ აშშ - ს მრავალფეროვანი პოლიტიკა და პრაქტიკა აქვს, რაც უზრუნველყოფს ნაყოფიერ ატმოსფეროს ტერორისტული საქმიანობისთვის. ხელსაყრელი შედარების მეთოდები მძიმედ აისახა ისტორიაზე ძალადობის გასამართლებლად. მაგალითად, ტერორისტი ლიდერები  ასწავლიან მათ ხალხს, დამპყრობელ პოლიტიკასა და ტირანულ ტაქტიკებს, რომლებიც მათ მიზნობრივ ორგანიზაციასა ან ქვეყანაზე მუშაობდა წარსულში. ბევრ ადამიანს სჯერა, რომ მაგალითად შეერთებული შტატები ისტორიულად და თანმიმდევრულად მხარს უჭერდა რეპრესიულ მმართველობას არაბულ სამყაროში და არამარტო.  

დამატებითი გათავისუფლების პრაქტიკები


ბანდურა აგრეთვე აცხადებს, რომ გათავისუფლების პრაქტიკები ასევე არიან ჩართულნი მოტივაციის განვიტარებაში, როგორიც არის დეჰუმანიზაცია, პასუხისმგებლობის დიფუზია და არიდება. დეჰუმანიზაცია ეყრდნობა წინამძღვარს რომ ჰუმანიზებული ან ნაცნობი პირებისთვის  ზიანის მიყენება ან მათი მკვლელობა მნიშვნელოვნად ზრდის თვითგაკიცხვას. ბევრად მარტივია ზიანი მიაყენო (და მოკლა) უცხოები რომლებიც მოკლებულნი არიან ადამიანურ თვისებებს. „როცა ისინი დეზუმანიზდებიან, უკვე აღარ განიხილებიან როგორც პიროვნებები გრძნობებით, იმედებით და  შფოთვებით არამედ როგორც არაადამიანური ფორმები„ ( Bandura , 2004, p. 136 ). უკვე მათ სამართლიანად შეიძლება ეწოდოთ „ველურები„ , „მონსტრები„ , „ბინძური მასები„ და ა.შ
პასუხისმგებლობის არიდებაში, ტერორისტებმა შეიძლება თავიანთი ქმედებები განიხილონ ავტორიტეტული პირების და ლიდერების კარნახიდან გამომდინარე და არა როგორც საკუთარი პასუხისმგებლობა, ეს მსგავსია მორჩილების დანაშაულისა. მაშასადამე, ისინი თავს არიდებენ თვითგაკიცხვის რეაქციებს იმიტომ, რომ პირადად არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთ ქმედებაზე, ისინი მხოლოდ ემორჩილებიან ბრძანებებს. პასუხისმგებლობის დიფუზია დეინდივიდუალიზაციის კონცეფციის მსგავსია. ტერორიზმი ხშირად მოითხოვს მრავალი ადამიანის მომსახურებას ორგანიზაციაში, ყველა მოქმედებს გარკვეული საბოლოო მიზნის მისაღწევად. ბანდურა ხაზს უსვამს, რომ ყოველი ადამიანი ორგანიზაციაში ასრულებს დაახლოებით პატარა, ნაწილობრივ სამუშაოს, რაც ცალკე აღებული არის უსაფრთხო და ყურადღების ცენტრს მიღმა. კოლექტიური იდენტობის გრძნობა ჯგუფის წევრებს რთავს ნებას გახდნენ საზარელი ქმედებების მონაწილენი, რის შესრულებასაც ინდივიდუალურად, ისინი ალბათ უარყოფდნენ.

ტერორიზმის ფსიქოლოგიური ბუნება


ტერორიზმის ბუნება ძირითადად ფსიქოლოგიურია. მისი მიზიანია აღძრას  განადგურების შიში და ფსიქოლოგიური სისუსტე სამოქალაქო მოსახლეობაში (Levant , 2002). დიცლერი (2004 , p. 189)  წერს: “ტერორისტული აქტები განისაზღვრება გავლენის მღალი ხარისხით და განსაკუთრებით მათი ფსიქოლოგიური ეფექტებით„. ეჭვგარეშე, „11 სექტემბრის თავდასხმამ მიაღწია თავის მიზანს: შეექმნა გლობალური ფსიქოლოგიური შიშის მდგომარეობა, გაურკვევლობა და ტერორი“ (Marsella , 2004 , p. 39). ტერორიზმის ფსიქოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ფსიქოლოგია მის გაგებაში, წინაღმდეგობასა და მის მიერ ტრავმატიზების მკურნალობის ეფექტებში დიდ როლს ასრულებს. ჯერ კიდევ 11 სექტემბრის შემთხვევამდე, ფსიქოლოგები გამოხატავდნენ დიდ ინტერესს ტერორიზმის გამოძიებასა და შესწავლაში. მას შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა წიგნების, სტატიებისა და კომენტარების რიცხვი თანამედროვე ტერორიზმის ფსიქოლოგიურ საფუძვლებზე, ფსიქოლოგების, ფსიქიატრების და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალთა მიერ.
11 სექტემბრის თავდასხმის შემდგომ, მოზრდილთა 44 % – მა ეროვნულ კვლევაში განცხადა, რომ გამოსცადეს მნიშვნელოვნად მაღალი სტრესი, 90 %– მა თქვა, რომ რაღაც დონეზე მაინც მიიღეს სტრესი თავდასხმის შედეგად (Schuster et al., 2001). თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ეთნიკური ფონი, გენდერი და ასაკი გავლენას ახდენს ტერორიზმის მიმართ  ფსქოლოგიურ რეაქციებზე (Walker & Chesnut , 2003). ამ კვლევის მრავალი მონაწილე ფიქრობდა რომ აშშ ზედმეტად იყო ჩართული სხვა ქვეყნების საქმეებში და მათ ამის გამო გაუსწორდნენ. გარდა ამისა, ისინი გრძნობდენ, რომ აშშ – ს განუვითარდა უსაფრთხოების მცდარი გაგება იმ რწმენით რომ ტერორისტული დაჯგუფებები არ გაუსწორდებოდნენ იმ პოლიტიკის გამო, რასაც შეერთებული შტატები იყენებდა სხვა ქვეყნებთან და კულტურულ ჯგუფებთან მიმართებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგები და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალები უზრუნველყოფენ ფსიქოლოგიურ მომსახურებას ტერორიზმის უარყოფითი გავლენის მქონე პირებისთვის, თანაბრად მნიშვნელოვანია რომ ვცადოთ  მისი პრევენციაც. აგრესიული სამხედრო ქმედება იშვიათი გამოსავალია, სანამ ის არ არის გარდაუვალი პასუხი, დოკუმენტირებულ საფრთხეზე ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის. საერთაშორისო ტერორიზმის შემცირება ნაკლებად სავარაუდოა სანამ ძალადობის გამომწვევ ფესვებს  არ მივმართავთ და გამოვასწორებთ. „ეს მიზეზები ყოველთვის შეიცავს რეალურ ან წარმოსახვით უსამართლობას შემხვედრს ძირითად ადამიანურ საჭიროებებში ცხოვრების რთულ პირობებთან გამკლავების დროს, დაუცველობას, თვითგამორკვევის ნაკლებობას და სხვისი სოციალური იდენტობის უპატივცემულობას„ (Wagner & Long , 2004 , p. 219).
ჩვენ ძირითადად ვსაუბრობდით საერთაშორისო ტერორიზმზე და გამოვიყენეთ მხოლოდ მცირე ილუსტრაცია შიდა ტერორიზმისა, ინდივიდების ან პატარა ჯგუფების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ჩვენს მიერ ხაზგასმული ფსიქოლოგიური პრინციპები შიდა ტერორიზმსაც ერგება. ისტორიულ და თანამედროვე დროში შეგვიძლია ვიპოვოთ შემზარავი მაგალითები ასეთი ტერორიზმისა, ნეო–ნაცისტურ, რადიკალ ენვაირომენტალისტებში და რადიკალ “მემარჯვენე“ ჯგუფებში.

ზოგადი ძალადობრივი დანაშაულის ფსიქოლოგიური ფაქტორები


აგრესია შეიძლება იყოს პასიური ან აქტიური, და მისი ეტიოლოგია მოიცავს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ კომპონენტებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძალადობრივი დანაშაული შეიცავს აგრესიულ ქმედებას, ყველა აგრესიული ქმედება არ არის დანაშაულებრივი. ჩვენ განვიხილავთ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც  ხშირად მიჩნეულია, რომ უძღვებიან ძალადობრივ დანაშაულს და ზოგჯერ აჩქარებენ მას. როგორც ვნახავთ, ეს რწმენები გამართლებას არ საჭიროებს.

იმპულსურობა


            ძალადობრივი დანაშაული ხშირად განიხილება როგორც იმპულსური, ხელშემწყობ მომენტში არაპროგნოზირებადი ქმედებები განრისხებული ინდივიდების მიერ. პიროვნება რომელიც ველურად ესხმის თავს და ზოგჯერ კლავს, ფიქრობენ რომ იმპულსურად ფუნქციონირებს, ანადგურებს მსხვერპლს ყოველგვარი წინასწარგანზრახვის და დაგეგმილი სტრატეგიის გარეშე. უმეტეს შემთხვევებში „იმპულსური ძალადობა“  გაუმართავი ან არაადექვატური თვითრეგულირების შედეგია, გაერთიანებული მარტივ რწმენასთან თუ როგორ განხორციელოს მიზნები. ეს თვალსაზრისი მხარს უჭერს მოსაზრებას იარაღის კონტროლის შესახებ. იარაღი ხელმისაწვდომი რომ არ ყოფილიყო დამნაშავე არ დაჭრიდა ან მოკლავდა მსხვერპლს – მინიმუმ ასე მარტივად. ჩვენ აგრეთვე ვნახეთ, რომ ტექნოლოგიის, სწრაფი ცეცხლის ხელმისაწვდომობის და ავტომატური იარაღების მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად დრამატულად გაიზრარდა უდანაშაულო ადამიანთა მასიური მკვლელობების რიცხვი ბოლო 10 წელიწადში.  ზოგ თეორეტიკოსს სჯერა, რომ გარკვეული პიროვნების ტიპები და დისპოზიციები მეტად მიდრეკილია ძალადობრივი რეაქციებისკენ  გარკვეულ პირობებში, ვიდრე სხვები. „Violent Men” - ში, ჰანს ტოჩი აყალიბებს თეორიას რომ ყველაზე აგრესიული ეპიზოდები ხორციელდება კარგად შესწავლილი, ძალადობის სისტემური სტრატეგიებით, რასაც ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს ეფექტურად კონფლიქტურ ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. ამგვარად ძალადობა არ არის უბრალოდ პიროვნების იმპულსური აქტივობის შედეგი; ის მათი ქმედებაა ვისაც აქვს ძალადობრივი რეაქციების ჩეული პასუხების ნიმუშები გარკვეულ სიტუაციებში. თუ ჩვენ გამოვიკვლევთ მოძალადე ადამიანთა ისტორიას, ჩვენ აღმოვაჩენთ გასაოცარ კონსისტენტობას მათი მიღწევებსა ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. მათ ალბათ ბავშვობაში ისწავლეს, რომ ძალადობა მათთვის მუშაობს. ისინი ეფექტურად იყენებდნენ ძალადობრივ პასუხებს რომ მიეღოთ პიზიტიური ან ნეგატიური განმტკიცება. ისინი იღებდნენ რაც სურდათ, მაგრამ თავს არიდებდნენ უსიამოვნო სიტუაციებს ძალადობით.
            ტოჩიის პოზიციიდან, დამამცირებელი მუქარები და საფრთხეები რეპუტაციებისა და სტატუსისა  ძალადობის ძირითადი გამომწვევი ფაქტორებია. იმ ადამიანის თვითშეფასების აფეთქება, ვისაც არც თუ ისე კარგი უნარები აქვს კამათისა და კონფლიქტების გადაჭრის (როგორიცაა ვერბალური და სხვა კოგნიტური უნარები) შეიძლება დააჩქაროს ძალადობა. ეს განსაკუთრებით რეალურია თუ პიროვნების სუბკულტურა მხარს უჭერს დავების  მოგვარებას აგრესიითა და ძალადობით.
            ანალოგიურად, ბერკოვიცი ვარაუდობდა რომ ადამიანები ზოგჯერ იქცევიან ძალადობრივად, არა იმიტომ რომ ელიან სიამოვნებას ან უსიამოვნებას მათი ქცევებიდან, არამედ იმის გამო, რომ „სიტუაციური სტიმული რომელმაც გამოიწვია პასუხი არის მათი პრედისპოზიცია ან მითითებული რათა ის შექმნას„ (Berkowitz, 1970, p.140 ). ეს არის, ინდივიდების კლასიკური განპირობება – მოიქცნენ ძალადობრივად, ადრე მიღებული გამოცდილებით მსგავს სიტუაციებში. ბერკოვიცის მიხედვით, ზოგ შემთხვევებში, ძლიერი გარე სტიმული ბუნებრივად აწარმოებს იმპულსურ ქცევას. ასეთ პირობებში, ადამიანის ფიქრები ძალიან მარტივდება, სტიმულს უაზროდ პასუხობს კარგად შესწავლილი წესით. ამგვარად ადამიანები ბრაზდებიან, ისვრიან იმპულსურ და ავტომატურ პასუხებს იმ უსიამოვნო შეგრძნებებზე, რასაც  ავერსიული და საზიზღარი სტიმულები იწვევს. ასეთი სტიმულები შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ უბრალო „არ მოწონებიდან„  ფიზიკურ შეურაცხყოფამდე. მიუხედავად ამისა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ინდივიდი მიმართავს გაფიცვას თუ ის არ ყოფილა გაბრაზებული წარსულ სიტუაციებში.
            მსგავსი შეხედულება გამოთქვა ზილმანმა, ვისაც სჯეროდა, რომ კოგნიტური პროცესები დიდად გუფასურებულია ემოციური აღშფოთების ექსტრემალურ დონეზე. მაღალი შფოთვის ქვეშ, როგორიც სიბრაზეა, აზროვნებით კონტროლირებული ქცევა ხდება უაზრო ჩვევებით კონტროლირებული. ამასთანავე, ემოციური წყენის მაღალ დონეზე, მტრული და აგრესიული ქცვები ხდება „იმპულსური“, ამ ტერმინს ზილმანი ასოცირებს „ჩვევის ძალასთან„. ეს ნიშნავს, რომ ქცევები იმდენად კარგად შესწავლილია, ისინი სწრაფად ჩნდებიან ინდივიდის გაცნობიერების გარეშე. ითვლებიან როგორც „უაზრო„ ქმედებები. იმპულსური ქცევა, მაშინ აღარ არის უჩვეულო, ხასიათიდან ამოვარდნილი ქცევა; ის ასახავს ჩვევით პასუხებს რაც შეიძლება უარყოფილი იქნეს ინდივიდის მიერ, დაბალი გაღზიანების და ნორმალური პირობების ქვეშ.
            ტოჩი, ბერკოვიცი და ზილმანი, სამივე, თვლის რომ ძლიერ ემოციურ განცდის დროს ბვერი ადამიანი ვერ ითვალისწინებს საკუთარი ძალადობრივი ქმედების მოსალოდნელ შედეგებს. მაღალი აგზნება ზუღდავს კოგნიტურ პროცესებს, არ აძლევს ფიქრის საშუალებას მოქმედებამდე„. გარემო და რელევანტური გარე სტიმული აკონტროლებენ შინაგან პროცესებს რომლებიც დასუსტებულია აგზნების მაღალი დონით . რა თქმა უნდა, როცა ეს „აგზნებითი„ პერსპექტივები ხსნიან ყველაზე ხშირ და გავრცელებულ ძალადობრივ ინციდენტებს სოციუმის უმრავლესობაში, ბევრი სერიული და მასიური მკვლელები, მეტად ჩაფიქრებული და გათვლილია.

ჩვეული და ზედმეტად მაღალი  კონტროლის მქონე დამნაშავეები


ედვინ მეგარჯიმ (Edwin Megargee (1966))  ძალადობის ევრისტიკული ახსნისას მოძალადაეები ორ ნაწილად დაყო: პიროვნება, რომელიც ჩვეულებრივ აკონტროლებს თავს და პიროვნება, რომელიც გადაჭარბებულად აკონტროლებს თავს. ჩვეულებრივი კონტროლის ქვეშ მყოფ პიროვნებას აგრესიის წინააღმდეგ არც თუ ისე ძლიერი შეკავების მექანიზმი გააჩნია და პროვოკაციისას ან ფლუსტრაციისას ძალადობის მონაწილე ხდება.  ამ შემთხვევაში, აგრესია არის სიბრაზის ან უხასიათობის ჩვეული საპასუხო ქცევითი პატერნი. განსხვავებით ამისგან, ქრონიკულად ზეკონტროლირებულ პიროვნებას კარგად აქვს დასწავლილი აგრესიის შემაკავაბელი მექანიზმი და მათ პროვოკაციის შემთხვევაშიც უწევს წინააღმდეგობას. ის არის სოციალიზებული პიროვნება, შესაძლოა ზესოციალიზებულიც კი, რომლისთვისაც სოციალური ნორმებისა  და სხვების მიერ დაწესებული რეგულაციების დარღვევა ადვილად ასოცირდება პოტენციურ დასჯასთან. იგი სხვებზე უფრო ხშირად იმეორებს ფრაზას -,,წესების დარღვევის შემთხვევაში დავისჯები“. აიზენკის მიერ შემოთავაზებული ტიპოლოგიის თანახმად, შეგვიძლია ვთქვათ , რომ ინტროვერტი უფრო მეტად ზეკონტროლირებული პიროვნებაა, მაშინ როდესაც ექსტრავერტი ჩვეულებრივ აკონტროლებს თავს.
მეგარჯის აზრით, არსებობს შემთხვევები,  როდესაც, ზეკონტროლირებული ადამიანისთვის პროვოკაცია და ფლუსტრაცია დაუძლეველი ხდება. ამ დროს  მან შეიძლება აგრესიულად ამოხეთქოს და ჩვეული კონტროლის მქონე პიროვნების ძალადობასაც კი გადააჭარბოს. კონტროლირებადი-ზეკონტროლირებადი ტიპოლოგიის მიხედვით, მეტად სასტიკი და მოულოდნელი მკვლელობები ხშირ შემთხვევაში თავშეკავებული პირის მიერაა ჩადენილი. ასევე, ოჯახში მომხდარი მკვლელობების ბევრ შემთხვევაში დაპატიმრებულები ზეკონტროლირებული ოჯახის წევრები არიან. ამიტომაც, გარშემომყოფები შოკირებულები არიან, რომ მკვლელობა ჩადენილია კარგადაღზრდილი პიროვნების მიერ.
მეგარჯის ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ბლექბარნმა (Blackburn (1968)) ჩაატარა ტესტი და მოძალადე მკვლელები ორ ჯგუფად დაყო: უკიდურესად სასტიკი და ზომიერად სასტიკი  თავდამსხმელები. პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან მკვლელები, რომლების გასამართლებულნი იყვნენ წინასწარგანზრახული, არაწინასწარგანზრახული ან მკვლელობის მცდელობისათვის. ხოლო მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომელთაც ბოროტი განზრახვით დაჭრეს ან თავს დაესხნენ პიროვნებას იმ მიზნით, რომ მათთვის სერიოზული  სხეულის დაზიანება მიეყენებინათ. პიროვნების საკვლევი კითხვარის მეშვეობით აღმოჩნდა, რომ უკიდურესი სისასტიკით გამორჩეული მკვლელები  იყვნენ მეტად ინტროვერტები, ზეკონტროლირებულები, კონფორმულები და ნაკლებად მტრულები ვიდრე ზომიერი სისასტიკით გამორჩეულები.  უფრო მეტიც, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული ხანგრძლივი, ან მრავალჯერადი პროვოკაციის შედეგი იყო.
ტუპინის, მაჰარისა და სმითის (Tupin, Mahar & Smith, 1973) კვლევის მიხედვით, კრიმინალური წარსულის მქონე მკვლელები ხასიათდებოდნენ ჰიპერაქტიურობის მეტი მაჩვენებლებით, ჩხუბისთაობით, მრისხანებით და სხვა ექტრავერტულობის მახასიათებლებით ვიდრე კრიმინალური წარსულის არმქონე მკვლელები. სხვა კვლევის მიხედვით, უეცარი მკვლელები იყვნენე ინტროვერტები და შეპყრობილები არაადეკვატურობის, მარტოობისა და ფლუსტრაციის გრძნობით, რომლებიც   ზეკონტროლირებული ადამიანების მახასიათებლებია. 
ლიმ, ზიმბარდომ და ბერთოლფმა (1977) ჩაატარეს შეზღუდული, მაგრამ რელევნატური კვლევა, სადაც 19 მკვლელი მონაწილეობდა. ამათგან, 10 მათგანი მიჩნეული იყო უეცარ მკვლელებად, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ კრიმინალური წარსული, ხოლო 9 ჩვეულ დამნაშავეებად, რომლებიც ძალადობის გამო უკვე იყვნენ დაკავებულები. ორივე ჯგუფს წარედგინა სტენფორდის სიმორცხვისა და მინესოტას მრავალფაზიანი პიროვნების საკვლევი (MMPI) კითხვარი. უეცარ მკლელთაგან რვამ სტენფორდის სკალაზე მორცხვობა გამოავლინა, ხოლო ჩვეულდამნაშავეთა შორის მხოლოდ ერთმა . MMPI-ს მიხედვით, უეცარი მკვლელები იყვნენ მეტად ზეკონტროლირებულები და პასიურები, ხოლო ჩვეულ დამნაშავეებს ჰქონდათ კონტროლის ჩვეულებრივი ხარისხი და იყვნენ მეტად ასერტულები. სხვა კვლევასთან კომბინაციით დადგონდა, რომ მაშინ, როდესაც კონტროლის მექანიზმი არ მუშაობს, ზეკონტროლირებული ადამიანები გამოირჩევიან უფრო მეტი სისასტიკით, ვიდრე კონტროლის ჩვეული მექანიზმის მქონე ადამიანები.
არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ შესაძლებელია სასტიკი თავდამსხმელების განლაგება ჩვეულიკონტროლის-ზეკონტროლის კონტინიუმზე, სადაც უმეტესობა პოლარულ ბოლოებზე მოთავსდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კრიმინალური წარსულის მქონე ზეკონტროლირებადი პიროვნება უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ერთ მაღალი სისასტიკით გამორჩეულ მკვლელობას ჩაიდენს.  მონაცემების თანახმად ჩვეულიკონტროლისა და ზეკონტროლირებული პიროვნებები ერთიდაიმავე რაოდენობით გვხვდება, როგორც, ძალადობრივ, ასევე, არაძალადობრივ მოსახლეობაში (Henderson, 1983). ეს კი იმის მანიშნებელია, რომ მეგარჯის სქემა შესაძლოა სათანადოდ არ გვეხმარებოდეს  მოძალადეების ტიპების ახსნაში. ასევე, ჩვეულიკონტროლისა და ზეკონტროლის ტიპოლოგია კარგად არ ითვალისწინებს სიტუაციური პარამეტრების როლს. მაგალითად, პასიური და არაასერტული პიროვნებები მოსალოდნელია, რომ იყვნენ მეტად ფლუსტრირებულები და თავს ხშირად გრძნობდნენ უძლურად და დაუცველად. ლი-ზიმბარდო-ბერთოლდის ჯგუფმა (1977) სცადა სოციალური და ვერბალური უნარების ნაკლებობის დაკავშირება უეცარ მკვლელებთან, რომლებიც მორცხვები არიან და არ გააჩნიათ სოციალურ სიტუაციაში განმტკიცებისათვის საჭირო ინტერპერსონალური უნარები. აშკარაა, რომ მორცხვი ადამიანების უმეტესობა არ ხდება უეცარი მკვლელი.
როდესაც პიროვნებას ნაკლებად აქვს სოციალური სიტუაციისთვის საჭირო უნარები და სტრატეგიები, მას უმწეობის გრძნობა უჩნდება. ეს ორ საპასუხო რეაქციას იწვევს: შეტევა ან თავიდან არიდება. მარტინ სელიგმანმა(1975) თავიდან აცილების რეაქციას, რომელსაც ხშირად რეაქტიულ დეპრესიასაც უწოდებენ, დასწავლილი უმწეობა უწოდა. პიროვნება თვლის, რომ მის არასასიამოვნო მდგომარეობას ვერაფერი შეცვლის და ამიტომ წყვეტს წუხილს. ამის კარგი მაგალითია, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ხალხი, რომლებიც თვლიან, რომ მდგომარეობის შესაცვლელად მცირე შანსი არსებობს და ცხოვრებას იმედის გარეშე განაგრძობენ. ალტერნატიული გზაა შეტევაა - სასოწარკვეთილებასთან ბრძოლა, რომელიც განსაკუთრებით წარმატებულია იმ შემთვევააში, თუ პიროვნება თვლის, რომ ეს მის მდგომარეობას ეფექტურად გამოასწორებს. უეცარმა მკვლელებმა, რომლებიც მთელი ცხოვრება პასიურები იყვნენ, შესაძლოა ყველაფრის შესაცვლელად უკანასკნელი შანსი გამოიყენონ. მათი განსაკუთრებული სისასტიკე, ქცევის მიერ გამოწვეულ მდგომარეობაზე ფიქრის გარეშე, შესაძლებელია იყოს სასუწარკვეთილი პასუხი ცხოვრებაზე უეცარი კონტროლის დასამყარებლად. შესაძლოა დაისვას კითხვა: რა უფრო ადაპტურია მსგავს უიმედო მდგომარეობაში? უიმედოდ და დეპრესიულად დარჩენა თუ  მოვლენების შესაცვლელად სასტიკი, სასუწარკვეთილი შეტევა?

კოგნიტური თვით-რეგულაცია


ძალადობრივი ქცევის ამხსნელ ფაქტორებთაგან ერთ-ერთი მნიშნელოვანი  სოციალური დასწავლისა და კოგნიტური მეცნიერების მიერ შემოთავაზებული თვით-რეგულირების მექანიზმებია. კვლევის თანახმად, ძალადობის შესამცირებელი ეფექტური მეთოდი თვითრეგულაციის სისტემის გაუმჯობესებაა (Serin & Preston, 2001). სოციალური დასწავლის თეორიისა(Bandura, 1983)   და სოციალურ-კოგნიტური თეორიის (Bandura, 1986, 1989) მიხედვით, ჩვენ  ქცევის მნიშნელოვანი კონტროლი შეგვიძლია. კოგნიტური შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს პრობლემის გადასაწყვეტად გამოვიყენოთ აბსტრაქტული და კონცეპტუალური აზროვნება და გავითვალისწინოთ წარსული და მომავალი  უეცარი გარეგანი სტიმულების არარსებობის შემთხვევაშიც კი. სწორედ ასე ვახერხებთ  შედეგებზე ფიქრს და ქცევის მართვას. როგორც ჩანს, გარკვეული მოვლენები ასუსტებს კოგნიტურ კონტროლს და იმპულსურ ქმედებებს უწყობს ხელს. ამ დროს ჩვენი ქმედებები განპირობებულია უფრო გარე სტიმულებით, ვიდრე თვით-რეგულირების მექანიზმებით.
თვით-რეგულაციის პროცესი შეისწავლის დასწავლადი კოგნიტური სტრუქტურებისა და ცნებების განვითარებასა და გადამუშავებას. როგორც ვიცით, სამყაროს აღქმა დამოკიდებულია კოგნიტურ სქემებზე, რომლებიც არასპეციფიკურია, მაგრამ  ჩვენი გამოცდილებების ორგანიზებულ რეპრეზენტაციებს წარმოადგენს. ადამიანთა ნაწილი უფრო მეტ სქემებს ფლობს და ზოგიერთი მათგანი საზოგადოების მიერ აღქმული არასწორი სქემებისკენ იხრება. ადამიანები, რომლებიც უფრო დახვეწილ სქემებს ფლობენ, ქცევას უფრო მეტად კომპლექსური გზით აფასებენ იმათთან შედარებით, რომელთაც ნაკლებად დახვეწელი  სქემები აქვთ.  მაგალითად, ადამიანი, რომელსაც დახვეწილი სქემების დიდი საცავი აქვს, თავს შეიკავებს მკვლელისთვის ისეთი იარლიყების მიკუთვნებაში, როგორიცაა ,,ავადმყოფი“ ან ,,ცხოველი“ და  გაითვალისწინებს ადამიანის განსხვავებული რწმენებისა და მოტივების კომპლექსურობას.
ნორმალურ მდგომარეობაში ჩვენ აღვიქვამთ, ვხსნით,  ვადარებთ და ვიქცევით იმ სტრუქურებზე დაყრდნობით, რომელთც პიროვნულ სტანდარტებს ვუწოდებთ. თუ ჩვენ არ მოგვწონს ის რასაც ვაკეთებთ, ჩვენ შეგვიძლია ქცევის შეცვლა, განსჯა ან მასზე ფიქრის შეწყვეტა. ასევე შეგვიძლია მათი წახალისება და დასჯა. თვით-რეგულაციის წყალობით, ისეთი ქცევების მიმართ, რომლებიც ჩვენს სტანდარტებს არ შეესაბამება, განვიცდით სინანულისა და დანაშაულის გრძნობას. ძირითად შემთხვევაში, ჩვენ განმტკიცებას  დასჯას ვარჩევთ, მაშასადამე, კოგნიტური სქემების შესაბამისად ვიქცევით. ვინაიდან ვითვალისწინებთ, სინანულის გრძნობას, რომელსაც დანაშაულის შემთხვევაში ვიგრძნობთ, ასე რომ, ვზღუდავთ ჩვენს თავს. ,,წინასწარი თვითგანსჯა, პიროვნული სტანდარტების დარღვევისათვის, ჩვეულებრივად აფერხებს გასაკიცხ ქცევას“ (Bandura, 1983, გვ. 30). მაშასადამე, თითოეული ჩვენგანი ავითარებს ქცევის პიროვნულ სტანდარტებს, რომელიც განპირობებულია როგორც, თვითგანსჯით, ასევე, სხვების მიერ ჩვენი განსჯით.
ჩვენი სტანდარტების შეიძლება ემყარებოდეს მარტივ რწმენებს, რომ ,, ყველგან ერთი წურბელა მაინცაა“, ან ,,ადამიანები, როგორც წესი, ძუნწები და სასტიკები არიან“, ან ,,წარმატების უპირობო წესია პირველობა“. ადამიანები, რომელთათვისაც პირველობა ყველაზე მნიშნელოვანია და წარმატების მიღწევის საუკეთესო საშუალება სასტიკი შეჯიბრი და აგრესიაა, შესაძლებელია  ძალადობრივ ქმედებასაც კი, თვითგანმტკიცებისა და სიამაყის საშუალებად მიიჩნევდნენ (Toch, 1977). პირველობის მოყვარულ ადამიანებს აქვთ ნაკლები თვითდასჯა აგრესიული და ზიანის მომტანი ქცევებისადმი. ადამიანური ბუნების მათეული პიროვნული სტანდარტები მათ მიერ ჩდენილი სასტიკი ქცევის გასასამართლებელი საშუალებაა.
სტანდარტები არ ზღუდავს ინდივიდის თავისუფლებას, თუმცა მთელი საზოგადოებისა და კულტურის დამახასიათებელია. ზოგიერთი კულტურა, სუბკულტურა თუ ჯგუფები ცდილობენ მათ წევრებში ქცევის მორალური და ეთიკური ნორმების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით, ამ ყველაფრის  აგრესიასთან და ძალადობასთან დაკავშირება, დაგვანახებს რომ ჩვენს ქცევას მეტწილად პიროვნული და ჯგუფის სტანდარტები განსაზღვრავს. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ,,ცხოვრება მარტივია“  და უგრძნობი ქცევა ნორმაა, მაშინ ძალადობა შესაძლებელია იქცეს მისი ცხოვრების წესად. ადამიანთა ნაწილი სასტიკი და მრისხანეა არა იმიტომ რომ გარემოსგან იღებს განმტკიცებას, არამედ იმიტომ რომ, ძალადობა ასახავს მათ შინაგან სტანდარტებსა და ადამიანური ბუნების იმპლიციტურ გაგებას. სხვებმა, როგორც ჩანს უმეტესობამ, შეიმუშავა კოგნიტური სქემები, რომლებიც არ განამტკიცებს საზიანო ან მიუღებელ ქცევას.
თვითრეგულაციის თეორიის უკეთ გასაგებად მისი მექანიზმები, გარკვეულწილად, ზედმეტად გავამარტივეთ. თვითრეგულაცია ყველა სიტუაციაში უცვლელად არ მოქმედებს. სხვაგავრად, როგორ შეგვიძლია ავხსნათ  აშკარად წესიერი ადამიანების მიერ საუკუნეების მანძილზე ჩადენილი დესტრუქციული ქცევა რელიგიური პრინციპებისა და სამართლიანი იდეოლოგიების სახელით? რა გამართლება შეიძლება მოეძებნოს ისეთ ფართომასშტაბიან ძალადობას, როგორიცაა, ომი ან დაბომბვა? რას ვიტყვით მაღალი პრინციპების სახელით ჩადენილ ტერორიზმზე? როგორ შეგვიძლიათ ავხსნათ ბრბოს ძალადობა, სადაც გარეგნულად კეთილ ადამიანებს ემოციები ან ბრბო მართავს? რატომ არ მოქმედებს თვითრეგულაციის სისტემები, იქ, სადაც ასეა საჭირო?
სოციალური დასწავლის თეორია ამას იმით ხსნის, რომ ყველა შემთხვევაში თვითრეგულაცია  არაა პასუხისმგებელი ქცევაზე.  ,,სოციალური დასწავლის თეორიის განხილვისას, მორალური ადამიანები ჩადიან დანაშაულებრივ ქმედებას, მაშინ როდესაც არ აფასებენ ქცევას“ ( Bandura, 1983, გვ. 31). ამას იმპულსური ძალადობის ახსნა შეუძლია. ბერკოვიცისა (Berkowitz(1983)) და ზილმანის(Zillmann(1983)) აზრით, ემოციური აღგზნების მაღალი დონის გამო ყურადღებას აღარ ვაქცევთ შინაგანი კონტროლის მექანიზმებს. მაგალითად, როდესაც ძალიან გაბრაზებულები ვართ ჩვენ ხშირად ვიქცევით და ვამბობთ იმას, რაც შეიძლება შემდეგ ვინანოთ. ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ, ვინანიებთ და გვინდა დროის უკან დაბრუნება. უკეთ რომ შეგვეფასებინა ჩვენი ქცევა, შესაძლებელია სხვანაირად მოვქცეულიყავით. ემოციების ზემოქმედების ქვეშ თვითრეგულაციის მექანიზმი დროებით წყვეტს მუშაობას. ასაკის მატებასთნ ერთდ, ვსწავლობთ, რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ შინაგანი კონტროლის მექანიზმს და არ ავყვეთ აღგზნებულ იმპულსებს. ეს შეიძლება ხსნიდეს იმას, რომ ასაკის ზრდასთნ ერთდ იკლებს იმპულსური ძალადობის შემთხვევები.
ძალადობის შესამცირებლად ეფექტური საშუალებებია აღგზნების შემცირების ტექნიკები, ინტერპერსონალური უნარების უკეთ აღქმა და არასწორი კოგნიტური მსჯელობის გამოსწორება (Serin & Preston, 2001). კვლევამ აჩვენა, რომ როგორც მოზარდ, ასევე, ახალგაზრდა დამნაშავეებს ახასიათებთ ირაციონალური რწმენები, არასწორი ატრიბუციული მიდრეკილებები და უკონტროლო ბრაზი. მოძალადეებში ირაციონალური რწმენის ცნობილი მაგალითია, რომ ქალს უნდა გაუპატიურება.
პიროვნული სტანდარტების უყურადღებობისა და სხვისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში,  ჩვენ ყველა შეიძლება, შემთხვევით, საზიანოდ და სასტიკად მოვიქცეთ. ამ შემთხვევაში, ვეცდებით თავი დავარწმუნოთ ჩვენი ქცევის მართებულობაში. ჩვენ შეიძლება ვიგრძნოთ, რომ გარკვეულ სიტუაციებში საჭიროა ადამიანებს გაკვეთილი ვასწავლოთ. ვიფიქროთ, რომ შეიძლება: გზადაკარგული ბავშვის ცემა, ექსპერიმენტში მონაწილე სუბიექტის ტრამვირება და სამართლიანობის აღსადგენად მკვლელის სიკვდილით დასჯა. ამ გამართლებების პრობლემური ლოგიკა ნათელი ხდება, მაშინ, როდესაც, ის გამოიყენება  იმ ქცევების გასასამართლებლად რომელსაც ხალხის უმეტესობისთვის ზიანი მოაქვს. როგორც ვიცით, ტერორისტები თავიანთ ქმედებას ამართლებენ იმით რომ, ისინი საზოგადოების ტირანული მმართველობისგან ათავისუფლებენ. საჭიროა საგულდაგულოდ განვსაზღვროთ ფიზიკური ძალადობისა და აგრესიის გამამართლებელი საშუალებები. საინტერესოა, რომ ეს საკითხი ასევე განხილვის საგანია სამხედრო უწყების მიერ დაკავებულთა მოპყრობასთან დაკავშირებულ საკითში, როგორიცაა გუანტანამოს ციხე. იმ შემთხვევაში თუ წამებას განვსაზღვრავთ სისტემური მიდგომისას ინფორმაციის მიღების მიზნით მიყენებულ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტკივილს, ამერიკის მოსახლეთა მცირე ნაწილი  თუ უარყოფს, რომ შეერთებული შტატები აწამებდა დაკავებულებს. ზოგს სწამს, რომ ეს ტაქტიკები გამართლებულია ტერორისტული შეტევების თავიდან ასაცილებლად, მაშინ როდესაც სხვები მიიჩნევენ რომ ადამიანის უფლებების დარღვევა არასდროსაა გამართლებული. მესამე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დებატებია საჭირო იმის გადასაწყვეტად, რომელი ტაქტიკის გამოყენება შეიძლება და რა პირობებით.
ჩვენ შეიძლება  შინაგანი სტანდარტები გარკვეული ხარისხით უგულვებელყოთ, მაგალითად ,, სხვებიც აკეთებენ ამას, ისინი უფრო ბევრი არიან ვიდრე მე“,  ,, ხალხის უმეტესობა იტყუება საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით. ეს თამაშის ნაწილია“.  ეს პერსპექტივა რელევანტურია  კორპორატიულ ან თეთრსაყელოიანთა დანაშაულთან მიმართებაშიც. ასევე, ადამიანთა ნაწილი კრიმინალურ ქცევას ნეიტრალიზებას ახდენს ქცევაზე პასუხისმგებლობის მოხსნით და თუ საზიანო  ქცევის განხორციელება იწვევს  ჯგუფში მისი სტატუსის გაზრდას.
საკუთარი სტანდარტების გაუმნიშვნელოვნების კიდევ ერთი საშუალებაა, განსაკუთრებით ძალადობის საპირისპიროდ, დარწმუნება იმაში, რომ ზოგიერთი ადამიანი  უფრო ცხოველის მსგავსია ვიდრე ადამიანის. უკიდურესად სასტიკი და საზარელი მკვლელობები შესაძლებელია დეჰუმანიზაციით იყოს გამოწვეული. ზოგი ადამიანი სიკვდილით დასჯას გამართლებულად მიიჩნევს, რადგან ზოგიერთ კრიმინალს არაადამიანად მიიჩნევს. ამით აიხსნება ამერიკის ისტორიაში მომხდარი უამრავი აფრიკელი ამერიკელის ლინჩის წესით გასამართლება და ასევე ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების წამება. ომში მტრის წინააღმდეგ დამამცირებელი ეპითეტებით მათ დეჰუმანიზაციას ვახდენთ. ასე რომ, სერიული მკვლელების უმეტესობა მსხვერპლს აღიქვამს, როგორც ჰუმანურობისგან შორს მყოფ ობიექტს. დამნაშავე გრძნობს მცირე სინანულს მიყენებული ტანჯვისთვის და არ ნერვიულობს წინასწარ თვითდასჯაზე. მეორეს მხრივ, რთულია სასტიკად მოექცე იმას, ვინც ჰუმანურდება. სხვა სიტყვებით, თუ თავდამსხმელი გაიცნობს სავარაუდო მსხვერპლს, ნაკლებია შესაძლებლობა, რომ ის სასტიკი იქნება. როგორც ჩანს, ეს განსაკუთრებით ეხება იმ დანაშაულებს, როდესაც მსხვერპლის მოკვლა არ არის თავდაპირველი მიზანი.
საბოლოოდ, ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ პიროვნულ სტანდარტებზე თუ ლეგიტიმური პირი გვეუბნება, რომ დანაშაული ჩავიდინოთ. როდესაც პირი, რომელიც ფლობს ლეგიტიმურ ძალაუფლებას, გვიბრძანებს რაიმეს გაკეთებას, ჩვენ პასუხისმგებლობისგან გვათავისუფლებს, იმ შემთვევაშიც კი თუ ქცევა ჩვენი პიროვნული სტანდარტებისგან უცხოა. ამას ეწოდება ბანდურას პასუხისმგებლობის გადანაცვლება (2004), სტაუბის აუტორიტეტის ძლიერი პატივისცემა (2004) ან მილგრემის ავტორიტეტისადმი მორჩილება ( 1974).
რომ შევაჯამოთ, თვითრეგულაციის სისტემა, რომელსაც ვივითარებთ არ არის უცვლელი ან ავტომატური, მაგრამ არის დინამიური და სუბიექტური გარკვეული გამოცდილების და მოვლენების მიმართ. გარდა ამისა, ბევრი მოვლენა ორაზროვანია და ადვილად არ ერგება არსებულ კოგნიტურ ნიმუშებს. ამ მდგომარეობაში ჩვენ ვცდილობთ გარეთ ვეძებოთ სტიმულები. მიუხედავად ამისა, თვითრეგულაციის სისტემა არის იმ ქცევის წარმმართველი, რომელთაც კონკრეტულ სიტუაციაში სწორ ქცევად მივიჩნევთ. რაც უფრო მეტად დავუჯერებთ  ჩვენს შიდა სტანდარტებს, მით უფრო ნაკლებად ვიქნებით გარე სამყაროსკენ მიდრეკილნი, წნეხის შემთვევაშიც კი. აქედან გამომდინარეობს, რომ საუკეთესო შინაგანი სტანდარტები ისინია, რომელთაც ჩვენით ვივითარებთ, და არა ის, რომელსაც გარე სამყარო გვახვევს თავს, რომელსაც მხოლოდ სარგებლის მისაღებად და გარშემომყოფთათვის ვაკეთებთ.
კვლევების ნაწილის თანახმად, ქალები აგრესიას თვითრეგულაციის მექანიზმის დარღვევად მიიჩნევენ (Campbell, Muncer, & Coyle, 1992). მათთვის აგრესიული ქცევა არის პიროვნული მარცხი, ვინაიდან იგი ვერ ერგება სხვებისა და საკუთარი თავის მიერ დადგენილ  სტანდარტებს და შესაბამიასდ, მათ უარყოფითად მიიჩნევს (Campbell et al., 1992. Gv.98). საპირისპიროდ, მამაკაცები აგრესიას ხედავენ, როგორც, კონტროლისა და დომინანტობის საშუალებას, ამიტომ, აგრესიულ ქცევას მეტად დადებითდ აფასებენ.
საბედნიეროდ, უმეტესობამ ჩამოაყალიბა შინაგანი სტანდარტი, რომ სხვებისთვის ზიანის მიყენება არასწორია. შესაბამისად, მიზეზი იმისა რომ ხალხის უმეტესობა არ ძალადობს, არ არის მხოლოდ რეფლექსის კლასიკური განპირობების  შედეგი. უფრო სწორია ვთქვათ, რომ, მათ ჩამოაყალიბეს რწმენების სისტემა, რომლის მიხედვითაც  არასწორია სხვებისთვის ზიანის მიყენება, სულ მცირე, მიზეზის გარეშე. ადამიანის თვისება, რომ ქცევა გაამართლოს, ხშირად ისტორიაში ყველაზე სასტიკი ძალადობისგან განუყრელია. ჩვენ ვამართლებთ ფართომაშტაბიან ძალადობას (ომს), იმის მტკიცებით, რომ ამით ვიცავთ საკუთარ თავს, ოჯახებს და ცხოვრებას სასტიკი(არაადამიანი) მტრისგან.

დეინდივიდუალიზაცია და ბრბოს ძალადობა


ბრბოს ძლიერი ზეგავლენა ინდივიდის ქცევაზე სოციალურ მეცნიერებს ადრეული 1900-იანი წლებიდან აინტერესებთ. ბრბოს გავლენა ჩვეულებრივ „კოლექტიური ქცევის“ რუბრიკის ქვეშ შეისწავლება, რომელიც მოიცავს აჯანყებებს, ჯგუფურ გაუპატიურებებს, პანიკას, ლინჩის წესით გასამართლებას, დემონსტრაციებსა და რევოლუციებს. ჩვენი მიზნებიან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებთ კოლექტიური ქცევის იმ გავლენებზე, რომელიც ახდენს ძალადობის წახალისებასა და შენარჩუნებას.
ერთ-ერთი პირველი კოლექტიური ქცევის თეორიტიკოსი გუსტავ ლებონი (Gustave LeBon) იყო, რომლის 1896 წელს გამოცებული წიგნი „ბრბო“ (The Crowd) მიჩნეულია ჯგუფების კლასიკურ კვლევად. ის ამბობდა, რომ ადამიანები ბრბოში გვანან ცხოველების ჯოგს - არიან ადვილად კონტრილირებადი ან შეშინებულები. ლებონს სჯეროდა, რომ მას, ვინც ჩვეულებრივ არის არაძალადობრივი და კანონმორჩილი, შეუძლია გამოამჟღავნოს ძალადობა, არატოლერანტობა და ისეთი სისასტიკე, რომელიც ყველაზე პრიმიტიული ველური ცხოველებისთვისაა დამახასიათებელი. ბრბოში ჩართული პიროვნება კარგავს მგრძნობელობას და განსჯის უნარს. ქოლექტიური აზროვნება ბრუტალური და დესტრუქციულია ხალხისა და საკუთრების მიმართ. ლებონის მიხედვით განათლებული ადამიანებიც კი ხდებიან მარტივად მოაზროვნეები და ირაციონალურები გავლენის ქვეშ.
უმეტესობა ჩვენგანს უნახავს შეშლილი ბრბოს გამგმირავი ყვირილი პოლიტიკური, სოციალური ან ფიზიკური ინსტიტუტის განადგურების ან დაუყოვნებლივი „სამართლიანობის“ მოთხოვნით ინდივიდისა ან ჯგუფისათვის. ბრბოს მოქმედებების აღწერა ჰგავს ისეთ კონფლიქტს, რომელიც ინტენსიურად იზრდება და სწრაფად სცილდება კონტოლის საზღვრებს. იმის მიუხედავად, რომ ბრბოს მოქმედებები ხდება ბუნებრივად და  არის სპონტანური მოვლენა, რთულია მათი მეცნიერული დაკვირვებს ქვეშ მოქცევა და სისტემური გამოძიება. პროცესები, რომლებიც ჩართულია ბრბოს აქტივობაში ჯერ კიდევ არ არის კარგად გაგებული. ზოგიერთმა სოციალურმა ფსიქოლოგმა (დიენერი; ზიმბარდო) სცადა ბრბოს ან ჯგუფური ძალადობის ლაბორატორიული კვლევა - დაახლოებით ქმნიდნენ ისეთ პირობებს, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია აგრესია და თვლიდნენ (თუ გაგრძელების ნებას დართავნენ), რომ ეს აგრესია გადაიზრდება ძალადობაში. ცხადია, ისინი არ მიიყვანდნენ ამ პირობებს ნამდვილ ძალადობამდე, ამიტომ შედეგები ვარაუადად რჩება. პროცედურას, რომელიც ცდილობს მოვლენის იმიტაცია ლაბორატორიული პირობების ქვეშ მოახდინოს, ეწოდება სიმულაცია.
ზიმბარდოს მიაჩნდა, რომ დეინივიდუალიზაცია წარმოადგენს „თვინიერი“ ინდივიდების ტენდენციას რომ ჩაერთონ ანტისოციალურ, ძალადობრივ ქცევაში. დეინივიდუალიზაცია მოიცავს პიროვნული განსხვავებების, იდენტიფიკაციის საშუალების და პიროვნების პასუხისმგებლობის შემცირებას. ბრბოში ნორმალური თავშეკავებული ქცევის ბარიერი დაწეულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ გრძნობენ ანონიმურობას და ნაკლებად აკისრებებ თავს პასუხისმგებლობას თავიანთ ქცევაზე. ზიმბარდოს მიხედვით ეს პირობები უბიძგებენ ადამიანებს ანტისოციალური ქცევისკენ, რომელიც ასოცირებულია ეგოიზმთან, სიხარბესთან, მტრობასთან, იმედგაცრუებასთან, სისასტიკესთან და დესტრუქციასთან.
ერთ ფართოდ გავრცელებულ და ციტირებულ ექსპერიმენტში, ზიმბარდო მანიპულირებდა ორი ცვლადით - ანონიმურობის გრძნობით და მსხვერპლის მახასიათებლებით. მან შემთხვევით შეარჩია მდედრობითი სქესის წარმომადგენელი კოლეჯის სტუდენტები და გაანაწილა ისინი დეინდივიდუალიზაციის და „ინდენტიფიკაციის შესაძლებლობის“ (identifiable)  ჯგუფებში. ცდის პირები დეინდივიდუალიზაციის ჯგუფში ატარებდნენ უფორმო თეთრ ლაბორატორიის ქურთუკს და კაპიუშონს თავზე და მუშაობნენ სუსტად განათებულ პირობებში. ექსპერიმენტატორები ერიდებოდნენ მათი სახელების გამოყენებას. ამის საპირისპიროდ, მეორე ჯგუფის წევრები ვერ გრძნობდნენ ანონიმურობას. პირიქით, ისინი ატარებდნენ უზარმაზარ ნიშანს თავიანთი სახელით, ესალმებოდნენ სახელებით, მუშაობდნენ სრულიად განათებულ პირობებში და ეცვათ თავიანთი ტანსაცმელი ლაბორატორიული ქურთუკის და კაპიუშონის გარეშე.
ცდის პირებს ეუბნებონენ, რომ ეს კვლევა ემპათიას სწავლობდა. ნამდილი მიზანი დეინდივიუალიზაციისა და აგრესიის კავშირის კვლევა იყო. თითოეული ცდის პირი უსმენდა ხუთ წუთიან ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც მიმდინარეობდა ექსპერიმენტატორსა და „მსხვერპლს“ შორის. ზოგიერთი მსხვერპლი დახასიათებული იყო როგორც თბილი, გულრწფელი, პატიოსანი პიროვნება, სხვები როგორც - ეგოცენტრული, თვითკმაყოფილი და კრიტიკული. ყოველი ინტერვიუს შემდეგ ცდის პირებს ჰქონდათ უფლება, რომ ემართათ შოკი/დარტყა იმ ინტერვიუერებზე, რომლებიც ჩანაწერზე მოისმინეს. მათ ჰქონდათ უფლება, რომ დაკვირვებოდნენ თავიანთი მსხვერპლის რეაქციებს ცამხრივი სარკის გამოყენებით. ცდის პირების აგრესიული ქცევა იზომებოდა იმ დროის ხანგრძლივობით, როდესაც ელექტურ შოკს მართავდა. „მსხვერპლები“ სინამდვილეში არ იღებდნენ შოკს, ისინი იყვნენ გაწვრთნილი, რომ კრუნჩხვა და შეწუხებული სახე გაეთამაშებინათ.
ზიმბარდო მანიპულირებდა ორი ცვლადით ანონიმურობა (პიროვნების იდენტიფიკაციის ნაკლებობა) და მსხვერპლის მახასიათებლები (გარემოს სტიმული). ამგავრად, ზოგიერთი ცდის პირი იყო შენიღბული, დანარჩენების იდენტიფიკაცია ადვილი იყო. ზოგიერთი მსხვერპლი იყო სასიამოვნო და მოსაწონი, დანარჩენები უსიამოვნო, აუტანელი. ზიმბარდო ფიქრობდა, რომ წევრები დეინდივიდუალიზაციის ჯგუფიდან უფრო ხანგრძლივად მიმართავდა შოკს მათი პასუხისმგებლობის დიფუზიისა და პიროვნული იდენტობის დაკარგვის გამო. ზიმბარდო ასევე ვარაუდობდა, რომ მსხვერპლის მახასიათებლები იქნებოდა ირელევანტური, რადგან გამძაფრებული ემოცია განცდილი დეინდივიდუალიზაციის ქვეშ ხელს შეუშლიდათ ცდის პირებს განესხვავებინათ მსხვერპლები ერთმანეთისგან. მღელვარება, რომელიც ჩართული იყო სხვისთვის შოკის მიყენებისათვის ისე, რომ შედეგის საფრთხე არ არსებობდა, შეამცირებდა განსჯას მიზანზე (იმ ადამიანზე, რომელიც იღებს შოკს).
კიდევ ერთი დამატებითი ჰიპოთეზა შემოწმდა. ზიმარდო ვარაუდობდა, რომ სუბიექტები დეინდივიუალიზაციის ჯგუპიდან მიიმართავდნენ უფრო ხანგრძლივ შოკურ დარტყმას ექსპერიმენტის განვითარებასთან ერთად. მას სჯეროდა, რომ შოკის მართვა პასუხისმგებლობის გარეშე ინქებოდა ამაღელვებელი მათთვის. პიროვნება გააცნობიერებდა, რომ ანტისოციალური ქცევა კარგი გრძნობაა.
ექსპერიმენტის შედეგებმა გაამართლა ყველა ჰიპოთეზა. დეინივიდუალიზაციის ჯგუფმა მიაყენა ორჯერ უფრო ხანგრძლივი დარტყა მსხვერპლს „იდენტიფიკაციის შესაძლებლობის“ შედარებით. დეინდივიდუალიზაციის ჯგუფი ასევე მიმართავდა ერთი და იგივე დონის შოკს მსხვერპლის პიროვნული მახასიათებლების განურჩევლად. და ბოლოს, ჯგუფი უფრო ხანგრძლივად იყენება შოკს ექსპერიმენტის პროგრესირებასთან ერთად. „დეინივიდუალიზაციის პირობების გავლენით ეს სასიამოვნო, ნორმალური კოლეჯის სტუდენტი გოგონები აყენებდნენ შოკურ დარტყმას სხვა გოგონებს თითქმის ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდათ“ - დაასკვნა ზიმბარდომ.
მაღალი აღგზნებადობა, რომელიც მომინარეობს ბრბოს მღელვარებიდან ასუსტებს პიროვნების საკუთარ თვითგაცნობიერებულობას (self-awareness) და მის შესაძლებლობას, რომ განასხვავოს ექსტერნალური სტიმულები, როგორიცაა მსხვერპლის მახასიათებლები. მონაწილეები აღარ განსაზღვრავენ თავიანთ ქცევას თვითრეგულაციის მექანიზმებით და არიან „დაბრმავებულები“ ისეთი სტიმულების მიმართ, როგორიცაა მსხვეპლის დისტრესი და დისკომფორტი. აგრესორი კარგავს ინდივიდუალობას ბრბოს კოლექტიური აზროვნების გამო. ის არ განიცდის თანაგრძნობას და არ ითვალისწინებს გარემოებებს.

რეფერატზე მუშაობდენ ნუცა კუპრავა
ნინა ფირცხალავა
ეკა ჯიქიძე
მირანდა ხარაიშვილი



No comments:

Post a Comment