Pages

Monday, August 7, 2017

სტალკინგი და კიბერსტალკინგი



სტალკინგი შეიძლება განიმარტოს როგორც ადევნება, თვალთვალი ერთი პიროვნების მხრიდან მეორე პიროვნებაზე, რომელიც სტალკერს(ამდევნებელს, მოთვალთვალეს) შერჩეული ჰყავს სპეციფიკური მახასიათებლების, ნიშნების და ა.შ. მიხედვით. სტალკერი შეიძლება არ  გამოდიოდეს კონტაქტზე არჩეულ პიროვნებასთან ან პირიქით უგზავნიდეს ვერბალური ან წერითი ხასითის შეტყობინებებს, რომლის მთავარი მიზანი ძირითად შემთხვევაში პირის შეშინებაა. (Tjaden, 1997, p.2) წინა წლების კვლევები ძირითადად ფოკუსირებას სტალკინგის ფენომენის შესწავლისას აკეთებდნენ იმ სტალკერებზე, რომლებიც ცნობილ ადამიანებსედევნებოდნენ, თუმცა აღმოჩნდა რომ სტალკინგი საკმაოდ გავრცელებულ ქცევად ითვლება და არა მხოლოდ ცნობილი, საზოგადოებაში აღიარებული ადამიანები არიან სტელკერებისთვის საინტერესო ობიექტები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც.

კალიფორნიის შტატი პირველი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში რომელმაც სტაკლინგი დანაშაულად ცნო 1990 წ. ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გახდა მსახიობ რებეკა შეიფერის საქმე, რომელიც მოკლული იქნა განსაკუთრებლი სისატიკით. კალიფორნიის სასამართლომ შეისწავლა დანაშაულის განვითარების დინამიკა და აღმოაჩინა საინტერესო ფაქტები მკვლელის შესახებ, სასამართლომ დაადგინა რომ დამნაშავე მსხვერპლს წლების განმავლობაში აკვირდებოდა, უთვალთვალებდა და აშინებდა რასაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე შეეწირა. კალიფორნიის მუნიციპალიტეტმა დაიწყო ანტი-სტალკინგის კანონპროექტზე  მუშაობდა და საბოლოოდ დამკიცდა კანონი. რის შემდეგაც  სტალკინგი დანაშაულად ცნეს ამერიკის სხვადასხვა შტატებიც და საბოლოოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით სტალკინგი ოფიციალურად გამოცხადდა არასამართლებრივ, დანაშაულებრივ ქმედებად, რომელიც ისჯება კანონით.
კვლევები სტალკინგის შესახებ არცთუისე კარგ სურათს გვაძლევს. ამერიკის პოპულაციაზე მსხვერპლთა შესწავლისას, სადაც შერჩევა მოიცავდა ცხრა ათასს ქალსა და ცხრა ათას მამაკაცს, რომელთა ასაკი 18 წელს გადაცილებულებისგან შედგებოდა, დადგინდა რომ 8% ქალებისა და 2% მამაკაცებისა სტალკერების ობიექტები იყვნენ მათი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც. კვლევამ დაადგინა რომ დაახლოებით 1.4 მილონი ამერიკელი ხდება სტალკინგის მსხვერპლი ყოველ წელს. უმეტეს შემთხვევაში სტალკინგი ერთ წელს გრძელდება, თუმცა არის შემთხვევები როცა მსხვერპლი ხუთი წლის განმავლობაში იყო სტალკერის დაკვირვებს ობიექტი. დადგენილია რომ 12 ქალიდან 1 მაინც და  45 მამაკაციდან ერთი მაინც  ხდება სტალკინგის მსხვერპლი.





სტალკინგის საკმაოდ სერიოზული და პრობლემური ფორმააა კიბერსტალკინგი. რაც დაკავშირებულია ინტერნეტის და ტელეკომუნიკაციების განვითარებასთან. კიბერსტალკერგს მარტივად, ერთ ღილაკზე თითის დაჭერით შეუძლია გაგზავნოს შეურაცხმყოფელი, დამცირების შემცველი შეტყობინებები. ასევე კიბერსტალკერს შეუძლია სპეციალური პროგრამების გამოყენებით გაგაზავნოს შეტყობინებები ნებისმიერი მიმართულებით, რეგულარულად ან შერჩევითი ინტერვალით დაპოსტოს ან გატეხოს ნებისმიერი პიროვნების სოციალური ქსელის გვერდი და ა.შ.და ეს ყველაფერი გააკეთოს ისე რომ ვინაობა არ გაამხილოს, რაც სტალკერებს მომგებიან პოზიციაში აყენებს.
კიბერსტალკინგს მრავალი სახე აქვს და კიბერსტალკერის მთავარი მოტივაცია კონტაქტის დამყარება და ურთიერთობის გაბმაა მსხვერპლთან. ხშირ შემთხვევაში კიბერსტალკერები მამაკაცები არიან რომელებიც ეძებენ ქალებს ინტერნეტ სივრცეში. ზოგჯერ კიბერ-სტალკერს და მსვერპლს აქვთ ვირტუალური ურთიერთობა და კიბერ-სტალკინგი ინტენსიური ხდება როდესაც მსხვერპლი გადაწყვეტს ურთიერთობის დამთავრებას. (U.S. Department of Justice, 1999) როგორც წესი მსხვერპლზე კონტროლის დაწესებას ცდილობენ დამაცირებელი და შეურაცხმყოფელი ქცევებით. ინერნეტში უამრავი პირადი მონაცემია მოცემული, რომელზე წვდომაც ძალიან მარტივია ნებისმიერი პირისთვის და განსაკუთრებით კიბერსტალკერისთვის.
კიბერსტალკინგთან დაკავშირებული ერთ-ერთი ახალი და პრობლემატური ფენომენია-კიბერბულინგი, რაც ნიშნავს ინტერნეტ სივრცეში დამამცირებელი და შეურაცხყოფელი, ტექსტური ან ვიზუალური შეტყობინებების გავრცელებას ან გაგზავნას კონკრეტულ პიროვნებებთან. განსხვავებით იმ პიროვნებებისან რომელიც პირისპირ ბულინგით ხასიათდებიან, კიბერბულინგის წარმომადგენლებს უპირატესობა აქვთ, რადგან ონლაინ სივრცეში სურვილისამებრ შეიძლება შენარჩუნონ ანონიმურობა. კიბერბულინგი გახდა მსოფლიო მასშტაბის პრობლემა ახალგაზრდებში. ბრიტანეთში ოთხი ახალგაზრდიდან ერთი მაინც გამხადარა კბერბულიგის მსხვერპლი 11-დან 18წ-მდე ასაკში. (Li, 2006). მსგავსი სტატისტიკა მიიღეს კანადელ ახალგაზრდებზე ჩატარებულ კვლევებშიც.
კომპიუტერული დანაშაულის რაოდენობა დღითი დღე იზრდება და სერიოზულ ზიანს აყენებს არა მარტო კონკრეტულ პიროვნებებს ან სოციუმს, არამედ ქვეყნების ეკონომიკასაც. ბრიტანელი ბანკირების ასოციაციამ განაცხადა რომ მთელი მსოფლიოს დანაკარგი კომპიუტერული დანაშაულის შედაგად 8 მილიარდ დოლარს შეადგენს ყოველ წელს. (Carter &Katz, 1996). ონლაინ პირატობა ამერიკის კომპანიებს 7.5 მილიარდი უჯდებათ ყოველწლიურად.
1999 წლის მაისში, კლინტონის ადმინისტრაცია გამოვიდა ინიციატივით რომ შეექმნათ დაზარალებულთა ცენტრი, რომელიც მიიღებდა მნიშველოვან ინფორმაციას კომპიუტერული დანაშაულის შესახებ და ამ ინფორმაციას გადასცემდნენ FBI-ს რათა მათ მოეხდინათ იმ სქემებისა და სტრატეგიების ანალიზი რასაც კომპიუტერული დამნაშავეები მიმართავენ და იყენებენ.
ასევე ერთ-ერთი სწრაფად მზარდი კომპიუტერული დანაშაული არის ქურდობა კომპიუტერულ სივრცეში. ყველაზე გავრცელებულია ბიზნეს იდეების მოპარვა, ბიზნეს სტრატეგიების, მარკეტინგული გეგმების და სტარტეგიების, მყიდველთა სიების თუ ახალი საქონლის/პროდუქტის შესახებ შენახული ინფორმაციის მოპარვა სხვადასხვა მსხვილი კომპანიებისგან. (Carter&Katz)  ვინაიდან ინტელექტუალური საკუთრების მოპარვის კანონი ბოლომდე დახვეწილი არ არის, შესაბამისად ქურდი თავს არ გრძნობს დამნაშავედ და არ აწუხებს სინდისის ქენჯნა.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის უკუკავშირი კომპიუტერული დანაშაულისა და სტალკინგის/კიბერსტალკინგის/კიბერბულინგის წინააღმდეგ იყო პაქტი რომელიც 1984 წელს გამოიცა და ეყრდნობოდა კვლევებს რომლებიც ამბობენ რომ სტალკერის მთავარი მოტივაციააა მსხვერპლის დაშინება და მისი კონტროლი. კვლევებმა ცხადყეს, რომ სქესთა შორის განსხვავება მსხვერპლის არჩევისას არ არსებობს, როგორც ქალები ისე მამაკაცები წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფს. პროცენტული განაწილება შემდეგნაერია 87% მსხვერპლთაგან იყვნენ მამაკაცები, ხოლო 80%-ქალები. უმრავლეს შემთხვევაში (უმეტესად ქალებმა) იცოდნენ სტალკერის ვინაობა.  სტალკერი, ქალების ნახევარ შემთხვევაში იყვნენ ყოფილი შეყვარებულები, პარტნიორები და მათ შორის 80%   ქალებისა იყვნენ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის პერიოდში და სტალკინგის პროცესშიც. შემთხვევათა 1/3-ში სტალკერებმა ზიანი მიაყენეს მსხვერპლის ქონებას და 10%-მა მოკლა ან სცადა რომ მოეკლა მსხვერპლის შინაური ცხოველი. კვლევამ ასევე უარყო დაშვება რომ სტალკერების უმრავლესობა ფსიქოპატია ან აქვს ფსიქიკური დარღვევები, მსხვერპლთა მხოლოდ 7% აღნიშნავდა რომ სტალკერი „გიჟი“, ნარკოტიკებზე დამოკიდებული ან ალკოჰოლიკი იყო.
მსხვერპლთა მხოლოდ ნახევარმა განაცხადა პოლიციაში და აქედან 70% მიიღო სასამართლოსაგან მიახლობის აკრძალვის ორდერი. მსხვერპლთა შორის ფსიქოლოგიური ტრავმა საკმაოდ ხშირად გვხვდება. სტალკინგის პროცესს რომელიც ათ თვეს ან უფრო მეტ ხანს გრძელდება შეუძლია მნიშვნელოვანი დაღი დაასვას პიროვნების ცხოვრებას. სტალკინგის მატრამვირებელი გამოცდილება შიძლება შეფასდეს როგორ ფსიქოლოგიური ტერორი. მსხვერპლთა უმრავლესობა აღნიშნავს რომ მათი მთელი ცხოვრება შეიცვალა, უმრავლესობამ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, მიატოვეს სამსახურები, ზოგმა შეიცვალა სახელი, დატოვეს მათი ოჯახი და მეგობრები იმისათვის რომ გაქცეოდნენ სტალკერს. (Hall,1998, p.134) ზოგიერთმა შეიცვალა მისი გარეგნობა ან ჩაცმის სტილი, ზოგმა კი დაკარგა უსაფრთხოებისა და ნდობის შეგრძნება, რამაც მარტოხელა, კარჩაკეტილი ცხოვრებისკენ უბიძგა. მსხვერპლთა უმრავლესობას ეშინია რომ სტალკერი კვლავ იპოვის მათ და ტრავმული გამოცდილება რომელიც მიიღეს კვლავ გაგრძელდება.

სტალკინგის კატეგორიები

მკვლევარებმა დაადგინეს სტალკინგის ოთხი ძირითადი კატეგორია:
1.პირდაპირი დაკვირვებითი სტალკინგი
2.სიყვარულით პროვოცირებული სტალკინგი
3.ეროტომანიით პროვოცირებული სტალკინგი
4.შურისძიებით პროვოცირებული სტალკინგი

პირდაპირი დაკვირვებითი სტალკინგის ტიპი გვხვდება  უმრავლეს შემთხვევებში (60%) და ხშირ შემთხვევაში სახეზე წარმოდგენილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქცევა. ამ სცენარის მიხედვით სტალკერის მოტივაციაა კონტროლის მოპოვება მსხვერპლზე, იგი ეძებს სიტუაციებს სადაც თავისი დომინირების დემონტრაციას მოახდენს. სტალკინგის ეს ტიპი შეიძლება შეფასდეს როგორც ყველაზე საშიში, რადგან სტალკერი ხშირ შემთხვევაში მოქმედებს შემდეგ დაშვებაზე დაყრდნობით- „თუ ჩემი არ იქნები, მაშინ არავისი იქნები“.
სიყვარულით პროვოცირებული სტალკინგის დროს მსხვერპლი და სტალკერი ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იცნობენ და არ შეხვედრიან ერთმანეთს. ამ კატეგორიის სტალკერებს ახასიათებთ დაბალი თვითშეფასება,  და ხშირ შემთხვევაში მსხვერპლს ირჩვენ იმ მახასიათებელზე დაყრდნობით, რომელებიც მათ თვითშეფასებას აუმაღლებს.  ამ ტიპის სტალკერებისთვის მნიშვნელოვანია სიყვარულის დამტკიცება და მზად არიან გააკეთონ ყველაფერი რათა მათი დაკვირვების ობიექტის გული მოიგონ და რამით ასიამოვნონ ის. მაგ: ჯონ ჰინკლეი რომელიც ჯოდი ფოსტერის სტალკერი იყო იფიცებოდა რომ მოკლავდა პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, მხოლოდ იმიტომ რომ ქალის გული მოეგო.
ეროტომანიით პროვოცირებული სტალკინგი ამ ტიპის სტალკერს ხშირ შემთხვევაში აწუხებს მენალური და ქცევითი დარღვევები. ეროტომანიით პროვოცირებული სტალკერი ხშირად დაკვირვების ობიექტად ირჩევს ცნობილ ადამიანებს ან საზოგადო მოღვაწეებს, იმისათვის რომ აიმაღლოს სოციალური სტატუსი და თვითშეფასება. მაგ: ცნობილი წამყვანი დევიდ ლატერმანი წლების განმავლობაში სტალკერი-ქალის ობიექტი იყო, რომელსაც სჯეროდა რომ მისი ცოლი იყო. ქალმა მოახერხე დევიდ ლატერმანის სახლში შეღწევა, მეტიც მოპარა მანქანა და წავიდა საყიდლებზე სუპერმარკეტში.საბოლოოდ სტალეკრმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ეროტომანიით პროვოცირებული სტალკინგი საკმაოდ იშვიათად გვხვდება და არ შეიჩავს ძალადობრივ ქცევას.
შურისძებით პროვოცირებული სტალკინგი ეს ტიპი ყველაზე მეტად განსხვავდება ჩამოთვლილი სამი ტიპისგან, რადგან ისინი არ ეძებენ ინერპერსონალურ ურთიერთობებს მათ მსხვერპლთან. მათი მთავარი მოტივაცია კონკრეტული ქცევის ცვლილებაა მსხვერპლში. მაგ: სტალკერი რომელსაც სურს დასაჯოს, აწამოს მსხვერპლი მის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, მიყენებული ტკივილისთვის და შეუძლია მთელი დღე და ღამე სდიოს მას, სანამ იქამდე არ დასტანჯავს რომ კომპენსირება მოახდინოს თავისი ტკივილის.
ზოგიერთი სტალკერისთვის დამახასიათებელია მსხვერპლის ცვლილება თუ იგი მისთვის უფრო საინტერესო ობიექტს აღმოაჩენს. მსხვერპლთა უმრავლესობა აღნიშნვს რომ სტალკინგი შეწყდა რა წამსაც მათ იპოვეს ახალი შეყვარებული, პარტნიორი ან დაქორწინდენე. ასევე აღნიშნავენ რომ სტალკინგი შეწყდა რა წამსაც დამნაშავემ მიიღო გამაფრთხილება სასამართლოდან. როდესაც საქმე ეხება რეკომენდაციებს რომელიც მსხვერპლის მიმართ უნდა გაიცეს, უმეტეს შემთხვევაში ყველაზე ეფექტურად საცხოვრებელი ადგილის დატოვებას თვლიან, ისე რომ არ დატოვო არანაერი კვალი ახალი საცხოვრებლის მისამართის შესახებ.
ავტორები: მარიამ რევიშვილი
თორნიკე ჩიხლაძე
ნიკა ქრისტესიაშვილი
ქეთი გეგეჭკორი
ნინა ტატანაშვილი










No comments:

Post a Comment