ადამიანთან
პირველად შეხვედრისა და გაცნობისას, გქონიათ თუ არა შეგრძნება, რომ მასთან ურთიერთობა
ძალიან გსიამოვნებთ, ბევრი საერთო გაკავშირებთ და გსურთ რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდეთ
მას? გაუზიაროთ მას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება?
ესაუბროთ მას? - მსგავსი ტიპის ინტერპრეტაციები საკმაოდ ხშირია ყოველდღიურ ურთიერთობებში
და არსებული ფენომენი იურიდიული ფსიქოლოგიის წარმომადგენელთა შესწავლის საგანს წარმოადგენს.
ბლოგი განკუთვნილია იურიდიული და საგამოძიებო ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის.
Showing posts with label დაკითხვა. Show all posts
Showing posts with label დაკითხვა. Show all posts
Wednesday, November 11, 2015
Tuesday, August 25, 2015
ბარიერი მეცნიერულ და პოლიციურ საქმიანობას შორის
IP ფსიქოლოგიის სფეროში დასაქმებულ
ფსიქოლოგთა ერთ-ერთი პრინციპული გამოწვევაა, პოლიციელთა ღიაობის გაზრდა, აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობასთან
მიმართებაში. მათი დარწმუნება, რომ აკადემიურ
სფეროში ჩატარებული კვლევები და სამეცნიერო მიღწევები, ატარებს პრაქტიკულ ხასიათს და
შესაბამისად მისი საგამოძიებო პროცესში დანერგვა პრინციპულად აუცილებელია.
საპოლიციო
სისტემაში მუშაობის პროცესში, ძირითად პრობლემას წარმოადგენს არა მასალისა და თეორიული/პრაქტიკული
ცოდნის ნაკლებობა, არამედ არსებული ცოდნის
პრაქტიკულ დანიშნულებაში პოლიციელის დარწმუნება. უმრავლეს შემთხვევაში პოლიციელთა დამოკიდებულება
ფსიქოლოგის რეკომენდაციებისა და სწავლების მიმართ ნეგატიურია, რაც შესაბამისად ართულებს
მეცნიერულად შემოწმებული მეთოდების საგამოძიებო სისტემაში დაგეგმვას. დრამმონდის(Drummond, 1976) მოსაზრებით ღიაობა საპოლიციო სისტემებში
ბოლო დეკადის განმავლობაში უკეთესობისაკენ შეიცვალა, თუმცა თვითონვე აღნიშნავს, რომ
(1981) ნაკლოვანებები ამ ორი სფეროს დაახლოების მიმართულებით, ჯერ კიდევ საკმარისზე
მეტია (იორკშირის სერიული მკვლელობათა გამოძიების საქმეზე, კონსულტირების პერიოდში
დაკვირვების საფუძველზე).
Monday, June 22, 2015
კოგნიტური ინტერვიუს მეთოდი და მოწმის დაკითხვის სპეციფიკა
მოწმის დაკითხვის
მიზანს წარმოადგენს მომხდარ საქმესთან დაკავშირებული სანდო ფაქტების გამოვლენა. მოწმის
დაკითხვა საჭიროა მაშინ, როდესაც გვსურს მივიღოთ ახალი ინფორმაცია, გადავამოწმოთ არსებული
დეტალები, ან შევაფასოთ არსებული მტკიცებულებები.
მოწმის დაკითხვის პროცესში
გასათვალისწინებელია, შემდეგი ფსიქოლოგიური ფაქტორები:
- ჩვენების სანდოობის შეფასება;
- ცრუ ჩვენების გამოვლენა;
- მოწმის დახმარება არსებული ფაქტებისა და მოვლენების გახსენებაში;
Friday, June 5, 2015
მოწმის ფსიქოლოგია
მოწმე
- ეს არის პიროვნება, რომელიც პირველი იღებს ინფორმაციას
დანაშაულზე.
|
გამოძიების პროცესის მიმდინარეობისას, ყურადღება ეთმობა ინფორმაციის მოპოვებას
დანაშაულის უშუალოდ შემსწრე თვითმხილველისაგან.
მოწმის დაკითხვა ძირეულად განსხვავდება ბრალდებულის დაკითხვისაგან არამხოლოდ
პროცესუალური თვალსაზრისით (მოწმე ფრთხილდება ცრუ ჩვენებაზე), არამედ ფსიქოლოგიური
თვალსაზრისითაც.
ბრალდებულისა და
დაზარალებულისაგან განსხვავებით მოწმე არ არის ჩართული უშუალოდ განხორციელებულ ქმედებაში,
ის არის შემსწრე და არა მოქმედი პირი, შესაბამისად მასთან ურთიერთობის და ინტერვიურების
სპეციფიკა საჭიროებს მისი კონკრეტული თავისებურებების განსაზღვრას.
Monday, June 1, 2015
სიცრუის იდენტიფიცირება დაკითხვის პროცესში
საგამოძიებო საქმიანობის დროს, დიდი ყურადღება ეთმობა, სიცრუის იდენტიფიცირების პროცესს, რადგანაც პირის მიერ მოწოდებულმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება სრულიად შეცვალოს საგამოძიებო ვერსია.
სიცრუის იდენტიფიცირება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, ქვემოთმოყვანილია მოკლე მითითებების სახელმძღვანელო(guideline), რომელიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის საგამოძიებო საქმიანობაში.
Subscribe to:
Posts (Atom)