სიტყვა ვიქტიმოლოგია ლათინური წარმოშობისაა
(victim) და მსხვერპლს ნიშნავს. ვიქტიმოლოგიის ორი ცნება არსებობს, ვიწრო, რომლის მიხედვითაც
ვიქტიმოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დანაშაულის მსხვერპლს; და ფართო,
რომლის მიხედვითაც ვიქტიმოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის არა მხოლოდ დანაშაულის,
არმედ უბედური შემთხვევების და საზოგადოებრივი ურთიერთობების მსხვერპლს. ეს ორი ცნება
ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, რადგან სზოგადოებრივი ურთიერთობების მსხვერპლი მარტივად
შეიძლება გახდეს კრიმინალური დანაშაულის მსხვერპლიც.
მეცნიერთა უმრავლესობა ვიწრო ცნების მომხრეა, ანუ ვიქტიმოლოგიას
მიიჩნევს კრიმინოლოგიის, როგორც მეცნიერების, ერთ-ერთ ნაწილად. ისინი ვიქტიმოლოგიის
შესწავლის საგნად მიიჩნევენ დამნაშავისა და დანაშაულის ჩადენის და მისი კონტროლის პროცესს.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ვიქტიმოლოგია შეისწავლის დანაშაულის მსხვერპლის პიროვნებას, მის მსხვერპლად გახდომის გარემოს, მის საქციელს, როგორ მსხვრპლად გახდომის მომენტში ასევე მას შემდეგ და მსხვერპლად გახდომით გამოწვეულ შედეგებს. გარდა ამისა ის შეისწავლის ურთიერთობას მსხვერპლსა და დამნაშავეს შორის.