Pages

Tuesday, August 25, 2015

ბარიერი მეცნიერულ და პოლიციურ საქმიანობას შორის


IP ფსიქოლოგიის სფეროში დასაქმებულ ფსიქოლოგთა ერთ-ერთი პრინციპული გამოწვევაა, პოლიციელთა  ღიაობის გაზრდა, აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობასთან მიმართებაში.  მათი დარწმუნება, რომ აკადემიურ სფეროში ჩატარებული კვლევები და სამეცნიერო მიღწევები, ატარებს პრაქტიკულ ხასიათს და შესაბამისად მისი საგამოძიებო პროცესში დანერგვა პრინციპულად აუცილებელია.
საპოლიციო სისტემაში მუშაობის პროცესში, ძირითად პრობლემას წარმოადგენს არა მასალისა და თეორიული/პრაქტიკული  ცოდნის ნაკლებობა, არამედ არსებული ცოდნის პრაქტიკულ დანიშნულებაში პოლიციელის დარწმუნება. უმრავლეს შემთხვევაში პოლიციელთა დამოკიდებულება ფსიქოლოგის რეკომენდაციებისა და სწავლების მიმართ ნეგატიურია, რაც შესაბამისად ართულებს მეცნიერულად შემოწმებული მეთოდების საგამოძიებო სისტემაში დაგეგმვას.  დრამმონდის(Drummond, 1976) მოსაზრებით ღიაობა საპოლიციო სისტემებში ბოლო დეკადის განმავლობაში უკეთესობისაკენ შეიცვალა, თუმცა თვითონვე აღნიშნავს, რომ (1981) ნაკლოვანებები ამ ორი სფეროს დაახლოების მიმართულებით, ჯერ კიდევ საკმარისზე მეტია (იორკშირის სერიული მკვლელობათა გამოძიების საქმეზე, კონსულტირების პერიოდში დაკვირვების საფუძველზე).


განსხვავება საპოლიციო და აკადემიურ/სამეცნიერო კულტურებს შორის მოიცავს როგორც რაოდენობრივ ასევე თვისებრივ ცვლილებებს.  არსებული პრობლემატიკის მკვლევართა აზრით(Canter,2003), სხვაობა ამ ორი კულტურის წარმომადგენელთა შორის იმდენად ფუნდამენტურია, რომ ზეგავლენას ახდენს როგორც აზროვნების სტილზე, ასევე ქცევითი აქტიობების ესკიზურ ხატებზე.
ძირითად სხვაობას საპოლიციო და სამეცნიერო/აკადემიურ კულტურებს შორის წარმოადგენს:



პოლიცია
ფსიქოლოგია
ინფორმაციის მოპოვების  მიმართ მიდგომა
მტკიცებულება
მონაცემი
უპირატესობა მეთოდოლოგიის არჩევისას
პროცესიდან გამომდინარე
მეცნიერული მეთოდი
ადამიანთა ქცევების ახსნა
ინდივიდუალური ქეისიდან გამომდინარე
ჯგუფური ნორმებიდან გამომდინარე (ფსიქოლოგიური თეორიები)
განწყობები ცოდნასთან მიმართებით
გასაიდუმლოება
პუბლიკაცია
დროითი პერსპექტივა
მოკლე ხნიანი
 გრძელ-ვადიანი


მონაცემი მტკიცებულების წინააღმდეგ


ხშირ შემთხვევაში როდესაც საუბარი მიდის აკადემიურ და პოლიციურ კულტურებს შორის არსებული სხვაობების შესახებ, ფუნდამენტურ სხვაობად განიხილავენ, არსებულ კულტურათა დამოკიდებულებას ინფორმაციის მიმართ.
ოპერაცია ტრინიტის უფროსმა გამომძიებლმა ვინს მაკფადდენმა (Vince Mcfadden) პირველად აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში პოლიციელი ეძებს  მტკიცებულებას, რომელიც დაეხმარება  მას გაამყაროს საკუთარი საგამოძიებო ჰიპოთეზა და გაიტანოს საქმე სასამართლოში, როდესაც მეცნიერი ეძებს ინფორმაციას რომელიც დაეხმარება მას საკუთარი კვლევის ჰიპოთეზის შემოწმებაში(reported in Canter,1995). ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ, ამ ორი დარგის სპეციალისტთა დამოკიდებულებას საქმინაობის პროცესის წარმოების მიმართ. გამომძიებლისათვის მტკიცებულება არის ვალიდური ან არავალიდური და შესაბამისად მტკიცებულების სასურველობა/არასასურველობაც მის მთავარ საგამოძიებო ვერსიაზეა დმოკიდებული, რაც ხშირ შემთხვევაში ხდება შეცდომის წყარო, რადგანაც პიროვნების ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე ხშირად სასურველი და რეალური მოვლენა შეიძლება ერთმანეთში იქნეს არეული. ამას ემატება ადამიანის კოგნიტური სიძუნწის ფაქტორიც, ადამიანი ცდილობს მალე მოიმთავროს, მალე მიიყვანოს გამოძიება ბოლომდე, შესაბამისად ის დიდად არ იწუხებს თავს გამოძების ყოველმხრივ წარმოებაში(თუკი ამას ემატება სხვა დავალებები ხელმძღვანელობის მიერ, საქმე კიდევ უფრო რთულდება). შესაბამისად გამომძიებლის განწყობა გამოძიების პროცესის მიმართ შედარებით ტენდენციურია და ორიენტირებულია მიზნის მიღწევაზე, ამ შემთხვევაში გამოძიების პროცესის მალე დასრულებაზე.
მეცნიერული მიდგომის მქონე პირისათვის გამოძიება წარმოადგენს კვლევას, რომელსაც გააჩნია სამუშაო ჰიპოთეზა და შესაბამისად, კვლევის მიზანს წარმოადგენს არა გამოძიების დასრულება არამედ ჰიპოთეზის შემოწმება. მეცნიერული მიდგომიდან გამომდინარე ასევე დამატებითი ფაქტორია, ის რომ კვლევის სრულფასოვან შედეგად ითვლება როგორც ჰიპოთეზის დამტკიცება ასევე უარყოფა, შესაბამისად მკვლევარს არა აქვს ტენდენცია(ცნობიერად თუ არაცნობიერად) იყოს სუბიექტური გამოძიების პროცესის მიმართ და შესაბამისად გამოძიების პროცესში ორიენტირებულია არა კონკრეტული მტკიცებულების მოპოვებაზე, არამედ ზოგადად მაქსიმალური შესაძლო ინფორმაციის მოძიებაზე.  მტკიცებულება საჭიროა ქეისის გასახსნელად, ხოლო მეცნიერის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ქეისის გახსნის გარდა საჭიროა ზოგად ფსიქოლოგიური თეორიებისა და მოდელების  სამომავლო შემუშავებისათვის.
პოლიციელისათვის ინფორმაციასთან მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია ინფორმაციის ვარგისიანობა და გამოყენების არეალი, როდესაც მეცნიერისათვის მეტი დატვირთვის მქონეა უშუალოდ მუშაობის პროცესი. შესაბამისად გამომძიებლის მიერ ინფორმაცია, რომელიც ქეისის გახსნაში არ ეხმარება, უგულვებელყოფილია ან გადადებულია გვარდზე, როდესაც მეცნიერი ამის საპირისპიროდ არსებულ ინფორმაციას აგროვებს უკეთებს ანალიზსა  და სინთეზს, მისი სამომავლო გამოყენების მიზნით. არსებული დებულების ადეკვატურობაზე საუბრობს  Canter (1995) როდესაც მის მიერ დაწერილი ანგარიში, გეოგრაფიული პროფილირების შესახებ, გამოყენებული არ იქნა იორკშირის მანიაკის ძიების საქმეში, ხოლო უშუალოდ გეოგრაფიული პროფაილირების მნიშვნელობაზე საუბარი ფაქტიდან წლების შემდეგ დაიწყეს.

მეცნიერული მეთოდი პროცესიდან გამომდინარე მეთოდის წინააღმდეგ

პოლიციის ოფიცრები ხშირ შემთხვევაში, შეზღუდულები არიან პროცესუალური ნორმებიდან გამომდინარე. შესაბამისად მათი საქმიანობის პროცესი კონტროლდება სისხლის სამართლის პროცესიდან გამომდინარე. პროცესი კარნახობს მათ როგორ უნდა მოიქცენ, როგორ არ უნდა მოიქცენ, რა გამოადგებათ სასამართლოში და რა არ გამოადგებათ.
მეცნიერები პირიქით, მათ აქვთ ინტელექტუალური თავისუფლების ფუნდამენტური უფლება და შესაბამისად საკუთარ თავს არ ზღუდავენ კონკრეტული პროცესუალური ნორმებით. მეცნიერები ორიენტირებულნი არიან ალტერნატიული ჰიპოთეზების ტესტირებასა და მათ შეფასებაზე მეცნიერული თვალსაზრისით. მეცნიერები ხშირად უშვებენ შეცდომებს და ამ შეცდომების საშუალებით სწავლობენ და ამაში არაფერია საგანგაშო, როდესაც შეცდომა პოლიციელისათვის შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.

ტენდენცია ქეისის წინააღმდეგ

პოლიციელი ორიენტირებული კონკრეტული ქეისის ინდივიდუალური გასაღების პოვნაზე. როდესაც მეცნიერი ინდივიდუალურ ქეიის უყურებს, როგორც კონკრეტული ნორმირებული ჯგუფის წარმომადგენელს, რომლისგანაც მან იცის რას უნდა მოელოდეს და აქვს კონკრეტული წინასწარმეტყველებების გაკეთების შესაძლებლობა. მეცნიერი პოლიციელისაგან განსხვავებით კარგად ერკვევა სტატისტიკაში, ალბათობის თეორიაში და კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლია ზოგადი დასკვნის გაკეთება ინდივიდუალური ქეისის თავისებურების შესახებ. განსაკუთრებით თუკი არსებული მიმართულებით უკვე ჩატარებულია კვლევები და არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები.

პუბლიკაცია გასაიდუმლობის წინააღმდეგ


პოლიციურ სტრუქტურაში დასაქმებული პირების ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს, მათი დმაოკიდებულება ინფორმაციის საჯაროების მიმართ, საპოლიცო უწყებათა წარმომადგენლები უმრავლეს შემთხვევაში ერიდებიან ინფორმაციის არამარტო გასაჯაროებას, არამედ ერთმანეთისათვის გაზიარებასაც. რაც თავისთავად გამოცდილებისა და ცოდნის მარაგის გაზრდას არ იწვევს. მეცნიერებაში კი ცოდნის და გამოცდილების ზრდა დამოკიდებულია ზუსტად ინფორმაციის გაზიარების ხარისხსე, რაც უფრო მეტია თანამშრომლობა მეცნიერთა შორის მით უფრო გეომეტრიული პროგრესიით იზრდება მათ მიერ დაგროვილი ცოდნა, რადგანაც ხდება ცოდნის ერთ ადგილზე აკუმულირება და მისი გამოყენება ნებისმიერი მსურველის მიერ. პოლიციურ უწყებებში არსებული სპეციფიკა უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უგულვებოლყოფილია.
მეცნიერებში ცოდნა გარეთაა გატანილი, ცოდნა ობიექტური რეალობაა, რომელზე შეხებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პოლიციურ უწყებებში კი ცოდნა კონკრეტულ სპეციალისტთა საკუთრებაა და ამ „საკუთრებასთან“ შეხება არც ისეთი იოლი საქმეა.     

გრძელვადიანი მიზნები მოკლევადიანი მიზნების წინააღმდეგ

პოლიცელის საქმიანობის მიზანი შეზღუდულია „აქ და ამჟამად“ პრინციპის მიხედვით, საზოგადოება მისგან მოელის მომენტალურ შედეგს, როდესაც აკადემიური ცხოვრება უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაზეა ორიენტირებული და ფაქტიურად უხეშად, რომ ვთქვათ „საჩქარო არაფერი აქვს“.  პოლიციელი ორიენტირებულია კონკრეტული დამნაშავის დაჭერაზე, როდესაც მეცნიერის მიზანია ამ დამნაშავის დაჭერისას მიღებული ცოდნა გამოიყენოს ზოგადად დანაშაულთან ბრძოლისათვის. შესაბამისად განსხვავებული მიზანი და დროითი პერსპექტივა აყალიბებს თითოეული სფეროს წარმომადგენელის ქცევით შაბლონს, რომელიც როგორც აღვნშნეთ საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისაგან.
ყოველივე ზემოტთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ამ ორი კულტურის წარმომადგენლებს ჭირდებათ ერთმანეთი მათ წინაშე დასმული მიზნების გადასაწყვეტად.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე ძნელია ერთი ადამიანის აზროვნების სტილი შეცვალო მეორეთი, შესაბამისად მრავალ საპოლიციო უწყებაში(მაგ. ბრიტანეთი, ა.შ.შ., ისრაელი და ა.შ.) არც ცდილობენ პოლიცელთა  „ფსიქოლოგიურ ასპექტებში“ გადამზადებას, არამედ საგამოძიებო პროცესში რთავენ მეცნიერებს ექსპერტის სტატუსით. არსებული თვალსაზრისით საქმიანობის კომბინირება შედარებით მომგებიანია და ეფექტური.

No comments:

Post a Comment