Pages

Friday, November 13, 2015

კრიმინალური პროფილირება



ჯონ დუგლასი არ არის კრიმინალი ან სერიული მკვლელი. ის ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელმაც დამნაშავეების ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა დაიწყო.დაიბადა 1945 წლის 18 ივნისს ნიუ-იორკში.აქვს რამდენიმე უნივერისტეტის მაგისტრის ხარისხი.გამოძიების ფედერალურ ბიუროს დუგლასი 1970 წელს შეუერთდა. თავდაპირველად მუშაობდა სწრაფი რეაგირების ჯგუფში SWAT, ხოლო შემდეგ მოღვაწეობა განაგრძო როგორც მომლაპარაკებელმა (ადამიანი, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებას გამტაცებელთან, მძარცველთან ან რაიმე სხვა სახის კრიმინალთან).1977 წელს დუგლასი გამოძიების ფედერალური ბიუროს ქცევის მეცნიერების განყოფილებაში (Behavioral Sciences Unit (BSU)) გადავიდა, სადაც ის ბიუროს აგენტებსა და პოლიციელებს კრიმინალურ ფსიქოლოგიას აცნობდა. დუგლასი მოგზაურობდა მთელი ქვეყნის მაშტაბით და პოლიციელების ინსტრუქტაჟის პარალელურად ის ეცნობოდა და ესაუბრებდა სერიულ მკვლელებსა და სხვა, სასტიკ დამნაშავეებს. მან ინტერვიუ აიღო ისეთი დამნაშავეებისგან, როგორებიც არიან: ტედ ბანდი, ჩარლზ მენსონი, დევიდ ბრეკოვიცი, დენის რედერი და კიდევ ბევრი სხვა.

შესავალი

კრიმინალური პროფილირება არის საგამოძიებო პროცესის ბიჰევიორალური ანალიზი,რომელიც გულისხმობს ორმხრივი კავშირის დადგენას დანაშულისა და დამნაშვის მახასიათებლებს, ნიშნებსა და ტიპებს შორის.
კრიმინალურ პროფილირებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის 1880-იან წლებში პირველად გამოიყენა ორმა ფიზიოლოგმა: ჯორჯ ფილიფსმა და თომას ბონდმა, ბრიტანელი სერიული მკვლელის ჯეკ რიპერის ინდივიდუალური მახასიათებლების სურათის შესაქმნელად.
1974 წლიდან FBI აქტიურად იყენებს დანაშაულის ბიჰევიორალურ ანალიზს. 1976-79 წლებში კი , ჯონ დუგლასისა და რობერტ რასლერის მიერ 36 სერიული მკვლელი იქნა გამოკითხული, იმისათვის რომ დაედგინათ სხვადასხვა დანაშაულის მახასიათებლები და ტიპები.
      დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნისას ბევრ ფაქტორს ითვალისწინებენ, მათ შორის: ადამიანის მსხვერპლად არჩევის მიზეზს, გამოყენებულ იარაღს, მოტაცების მეთოდს, დანაშაულის ჩადენის დროსა და ადგილს, ასევე დანაშაულის ადგილას დატოვებულ სამხილებს.
დამნაშავის შეფასებისა და მისი დაკითხვის დროს ყურადღება ექცევა შემდეგ მონაცემებს:
  • დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული იარაღი
  • დანაშაულის ჩადენის ადგილი
  • გვამის ადგილმდებარეობა და იყო თუ არა ის გადაადგილებული
  • მიყენებული ჭრილობები
  • დეტალები მსხვერპლის შესახებ
  • დამნაშავის რისკ-ფაქტორები
  • მსხვერპლის კონტროლის მეთოდები
  • ხელმოწერა ან დატოვებული სამხილები

პორტრეტის შექმნის მთავარი მიზანია დამნაშვის ზოგადი აღწერილობის მიღება, როგორიცაა მაგალითად, მისი პირადი ჩვევები, სავარაუდო დასაქმების სფერო, ოჯახური მდგომარეობა, პირადი ხასიათი.
კარგი ფსიქოლოგიური პორტრეტი მცდელობაა მიაწოდოს სამართალდამცავებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ადამიანზე, რომელმაც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა. პორტრეტი შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • დამნაშავის სქესი
  • მოქმედების მეთოდი
  • სამხილები, რომლებიც ასახავს დანაშაული ორგანიზებულია თუ არაორგანიზებული
  • გეოგრაფიული სტაბილურობა ან დანაშაულის სპონტანურობა
  • ხელმოწერა
  • ფანტაზიის სახეობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენისას
  • სამხილები, რომლებიც მიუთითებენ რიტუალურ დანაშაულზე
  • წაღებული იყო თუ არა რაიმე დანაშაულის ადგილიდან

პროფილირება მხოლოდ უცნობი სუბიექტის პიროვნული შეფასება არ არის, ის ასევე მოიცავს ბევრ მონაცემებს დამნაშავის შესახებ. უცნობი სუბიექტის ასაკის, სქესის, რასის, პროფესიის, განათლების დონის, სოციალური სტატუსის, დასაქმების სფეროსა და სხვა სოცილოგიური ფაქტორების მითითება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პიროვნული აშლილობის სამხილის წარმოდგენა. ამ მონაცემებს ემატება კიდევ ერთიადგილმდებარეობა, რომელსაც სუბიექტი ირჩევს დანაშაულის ჩადენისთვის ან გვამის თავიდან მოსაშორებლად.
ბოლო დროს პროფილირების განვითარების ერთ-ერთი კონცეფცია არისუცნობი სუბიექტის გეოგრაფიული მახასიათებლები: სად მოხდა მსხვერპლის არჩევა, სად მოხდა დანაშაული, გზა, რომელიც დამნაშავემ აირჩია გვამის გადასაადგილებლად, სად და როგორ მოხდა გვამის თავიდან მოცილება. ამ ინფორმაციამ შეიძლება ნათელი მოჰფინოს უცნობი სუბიექტის მობილობას, გადაადგილების საშუალებას, სავარაუდო საცხოვრებელ ადგილს, ასევე მის შესაძლებლობებს გადალახოს ბარიერები, როგორიც შეიძლება აღმოჩნდეს მაგალითად შტატის საზღვარი.იმისათვის, რომ კრიმინალური პროფილი ზუსტი და სანდო იყოს, ის აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ქვემოთ მოყვანილ პაქტორებს. ვინდაიდან და რადგანაც პროფაილერები, ხშირად არღვევენ ამ პრინციპებს და მიდიან მცდარ დასკვნამდე, აუცილებელია განვსაზღვროთ ის ეტაპები, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ობიექტური სურათის შექმნას

მსხვერპლის ნივთისერიული მკვლელის სუვენირი

სერიულ მკვლელს მოსწონს მსხვერპლის მცირედი ნივთების სუვენირებად წაღება. ის შეიძლება ინახავდეს მსხვერპლის თმის ნაწილს, სამკაულებს, გაზეთის ამონაჭრებს, სადაც მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე წერია, ამით ის ცდილობს დანაშაულის გახანგრძლივებას და კვებავს თავის ფანტაზიას. კვლევები გვიჩვენებს, რომ ასეთი ფაქტები ხშირად ხდება.პირველ რიგში გამოძიების დროს, უნდა დავაკვირდეთ, აკლია თუ არა რაიმე მსხვერპლის ნივთებს. დანაშაულის ადგილას უმეტესად ამოწმებენ , დაიკარგა თუ არა რაიმე, მსხვერპლის ძვირფასი ნივთებიდან, მაგრამ ჩვენ აქ სტეროტიპულ ძარცვაზე არ გვაქვს საუბარი. სერიულ მკვლელს მსხვერპლის პირადული ნივთები აინტერესებს, როგორიცაა მაგალითად: საყურე, ბეჭედი, მცირე სამკაული, რომელიც მსხვერპლს დანაშაულის დროს ეკეთა.ზოგიერთმა სერიულმა მკვლელმა შეიძლება თან წაიღოს მსხვერპლის მართვის მოწმობა, ზოგმა შეიძლება მოწმობას არც მიაქციოს ყურადღება, ზოგმა -თავიდან მოიცილოს მსხვერპლის ყველა ნივთი, მაგრამ დაიტოვოს მისი პატარა სურათი, თითქოს მას რაღაც სახის ურთიერთობა ჰქონდა მსხვერპლთან.უფრო რთულ, მძიმე სადისტურ შემთხვევებში, მკვლელმა შეიძლება დაიტოვოს მსხვერპლის თმა, ან იმდენად შორს წავიდეს მისი ფანტაზია, რომ მოკვეთოს გვამს თავი ან სხეულის სხვა ნაწილები, რათა შეინახოს ისინისუვენირად.უმეტესად, მკვლელობებს შორის დროის რაღაც პერიოდია, ამ დროს მკვლელი სწორედ მსხვერპლისგან წამოღებული სუვენირის საშუალებით ცდილობს დანაშაულის გახსენებასა დაგაცოცხლებას”.საინტერესო ფაქტია, რომ ძალიან ხშირ შემთხვევებში, წამოღებულ სუვენირს მსხვერპლი თავისი ოჯახის წევრს აძლევს. ეს შეიძლება იყოს ცოლი ან მეგობარი გოგონა. მას მიაქვს სუვენირი სახლში და ამბობს:“ აი, ნახე რა ვიპოვე ქუჩაში, მინდა შენ გაჩუქო”. მისთვის ეს რაღაც თამაშის მსგავსია, როდესაც ხედავს მისი ახლობელი როგორ ატარებს მსხვერპლის ნივთს, იგი გამუდმებით ფიქრობს: “ახლა, რომ იცოდეს ვისი საყურე უკეთია”. ეს თითქოს მისი პატარა საიდუმლოა. მკვლელი ხშირად თვლის, რომ სწორედ სუვენირის მატარებელმა ცოლმა ანდაც მეგობარმა გოგონამ აიძულეს მას ჩაედინა დანაშაული. ის უყურებს სუვენირს და ფანტაზირებს, უკვე ჩადენილ მკვლელობისა ანდაც გაუპატიურების შესახებ.
სერიულმა მკვლელმა შეიძლება აღიაროს დანაშაული, მაგრამ ამაში ყოველთვის სხვას ადანაშაულებს, რომ ის მკაცრად იზრდებოდა, ან ძალადობის მსხვერპლი იყო ან მსხვერპლა აიძულა, რადგან ის მოკლე კაბას ატარებდა, იქცეოდა უწესოდ და მკვლელის აზრით, მან საზოგადოებასნაგავიმოაშორა.მკვლელმა შეიძლება თქვას, რომ ძალიან სწუხს იმის გამო რაც ჩაიდინა, თვალიდან ცრემლი წამოუვიდეს, მაგრამ ისინი ყოვველთვის თავის თავისთვის ტირიან, ნაკლებად აინტერესებთ მსხვერპლი. თუმცა ხანდახან მკვლელმა შეიძლება აღიაროს, რომ ყველაფერი მისი ბრალია, მაგრამ ეს მხოლოდ იმაზეა გათვლილი, რომ რაღაც პერიოდის მერე ციხეს თავი დააღწიოს.ყველა სერიულ მკვლელს არ მიაქვს სუვენირად ნივთები, მაგალითად David Berkowitz , ის კლავდა შორი მანძილიდან, ცეცხლსასროლი იარაღით და არაფერი მიჰქონდა მსხვერპლის ნივთებიდან. მაგრამ ის აკითხავდა ხოლმე მსხვერპლის საფლავებს, არა იმიტომ, რომ სინდისი ქენჯნიდა, არამედ სიმბოლურად ეს მის ფანტაზიას ამდიდრებდა, რადგან მოკლული ქალები მისიმიღწევადა ნადავლი იყო.საოცარია, რომ ძალიან ბევრი სერიული მკვლელი ბრუნდება დანაშაულის ადგილას. უფრო მეტად ორგანიზებულები კი, ცდილობენ გამოძიებაშიც კი ჩაერთონ, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ. ამას სხვადასხვა მიზეზით აკეთებენ. ზოგს შეიძლება აინტერესებდეს თუ რა მიმართულებით მიდის გამოძიება, ზოგს კი იმ რეპლიკების მოსმენა უნდა რაც მისი მისამართით ისმის. ზოგიერთი კი ცხადდება პოლიციაში, რათა გამოძიება მცდარ კვალზე დააყენოს. მაგალითად: მკვლელმა იცის, რომ პოლიციას აქვს მისი მანქანის აღწერილობა, მისი ვიზიტიდან რაღაც პერიოდის მერე, როდესაც მისი სახელი ამოტივტივდება გამოძიებაში, მას შეეძლება განაცხადოს: “მე ხომ ერთი თვის წინ თავად მოვედი თქვენთან, ვითანამშრომლე, განა ასე მოვიქცეოდი რამეს რომ ვმალავდე?”
ზოგიერთი სერიული მკვლელი აქტიურად ადევნებს თვალს პრესას. ის ინახავს გაზეთის ამონაჭრებს. უფრო მეტად არაორგანიზებული ტიპები, ასოციალურები არიან, წერენ დღიურებსაც, რადგან მათ უჭირთ ადამიანებთან კომუნიკცია და თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ, როდესაც წერილობით გადმოსცემენ თავიანთ ფიქრებს, მიზნებსა და ფანტაზიებს.
ფანტაზიები არასოდეს სრულდება, მაშინაც კი, როდესაც მკვლელი გისოსებს მიღმაა.


           დამნაშავის პრიფილის შექმნა:მეცნიერება,ლოგიკა და კოგნიცია
                               (Wayne A. Petherick & Brend E Turvey)

“ნებისმიერი უზუსტობას ავიცილებთ თავიდან,თუ ადამიანები არ დაეყრდნობიან სხვის აზრს და დასკვნებს გამოიტანენ იმ ფაქტებიდან,რომლებიც შემოწმებადია და დამტკიცებული” (Hans Gross;criminal investigation; 1968,p.16).
          დამნაშავის პროფილი განისაზღვრება პიროვნების პასუხისმგებლობის ხარისხის შეფასებით დანაშაულის ან დანაშაულთა სერიების მიმართ.ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი ფაქტორი, კრიმინალური პროფილირებისა.კრიმინალური პროფილირებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ მისი შემადგენელი აუცილებელი ნაწილები, როგორიცაა: დასკვნა, მსჯელობა,მიკერძოება და ა.შ). მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი:

         დასკვნა-არის შეჯამების განსაკუთრებული ნაწილი,რომელიც ეყრდნობა ჩვენებას, მსჯელობას,არგუმენტაციას და დასაბუთებას.ეს განსხვავდება სპეკულაციისგან,რომელიც ეფუძნება თეორიას ან ვარაუდს ჩვენების მიცემის გარეშე.ყველა პროფესიონალი გამომძიებელი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში,რომ  თეორია წინააღმდეგობაში არ მოდის  მოწმის ჩვენებასთან,ლოგიკურ და რაციონალურ აზროვნებასთან.
მიღებული დასკვნა უნდა გადამოწმდეს სხვადასხვა მეთოდით,რადგან თავიდან ავიცილოთ შეცდომები.

      მიკერძოება-პოლ  კირკის აზრით, „ფიზიკური პირი,მოწმე არ შეიძლება ტყუოდეს,არ შეიძლება აძლევდეს ყალბ ჩვენებას,დაუშვებელია არ გამოცხადეს დაკითხვაზე,მხოლოდ მათ ინტერპრეტაციაში შეიძლება იყოს გარკვეული ცდომილებები“ (Paul L Kirk,1974,p.4). ეს პასაჟი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა გამომძიებლებისთვის,რადგან,  გამომძიებები ხშირად, თავიანთი დასკვნის ინტერპრეტირებას აკეთებენ მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობითდა აღარ ახდენენ მის გადამოწმებას. შესაბამისად,გამომძიებლის ამბიციებიდან გამომდინარე მან შეიძლება მოწმის ჩვენებას მრავალი სუბიექტური დატვირთვა მისცეს.
გამომძიებელთა უმრავლესობა,“მიკერძოებასთან“ დაკავშირებულ კითხვაზე,ირწმუნება,რომ მის მიერ გაკეთებული ანალიზი ობიექტურია და რომ დასკვნა არ განიცდის არანაირ ემოციურ გავლენასა და პიროვნულ შეხედულებებს.თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის კოგნიტური ფსიქოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებთან-პერვაზიულ ბუნებასთან და დამკვირვებლის ეფექტთან, რაც გულისხმობს იმას, რომ გამომძიებელი, საკუთარი სუბიექტური სურვილის-(„,გახსნას ქეისი“) გამო, აყალიბებს და ქმნის ისეთ პროფილს, რომელიც უშუალოდ აღიარებს მის მოზარებებს და გამორიცხავს ყველა საწინააღმდეგო აზრს. აქედან გამომდინარე, კოგნიტური ფსიქოლოგების  მრავალჯერ გამოცდილი და ილუსტირებული დოკუმენტაციის მხიედვით: „ სამეცნიერო მკვლევარი არის არასრულყოფილად დაყალიბებული ინსტრუმენტი“ (Rosenthal;1966,p.3), მასზე, ისევე როგორც, სხვა ჩვეულებრივ ადამიანებზე, მოქმედებს არაცნობიერი პროცესები, რომლის გაკონტროლებაც მას არ შეუძლია.
მათი არასრულყოფილება გამომდინარეობს იმ ფაქტიდან,რომ გარკვეული სიტუაციის აღქმა განპირობებულია ცნობიერი და არაცნობიერი პროცესებით,რომელიც დიდ გავლენას ახდენს ობიექტურ ფაქტორებზე.

მეცნიერება და მეცნიერული მეთოდები

სორნტონის მიხედვით, მეცნიერების კლასიკური განმარტება შემდეგი სახისაა-„მეცნიერება არის გარკვეული პრინციპების მნიშვნელობების მოწესრიგებული სტრუქტურა,რომელიც ყველასთვის აშკარაა,გასაგებია.იგი უნდა იყოს ემპირიული და რეალობაზე დაფუძნებული“  (Thornton;1997 b,p.14). მეცნიერული მეთედები რამდენიმე საფეხურს მოიცავენ:
სამეცნიერო მეთოდის 1 საფეხურია დაკვირვება.შეიძლება დავაკვირდეთ რაიმე მოვლენას,ფაქტს ან ობიექტს.ეს დაკვირვება საშუალებას გვაძლევს სპეციფიკურ კითხვებს გავცეთ პასუხი.                მე-2-ე საფეხური პრობლემის საკითხის დასმაა,ამასთან დაკავშირებით მრავალი ჰიპოთეზა შეიძლება გვქონდეს,რომელთა გადამოწმება და დამტკიცება აუცილებელია. მე-3-ე საფეხური-ექსპერიმენტია. ეს არის ერთადერთი მეთოდი რომელიც გამოყოფს ერთმანეთისგან სამეცნიერო გამოკითხვას სხვა დაკითხვებისგან. კრიმინალური პროფილირების შექმნისას, სამეცნიერო მეთოდების გათვალისწინება გვეხმარება ზუსტი და ობიექტური სურათის შედგენაში.

მეცნიერება და ფალსიფიკაცია

იმისთვის , რომ მეცნიერებმა მოახდინონ გარკვეული სიტუაციის შეფასება, ამისთვის იყენებენ მეცნიერულ ტესტებს, თუმცა ხშირად ეს ტესტები არასანდო და შესაბამისად არასაიმედოა. ხდება მათი გაყალბებაც, რადგან გამომძიებლებს ან არ აქვთ სხვა ალტერნატივა, ან ისევ და ისევ საკუთარი სუბიექტური მიზნებიდან ამოდიან.
სერ კარლ ერ პოპერის მიხედვით მეცნიერება,როგორ ფალსიფიკაცია მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
1 ადვილია ვაღიაროთ ნებისმიერი თეორიის ვერიფიკაცია თუ მათ დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვიპოვნით.
2 სამხილი მტკიცებულებად შეიძლება მხოლოდ მარტო მაშინ ჩაითვალოს, თუ ის სახიფათო სიტუაციის შექმნის წინაპირობას წარმოადგენდა.
3 ყველა კარგი სამეცნიერო თეორია არის აკრძალვა:ის კრძალავს გარკვეული ქმედების მოხდენას.ეს თეორია რაც უფრო ბევრ რამეს კრძალავს მით უფრო ეფექტურია,რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი მეცნიერული თეორია გარკვეულ ჩარჩოებს უნდა აკმაყოფილებდეს, თუ ის ამოვარდნილია რომელიმე მათგანიდან, მაშინ სახეზეა მთლიანად არავალიდურ მონაცემები.
4 თეორია,რომელიც დამტკიცებული არაა არამეცნიერულად  უნდა ჩაითვალოს.
5 ყველა ჭეშმარიტი თეორიული ტესტის ფალსიფიცირება შეუძლებელია, თუ მისი სანდოობა მაღალია და რათქმა უნდა, თუ ამ ტესტის ჭეშმარიტებაც მრავალჯერ გადამოწმებული და დამტკიცებულია..
6 მტკიცებულება არ ჩაითვლება მიღებულად თუ ის არ აკმაყოფილებს ჭეშმარიტი ტესტის პირობებს.
7 ზოგიერთი მაღალი სანდოობის თეორიული ტესტები,როდესაც აღმოჩნდება,რომ სინამდვილეში მცდარია, მაინც გამოიყენება მისი მიმდევრების მიერ.
(Sir Karl R. Popper ;1963,pp.33-39). ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი წყარო, ფაქტი და ა.შ. არ შეიძლება ჩაითვალოს სამხილად, თუ ის არ არის მრავალჯერ გადამოწმებული და დამტკიცებული. ამის გამო , კრიმინალური პროფაილერები ,ხშირად, აწყდებიან უზუსტობებს, და შედეგად არასანდო მონაცემებს იღებენ.

კრიტიკული აზროვნება

კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანით მანიპულირება თითქმის შეუძლებელია. ამდენად, კრიტიკული აზროვნების უნარი ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. განათლების სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ XXI საუკუნის ადამიანისათვის ის, უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია. საქმე ისაა, რომ ინფორმაციული ინდუსტრიის ეპოქაში ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. „შავი" დათეთრი" რიტორიკის შემცველი ინფორმაციის შემოტევის პირობებში ეს პროცესი ლოკალური ან კერძო ხასიათისაა. რამდენადაც თითოეულ მოქალაქეს პერმანენტულად უწევს სწრაფად ცვალებად გარემოში არჩევანის გაკეთება,ეს პროცესი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა გამომძიებელთათვის, რადგანაც ისინი ყოველდღე აწყდებიან სხვადასხვა წინაღობებს, უწევთ გადაწყვეტილებათა სწრაფი მიღება, სხვადასხვა ადამიანთან და სიტუაციასთან ურთიერთობა, ასე რომ კრიტიკული აზროვნება მათ ეხმარება აირიდონ შეცდომები და ლოგიკურად, რაციონალურად აღიქვან არსებული რეალობა.
ჰანს გროსის მიხედვით : -პრობლემა აზროვნების სწავლება კი არ არის,არამედ ის თუ როგორ აკეთებს დასკვნას სხვა ადამიანი და რა გავლენას ახდენს მისი აზრი ჩვენს დასკვნაზე (Dr. Hans Gross ;1924,p.16).
კრიტიკული აზროვნების ძალიან ბევრი განმარტება არსებობს. კრიტიკული აზროვნება არის აქტივობის და კონცეპტუალიზაციის,ანალიზის,სინთეზის და ინფორმაციის ევოლუციის ინტელექტუალური პროცესი  ან გენერირებულია დაკვირვებით, გამოცდილებით ,რეფლექსიით, მიზეზშედეგობრიობით  და კომუნიკაციით(Paul & Scriven ;2004).გამომძიებლის მიზნიდან გამომდინარე კრიტიკული აზროვნება გულისხმობს უარყოს მოწმის ნებისმიერი ჩვენება ან გადაწყვეტილება მტკიცებულების გარეშე.ის შეიცავ შემდეგ ამოცანებს:
1 აღმოაჩინო ნებისმიერი ინფორმაციის ან რესურსის ბუნება და ხარისხი.
2გააცნობიერo მიკერძოების ყველანაირი სახე,ფორმა.
3ფაქტები განასხვავო აზრებისგან.
4პირველადი და მეორადი წყაროებისგან მიღებული ინფორმაციი ანალიზი.
5სინთეზირება.
მეცნიერული ლოგიკა: ცოდნა ყველასთვის დევს, მხოლოდ ხელი უნდა გაიწვდინო რომ აიღო…..
ადამიანი მოქმედი არსებაა. ის მოქმედებს და იღებს შედეგს. დამაკმაყოფილებელ შედეგებს კი გვაძლევს გონიერი მიზანშეწონილი მოქმედება, რომელიც შესაძლებელი ხდება ცოდნის საფუძველზე. მეცნიერება ლოგიკა-ეს არის განსაკუთრებული, თვითმყოფადი სამყარო საკუთარი კანონებით, იდეალებით, ტრადიციებით და .. ლოგიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სწორად აზროვნებას. ლოგიკური ოპერაციებია: განსაზღვრება, კლასიფიკაცია, დამტკიცება, უარყოფა, განზოგადოება და ..ლოგიკა ჩვეულებრივ განმარტებულია, როგორც  ვალიდური აზროვნება.ბურჩი უზრუნვეგვყოფს დეფინიციით და ლოგიკის როლის იდენტიფიკაციას ახდენს (Burch;2003):

მკინერნეის მიხედვით ლოგიკის ბაზისური პრინციპებია (Mcinerney ; 2004):
1.იდენტობის პრინციპები: არსებული რეალობა ჰომოგენური მასა კი არაა, არამედ სხვადასხვა ინდივიდებისგანაა შემდგარი . კრიმინალურ პროფილირებაში ეს პრინციპი შეიძლება იმ მხრივ იყოს განხილული რომ კონკრეტული დანაშაულზე ინდივიდუალური ქეისი უნდა იყოს შექმნილი და არ უნდა განიხილავდეს მას  მსგავსი დანაშაულებებიდან გამომდინარე.
2.„შუალედურის“ გამოკლებით- დანაშაული ან არის , ან არა. შუალედური დებულება არ არსებობს. დანაშაული ჩადენილია, ან არა.
იმისათვის რომ ამ დებულების ვალიდურობა განვსაზღვროთ  უნდა  გავაანალიზოთ დანაშაულის დეტალური და სრული მხარე. მხოლოდ დანაშაულის ასეთმა , მთლიანმა სურათმა შეილება მოგვცეს დანაშაულის ბუნების, ხარისხისა და მასშტაბის ნამდვილი სურათი.
3.საფუძვლიანი მიზეზის პრინციპი: ყველაფერს აქვს საფუძვლიანი მიზეზები. ამას ხშირად მიზეზშედეგობრიობასაც უწოდებენ.ეს გულისხმობს იმას, რომ სამყაროში ყველაფერს აქვს ახსნა იმისა, თუ რისთვის არსებობს.
ფარბერის მიხედვით ცოდნა თავისი პირდაპირი გაგებით გულისხმობს რეალურ ფაქტებზე დამყარებულ ჭეშმარიტ ცოდნას. (Farber,1942) 
კრიმინალურ პროფილირებაში  ეს გულისხმობს იმას, გამომძიებლები ვალდებულნი არიან საფუძვლიანად გამოიკვლიონ იმ დანაშაულის ქცევის ხასიათი, რომლის ფროფილირებაც მათ განიზრახეს.
ლოგიკური აზროვნება ეხმარება გამომძიებელს სწორად აწარმოოს გამოძიების პროცესი, თანმიმდევრული იყოს ყველა პროცესში, თავიდან აირიდოს ცრუ ჩვენებები, მოახდინოს ფაქტების განზოგადება და ა.შ. ამ ყველაფერში მას ლოგიკის სახეები : დედუქცია და ინდუქცია ეხმარება.


            ინდუქცია:

როგორც ცნობილია, კრიმინალური პროფილირების სტრუქტურა გულისხმობს რაციონალურად არგუმენტირებული დასკვნის გაკეთებას. კრიმინალური პროფილირების მსჯელობის ორი გზა არსებობს: 1.ინდუქციური მსჯელობა: მოიცავს კორელაციურ და სტატისტიკურ პროცესს, რომელიც დაფუძნებულია სუბიექტურ კვლევაზე და რომელიც უმეტესად უკავშირდება ფსიქოლოგირი განვითარების დარღვევებს. მეორე-გულისხმობს დედუქციურ მსჯელობას, არსებული სამხილებზე/მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
სორნტონი გვთავაზობს განმარტებას ინდუქციური და დედუქციურ მსჯელობას შორის (Thornton;1997).
ინდუქცია გულისხმობს მსჯელობას: კერძოდან ზოგადისკენ (გვაქვს რაიმე სამხილი და უნდა მოვახდინოთ მისი გენერალიზება, სხვადასხვა სიტუაციაში განხილვა, სხვა მოვლენებთან დაკავშირება და ა.შ.).
ხოლო დედუქცია: ზოგადიდან-კერძოსკენ (მრავალი მოვლენაზენ, ფაქტზე დაყრდნობით კონკრეტული დასკვნის გაკეთება.)
ინდუქციური მსჯელობის ორი ტიპი არსებობს: (Lee at al,1983)
1.                  სპეციფიკურიდან-ზოგადისკენ და
2. სტატისტიკური არგუმენტაცია- სტატისტიკური არგუმენტაციის ჭეშმარიტება დამოკიდებულია ალბათობასა და იღბალზე (walton 1989).  ეს გულისხმობს ისეთი სიტყვების გამოყენებას პროფილირებისას როგორიცაა : ხშირად, ზოგიერთი, ალბათ, უმეტესად, არასოდეს, ყოველთვის. ეს მახასიათებლები სუბიექტურ თავისებურებებს მოიცავენ (მაგ:ხშირად ვიღაცისთვის ნიშნავს დღეში ორიჯერ, ვიღაცისთვის კი კვირაში ერთხელ და ა.შ.) სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა რომ მიმზიდველად და დამაჯერებლად ჟღერს ეს მახასიათებლები (ჩვენი სტერეოტიპებიდან გამომდინარე) ისინი სრულებით შესაძლებელია  არ შეესაბამებოდეს სიმართლეს.

მოცემული მაგალითი ზუსტად ასახავს იმას, რომ ამგვარი მონაცემების განზოგადება არ გვაძლევს სრულ და ჭეშმარიტ სურათს დანაშაულის შესახებ:
გენდერზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ 2002 წელს აშშ-ში მკვლელობათა უმრავლესობა ჩადენილ იქნა მამაკაცების მიერ (FBI; 2002).
ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ მამაკაცთა უმრავლესობა 20-30- წლისაა და ამაში მათი
ემოციური ასაკი იგულისხმება და არა ქრონოლოგიური.  თვითმხილვევლისა და სასამართლო მტკიცებულებების მიხედვით დამნაშავე არის თეთრკანიანი მამაკაცი.უმეტესად ინტერპერსონალური ძალადობა ერთი რასის შიგნით ხორციელდება: ტეთრკანიანი ქალები ყოველთვის არიან მსხვერპლნი  მოძალადე თეთრკანიანი მამაკაცებისა , ეს ვარაუდი მტკიცდება ჩადენილი დანაშაულის 86%-ში.


დედუქცია

დედუქციური მსჯელობა გულისხმობს დასკვნის შემოწმებას წანამძღვრებიდან გამომდინარე. თუ წანამძღვრები ჭეშმარიტია დასკვნაც შეიძლება ვალიდურად ჩაითვალოს (walton;1989)
კრიმინალური პროფაილერი რომელის ამოსავალი წერტილიც დედუქციური მსჯელობაა საკუთარი დასკვნის რამდენჯერმა გადამოწმებას ახდენს  მაშინვე, როგორც კი ახალი ინფორმაციისა და ფაქცტების მოძიებაა შესაძლებელი.
დედუქციურმა მსჯელობამ შეიძლება გამოიწვიოს  ლოგიკური სისტემის კანონის ან პრინციპების ცვლილება, იმ ახალი ინფორმაციის საფუძველძე, რომელიც მრავალჯერ გამოცდილი და დაკვირვებადია.

არალეგალური სამხილი/ჩვენება ან პროპაგანდა (card stacking)

 არალეგალური სამხილი-გულისხმობს მოსამართლის მიერ მოწმის ჩვენების, ან სამხილის უგულეგბელყოფას იმ მიზეზით რომ მტკიცებულებები არალეგალური გზით იქნა მოპოვებული
პროპაგანდა კი - მედია საშუალებებით, სხვადასხვ განცხადებებით და ა.შ. გადაიბირებას ადამიანებისა  თავის მხარეს.
მაგ: FBI-ის გამომძიებლებს James Write-ს და Richard Caudell  დაევალათ ეკვლიათ ერთი და იმავე სექსუალური ძალადობა, მას მერე რც დაიჭირეს დამნაშავე (illionis v. Anthony Mertz, 2003)
მისტერ რაითის (პროფაილერი)პირადი  მტკიცებულებების მიხედვით:  ემი ვორნერისა (Amy Warner; 1999) და შენონ მკნამარზე ( Shannon McNamara ; 2001) (pp.1964-1965) სექსუალური ძალაოდბის სურათი იყოს შემდეგი სახის:
მსხვერპლს დაზიანება ყელის არეში ჰქონდა მიყენებული და ხელები თავს ზემოთ ელაგა, რასაც ადასტურებენ ის მომწმეებიც რომლებმიც იყვნენ მერცის მიერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი. მიუხედავდ იმისა , რომ ეს ორივე ქალის შემთხვევაში სურათ ერთნაირი გვაქვს, მათ შორის არის ძირითადი განსხვავებებიც:
1.სისხლის ლაქები მეტყველებს იმაზე, რომ ემი ვარნერი იმავე ოთხაში მოკლეს სადაც თავს დაესხნენ (მისაღებ ოთახში)
2.რიჩარდ კაუდელის მიხედვით შენონ მაკნამარა თავს დაესხნენ მაშინ, როცა მას ეძინა. სამხილების მიხედვით ის მოკლეს სააბაზანო ოთახში, შემდეგში კი ის გადმოიყვანა მისაღებ ოთახში სადაც ის დააწვინა „დამახასიათებელ პოზაში“.
3.ემი ვორნერს აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები კისრის არეში, ხოლო შენონს აღენიშნებოდა შედარებით მცირე რაოდენობის ჭრილობები კისრის არეში და და გაგუდვის ნიშნები.
4. შენონ მაკნამარას პირასხოცი ჰქონდა პირში ჩატენილი
5.ემი ვორნერი იწვა პირაღმა ხალიჩაზე და თავი ედო ბალიშზე, ხოლო შენონი პირქვე იწვა იატაკზე.
6. ემი ვორნერს ეცვა ვარდისფერი მოკლე ბლუზი(ბრას გარეშე) და წელს ქვემოთ იყო შიშველი, ხოლო შენონი სრულიად შიშველი იპოვეს,თუმცა მას სახესა და ხელებზე ნახევრად ეცვა ბლუზა.
7.შენონს ჰქონდა ღია ჭრილობა გენიტალიაზე
8. შენონს ასევე აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები დუნდულებსა და ანუსზე. ზურგზე კი სამი პარალელური ჭრილობა ჰქონდა, ხოლო ერთი სიგრძეზე.
9.ემის შემთხვევაში მკვლელობის მოტივი იყო მკვლელის : სიბრაზე ან შურისძიება. ემის ჭრილობები მიუთითებდა მკვლელის სისასტიკესა  და იმაზე, რომ მას სხვა მოტივი არ ამოძრავებდა.
10.შენონის მკვლელობის მოტივი იყო სექსუალური ძალადობა და გვამის დასახიჩრების სურვილი, ასევე გვამის გაუპატიურება.
სასამართლო პროცესზე რაითმა მერცი დაასახელა ორივე მკვლელობაზე პასუხისმგებლად, ეს კი არაეთიკურ და არალეგალურად ჩაითვალა მისი მხრიდან, რადგანაც რაითი შეეხო სხვა გამომძებლის კლიენტის საქმეს და  სხვა გამომძიებლის საქმეშიც დაადანაშაულა მერცი.

ავტორიტეტული მოწოდება

ეს არის ის შემთხვევა როდესაც დასკვნა დამყარებულია ავტორიტეტზე ან ან გამოცდილია მის ან სხვების მიერ. ცდმომილებები გვაქვს დასკვნაში მაშინ, როდესაც „ავტორიტეტი“ განიცდის გამოცდილების ნაკლებობას, მაშინ როცა ექსპერტია სხვა საკითხში, მაგრამ არა ამ კონკრეტულ ნაწილში,ან მაშნ, როცა ეს მოვლენა განგრძობითია და მოიცავს მრავალმხრივ ინტერპრეტაციას და  მაშინ, როდესაც ეს ავტორიტეტი მიკერძოებულია, როცა ექსპერტიზა გაყალბებულია, როცა ავტორიტეტი საეჭვოა.
მაგ. როდესაც FBI-ის აგენტის ადგენს კრიმინალურ პროფილს მათ არ შეუძლიათ გააკეთონ როგორც ძალადობრივი დანაშაულის  (NCAVC) და ბიჰევიორალური მიდგმონის ანალიზი (BAU)ერთად. ამიტომ ორივე იუნიტის წარმომადგენლები ცალ-ცალკე ადგენენ კრიმინალურ პროფილს და შემდეგ ახდენენ მის სინთეზირებას.

ტრადიციის მიხედვით :
ტრადიციებზე დაყრდნობით დასკვნა ჭეშმარიტია, მხოლოდ იმიტომ , რომ ძველია, ტრადიციული და ყოველთვის ესე ხდებოდა. ამ შემთხვევაში წარსული თავისთავად გამოდის ავტორიტეტის ფორმად. ეს მხარს უჭერს დასკვნას რომელიც გამოტანილია გრძელვადიანია, ინსტიტუციონალური ან კულუტურული შეხედულებებიდან.

ემოციური მდგომარეობა
გულისხმობს ემოციებსა და სიმპათიებზე დაყრდნობილ არარაციონალურ აზროვნებას. მაგ. ერთერთ FBI კრიმინალურ პროფაილერს გრეგ კუპერს დაევალა შეემოწმებინა მომჩივანის მდგომარეობა. კუპერმა მოამზადა“ საგამოძიებო ბიჰევიორალური ანალიზი“, რომელიც შეუსაბამოდ მიიჩნიეს.( მისი დასკვნიდან გამომდინარე მსხვერპლები იყვნენ მსგავსი მახასიათებლებით და მაღალი რისკიანობით, და ასევე  სამართალდამრღვევი მანამ სანამ მოკლავდა მსხვერპლს, მათ  ერთნაირ პირობებში (similar fashion) ამყოფებდა).
უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს დასკვნა არ არის დაწერილი, როგორც ობიექტური საგამოძიებო დოკუმენტი. ის დაწერილია ნამდვილი კრიმინალური ნოველის სახით, რომელშიც მრავლად გვხვდება სენსიტიური და ემოციური ენა და შეუსაბამო ანალოგიები „მონადირე“,“ცხვრის ტყავში გახვეული მგელი“ და ა. შ.“ ამგვარი რეპორტის კითხვისას ავტორი სამართალდამრღვევის მენტალურ მხარეს შეურაცხყოფს (Cooper, 2001, p4). შეიძლება ასეთი წერის სტილი კარგი კრიმინალური ნოველისთვის იყოს შესაფერისი, მაგრამ არა ობიექტური საგამოძიებო რეპორტისთვის.

„ამის შემდეგ ან ამის შედეგად“
ასეთი ცდომილება გვხვდება მაშინ, როცა კაუზალური დასკვნა ეყრდნობა ორ მოვლენას, ორ ტიპს შორის კორელაციას, რომელიც ერთდროულად აღმოცენდება. მაგ. ერთერთმა მკვლევარმა აღწერა ერთერთი ფაბრიკის თანამშრომლის მკვლელობა. სამხილები მეტყველებდა, რომ მსხვერპლს ძილის დროს მკერდში ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ ჰქონდა დანა ჩარტყმული. სისხლიანი დანა იპოვეს მისი საწოლის გვერდზე. შემდგომში საწოლს ან ცეცხლი წაუკიდეს ან შემთხვევით სიგარეტის ნამწვმა გააჩინა ხანძარი. შეუძლებელი იყო გაერკვიათ ეს შემთხვევითობა იყო თუ არა. სპეციალისტმა ივარაუდა, რომ  ცეცხლი სპეციალურად გააჩინეს კვალის დასაფარად. გამომძიებელმა თავის რეპორტში დაწერა, რომ ცეცხლი უნდა ყოფილიყო სპეციალურად გაჩენილი იმტომ რომ  ეს იყო მკვლელობა. ეს მსჯელობა არალოგიკურია და ზუსტად ასახავს „ამის შემდეგ და ამის გამო“ მაგალითს .

ნაჩქარევი განზოგადება
ნაჩქარევი განზოგადება გვხვდება მაშინ, როდესაც დასკვნა გამოგვაქვს არასრულყოფილი ინფორმაციიდან ან სპეციფიური ქეისების განხილვიდან, რომლებიც არ არის ყველა შესაძლო ქეისის რეპრეზენტატული.


რადიკალური განზოგადება

ეს არის ნაჩქარევი განზოგადების საწინააღმდეგო, რომელიც გულისხმობს კონკრეტული დასკვნის გამოსატანად მრავალი ქეისის განხილვას. მაგ. კალიფორნიაში V. Jennifer & Matt Fletcher (2004) ძებნილებად გამოცხადების შემდეგ, FBI-ს პროფაილერს მარკ საფარიკს გაეკეთებინა ანალიზი იმ დანაშაულისა, რომელიც გულისხმობდა საკუთარ სახლში დაცხრილული პოლიცისც ოფიცრის ჯოელ შანბრომის მკვლელობას. 32 წლის ჯოელ შანბრომი იყო ლოს ანჯელესის პოლიციის ვეტერანი. ის პატრულირებდა სკოლებს ვერდუგოს ტერიტორიაზე. მისი მეუღლე მუშაობდა სტომატოლოგიურ კლინიკაში.ორივე მათგანი ღამის ცვლაში მუშაობდნენ სიცოცხლის დაზღვევის ცენტრში მეტ ფლეთჩერთან ერთად. 1998 წლის 18 მარტს ჯოელ შანბრომი საკუთარ სახლში იქნა დაცხრილული (410 birdshot,slug). როგორც მისმა ცოლმა თქვა, შეიარაღებული კაცი შეიჭრა მათ სახლში და მოკლა მისი ქმარი, როცა ის და მისი შვილი სააბაზანო ოთახში იყვნენ. რამდენიმე წლის შემდეგ ჯენიფერ შანბრომი დაქორწინდა მეთ ფლეთჩერზე. პოლიციამ ეს ფაქტი საეჭვოდ მიიჩნია და 4 წლის შემდეგ ჯოელის სიკვდილიდან დააკავა ისინი. FBI-ს პროფაილერი მარკ საფარიკი ამტკიცებს,რომ მკვლელობის სცენა იყო დადგმული და ჯენიფერის ისტორია არ იყო განხილული. არანაირი ფიზიკური სამხილი არ არსებობდა დანაშაულთან მიმართებით და ორივე მათგანი დაკავებული იყო ეჭვის საფუძველზე.
დასკნა გაკეთდა შემდეგი მონაცემები საფუძველზე:
„1)ყაჩაღობა ძირითადად ხდება ნაკლებად დასახლებულ ადგილებში. 2) მკვლელი, რომ უცნობი ყოფილიყო, ის არ იზრუნებდა სასტუმრო ოთახის კარების დაკეტვაზე.“ ეს არის ნაჩქარევი გენერალიზების და რადიკალური განზოგადების ნათელი მაგალითი.

ცრუ „სიზუსტე“
ეს მოვლენა გვხვდება მაშინ, როდესაც ინფორმაციის სიზუსტე გადაჭარბებულია რეალობასთან შედარებით. მაგ. რობერტ ლიატსი იყო სერიული მკვლელი, რომელიც ქირაობდა პროსტიტუციაში ჩართულ  ნარკომან ქალებს. ზოგიერთ მათგანს ის ხშირად მეგობრულად ექცეოდა, ჩუქნიდა საჩუქრებს, აძლევდა რჩევებს, ზოგს კი კლავდა და ქუჩაში ყრიდა მათ გვამებს (გარდა მელოდი მარფინისა,რომელიც დამარხა საკუთარი სახლის ქვეშ). რობერტ იატსი იყო 50 წლის სამხედრო პილოტი, რომელმაც მოკლა 13 ადამიანი მათ შორის 10 მსუბუქი ყოფაქცევის. ის ვაშინგტონის ისტორიაში ყველაზე საშინელ მკვლელად ითვლება.რობერტ იატსმა ნაფიც მსაჯულებს ასე მიმართა „ მე ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობდი, მე უარვყავი ჩემი საჭიროებები, უარვყავი ის, რომ ვიღაცას შეუძლია ჩემი დახმარება, იმტომ, რომ მე არ შემეძლო სიმართლისთვის თვალი გამესწორებინა. ვფიქრობდი, რომ გამოვსწორდებოდი, თუ არ გავამხელდი ამ ყველაფერს. ჩემი უარით სიმართლეს თვალი ავარიდე-სიმართლეს, რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყანაზე არავინ ისე მარტო არაა როგორც ღმერთისგან უარყოფილი კაცი.“ რობერტ იატს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი 2002 წლის ოქტომბერში. მისი ქეისის ანალიზი დაავალეს რობერტ ქეფელს და ვეისს(Keppel & Weis; 1993,p.1).
მათ ანალიზი გააკეთეს კომპიუტერული პროგრამის HITS-ის მიხედვით (Keppel & Weis; 1993,p.1).  HITS არის მკვლელობის და სექსუალური ძალადობის კმპიუტერული პროგრამა,რომელიც კრებს და აანალიზებს სპეციფიკური სერიული მკვლელობების შესახებ არსებულ ინფორმაციებს.
1)                  ამ პროგრამის მონაცემები შეიძლება ჩაითვალოს არასანდოდ, რადგან ის ეყრდნობა იმ ინფორმაციასა და აზრებს, რომლებსაც ესა თუ ის სააგენტო თვლის ჭეშმარიტად.
2)                  ეს პროგრამა შეიცავს ისეთ სუბიექტურ მოვლენებს, როგორიცაა ფსიქიატრიული მოსაზრებები იმის მაგივრად რომ ობიექტურ ფაქტებს აღწერდეს მაგ. მოტივი, ფსიქოპათი, მსხვერპლის რისკიანობა,სიმბოლური არტეფაქტები,დამნაშავის ცხოვრების სტილი.ასევე უნდა ავღნიშნოთ,რომ ეს პროგრამა იყენებს ისეთ ტერმინს როგორიცაა გიჟი ადამიანები.
3)                  პროგრამა შეიცავს უამრავ დაუზუსტებელ ქეისს.


მეტაკოგნიცია
„უცოდინრობა უფრო ხშირად ბადებს თავდაჯერებულობას, ვიდრე ცოდნა“ (Charles Darwin, 1871).
მეტაკოგნიცია გულისხმობს ცოდნას საკუთარი ცოდნის შესახებ. მეტაკოგნიციის პირველი დონეა თვითცნობიერება.ეს ექსპლიციტური ცოდნაა სხვისი უნარების სისუსტეების შესახებ და საკუთარი ძლიერი მხარისა და  მახასიათებლების შესახებ.
მრავალი ადამიანი აკეთებს დასკვნას იმაზე, რაშიც კომპეტენტური არაა ამიტომაც ,
როგორც კრუგერი და დუნინგი განმარტავენ : „როდესაც ადამიანები იყენებენ თავისთვის აპრობირებულ მეთოდს, თუ როგორ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები,ხშირად აწყდებიან  ორმაგ წინააღმდეგობას: გააკეთონ წარუმატებელი არჩევანი და წარუმატებლობის შიშმა მიიყვანოს არასწორ დასკვნამდე. (Kruger and Dunning;1999,p,1121).კრიმინალები, იმის გამო რომ არ აქვთ  გადაჭარბებული, გაზვიადებული თვით-ცნობიერება ხშირად განიცდიან  მეტაკოგნიტური დისბალანსს. სხვა სიტყვებით, მეტაკოგნიცია არის აზროვნება აზროვნების შესახებ. ეს არის ცოდნა საკუთარი კოგნიტური სისტემისა და მისი ფუნქციონირების შესახებ და მისი კონტროლის უნარი. მეტაკოგნიციის დროს ხდება იმის შემეცნება, თუ რა ვიცით (მეტაკოგნიტური ცოდნა), იმის გაცნობიერება, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევით (მეტაკოგნიტური უნარი), ან როგორია ჩვენი მიმდინარე კოგნიტური და ემოციური მდგომარეობა (მეტაკოგნიტური შეგრძნება.მეტაკოგნიცია მოიცავს მეტაკომპონენტებსმართვის პროცესებს, რომლებიც ინფორმაციის გადამუშავების კონკრეტულ პროცესებს არეგულირებენ. ეს კომპონენტებია: პრობლემის არსებობის აღიარება, პრობლემის გაცნობიერება და იმ პროცესების ამორჩევა, რომლებიც გამოდგება პრობლემის გადასაჭრელად, სტრატეგიის არჩევა, მენტალური რეპრეზენტაციის შერჩევა, გონებრივი რესურსების განაწილება, პრობლემის გადაწყვეტის მსვლელობაზე კონტროლი, პრობლემის გადაწყვეტის ეფექტიანობის შეფასება.როდესაც მეტაკოგნიცია ეხება საკუთარი სწავლის პროცესების გაცნობიერებას, მაშინ ადგილი აქვს სწავლის სწავლას - ადამიანის მიერ საკუთარი სწავლის მართვას, რომელიც მოიცავს სწავლის დაგეგმვასშეფასებას და მუდმივ მონიტორინგს.

შეჯამება:
კრიმინალური პროფილირება გულისხმობს იმას, თუ რამდენად სწორადაა დასკვნა გაკეთებული. ეს ითვალისწინებს, სამეცნიერო მეთოდების, მეცნიერული ლოგიკისა და იმის გაგებას, თუ როდის ხარ მტყუანი, ის ასევე მოიცავს მიკერძოების ზოგადი პრინციპების გაგებასაც.
როგორც სამეცნიერო ასევე საგამოძიებო ინფორმაცია უნდა იყოს შეჯერებული და გაანალიზებული, იმისათვის რომ მივიღოთ ვალიდური და სანდო შედეგები
ავტორები: ნანა კაკაბაძე
                    ლიკა ჩიტაძე

გამოყენებული ლიტერატურა:

No comments:

Post a Comment