Monday, February 15, 2016

სექსუალური ძალადობა

სექსუალური ძალადობა
მრავალ საზოგადოებაში სექსუალური ქცევა არის თემა, რომელიც სავსეა მორალური კოდებით, ტაბუებით, ნორმატიული მოლოდინებით, რელიგიური ბრძანებებით, მითებით და არამეცნიერული დასკვნებით. შეერთებულ შტატებში, ალბერტ კინსლის და მისი კოლეგების გამბედავმა საქციელმა, გამოეცათ მეცნიერული სამხილი, რომელიც მოაგროვეს სექსუალური კვლევის ინსტიტუტში, გაფანტა უამრავი მითი და შეასწორა მცდარი აზრები სექსის შესახებ. ბევრი ისევ ყოვნდება, განსაკუთრებით სექსუალურ დამნაშავეებთან ურთიერთობაში, ვის მიმართაც საზოგადოებას ნაკლები ტოლერანტობა აქვს.  უფრო მეტიც, საზოგადოება არ ასხვავებს სექსუალურ დამნაშავეთა ტიპებს. „დეგენერატებს“, რომლებიც ჩაუვლიან ან უყურებენ ეჭვმიუტანელ ქალს გახდის პროცესში, იგივენაირად უნდა ეშინოდეთ ან შესაძლოა იგივენაირად გამოიწვიონ ზიზღი და ბრაზი, როგორც სექსუალური მოძალადე ან ბავშვთა განმხრწნელი გამოიწვევდა. უმეტესწილად საზოგადოება ხმამაღლა ითხოვს მკაცრ და სწრაფ სასამართლო განაჩენს დამნაშავის მიმართ, რომელიც მიჩნეულია ფსიქიურად დარღვეულ ან ბოროტ ადამიანად (ცხოველად), რომელიც შეპყრობილია რაიმე შინაგანი ავი ძალით და რომლისგანაც მოქალაქეები დაცულნი უნდა იყვნენ.
სექსუალური დამნაშავეები ხშირად აღიქმებიან, როგორც ინდივიდების ჰომოგენური კლასი. კვლევა აჩვენებს, რომ ისინი ფართოდ მერყეობენ იმ აქტიობის სიხშირესა და ტიპებში, რომელშიც ჩართულნი არიან და ისინი განსხვავდებიან ისეთი მახასიათებლებით, როგორიც არის ასაკი, ფონი, პიროვნება, რასა, რელიგია, რწმენები, განწყობა/დამოკიდებულებები და ინტერპერსონალური უნარები. აქ არ არის ერთი ჩარჩო, რომელიც მოიცავს სექსუალურ დამნაშავეთა უმრავლესობას. დამნაშავეთა ბოროტმოქმედების მახასიათებლები ასევე განსხვავდება ერთმანეთისგან, დროისა და ადგილის, მსხვერპლის ასაკსა და სქესის, დანაშაულის დაგეგმვის ხარისხისა და ჩადენილი ან განზრახული ძალადობის რაოდენობის მიხედვით. ამას გარდა, სექსუალური დამნაშავეები ხშირად ჩადიან სხვადასხვა სახის ბოროტმოქმედებას სექსუალური დანაშაულის გარდა. ფაქტობრივად, გვაქვს საკმაო მტკიცებულება იმის საჩვენებლად, რომ არასრულწლოვანთა სექსუალური მოძალადეები უფრო ხშირად ნასამართლევნი არიან არასექსუალური დანაშაულისთვის ვიდრე სექსუალური სახის დანაშაულის გამო, ორივე სექსუალური ძალადობისთვის ნასამართლეობამდე და იმის შემდეგაც.

ვინ ძალადობს?
განსაცვიფრებლად,  გაუპატიურების, 20-იდან 30%-მდე და ბავშვთა მიმართ ძალადობის 30-იდან 50%-მდე , შემთხვევები ჩადენილია მოზარდი მამრობითი მამაკაცების მიერ. უფრო მეტად საკვირველია, რომ მოზარდ სექსუალურ დამნაშავეთა 70% მოდიან ორმშობლიანი ოჯახიდან, უმეტესობა დადიოდა სკოლაში და ჰქონდა საშუალო ქულები აკადემიურ მოსწრებაში, და ძალიან ცოტას იტანჯებოდა ძირითადი მენტალური აშლილობით. ასევე მკვლევრებმა დაიწყეს ფოკუსირება გოგოების მიერ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულზე, თემა, რომელიც აქამდე ვირტუალურად იგნორირებული იყო. არის საკმარისი მტკიცებულება, რომ პუპერტატის ასაკამდე მყოფმა ბავშვებმა - ორივე გოგოებმაც და ბიჭებმაც - შეიძლება ჩაიდინონ სექსუალური სახის დანაშაული იმაზე მეტი რაოდენობით ვიდრე ეს საშუალოდ შესაძლებელია.  ზოგიერთი კვლევა გვატყობინებს სექსუალური აგრესიის შესახებ 3-4 წლის პატარა ბავშვებში, თუმცა მათი აგრესიული ქცევები არ კვალიფიცირდება როგორც დანაშაული, რადგან, ამ ასაკის ბავშვებს არ შეუძლიათ მნიშვნელოვნად კრიმინალური ქმედების დაგეგმვა. ამას გარდა, ცნობილია, რომ  საკვირველად დიდი რაოდენობა მოზარდობამდელი ასაკის გოგონებისა არიან სექსუალურად აგრესიულები სხვა ბავშვების მიმართ და ეს გოგოები ხშირად ჩართულნი არიან ისეთ აგრესიულ ქცევებში,როგორშიც ბიჭები. მოზარდობამდელი ასაკის დამნაშავეთა მსხვერპლი ძირითადად არიან ძალიან ახალგაზრდები ( 4 იდან 7 წლამდე), უმეტესობა ძირითადად არის მდედრობითი ( როცა დამნაშავეა კაცი) და ტიპიურად არიან დედმამიშვილები, მეგობრები ან ნაცნობები.
სექსუალური დანაშაულის მიზეზები არ არის არც მარტივი და არც პირადაპირი. როგორც სისტემატური კვლევა გვაძლევს ცოდნას, ამ ქცევაზე სუფთად მრავლობითი და ინტერაქციული ფაქტორები ახდენს გავლენას. ბოლოს მიღებული გამოცდილება, კოგნიტური მოლოდინები და რწმენები, განპირობებულობა, გარემო სტიმულები და განმამტკიცებელი გარემოებები (ორივე დაჯილდოებაც და დასჯაც) ყველაფერი ეს ჩართულია. ამ თავში ჩვენ განვიხილავთ კვლევების მთავარ აღმოჩენას პოტენციურად შემთხვევით ფაქტორებს გაუპატიურებისას, ძირითადად მოზარდთა გაუპატიურებას. შემდეგ მე-13 თავში, ჩვენ განვიხილავთ დეტალურად ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას, ისევე როგორც დამატებით სექსუალურ დანაშაულებს.
ზოგიერთი კვლევა გვიჩვენებს,რომ ყველა სექსუალური დამნაშავე არ არის მიდრეკილი ძალადობის ან ფიზიკური სისასტიკისადმი, ისინი უფრო მეტად არიან მორიდებულები, მორცხვები და სოციალურად შეფერხებული. თუ ეს შეიძლება იყოს მართებული პედოფილების ფარდო სეგმენტისთვის - ისინი ვინც ბავშვთა მიმართ ძალადობენ - ეს არ არის მართებული მათთვის ვინც აუპატიურებს, რომელთა შემოტევებს ხშირად ძლიერი აგრესიული მახასიათებლები აქვს. ფაქტობრივად, მათი ასეთი სექსუალური აგრესია შეიძლება სულ მცირე ორ მთავარ ჯგუფად დავყოთ: ინსტრუმენტული და გამომხატველი. ინსტრუმენტული სექსუალური აგრესიაა როცა სექსუალური დამნაშავე იყენებს საკმარის იძულებას, რათა მოიპოვოს თანხმობა მსხვერპლისგან. გამომხატველობითი სექსუალური აგრესიის დროს დამნაშვის ძირითადი მიზანი არის მსხვერპლისთვის ზიანის მიყენება, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად. ზოგ შემთხვევაში გამომხატველობითი აგრესია არის „ეროტიზირებული“, სადაც დამნაშავე  სექსუალურად იღგზნება ფიზიკური და ფსიქოლოგიური სისასტიკის ჩადენის დროს.
სექსუალურ დამნაშავეთა გულგრილი მახასიათებლები, მოტივაციები და შეტევის მეთოდი ან იძულება, მსხვერპლთა და მათ ოჯახთა სოციალური და ფსიქოლოგიური საფასური არის უზომო და ხშირად დამანგრეველი. ამას კარგად ადასტურებს ლოს ანჯელესის ეპიდემიოლოგიური მომსახურების რაიონში 3,132 ოჯახზე ჩატარებული კვლევის შედეგები. მკველევარებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ინდივიდების 13%-ზე მეტს, რომლებსაც ინტერვიუ ჩაუტარდათ, იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი ერთხელ მაინც თავიანთი ცხოვრების განმავლობაში. სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ორმა მესამედმა შეატყობინეს ორი ან მეტი ძალადობის შესახებ. მეტიც, სიცოცხლის განმავლობაში სექსუალური ძალადობის შესახებ შეტყობინება უფრო ხშირად მოდიოდა ქალებისაგან (16,7%) ვიდრე მამაკაცებისაგან (9,4%).  საკმაოდ დამაფიქრებელია აღმოჩენა სადაც, მსხვერპლთა 13%-ზე პირველად იძალადეს 6-იდან 10 წლამდე, 19%-ზე 11-იდან 15-წლამდე, 34%-ზე 16დან 20წლამდე და 15%-ზე 2-იდან 15წლამდე. სექსუალური ძალადობის გამოცდილება ასოცირებული იყო სერიოზულ დასაწყისთან თვით-დესტრუქციული დეპრესიის, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების, უამრავი შიშის, შფოთვის ჩახშობის და სხვადასხვა ძირითადი ინტერპერსონალური პრობლემების არსებითად მაღალ რისკთან. საბოლოო ჯამში, ECA - პროექტმა გამოავლინა რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ორივე: მამაკაცებიც და ქალებიც 2-4-ჯერ უფრო მოწყვლადნი არიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების განვითარებისადმი ვიდრე ამ გამოცდილების არ მქონენი.
კანონმდებლობა სექსუალურ მოძალადეთა შესახებ
ვიდრე შევაბიჯებთ ამ თავში, მნიშვნელოვანია გავიგოთ,რომ Landmark Legislation-ის ზოგიერთი ნაწილმა, რომელიც მიიღეს ბოლო ათწლეულში, ძლიერი გავლენა მოახდინა ფედერალურ და შტატის მთავრობის მიერ სექსუალური დამნაშავეების ხედვაზე. სახელმწიფო მონაცემები გვიჩვენებს, რომ დაახლოებით 234000 ათასი სექსუალური დამნაშავე იმყოფება მეთვალყურეობის,მეურვეობის ქვეშ ან გამოსასწორებელი სააგენტოების კონტროლის ქვეშ ნებისმიერ დროს. ჩვენ ვიჩენთ წინდახედულობას, თუმცა ტერმინი სექსუალური დამნაშავე იცვლება გაუპატიურებაში დამნაშავიდან ექსგიბიციონისტამდე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სექსუალური დამნაშავე არ არის მოძალადე, ბოლო წლებში საკმაოდ გახმაურებული, სასტიკად ძალადობრივი თავდასხმები განახორციელეს ნასამართლევმა,მაგრამ გამოშვებულმა სექსუალურმა დამნაშავეებმა დაუცველ, ახალგაზრდა მსხვერპლზე. ამ ინციდენტებმა ძლიერი გავლენა მოახდინა შტატურ და ფედერალურ კანონმდებლობაზე, დაიწყო მოქმედებები რომ შეწყვეტილიყო მსგავსი სამართალდარღვევები. სექსუალურ დამნაშავეთა შესახებ კანონმდებლობის უმეტესი ნაწილი წარმოებულია 1994 წლის  საყოველთაო ძალადობრივი კრიმინალის კონტროლისა და კანონის იძულებითი გამოყენების აქტისგან, კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება შეერთებული შტატების სამართლის დეპარტამენტის მოძალადე დამნაშავეებთან გამკლავების სტრატეგიებს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო სამი კანონი, რომელიც ერთობლივად მოითხოვს შტატებისგან იმ პროცედურების გაძლიერებას, რომლებსაც ისინი იყენებენ სექსუალური მოძალადეების შესახებ ინფორმირებულობისთვის ან ფედერალური დაფინანსების დაკარგვის რისკთან. კანონები მდგომარეობს შემდეგში: 1. The Jacob Wetterling Crimes against Children and Sexually Violent Offender Registration Act (ძალაში შევიდა 1994 წელს), 2.მეგანის კანონის ფედერალური ვერსია (ძალაში შვიდა 1996 წელს), და 3. Pam Lyncher Sexual offender Tracking and Identification Act (ასევე ძალაში შევიდა 1996 წელს). სამივე პარლამენტის საკანონმდებლო აქტი შტატებისგან მოითხოვს სარეგისტრაციო პროგრამების დაარსებას, რომელთა მეშვეობითაც ლოკალურ ადგილობრივ  სამართალდამცველებს და საზოგადოებას ოფიციალურად ეცოდინება მათ იურისდიქციაში განთავისუფლებული სექსუალური დამნაშავეების ადგილსამყოფელი და ძალოვან ცნობათა პროგრამა, საიდანაც ხალხს გააფრთხილებენ მათ თემში მცხოვრებ სექსუალური დამნაშავეების შესახებ.
მაგალითად: ჯეიკობ ვეტერლინგის აქტი  ავალდებულებს შტატებს, რომ მოსთხოვონ  ბავშვთა უფლებების დამრღვევებს და სექსუალურ მოძალადეებს შეატყობინონ სამართალდამცავ ორგანოებს მათი ადგილმდებარეობის შესახებ გათავისუფლებიდან 10 წლის შემდეგ.

გაუპატიურება: განმარტება და სტატისტიკა
გაუპატიურების დეფინიცია მნიშვნელოვნად იცვლება შტატიდან შტატში; ბევრ შტატში ტერმინი სექსუალური თავდასხმა კრიმინალურ კანონმდებლობაში შეიცვალა გაუპატიურებით. შეერთებული შტატების სამართლის დეპარტემენტის მიხედვით, გაუპატიურება არის „უკანონო სქსუალური კავშირი ქალთან, ძალით ან არალეგალური ან ფაქტობრივი თანხმობით“. UCR გაუპატიურებას ცოტა სხვანაირად განმარტავს, ასხვავებს ძალადობრივ ფორმას არასრულწლოვანთა გაუპატიურების ან მოტყუებით(თაღლითობით) გაუპატიურებისგან. ძალადობრივი გაუპატიურება არის „ სქესობრივი კავშირი ქალთან იძულებით და მისი ნების გარეშე“. ის მოიცავს თავდასხმებს და გაუპატიურების მცდელობებს ძალის გამოყენებით ან ძალის მუქარით. არასრულწლოვნის გაუპატიურება ძალის გამოყენების გარეშე და სხვა სახის სექსუალური თავდასხვა აქედან ამოღებულია. არასრულწლოვანთა გაუპატიურება არის  სექსუალური კავშირი გოგოსთან (ქალი კანონიერი ასაკის ქვემოთ), მისი თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე. წინამდებარე განმარტების შეზღუდულობა გამოიხატება მათში მხოლოდ „ქალი მსხვერპლის“ მოაზრებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაუპატიურებული კაცი მსხვერპლი არ შედის UCR- ის ცხრილებში.  არასრულწლოვანთა გაუპატიურებას კავშირი აქვს შეთანხმებულ ურთიერთობასთან, საწინაააღმდეგოდ სხვა სახის სექსუალური კონტაქტისა.
კრიტიკული ფაქტორი ამ შემთხვევაში არის მსხვერპლის ასაკი, რომელის განსაზღვრაც თვითნებურად მერყეობს შტატიდან შტატში. თუმცა შტატთა უმრავლესობაში ზღვარი არის 16-18 წელი. თუ მოზრდილი მამაკაცი ამყარებს სექსუალურ კავშირს მასზე პატარა (იგულისხმება დადგენილ ზღვარს ქვემოთ) ქალთან, ის შეიძლება გასამართლდეს როგორც არასრულწლოვანთა გაუპატიურებისთვის.
გაუპატიურება მოტყუებით - არის სექსუალური კავშირის ქონა მოზრდილ ქალთან, მისი მოტყუებით დათანხმების შემთხვევაში. ამ ტიპის ყველაზე ხშირი შემთხვევებია, როცა ფსიქოთერაპევტები ამყარებენ სექსუალურ კავშირს პაციენტთან და ამ ფაქტს ნიღბავენ მკურნალობის შეთავაზებით.
გენერალური პოპულაციიდან უმეტესობა არ განზაზღვრავს სექსუალურ იერიშს გაუპატიურებად თუ თავდამსხმელი არ არის უცნობი. თუ ვინმე გაუპატიურებულია ქმრის ან შეყვარებულის მიერ, უმეტეს შემთხვევაში ასეთები არ ატყობინებენ ამ ინციდენტის შესახებ. კრიმინალური მართლმსაჯულება, ისევე როგორც საზოგადოების უმეტესობა, ხშირად მიიჩნევს რომ ცოლქმრული ან საპაემნო გაუპატიურება არ არის მნიშვნელოვანი რადგან ისინი ხდება ბევრად იშვიათად სხვა სახის გაუპატიურებებთან შედარებით ან არის ფსიქოლოგიურად ნაკლებად მატრამვირებელი მსხვერპლისთვის. კრიმინალური ბრალმდებლები ხშირად უგულოდ ეკიდებიან ასეთი სახის გაუპატიურებას, რაგდნ ფიქრობენ რომ ნაფიცმსაჯულები არ დაიჯერებენ ქალის გაუპატიურების ფაქტს ქმრის ან შეყავრებულის მიერ. თუმცა კილპატრიკის და კოლეგების მიერ ჩატარებულ კვლევაში დადგინდა, რომ მსხვერპლი გამაუპეტიურებლად ასახელებდა ქმარს შემთხვევათა 24%-ში და შეყვარებულს 17%-ში. საბოლოო მონაცემები ავენებს რომ გაუპატიურების შემთხვევათა 40% ჩადენილი იყო ქმრების მიერ ან პაემნების დროს.
გაუპატიურება პაემანზე
საპაემნო გაუპატიურება შესაძლოა იყოს უფრო ხშირი, ვიდრე ეს გააზრებული გვაქვს, შესაძლოა ჯამური გაუპატიურების 60%-ს შეადგენდეს. ზოგიერთი ბოლო მონაცები გვიჩვენებს, რომ 16-დან 24 წლამდე გოგონების 1/3 იტყობინება ყველაზე მცირე ერთ შეურაცხმყოფელ შემთხვევაზე პაემნის დროს. საპაემნო გაუპატიურება (Date Rape)ეს ტერმნი შემოვიდა 1984 წელს და აღნიშნავს სექსუალურ დანაშაულს რომელიც ხორციელდება პაემნური ურთიერთობის ფარგლებში.
ასეთ გაუპატიურებას ბევრი რისკ ფაქტორი აქვს, რადგან მამაკაცები ხშირად ფიქრობენ რომ უკან უნდა ამოიღონ ის ძალისხმევა რაც მათ ჩადეს ურთიერთობის დასაწყისში. ასეთ შემთხვევაში ქალი ხშირად თავს იდანაშაულებს თავდასხმის გამო და როგორხ შემდგომში გაირკვა, სხვებიც მას ადანაშაულებენ პაემნის დროს გამომწვევ ქცევებში. ამას დამატებული ასეთი სახის გაუპატიურება შესაძლოა ფსიქოლოგიურად მეტად მატრავმირებელი იყოს უცნობის მიერ გაუპატიურებასთან შედარებით, პარტნიორისადმი იმპლიციტური ნდობის არსებობის გამო.
კარმენი (1996) განასხვავებს ნამდვილ გაუპატიურებას საპაემნო გაუპატიურებისაგან, ვინაიდან ის მიიჩენვს რომ საპაემნო გაუპატიურებისას მსხვერპლი თავისი ნებით ხვდება იმას ვისაც იცნობს და თანახმაა მასთან ერთად სადმე წასვლაზე. ხოლო ნამდვილ გაუპატიურებად ის მიიჩნევს უეცარ, ხშირ შემთხვევაში შეიარაღებულ თავდასხმას გაუპატიურების შედეგით, რომელსაც შეიძლება მოყვეს მსხვერპლის ფიზიკური დაიზიანებები.
დანაშაულებრივი გაუპატიურების კლასიფიკაცია
გაუპატიურების კლასიფიკაცია და შსწავლა გართულებულია გაუპატიურების სხვადასხვა განსაზღვრების გამო.  სააგენტოების უმეტესობა გვატყობინებს, რომ ვაგინალური პენეტრაცია არის მინიმალური კრიტერიუმი სავარაუდო დანაშაულის კლასიფიცირებისთვის. სააგენტოების ნახევარი პენეტრციასთან ერთად ითხოვს ძალის გამოყენების ფაქტს. ერთი მესამედი, პენეტრაციასა და ძალის გამოყენებასთან ერთად ითხოვს იარაღისა და მსხვერპლის შეწინააღმდეგების ფაქტებს. ამის გამო იმ სააგენტოების მიერ შეტყობინებული გაუპატიურების შემთხვევები, რომელთაც ნაკლებად მომთხოვნი კრიტერიუმები აქვთ, ბევრად მეტია.
ბრალმდებლები უფრო მკაცრ მტკივებულებებს ითხოვენ ინციდენტის შესაძლო გაუპატიურებად შესარაცხად, ვიდრე საკანონდებლო სააგენტოები. ისინი გამოყოფენ 4 კრიტერიუმს: 1. პენეტრაციის მტკიცებულება; 2.მსხვერპლის თანხმობის ნაკლებობა; 3. ძალის მუქარა და 4. ქალი მსხვერპლი. შემთხვევები, რომელიც მოიცავს რამდენიმე დანაშაულის (მაგ: გაუპატიურება, ძარცვა, მკვლელობა ან დაყაჩაღება) ითვლება სერიოზულ დანაშაულად და დაჯგუფებულ დანაშაულთა სტატისტიკაში, როცა „ნაკლები“ კრიმინალია, ამავდროულად ჩაწერილიც არ არის. მაგალითად იმის მერე, რაც მკვლელობა მიჩნეულია უფრო სერიოზულ დანაშაულად ვიდრე ძალადობრივი გაუპატიურება, მკვლელობა-გაუპატიურების შემთხვევები ბრალეულად დაჯგუფებულია მკვლელობის ქვეშ და არა გაუპატიურების.
მსხვერპლზე ზეწოლა
ხშირად ამბობენ, რომ გაუპატიურების მსხვერპლი არის მსხვერპლად შეწირული ორჯერ. ერთხელ დამნაშავის მიერ და შემდეგ კრიმინალური სამართლის სისტემის მიერ დანაშაულის გამოძიებისას და თუ ეჭვმიტანილი დაიჭირეს სასამართლოს დროს.  შეიძლება განმეორებითად გახდეს მსხვერპლი მედიის დაჟინებული ყურადღების წყალობით და პუბლიკის მიერ. არსებობს ისეთი სამარცხვინო შემთხვევები, როცა ბრალდებულ მამაკაცთა მომხრეებმა უამრავი ინტერვიუ მისცეს, სადაც მათ მსმენელებს შეახსენეს, რომ ქალი, რომლის თავდასხმაში მათ ადანაშაულებდნენ, ბოლოს და ბოლოს სტრიპტიზიორი იყო.
ბევრ გაუპატიურებულ ქალს ურჩევნია ტერმინი „გადარჩენილი მსხვერპლი“, უფრო პოზიტიური კონოტაციის გამო. იყო გაუპატიურების შემდგომ გადარჩენილი გულისხმობს, რომ ყოველი აცნობიერებს სიტუაციას და რომ მოძალადეს, უმაღლეს სასამართლოს და საზოგადოებას არ მიუღწევიათ მისი თვითგაგების განადგურებისთვის.


ფსიქოლოგიური ეფექტი მსხვერპლზე
ფსიქოლოგიური ეფექტი გაუპატიურებულ მსხვერპლზე, ორივე ძალადობის დროსაც და შემდეგადაც ხშირ შემთხვევაში არის სასტიკი და აურაცხელი. როგორც ავღნიშნეთ ის არის ორმაგად მსხვერპლი და შეტყობინების შემდეგ მოსალოდნელია მისი გამოძახება და მისთვის სტრესული და დამამცირებელი მოვლენების გახსენების მოთხოვნა და შემდგომ ამ ყოველივეს ნათლად და დეტალურად აღწერა. პერსონალი უმეტესწილად შედგება კაცებისგან, ამიტომ უფრო და უფრო მეტი პოლიციის დეპარტამენტი ატრენინგებს ქალ და კაც ოფიცრებს, ასევე ცალკე მათთვის მსხვერპლთა ადვოკატის ყოლას. ამ ყველაფერთან ერთად მსხვერპლისგან მოითხოვენ სამედიცინო შემოწმების გავლას, რომ დადგინდეს პენეტრაციის ან ფიზიკური ძალის გამოყენების ფაქტები.
თუ მსხვერპლი წინ უდგება ამ სტრესულ მდგომარეობებს, რომელიც ხანდახან გაძლიერებულია (მშობლების, ქმრის, მეგობრების და ასევე თავდამსხმელთა მუქარის) ნეგატიური რეაქციებით, ის უნდა მოემზადოს სასამართლოსთვის, სადაც მისი პრივატობა დააირღვევა. გაუპატიურების შემთხვევები ხშირად პრესის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ხვდება, მაგრამ სიახლეების გამშვები ორგანოები არ ამჟღავნებენ მსხვერპლის სახელს ან ფოტოს. თუმცა მისი რეპუტაცია მაინც განსაკუთრებულად დაუცველია. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსხვერპლის რეპუტაციაც სასამართლო განაჩენზე. ამასთან დამნაშავის დამცველები ხშირად კონცენტრირდებიან მსხვერპლის წინა სექსუალურ ისტორიაზე რათა გაანადგურონ მისი რეპუტაცია. მსხვერპლის დამცირების ეს სტრატეგია ბოლო წლების განმავლობაში შეიზღუდა კონკრეტული წესები და დაწესდა ლიმიტი მსხვერპლის სექსუალური ისტორიის გამოყენებაზე.
სიტუაციური და ვიქტიმიზაციის მახასიათებლები
გაუპატიურება, პირველ რიგში, არის კრიმინალი ახალგაზრდების(ობის) წინააღმდეგ.  ქალების ნაციონალურმა კვლევამ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა მსხვერპლის ასაკთან დაკავშირებით:
·                     29% ძალადობრივი გაუპატიურების მოხდა, როცა მსხვერპლი იყო 11 წელს ქვემოთ.
·                     32% 11-17წ.
·                     22% 18-24წ.
·                     7% 25-29წ.
·                     6% >29წ.
ალკოჰოლისა და სხვა ისეთი ნივთიერებების მოხმარება, რომელიც გავლენას ახდენს მოტორულ, კოგნიტურ, ინსტინქტურ, ემოციონალურ, პერცეპტულ ასპექტებზე ხშირია მოძალადეებში. 42-დან 90%-მდე მოძალადე აღნიშნავს, რომ ასეთი ნივთიერების გავლენის ქვეშ იყო ძალადობის დროს. მოძალადეთა უმეტესობა არის ინტიმური პარტნიორი და არა უცნობი.
·                     24,4% უცნობი
·                     21,9% ქმარი ან ყოფილი ქმარი
·                     19,5% შეყვარებული ან ყოფილი შეყვარებული
·                     9,8% ნათესავი/ახლობელი
·                     14,6% მეგობრები ან მეზობლები

ქალთა შიში ფიზიკური ზიანის გაუპატიურების დროს არ არის უსაფუძვლო. იმისდა იმუხედავად, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და დანები გამოყენებულია შეტყობინებულ დანაშაულთა 25%-ში, მსხვერპლთა ¼-ს მაინც აქვს იმ ზომის დაშვება, რომ სამედიცინო ყურადღება ან ჰოსპიტალიზაცია საფუძვლიანი იყოს. შემდგომი კვლევები აღიარებენ უფრო მეტ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმებს ქმრისგან სექსუალური ძალადობის დროს, ვიდრე უცნობებისგან. უფრო მეტიც, ფსიქოლოგიური ზიანი უფრო გრძელვადიანია მეტად საზიანო, რაც იწვევს სერიოზულ დეპრესიას, გაძლიერებულ შიშებს და პრობლემებს სექსის რეგულაციაში.
მსხვერპლთა კვლევებმა დაადგინა, რომ პაემნის დროს ყველაზე ხშირი მეთოდი არის ვერბალური დარწმუნება, ალკოჰოლი ან ნარკოტიკები. ძალადობა ძირითადად ხდება ქალის ან მამაკაცის ოთახში. იშვიათ შემთხვევაში მანქანაში ან გარეთ 7% ჯგუფური ძალადობაა უცხოების მიერ.
ძირითადად უფრო მეტი ხდება ვიდრე ვაგინალური კავშირი. 25%-ზე მეტ შემთხვევებში ემატება ორალური სექსი, 10%-ს ორალური და ანალური სექსი, 6% მხოლოდ ანალური, 4% სხვა სექსუალური აქტები. ადრეულმა კვლევებმა (1971) იგივე შედეგები აჩვენა.
არსებობს აღმოჩენა, რომელიც საკმაოდ მუდმივია. კაცები, რომელთაც გააუპატიურეს და შემდგომ ამ მუხლით გასამართლდნენ, მუდმივ კონფლიქტში იყვნენ საზოგადოებასთან დიდი ხნით ადრე ვიდრე გააუპატიურებდნენ. მოზარდი სექსუალური მოძალადეები ხშირად არიან გარეული სხვადასხვა ისეთ კრიმინალურ და ანტისოციალურ ქცევებში, როგორიცაა: მაღაზიების ძარცვა, დაყაჩაღება, ცეცხლის გაჩენა, ბულინგი, შეშინება, ცხოველების წვალება (თავიანთი ცხოველების ჩათვლით)  და ფიზიკური ძალადობა.  მაგ: 1994 წელს 3115 გამოშვებული გამაუპატიურებლებიდან 1,3% ახალი სექს კრიმინალუს გამო დაიჭირეს გამოშვებიდან 6 თვი თავზე. 3 წლის თავზე 5%, ხოლო 3 წლის განმავლობაში 46%.

მოსაზრება თუ რატომ აუპატიურებენ კაცები

ტრადიციულად, კლინიცისტი გამაუპატიურებლები მიიჩნევენ „გაუკონტროლები ძლიერი სურვილების“ მსხვერპლად. დიდი ხნის განმავლობაში ფსიქიატრიული რიმინოლოგია დომინანტი იყო. როგორც სალი და მაროლამ იკვლიეს, სექსუალური დამნაშავეების შესახებ პოპულარულ ლიტერატურაში, ისევე, როგორც ფსიქიატრიულ ლიტერატურაში, ტრადიციულად გამოყოფენ ძირითად 4 ფუნდამენტურ მიზეზს გაუპატიურების ქცევისთვის:
1.                  გაუკონტროლებელი იმპულსები ან ძლიერი სურვილები.
2.                  მენტალური სენი ან დაავადება.
3.                  კონტროლის მომენტალური დაკარგვა გამოწვეული არაჩვეულებრივ გარემოებათა გამო/ალკოჰოლის ან წამლის ზემოქმედების ქვეშ.
4.                  მსხვერპლის დადანაშაულება.
Scully and Marolla- (1984) ჩაუტარეს ინტერვიუ 114 გაუპატიურების მუხლით გასამართლებულს, რათა მოეძიებინათ ინფორმაცია მათი აღქმების, მოტივაციების და შემდგომი ფიქრების შესახებ. ამ ინფორმაციის მიხედვით ისინი დაყვეს ორ ჯგუფად: „დამთანხმებლებად“ და „უარმყოფელებად“.
„უარმყოფელები“ მომხდარს აბრალებენ მსხვერპლს, და აღნიშნავენ 5 მიზეზს:
1.                  ქალები მომხიბვლელები არიან.
2.                  ქალები გულისხმობენ კი-ს როცა ამბობენ არა-ს.
3.                  ქალთა უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში დუნდება და იღებს სიამოვნებას.
4.                  კარგი გოგოები არ უპატიურდებიან.
5.                  აქტი იყო ნაკლებად ცუდი საქციელი, ვინაიდან მსხვერპლი არ დაშავდა ფიზიკურად.
მათგან განსხვავებით „დამთანხმებლები“ აღიარებენ მომხდარს, იღებენ პასუხისმგებლობას და მომხდარის მიზეზად აცხადებენ შემდეგს:
1.                  ¾ ამობს რომ იმყოფებოდა ალკოჰოლოს ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ.
2.                  40% ამბობს რომ ჰქონდა ემოციური პრობლემა.
3.                  „კარგი-ბიჭის“ სელფ-იმიჯი.

სკულმა და მაროლამ ასევე აღმოაჩინეს, რომ ეს კაცები აღწერდნენ თავიანთ თავს, როგორც განრისხებულს ინციდენტის გამო, სადაც მოქმედი პირი იყო ქალი, რომელიც ეგონათ, რომ უყვარდათ. მათთან კონტრასტულად, უარმყოფელთა მხოლოდ 20% ასახელებს ასეთ პრობლემებს. დამთანხმებელთა უმრავლესობა საკუთარ თავს აღწერს, როგორც „კარგ ბიჭს“, რომელიც ნორმალური მდგომარეობისას არასდროს იძალადებდა მსგავსად ქალზე.
მასაჩუსეტსის მკურნალობის ცენტრის კლასიფიკაციის სისტემა (MTC)
მასაჩუსეტსის მკურნალობის ცენტრმა გამოყო გამაუპატიურებელთა ოთხი მთავარი კატეგორია:
1.                  ადგილშენაცვლებული აგრესია
2.                  ამანაზღაურებელი
3.                  სექსუალურად აგრესიული
4.                  იმპულსური გამაუპატიურებლები
1.                  ადგილშენაცვლებული აგრესია - ამ ტიპის ადამიანები არიან პირვანდელად მოძალადე და აგრესიული თავდამსხმელები, ამჟღავნებენ სექსუალური გრძნობის მინიმუმს ან სრულ არქონას. ასეთი კაცები გაპატიურების აქტს იყენებენ ტკივილის მიყენების, შეურაცხყოფის ან ქალთა დეგრადირების მიზნით. ისინი იყენებენ სადისტურ ხერხებს, როგორიცაა: დაჭრა და კბენა. ძირითადად მსხვერპლია უცნობი ქალი. ძალადობა, ასეთი ადგილშენაცვლებული აგრესიისთვის არ არის სექსუალურად აღმგზნები. ისინი ძირითადად ორალურ მანიპულაციებს ან პასტურბაციას ითხოვენ მსხვერპლისგან. მოცემული მტკიცებულებების მიხედვით შეწინააღმდეგება უფრო მეტ ძალადობას იწვევს.
Knight და Prentky (1987) -ს მიხედვით, დამნაშავემ შემდეგი მახასიათებლები უნდა გამოავლინოს თავდასხმისას, რათა მოხვდნენ ადგილშენაცვლებული აგრესიის კატეგორიაში:
1.                  არასექსუალური აგრესიის ან გამოხატული მრისხანება ვერბალური ან ფიზიკური ძალადობის მაღალი რაოდენობა, რითაც აღწევენ მსხვერპლის ძალით დათანხმებას.
2.                  მტკიცებულება, ვერბალიზება ან ქცევა, განზრახვისა, რომ დაამციროს, დეგრადირება მოახდინოს და შეურაცხყოს მსხვერპლი.
3.                  არანაირი მტკიცებულება აგრესიული ქცევა არის ეროტიზირებული ან სექსუალური სიამოვნება მიღებულია ზიანის მიმყენებელი აქტებით.
4.                  დამაზიანებელი აქტები არ არის ფოკუსირებული სხეულის იმ ნაწილებზე, რომელიც სექსუალურად მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამაუპატიურებელი არის დაქორწინებული, მათ ხშირად ამბივალენტური დამოკიდებულება აქვთ ქალების მიმართ და მათი ურთიერთობები ქალთან ხშირად ხასიათდება მუდმივი გაღიზიანებებით და პერიოდული ძალადობით. ისინი აღიქვამენ ქალებს, როგორც მტრულებს, მომთხოვნს და მოღალატეებს. ამის საწინააღმდეგოდ, ისინი სექსუალური ძალადობისთვის მიზანში იღებენ ისეთ ქალებს, რომლებიც მიაჩნიათ აქტიურად, მტკიცე ხასიათის მქონედ და დამოუკიდებლებად. ამ დამნაშავეთა პროფესიული ისტორია ძირითადად სტაბილურია და ხშირად აჩვენებს გარკვეული დონის წარმატებას. უმეტესწილად სამუშაო აროს „მასკულინული“, როგორიც არის სატვირთო მანქანის მართვა, ხუროს სამუშაო, კონსტრუქცია ან მექანიკა. თავდასხვა ძირითადად მოსდევს ისეთ ინციდენტს, რომლემაც წყობილებიდან გამოიყვანა ან გააბრაზა გამაუპატიურებელი, ძირითადად ეს არის ქალი და მისი ქცევა. ტერმინი ადგილშენაცვლებული აგრესია წამოსულია იმ ფაქტიდან, რომ მსხვერპლი იშვიათად თამაშობს რაიმე როლს აგრესიისა და აღგზნების წარმოშობაში. ასეთი დამნაშავე თავის დანაშაულს აბრალებს „გაუკონტროლებელ იმპულსებს“.
სხვა გამაუპატიურებლბეთან შედარებით, ადგილშენაცვლებული აგრესიის დამნაშავის ბავშვობა ხშირად ქაოტური და არასტაბილურია. ბევრი ფიზიკურად და ემოციურად უარყოფილი იყო. დიდი ნაწილი ნაშვილები ან ბავშვთა სახლში მიბარებული აღმოჩნდა. დაახლოებით 80% გაიზარდა მარტოხელა მშობელთან.
2.                  ამანაზღაურებელი გამაუპატიურებელი - აუპატიურებენ ინტენსიური სექსუალური აღგზნების ფონზე, რომელიც გამოწვეულია გარემოში არსებულ სტიმულზე რეაქციით, ხშირად საკმაოდ სპეციფიური სტიმულით. ამ ტიპის გამაუპატიურებლები კლინიკურ ან კვლევით ლიტერატურაში ნახსენები არიან როგორც: „ძალაუფლებაში დამარწმუნებელი“, „სექსუალური მიზანი“, „ეგო დისტონიკური“, ან „ნამდვილი“ სექს მოძალადეები. აქ აგრესია არ არის მნიშვნელოვანი მახასიათებელი; ბაზისური მოტივაცია არის სექსუალური ძალაუფლების და ადეკვატურობის დამტკიცება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ამანაზღაურებელი გამაუპატიურებლები მიდრეკილნი არიან ექსტრემალური პასიურობისკენ, უკანდახევისკენ და სოციალური შეუსაბამობისკენ. ისინი ცხოვრობენ წარმოსახულ სამყაროში რომელიც ფოკუსირებულია მოუთმენელად დამთმობ მსხვერპლზე, რომელიც ბედნიერად ემორჩილება მას და იმდენად მოხიბლულა მოძალადის გამოსვლით, რომ შეეხვეწება მოძალადეს დაბრუნდეს და გაიმეოროს. ამანაზღაურებელი გამაუპატიურებლის ფანტაზიები და სამყაროს შესახებ პერსონალურმა ვერსიებმა იმდენად შეიძლება დაამახინჯოს მსხვერპლის აღქმა, რომ მან მსხვერპლის ძლიერი შეწინააღმდეგების შედეგადაც კი შესაძლოა ეცადოს მასთან მომავალი კავშირის დამყარება.
ასევე, მისი მსხვერპლი ძირითადად უცნობია, სავარაუდოდ მას ის ხშირად ყავს ნანახი ან უთვალთვალებდა მას. ამორჩეულ ადამიანთან სოციალური გზით ურთიერთობის დამყარება ეშინია უარყოფის გამო, ამიტომ ის ფიქრობს, რომ თუ მსხვერპლს დაანახებს თავის სექსუალურ ძალაუფლებას, მსხვერპლი დააფასებს მას.
ამანაზღაურებელი გამაუპატიურებელი ხშირად აღწერილია, როგორც წყნარი, მორცხვი, მორჩილი, ეული სასიამოვნო კაცი. ასევე ის არის საიმედო მომუშავე. მისი ინტროვერსია, თვით-პატივისცემა და მიღწევის სურვილის დაბალი დონე ხშირად აფერხებს პროფესიულ ან სოციალურ წინსვლას. მისი გაუპატიურებები, ან გაუპატიურების მცდელობები არის არაადეკვატურობის კომპენსაცის მიზნით ჩადენილი. Knight and Prentky-მ (1987) აღმოაჩინეს, რომ სხვა ტიპისგამაუპატიურებლებთან შედარებით, ამანაზღაურებელი გამაუპატიურებელი აქვს ყველაზე კარგი ჰეტეროსექსუალური ადაპტაცია და აღწევენ სამსახურებრივი უნარების ყველაზე მაღად დონეს.
3.                  სექსუალუურად აგრესიული ან სადისტი გამაუპატიურებელი -  არის ადამიანი, რომელშიც სექსუალური და აგრესიული მახასიათებლები თანაარსებობს თანაბამ ან თითქმის თანაბარ დონეზე. იმისთვის, რომ განიცადოს სექსუალური აღგზნება, ის ასოცირებული უნდა იყოს ძალადობასთან და ტკივილთან, რომელცი მას აღაფრთოვანებს. ის დარწმუნებულია, რომ ქალებს მოსწონთ როცა ძალით აუპატიურებენ და როცა მათზე დომინანტი და მათი მაკონტროლებელი არის კაცი. მას სწამს, რომ ეს არის ქალური ბუნების ნაწილი.
სექსუალურად აგრესიული დამნაშავეები ხშირად დაქორწინებულები არიან, მაგრამ იმის გამო რომ ისინი იჩენენ ნაკლებ დამთმობლობას და ლოიალურობას, მათ აქვთ მრავალი ქორწინების, გაშორების და გაყრის ისტორიები. ისინი ხშირად ჩართულნი არიან ოჯახურ ძალადობაში. ფაქტობრივად, მათი ფონი შედგება ანტისოციალური ქცევისგან, დაწყებული მოზარდობიდან ან მანამდე და მერყეობს სკოლის გაცდენებიდან გაუპატიურება-მკვლევლობამდე.
4.                  იმპულსური გამაუპატიურებელი არ ახდენს არც არც ძლიერი სექსუალური მახასიათებლების გამოვლენას და არც აგრესიის. ის ახორციელებს სპონტანურ გაუპატიურებას როცა ამის შესაძლებლობა ხელთ ჩაუვარდება. ძირითადად ეს ხდება სხვა კრიმინალური ქცევის განხორციელებისას მაგალითად როგორიც არის ძარცვა ან დაყაჩაღება. მსხვერპლი უბრალოდ ხელმისაწვდომია იმ წუთას და გაუპატიურებისას ამ ტიპის ადამიანები არ იყენებენ რაიმე ექსტრა-გაუპატიურებისთვის დამახასიათებელ ძალადობას. ძირითადად ასეთი დამნაშავის წარსული უფრო მეტად მოიცავს სხვა კრიმინალურ ქცევებს ვიდრე გაუპატიურებას. იმისათვის, რომ დამნაშავე მოხვდეს ამ ჯგუფში, უნდა აკმაყოფილებდეს ორ პირობას: 1. გულგრილი დამოკიდებულება მსხვერპლის კეთილდღეობისა და კომფორტის მიმართ; 2. იმაზე მეტი ძალის გამოყენების არ არსებობა, რაც საჭიროა მსხვერპლის დასამორჩილებლად.

ქცევა, მოქმედება

წლების განმავლობაში ხდებოდა ინფორმაციის მოპოვება გაუპატიურების კონკრეტულ საქმეებსა და მოძალადეებზე. საერთაშორისო კვლევების მონაცემები ცხადყოფს, რომ არ არსებობს მოძალადეთა ერთადერთი ტიპი. ასეთი დამნაშავეები მიეკუთვნებიან სხვადასხვა სოციალურ ფენებს, ასევე, განსხვავებულია მათი რელიგიური ან ეთნიკური წარმომავლობა. თუმცა, მრავალწლიანი გამოცდილებისა და კვლევების მონაცემების საფუძველზე, სოციოლოგიის სფეროში მოღვაწე ექსპერტებმა და პროფესიონალმა გამომძიებლებმა შეძლეს მოძალადეთა კატეგორიების გამოყოფა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაუპატიურების საქმეების გამოძიებისთვის.

გაუპატიურების საქმის გამოძიების დროს პირველი ნაბიჟია მსხვერპლის განცხადების ანალიზი. დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენისთვის აუცილებელია მივიღოთ მოძალადის ქცევის/მოქმედების კონკრეტული აღწერილობა და შევიტყოთ მისი გამონათქვამები. ასეთი ანალიზი მიზანმიმართულად უნდა დაიწყოს მოძალადის `ალტრუისტის~ ან ,,ეგოისტის“ კატეგორიისადმი მიკუთვნებით. ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელშიც ნაჩვენებია მოძალადეთა ეს კატეგორიები:


ალტრუისტი:
ეგოისტი:
                   გამოხატავდა მზრუნველობას
                   ითრევდა მსხვერპლს
                   სქესობრივი კავშირისგან სიამოვნებას იღებდა
                   საყვარლის მსგავსად იქცეოდა
                   ბოდიშს იხდიდა
                   თავს იმცირებდა
                   გამოხატავდა თანამშრომლობისთვის მზადყოფნას
                   იყენებდა ბუტაფორულ იარაღს
                   ზრუნავდა საკუთარ თავსა და გრძნობებზე
                   ამცირებდა მსხვერპლს
                   შეურაცხყოფდა მსხვერპლს
                   არ კოცნიდა მსხვერპლს
                   სცემდა მსხვერპლს



მოძალადე-ალტრუისტი

მოძალადე-ალტრუისტების საუბრის მანერა, სექსუალური და ფიზიკური მახასითებლები გამოხატავენ მსხვერპლზე „მზრუნველობას“. თუმცა, ხშირად ასევე მოქმედებაში შეიძლება გამოვლინდეს „ფსევდო-ალტრუისტული“ მანერებიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მსხვერპლზე მზრუნველობა მხოლოდ და მხოლოდ დაძალების/იძულების ელემენტია, რომელიც მსხვერპლის დარწმუნებისთვის გამოიყენება. ხშირად ამ კატეგორიის დამნაშავეები გაუპატიურების დროს იყენებენ შემდეგ ფრაზებს: „ხომ არ გტკივა?“ ან „ხომ არ გცივა?“. ამ კატეგორიის მოძალადეები საუბრის დროს საკუთარ თავზე მსხვერპლს ბევრს ესაუბრებიან. ეს ინფორმაცია პოტენციურად ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს დამნაშავის დასაკავებლად. ამ კატეგორიის მოძალადეები, როგორც წესი, არ იყენებენ უწმაწურ გამონათქვამებს.
ხშირად მოძალადე-ალტრუისტები მსხვერპლისგან მოითხოვენ კოცნას. ქალმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ დამნაშავეს შეიძლება ნებისმიერი რამის გაკეთება აიძულოს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ კატეგორიის მოძალადეს ქალი კვლავ იწვევდა თავისთან, და ამ დროს ჩასაფრებულ პოლიციას ახვედრებდა. ამ კატეგორიის მოძალადეები სიფრთხილეს არ იჩენენ იარაღთან მიმართებით და ხშირად, გაუპატიურების დროს უყურადღებოდ ტოვებენ მას (მსხვერპლისთვის ხელმისაწვდომსაც კი ხდიან). ძირითადად, მათი იარაღი ბუტაფორულია ან ტყვიები არ არის მასში.


მოძალადე-ეგოისტი

ეგოისტური მოძალადეები არ ცდილობენ მსხვერპლზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას. ისინი ამცირებენ ქალს, უწოდებენ მას ,,ბოზს“ ან ,,მეძავს“, ისინი ქალის სხეულს თოჟინასავით ან მანიკენივით ეპყრობიან. საუბრისას მოძალადე ყოველთვის მიმართავს მუქარას.
ეგოისტი-მოძალადეები ნაკლებად ზრუნავენ ქალის სიამოვნებაზე, თუ ეს თავად არ ანიჭებთ სიამოვნებას. მსხვერპლის არანაირი მუქარა არ ახდენს გავლენას მოძალადეზე. მსხვერპლის ნებისმიერ სპონტანურ კომენტარს, მოძალადე ძალის გამოყენებით პასუხობს.


მეთოდები

მსხვერპლთან დაახლოვებისთვის მოძალადეები, ძირითადად სამ მეთოდს იყენებენ: დაძალების/იძულების მეთოდს, მოულოდნელობის ეფექტის გამოყენების მეთოდსა და უეცარი თავდასხმის მეთოდს. დაახლოვების მეთოდები დამოკიდებულია მოძალადის საკუთარ თავში დარწმუნებულობასა და ფიზიკურ ძალაზე. საკუთარ თავში უფრო მეტად თავდაჟერებული დამნაშავეები ნაკლებად იყენებენ ძალადობას ან მუქარას, ისინი ძირითადად დაძალებასა და მსხვერპლის დაშინებას ახდენენ. თუმცა მოძალადეებმა შეიძლება დაახლოვების მეთოდების კომბინაციასაც მიმართონ.

დაძალება/იძულება

მსხვერპლთან დაახლოვების ყველაზე გახშირებული მეთოდია იძულება, მოტყუებისა და ეშმაკობის გამოყენებით.
ამ მეთოდს, ძირითადად, ის დამნაშავეები იყენებენ, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ შეძლებენ მსხვერპლთან ურთიერთობას. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება ნაცნობი ქალის ან პაემანის დროს გაუპატიურებისას. ასეთი დამნაშავეები ძირითადად მეგობრულები, მომხიბვლელები, ურთიერთობაში მარტივნი არიან და კარგი მანერები აქვთ. მოძალადეები მსხვერპლზე სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ მანიპულირებას ახდენენ და ისეთ სიტუაციას ჰქმნიან, რომელშიც მსხვერპლი არ მოინდომებს ან ვერ შეძლებს წასვლას ან ვინმესთვის დახმარების თხოვნას. ამ კატეგორიის მოძალადეები ატყუებენ მსხვერპლს, მაგალითად, თავს ასაღებენ პოლიციელებად, სთავაზობენ დახმარებას, სახლამდე მანქანით მიცილებას ან კაფე-ბარებში არჩევენ ახალ მსხვერპლს. ქვემოთ მოცემულია ფრაზები, რომელთაც მოძალადეები იყენებენ მსხვერპლის იძულებისთვის ან ძალადობის გასამართებლად.
                    იძულების დროს დამნაშავის მიერ გამოყენებული ფრაზები:
                    ,,შენ ხომ იცი, რომ სინამდვილეში ამის თქმა არ გინდოდა“.
                    ,,შენ ხომ იცი, რომ ეს მოგწონს“.
                    ,,ეს ხომ შენ თვითონ გინდა“.
                    ,,ფრიგიდული ხომ არ ხარ?“
                    ,,მიდი გოგონი, უამრავი ფული დაგახარჟე“.
                    ,,რომ გიყვარდე, ამას გააკეთებდი“.
                    ,,რომც არ გააკეთო, მაინც ვეტყვი ყველას, რომ ამას აკეთებდი“.
                    ,,მინდა, რომ თავი ქალად იგრძნო“.
                    ,,შენ ჩემი ხარ და ეს ჩემთვის უნდა გააკეთო“.
                    ,,შენ ისეთი საშინელი ხარ, რომ აღარავის მოუნდები, ასე რომ `მადლობა~ უნდა მითხრა“.

                    ძალადობის გამართლების დროს დამნაშავის მიერ გამოყენებული ფრაზები:
                    ,,ქალი პატივს სცემს მამაკაცს, რომელიც მას დაუმტკიცებს, რომ ნამდვილი მამაკაცია“.
                    ,,მე ის არ გამიუპატიურებია - მას ეს მოეწონა“.
                    ,,მე რას მერჩით - ნახეთ, როგორ აცვია“.
                    ,,თავი რომ დავანებო, ქალმა სამჯერ უნდა მითხრას უარი“.
                    ,,ისე ვიყავი აღგზნებული, რომ ვერ შევჩერდი“.
                    ,,ამას ასეთი სახელი აქვს - ყველასთან დადის!.“
                    ,,ჩემი ბრალი არ არის, ის მთვრალი იყო და ვერ აზროვნებდა“.


გაუპატიურების მსხვერპლს შეიძლება გარკვეულ დონეზე და დრომდე სჯეროდეს მოძალადის, რაც უფრო ამძაფრებს მის განცდებს, რადგან ასეთი მითები სრულიად ანგრევს მის გრძნობებს, უფრო მეტად ამცირებს და შეურაცხყოფს მას. პოლიციელები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მათ მოუწევთ მსხვერპლის გადარწმუნება, მაშინაც კი თუ ქალი ვერ გაიხსენებს და ვერ შეძლებს პოლიციელისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.

მოულოდნელობის ეფექტი

დამნაშავეები, რომლებიც ტაქტიკის სახით მოულოდნელობის ეფექტს იყენებენ, როგორც წესი, თავიდანვე არჩევენ მსხვერპლს, უთვალთვალებენ მას ან ელოდებიან როდის აღმოჩნდება მსხვერპლი შესაფერის და დაუცველ სიტუაციაში. ეს დამნაშავეები მსხვერპლის შესაშინებლად იყენებენ შოკის ელემენტებსა და ძალის გამოყენების მუქარას. ისინი შეიძლება მსხვერპლს იარაღითაც დაემუქრონ, თუმცა, როგორც წესი, იარაღს არ იყენებენ.
უეცარი თავდასხმა

საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებული მოძალადეები იყენებენ უეცარი თავდახმის მეთოდს ე.ი სასტიკ თავდასხმას, რომლის დროსაც მსხვერპლის წინააღმდეგობის დასაძლევად მოძალადე ფიზიკურ ძალას იყენებს. თავდამსხმელმა შეიძლება გამოიყენოს იარაღი, ქიმიური პრეპარატები ან აირები, მაგრამ ყველაზე ხშირად ასეთი დამნაშავეები უხეშ ფიზიკურ ძალას იყენებენ. ეს თავდასხმის ყველაზე სასტიკი ფორმაა, რომლის დროსაც მსხვერპლი სხეულის ყველაზე მძიმე დაზიანებას იღებს. მიუხედავად იმისა, რომ მოძალადეთა უმრავლესობა ყოველ ახალ მსხვერპლთან მიმართებაში დაახლოებით ერთნაირ ფიზიკურ ძალას იყენებს, ზოგიერთი მოძალადე ყოველი მორიგი თავდასხმის შემთხვევაში უფრო სასტიკ ძალადობას მიმართავს ან სხეულის უფრო მძიმე დაზიანებას აყენებს მსხვერპლს. როგორც უკვე აღინიშნა, დამნაშავის მიერ დაახლოვების მეთოდის არჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის ის დარწმუნებული საკუთარ ფიზიკურ ძალასა და შესაძლებლობებში, ურთიერთობა დაამყაროს მსხვერპლთან. ზოგადად, საკუთარ თავში უფრო მეტად დარწმუნებული დამნაშავეები ნაკლებად იყენებენ უხეშ ფიზიკურ ძალას, უფრო მეტად ისინი დაძალებასა და შეშინებას მიმართავენ. თუმცა დამნაშავემ შესაძლოა ასევე დაახლოვების რამდენიმე მეთოდის კომბინაციაც გამოიყენოს.

მოტივები და ტიპები

როცა საქმე გაუპატიურებასა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას ეხება, ხშირად ისმის კითხვა ,,რატომ აკეთებენ ამას? რა უბიძგებს მოძალადეს ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩადენისკენ?“
მოძალადეთა მოტივაციის შესახებ ჩატარებული საერთაშორისო კვლევების მონაცემები ცხადყოფს, რომ გაუპატიურება ყოველთვის სასტიკი ან/და აგრესიული აქტია, რომელიც სიბრაზისა და ძალის გამოყენებას ეფუძნება.
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული კლასიფიკაციის ავტორია გროციუსი (მამაკაცი-მოძალადეები: დამნაშავის ფსიქოლოგია, 1979 წ.).
მოძალადეთა ქცევის, მეთოდებისა და მოტივების ეს კლასიფიკაცია საყოველთაოდ არის აღიარებული და მას მრავალი სამართალდამცავი ორგანო იყენებს (მაგალითად აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურო).

გროციუსი მოძალადეებს შემდეგ ტიპებად ყოფს

1.ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე

ახდენს თავდასხმაში გადაზრდილი აგრესიული ქცევის დემონსტრირებას, რომელიც მოძალადისთვის აუცილებელია საკუთარ ძალებსა და მომხიბვლელობაში რწმენის აღსადგენად. ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე სქესობრივი ხასიათის თავდასხმას ახორციელებს საკუთარ მამაკაცურ ძალებში დასარწმუნებლად და მსხვერპლზე საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად. როგორც წესი, მოძალადე არ არის დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, რომ დაამყარებს სოციალურ და სექსუალურ კონტაქტს (განსაკუთრებით ქალებთან) და იმისთვის, რომ თავი ბატონ-პატრონად წარმოიდგინოს ხშირად იქმნის ფანტაზიას ან სექსუალურ თავდასხმას ახორციელებს. ეს მოძალადეთა ყველაზე გავრცელებული ტიპია და განსაკუთრებით მათთვის არის დამახასიათებელი, ვინც მსხვერპლს არ იცნობს. ასეთი ტიპის მოძალადეები ხშირად ,,ფსევდო-ალტრუისტებიც“ არიან, რომლებიც სხვა კატეგორიის მოძალადეებთან შედარებით მინიმალურ ფიზიკურ ძალას იყენებენ.
ასეთი ტიპის მოძალადენი ხშირად იყენებენ მოულოდნელობის ეფექტს, წინასწარ არჩევენ მსხვერპლს და მსხვერპლის ხელში ჩასაგდებად ხელსაყრელ შემთხვევას ელიან. ისინი უთვალთვალებენ მსხვერპლს, მისი არყოფნის დროს მსხვერპლის სახლშიც კი აღწევენ თავდასხმის დასაგეგმად. ასეთი მოძალადე თავდასხმას, ძირითადად, ღამის საათებში ახორციელებს, შუაღამიდან დილის 5 საათამდე შუალედში, და ძალიან ხშირად ეს ხდება მსხვერპლის სახლში. ასეთი მოძალადეები შეიძლება მსხვერპლს იარაღითაც კი დაემუქრონ, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში, ისინი იარაღს მხოლოდ მსხვერპლის დასაშინებლად იყენებენ.
ასეთ მოძალადეებს ზოგიერთი პოლიციელი ,,ჯენტლმენ-მოძალადეს“ ან ,,თავაზიან მოძალადესაც“ კი უწოდებს, იმიტომ რომ ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადეები ხშირად ბოდიშსაც იხდიან ან ყალბ მზრუნველობას ავლენენ მსხვერპლის მიმართ. ექსპერტები ასეთ ქმედებას ფსევდო-ალტრუისტულს უწოდებენ. ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილ მოძალადეებს, როგორც ჩანს, სჯერათ, რომ მათი მზრუნველობა დაარწმუნებს მსხვერპლს იმაში, რომ ის არცთუ ისე ცუდი ადამიანია. ასეთმა მოძალადემ შეიძლება ჰკითხოს მსხვერპლს, ტკივილს ხომ არ აყენებს ან შემდეგი ფრაზებით მიმართოს: ,,არ მინდა შენთვის ტკივილის მოყენება“, ,,ნუ მაიძულებ, ტკივილი მოგაყენო“. მან შეიძლება აიძულოს მსხვერპლი ისე მოიქცეს, თითქოს სიამოვნებას იღებს (,,მითხარი, რომ გინდა, მიყვარდე“). მან შეიძლება მსხვერპლს კომპლიმენტითაც კი მიმართოს, უთხრას რომ ის ძალიან ლამაზია, თავად კი უშნოა (,,შენ ჩემს გვერდით არასდროს გაივლიდი“) ან შექება სთხოვოს. ასეთმა მოძალადემ შეიძლება მსხვერპლს დაუსვას კითხვები პირადი ცხოვრების შესახებ ან საკუთარ თავზე მოუთხროს. ასეთი მოძალადე სხვა ტიპის მოძალადეებთან შედარებით ნაკლებად შეურაცხყოფს და ამცირებს მსხვერპლს. მან შეიძლება ბოდიშიც მოიხადოს და მსხვერპლს უთხრას ,,ვწუხვარ, რომ ეს შენ აღმოჩნდი“. გასაოცარია, მაგრამ მან შეიძლება მსხვერპლს მიყენებული ჭრილობებიც კი დაუმუშაოს, სასაუბროდ დარჩეს გარკვეული დრო ან გაუპატიურების შემდეგ მსხვერპლს პაემანის დანიშვნაც კი სთხოვოს.
ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადეები ცდილობენ სექსუალურ მოქმედებებში ჩართონ მსხვერპლი, მაგალითად, ქალს სთხოვს ისე აკოცოს, როგორც თავად ქალს სურს. ასეთმა მოძალადემ შეიძლება ქალს სთხოვოს, ტანსაცმელი თვითონ გაიხადოს. როგორც წესი, ასეთი ტიპის მოძალადე მხოლოდ ისეთ მოქმედებას სჩადის, რომელსაც თითქოსდა მსხვერპლი არ ეწინააღმდეგება. შეიძლება იმიტომ, რომ მის წარმოდგენაში მსხვერპლი ვნებიან პარტნიორად გარდაიქმნება და გაუპატიურება დიდ ხანს არ გრძელდება. მეორე მხრივ, თუ მსხვერპლი ძალიან შეშინებულია და საერთოდ არ უწევს წინააღმდეგობას, მოძალადეს თავისი სქესობრივი ფანტაზიების რეალიზებისა და სქესობრივი კავშირის რამდენჯერმე დამყარების საშუალება ეძლევა. ასეთ შემთხვევებში, თავდასხმა შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხორციელდებოდეს. თუმცა, სხვა კატეგორიის მოძალადეებთან შედარებით, ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე წინასწარი განზრახვით არ შეურაცხყოფს ან ამცირებს მსხვერპლს და არც სხეულის დაზიანებებს აყენებს მას. მან, შესაძლოა, მსხვერპლის რაიმე პირადი ნივთი ,,სუვენირის“ სახით დაიტოვოს.
ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადეები მეორე მსხვერპლზე თავდასხმას ახორციელებენ იმავე რაიონში წინა თავდასხმიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ, ვინაიდან ისინი წინასწარ არჩევენ რამდენიმე შესაძლო მსხვერპლს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ხდება, თუ პირველი თავდასხმის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოძალადემ შეიძლება მაქსიმუმ ერთი ან ორი კვირა დაიცადოს, ვინაიდან მისი შინაგანი ,,მე“ მუდმივად საჭიროებს საკუთარ ძალებში დარწმუნებას. ამ კატეგორიის მოძალადის თავდასხმის სქემა მეორდება და მან შეიძლება თავდასხმა იმავე რაიონში განახორციელოს, ან მსგავსი ტიპის მსხვერპლი შეარჩიოს. როგორც წესი, ასეთი მოძალადეები მათივე ასაკის მსხვერპლს ირჩევენ ხოლმე.
ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე ხშირად თავდასხმის შემდეგ განმეორებით უკავშირდება მსხვერპლს, ტელეფონით ურეკავს ან წერილს სწერს. ამიტომ, თუ ძალადობა ასეთი კატეგორიის მოძალადემ ჩაიდინა, ძალიან მნიშვნელოვანია თვალთვალი და მსხვერპლის სატელეფონო საუბრების მოსმენა მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში. ბევრი მოძალადე აწარმოებს თავდასხმების ჩანაწერებს. ასეთი მოძალადეები განაგრძობენ ძალადობას, სანამ მათ არ დააკავებენ ან საცხოვრებელ ადგილს არ შეიცვლიან.
ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე ჩვეულებრივ, წყნარი და პასიური ადამიანია, რომელიც ,,სასიამოვნო პარტნიორად“ არის მიჩნეული. საკუთარ თავში რწმენის არქონის გამო, ამ კატეგორიის მოძალადეებს ცოტა მეგობარი ჰყავთ (ან საერთოდ არ ჰყავთ). ხშირად, ისინი ისეთ სამსახურებში მუშაობენ, სადაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ნაკლებად უწევთ. მათ შეიძლება ღამის ცვლაში იმუშაონ ან ქუჩაში ძირითადად ღამით გამოვიდნენ, რათა სხვა ადამიანებთან არ ჰქონდეთ ურთიერთობა. თუ ამ კატეგორიის მოძალადე ქალებს ხვდება, მაშინ ეს ქალები ძირითადად მასზე ასაკით უმცროსები არიან (განსხვავებით მსხვერპლისგან, რომელიც ძირითადად მოძალადის ასაკისაა). ხშირად ამ კატეგორიის მოძალადეები მარტო ცხოვრობენ ან მშობლებთან ერთად, კერძო სახლში. ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე წარუმატებელი ადამიანია ან შეუმჩნეველი სტუდენტი, რომელიც არასდროს მონაწილეობს შეჯიბრებებში ან სხვა არასავალდებულო ღონისძიებებში. ის არასდროს გამოთქვამს ჯარში სამსახურის გავლის სურვილს. ასეთი მოძალადეები აგროვებენ ფოტოებს და დიდ დროს ატარებენ პორნო-მაღაზიებში, ხშირად ოცნებობენ იმაზე, რომ მსხვერპლს მათთვის უარის თქმა არ შეუძლიათ (მათი დაკავების შემთხვევაში, შეიძლება თქვან, რომ მსხვერპლი ,,თანახმა იყო“). გარკვეულ შემთხვევებში, ასეთი მოძალადეები უფრო აგრესიულნი ხდებიან იმის გამო, რომ რეალობა მათ ოცნებებს არ შეესაბამება.
ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადის მსხვერპლი შეიძლება ძალიან შეშფოთებული და დაბნეული იყოს, ხშირად მისი დარწმუნება საჭიროა იმაში, რომ მას ბრალი არ მიუძღვის მომხდარში. იქედან გამომდინარე, რომ ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადე ერთსა და იმავე დანაშაულს ერთსა და იმავე რაიონში სჩადის, რასაც ხშირად აშუქებს პრესაც, მან, შეიძლება, სიმშვიდე დააკარგვინოს რაიონის ან მთელი ქალაქის მოსახლეობას, რის შედეგადაც მოსახლეობა პოლიციაზე ახდენს ძლიერ გავლენას და მოითხოვს დანაშაულზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. არადა, ამ კატეგორიის მოძალადეთა გამოვლენა ძალიან რთულია მათი განმარტოებული ცხოვრების წესის გამო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადეები მოძალადეთა საერთო რიცხვის 21%-ს შეადგენენ.

2.ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული (ექსპლუატატორი) მოძალადე

ახდენს აგრესიული ქცევის დემონსტიტრებას, რომელიც არ იწვევს სასიკვდილო შედეგს. ამით მოძალადე ცდილობს გამოავლინოს შინაგანი მამაკაცური ძალა და მოახდინოს საკუთარი ეჭვებისა და შიშის კომპენსირება. ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული (ექსპლუატატორი) მოძალადე სექსუალურ თავდასხმას იმის გამო სჩადის, რომ განაცხადოს საკუთარი ძალადობის უფლება ნებისმიერზე, რომელიც მოეწონება. ის საკუთარ თავს ,,ნომერ პირველ მამაკაცად“ ან ,,მაგარ ბიჭად“ თვლის და დარწმუნებულია ქალებთან (და სუსტ მამაკაცებთან) საკუთარ უპირატესობაში. ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადისაგან განსხვავებით, მას ეჭვი არ ეპარება საკუთარ მამაკაცურ ღირსებებში და შეგნებულად იყენებს იძულებას მსხვერპლთან.
ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული (ექსპლუატატორი) მოძალადე ხშირად თავს ესხმის ნაცნობ ან ახლად გაცნობილ მხვერპლს (ხშირად ბარში გაცნობილს) და თავდასხმა, როგორც წესი, საღამოს ხდება. გაუპატიურება ნებიმიერ მივარდნილ ადგილას შეიძლება განხორციელდეს.
ექსპლუატატორი-მოძალადე ძირითადად სასიამოვნო და კონტაქტური ადამიანია, კარგი მოსაუბრეა და ამავდროულად მატყუარა, ამიტომაც მიმართავს ის ძალადობას და ტყუილს, მაგალითად, სთავაზობს დახმარებას. თავდასხმის დროს ის საშუალო ან ჭარბ ძალას იყენებს. ექსპლუატატორი მოძალადეები რიცხოვნების მიხედვით მეორე ადგილზე არიან მოძალადეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მსხვერპლნი ხშირად არ აცხადებენ პაემანის დროს გაუპატიურების შემთხვევების შესახებ, ხოლო ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული (ექსპლუატატორი) მოძალადეები სწორედ ასეთ გაუპატიურებებს სჩადიან, ალბათ, ამ კატეგორიის მოძალადეეები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ეს სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს.
ექსპლუატატორი-მოძალადე არ ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს ვინმეს, თითქოსდა მსხვერპლის მდგომარეობა აწუხებდეს, მას სრულიად არ აინტერესებს მსხვერპლი რა როლს თამაშობს. ის მსხვერპლს, როგორც ნივთს ისე ეპყრობა. მან შეიძლება განმეორებით გააუპატიუროს მსხვერპლი და კიდევ ერთხელ მოახდინოს საკუთარი ,,მამაკაცური ძალის“ დემონსტრირება (როგორც მას ესმის). მან შეიძლება გალანძღოს და შეურაცხყოფა მიაყენოს მსხვერპლს. მას ყველაზე მეტად საკუთარი სიამოვნება აინტერესებს. მან შეიძლება მსხვერპლს ტანსაცმელი შემოახიოს და გადააგდოს. ის მსხვერპლსაც კი გაუპატიურების შემთხვევის ადგილზე მიგდებულს ტოვებს, ხშირად ტანისამოსის გარეშეც, რაც არათუ უფრო მეტად სტანჯავს მსხვერპლს, არამედ ხელს უშლის მას პოლიციისადმი მიმართვაშიც. ექსპლუატატორი მოძალადე ძალიან ეგოისტურია, მაგრამ საკუთარ თავს მომხიბვლელად მიიჩნევს და ამაყობს საკუთარი გარეგნობით. ის შეიძლება სპორტსმენი ან ყოფილი სპორტსმენიც იყოს. ის ხშირად არის ხოლმე ბარებში და ,,ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი მამაკაცია“, ჭარბი ოდენობით ალკოჰოლს სვამს, საკუთარი ფიზიკური ძალის დემონსტრირებას ახდენს და სქესობრივი ხასიათის ძალადობას მიმართავს. ძირითადად, ის არ სარგებლობს პორნოგრაფიით. ის თავს იწონებს საკუთარი ავტომანქანით და სამსახურით, რომელიც ,,მაგარი ბიჭის“ იმიჯს შეესატყვისება. მიუხედავად ამისა, ის არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული და მას ყურადღება ესაჭიროება, ის ემოციურად მოუმწიფებელია და სხვების მიმართ სიმპათიას ან რაიმე გრძნობას არ ავლენს. ის შეიძლება მტრული ან აგრესიული გახდეს, მაშინ, როცა მას წინააღმდეგობას უწევენ ან არ ეთანხმებიან. თუ ბარში ან წვეულებაზე იმყოფება, ის ცდილობს სწრაფად მოახდინოს მის მიერ შერჩეული შესაძლო მსხვერპლის იზოლირება სხვა ადამიანებისგან. მას გაუპატიურებას ,,დაპყრობად“/,,დამორჩილებად“ მიიჩნევს და გამარჯვების ნიშნად შესაძლოა მსხვერპლს რაიმე ნივთი ნადავლის სახით გამოართვას. ზოგიერთი ქვეკულტურა, მაგალითად, სპორტული გუნდები ან სტუდენტური მამაკაცების ორგანიზაციები ხელს უწყობენ ასეთი წარმოდგენებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ იწვევს პიროვნების ძალაუფლების მოყვარულ და საკუთარ თავში დარწმუნებულ (ექსპლუატატორ) მოძალადედ ფორმირებას.
ძალაუფლების მოყვარულ და საკუთარ თავში დარწმუნებულ (ექსპლუატატორ) მოძალადეს ცხოვრებაში ქალებთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა ჰქონია, მას შეიძლება სძულდეს ქალები ან მოწინააღმდეგებად მიიჩნევდეს მათ. იგი აგრესიულად იცავს ქალებისა და მამაკაცების ურთიერთობის შესახებ არსებულ სტერეოტიპს და ამით ცდილობს საკუთარი უპირატესობის განმტკიცებას. ის ადვილად გამოდის მდგომარეობიდან და შეიძლება ძალიან ეჭვიანიც იყოს ახლად გაცნობილი ადამიანის მიმართაც კი. თუ ის ადრე პოლიციის მიერ იქნა დაკავებული, ამის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო თავდასხმა ან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი ძალადობა ან არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა. ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადისაგან განსხვავებით, ექსპლუატატორი მოძალადის მიერ განხორციელებული თავდასხმები ერთი და იგივე სქემით არ მიმდინარეობს.
ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული (ექსპლუატატორი) მოძალადის მსხვერპლი „მეთოდების“ ნაწილში აღწერილიდან ძალიან ბევრ რამეს ისმენს. ექსპლუატატორი-მოძალადის მსხვერპლი, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის მსხვერპლის მსგვასად, თავს დამცირებულად და გამოუსადეგარად გრძნობს. პოლიციელები უნდა დაეხმარონ მსხვერპლს და დაარწმუნონ იმაში, რომ მსხვერპლს მომხდარში ბრალი არ მიუძღვის, მომხდარი დანაშაული - გაუპატიურება მისი არასწორი ქცევის შედეგი არ არის. ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული მოძალადის გამოვლენისა და დასჯის მთავარ წინაღობას წარმოადგენს პაემანის დროს მომხდარი გაუპატიურებისთვის დამახასიათებელი სირთულეები: მსხვერპლი არ გამოთქვამს პოლიციასთან თანამშრომლობის სურვილს, დამნაშავეს კი იცავენ ოჯახის წევრები, მოგობრები და პროფესიონალი ადვოკატები.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუპატიურებების საერთო რაოდენობის 44%-ს ძალაუფლების მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებული (ექსპლუატატორი) მოძალადეები ჩადიან.

3.გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადე

დაგროვილ (კუმულაციურ) მძვინვარებაზე დაფუძნებით, მაღალ დონეზე ავლენს ფიზიკურ და სექსუალურ აგრესიას. მოძალადეთა ორივე კატეგორია, რომელთაც ბოროტება ამოძრავებთ, უფრო სასტიკნი და სახიფათონი არიან, ვიდრე მოძალადეთა ის კატეგორია, რომელთა მამოძრავებელი ძალა ძალაუფლებისკენ სწრაფვაა. გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადის კონკრეტული მიზანია რეალური ან წარმოსახვითი არასწორი ქმედებისთვის მსხვერპლთან ანგარიშსწორება. ის გაბოროტებულია და ქალებს (არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს და ა.შ) ადანაშაულებს მის ყველა პრობლემაში და ამიტომ სპეციალურად სჯის, ამცირებს და შეურაცხყოფს მათ. გაბოროტებულ და რეპრესიულ მოძალადეებს სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულში დამნაშავეთა შორის მესამე ადგილი უჭირავთ. ასეთმა მოძალადემ თავდასხმა დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეიძლება განახორცილოს, მაშინ, როდესაც მათი გაბრაზების დონე პიკს აღწევს, მაგრამ ყველაზე ხშირად ის თავდასხმას ახორციელებს მისი სახლის ან სამსახურის მიდამოებში. იგი, ძირითადად, თავს ესხმის მისივე ასაკის ან ცოტა უფროს ქალებს. ხანდახან ის მსხვერპლს მისთვის საძულველ პიროვნებასთან გარეგნული მსგავსების ნიშნითაც ირჩევს (თმის ფერი, ჩაცმულობა, სამუშაო ადგილი და ა.შ).
გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადეები იყენებენ უეცარი თავდასხმის მეთოდს და ჭარბი ძალის გამოყენებით იმორჩილებენ მსხვერპლს. ძალის ასეთი გამოყენება მათი სიშმაგისა და ჭარბი ემოციების შედეგია. მსხვერპლს წინააღმდეგობის გაწევის თითქმის არანაირი საშუალება არ რჩება, წინააღმდეგობის გაწევის დონე არაადექვატურია მოძალადის მიერ გამოყენებული ძალის. იმის გამო, რომ თავდასხმა წინასწარ შემუშავებულ გეგმასთან შედარებით უფრო მეტად სპონტანურია, გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადე იყენებს მუშტს ან ნებისმიერ იარაღს, რომელიც შემთხვევით მის ხელში მოხვდა. თავდასხმა, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადე სიშმაგის/ბრაზის/ბოროტების გამოვლენის შემდეგ წყვეტს თავდასხმას და მსხვერპლს ტოვებს დანაშაულის ადგილზე. თუმცა, თავდასხმა ხასიათდება სისასტიკით: ის მსხვერპლის ტანსაცმელს ნაკუწებად აქცევს, ფიზიკურად და სიტყვიერად ამცირებს და შეურაცხყოფას აყენებს მას. იმპოტენციის შემთხვევაში ასეთი მოძალადე სქესობრივ კავშირს მსხვერპლთან გაუკუღმართებული ფორმით ამყარებს. მისთვის მსხვერპლის განცდებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მოძალადეს დაჟინებული სურვილია ასეთი ქმედების განხორცილება სხვა პირის მიმართ.
გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადეები ხშირ შემთხვევებში ადრე ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ისინი გამოკვეთილი ხასიათის მქონე იმპულსური ადამიანები არიან. ასეთი ადამიანები ხშირად ბოროტად მოიხმარენ სპირტიან სასმელებს. ამ კატეგორიის მოძალადეები შეიძლება სპორტით იყვნენ დაკავებულნი და ნაკლებად სარგებლობდნენ პორნოგრაფიით. გაბოროტებული-რეპრესიული მოძალადენი ეგოისტები არიან, მათ ცოტა მეგობარი ჰყავთ, მაგრამ შეიძლება ბევრი ნაცნობი ჰყავდეთ და ზედაპირული ურთიერთობა მრავალ ადამიანთან ჰქონდეთ. მათ მიერ განხორციელებული თავდასხმები შეიძლება ეპიზოდური იყოს ან ერთეულ შემთხვევებში ხდებოდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მათი აგრესიის ხანგრძლივობაზე ანუ იმ გარემოებებზე, ამ დროის განმავლობაში მასში განვითარდება თუ არა დანაშაულის ჩადენის სურვილი.
გაბოროტებული და რეპრესიული მოძალადის მსხვერპლს სხეულის მძიმე დაზიანება შეიძლება აღენიშნებოდეს და სავარაუდოდ, მას ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. ამ კატეგორიის მოძალადის გამოვლენა და დაკავება საკმაოდ რთულია, იმიტომ, რომ მას ცოტა მეგობარი ჰყავს. პოლიციელებს შეიძლება მისი ხასიათის თავისებურების დადგენაც კი გაუჭირდეთ, ვინაიდან თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი არ არის და ამგვარად უფრო იმპულსურია, ვიდრე სხვა კატეგორიის მოძალადეთა მიერ ჩადენილი დანაშაულები. თუმცა, მსგავსი მახასიათებლები შეიძლება მსხვერპლს ჰქონდეს.
აშშ-ში გაუპატიურებების 30%-ს ჩადიან პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან გაბოროტებულ და რეპრესიულ მოძალადეთა კატეგორიას.

4.გაბოროტებული და გაშმაგებული (სადისტი) მოძალადე

სექსუალური დაკმაყოფილების მისაღწევად, მიმართავს აგრესიას მსხვერპლისთვის ტანჯვისა და ტკივილის მისაყენებლად.
გარდა ამ ოთხი ძირითადი კატეგორიისა, არსებობს მოძალადეთა დამატებითი კატეგორიებიც, კერძოდ: ,,მოძალადე-ოპორტუნისტი“ (რომელსაც გაუპატიურების ჩადენის სურვილი სხვა დანაშაულის ჩადენის დროს უჩნდება) და ,,ჯგუფური მოძალადეები“. მოძალადეთა ამ ექვსი კატეგორიის სტილი და გამოყენებული მეთოდები ქვემოთ არის განხილული.
,,სერიულ მოძალადეებს“ ცალკე კატეგორიად არ გამოვყოფთ, რადგან თითქმის ყველა მოძალადე ,,სერიულია“, ისინი ძალიან იშვიათად ჩადიან გაუპატიურებას მხოლოდ ერთხელ. ,,სერიულ დამნაშავეებად” იწოდებიან ის მოძალადეები, რომლებიც ძალადობის ძალიან გასხვავებულ ან ძალიან სასტიკ ფირმებს მიმართავენ.
ქვემოთ მოცემულია მოძალადეთა ოთხი ძირითადი კატეგორიის აღწერილობა, თანმიმდევრობის მიხედვით კლასიფიკაციის სათავეში არის ყველაზე გახშირებული კატეგორია, ბოლოში კი - შედარებით იშვიათი შემთხვევების კატეგორია. გარდა ამისა, მოცემულია მოძალადე-ოპორტუნისტებისა და ჯგუფური მოძალადეების აღწერილობაც. გაბოროტებული და გაშმაგებული (სადისტი) მოძალადეები სხვა კატეგორიის მოძალადეებთან შედარებით პრაქტიკაში უფრო ნაკლებად გვხვდება. მათ ხშირად უწოდებენ ,,სადისტ-მოძალადეებს“, რადგან მსხვერპლისთვის სულიერი და ფიზიკური ტკივილის, ტანჯვის მიყენა მათ სექსუალურ და ემოციურ სიამოვნებას ჰგვრის.
ამ კატეგორიის მოძალადეთა მთავარი მიზანი ტკივილის მიყენებაა. ცხადია, რომ ამ ტიპის მოძალადე ეგოისტია ყველა გამოვლინებაში, ის ძალიან უხეშ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებს. ამ კატეგორიის მოძალადეთა თავდასხმა უკიდურესი სისასტიკით ხასიათდება და ხშირად მსხვერპლის სიკვდილით სრულდება. მსხვერპლთათვის მოძალადე უცნობ პიროვნებას წარმოადგენს, მათი ასაკი, ეროვნება და სხვა მახასიათებლები შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს. მსხვერპლთან დაახლოვების მეთოდად მოძალადეთა ეს კატეგორია იყენებს ტყუილს ან იძულებას.
გაბოროტებული და გაშმაგებული მოძალადის თავდასხმა უფრო უკეთ არის დაგეგმილი და უფრო კარგად სრულდება, ვიდრე სხვა კატეგორიის მოძალადეთა მიერ განხორციელებული თავდასხმები. სადისტი მოძალადე, ძირითადად, გეგმავს ყოველ დეტალს, ფანტაზიორობს და წინასწარ რეპეტიციასაც გადის - იარაღთან, თავდასხმის ადგილთან, დაახლოვების მეთოდთან და იქ მისასვლელ გზასთან დაკავშირებითაც კი, გაურკვეველი მხოლოდ ის რჩება, თუ ვინ იქნება მსხვერპლი. თუმცაღა, მსხვერპლის შერჩევა შეიძლება მოძალადის ფანტაზიების შესაბამისად გარკვეული კრიტერიუმებითაც ხდებოდეს, მაგრამ მსხვერპლი შეიძლება გახდეს სრულიად შემთხვევითი ადამიანიც, რომელიც გაურკვევლობის ან მიამიტობის გამო აღმოჩნდა მოძალადის მიერ მომზადებულ ხაფანგში. გაბოროტებული და გაშმაგებული მოძალადე საკმაოდ ჭკვიანია და ცდილობს ისე იმოქმედოს, რომ შეუძლებელი გახადოს მსხვერპლსა და მოძალადეს შორის კავშირის მარტივად დადგენა.
გაბოროტებული და გაშმაგებული მოძალადე იწყებს ტყუილით ან იძულებით, მაგრამ როგორც კი მსხვერპლი ხაფანგში აღმოჩნდება, მოძალადის ქცევა აბსოლუტურად იცვლება. ძირითადად, ის აბამს მსხვერპლს და ხელფეხშეკრული მიჰყავს წინასწარ მომზადებულ ადგილზე, სადაც საკმარისი დრო ექნება წინასწარ განზრახული წამების/ცდების განსახორციელებლად. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ხშირად გრძელდება რამდენიმე საათის და დღის განმავლობაშიც კი. ამ დროს მსხვერპლს, როგორც ეს მოძალადეს ჰქონდა განზრახული, წარმოუდგენელი შიში ეუფლება.
მსხვერპლის დამოკიდებულება და უძლურება მოძალადეს სტიმულს აძლევს, ის მსხვერპლს დაბმულს ტოვებს და ამასთან ნელ-ნელა აშიშვლებს მას ან ჭრის მის ტანსაცმელს. სქესობრივი აქტის დროს მოძალადე ცდილობს მსხვერპლს ტკივილი, შეურაცხყოფა მიაყენოს და დაამციროს იგი. გაუპატიურება ექსპერიმენტს ჰგავს. მოძალადემ შეიძლება სცემოს მსხვერპლი. მან შეიძლება რამდენჯერმე დაამყაროს მსხვერპლთან სქესობრივი კავშირი ან კავშირის დამყარება გაუკუღმართებული ფორმით მოხდეს. მოძალადეს შეიძლება ჰქონდეს სექსუალური დისფუნქციაც. შესაძლოა მოძალადე ემოციურ დონეზე ცივი იყოს. გაბოროტებული და გაშმაგებული მოძალადე ხშირად აწარმოებს ძალადობის შესახებ ჩანაწერებს ან ჩანახატებს. მან შეიძლება ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა ან სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებიც გამოიყენოს.
გაბოროტებულ და გაშმაგებულ მოძალადეებს, როგორც წესი, მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება და ისინი ჭკუით გამოირჩევიან. ძირითადად, ისინი საშუალო კლასს განეკუთვნებიან, შეიძლება ასევე კარგი მეოჯახენი და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. მათ მოვლილი, სუფთა, არცთუ ისე ძველი და ოჯახური ტიპის ავტომანქანა აქვთ. ისინი ხშირად დიდ დროს სახლს გარეთ ატარებენ. შესაძლოა, ისინი მალულად აგროვებდნენ და ათვალიერებდნენ პორნოგრაფიას, მათ განსაკუთრებით იზიდავდეთ სადომაზოხიზმი და დაბმული/ხელფეხშეკრული მსხვერპლის გამოსახულებები. შესაძლოა, ამ ტიპის მოძალადეები აგროვებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს ან დანებს, ნაცისტურ სიმბოლოებს ან დეტექტივებს. ხშირად, პოლიციას მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოეპოვება, თუმცა, შესაძლოა, მოძალადეს ნარკოტიკებისადმი ჰქონდეს ინტერესი. მათთვის უცხოა სინდისის ქენჯნა ან ჩადენილის გამო სინანული.
საერთოდ, შეუძლებელია რაიმე აშკარა კავშირის დადგენა თავდასხმებსა და მსხვერპლებს შორის. გაბოროტებული და შმაგი მოძალადე გულდასმით გეგმავს დანაშაულს, იმ მიზნით, რომ შეუძლებელი იყო დანაშაულის გახსნა. პოლიციელებმა ამ კატეგორიის მოძალადის საქმის გამოძიებისას დახმარებისთვის უნდა მიმართონ სპეციალისტებს ან ექსპერტებს დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესადგენად, ვინაიდან ამ სახის დანაშაულების გახსნა, ძირითად შემთხვევეში, საკმაოდ რთულია და, ამავდროულად, საშინელი სისასტიკით ხასიათდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოძალადეთა საერთო რაოდენობის 5%-ს გაბოროტებული და გაშმაგებული (სადისტი) მოძალადეები შეადგენენ და ისინი ყველაზე ნაკლებ გაუპატიურებებს სჩადიან.

5.მოძალადე-ოპორტუნისტი

მოძალადე-ოპორტუნისტი, როგორც წესი, არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ მოძალადეთა კატეგორიას არ განეკუთვნება, ვინაიდან მის მთავარ მიზანს გაუპატიურება არ წარმოადგენს. გაუპატიურების იდეა მას მხოლოდ სხვა დანაშაულის ჩადენის პროცესში ებადება, მაგალითად: ადამიანის გატაცების ან ძარცვის დროს. ასეთი მოძალადე ხშირად იმყოფება ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. როგორც წესი, ასეთი დამნაშავე აბამს, ხელ-ფეხს უკრავს მსხვერპლს, რათა მან ხელი არ შეუშალოს ჩაფიქრებული დანაშაულის ჩადენაში, მხოლოდ ამის შემდეგ აცნობიერებს დამნაშავე, რომ მსხვერპლი მის ხელთაა და მას მსხვერპლის გაუპატიურება შეუძლია. გაუპატიურება დიდხანს არ გრძელდება და დამნაშავე ამ დროს მინიმალურ ფიზიკურ ძალას იყენებს. წასვლისას, მოძალადე მსხვერპლს დაბმულს, ხელფეხშეკრულს ტოვებს. შეიძლება ისეც აღმოჩნდეს, რომ მას ადრე არასოდეს ჰქოდნეს ჩადენილი გაუპატიურების დანაშაული, მოძალადეთა ეს კატეგორია, სხვა კატეგორიებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად სჩადის გაუპატიურებას განმეორებით. თუ ის ადრეც დააკავა პოლიციამ, სავარაუდოდ, ეს იმ დანაშაულისთვის იქნებოდა, რომელიც მის ძირითად მიზანს წარმოდგენდა. ჩვენს მიერ უკვე განხილული მოძალადეთა სხვა კატეგორიებისგან განსხვავებით, მოძალადე-ოპორტუნისტი შეიძლება ნანობდეს ან სინდისის ქენჯნას განიცდიდეს ჩადენილი გაუპატიურების გამო.

6.ჯგუფური მოძალადე

ჯგუფური გაუპატიურება ნებისმიერი გაუპატიურებაა, რომელშიც ორი ან მეტი თავდამსხმელი მონაწილეობს. ჯგუფური მოძალადე (ჯგუფური ძალადობის მონაწილე) ადვილად ჰყვება ხოლმე ჯგუფურ მოტივაციას: მეგობრობა და კონკურენცია, საკუთარი სახის შენარჩუნება, ,,მეგობრების“ გამოცდილების გაზიარება, ლოიალურობა, გუნდის ერთიანობისა და ღირებულებების აღიარება და დემონსტრირება. ჯგუფის მოქმედებათა დინამიკაც უკავშირდება ლიდერზე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, სიამოვნების მიღების ზეგავლენასა და პასუხისმგებლობის განაწილებას (ჯგუფის ცალკეული წევრები თავს მორალურად პასუხისმგებლად არ მიიჩნევენ მთლიანი ჯგუფის მოქმედების გამო). ჯგუფური ძალადობის რამდენიმე მონაწილეს შეიძლება სქესობრივი კავშირის დამყარების სურვილიც ამოძრავებდეს, ოპორტუნისტ-მოძალადის მსგავსად, ჯგუფურ მოძალადეს ძალაუფლების მოპოვებამ და საფრთხის არარსებობამ შეიძლება გადააწყვეტინოს გაუპატიურების ჩადენა. თუმცა, ოპორტუნისტ-მოძალადისაგან განსხვავებით, ჯგუფური გაუპატიურების მონაწილეებმა შეიძლება კვლავ ჩაიდინონ გაუპატიურება, როგორც უკვე სხვა ჯგუფის წევრებმა.
ჯგუფურ მოძალადეებს ძირითადად 16-დან 24 წლამდე ახალგზრდები წარმოადგენენ. როგორც უკვე აღინიშნა, ისინი გარკვეულ ერთობას შეადგენენ, ერთი დაჯგუფების წევრები არიან, მაგ: წარმოადგენენ სპორტულ გუნდს, თანაკლასელთა დაჯგუფებას, ბანდას ან ნაკლებად ორგანიზებულ, მაგრამ მეგობრების მჭიდროდ დაკავშირებულ გუნდს. შეიძლება ჯგუფის შეხედულებები ძალაუფლებისა და თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მოძალადეების მსგავსი იყოს. ჯგუფური მოძალადეები ნებისმიერ სოციალურ ფენას შეიძლება მიეკუთვნებოდნენ, ისინი შეიძლება რეგულარულად მოიხმარდნენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. თითქმის ყველა დაჯგუფებაში გამოიყოფა ერთი გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც ზემოთ აღწერილ მოძალადეთა 4 კატეგორიიდან ერთ-ერთს შეესაბამება. თავდასხმის სქემაც შეიძლება ზემოთ აღწერილი სქემებიდან ერთ-ერთს ემთხვეოდეს, რადგან მაგალითს ჯგუფის წევრებს ლიდერი უჩვენებს და, როგორც წესი, გაუპატიურება წინასწარ იგეგმება.
ჯგუფური გაუპატიურების დროს მსხვერპლის დამცირებას, მისი ღირსების განზრახ შეურაცხყოფასა და განმეორებით სქესობრივ აქტს უფრო ხშირად აქვს ადგილი, ვიდრე გაუპატიურებების სხვა შემთხვევებში. ცალკეულ შემთხვევებში, ჯგუფური გაუპატიურებების დროს გარკვეული რიტუალებიც კი ტარდება. ჯგუფური გაუპატიურების დროს სუსტ პიროვნებად მიიჩნევა ის წევრი, რომელიც არ მონაწილეობს გაუპატიურებაში (მხოლოდ აკვირდება) ან გაუპატიურებაში მონაწილეობის სურვილს არ გამოთქვამს. ასეთი მონაწილე, მოძალადე-ოპორტუნისტის მსგავსად, სინდისის ქენჯნას განიცდის და ამიტომ მან შეიძლება აღიაროს დანაშაულიც.
სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მონაწილის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვება. ასევე აუცილებელია დამკვირვებელი - მონაწილისა და ჯგუფის ლიდერის ფსიქოლოგიური პორტრეტების შედგენა, რათა შემდგომ ამ პორტრეტების შედარებისა და ჯგუფური გაუპატიურების მონაწილეთა პიროვნებების დადგენის შესაძლებლობა გქონდეთ.

ავტორები:სოფიო ვიბლიანი
        ანა სირაძე 


No comments:

Post a Comment