Pages

Monday, August 7, 2017

ფსიქიკური აშლილობით პროვოცირებული დანაშაულები


2001 წლის 20 ივნისს ანდრეა ეიტსმა 911-ში დარეკა და დახმარება ითხოვა.პოლიციის მისვლის შემდეგ მან აღიარა რომ დაახრჩო თავისი 5 შვილი, რომელთაგან ყველაზე პატარა 6 თვის, უფროსი კი 7 წლის იყო. ის ამბობდა,რომ მათ კარგ დედობას მაინც ვერ გაუწევდა. პოლიციამ საწოლზე 4 სველი გვამი იპოვა, მეხუთე ბავშვის, 7 წლის ნოას, გვამი ჯერ კიდევ აბაზანაში ტივტივებდა. პოლიციამ შენიშნა სველი ნაკვალევი, რაც იმას მოწმობდა რომ ერთერთი გამოექცა სანამ ის ანდრეამ ხელახლა არ დაიჭირა და დაახრჩო.
ეიტსის ადვოკატის თქმით მას სჯეროდა, რომ სატანის მიერ იყო შეპყრობილი,რომ ეშმაკის ნიშანი მისი თმის ქვეშ იყო დამალული და თავის დაღწევის ერთადერთი გზა მისი სიკვდილით დასჯა იყო თუ ის ისე არ მოიქცეოდა,როგორც მოიქცა მისი შვილები ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ და ამ საქციელით ანდრეამ იხსნა ისინი.
ეიტსის ადვოკატებმა პოსტნატალური დეპრესიის ფსიქოტური ეპიზოდი გამოიყენეს,როგორც მიზეზი მისი სიგიჟისა(შეურაცხადობისა), რათა გაეგზავნათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ციხის ნაცვლად.

ტეხასური კანონის მიხედვით იმისათვის,რომ ადვოკატებს დაემტკიცებინათ მისი შეურაცხადობა, უნდა დამტკიცებულიყო, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ეიტსს არ შეეძლო სწორის არასწორისაგან გარჩევა(ეს არის მოთხოვნა მთელინ შტატის მაშტაბით).იმის მიუხედავად,რომ ეიტსმა ორჯერ სცადა თვითმკვლელობა და ოთხჯერ იქნა ჰოსპიტალიზირებული ფსიქიატრიულ საავადმყოფოში,მისი შეურაცხადობის დამტკიცება ძალიან რთული ბრძოლა იყო.
ექსპერტებმა დაადგინეს,რომ ანდრეა იყო ფსიქიურად აშლილი,მაგრამ იაზრებდა თუ არა იმას,რასაც აკეთებდა დანაშაულის ჩადენისას,ეს ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო სასამართლოსათვის. საბოლოოდ, 2002 წლის 12 მარტს სასამართლომ ეიტსი დამნაშავედ სცნო მისი სამი შვილის მკვლელობისათვის. განაჩენი არ მოიცავდა სამი წლის პოლისა და ორი წლის ლუკის მკვლელობას. იმის გამო,რომ ფსიქიატრმა პარკ დიესმა აღიარა არასწორი ჩვენების მიცემა,სასამართლო ხელახლა ჩატარდა და ამჟამად ეიტსი ტეხასის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფება.
ეიტსის საქმემ საერთაშორისო დისკუსიის საგანი გახადა ის,თუ როგორი უნდა ყოფილიყო სამართლებრივი სტანდარტები მენტალური აშლილობისათვის.
გავრცელებულია მცდარი მოსაზრება,რომ სასტიკ, ძალადობრივ და აზრსმოკლებულ დანაშაულებს სჩადიან ადამიანები,რომლებსაც აქვთ პრობლემები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. პიროვნება,რომელიც შედის დაწესებულებაში და ცეცხლს უხსნის იქ მყოფთ,აუცილებლად ავად უნდა იყოს.ასევე ტიპი,რომელიც აუპატიურებს,აწამებს და კლავს 4 წლის ბავშვს,უნდა იყოს ავადმყოფი.თუ ეს ასე არ არის,მაშინ როგორ შეუძლიათ ამ ადამიანებს ჩაიდინონ მსგავსი სისასტიკე?!არსებობს ალტერნატიული ახსნაც,რომელიც აქცენტს აკეთებს არაადამიანის“(Subhuman) შეხედულებზეთუ ამას აკეთებს,მაშინ ის უბრალოდ არ არის ადამიანი.ამის მსგავსი შეხედულება მდგომარეობს იმაში,რომ ზოგადად ადამიანები არიან ბოროტი არსებები.
მედია იყო და არის ინსტრუმენტი,რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა დანაშაულსა(განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) და ფსიქიკურ აშლილობას.სიხარბესა და შურისძიებასთან ერთად ფსიქიკური აშლილობა არის ძირითადი მოტივი დანაშაულებრივი ქცევის განხორციელებისა ტელეეკრანებსა და სხვა გასართობ გადაცემებში.
ჯონ მონაჰანი(1992) იშველიებს 1981 წლის სტატისტიკას,რომელიც აჩვენებს,რომ ამერიკულ ტელევიზიაში ნაჩვენები ინდივიდების 73%,რომელთაც აღენიშნებოდათ ფსიქიკური აშლილობა,ასევე ავლენდნენ რაიმე სახის ძალადობრივ ქცევასაც.
შემდგომში ჩატარებული კვლევების მიხედვით,მენტალური აშლილობის მქონე პირებზე დაბეჭდილი მოთხრობების,ამბების,ინტერვიუების 86% ფოკუსირდება პაციენტების ძალადობრივ ქცევაზე.
ტენდენცია,რომ დავუკავშიროთ ერთმანეთს დანაშაული და ფსიქიკური აშლილობა არ არის ახალი და უცნობი თემა საზოგადოებისათვის.ცივილიზაციის ისტორიის მანძილზე მრავალი სზოგადოება,მათ შორის,სამართლებრივი სისტემაც,აწყდებოდა გაურკვევლობას და რიგ შემთხვევებში,ეშინოდა კიდეც ფსიქიკური აშლილობის.უფრო მეტიც,პირველი ფსიქიატრიული კლინიკა აშშში დაარსდა ბენჯამენ ფრანკლინის დაჟინებული მოთხოვნით.ის ამბობდა,რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები მიდრეკილნი იყვნენ დევიანტური,კრიმინალური ქცევისაკენ და საჭიროების შემთხვევაში ასეთი ინდივიდები საკუთარი ნებასურვილის გარეშეც უნდა გაეგზავნათ კლინიკაში,რათა დაეცვათ მათგან საზოგადოება.
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები საზოგადოების მიერ აღქმულნი არიან არაპროგნოზირებად ტიპებად,რომლებიც ვერ აკონტროლებენ და იაზრებენ საკუთარ ქცევას.ასეთი ადამიანი კი პოტენციურად საშიშია.
ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების დამცველები ცდილობენ აამაღლონ საზოგადოების ცნობოერება,მაგრამ ამის მიუხედავად,მოსახლეობის ნახევარი თვლის,რომ ფსიქიკურად დაავადებულები საშიშები არიან,ხოლო მეორე ნახევარი მიიჩნევს,რომ დამნაშავეები არიან ავადმყოფები.
                                    ფსიქიკური აშლილობის განსაზღვრება.
ფსიქიკური დაავადებაეს არის გონებრივი დარღვევა(ზოგი უწოდებს ავადმყოფობას),რომელიც ექსპერტების აზრით ხელს უშლის ადამიანს გაუმკლავდეს ყოველდღიურ ცხოვრებას.ის,როგორც წესი,ართმევს ადამიანს არჩევანის თავისუფლებას,მაგრამ აღსანიშნავია ისიც,რომ არსებობს დეპრივაციის ხარისხები(მარტივიდან ძალიან მძიმემდე)
ფსიქიკური დაავადება გამოიხატება დევიანტურ ქცევაში,რომელიც საგრძნობლად გადახრილია ნორმისაგან. სიტყვა დაავადება“(ILLNESS)გვიბიძგებს რომ ვიკვლიოთ ეტიმოლოგია და სიმპტომები და ასევე მყარად დავეყრდნოთ სამედიცინო დიაგნოზსა და მკურნალობას.ეს ტერმინი გვიბიძგებს იმისკენაც,რომ შეგვეცოდოს და ვაპატიოთ“ ასეთ ადამიანებს საქციელი,ხოლო რაც შეეხება მენტალურ აშლილობას,(რაც ბევრად მისაღები ტერმინია)ის ნაკლებად იწვევს შეცოდების გრძნობას და არც იმას გვაფიქრებინებს რომ ასეთ ადამიანებს ნაკლები პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
მეორე ტერმინი,რომელიც საკმაოდ საინტერესოა და უნდა გამოვყოთ ესაა ფსიქიკური ჩამორჩენა,ოლიგოფრენია,ასევე ცნობილი როგორც განვითარების დარღვევა“.ეს არის კოგნიტური დეფიციტი,რომელიც იზომება IQ-ტესტებით და არ არის განკურნებადი.რა თქმა უნდაგანვითარების დარღვევის მქონდე ინდივიდები საჭირო დახმარების საფუძველზე ახერხებენ იცხოვრონ პროდუქტიულად და დამოუკიდებლად,ამის მიუხედავად ზოგჯერ ასეთი ადამიანები დაკავებული არიან მცირე კანონდარღვევების გამო.კვლევებით დადგინდა,რომ ოლიგოფრენიის მქონდე ინდივიდების საკმაოდ დიდი ნაწილი წამალ ან ალკოჰოლდამოკიდებულია.
განვითარების დარღვევის მქონდე ინდივიდები არ არიან იმდენად სტიგმატიზირებულები,როგორც ფიქიკური აშლილობის მქონდე ინდივიდები,მაგრამ ამ ადამიანების საჭიროებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
მორისი(1978)ფსიქიკური აშლილობის ნაცვლად იყენებს ტერმინს გიჟური ქცევა“ (crazy behavior),რომელსაც ის ახასიათებს,როგორც აშკარად უცნაურს და უჩვეულოს,რომელიც არ შეიძლება აიხსნას ლოგიკურად.
DSM-IV_TR და DSM-5
ფსიქოლოგიური აშლილობების სადიაგნოსტიკოდ სტატისტიკური სახელმძღვანელო ფსიქოლოგიური აშლილობებისა და მათთან ასოცირებული კრიტერიუმების სტანდარტული საკლასიფიკაციო სისტემაა, რომელიც ამ აშლილობების სანდოდ დიაგნოსტირებისთვისაა მოწოდებული. დსმ-5-ის უპირველესი დანიშნულებაა, დახმარება გაუწიოს პროფესიონალ კლინიკოსებს პაციენტების ფსიქოლოგიური აშლილობების დიაგნოსტირებისას სრული სურათის დანახვაში, რაც თითოეული პაციენტისათვის სრულად ინფორმირებული მკურნალობის გეგმის შედგენის წინაპირობაა.
DSM-5 გამოვიდა 2013 და მისი დანიშნულება DSM_IV-TR-ში არსებული დიაგნოზების უფრო ზუსტი და მარტივი გადმოცემა იყო,თუმცა DSM-5 ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვათითოეულ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმში ჩამოთვლილი სიმპტომები ამომწურავად არ განსაზღვრავენ შესატყვის აშლილობას და სრულად არ მოიცავენ მიმდინარე კოგნიტური, ემოციური, ბიჰევიორალური და ფიზიოლოგიური პროცესების აღწერებს. დსმ სინდრომებისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა და სიმტომების შეჯამებული აღწერა უფროა, რომლებიც მათ საფუძვლად მდებარე აშლილობაზე მიუთითებს მისთვის დამახასიათებელი განვითარების ისტორიით, ბიოლოგიური და გარემოში არსებული რისკ-ფაქტორებით, ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური კორელატებითა და ტიპური კლინიკური მიმდინარეობით.
ვეიქფილდის(1952)მიხედვით არსებობს ორი მთავარი პრინციპი დსმში რითიც განისაზღვრება ფსიქიკური აშლილობა.იმისათვის რომ ფსიქიკური მდგომარეობა ჩავთვალოთ ფსიქიკურ აშლილობად,პირველიის უნდა მოქმედებდეს ადამიანზე უარყოფითად და მეორემენტალური აშლილობა უნდა იყოს ადამიანის შინაგანი პროცესების დისფუნქცია.
ახლა განვიხილავთ დსმში მოცემულ იმ აშლილობებს,რომლებიც ყველაზე ხშირადაა დაკავშირებული კრიმინალურ საქმიანობასთან. საჭიროა,აღვნიშნოთ ის რომ ადამიანები ამ აშლილობებით აუცილებლად არ არიან დანაშაულისადმი მიდრეკილნი და მაშინაც კი თუ ინდივიდს დაუდგინდება რომელიმე ეს აშლილობა,ის მაინც შეიძლება იქნას დაკავებული კრიმინალური აქტვობისთვის.
დღეისათვის ფსიქიკური აშლილობის ყველაზე რელევანტური კატეგორიებიშიზოფრენიის სპექტრისა და სხვა ფსიქოტური აშლილობები,შფოთვითი აშლილობები,გუნებაგანწყობილების აშლილობები და დისოციაციური პიროვნული აშლილობები.
აშლილობათა ეს ოთხი ჯგუფი ყველაზე რელევანტურია იმიტომ რომ ყველაზე ხშირად უკავშირდებიან სერიოზულ,ძალადობრივ დანაშაულებრივ ქცევას ან ანტისოციალურ ქცევას და ხშირად სწორედ ეს ჯგუფები გვევლინება ბრალგამომრიცხავ აშლილობებად.



შიზოფრენიის სპექტრის აშლილობები
შიზოფრენია არის ფსიქიკური აშლილობა,რომელსაც ხშირად ადამიანები აიგივებენ გიჟურ ქცევასთან იმის გამო,რომ ის ხშირად საკმაოდ უცნაურ ქცევაში ვლინდება.შიზოფრენია ძალიან კომლექსური აშლილობაა და სამწუხაროდ საკმაოდ ცოტა ვიცით მის შესახებ.
ძირითადად იწყება ადრეულ წლებში და მხვერპლს“  კვალს მთელი სიცოცხლის მანძილზე უტოვებს. შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის ქცევა შეუსაბამო და აფექტურია(მაგ.გაურკვეველი კისკისი ან ტირილი).ხმა არის მონოტური და სახე ურეაქციო.მათი აზრები ხდება ფრაგმენტული და უცნაური.დამახასიათებელი ბოდვითი იდეებიმცდარი წარმოდგენები,მაგალითად სჯერათ რომ უცხოპლანეტელი მათ სატელეფონო საუბრებს უსმენს და შემდეგ შეთქმულებებს უწყობს.ასევე,დამახასიათებელი ჰალუცინაციები,რაც გულისხმობს იმის დანახვას ან გაგონებას რასაც სხვა ვერ ხედავს და არ ესმის.
DSM-IV-TR-სა და DSM-5-ის მიხედვით შიზოფრენიის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებია:
(A)დამახასიათებელი სიმპტომებიბოდვითი იდეები,ჰალუცინაციები,დეზორგანიზებული მეტყველება,ძლიერ დეზორგანიზებული ქცევა.
(B)სოციალურპროფესიული დისფუნქციააშლილობის დასაწყისში პაციენტს დროის უმეტეს ნაწილში პრობლემები ექმნება სამსახურში,ადამიანებთან ურთიერთობაში და უჭირს თავის მოვლა.თუ აშლილობა დაიწყო ბავშვობაში მაშინ ინდივიდი საერთოდ ვერ აღწევს სასრუველ დონეს სოციალურ ურთიერთობებში,სამსახურეობრივ საქმიანობასა და სწავლაში.
(C)ხანგრძლივობასიმპტომები გრძელდება მინიმუმ 6 თვე
(D)სიმპტომები უკეთ არ აიხსნება შიზოაფექტური,დეპრესიული ან ბიპოლარული აშლილობით.
(E)მიზეზი არ არის ნარკოტიკული ან რაიმე სხვა მედიკამენტური საშუალებები,ასევე რაიმე სომატური აშლილობა
(F)თუ პაციენტს აღენიშნებოდა აუტიზმი ან სხვა განვითარების შეფერხება,შიზოფრენიის დიაგნოზი დამატებით ენიშნება მხოლოდ მაშინ თუ ჰალუცინაციები და ბოდვითი იდეები ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

შიზოფრენიის ქვეტიპები
DMS-5-ის გამოსვლის შემდეგ APA გააუქმა შიზოფრენიის ყველა სუბკატეგორია. DSM-IV-TR-ში კი შედის შემდეგი 5 ქვეკატეგორია:
1.დეზორგანიზებული ტიპიდეზორგანიზებულ აზროვნებას ახასიათებს აზრებს შორის ასოციაციური ჯაჭვების გაწყვეტა.
2.კატატონური ტიპიდაქვეითებული ფუნქციონირება.ადამიანის ქცევა არის აგრესიული,განმეორებადი,სტერეოტიპული.არ შეუძლია იმპულსური ქცევების შეკავება.
3.პარანოიდული ტიპიბოდვითი იდეები და ჰალუცინაციები(უფრო ხშირად ხმოვანი).ინდივიდს პარანოილი შიზოფრენიით შეიძლება სჯეროდეს,რომ სამყარო სავსეა უცხოპლანეტელებით,რომლებიც ბოროტგეგმებს აწყობენ ან ესმოდეს ხმები,რომლებიც უბრძანებენ განათავისუფლონ სამყარო წითურებისგან.შიზოფრეენის ტიპებიდან ყველაზე ხშირად კრიმინალურ ქცევაში სწორედ პარანოიდულ ტიპს ვხვდებით.
4.არადიფერენცირებული ტიპიგამოიხატება ფსიქიკური სიმპტომებით,ბოდვითი იდეებითა და ჰალუცინაციებით,მაგრამ არცერთი ეს სიმპტომი არ ჯდება ზემოთხსენებული ტიპების სპეციფიკაში
5.Residual ტიპიამ ტიპში შიზოფრენიის არსებობის პოზიტიური ნიშნები გვაქვს,მაგრამ ისინი სუსტადაა გამოხატული .
ბოდვითი აშლილობები
ბოდვით აშლილობებს (ასევე პერსონალურ აშლილობებს) ახასიათებენ, როგორც ერთი ან მეტი ჩვეულებრივი აშლილობით, რაც გრძელდება დაახლოებით ერთი თვე.ზუსტად უნდა დადგინდეს ჩვეულებრივია თუ არა აშლილობების სისტემა,რადგან ბოდვითი აშლილობა არ აგვერიოს შიზოფრენიაში. ბოდვით აშლილობებში ბოდვები საკმაოდ დამაჯერებელია და არა ნაძალადევი. მაგალითად, ჩვეულებრივი აშლილობის მქონეს სჯერა, რომ მეზობელიც დილობს ძაღლი მოწამლოს, მაშინ, როდესაც ამის სამხილი არ არსებობს. არა ნორმალური აშლილობა - უფრო კარგად რომ დავახასიათოთ, შიზოფრენიის მქონეს სწამს, რომ მეზობელი კოღოა და ფანჯარასთან დაფარფატებს.
ბოდვით აშლილობებს თან სდევს სხვა აშლილობებიც: შიზოფრენია, ორგანულ-მენტალური აშლილობა, პარანოიდული პიროვნების აშლილობა და დეპრესიები. თუმცა, აშლილობების თვის აუცილებელი ნიშანი არის დელუზიური სისტემა, რომელიც ხშირად მოიცავს დევნის სინდრომს, ეჭვიანობას, მოწამვლას, ბოროტად გამოყენებას და შეწუხებას. ჩვეულებრივ, ბრაზი, აღშფოთება და ხან და ხან ძალადობა მოჰყვება ამ დევნის რწმენას. ეჭვიანობა გენერალიზებულია ერთდროულად ერთ ან მრავალ ადამიანზე. DSM-IV (1994) მკვლევარები აღიარებენ ბოდვითი აშლილობების შვიდ სხვადასხვა სახეს, მაგრამ დევნის სინდრომი ყველაზე მეტად არის დაახლოვებული კრიმინალურ ქცევასთან, განსაკუთრებით კი ძალადობრივ კრიმინალურ ქცევასთან. მათ, ვისაც სჯერა, რომ იდევნებიან სხვა ადამიანების მხრიდან, სურვილი უჩნდებათ, რომ თავადაც მიაყენონ ზიანი მდევნელებს.
დეპრესიული აშლილობები
აშლილობების სხვადასხვა სახეობებს აღწერენ სხვადასხვა სახელებით, მაგალითად, აფექტური, ხასიათის, ბიპოლარულ-დეპრესიული აშლილობები. ყველაზე გავრცელებული მათგან არის ძირითადი დეპრესიული აშლილობები. სიმპტომები მოიცავს უკიდურესდ დეპრესიულ სტრუქტურას, რომელიც გრძელდება ორი კვირის განმავლობაში თან სდევს მენტალური და ფსიქიკური აქტივობების დაქვეითება, მოწყენილობა, სასოწარკვეთა და ხშირი ფიქრები სუიციდზე. ყველას აქვს დეპრესიის მაღალი და დაბალი პერიოდები, თუმცა ხასიათი ცვალებადია, დეპრესია კი ღრმა და ის გრძელდება დიდხანს. ადამიანები ძირითადი დეპრესიული აშლილობებით, თავიანთ თავებს აღწერენ, როგორც სულით დაცემულებს და უიმედოებს. დეპრესიის საერთო ფორმებიდან იშვიათი ფორმა არის ბიპოლარული დეპრესია, რომელშიც არის ორივე პერიოდი და აღინიშნება უკიდურესი ეიფორიით, რომელსაც მანია ჰქვია.
ბოლო დროს დაიწყო იმის გამოკვლევა, თუ რა როლი აქვს დეპრესიას დანაშაულის ჩადენაში. წინასწარი მონაცემები გვიჩვენებს, რომ დეპრესიამ შესაძლოა ძლიერი გავლენა იქონიოს დამნაშავეობაზე, განსაკუთრებით, თინეიჯერ გოგონებთან(Kovacs, 1996; Obiedallah & Earls, 1999; Teplin, 2000). დეპრესია აჩვენებს, რომ თინეიჯერი გოგონები და ბიჭები გულგრილები არიან თავიანთი პერსონალური უსაფრთხოების მიმართ და შედეგები აისახება მათ ქმედებებზე. მათ არ ადარდებთ შედეგები, რამაც შეიძლება გაზარდოს სამართალდარღვევისკენ მისწრაფების ალბათობა. როდესაც დეპრესიული ადამიანი კარგავს სიცოცხლის ინტერესს და ამ დროს მის გარშემო რაღაცები ხდება, სკოლის, სამსახურისა და სოციალური ცხოვრებისგან მისი იზოლირება უნდა მოვახდინოთ.
დეპრესია ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასიურ მკვლელობებში, სამსახურეობრივ ძალადობაში და პოლიციელის დახმარებით თვითმკვლელობაშიც კი, რომელშიც ადამიანი ქმნის სიტუაციას, სადაც პოლიციელი იძულებულია ისროლოს.
პოსტნატალური დეპრესია
გავიხსენოთ ანდრეა იეტის შემთხვევა წინა თავიდან. მას დაეწყო პოსტნატალური დეპრესია და მიუხედავად იმისა, რომ  იცოდა რასაც აკეთებდა, მაინც ახრჩობდა თავის შვილებს.
ტრადიციულად, დედები, რომლების კლავენ შვილებს, განიხილებიან როგორც ბოროტმოქმედები, ან ისინი იტანჯებიან მკაცრი მენტალური აშლილობებით. ხშირად მენტალური აშლილობის დიაგნოზს, პოსტნატალურ დეპრესიას, სვამენ კლინიკური ექსპერტები. დეპრესიული აშლილობა მშობიარობიდან მომდინარეობს. მნიშვნელოვანია აზრი, რომ ექსპერტები აღიარებენ მშობიარობის შემდგომ არსებული მენტალური რეაქციების სამ კატეგორიას: პოსტნატალური უხეშობა, პოსტნატალური დეპრესია და პოსტნატალური პსიქოზი (Dobson&Sales, 2000).
ყველაზე გავრცელებულია პოსტნატალური უხეშობა, რომელიც მოიცავს ტირილის შუალედებს, გაღიზიანებას, მღელვარებას, შეცბუნებას და ხასიათის ხშირად ცვლას. ეს არ არის უჩვეულო და ქალების დაახლოებით 50-80% აჩვენებს პოსტნატალური უხეშობისთვის დამახასიათებელ უმნიშვნელო ცვლილებებს მშობიარობიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში (Durand&Barlow, 2000). სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე და დაკავშირებულია მშბიარობასთან. სრულიად უჩვეულოა სიმპტომების ორ კვირამდე გაგრძელება. ძალიან ცოტა მონაცემი არსებობს იმის შესახებ, რომ პოსტნატალური უხეშობა უბიძგებს დედას ახალდაბადებული ბავშვის მოკვლისკენ (Dobson&Sales, 2000).
მეორე კატეგორია, პოსტნატალური დეპრესია გრძელდება მშობიარობიდან რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. სიმპტომები მოიცავს დეპრესიას, მადის დაკარგვას, ძილის დარღვევას, დაღლას, სუიციდზე ფიქრს, ცხოვრებისეული აქტივობების სურვილის დაკარგვას და ბავშვისადმი უინტერესობას. დედა ყოველთვის გრძნობს თავს დამნაშავედ ამ უინტერესობის გამო, რადგან მას ამ დროს უნდა უხაროდეს ახალი ადამიანი მის ცხოვრებაში. პოსტნატალური დეპრესია გავლენას ახდენს 7-17% მშობიარე ქალებზე ჩრდილოეთ ამერიკაში (Dobson&Sales, 2000).
ექსპერტების აზრით, პოსტნატალური დეპრესია პირდაპირ არ არის დაკავშირებული მშობიარობასთან, ის უფრო მეტად არის კლინიკური დეპრესიის ფორმა, რომელიც წარმოდგენილია მშობიარობამდე. დეპრესიის ეს ფორმა აბრუნებს ხასიათის აშლილობას ქალების ცხოვრებისეული პერიოდის დროს. ასევე არსებობს ქეისები, რომლებშიც ქალები კლავენ შვილებს დეპრესიის ნიადაგზე და კვლევები ამტკიცებენ, რომ ეს დაკავშირებული არ არის მშობიარობასთან.
რაც შეეხება პოსტნატალურ ფსიქოზს, გათვალისწინებულია, რომ მკაცრი მენტალური აშლილობები, რომლებიც იშვიათია, ემართება ათასიდან ერთ ქალს მშობიარობის შემდეგ. ჩვეულებრივ, სიმპტომები იგივეა, რაც ბიპოლარულ დეპრესიას ახლავს თან და ისინი დაკავშირებულია მშობიარობასთან (Dobson&Sales, 2000).  ზოგჯერ ფსიქოზი იმდენად მკაცრია, რომ წაახალისებს დედის მცდელობას სუიციდისკენ და მსხვერპლი არის დედა შვილთან ან სხვა ბავშვებთან ერთად (Kendall&Hammen, 1995).
ანტისოციალური პერსონალური აშლილობა
ანტისოციალური პერსონალური აშლილობის კრიტერიუმებს DSM-III  და  DSM-III-R ხშირად აკრიტიკებენ გაურკვევლობის და ემპირიული მტკიცებულებების ნაკლებობის გამო (Widiger et al., 1991). DSM-IV და DSM-IV-TR, სცადეს, რომ ეს პრობლემები მოეგვარებინათ კრიტერიუმების გართიანებით უფრო ემპირიულ თვისებებთან. როგორც მე-6 თავში აღვნიშნეთ, ახალი კრიტერიუმებიდან ბევრი მიჰყვება რობერტ ჰეარის დეფინიციას კრიმინალ ფსიქოპატზე.
აუცილებელი ნიშანი ადამიანითვის ანტისოციალური პერსონალური აშლილობით, არის ქცევის გაგრძელება, სადაც სხვისი უფლებები არ არის დაცული. ინდივიდი უნდა იყოს 18 წლის და უნდა ჰქონდეს აშლილობების სიმპტომების გამოვლენის ისტორია 15 წლამდე. ქცევითი აშლილობების დიაგნოზებზე დაყრდნობით, ასეთი რამ ემართებათ ბავშვებს და მოზარდებს. სანამ ანტისოციალური პერსონალური აშლილობის დიაგნოზს დაუდგენენ ადამიანს, გულგრილობის შეღწევადი პატერნი და უფლებების მოსაპოვებლად სხვებზე ძალადობა უნდა იქნეს მითითებული. მიზეზები შეიძლება იყოს:
1.               წარუმატებლობის შეფარდება სოციალურ ნორმებთან ან კრიმინალური კანონი, დაპატიმრების, როგორც მოქმედების წარმოდგენა.
2.               გაღიზიანება და უჩვეულო აგრესია, როგორც განმეორებითი ფსიქიკური ჩხუბი ან იერიში.
3.               მუდმივი უპასუხისმგებლობა, რაც აისახება სამსახურეობრივი მოვალეობის ცუდად შესრულებაში.
4.               იმპულსურობა ან მარცხი გეგმიდან გადახვევის გამო.
5.               ხშირი ტყუილი.
6.               საკუთარი თავის ან სხვებისადმი უყურადღებობა.
7.               სინანულის ან დანაშაულის გრძნობის ნაკლებობა.

დამატებითი სიმპტომები DSM-IV-სთვის მოპარვა, ჩხუბი, ავტორიტეტის მერყეობა - არის ტიპიური ბავშვური სიმპტომები. ანტისოციალურ პიროვნებებს აქვთ ემპათიურობის ნაკლებობა, ისინი უფრო უგულოებიარიან. ასევე, ხშირი შემთხვევაა, რომ ისინი გამოავლენენ აგრესიულ სექსუალურ ქცევებს, გადაჭარბებულად სვამენ და მოიხმარენ ნარკოტიკებს. მნიშვნელოვნად არის შემცირებული ახლო, თბილი და პასუხისმგებლიანი ურთიერთობების, ოჯახის, მეგობრობის ან სექსუალურ პარტნიორთან ყოფნის ხანგრძლივობა.
საშუალოდ, ანტისოციალური პერსონალური აშლილობის მარცხია, რომ ახალგაზრდები გახდნენ დამოუკიდებლები, საკუთარი თავისდა  სხვების მხარდამჭერები. ისინი დიდ დროს  ატარებენ სხვადასხვა ადგილებში ან დამოკიდებულები არიან ოჯახზე. სხვა თანმხლები თვისებებია: მოუსვენრობა, უნიჭობა, სევდა და რწმენა, რომ სამყარო არის ბოროტი. ანტისოციალურ პერსონალურ აშლილობას ხშირად სდევს თან დეპრესია, მაგრამ ყოველთვის არ ვხვდებით დეპრესიის კრიტერიუმებს. ადამიანები ხშირად არიან იმპულსურები და შეუძლებელია ამ დროს გარკვეული ფუნქციების შესრულება.
ანტისოციალური პერსონალური აშლილობა მამაკაცებში უფრო ხშირად ვლინდება, ვიდრე ქალებში. დამტკიცებულია, რომ ამერიკის მოსახლეობის მამაკაცებიდან 3% და ქალებიდან 1% აღენიშნება აშლილობა. ამასთანავე, აშლილობა უფრო გავრცელებულია დაბალ სოციალურ ფენაში, რადგან ის დაკავშირებულია ფულის გამომუშავების პრობლემასთან.
1970 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ანტისოციალური პერსონალური აშლილობის დიაგნოზირებაერთნაირია ბრალდებულისთვის და დამნაშავისთვის. ადრეულ კვლევებში ჰენმა და მისმა კოლეგებმა უხელმძღვანელეს მნიშვნელოვან გამოძიებებს ყველა ბრალდებულზე, რომლის საქმესაც აწარმოებდა სანტ ლუისის სასამართლო ფსიქიატრების შეფასებების დახმარებით 10 წლის განმავლობაში (Henn, Herjanic & Vanderpearl, 1976a). 1,195 ბრალდებულიდან, დანაშაულის რამდენიმე სახეობაზე ედებოდათ ადამიანებს ბრალი და ფსიქიატრების დასკვებიდან, ჰენმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ყველაზე ხშირი დიაგნოზი იყო პიროვნული აშლილობა, რომელიც აღენიშნებოდა ბრალდებულების 40%. ბრალდებულების ორი მესამედის დიაგნოზი იყო აღნიშნული ანტისოციალურობა. მეორე ხშირი დიაგნოზი იყო შიზოფრენია, რომელიც აღენიშნებოდა 17%. დანარჩენ ბრალდებულებს სხვადასხვა დიაგნოზი ესმებოდათ, არც ისეთი დიდი სიხშირის.
ჰენმა ასევე აღმოაჩინა, რომ ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულება ანტისოციალური პერსონისთვის მეორე დიაგნოზია. გუზის (1976) კვლევებში აღმოვაჩენთ, რომ ალკოჰოლიზმი არის დამნაშავეებისთვის საკმაოდ გავრცელებული დიაგნოზი.
დღესდღეობითაც გრძელდება ამ დიაგნოზების კვლევა. სასამართლოები ხშირად ითხოვენ ანტისოციალური პიროვნული აშლილობის დიაგნოზირებას. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ როდესაც სასამართლო მოითხოვს დიაგნოზს, ბევრ ექიმს დაავალებენ ინდივიდუალურ განსაზღვრებებზე დასკვნების გაკეთებას (Melton, 1997).
ანტისოციალური პერსონალური აშლილობის, როგორც მრავალმნიშვნელოვანი კონცეპტის ვალიდობა საკამათოა. ბლექბერნი (1998) იბრძვის დაამტკიცოს, რომ არ არსებობს ერთი ტიპის პათოლოგია, რომელიც მიდრეკილია ძლადობისკენ. მეტიც, მას სჯერა, რომ ანტისოციალურ პერსონალურ აშლილობის იარლიყში არის ზღაპრული არსი, რაც ვერ იქნება მნიშვნელოვანი განვითარების, კვლევებისა და წინასწარმეტყველებისთვის. მკვლევრების დაკვირვებით, ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობასა და ფსიქოპათიას შორის არის დიდი სხვაობა (Gacono, 2001). როგორც ადრე აღინიშნა, DSM-IV აღწერს ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობას ისევე, როგორც ჰეარმა  არწერა ფსიქოპათიის კონცეპტი.











რეფერატზე მუშაობდენ: : წურწუმია    ნუცა,
მამულაშვილი რეზი,
სამხარაძე მარიამი,
ღუდუშაური გიორგი,
ქათამაძე ლინდა.


No comments:

Post a Comment