Pages

Monday, August 7, 2017

აიზენკის პიროვნებისა და დამნაშავის თეორია


აიზენკმა (1977, 1996; Eysenk&Gudjonsson, 1989)  წამოაყენა მოსაზრება, რომ კრიმინალური ქცევა არის გარკვეული გარემო ფაქტორიებისა და ნერვული სისტემის ურთიერთობის შედეგი. აიზენკი თვლიდა, რომ მოწინავე თეორია უნდა იკვლევდეს ინდივიდის ნეიროფსიქოლოგიურ აგებულებას და უნიკალურ სოციალიზაციის. თეორიები რომლებიც დაობენ, რომ კრიმინალური ქცევა გამოწვეულია ისეთი სოციალური მოვლენებით, როგორიცაა სიღარიბე, ცუდი განათლება ან უმუშევრობა, არასწორი მიმართულებით მიჰყავთ მკვლევარნი, რადგან მთლიანად უარყოფენ მემკვიდრეობითობის და ბიოლოგიური ახსნის მიდგომის არსებობის შესაძებლობას. უნდა აღვნიშნოთ, რომ დანაშაული მხოლოდ მემკვიდრეობითობის ტერმინებით ვერ იქნება გაგებული, ვერც მხოლოდ სოციალური გავლენების ტერმინებით მოვახერხებთ ამას (Eyesenk, 1973, p.171). აიზენკი ასევე გვეუბნება, რომ სხვადასხვა ნეირობიოლოგიური, გარემო  და პიროვნული ფაქტორებით სხვადასხვა სახის დამნაშავეს მივიღევბთ (Eyesenk&Eyesenk 1970). ეს პოზიცია გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა პიროვნებები უფრო არიან მოწყვლადი რაღაც სახის დანაშაულისადმი, ვიდრე სხვები.

სხვა თანამედროვე კრიმინალის თეორიებისგან განსხვავებით, აიზენკის თეორია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გენეტიკურ პრედესპოზიციებს, რომლებიც ანტისოციალურ და კრიმინალურ ქცევაზე აისახებააიზენკი (1996, p. 146) ამბობს: ‘გენეტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ანტისოციალურ და კრმიმინალურ ქცევაში. ეს ეჭვი აღარაა, ეს უკვე ფაქტია’. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამით აიზენკი იმას კი არ ამბობს, რომ ზოგი კრიმინალად იბადება და ზოგი არა, არამედ იმას, რომ ზოგი ადამიანი იბადება იმგვარი ნერვული სისტემის მახასითებლებით, რომელიც ზოგადი პოპულაციისგან განსხვავდება, რაც მოქმედებს მათ სოციალიზაციის უნარზე. ‘დანაშაულებრივი ქცევა არაა თანდაყოლილითანადყოლილია ის სპეციფიკური ნიშნები ცენტრალური და ავტონომიური ნერვული სისტემისა, რომელიც გარემოს ფაქტორებთან ურთიერთობს, აღზრდასთან და კიდევ სხვა გარემო ფაქტორებთან, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ მოცემლი ადამიანი მოცემულ სიტუაციაში ანტისოციალურად მოიქცევა (Eyesenk&Gudjonsson, 1989, p.7). აიზენკი აცალკევებს ცენტრალური და ავტონომიური ნერვული სისტემების ფუნქციებს, რათა ადგილი დაუთმოს განსხვავებებს პიროვნებებს შორის. ის გზები, თუ როგორ ფუნქციონირებს ამა თუ იმ პიროვნების ნერვული სისტემა, ისეთივე უნიკალური და განსხვავებულია, როგორც პიროვნული ნიშანი. ზოგიერთი ნერვული სისტემა მეტადაა მოწყვლადი, ჩაებას კრიმინალურ აქტივობაში, რადგან ეს მათი რეაქციების, მგრძონიარობის და სიფთხილის დროზეა დამოკიდებული.
ემპირიული კვევების შედეგების სტატისტიკური ანალიზის შედეგად, აიზენკმა წამოაყენა მოსაზრება, რომ არსებობს 4 მაღალი ფაქტორი. ერთი მაღალი ფატორია სახელად g (General Inteligence), დანარჩნებია ექსტრავერსია, ნევროტიზმი და ფსიქოტიზმი. აიზენკი თვლიდა, რომ შესაძლებლობის ფაქტორი არის მნიშვნელოვანი და განსამზღვრელი დანაშაულებრივ ქცევასთან, მაგრამ ნაკებად მნიშვნელვოანი ვიდრე ტემპერამენტი. მან დაწერა: ‘ჩვენ შესაძლოა დავასკვნათ, რომ ინტელექტი გამომწვევი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კრიმინალური ქცევისა, მაგრამ ის რეაულურად უფრო მცირეა, ვიდრე გვგონია’ (Eysenk& Gudjonsson, 1989, p50).
კვლევების უმეტესობა დანაშაულსა და პიროვნებაზე ფოკუსირებულია ექსტრავერსიასა და ნევროტულობაზე, რომელნიც აიზენკის თეორიის ბირთვს წარმოადგენს. აიზენკი ფსიქოტიზმს მანამ არ ასახელბდა, სანამ არ ნახა ამის საჭიროება, როდესაც ქცევა ექსტრავერსიითა და ნევროტულობით ბოლომდე არ იხსნებოდა.
აიზენკმა სამივე ტემპერამენტის თუ პიროვნების ფაქტორი კონტინიუმზე განალაგა, სადაც ნევროტიზმი და ექსტრავერსია მარჯვენა კუთხეში იკვეთეობოდაფსიქოტიზმი ცალკე კონტინიუმიახალხის უმეტესობა ცენტრს ირჩევს, და რადიკალურ პოზიციას გაურბის, ექსტრავერსის განზომილება მოდის ექსტრავერსიის უკიდურესი პოლუსიდან ინტროვერსიის უკიდურეს პოლუსამდე, ხოლო შუა ველს კი ამბივერსია ეწოდება. ამიტომაც ის თუ სად მოხვდება პიროვნება ამ განზომილებაში განსაზღვრავს ის ინტროვერტია, ექსტრავერტი თუ ამბივერტი. ნევროტიზმის კონტინიუმი მოდის ნევროტიზმის პოლარული ბოლოდან სტაბილურობამდე, სადაც შუა ველს თავისი სახელი არ გააჩნია. ფსიქოიზმი მდის ხისტი-გონებიდან (მაღალი ფსიქოტურობა) მგრძნობიარე-გონებამდე (დაბალი ფსიქოტიზმი), ექსტრავერისიის განზომილება, ითვლება, რომ ირეკლავს ცენტრალური ნერვული სისტემის უზოგადეს ფუნქციებს, რომლებიც შედგება თავისა და ზურგის ტვინისაგან, როცა ნევროტიზმი წარმოადგენს პერიფერიული ნერვული სისტემას. თუმცაღა, არც აიზენკი და არც სხვა მკვლევრები დანამდვილებით ვერ ამტკიცებენ ნერვული სისტემის მექანიზმს ფსიქოტიზმისთვის.

აიზენკის თეორიის საზომები
აიზენკმა შეიმუშავა რამდენიმე თვითდაკითხვის კითხვარი, რათა გაეზომა  პიროვნებების ვარიაბელურობა. ყველაზე მეტად ცნობილია British Maudsley Personality Inventory (MPI), ამერიკული ვერსია Eysenk Personality Inventory (EPI) და Eysenk Personality Questionnarie (EPQ). უფრო ახალია Eyesenk Personality Questionnarie-Revised (EPQ-R), რომელიც გამოქვეყნდა. კითხვარებმა ვრცელი კვლევები გაოიწვია, რათა ეკვლიათ ორივე, ვალიდურობა და აიზენკის პიროვნებს განსაზღვრება. ჯამში, მსოფლიო მასშტაბით, კვლევამ გაამყარა ზოგადი თეორია, მაგრამ როცა ის კრიმინალს მიუსადაგეს, დამთხვევა მეტნაკლებად ნარევია.

ექსტრავერსია
ქცევითი მახასიათებლები და მაჩვენებლები
ჩვეულებრივ, სამიდან ორი ადამიანი მოხვდება საშუალო მაჩვანებელში ექსტრავერსიის შკალაზე, რის გამოც ვერ მიიღებენ მონაწილეობას ექსტრავერსია-ინტროვერსიის კვლევაში. დაახლოებთ 16 პროცენტი მოსახლეობისა არის ექსტრავერტი, 18 ინტროვერტი, დანარჩენი 68 - ამბივერტი.
აიზენკის მიხედვით, ტიპური ექსტრავერტი არის სოციალური, იმპულსური, ოპტიმისტი, და აქვს მაღალი მოთხოვნილება აღფრთოვანებისა და მუდმივად ცვალებადი გარემოსი. ექსტრავერტები მოთმინებას მალე კარგავენ, ადვილად ხდებიან აგრესიულები, არასანდონი არიან, უყვართ ხალხის გარემოცვაში ყოფნა, იზიდავთ წვეულებები, უყვართ საუბარი. ტიპური ინტროვერტი, მეორე მხხრივ, არის თავდაჭერილი, ჩუმი და ფრთხილი. ის ცდილობს გრძნოები გააკოტროლოს და ერიდება აღტაცებას, ცვლილებებს, უმეტესობა სოციალურ აქტივობებს. ინროვერტები მეტად სანდონი არიან, არააგრესიულნი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ეთიკურ სტანდარტებს (Eyesenk&Rachman 1965). ამბივერტები ექსტრავერტისა და ინტროვერტის ზოგ თვისებას იზიარებენ, მაგრამ არა იმავე ხარისხითა და კონსისტენტურობით.
ექსტრავერისა უნდა წარმოვიდგინოთ როგორ განზომილება კონტინიუმზე, რომელსაც პროგრესირებადი სტიმული სჭრიდება. შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც სტიმული, რომელიც უშუალოდ ტვინზე ზემოქმედებსზემოქმედება საჭმლის გემოს ანალოგიურია. ზოგ ადამიანს სიამოვნებს ცხარე კერძები, რომლებიც მათი გემოს ცენტრის მეტად აღაგზნებს, როცა სხვებს უფრო მსუბუქი კონსისტენტობის კერძები მოსწონთ, რომლებიც დიდი რაოდენობით რეცეპტორებს არ აღძრავს. ზოგი ადამიანი ადამიანი ამჯობინებს და ეძებს კიდეც დიდ რაოდენობით სტიმულებს. ასეთ ხალხს უყვარს  ხმამაღალი მუსიკა, ფსიქოდელიური ნარკოტიკები. აიზენკმა შეინარჩუნა მოსაზრება, რომ ექსტრავერსიის პოლუსთან მყოფ ადამიანებს დიდი რაოდენობით სტიუმულები ესაჭიროებათ მათი ბიოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე.
თუ ჩვენ განზომილების ასეთ კონცეპტუალიზაციას მოვახდენთ, შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ პორულარული ტერმინიექსტრავერტიიღებს დამატებით მნიშვნელობას. „ექსტრავერტები არიან სოციალური არსებები, რომლებსაც ხალხისგარემოცვაში ყოფნა სიამოვნებთუნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყოველდღიური ტერმნი ექსტრავერტი და აიზენკის ექსტრავერტი-ინტროვერტი, რომლებიც ერთიდაიმავე კონტინიუმის სხვადასხვა პოლუსებზეა განლაგებული, სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებს.
იმის გამო, რომ ექსტრავერტებს უფრო მეტი სტიმული ესაჭიროებათ მოწყენილობის დსაძლევად, ალბათობაც მეტია იმისა, რომ კანონს დაარღვევენ ამ მიზეზით. ისინი არიან იმპულსური, მხიარულების, აღტაცების მოყვარულნი. ექსტრავერტებს მოსწონთ ოინები, პრაქტიკული ხუმრობები, იპოვონ გამოწვევაში შესაძლებლობა რაიმე უჩვეულო ან სულაც ანტისოციალური გააკეთონ. ერთ საინტერესო კვლევაში ბრაზილიელ ბრალდებულებზე ექსტრავერტები დანაშაულის ჩადენისას უფრო დრამატულ იარაღს იყენებდნენ, ხოლო ინტროვერტები - არადრამატულ იარაღს, როგორიცაა, მაგალითად, დანა. ზოგი მახასიათებელი ექსტრავერტული ნერვული სისტემისა არამარტო ძალას მატებს დამატებით სტიმულის ძიებას, არამედ აჩერებს ბრალდებას და ინტერნალიზირებას სოციალური წესებისა.

ექსტროვერსია-ინტროვერსიის ფსიქოლოგიური საფუძველი

აიზენკმა (1967) გამოთქვა ასეთი ჰიპოთეზა, რომ ხალხი განსხვავდებიან ექსტრავერსია-ინტროვერსიის ღერძზე, რადგან გააჩნიათ გენეტიკური სხვაობები ზოგიერთი ცენტრალური ნერვული სისტემის მექანიზმში, პატარა, მაგრამ რთული ქსელი ნერვებისა, რომლებიც მოთავსებულია ტვინის ღეროს ცენტრალურ ნაწილში. რეტიკულარული აქტივობის სისტემა ითვლება სებრებრალური კორტექსის გუშაგად და მის სიფხიზლეზე აგებს პასუხს. ყველა უმაღლესი ფსიქიკური ფუნცია: ფიქრი, მეხსიერება, გადაწყვეტილების მიღება- მიმდინარეობს ცერებრალური კორტექსში (French, 1957). RAS აღაგზნებს ცენტრალურ კორტექს და უნარჩუნებს სიფხიზლეს შემომავალი სტიმულისთვის. ნერვული გზები, რომლებითაც ხდება კომუნიკაცია და ინფორმაციის გადაცემა ცენტრალურ კორტექსში, გამოეყოფა მას. კოლეტარული გზები მიდის რეტიკულარულ აქტივიაციის სისტემასთან. ამგვარად ეს კოლატერალებიეუბნებიანრეტიკულარულ აქტივაციის სისტემას შემომავალ ინფორმაციაზე.
აიზენკი ამბობს, რომ ორივე, ექსტრავერტებიცა და ინტროვერტებიც, იღებენ რეტიკულარულ აქტივაციის სისტემას, რომელიც უმკლავდება ქერქის აღგზნებას უნიკალური გზით, RAS-ის გენერალური პოპულაციისგან განსხვავებით. ექსტრავერტის რეტიკულარული აქტივაციის სისტემა, როგორც ჩანს, არ აწარმოებს ქერქის აღმგზნებისთვის საჭირო სტიმულსუფრო ზუსტად კი სტიმული კარგავს თავის ძალას სანამ ის ქერქს მიაღწევს. ინტროვერტის RAS-მა  კი როგორც ჩანს მემკვიდრეობით მიიღო თვისება გააძლიეროს შემოსული სტიმულის ძალა, შეინარჩუნოს ქერქის აღგზნების დონე მაღალზე. ასე რომ, ჩვენ გვყავს ექსტრავერტი, რომელიც ორტიკალურად არაა აღგზნებული, ეძებს რა დამატებით სტიმულს, რათა აღგზნების ოპტიმალურ დონეს მიაღწიოს, ხოლო მეორე მხრივ, ინტროვერტი, რომლის ტვინის ქერქი ზეაღგზნებულია, ერიდება დამატებით სტიმულს. ამბივერტი, რომელიც ინარჩუნებს საშუალო დონის აღგზნებას, ზოგადად კმაყოფილია არსებული სტიმულის სიძლიერით. ერთ-ერთი მთავარი მოტივი, რომელიც ადამიანის ქცევის უკან დგას, არის მიაღწიოს სტიმულის ზუსტ სიძლიერეს, რომელიც მისთვის და ტვინის ქერქისთვის მისაღები იქნება. ზედმეტმა სტიმულმა ცუდ განწყობაზე შესაძლოა დააყენოს ადამიანი და შესაძლოა, მტკივნეულიც იყოს, როცა ძალიან ცოტა გამოწვევს მოწყენილობას და ძილსაც. დაასკვნეს, რომ ინტროვერტი, იმის გამო რომ აძლიერებს RAS-ის ეფექტს, მოისურვებს ექსტრავერტთან შედარებით დაბალი დონის სტიმულს. ეს ხსნის ტიპური ექტრავერტის არჩევანს ცხარე საჭმლის, ხმამაღალი მუსიკისა და ჭრელი ფერების მიმართ, ხოლო ინტროვერტის არჩევანს რბილი კონსისტენტობის საჭმლის, მსუბუქი მუსიკისა და მუქი, ცივი ფერის ობიექტების მიმართ.
ექსტრავერტების ტენდენცია სენსაციის ძიებისა ზრდის  ალბათობას, რომ ისინი კანონთან შევლენ კონფლიქტში. აიზენკი გვთავაზობს, რომ კრიმინალურ აქტივობებში ჩართულთა უმრავლესობას ტვინის ქერქის აღგზნებადობის მაღალი ზღურბლი აქვთ და იოლად ინარჩუნებენ სტიმულს გარემოდან. ისინი მეტად არიან რისკიანი, სიამოვნების მაძიებელი, ისეთ არალეგალურ აქტივობებში ჩართული, რომლებსაც მაღალი ღირებულება (სტიმულის მხრივ) აქვს.
რაც შეეხება ტვინის ქერქზე ალკოჰოლის გავლენას, ეს უკანასკნელი ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტია. იგი ადაბლებს ქერქის აღგზნების დონეს იმ დონემდე, რომ შესაძლებელია ჩაძინება ან გონების დაკარგვა. ინტროვერტებისთვის ალკოჰოლს საპირისპირო ეფექტი აქვს - ისინი მეტად ექსტრავერტები ხდებიან. ჩუმი ადამიანი შეიძლება ხმაურიანი გახდეს. ნასვამი ინტროვერტი მეტ სტიმულაციას ეძებს.
აიზენკმა ივარაუდა, რომ აქტიური, აგზნებული ქერქი აქტივობის უკეთესი ინჰიბიტორია. ტვინის ქერქის მაღლი აღგზნებადობა შეკავების პრედიქტორია, როცა დაბალის დროს ნერვული სისტემა დაბრკოლების გარეშე ფუნქციონირებს. აიზენკის მიხედვით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ინტროვერტები გააკეთბენ ისეთ რამეებს, რასაც არ გააკეთებდნენ ფხიზელ მდგომარეობაში. მეორე მხრივ, ექსტრავერტისთვის ალკოჰოლის მცირე დოზაც საკმარისია. ალკოჰოლსა და დანაშაულს შორის კორელაცია მაღალია.

ნევროტიზმი

ექსტრავერსიის მსგავსად, ნევროტიზმი პიროვნებასა და დანაშაულის მიმართებაში მნიშვნელოვანი ცვლადია. ეს განზომილება ბიოლოგიური პრედისპოზიციაა სტრესულ სიტუაციებთან გასამკლავებლად. ნევროტიზმი პოპულაციის 16 პროცენტში აღინიშნება.
ნევროტიზმის სკალაზე მაღლა მდგომი ადამიანი სტრესზე ინტენსიურად და ხანგრძლივად რეაგირებს. მცირედი სტრესის პირობებშიც ასეთ ადამიანს ხასიათი უფუჭდება, ხდება მგრძნობიარე და მშფოთვარე. ისინი უჩივიან თავისა და ზურგის ტკივილს, მონელების პრობლემებს. პიროვნება ზედმეტად რეაგირებს სტრესზე და უჭირს ნორმალურ, მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნება. ემოციურ ადამიანებს მეტად უვითარდებათ ფობიები და აკვიატებები. კონტინუუმის მეორე ბოლოში მყოფი ადამიანები კი ემოციურ სტაბილურობას ინარჩუნებენ.

ნევროტიზმი-სტაბილურობის ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლები

როცა ექსტრავერსია-ინტროვერსიის განზომილება ცენტრალურ ნერვულ სისტემასთანაა დაკავშირებული, ნევროტიზმი-სტაბილურობის კონტინუუმი ავტონომიურ ნერვულ სისტემას უკავშირდება. ეს უკანასკნელი შეიძლება დაიყოს სიმპატიკურ და პარასიმპატიკურ ნერვულ სისტემებად. სიმპატიკური სისტემა ააქტიურებს ორგანიზმს საფრთხეში გულისცემის გაზრდით, სუნთქვის გახშირებით, სისხლის წნევის მომატებით, თვალის გუგების გაფართოებითა და ოფლის გამოყოფით. პარასიმპატიკური სისტემა აბალანსებს სიმპატიკურს. მას მოყავს სხეული ნორმალურ მდგომარეობაში. აიზენკის მიხედვით, ემოციური განსხვავება ვისცერალური და ლიმბური სისტემის შედეგია. ეს უკანასკნელი მოიცავს ნევროლოგიურ სტრუქტურებს: ჰიპოთალამუსი, ამიგდალა, ცინგულუმი (სარტყელი) და ჰიპოთალამუსი. ჰიპოთალამუსს ავტონომიურ ნერვულ სისტემაზე ყველაზე მეტი კონტროლი აქვს და წარმოადგენს ემოციურობის ცენტრალურ მექანიზმს.
ნევროტიკებს ძირითადად მგრძნობიარე ლიმბური სისტემა აქვთ. ისინი იოლად განიცდიან ემოციებს და უფრო დიდი ხანი ინარჩუნებენ მათ. თეორიულად, შეიძლება დავუშვათ, რომ მათი სიმპატიკური სისტემა სწრაფად აქტიურდება, როცა პარასიმპატიკური სისტემა ნელია. სტაბილურნი, ემოციის დაბალი დონის მქონენი, შეიძლება დაბალი აქტივობის სიმპატიკურსა და მაღალი აქტივობის პარასიმპატიკურ სისტემებს ფლობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ავტონომიური აქტივაცია გენერალიზირებულ აღგზნებას იწვევს ყველა ადამიანში, გვაქვს მიზეზი, დავიჯეროთ, რომ თითოეული პიროვნება სტრესზე უნიკალური გზით რეაგირებს:ზოგიერთ ჩვენგანს ეძაბება კუნთები კისერზე, შუბლსა ან ზურგზე; სხვები უფრო მძიმედ სუნთქავენ; დანარჩენებს გულისცემა უჩქარდებათ. რეაქციის ეს ტენდენცია სტრესზე რეაგირების განსხვავებულ პატერნებზე აისახება: ზოგი თავის ტკივილს უჩივის, ზოგიერთი - ზურგის.
აიზენკმა დაუშვა, რომ ემოციური ადამიანი უფრო მეტი ალბათობით განახორციელებს კრიმინალურ ქცევას, ვიდრე ნაკლებად ემოციური ადამიანი. მან დაასკვნა, რომ ემოცია შეიძლება მოგვევლინოსდრაივად“, რომელიც უბიძგებს ადამიანს ჩვეული ქცევის გამოვლინებისკენ. ემოციების მოზღვავების ფონზე ადამიანი მეტად მოწყვლადია კარგი თუ ცუდი ჩვევებისადმი. ნევროტიზმი აგულიანებს დაუფიქრებელ ქცევებსა და ჩვევებს, რომლებიც ადამიანმა აითვისა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვევები ძირითადად ახალგაზრდებში ისე არაა ფესვგადგმული, როგორც უფროსებში, უნდა მოველოდეთ, რომ ნევროტიზმი უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მოზრდილ დამნაშავეებში, ნაკლები მოზარდებში და ყველაზე მცირე - ბავშვებში (Eysenck, 1983).
2 განზომილება, რომლებიც განვიხილეთ, ძირითადად პიროვნულ ფაქტორებთანაა გაერთიანებული. აიზენკის სიის მიხედვით, ადამიანი იქნება ნევროტული ინტროვერტი, სტაბილური ექსტრავერტი, ნევროტული ამბივერტი და ასე შემდეგ. თუკი მივიღებთ აიზენკის შეხედულებებს, უნდა შევთანხმდეთ, რომ ნევროტული ექსტრავერტი უფრო მეტი ალბათობით იქნება კრიმინალური ქცევის ავტორი, ვიდრე დანარჩენი ტიპები.

ფსიქოტიზმი

ფსიქოტიზმის ასახსნელად არ გამოდგება არც ერთი ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმი. აიზენკი გვთავაზობს, რომ მამაკაცის ჰორმონი ტესტოსტერონის მაღალმა დონემ ენზიმის მონოამინის ოქსიდისა და ნეიროტრანსმიტერ სეროტონინის დაბალ დონესთან ერთად შეიძლება ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ფსიქოტიზმის ფორმირებაში. ნეიროტრანსმიტერს გადააქვს ინფორმაცია ერთი ნეირონიდან მეორეში სინაფსური ნაპრალის მეშვეობით.
ფსიქოტიზმი ძალიან ჰგავს ფსიქოპათიას. ქცევის მხრივ, ფსიქოტიზმი ხასიათდება ცივი სისასტიკით, სოციალური გულგრილობით, უემოციობით, საფრთხის უგულებელყოფით, საფრთხის შემცველი ქცევითა და უჩვეულოსადმი მიზიდულობით. „ფსიქოტიკებიმტრობენ სხვებს და სიამოვნებას იღებენ მათი გაცურებითა და დაცინვით. მნიშვნელოვანია განვასხვავოთ აიზენკის ფსიქოტიკი ადამიანისგან, რომელიც კლინიკური განსაზღვრებით ფსიქოტიკია, რეალობასთან კავშირის გაწყვეტის კუთხით.
აიზენკის ფსიქოტიზმის განზომილება ექსტრავერსიასთან და ნევროტიზმთან შედარებით ნაკლებადაა ნაკვლევი. იგი ვარაუდობს, რომ ექსტრავერსიასა და ნევროტიზმის მსგავსად, ფსიქოტიზმი დამტკიცდება კრიმინალური პოპულაციის მახასიათებლად. იგი გვთავაზობს, რომ ფსიქოტიზმი განსაკუთრებით გამოიკვეთება სასტიკ მჩაგვრელებთან, რომლებიც ძალადობრივ დანაშაულს ახორციელებენ (Eysenk, 1983). ნევროტიზმისგან განსხვავებით, განვითარების ყველა ეტაპზეა მნიშვნელოვანი ამ მახასიათებლის გათვალისწინება - ბავშვობიდან მოზრდილობის ჩათვლით.

აიზენკის თეორია ვერ ხსნის თუ რატომ არიან ნევროტული, ფსიქოტური და ექსტრავერტი ადამიანები კრიმინალური ქცევისკენ მეტად მიდრეკილი. მიზეზი ძირითად ფსიქოლოგიურ პრინციპებში უნდა ვეძიოთ

რეფერატზე მუშაობდენ:                           მეგი წულაძე
                                                                                               
ლელა ღამბაშიძე
                                                                                               
ელა მამასახლისი
                                                                                               
ანა დავითაშვილი
                                                                                                
თორნიკე ბერაძე     

No comments:

Post a Comment