Monday, August 7, 2017

კომპეტენცია და კრიმინალური პასუხისმგებლობა


     არაკომპენტენტურობა სასამართლო პროცესის წასამართად

ზოგიერთი ადამიანი,რომელიც ეჭვმინტანილია რაიმე დანაშაულში,მიჩნეულია ინტელექტალურად და ფსიქოლოგიურად ისე რომ სასამართლო პროცესზე ფიზიკურად იქნებიან მაგრამ გონებრივად არა.აშშს უზენაესმა სასამრთლომ მიიჩნია რომ ასეთი ინდივიდის განსჯა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.კერძოდ დაცვის მხარე პროცესისთვის კომპენტენტურია თუ გააჩნიათ საკმარისი უნარი კონსულტაცია გაიაროს თავის ადვოკატთან შესაბამისი რაციონალური შეგნებით და ფაქტების რაციონალური აღქმით.ინდივიდის უფლებების დასაცავად და სასამართლო პროცესის ღირსების შესანარჩუნებლად, კანონის თანახმად, ეს ადამიანი არ არის კომპეტენტური სასამართლო გარჩევისათვის.
თუმცა, კომპეტენტურობის საკითხი არ ეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს.ამ სფეროში მოღვაწეები უპირატესობას ანიჭებენ ტერმინს სასამართლო კომპეტენცია, რომელიც მოიცავს უნარს, ინდივიდმა მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა სასამართლო პროცედურაში, მათ შორის საპროცესო შეთანხმებაში,წინასწარი მოლაპარაკებებში და ასე შემდეგ.ის ასევე მოიცავს ორ ცნებას,კონცეპტს : 1. საქმის წარმოების კომპენტენცია ( ანუ საქმის წარმოების მიზნის გაგება და შესაძლებლობა დაეხმარო ადვოკატს) 2.გადაწყვეტილების კომპენტენცია ( ანუ სხვადასხვა გადაწყვეტილების მნიშვნელობის გაგება). თუ ეჭვმიტანილი მიიჩნევა არაკომპენტენტურად სასამართლო პროცესისათვის სასამართლოს გამოაქვს დასკვნა, რომ მას არ შეუძლია გაიგოს ის პროცესი ან ეფექტურად მიიღოს მასში მონაწილეობა.
კომპენტენციის საკითხი შეიძლება წამოიჭრას ნებისმიერ დროს უშუალოდ საქმის წარმოებისას.მაგალითად დაცვის მხარე შეიძლება იყოს კომპენტენტური პროცესის დაწყებით ფაზებზე,თუმცა დროში გაწელილი საქმისათვის არაკომპენტენტური აღმოჩნდეს.ასევე შესაძლებელია იგი იყოს პროცესამდე და პროცესის დროს კომპენტენტური თუმცა მიიჩნეოდეს არაკომპენტენტურად განაჩენის გამოტანისას.
სასამართლო პროცესის კომპენენტურობის შეფასება წარმოადგენს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მიმართულებას კრიმინალთან დაკავშირებულ სასამართლო შეფასებისას.ყველაზე ტიპიურია როდესაც დაცვის მხარე უნდა შეფასდეს კომპენტენტურობისთვის, მას ჰქონდეს ისტორია ფსიქიატრიული თერაპიის ან  ნიშნები რაიმე მენტალური დარღვევის დაკავებისას ან უკვე ციხეში.მონაცემების მიხედვით დაახლოებით 25 ათას ეჭვმიტანილს აფასებენ ყოველწელს შტატის ან ფედერალური სასამართლოს კომპენტენციისთვის.დაახლოებით ყოველი ხუთიდან ოთხი მათგანი მიიჩნევა კომპენტენტურად.
საინტერესოა რომ მენტალური ჯანმრთელობის კლინიკოსებს აკრიტიკებენ შეფასებების დაბალ ხარისხში.ისინი ზოგჯერ კომპენტენციას კრიმინალურ პასუხისმგებლობაში ურევენ.ბოლო წლების განმავლობაში შეფასებების ხარისხი გაუმჯობესდა თუმცა დამკვირვებლები მაინც კრიტიკის ქვეშ არიან, რადგან საკმარისად არ იყენებენ შეფასების სხვადასხვა ხერხს რომლებიც მკვლევრების მიერ არის შემუშავებული და შესაბამისად ვერ წარადგენენ მოსამართლეებთან ადეკვატურ ახსნებს თავიანთ მოხსენებებში.
საჭიროა ხაზი გაესვას განსხავებას სასამართლო პროცესის არაკომპენტენტურობასა და ფსიქიკურ აშლილობას შორის.მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთთან დაკავშირებულია ეს ორი ცნება სხვადასხვა კონტექსტში უნდა მოიაზრებოდეს - თუმცა ხშირად ასე არ ხდება.კრიმინალური პასუხისმგებლობა,რომელიც საფუძვლად უდევს ფსიქიატრიული აშლილობისგან დაცვას და სასამართლო პროცესის კომპენტენტურობას, მიანიშნებს დაცვის მხარის მენტალურ მდგომარეობაზე დროის სხვადასხვა მონაკვეთში.თუ დაცვის მხარე არ ცნეს დამნაშავედ ფსიქიკური აშლილობის გამო კანონის მიხედვით,ისმის კითხვა როგორ მდგომარეობაში იყო ეჭვმიტანილის გონება შუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს ?“.როდესაც საქმე ეხება კომპენტენციას მაშინ კითხვა ასეთია :როგორია ეჭვმიტანილის გონებრივი მდგომარეოაბ ამ წუთას ან სასამართლო საქმის წარმოების დროს ?
ინდივიდი რომელსაც დანაშაულის დროს  ჰქონდა სერიოზული მენტალური დარღვევები და რომლის კრიმინალური პასუხისმგებლობაც ეჭვქვეშაა,შეიძლება სასამართლო პროცესის დროს კომპენტენტური იყო. მეორე მხრივ ადამიანი შეიძლება საღ გონებაზე იყოს დანაშაულის ჩადენისას და შემდეგ დაეწყოს დარღვევები და მიიჩნეოდეს არაკომპენტენტურად სასამართლო პროცესისას.
თუკი პიროვნება მიჩნეულია არაკომპენტენტურად - გადაწყვეტილება გამოაქვს თავმჯდომარე მოსამართლეს.ეჭვმიტანილი კი ძირითადად  იგზავნება მენტალურ ინსტიტუციაში.ხოლო იშვიათად თერაპევტთან,იქამდე მაინც  სანამ კომპენტენტური არ გახდება.კომპენტენტურობის დაბრუნებისათვის კი, როგორც კვლევები იუწყება, საჭიროა დაახლოებით სამი თვე.მენტალური ჯანმრთელობის პროგრამის დირექტორების გამოკითხვის შედეგად აშშ-ში მილერმა გამოიტანა დასკვნა,რომ თერაპიის შედეგად კოპენტენციის დაბრუნება ძალიან იშვიათი იყო.მისი ამბულატორიული შეფასებები გაცილებით ხშირი იყო.1970 წლამდე კომპენტენტურობის შეფასების ტიპიური პროცედურა მოიცავდა ეჭვმიტანილების მაქსიმალური უსაფრთხოების ინსტიტუციაში ხანგრძლივ ფსიქიატრიულ ფსიქოლოგიურ შეფასებას.(60-90 დღემდე).შეფასების შემდეგ ეჭვმიტანილს აძლევდენენ მოსმენის კომპენტენტურობის საკითხებთან დაკავშირებით.თუ სასამართლო მიიჩნევდა,რომ დაცვის მხარე ვერ იგებდა ბრალდებებს,სასამართლო საქმიანობის წარმოებას  ან ადვოკატის დახმარებას მაშინ იგი ავტომატურად იგზავნებოდა  კლინიკაში გაურკვეველი ხნით,მანამ სანამ კომპენტენტური არ გახდებოდა.თოერიულად ეს დრო შეიძლებოდა გაწელილიყო მთელი ცხოვრების განმავლობაში რადგან ზოგჯერ ასეც ხდება.
1972 წელს  ჯექსონი ინდიანას წინააღმდეგ საქმეში უზენაესმა საამრთლომ განაცხადა,რომ ასეთი განუსაზღვრელი დრო კონსტიტუნციას ეწინააღმდეგებოდა. თუკი კომპენტენციისაკენ არანაირი პროგრესი არ იქნებოდა ინდივიდი, უნდა გაენთავისუფლებინათ ან უნდა ყოფილიყო სამოქალაქო და არა კრიმინალური ზედამხედველობის ქვეშ.
წამოიჭრა ახალი სახის მკურნალობა ანუ მკურნალობა საზოგადოებრივ გარემოში და არა ინსტიტუციაში.მაგრამ ეს ახალი მიდგომა ხშირად არ გამოიყენება,რადგან მკურნალობის სახით ხშირად შემოთავაზებულია ფსიქოტროპული წამლები.თუმცა დაცვის მხარე მას არაკომპენტენტურად მიიჩნევს.ფსიქოტროპული საშუალებები ისეთი ძლიერმოქმედი ნივთიერებებია,რომლებიც გუნება-განწყობილების შეცვლას იწვევენ.ისინი ყველა გვერდითი მოვლენების რისკის მატარებლებია და ბევრ შემთხვევაში ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევენ.ისინი სახიფათონი არიან დოზის გადამეტების შემთხვევაშიც.ფსიქოტროპული საშუალებების 4 ძირითადი ტიპი არსებობს.
მაგალითი : საქმე ეხება ყოფილ სტომატოლოგს რომელსაც ბრალი დასდეს დაზღვევის აფიორაში მიიჩნიეს არაკომპენტენტურად და კლინიკაში გაუშვეს სამკურნალოდ.მას ასევე ჰქონდა კლინიკაში მკურნალობის ისტორია.ფსიქიატრებმა კი კიდევ ერთხელ გამოუწერეს ფსიქოტროპული წამლები იმისათვის რომ კომპენტენტური გამხადრიყო თუმცა სელმა (სტომატოლოგმა ) უარი განაცხადა.მოსამართლემაც და ფედერალურმა სასამართლომაც მის წინააღმდეგ გამოიტანეს განაჩენი,მაგრამ უზენაესი არ დაეთანხმა.უზენაესმა სასამართლომ განაცხადა რომ სასამართლოს არასწორად ქონდა შეფასებული წამლის უარყოფითი და დადებითი მხარეები და ამიტომაც საქმე უკან გაუგზავნეს.თუმცა სერიოზული,აგრესიული დანაშაულების დროს ,სასამართლო ლმობიერად არ უყურებდა ეჭვმიტანილს.არაკომპენტენტურად მიიჩნეულებს აქვთ საერთო მახასიათებლები. უმეტესობას ხასიათდება შეზღუდული სოციალური უნარებით.მათ ასევე  აქვთ კრიმინალური ბრალდებებისა და ფსიქიატრიულ კლინიკებში ყოფნის ისტორია. ასევე ზოგად მოსახლეობასთან შედარებით ისინი არაპროპორციულად არიან დაოჯახებულნი, შავკანიანი და გაუმართლებელი.კომპენტენტური და არაკომპენტეტური დაცვის მხარე არ განისაზღვრება დემოგრაფიული მაჩვნებლებით, თუმცა ისინი განსვხვადებიან კლინიკური ცვლადების მიხედვით.უფრო მეტად არაკომპენტენტურებს აქვთ ფსიქიკური დარღვევის დიაგნოზი ან შიზოფრენია. არაკომპნეტენტურებისა და კომპენტენტურების თვისებები მდგომარეობს შემდეგში :აგრესიულობა, მენტალურად არასტაბილურობა,ნაკლებად სერიოზული ბრალდებებები.მენტალურად უნარ შეზღუდულ პიროვნებებს აქვთ ნიშნები იმისა თითქოს ცუდად ესმით,შესაბამისად რთულია იმის განსაზღვრა არის თუ არა სამართლებრივად კომპენტენტური.

კრიმინალური პასუხისმგებლობა

ფსიქიკური აშლილობის დაცვის გავრცელებულობის გამო, უფრო მეტ ადამიანშია ცნობიერება ამაღლებული იმ ბრალდებულების შესახებ, რომლებიც უდანაშალოდ ცნეს ფსიქიკური დარღვევის გამო, ვიდრე მათ შესახებ, რომლებიც არაკომპეტენტურად ცნეს. ფსიქიკური აშლილობა არის სამართლებრივი ტერმინი და არა ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური და შედეგად, იგი გამოყენებული უნდა იყოს კრიმინალის კონტექსტში. ფსიქიკური აშლილობა გულისხმობს ადამიანის გონების მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის მომენტში და სწორედ ამ მიზეზის გამო ცნობენ მას უდანაშაულოდ. კანონის მიხედვით, გონებრივი დარღვევებს აქვთ შესაძლებლობა, წაართვას ადამიანს თავისუფალი არჩევნისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალება.აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური აშლილობა და მენტალური დარღვევები არ უნდა გავუთანაბროთ მნიშვნელობით ერთმანეთს, რადგან მენტალური დარღვევების მქონე ადამიანი შეიძლება ცნონ დამნაშავედ ისევე, როგორც მენტალურად შეზღუდული პირი. 

ფსიქიკური აშლილობა,როგორც ბრალის გამომრიცხავი გარემოება,მით უმეტეს, თუ წარმატებულია, უფრო მეტ ყურადღებას იღებს მედიისაგან. როდესაც ჯონ ჰინკლის წაუყენეს ბრალი პრეზიდენტ რეიგანის მკვლელობის მცდელობისას, იგი ფსიქიკური აშლილობის გამო უდანაშაულოდ ცნეს, ხოლო საზოგადოებამ ამ განაჩენის გაუქმება მოითხოვა. 
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ფსიქიკური აშლილობის გარემოების  წილი მთლიან დანაშაულებების საქმეთა სიაში არც თუ ისე დიდია, თუმცა, საზოგადოების მოთხოვნები, ცნონ ასეთი პირი დამნაშავედ ყოველთვის უგულებელყოფილია. 

რამდენად წარმატებულია ფსიქიკური აშლილობით დაცვა?
 მონაცემები გვიჩვენებს, რომ დაცვა არაა წარმატებული. კერძოდ, ფსიქიკური აშლილობის საფუძველზე გამართლების წარმატებულობა 22-25% შეადგენს იმ საქმეებისა, რომლებშიც მოთხოვნილია ამ საფუძველზე გამართლება. გამართლებული ინდივიდებიდან ყველაზე მეტად ახასიათებდათ ფსიქოზური და აფექტური დარღვევები, მენტალური უნარშეზღუდულობა. ბევრი შტატი კი პიროვნულ დარღვევებს ფსიქიკური აშლილობების სიიდან შლის. აღსანიშნავია, ასევე, მონაცამები იმის შესახებაც, რომ ფსიქიკური აშლილობის საფუძველზე გამართლების განაჩენი უფრო მეტად მოსამართლეებს გამოაქვთ, ვიდრე ნაფიც მსაჯულებს. კალაჰანმა კვლევების შედეგად დაასკვნა, რომ ფსიქიკური აშლილობის გამო უდანაშაულოდ ცნობილი ინდივიდები უფრო მეტად უფროსები არიან ასაკით, არიან ქალები, მეტად განათლებულები და მარტოხელები, აქვთ მკურნალობის კლინიკაში გავლის ისტორია. თუმცა, არსებობს საქმე, რომელშიც ბრალდებული, ფსიქიკურად დაავადებული ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს არ შეესაბამება, მაგრამ დამნაშავედ ცნეს. საქმე ეხება ანდრეა იეითსის საქმეს, რომელმაც საკუთარი შვილები აბაზანაში დაახრჩო. მას ჰქონდა ფსიქიკური აშლილობის ისტორია, პოსტნატალური ფსიქოზი, მაგრამ მაინც მიუსაჯეს ციხე
როდის გამოიყენება უფრო ხშირად ფსიქიკური აშლილობით დაცვა?
დაცვის მხარის ადვოკატები, როგორც წესი, არ ურჩევენ ბრალდებულებს, რომ  არგუმენტი გამოიყენონ ფსიქიკურ აშლილობაზე , განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ბრალდებულის წინააღმდეგ სამხილები სოლიდურია. ფსიქიკური აშლილობის შესახებ არგუმენტს ძირითადად იყენებენ იმისთვის, რომ მოიპოვონ მკურნალობის უფლება, რაც, მისაღებია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება თავისუფლების უვადო აღკვეთას. მეორე მხრივ, კი ის ინდივიდები, რომლებიც მენტალური აშლილობის საფუძველზე უდანაშაულოდ არიან ცნობილი, დაახლოებით იმდენივე ხანს ატარებენ ინსტიტუციაში მკურნალობისთვის, რამდენ ხანსაც ისინი ციხეში გაატარებდნენ. თუმცა, ამის საწინააღმდეგო მაგალითია ჰინკლის საქმე. გამართლების შემდეგ მან მოიპოვა იმის უფლება, რომ ზედამხედველობის გარეშე მისულიყო საკუთარ მშობლებთან სახლში და საბოლოოდ, ინსტიტუციიდანაც მოახერხა თავის გათავისუფლება.
1992
წელს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ინდივიდი, რომელიც ფსიქიკური აშლილობის გამო გამართლებულია და იძულებულია, გაიგზავნოს შესაბამის ინსტიტუციაში, სრულად განკურნების შემდეგ განთავისუფლებული უნდა იყოს, რაც არ უნდა საშიში იყოს. რთულია იმის განსაზღვრა, ფსიქიკური დარღვევების აღმოფხვრა ბოლომდეა, თუ არა შესაძლებელი, ასე რომ, ასეთი ინდივიდები გათავისუფლებულები არიან პირობით ან საზოგადოებრივი განკურნების (community treatment) ბრძანებით. ამითი მენტალური ჯანმრთელობის ავტორიტეტებს საშუალება აქვთ, აკონტროლონ პაციენტები
  
ფსიქიკური აშლილობის ფონზე ჩადენილი დანაშაულის დადგენის სტანდარტები
ფსიქიკური აშლილობის ფონზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ კანონს, ბრიტანული სასამართლო  უკვე 700 წელზე მეტია იცნობს.
აშშ-ში რომლის კანონმდებლობა ბრიტანულის მსგავსია არსებობს მენტალური არასტაბილურობის დადგენის და განსაზღვრის სხვადასხვა სტანდარტები
, მაგრამ გამოყოფენ მხოლოდ ფართოდ გავრცელებულ სამ მოდელს: ნათენის (M'Naghten) ბრანერის (Brawner) და დურჰემის (Durham) წესებს.  ფსიქიკური აშლილობის ყველა სტანდარტი  ეფუძნება ორ ძირითად კრიტერიუმს, ირაციონალურობას და იძულებას.  ადამიანის ირაციონალური აზროვნება შეიძლება განპირობებული იყოს მენტალური პროცესების უკონტროლობით ან   იძულება წარმოადგენდეს უკონტროლო ქცევის მიზეზს დანაშაულის ჩადენისას.  აბსოლუტური პასუხისმგებლობის განსაზღვრისას  ზოგიერთი კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ ირაციონალურობის კრიტერიუმს.


ნათენის წესი

 
ნათენის წესი (მეთოდი) მე-19 საუკუნიდან არსებობს,  მისი საბოლოოდ ფორმულირება კი 1843 წელს მოხდა, როდესაც შოტლანდიელ ხისმჭრელ დანიელ ნათანს ადამიანის მკვლელობისთვის გამამართლებელი განაჩენი დაუდგინდა. მას მიაჩნდა რომ ის იდევნებოდა კონსერვატიული პარტიის და მათი ლიდერი, პრემიერ  მინისტრის მიერ, მან მკვლელობის მიზნით შეცდომით   მოახდინა გასროლა იმ ეტლის მიმართულებით რითაც გადაადგილდებოდა პრემიერ მინისტრის მდივანი და არა თვით პრემიერი. ცხადი იყო რომ მან ჩაიდინა კრიმინალი, მაგრამ სასამართლომ ის მიიჩნია   შეურაცხადად, რის გამოც  მისი  დაპატიმრება იქნებოდა  არაჰუმანური გადაწყვეტილება. მისი შეურაცხადობა საბოლოოდ დადგინდა, იმ დროისთვის ბრიტანეთში აპრობირებული  "მხეცის ტესტის" (wild beast tes) გავლის შემდეგ და გადაყვანილი იქნა ბროუდმორის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც 22 წლის შემდეგ გარდაიცვალა.
მიუხედავად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, ხალხს სჯეროდა რომ დანიელ ნათანი გაცნობიერებულად მოქმედებდა და ის უნდა დაეპატიმრებინათ, ამიტომ სახელწიფომ მართლმსაჯულების ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ეს
 კანონი შეცვალა.
1851
წელს ნათანის წესი დამკვიდრდა შეერთებული შტატების სასამართლო სისტემაში. შტატებში ადამიანი არ არის პასუხიმგებელი კრიმინალურ ქმედებაზე თუკი მას აქვს გონებრივი (მენტალური) პრობლემები (დაავადება) რის შედეგადაც ის ვერ აცნობიერებს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს ან მოსალოდნელ  შედეგს.
ნათანის წესს ხშირად უწოდებენ  სწორ და არასწორ ტესტს (
right and wrong test) რომელიც ხაზს უსვამს კოგნიტურ ელემენტებს და დგინდებოდა გაცნობიერებულად იყო თუ არა ჩადენილი არაკანონიერი ქმედება, შეუძლია თუ არა პირს მორალური პრინციპებით კანონიერი და არაკანონიერი ქმედების განსაზღვრა. ამერიკის ზოგიერთ შტატში მენტალური მდგომარეობის დასადგენად აგრეთვე გამოიყენება  დამატებითი საშუალება, ნებისყოფის გამოსაცდელი იმპულსური ტესტი. ამ ტესტის თანახმად ადამიანი შეიძლება აცნობიერებდეს ჩადენილ დანაშაულს და შესწევდეს   კანონიერი და არაკანონიერი ქმედების გარჩევის უნარი, მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციაში, მაგრამ მისთვის არაკომფორტულ გარემოში სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად  კარგავდეს საკუთარი თავის  კონტროლს.  

 ბრანერის  და ამერიკის სამართლის ინტიტუტის წესი


სასჯელის კოდექსის მოდელმა განაპირობა შტატებში ბრანერის წესის ფართოდ გამოყენება, ფსიქიკური აშლილობის ფონზე ჩადენილი დანაშაულის დასადგენად. სასჯელის კოდექსის მოდელი
1962 წელს იქნა შემუშავებული ამერიკის სამართლის ინსტიტუტის მიერ. კოდექსის შექმნის მიზეზი იყო დანაშაულის კვალიფიცირება მომხდარიყო თანამედროვე, რაციონალური გზებით.
ბრანერის წესის თანახმად პირი არ არის პასუხიმგებელი ჩადენილ დანაშაულზე თუკი ამის მიზეზი არის მენტალური ავადობა ან მენტალური დეფექტის არსებობა.

პიროვნება შეიძლება არ იყოს  კრიმინალისადმი მიდრეკილი, თუმცა არც იმის  უნარი შესწევდეს რომ  ბოლომდე ჯდებოდეს კანონის ნორმებში. მენტალური და ემოციური პრობლემები აბსოლუტური სიცხადით უნდა იყოს წარმოდგენილი დანაშაულის ჩადენის მომენტში, პირს  არ უნდა გააჩნდეს  ქცევის კონტროლის უნარი. ნათენის წესისგან განსხვავებით ბრანერის წესით დამნაშავეს შეიძლება ნაწილობრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებისთვის, თუკი გარემო ფაქტორების ზემოქმედებამდე პიროვნებას არ აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობის ნიშნები.
ბრანერის წესში არსებობს დებულება, აგრეთვე ცნობილი როგორც გამაფრთხილებელი პუნქტი, სადაც მითითებულია რომ კონკრეტული მუხლით გათვალისწინებულ სასჯელზე თავის არიდების უფლება არ აქვთ პსიქოპათ და სერიულ მოძალადე პირებს, რომლებიც საზოგადოებაში მუდმივად არიან სოციალური დესტაპილიზაციის  გამომწვევები.
ბრანერის წესის მიხედვით ფსიქოპატები და ანტისოციალური ბუნების მქონე ადამიანები არ მიეკუთვნებიან ფსიქიკური აშლილობის,ავადობის ან მენტალური დეფექტის მქონე პირთა რიცხვს, მიუხედავად იმისა არიან თუ არა ისინი დიაგნოზირებული შშმ პირები.


დურჰემის წესი


დურჰემის წესის შექმნა მოხდა 1954 წელს  ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე სასამართლოს მიერ რომელმაც მოგვიანებით თვითონვე უარყო ის და ჩაანაცვლა ბრანერის წესით.  26 წლის, კოლუმბიის რეგიონის მკვიდრ მონტე დურჰამს მენტალური არასტაბილურობით გამოწვეული
 წვრილმანი ქურდობის  დიდხნიანი ისტორია ჰქონდა.   მისი დანაშაული იყო ძარცვა , მაგრამ ის იქნა გამართლებული იმ მიზეზით რომ არაკანონიერი ქმედება ჩადენილი იყო მენტალური ავადმყოფობის ან მენტალური დეფექტის საფუძველზე.
წესის დამატებითი  განმარტება მოხდა 1957 წელს
რის თანახმადაც უბრალოდ მენტალური პრობლემის არსებობა საკმარისი არ იყო სასჯელის ასარიდებლად , ფსიკიკურ აშლილობას გადამწყვეტი როლი უნდა ჰქონოდა  დანაშაულის ჩადენისას.
ბევრი შტატისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა დურჰემის წესის სიმარტივე, რადგან ის პირდაპირი და გასაგები იყო ნაფიც მსაჯულთათვის, რატომღაც მდგომარეობა მალევე შეიცვალა
, სასამართლო განხილვაზე ფსიქიატრებმა და  ექსპერტებმა გადაწყვიტეს, რომ მენტალური პრობლემების   არსებული განმარტება ბუნდოვანი და სუბიექტური იყო,რადგან ამ წესით იოლად შეიძლებოდა  ფსიქიკური პრობლემის მქონე ყველა ადამიანისთვის  გამოეტანათ გამამართლებელი განაჩენი ვისაც კი რაიმე  მსგავსი სახის  დარღვევა ან დეფექტი აღენიშნებოდა.
1980
წლამდე ამერიკულ სამართალში  გამოიყენებოდა ზემოთ ჩამოთვლილი მენტალური პრობლემების მაკვალიფიცირებელი ყველა წესი.
ამის შემდეგ  საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია  ჰინკლის გამამართლებელმა წესმა რომელმაც აღმოფხვრა ყველა  დამკვიდრებული შეხედულებები და წესები, აიძულა ოფიციალური პირები და ორგანიზაციები ეწარმოებიათ ახალი კვლევები
. ამერიკის ადვოკატთა და ფსიქიატრთა ასოციაციებმა სახემწიფოს შესთავაზეს ახალი უფრო შეზღუდული სტანდარტები. დაახლოებით 100 სხვადასხვა რეფორმა მოხდა  და 34 ცვლილება შევიდა კანონმდებლობაში, გართულდა დამტკიცება ფსიქიკური ავადმყოფობის, ასევე გამკაცრდა კონტროლი კლინიკებზე და ჯანრთელობის მდგომარეობის დასადგენად სპეციალურად   იწვევდნენ ექსპერტებს   კვლევითი ინსტიტუტიდან.   ეს იყო ყველაზე დიდი რეფორმა, ადამიანის მენტალური პრობლემების პრინციპების დადგენასთან დაკავშირებით, ამერიკის სამართლებრივ სისტემაში.


ფსიქიკური აშლილობოს ფონზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ აქტის რეფორმა


საზოგადოებაში არ ცხრებოდა კამათი ჰინკლის გამამართლებელი წესის დამკვიდრებით მისი წინამორბედი წესების გაუქმების გამო, მაგრამ კონგრესმა 1984 წელს ის მაინც მიიღო  და  ფედერალურმა სასამართლომ მასში მნიშვნელოვანი  ცვლილებებიც შეიტანა. კანონი მენტალური არასტაბილურობის დადგენის შესახებ კიდევ უფრო გამკაცრდა და მოხდა მისი ზოგადი ფორმულირება, რომ პირს არ შეიძლება დაეკისროს პასუხიმგებლობა დანაშაულებრივი ქმედებისთვის თუკი მას დაუდგინდება მძიმე ფსიქიკური აშლილობა ან დეფექტი და თუ მას არ შეუძლია  დანაშაულის არსის და  სიმძიმის განსაზღვრა. ფედერალურმა სტანდარტებმა ასევე გააუქმა ნათენის წესში არსებული ნებისყოფის გამოსაცდელი იმპულსური ტესტი, რომელიც დამნაშავისადმი ძალადობრივ მიდგომად აღიარეს. დანაშაულის ჩადენის მომენტში უბრალოდ ფსიქიკური აშლილობის არსებობა აღარ წარმოადგენა საკმარის მტკიცებულებას კანონით გათვალისწინებული  სასჯელისთვის თავის ასარიდებლად, ზოგადად  ადამიანის  კანონსაწინააღმდეგო აქტის აღქმის უნარის არარსებობა  და კლინიკური ნიშნების სიმძიმე გახდა მნიშვნელოვანი ფაქტორი სასამართლოსთვის. კანონის თანახმად საბოლოო, დასკვნითი გადაწყვეტილების მიღების უფლება დამნაშავის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ    მხოლოდ სასამართლოს მიენიჭა.

"დამნაშავე მაგრამ მენტალურად არაჯანსაღი"
Guilty but mentally ill ( GBMI)
მენტალური ჯანმრთელობის დადგენის ეს ალტერნატიული წესი ზოგიერთ შტატს 1975 წლიდან ჰქონდა მიღებული, პირველი იყო მიჩიგანი, 1992 წლისთვის კი
კიდევ 11 შტატში მიიღეს. წესის მთავარი ამოცანა იყო შეემცირებულიყო გამამართლებელი განაჩენის რიცხვი,  ფსიქიკური აშლილობის ფონზე ჩადენილი დანაშაულისა.
წესი თანახმად  პირს ეკისრება  პასუხიმგებლობა,  მაგრამ აგრეთვე გათვალისწინებულია  მისი ფსიქიკური მდგომარეობაც.
ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ ეს წესი არ ამართლებდა სამართლებრივ მიზნებს.
ამ წესით გასამართლებულ პირებზე დაკისრებული სასჯელი უფრო მკაცრი იყო იგივე დანაშაულისთვის, ვიდრე სხვა წესის გამოყენებით დასჯილი პირებისთვის,მაგრამ გამოიკვეთა ის ფაქტიც რომ ხშირ შემთხვევებში მსჯავრდებულები არ საჭიროებდნენ ფსიქოთერაპევტის დახმარებას ან სხვადასვა რეაბილიტაციას, არ ხორციელდებოდა  დანიშნული  მკურნალობის კურსი. მძიმე დანაშაულისთვის შემთხვევაში ხდებოდა პირის  საპროცესო გარიგების გზით, აღნიშნული ალტერნატიული  წესით გასამართლლება, მაგრამ კველევები და მეცნიერეული დასკვნები თანდათან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ამ კანონის ეფექტურობას.
წინამორბედ თავში განხილული იყო  რამდენიმე ფსიქიატრიული დიაგნოზი, როგორც გამამართლებელი ან ბრალის შემამსუბუქებელი გარემოება, ხოლო ინდივიდები, რომლებსაც ეს აშლილობები ახასიათებდათ მიჩნეული იყვნენ არაკომპერენტურებად, იმისათვის რომ გამკვლავებოდნენ სირთულეებს სასამართლო პროცესზე, ხოლო მათ მდგომარეობას შეურაცხადობას,იყენებდნენ როგორც თავდაცვას სასამართლო პროცესზე.
 აღნიშნულ თავში კი განვიხილავ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ აშლილობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადვოკატები ან სრულიად ათავისუფლებენ დანაშაულისგან და დიაგნოზი გამოიყენება როგორც გამამართლებებლი გარემოებაან მხარს უჭერენ მოთხოვნას ბრალდებულის შეზღუდული ქმედითუნარიანობის და შეზღდული პასუხისმგებლობის შესახებ, რაც ასევე გამოიყენება როგორც ბრალის შემამსუბექებელი გარემოება“.


რეფერატზე მუშაობდენ: : წურწუმია    ნუცა,
მამულაშვილი რეზი,
სამხარაძე მარიამი,
ღუდუშაური გიორგი,
ქათამაძე ლინდა.


No comments:

Post a Comment