Tuesday, March 6, 2018

ცრუ აღიარებითი ჩვენება



თუ წლების წინ მხოლოდ კითხვები ჩნდებოდა ამ თემის გარშემო, დღეს ამ კითხვებს პასუხებიც გაეცა. თუ 1908 წელს მხოლოდ ჰუგო მუზემბერგის[1] თვალით დანახული " მცდარი აღიარება " (untrue confessions)   არსებობდა, დღეს  ცრუ აღიარების სათაურის ქვეშ გაერთიანებულია მისი ტიპოლოგია, გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები, რომელთა აღმოჩენაც ხანგრძლივი კვლევების, დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების შედეგია.

 

ცრუ აღიარების ტიპები

ქესინმა და ვრითსმენმა (Kassin and Wrightsman)  სასამართლო ანგარიშებზე და ატიტუდების ცვლილების სოციალურ-ფსიქოლოგიურ თეორიებზე დაყრდნობით, გამოყვეს ცრუ აღიარების 3 ტიპი, რომელთა დღეს არსებული ფორმაც მკვლევრებისა და კანონის აღმასრულებლების მიერ იქნა დამუშავებული. ეს ტიპებია: ნებაყოფლობითი ცრუ აღიარება, დათანხმებული ცრუ აღიარება და გათავისებული ცრუ აღიარება.(Saul M. Kassin G. H., 2004)





 







ნებაყოფლობითი ცრუ აღიარება

ხანდახან ადამიანები საკუთარი სურვილით აღიარებენ დანაშაულს, პოლიციის ჩარევისა და ზეწოლის გარეშე. ეს არჩევანი მთლიანად მათ მოტივებსა და პირად საჭიროებებზეა დამოკიდებული. ქესინი და ვრითსმენი გამოყოფენ ნებაყოფლობითი ცრუ აღიარების შემდეგ მიზეზებს:(Gudjonsson, 2003)
v     ცუდი რეპუტაციის ქონის ავადმყოფური სურვილი. ასეთი ინდივიდებისთვის დამახასიათებელია ცნობადობის იმდენად ძლიერი სურვილი, რომ მზად არიან დაისაჯონ დანაშაულისთის, რომელიც არ ჩაუდენიათ. ისინი ასეთი დამახინჯებული ფორმით ცდილობენ თვითშეფასების ამაღლებას. მათ ხშირად პიროვნული აშლილობის დიაგნოზს უსმევენ. მაგ. 1932 წელს ჩარლს ლიმბერგის შვილის გატაცება და მკვლელობა 200_ამდე ადამიანმა აღიარა(Gudjonsson, 2003); 1980 წელს ჰენრი ლუკასმა ასობით გამოუძიებელი მკვლობა დაიბრალა, მარტო იმიტომ, რომ ისტორიაში ყველაზე ცივსისხლიანი სერიული მკვლელის სახელით შესულიყო(Saul M. Kassin G. H., 2004).
v     გაუცნობიერებელი სურვილი იმისა, რომ საკუთარი თავის დასჯით გამოისყიდონ წარსულში ჩადენილი დანაშაული. ამ შემთხვევაში დანაშაულის გრძნობა გამოწვეული შეიძლება იყოს, როგორც რეალური ისე წარმოსახული მიზეზებით. უფრო მეტიც, შეიძლება ეს გრძნობა არც კი იყოს დაკავშირებული კონკრეტულ დანაშაულთან. ამ გრძნობის ასეთი ფორმით განზოგადება, ძირითადად დეპრესიული ინდივიდებისთვისაა დამახასიაღებელი.(Gudjonsson, 2003)
v     პრობლემა როდესაც ინდივიდს არ შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს ფაქტები ან ფანტაზია. ამ შემთხვევაში ადამიანს არ შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს ნამდვილი მოვლენები (ის რაც რეალურად გამოსცადა), მის მიერვე წარმოდგენილი, მოფიქრებული და დაგეგმილი მოვლენებისგან. ეს შეიძლება ე.წ. „რეალობის მონიტორინგის“ დარღვევით იყოს გამოწვეული, რაც ძირითადად შიზოფრენიით დაავადებულებს აღენიშნებათ, მაგრამ სუსტი ფორმით შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გამოავლინოს სხვადასხვა მიზეზების გამო(Gudjonsson, 2003).
v     ნამდვლი კრიმინალის დაცვის სურვილი-ნებაყოფლობითი ცრუ აღიარების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ადამიანების ზემოქმედებითაც შეიძლება უდანაშაულო ადამიანმა აღიაროს დანაშაული. ოღონდ  ეს სხვა არ არის პოლიციელი, და არც დაკითხვის შედეგად მიიღება აღარება(Gudjonsson, 2003).

დათანხმებული ცრუ აღიარება

დათანხმებული ცრუ აღიარება არის პასუხი პოლიციის ძალადობაზე, სტრესსა და ზეწოლაზე. როგორც ქესინმა და ვრითსმენმა თავდაპირველად აღნიშნეს, დათანხმებული ცრუ აღიარება მიიღება ძალადობრივი დაკითხვის შედეგად. თუმცა თანამედროვე ეპოქაში იყენებენ არა ფიზიკურ ძალადობას, ადამედ ფსიქოლოგიურს. ოფშიმ და ლეომ (Ofshe and Leo) დაადგინეს „კლასიკური ძალადობრივი გავლენის“ ელემენტები - მუქარა და დაპირებები, რომლებიც შეიძლება გამომძიებლის მიერ  გამოხატული იყოს, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი ფორმით (თუმცა ეს არ შეესაბამება არც ნორმებს და არც კანონიერია). მათი გამოყეებით, სავარაუდო ბრალდებული აღიარებას აღიქვამს, როგორც სარგებლის მომტანს (სასჯელის შემსუბუქება, განთავისფლება), ხოლო უარყოფას დაპატიმრებად ან სასჯელის დამძიმებად(Leo, False Confessions: Causes, Consequences and Implications, 2009).
მუქარა და დაპირებები დათანხმებული ცრუ აღიარების ძირითადი მიზეზია, მაგრამ არა ერთადერთი. აქ ასევე გასათვალისწინებელია სტრესის ფაქტორი და პოლიციის მიერ განხორციელებული ზეწოლა. დაკითხვის პროცესი საკმაოდ სტრესული, დამღლელი და უსიამოვნოა. გამომძიებლის დამოკიდებულება სავარაუდო ბრალდებულის მიმართაც მნიშვნელოვანია, რადგან ის ძირითადად კატეგორიული, მომთხოვნი, მკაცრი, დამაბნეველი და მტრულად განწყობილია. სავარაუდო ბრალდებულის პირდაპირი დადანაშაულება მასში დისტრესის წარმოქმნას ისახავს მიზნად, ამისთვის კი მის თავდაჯერებულობას „უტევენ“, რათა თავი უძლურად და კუთხეში მიმწყვდეულად აგრძნობინონ. დაკითხვის პროცესი საათობითაც შეიძლება გაგრძელდეს, რაც ბუნებრივია ასუსტებს სავარაუდობრალდებულის წინააღმდეგობის გაწევის უნარს, იწვევს მის დაღლას და ზრდის მის შთაგონებადობას(Leo, False Confessions: Causes, Consequences and Implications, 2009).
მრავალი სტრესორის არსებობა, ერთად მოქმედებს სავარაუდო ბრალდებულის კოგნიტურ უნარებზე, ისე, რომ აღიარებას აღიქვამს ამ სტრესული სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთადერთ გზად(Leo, False Confessions: Causes, Consequences and Implications, 2009).


ცენტრალური პარკის მორბენალის ქეისი[2]
(Central park jogger case)
1989 წლის 19 აპრილს, 28 წლის ტრიშა მეილი, ცენტრალურ პარკში სირბილისას დაიჭირეს, გააუპატიურეს და სასტიკად სცემეს. მისი მდგომარეობა  იმდენად რთული იყო, რომ  20 დღე კომიდან ვერ გამოდიოდა, ხოლო როდესაც გონს მოვიდა არაფერი ახსოვდა მომხდარის შესახებ. ამ საშინელი დანაშაულის ჩადენისთვის 5 მოზარდი დააკავეს. მათი დაკითხვა 30 საათი გრძელდებოდა, რაც მათი აღიარებით დასრულდა. 2002 წელს, მათიას რეიესმა აღიარა მეილის გაუპატიურება რაც დნმ_ის ექსპერტიზამაც დაადასტურა.


გათავისებული ცრუ აღიარება


აღიარების ეს ფორმა ჩნდება მაშინ, როდესაც უდანაშაულო ადამიანი ინტერვიუირების პროცესში თანდათან იჯერებს, რომ დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, რომ არ ახსოვს დანაშაულის ჩადენის ფაქტი. გუდჯონსონი და მაკქეითი (Gudjonsson and Mackeit) აღნიშნავენ, რომ ასეთი აღიარება ე.წ. „მეხსიერების უნდობლობის სინდრომით“ (Memory distrust syndrome- MDS) არის გამოწვეული, რასაც განმარტავენ, როგორც გარედან მიღებული შთაგონების შედეგს, რის გამოც ადამიანი ვეღარ ენდობა საკუთარ მოგონებებს(Gudjonsson, 2003).
MDS_ის  არსებობა ორმა სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს:
1.                       ადამიანი ზუსტად ვერ იხსენებს რას აკეთებდა დანაშაულის დროს. (Gudjonsson, 2003)
2.                       დაკითხვის დაწყებამდე ადამიანმა იცის, რომ უდანაშაულოა, მაგრამ მოხერხებული მანიპულაციების შედეგად ეჭვი შეაქვს საკუთარ უდანაშაულობაში.(Gudjonsson, 2003)
ოფში აღნიშნავს 3 ძირითად მახასიათებელს, რაც განაპირობებს არა მარტო დანაშაულის დაჯერებას, არამედ მის გათავისებასაც... 
1.                       ავტორიტეტისადმი ნდობა
2.                       არათავდაჯერებულობა
3.                       მაღალი შთაგონებადობა

გათავისებული ცრუ აღიარება მიიღწევა 3 თანმიმდევრული ნაბიჯის შედეგად:
1.                       გამომძიებელი უდანაშაულო ადამიანს აეჭვებს საკუთარ უდანაშაულობაში, ეს კი ინტენსიური და ხანგრძლივი დაკითხვის შედეგია, სადაც ტყუილიც დასაშვებია. ამ საფეხურზე გამომძიებელი გამუდმებით ადანაშაულებს მას დანაშაულის ჩადენაში. ეწინააღმდეგება მის უარყოფებს ( ეუბნევა, რომ შეუძლებელია ის მართალი იყოს,რომ მისი არგუმენტები არალოგიკურია და ეწინააღმდეგება ფაქტებს) და მის წინააღმდეგ იყენებს არარსებულ მტკიცებულებებს. თავდაპირველად უდანაშაულო ადამიანი ფიქრობს, რომ გამომძიებელი ცდება და ცდილობს დაუმტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, მაგრამ შემდეგ ხვდება, რომ არავინ უჯერებს და განიცდის დისონანსს, რადგან ერთმანეტს ვერ უთავსებს საკუთარ უდანაშაულობას და პოლიციის (ავტორიტეტის) მიერ წარდგენილ „უტყუარ“ მტკიცებულებებს(Leo, False Confessions: Causes, Consequences and Implications, 2009).
2.                       სავარაუდო ბრალდებულის დასარწმუნებლად, რომ მან მართლა ჩაიდინა დანაშაული, გამომძიებელი ესაუბრება იმ მიზეზებზე, რატომაც შეიძლება არ ახსოვდეს მომხდარი ფაქტი. მაგალითად, ეუბნევა, რომ ნარკოტიკების ან ალკოჰოლის გავლენის ქვეშ იყო, რომ ეს პოსტრავმული სტრესის აშლილობის ბრალია, ყველაზე ხშირად კი ეუბნევიან, რომ ეს ფაქტი მისთვის იმდენად მძიმე იყო, რომ გონებამ თვითონ დაივიწყა(Leo, False Confessions: Causes, Consequences and Implications, 2009).
3.                       როდესაც უდანაშაულო ადამიანი დაიჯერებს მისი სავარაუდო ამნეზიის შესახებ, ის უკვე ფიქრობს,რომ დიდი ალბათობით, შეიძლება სწორედ მას ჩაედინა დანაშაული. და მიუხედავად მოგონებების არ არსებობისა ის უკვე მზად არის, ბოლო საფეხურის გასავლელად სადაც ის „აშენებს“ ე.წ. „აღიარების შემდგომ თხრობას“. მაგრამ მან არ იცის რა მოხდა. პარადოქსულ სიტუაციაშია, სჯერა, რომ ჩაიდინა დანაშაული, აღიარა კიდევაც, მაგრამ ვერაფერს იხსენებს და ფიქრობს, რომ თუ თავს ძალას დაატანს და კარგად ეცდება, ან წარმოიდგენს იმას თუ, როგორ შეიძლებოდა ჩაედინადანაშაული, მაშინ მოახერხებს ყველაფრის გახსენებას. მაგრამ რეალურად ის  დანაშაულის გახსენებას კი არა, მის გამოცნობას ცდილობს (Leo, False Confessions: Causes, Consequences and Implications, 2009).
მაშინ როდესაც უდანაშაულო ადამიანს სჯერა რომ მან ჩაიდინა დანაშაული, არ შეუძლია გაიხსენოს , როგორ ან რამოხდა, მაგრამ აქვს ინფორმაცია ამისშესახებ, ის აწყდება კოგნიტური სორს მონიტორინგის სირთულეს, რა დროსაც ის ვეღარ ანსხვავებს ნამდვილ მოგონებებსა და მისმიერვე წარმოქმნილ ფიქრებს, წარმოსახვის გამოყენებით ან გარეგანი, მეორადი წყაროსგან მიღებულ ინფორმაციას (მიმართულების მიმცემი კითხვები, ყურმოკრული საუბარი, მსხვერპლი სურათები, დანაშაულის ადგილის ნახვა) ერთმანეთისგან (kassin).
კვლევებით დასტურდება , რომ ნამდვილი ან წარმოდგენილი ობიექტები, ქმედებები ან მოვლენები, ადამიანმა შეიძლება არასწორად მიიჩნიოს საკუთარი აღქმისა და გამოცდილების ნაწილად. ასეთი ტიპის არევა კი მაშინხდება, როდესაც ფაქტების წარმოდგენა შესაძლებელია მარტივად, ადრე განცდილისა და ნანახის საფუძველზე. (უდანაშაულო ადამიანების მიერ ილუზიური მოგონებები იქმნება ფოტოების, ვერბალურად მიწოდებული ინფორმაციის , თვითმხილველთა მონაყოლისა და წარმოსახვის უნარის ჩართვით).წარმოსახვის უნარის გაფართოება (imagination inflation)  გულისხბობს პროცესს როდესაც წარმოსახვის "გავარჯიშებით" იზრდება ცრუ მოგონებები (kassin) ცრუმოგონებეს კი ადამიანი ქმნის იმისთვის რომ გაიმყაროს ის რისიც სჯერა (Gudjonsson, 2003).
ქესინი და ვრითსმენი აღნიშნავენ, რომ დათანხმებული ცრუ აღიარების უარყოფა, უდანაშაულო ადამიანის მიერ ხდება, მაშინ, როგორც კი დამთავრდება მასზე ზეწოლა და თავს მშვიდად იგრძნობს. გათავისებული აღიარების უარყოფა კი ხდება მაშინ როდესაც უდანაშაულო ადამიანი თავად დარწმუნდება რომ უდანაშაულოა. ის თუ ამისთვის რამდენიხანი დასჭირდება, უკვე ინდივიდუალურ შემთხვევაზეა დამოკიდებული (Gudjonsson, 2003).
ასევე აღნიშნავენ, რომ თუ დათანხმებული ცრუ აღიარება მიიღება ძლიერი და აშკარად გამოვლენილი მეთოდებით, გათავისებული ცრუ აღიარება უფრო რბილი და ნაკლებ ძალადობრივი მეთოდების შედეგია  (Gudjonsson, 2003).

  
                                                     


უდანაშაულო ადამიანის აღიარება შემდეგნაირად ჟრერს : „ამას მე გავაკეთებდი“, „ალბათ მე ჩავიდინე“, შესაძლოა მე გამეკეთებინა“ „ მემგონი მე ვიყავი“. ამ ფრაზებს ოფში და ლეო კონფაბულაციების გრამატიკას უწოდებენ. მათი თქმით ეს „ არათავდაჯერებული“ ენა , ცრუ აღარების ყველა ქეისში შეიმჩნევა. ჩვეულებრივ კი ეს ადამიანები აღიარებას უარყოფენ მას შემდეგ რაც მოშორდებიან დაგითხვის სიტუაციას. (აღიარების ეს ტიპი საკმაოდ იშვიათია დათანხმებულ ცრუ აღიარებით ჩვენებასთან შედარებით)(Leo, False Confessions: Causes, Consequences and Implications, 2009).
1973 წლის 29 სექტემბერს, სახლში დაბრუნებულ 18 წლის პიტერ რეილის დედა მკვდარი დახვდა. პოლიციამ ის დააკავა. მისი დაკითხვა 25 საათი გრძელდებოდა, ამ დროის განმავლობაში რეილის ისიც უთხრეს, რომ  მან სიცრუის ტესტი წარმატებით ვერ გაიარა, ბოლოს კი ეს დაკითხვა მისი დეტალური აღიარებით დამთავრდა:"  რაღაცაზე ვკამათობდით, მახსოვს როგორ ავიღე სამართებელი და როგორ გამოვჭერი ყელი, და როდესაც იატაკზე დაეცა მას გადავუარე რამდენჯერმე".[3]


პოლიციის მიერ დაშვებული 3 შეცდომა
იმის უკეთ გასაგებად თუ რატომაღარებენ ადამიანები დანაშაულს რომელიც არ ჩაუდენიათ, აუცილებელია გავიგოთ,როგორ ხდება უდანაშაულო ადამიანი პოლიციის სამიზნე, და რა ფსიქოლოგიურ მეთოდებს იყენებენ მის წინააღმდეგ დანაშაულის დეტალურად აღიარებამდე (Leo, False Confessions: Causes, Consequences and Implications, 2009).

არასწორი კლასიფიკაციის შეცდომა

როგორც დევისმა და ლეომ ( Devis and Leo) აღნიშნეს: „ ცრუ აღიარების ბილიკი იწყება მაშინ როდესაც პოლიცია უდანაშაულო ადამიანს ამოიღებს მიზანში“ (Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010). რომ არა ეს შეცდომა, არ იქნებოდა არც ცრუ აღიარება და არც არასწორად გამოტანილი განაჩენი.არასწორი კლასიფიკაციის შეცდომას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველი უკავშირდება დაკითხვის ტექნიკის სწავლების პროცესს. ამერიკაში პოლიციელებს არწმუნებენ, რომ მიღებული ცოდნის საფუძველზე შეუძლიათ იქცნენ ადამიანის სიცრუის ამომცნობ მანქანებად და ერთმანეთისგან მაღალი სიზუსტით განასხვავონ სიცრუე და სიმართლე. მაგ. დეტექტივებს ასწავლიან, რომ ადამიანი რომელიც არიდებს მზერას, იცვლის პოზას, ეხება თავის ცხვირს, იკვნეტს ფრჩხილებს, თავზე ხელს იკიდებს, თანამშრომლობაზე უარს ამბობს, ძირითადად უარყოფს ან პასუხის გაცემისგან თავს იკავებს ეს იმას ნიშნავს, რომ იტყუება, და თუ იტყუება, ესე იგი დამნაშავეა(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
გამომძიებლების ღრმა რწმენა, რომ ისინი სიცრუის დეტექტორები არიან არასწორიცაა და სახიფათოც.

არასწორია, რადგან სოციალური კვლევებით დადასტურდა, ადამიანის მიერ, სიცრუის არასწორად იდენტიფიცირების საკმაოდ დიდი მაჩვენებელი. ისინიც კი ვისაც რეგულარულად უწევთ ამ სფეროსთან შეხება, (დეტექტივები, პოლიგრაფ გამომცდელები, მოსამართლეები, ფსიქიატრები) სიცრუის ამოცნობას ალბათური სიზუსტით ახერხებენ. იგივე მაჩვენები აქვთ გამომძიებლებსაც(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
არ არსებობს ერთი ქცევითი, ან ფსიქოლოგიური რეაქცია, რასაც მხოლოდ მატყუარები ამჟღავნებენ, ან ქცევის ის ნიშანი, რომელიც გამოაშკარაავებს ტყუილის ან სიმათლის მთქმელს. ზუსტად ის ქცევა, მანერა ან ჟესტი რაც პოლიციელებს სიცრუის ამოცნობაში „ეხმარებათ“, შეიძლება უდანაშაულო ადმაიანმაც გამოავლინოს დაჯითხვის დროს. მიუხედავად ამ შედეგებისა, პოლიციელების ცნობილი მწვრთნელი რეიდი (Reid) და ასოციაციის პრეზიდენტი ჯოზეფ ბულკეი (Josep Bulkey) ამტკიცებენ, რომ ისინი უდანაშაულო ადამიანება არ კითხავენ(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
საფრთხე რასაც ე.წ. „სიცრუის დეტექტორი“ ადამიანები ქმნიან საკმაოდ აშკარაა, რადგან მათ შეუძლიათ სხეულის ენისა და ოდნავ უფრო მეტი ცოდნის საფუძველზე ადამიანი მიიყვანონ დამადანაშაულებელ დაკითვამდე და შემდეგ უკვე ცრუ აღიარებამდე. სიცრუის დეტექტორი ადამიანებისგან გამოწვეული საფრთხე მარტო ამით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვნად მატულობს გამომძიბელების თავდაჯერებულობა და მათ მიერვე გამოტანილი განაჩენების სიზუსტისადმი ნდობის ხარისხი, რაც ზრდის უდანაშაულო ადამიანებისთვის თავისუფლების დაკარგვის რისკებს(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
შეცდომით გამოტანილ წინასწარ განაჩენს, რომ ადამიანი მატყუარა და თაღლითია მივყავართ იქამდე რასაც მესნერი და ქესინი (Messner and Kassin) უწოდებენ “გამომძიებლის საპასუხო შეცდომას ”- ეს არის ტენდენცია ივარაუდო ადამიანის დამნაშავეობა მიახლოებითი ან სრული დარწმუნებულობის საფუძველზე. თავდაჯერებული გამომძიებელი, რომელიც უდანაშაულო ადამიანს მიიჩნევს დამნაშავედ, ნაკლები ალბათობით განაგრძობს ახალი ან არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოძიება/მოპოვებას და ნაკლებად იფიქრებს სხვა შესაძლო დამნაშავის არსებობაზე (Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
უკვე დამტკიცებული და საეჭვო აღიარებითი ქეისების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება იმისი თქმა, რომ გამომძიებლები საკუთარ თავს უფრო მეტად ენდობიან ვიდრე ობიექტურ სამხილებს. უჭირს იმისი აღიარება, რომ ისინიც შეიძლება ცდებოდნენ(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).

ძალადობის შეცდომა

როგორც კი დეტექტივები უდანაშაულო ადამიანს დამნაშავედ მიიჩნევენ, მათ მიმართ იყენებენ დამადანაშაულებელი დაკითხვს ტექნიკას, სადაც მათთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს აღიარებითი ჩვენების მოპოვებას. განსაკუთრებით მაშინ თუ მის წინააღმდეგ არ არსებობს სხვა მტკიცებულება (გარდა არასწორი კლასიფიკაციისა). საქმის დასაგვირგვინებლად დეტექტივებს აუცილებლად სჭირდებათ აღარება, მაგრამ თუ პოლიცია ადამიანს დამნაშავედ მიიჩნევს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მაშინ უკვე აღიარებით ჩვენება მნიშვნელობას კარგავს(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).აღიარება მნიშვნელოვანი მტკიცებულების ფორმაა გახმაურებულ საქმეებში, რადგან აქ პოლიციაზეც მიდის ძლიერი ზეწოლა, რომ რაც შეიძლება მალე გახსნან დანაშაული სხვა ობიექტური სამხილების არ არსებობის მიუხედავად.( ცრუ აღიარებითი ქეისების უმრავლესობა სწორედ მკვლელობებისა და გახმაურებული საქმეების ქეისებია).(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
ცრუ აღიარების ძირითადი მიზეზი  უდანაშაულო ადამიანების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობაა, სადაც იგულისხმება სავარუდო ბრალდებულის სიტუაციური აღქმითა და მოლოდინებით მანიპულირება და ასევე, უარყოფისàაღიარებით შეცვლის წაქეზება.ასევე, ფსიქოლოგიურ ძალადობაში გასათვალისწინებელია ორი რამ:
1.                       პოლიციელს სჯერა, რომ დაკითხვის ტექნიკის გამოყენებით (დაპირებებითა და მუქარით)მოერევა სავარაუდო ბრალდებულის ნებისყოფას.
2.                       სავარაუდო ბრალდებული ამ ტექნიკის გამოყენებით მიდის იმ დასკვნამდე, რომ სხვა გზა არ აქვს, გარდა გამომძიებლის მოთხოვნების შესრულებისა. (ძირითადად, ეს ორივე  პროცესი ერთნაირად მიმდინარეობს)(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
ფსიქოლოგიური ძალადობის მეთოდი ასევე შეიცავს ე.წ. მესამე საფეხურის ტექნიკი (Third degree technique) ზოგიერთ ელემენტს. მაგალითად: საჭმლის, ძილის, წყლის, ან საჭირო ოთახით სარგებლობის უფლებების შეზღუდვასა და იზოლირებას. თუმცა, თანამედროვე ეპოქაში მსგავსი მეთოდები იშვიათდ გამოიყენება. ყველაზე აქტიურად მაინც ფსიქოლოგიურ ძალადობას მიმართავენ. როგორც ოფში და ლეო (Ofshe and Leo) აღნიშნავენ „რეზინის შლანგის თანამედროვე ვარიანტი, არაპირდაპირმა მუქარამ შეცვალა“. დაკითხვისა და მუქარის უამრავი ფორმა არსებობს, რასაც გამომძიებლები ხშირად იმეორებენ, კარგად აუშავებენ და ზედმიწევნით ავითარებენ დაკითხვის დროს(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
რაც შეეხება ფსიქოლოგიური ძალადობის მეორე ფორმას - რის შედეგადაც სავარაუდო ბრალდებულები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ერთადერთი არჩევანი რაც მათ აქვთ გამომძიებლის მოთხოვნების შესრულებაა - აქ არ არის განსაზღვრული კონკრეტული მეთოდი, მაგრამ ის შეიძლება მივიჩნიოთ გამოკითხვის პროცესში გამოყენებული მეთოდების ერთიან შედეგად. დაკითხვის პროცესი თავიდანვე დაგეგმილი იყო, როგორც უსიამოვნო და სტრესული, ის კი უფრო სტრესული და უსიამოვნო ხდება, რაც უფრო დიდხანს გრძელდება. ასეთი დაკითხვის შედეგად ადამიანი იწყებს ფიქრს, რომ მისი უდანაშაულობის არავის სჯერა და დამადანაშაულებელი ფრაზების უარყობით, ის სიტუაციას უფრო გაირთულებს. ამიტომ ამ ყველაფრისგან დაღლილი ერთადერთ „გამოსავალს“ აღიარებაში ხედავს(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010)
იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ აღწევს დაკითხვის ფსიქოლოგიური დინამიკა ძალადობის ფორმას დაკითხვის პროცესი უნდა დავყოთ ორ საფეხურად: ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დარწმუნების.(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010)
დაკითხვის პირველ საფეხურზე გამომძიებელი სავარაუდო ბრალდებულს ადანაშაულებს ჩადენილ დანაშაულში და თავის გამართლების საშუალებას არ ძლევს. თუ სავარაუდო ბრალდებული ეტყვის, რომ მას აქვს ალიბი, გამომძიებელი მაშინვე შეტევაზე გადადის, რომ მისი არგუმენტი, არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არადამაჯერებელია ან უბრალოდ შეუძლებელი. ამ დრო კი ყველაზე ეფექტური იმ გამოგონილი მტკიცებულების წარდგენაა (არარსებული თვითმხილველის ჩვენება, ყალბი თითის ანაბეჭდი, პოლიგრაფის გაყალბებული სედეგი), რომელიც მის დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს. მთლიანი დაკითხვის/გამოკითხვის მიზანი სავარაუდო ბრალდებულის დარწმუნებაა იმაში, რომ ყველაფერი მის წინააღმდეგაა და რომ, დაპატიმრება, საქმის წარმოება ან გასამართლება გარდაუვალია(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
დაკითხვის ტექნიკის მეორე საფეხურის მიზანი სავარაუდო ბრალდებულის დარწმუნებაა, რომ აღიარებით მიღებული შედეგი, მისთვის ყველაზე დიდი სარგებლის (მორალურ, ზნეობრივ, პროცესუალურ, მატერიალურ, კანონიერ ან სხვა სახის) მომტანია ვიდრე წინააღმდეგობის გაწევა ან უარყოფა (Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
უდანაშაული ადამიანი, მას შემდეგ აღიარებს დანაშაულს რაც დარწმუნდება, რომ ის ერთადერთი რაციონალური არჩევანია. თანამედროვე დაკითხვის ტექნიკის ფსიქოლოგიური ლოგიკაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ირაციონალური აქციოს რაციონალურად(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).

კონტამინაციის შეცდომა

ფსიქოლოგიური ძალადობით აიხსნება ის თუ რატომ და როგორ იცვლება უდანაშაულო ადამიანის თავდაპირველი, დაჟინებული უარყოფა აღიარებით. მაგრამ აღიარება იმაზე მეტია ვიდრე მარტო იმისი თქმა, რომეს მან ჩაიდინა. ამ ჩვენების გასამყარებლად და მისი, როგორც მტკიცებულებითი მნიშვნელობის გასაძლიერებლად, აუცილებელია დეტალური აღწერა იმისა,თუ როგორ მოხდა დანაშაული. ამას კი აღიარების შემდგომი თხრობა (post-admission narrative) ეწოდება(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010). მაგრამ, საიდან გაჩნდა ეს დეტალები მის გონებაში? საიდან იცის უდანაშაულო ადამიანმა იმ დეტალების შესახებ, რაც მხოლოდ დამნაშავეს შეიძლება  სცოდნოდა?
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ხშირ შემთხვევაში, სწორედ დაკითხვის პროცესის დროს, და გამომძიებლის მიერ ხდება ამ ინფორმაციის მიწოდება. ტერმინი კონტამინაცია, რაც დაბინძურებას ნიშნავს, ზუსტად ამ პროცესს გულისხმობს, როდესაც გამომძიებელი უდანაშაულო ადამიანის გონებას დანაშაულთან დაკავშირებული დეტალებით „აბინძურებს“, რასაც გაუცნობიერებლადაც კი შეიძლება აკეთებდეს.(Leo & Cutler, Analyzing Videotaped Interrogations and Confessions, 2016).

სიტუაციური რისკ ფაქტორები

უკვე დამტკიცებული ცრუ აღიარებითი ჩვენებების შესწავლის საფუძველზე, გამოიკვეთა 3 სიტუაციური რისკ ფაქტორი. ესენია: დაკითხვის დრო, ყალბი მტკიცებულების გამოყენება და მინიმალიზაცია.

ზედამხედველობა და იზოლაცია

კონფიდენციალობის, იზოლირებულობისა და კონტროლის უზრუნბელსაყოფად, გამომძიებლები სვარაუდო ბრალდებულის დაკითხვას ახორციელებენ სპეციალური დაკითხვის ოთახში.(Saul M. Kassin S. A., 2009)
დაკვირვების შედეგად, როგორც ამერიკაში ისე ბრიტანეთში, აღმოჩნდა, რომ დაკითხვის პროცესთა უმრავლესობა მიმდინარეობს 30 წუთიდან 2 საათამდე. (ჩრდილოეთ ამერიკაში) განხილული 631 დაკითხვის პროცესის საშუალო ხანგრძლივობა, 1 საათსა და 36 წუთს შეადგენდა. ხოლო ყველაზე დიდი დრო 4 საათი და 21 წუთი დაფიქსირდა. რაც შეეხება დღეს უკვე დამტკიცებული, 125 ცრუ აღიარებითი ქეისების დაკითხვის ხანგრზლივობას, ისინი ამ შედეგებისგან ძალიან განსხვავდება(Saul M. Kassin S. A., 2009)(Kassin, 2008). დაკითხვების 34% გრძელდებოდა 6_დან 12 საათამდე, ხოლო 39% - 12_სან 24 საათამდე, მათი საშუალო ხანგრძლივობა  16.3 საათს შეადგენს(Kassin, 2008). რათქმაუნდა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 6 საათს გადაჭარბებული დაკითხვის პროცესი „ძალადობად“ არის შეფასებული (Saul M. Kassin S. A., 2009).
გასაკვირი არცაა, რომ ცრუ აღიარებითი ჩენება ხანგრძლივი დაკითხვების შედეგად მიიღება. მთელი ამ დროის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანმა მიიღოს მისთვის ამ დროს ყველაზე საჭირო მიკუთვნებულობის გრძნობა, აფილაცია და სოციალური მხარდაჭერა, ის დამადანაშაულებელი ფრაზების უარყოფით ცდილობს საკუთარი სიმართლიდ დაცვას(Saul M. Kassin S. A., 2009).
საზოგადოებისგან ხანგრძლივი იზოლაცია, იწვევს დეპრივაციის ფორმებს, რაც ზრდის დისტრესს და ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის სურვილს(Saul M. Kassin S. A., 2009). დაკითხვის პირობებსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული ძილის დეპრივაციაც. ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ძილის დეპრივაცია, რომელსაც თან ახლავს ხანგრძლივი იზოლაცია ზდრის სხვათა გავლენის ქვეშ მოქცევის ალბათობას და ასევე აძნელებს რთული ამოცანების გადაწყვეტას. ძილის დეპრივაცია ასევე საგრძნობლად ასუსტებს ყურადღების გამძლეობას, საღად აზროვნების უნარს და ზრდის მიმართულების მიმცემ შეკითხვებზე შთაგონებულ პასუხებს. წიგნში „ფსიქოლოგია და წამება“ სულფერდი (Sulferd) აღნიშნავენ, რომ ძველად ძილის დეპროვაცია ერთ-ერთი ყველაზე გავრძელებული მეთდი იყო ომში ტყვედ ჩავარდნილების ასალაპარაკებლად      (Saul M. Kassin S. A., 2009).

ყალბი მტკიცებულებების წარდგენა

სავარაუდო ბრალდებულის იზოლაციის შემდეგ, გამომძიებელი ცდილობს ის გაწეული წინააღმდეგობის უშედეგობასა და გარდაუვალ შედეგებში დაარწმუნოს. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მას არ შეუძლია შედეგების შეცვლა, კვლევებითაც დასტურდება, რომ ასეთ დროს მისი კოგნიტური და მოტივაციური შესაძლებლობები სუსტდება, რაც თავის მხრივ ზრდის მისი დათანხმების დონეს (ისე რომ მოსალოდნელი შედეგი დადებითადაც შეიძლება მოეჩვენოს) (Saul M. Kassin S. A., 2009).
სავარაუდო ბრალდებულის პროტესტის დასაძლევად, გამომძიებელი იყენებს არარსებულ მტკიცებულებებს (თითის ანაბეჭდი, სისხლის ან თმის ნიმუში, თვითმხილველის ჩვენება), რისი დახმარებითაც უფრო მარტივად ზემოქმედებს მასზე (Saul M. Kassin S. A., 2009).
ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ არასწორი ინფორმაციის გამოყენება, მაგალითად, როგორიცაა - მოწმის ჩვენება, ტესტის შეცვლილი პასუხები, გაყალბებული ნიმუშები - ცვლის სიუჟეტის ვიზუალურ აღქმას, რწმენებს, სხვათა აღქმას, მათ მიმართ დამოკიდებულებას, მათ ემოციურ მდგომარეობას, ფიზიკურ მოწონებას, თვითშეფასებას, მოგონებებს ნანახ და განცდილ მოვლენებთან დაკავშირებით და მკურნალობის შედეგსაც კი ( მაგ. პლაცებოს ეფექტი)(Saul M. Kassin S. A., 2009).
ქესინისა და კიეჩელის (Saul M. Kassin and Kiechel) ერთ-ერთ ექსპერიმენტში, კოლეჯის სტუდენტები დაადანაშაულეს ტექსტის აკრეფვის დროს კომპიუტერის გამორთვაში, რაც იმ ღილაკზე თითს დაჭერამ გამოიწვია რაზეც თავიდანვე აკრძალული ჰქონდათ შეხება. დადანაშაულების შედეგად ზოგიერთმა სტუდენტმა აღიარებას ხელი მოაწერა, მაგრამ მას შემდეგ რაც ცრუ მაგიერმა ცდისპირმა  ზოგიერთ მათანს უთხრა, რომ თავად დაინახა როგორ შეეხო „აკრძალულ“ ღილაკს, აღიარების შედეგები გაორმაგდა 48%_იდან 94%_ამდე(Saul M. Kassin S. A., 2009).
ცნობილია, რომ იმ დაკითხვებზე სადაც მიღებულია ცრუ აღიარებები, ხშირად იყენებდნენ ყალბ მტკიცებულებებს. 1989 წელს, 17 წლის ბიჭი საკუთარი მშობლების მკვლელობაში დასდეს ბრალი, მიუხედავად იმისა, რომ მისი დამადანაშაულებელი მტკიცებულებები არ არსებობდა. ბიჭი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამტკიცებდა საკუთარ უდანაშაულობას, მაგრამ შემდეგ გამომძიებელმა უთხრა, რომ მისი თმის ნიმუში იპოვეს დედამისის შეკრულ მუჭში, და, რომ კომიდან გამოსულმა მამამ თქვა, რომ სწორედ ის დაესხა თავს ( სინამდვილეში მამამისი გონს არ მოსულა, და მომხდარიდან მალევე გარდაიცვალა). ამ ტყუილების გამოყენებით ბიჭმა დანაშაული აღიარა და მხოლოდ ამ აღიარების საფუძველზე 19 წელი გაატარა ციხეში(Saul M. Kassin S. A., 2009).



მინიმალიზაცია

მას შემდეგ რაც სავარაუდო ბრალდებული უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდება და სასოწარკვეთა შეიბყრობს, გამომძიებლები ე.წ. თემის განვრცობის ეტაპზე, ცდილობენ მორალურად გამართლებული მიზეზების გამოყენებით აღიარება წარმოუდგინონ, ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთადერთ გზად. ამისთვის კი ეუბნევიან, რომ დანაშაული სპონტანურად ჩაიდინეს, სრულიად შემთხვევით, ან ამ დროს იყო გაღიზიანებული, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ(Saul M. Kassin S. A., 2009).
მინიმალიზაციის ტექნიკა, რაც სავარაუდო ბრალდებულის მიმართ შემწყნარებლობის გამოჩენას გულისხმობს, უადვილებს კუთხეში მიმწყვდეულ ადამიანს აღიარების პროცესს. ამ დასკვნაზე 2 ფსიქოლოგიური ფაქტორი მიუთითებს:
              I.     პირველი ეხება ნორმას, როდესაც მხარდაჭერით ან დაჯილდოებით ყალიბდება რწმენები და ქცევის პატერნები. თორნდაიკმა და სკინერმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები დადებითად რეაგირებენ ჯილდოზე და აღქმული შედეგის შესაბამისად მოქმედებენ. უახლესი კვლევებით, რაც ადამიანის მიერ გადაწყვეტილებების მიღებას ეხება, მტკიცდება, რომ ხალხი მარტივად ექცევა იმ შედეგების გავლენის ქვეშ, რომლების სწრაფად მიიღება(Saul M. Kassin S. A., 2009).
           II.     მეორე ნორმა ეხება პრაგმატული გადაწყვეტილების კოგნიტურ ფსიქოლოგიას. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც ადამიანები კითხულობენ ტექსტს ან ისმენენ ინფორმაციას, იმახსოვრებენ არა ზუსტად იმ გაგონილს ან მოსალოდნელს, არამედ იმას რაც მათ, თავად იგულისხმეს. მაგალითად, როდესაც ხალხი კითხულობდა წინადადებას რომ : „ ქურდი მიდის სახლში“, მოყოლისას ამბობდნენ, რომ კურდმა გატეხა სახლი. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი ნავარაუდევი შინაარსის საფუძველზე იცვლება კომუნიკაციის ფორმაც(Saul M. Kassin S. A., 2009).
კვლევები ადასტურებენ, რომ ხალხის მიმართ გამოვლენილი მხარდაჭერით მათზე გავლენის მოხდენა ბევრად მარტივია. და საუბრის დროს დანაშაულის მინიმალიზაცია, რომ ყველაფერი სპონტანურად მოხდა, სრულიად შემთხვევით ან სხვისი ზეწოლით, ადამიანების მიერ აღიქმევა, როოგრც შეწყალება, მაშინაც კი თუ ამას პირდაპირ არ ეუბნევიან(Saul M. Kassin S. A., 2009).
125ზე მეტი დაკითხვის ჩანაწერისა და ტრანსკრიპტების შესწავლის საფუძველზე ლეომ და ოფშიმ აღმოაჩინეს, რომ ამ ტექნიკებს ხშირად იყენებდნენ (Saul M. Kassin S. A., 2009).

დისპოზიციური რისკ ფაქტორები

დისპოზიციურ რისკ ფაქტორებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს სავარაუდო ბრალდებულის ასაკი და მისი გონებრივი შეზღუდულობის დონე. 200_ამდე დნმ_ის ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ცრუ აღიარების 35% 18 წლის ან უფრო ახალგაზრდები იყვნენ ან/და განვითარებაში შეფერხება აღენიშნებოდათ.

მოზარდობა და მოუმწიფებლობა

არსებობს მყარი მტკიცეულება იმისა, რომ მოზარდების დაკითხვისას, მათ მიერ მიცემული არანებაყოფლობითი ცრუ აღიარებითი ჩვენებების რისკი საკმაოდ მაღალია. მათი რაოდენობა, დრიზინისა და ლეოს მიერ შესწავლილი ცრუ აღიარებით ქეისებში, 35%_ს შეადგენს, რომლებიც 18 წელზე პატარები არიან, მათგან ნახევარზე მეტი კი (55%) 15 წლის ან უფრო პატარაა(Saul M. Kassin S. A., 2009).
კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვები და მოზარდები იმაზე ნაკლებად არიან მომწიფებულები/განვითარებულები, ვიდრე მოზარდები, რის გამოც ისინი იმპულსურად იღებენ გადაწყვეტილებებს, ვერ ახერხებენ მათი ქმედებების უარყოფითი შედეგების განსაზღვრას, სარისკო ქმედებებისკენ არიან მიდრეკილები და მარტივად ექცევიან უარყოფით გავლენების ქვეშ. ამავე კვლევების საფუძველზე ასევე დგინდება:
o          ადრეული მოზარდობის პერიოდი ემთხვევა პუბერტატის დადგომას, რაც მაღალ ემოციურ აღგზნებადობაში, განსხვავებული სეგრძნებების ძიებასა და დაჯილდოების მოთხოვნილებაში ვლინდება(Saul M. Kassin S. A., 2009).
o          შუა მოზარდობის პერიოდში, იზრდება აფექტურად წარმოქმნილი სარისკო და პრობლემური ქცევები(Saul M. Kassin S. A., 2009).
o          გვიანი მოზარდობის პერიოდში ტვინის ფრონტალური ნაწილი კვლავ განვითარების პროცესშია რომელიც ქმედითუნარიანობის რეგულაციასა და ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი(Saul M. Kassin S. A., 2009).
           მოზარდების განვითარების შეზღუდვები და შესაძლებლობები, პირდაპირ კავშირსია იმასთან თ როოგრ მოიქვებიან ისინი დაკითხვის ოთახში. ჯასტის კენედიმ (Justice Kennedy) გამოყო 3 ძირითადი ნიშანი რითაც მოზარდები და ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, და  რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსამართლემ მანამ, სანამ მოზარდის ბედს გადაწყვეტს(Saul M. Kassin S. A., 2009).
1.                       მოწიფულობის ხარისხი და პასუხისმგებლობის დონე - მოზარდებს მოზრდილებთან შედარებით ნაკლებად აქვთ განვითრებული.
2.                       მოზარდები მოწყვლადები არიან და მარტივად ექცევიან გარეგანი ზეგავლენის ან/და უარყოფითი გავლენის ქვეშ, განსაკუთრებით თანატოლების.
3.                       მოზარდებს პიროვნული და ხასიათის ნისნები არ აქვთ ისე კარგად ჩამოყალიბებული, როგორც მოზარდებს(Saul M. Kassin S. A., 2009).
მრავალი კვლევა ადასტურებს. რომ მოზარდი ბრალდბულებს და მოწმეებს, უწირთ სამართლებრივი სისტემის „გაცნობა“. მაგ.  16 ბავშვებსა და მოზარდებს არ შეუძლიათ სამართლებრივი ტერმინების გაგება(Saul M. Kassin S. A., 2009).
ნცნობილი ლაბორატორიული ექსპერიმენტში, სადაც მონაწილეებს აიძულებდნენ ეღიარათ ( აკრძალულ ღილაკზე თითს დაჭერით) კომპიუტერის გამორთვა, ასაკის მიხედვით ცრუ აღიარებითი ჩვენებების მაჩენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა(Saul M. Kassin S. A., 2009):
12_დან - 13 წლამდე  აღიარა 78 %_მა
         15_დან - 16 წლამდე  აღიარა 72 %_მა
         18_დან - 26 წლამდე აღიარა  59%_მა
მიღებული შედეგები შემდეგნაირად შეიძლება გავიგოთ: რაც უფრო პატარაა მოზარდი მით უფრო დიდია მის მიერ ცრუ აღიარებითი ჩვენების მიცემის ალბათობა და საკმაოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული ადრეული მოზრდილობის პერიოდიც.

კოგნიტური და გონებრივი შეზღუდვები

უმრავლესობა იქიდან რაც ითქვა მოზარდებზე, ეხებათ გონებრივად შეზღუდულ ადამიანებსაც - კიდევ ერთი ჯგუფი ვისაც ხშირად შეხვდებით ცრუ აღიარების ქეისებში.
გონებრივ ჩამორჩენაში იგულისხმება გარკვეულ სიმპტომთა ერთობლიობა, აშლილობები და ადაპტური ფუნქციონირების ხარისხი. ის განისაზღვრება IQ _ს 70 ან მასზე დაბალი მაჩვენებლით და ასევე სოციალური ნორმებთან ადაპტურობის, კომუნიკაციის, სოციალური და ინტერპერსონალური უნარების და თვითკონტროლის გაუარესებით(Saul M. Kassin S. A., 2009). მათ ასევე ახასიათებთ მომატებული მგრძნობელობა გავლენებისადმი, ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტაში ავტორიტეტული ფიგურისადმი მორჩილება და მათთვის სიამოვნების მინიჭების სურვილი. ხშირად ეძებენ მეგობრებს, იგონებენ, რომ რაღაც კონკრეტულ სფეროში ძალიან მაგრები არიან. ასევე აქვთ გაფანტული ყურადღება, ჩავარდნები მეხსიერებაში და ვერ აკონტროლებენ იმპულსურ ქცევებს(Saul M. Kassin S. A., 2009).
ზოგიერთი მკვლევარი ადასტურებს, რომ კოგნიტური შეზღუდვების მქონე ინდივიდებს აქვთ შეზღუდული ქმედითუნარიანობა, ეს მოსაზრება დაკითხვის პროცესთან დაკავშირებულ კვლევებს უკავშირდება(Saul M. Kassin S. A., 2009).
ოთხი ერთმანეთის პარალელურად მიმდინარე კვლევამ აჩვენა, რომმელიც“ მირანდას გაფრთხილების“ გაგებას უკავშირდებოდა, აჩვენა, რომ გონება ჩამორჩენილ ინდივიდებს საგრძნობლად უჭირთ მისი გააზრება. მაგალითად, ოკონელმა (O’ connel) აღმოაჩინა, რომ 50% იმ ხალხისა ვისაც სუსტი გონებაჩამორჩენილობა აღენიშნებოდათ, სწორად ვერ ახერხებდნენ მირანდას ხუთივე კომპონენტის გამეორებას(Saul M. Kassin S. A., 2009).
ევერინგტონმა და ფულერომ ( Everington and Fulero) იკვლიეს გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანების შთაგონებადობა. გუდჯონსონის შთაგონებადობის შკალის გამოყენებით ( GSS ) დაადგინეს, რომ ასეთი ადამიანები მიმართლების მიმცემ კითხვები მათ მასუხების მიმართლებასაც ცვლიდა(Saul M. Kassin S. A., 2009).

პიროვნება და ფსიქოპათოლოგია

ფსიქოპათოლოგიური აშლილობა დაკავშირებულია მცდარი რელობის მონიტორინგთან დამახინჯებულ აღქმასთან, სუსტი განსჯის უნართან, ცუდ თვითკონტროლთან(Saul M. Kassin S. A., 2009). უჭირთ ფაქტებისა და ფანტაზიის ერთმანეთსგან გარჩევა, ხშირად აქვს დანაშაულის გრძნობა, გაძლიერებული მღელვარება, ხშირად იბნევა, არ არის ასერტული, ეს თისებები ზრდის მათი მხრიდან ცრუ აღარებით ჩვენებების მიცემის ალბათობას (Leo, False Confessions: Causes, Consequences and Implications, 2009). ყველა ზემოთ ჩამოთლილი ერთად ან ცალ-ცალკე არასწორი ინფორმაციის წყარო შეიძლება გახდეს(Saul M. Kassin G. H., 2004). მათ მიერ მიცემული აღიარებით ჩვენება ნებაყოფლობითიც შეიძლება იყოს და უმცირესი ზეწოლის შედეგიც. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მენტალური აშლილობის მქონე ადამიანები მარტივად აძლევენ ცრუ აღიარებით ჩვენებას, ისე რომ ვერ აცნობიერებენ მათი აღიარების კონტექსტს და ვერ ხვდებიან , რომ საკუთრი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ(Leo, False Confessions: Causes, Consequences and Implications, 2009).

აღიარების გავლენა

აღიარების გავლენის შესწავლისას გამოიკვეთა მათი დამარწმუნებლური ძალა მტკიცებულებებზე. იმიტირებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ აღიარებას ყველაზე ძლიერი დამადანაშაულებელი ეფექტი აქვს ყველა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით(Kassin, 2008).
არსებობს 2 მიზეზი რატომაც მოსამართლეები და ნაფიცი მსაჯულები არასერიოზულად უყურებენ ცრუ აღარებას:(Kassin, 2008)
              I.     ცრუ აღიარება არადამაჯერებლად ჟღერს საღად მოაზროვნე ადამიანისგან. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი აღიარებს ზოგიერთი დაკითხვის ტექნიკის ძალადობრიობას, ისინი მაინც ვერ აღიქვამენ ცრუ აღიარების გამომწვევ ან მისი გაზრდის რისკ ფაქტორებს.
           II.     ცრუ აღიარება შეიცავს არა მარტო დანაშაულის აღარებას, არამედ ბევრი ისეთ რამის თქმასაც რაც მის სიმართლეზე მეტყველებს.
ცოსიალური კოგნიციის ძირითადი კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა აღიარების გავლენის პრობლემური მექანიზმები: „გვირაბის ხედვა“ და დათანხმების შეცდომა, რაც გავლენას ახდენს თვითმხილველთა აღქმაზე, სასამართლო ექსპერტების შემდგომ ნაბიჯებზე, და მათზე ვისაც წვლილი შეაქვთ სასამართლოზე დამოუკიდებელი მტკიცებულების წარდგენაში.

გვირაბის ხედვა და დათანხმების შეცდომა
გვირაბის ხედვის და დათანხმების გავლენის ფენომენი თავს იჩენს ყველა დაშვებულ შეცდომაში. გვირაბის ხედვა ფსიქოლოგიური პროცესია, რაც გულისხმობს ინდივიდის მიერ ერთ შესაძლო შედეგზე ორიენტირებას სხვა ყველაფრის არ გათვალისწინების ხარჯზე, ეს კრიმინალურ სამყაროში ვლინდება ტენდენციად - მოხდეს ფოკუსირება ადამიანის ბრალეულობაზე და ამის მიხედვით გადაირჩეს და გაიფილტროს ყველა მტკიცებულება(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
დათანხმების გავლენა ფსიქოლოგიური ტენდენციაა, გამომძიებელი ისეთ ინტერპრეტირებას უკეთებს მტკიცებულებას, რაც დაუდასტურებს აქამდე არსებულ მოლოდინებს და რწმენებს. და თავს აარიდებს ისეთ სამხილებს რაც არ გაუმყარებს ზემოთ აღნისნულთ(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
ეს ორივე ფენომენი გავრცელებულია კრიმინალური სამართლის სისტემაში და აღინიშნება ფაქტობრივად ყველა არასწორად გამოტანილ განაჩენში. მათი ახლო მიმოხილვა აშკარას ხდის, თუ რატომ  და როგორ ხდება დაკითხვის პროცესის შედეგან ცრუ აღიარების მიღება და ცრუ აღიარება რატომ მთავრდება არასწორად გამოტანილი განაჩენით(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
როგორც უკვე ვიცით, მიზეზი რის გამოც უდანაშაულო ადამიანს მიიჩნევენ დამნაშავედ, არასწორი კლასიფიკაციაა. ამ შეცდომის მიზეზი კი ზედმეტი თავდაჯერებულობაა. გვირაბის ხედვის საფუძველზე, მათ ნაადრევად, მაგრამ თავდაჯერებულად გამოაქვთ დასკვნა, რომ სავარაუდო ბრალდებული დამნაშავეა. შემდეგ კი დათანხმების შეცრომის გავლენით მხოლოდ იმ ინფორმაციას და მტკიცებულებას ეძებენ რაც მათ მოსაზრებას დაადასტურებს. ეს პროცესები ნაწილობრივ გამოწვეულია საგამოძიებო უწყებებისადმი ზეწოლით - ხელმძღვანელობის, ბრალმდებლების, დაზარალებულის, საზოგადოების, ოფიციალური პრებისა და მედიის მკაცრი მოთხოვნა, რომ მალე გამოიძიონ და გახსნან დანაშაული(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
გვირაბის ხედვის და დათანხმების შეცდომის პრობლემა „აღიარების შემდგომი თხრობის“ ფაზაშიც იჩენს თავს. დეტექტივები იშვიათად უშვებენ იმის ალბათობას, რომ ისინი შეიძლება უდანაშაულო ადამიანს კითხავდნენ და მათი თხრობა შეიძლება არ იყოს სწორი, ამის სათავე კი ჯოზეპ ბუკლის (Joseph Buckleys) განცხადებაა, რომ ისინი უდანაშაულო ადამიანებს არ კითხავენ... როდესაც გამომძიებელი ისმენს აღიარებას, ისინი ამას საკუთარი მოსაზრების დადასტურებად აღიქვამენ და აღარ ფიქრობენ რამდენად შეესაბამება აღიარება არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც ისინი დაკითხვას აგრძელებენ მანიპულაციური და შთაგონებადი ფრაზებით რათა შექმნან „კარგი აღიარება“ (Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
ეს პრობლემა არ მთავრდება გამომძიებლებთან. იგივე პროცესები მოქმედებენ პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის და ნაფიცი მსაჯულების შემდგომ ნაბიჯებზე და გადაწყვეტილებებზე. განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი იგებენ, წერილობით ან ხელმოწერით დადასტურებული აღიარებით ჩვენების შესახებ(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).
ხანდახან ადვოკატიც კი ექცევა გვირაბის ხედვისა და დათანხმების შეხდომის გავლენის ქვეშ. როდესაც მათ დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს დანაშაულს, აღარ ფიქრობენ, რომ ის შეიძლება უდანაშაულო იყოს(Leo, The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction, 2010).




 რეფერატზე მუშაობდა- ლიკა დარჩიაშვილი




გამოყენებული ლიტერატურა



  1. Gudjonsson, G. H. (2003). the psychology of interrogation and confession: a handbook. In G. H. Gudjonsson, The causes of false confessions (pp. 193-2016). Englans: WILEY.
  2. kassin, S. (n.d.). http://web.williams.edu. Retrieved from Kassin files: http://web.williams.edu/Psychology/Faculty/Kassin/files/Kassin_07_internalized%20confessions%20ch.pdf
  3. Kassin, S. M. (2008, August 1). False Confessions: Causes, Consequences, and Implications for Reform. Retrieved from http://journals.sagepub.com/: http://web.williams.edu/Psychology/Faculty/Kassin/files/Kassin%20(2014)%20-%20PIBBS%20review.pdf
  4. Leo, R. A. (2009, January 1). False Confessions: Causes, Consequences and Implications. Retrieved from https://www.ssrn.com/en/: https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=1328623
  5. Leo, R. A. (2010, January 27). The Three Errors: Pathways to False Confession and Wrongful Conviction. Retrieved from https://www.ssrn.com/en/: https://poseidon01.ssrn.com/delivery.php?ID=3810251210081200861080260290070841031210540400820310431060031081070851240810870870301180301221210330510201211150070260691080840280080220920000180781000771010920760040510820060970211220840811100980840200040060940
  6. Leo, R. A., & Cutler, B. L. (2016, April 1). Analyzing Videotaped Interrogations and Confessions. Retrieved from https://www.ssrn.com/en/: https://poseidon01.ssrn.com/delivery.php?ID=3980020170940870951140730280281170060240810900520240040691130680260810980040941200230161231210590111020190191001270000801221021140820270650440031270710670190810750310510101121170970820801060640731010871040040040
  7. Saul M. Kassin, G. H. (2004). The Psychology of Confessions: A Review of the Literature and Issues. Psychol Sci Public Interest, 49-53.
  8. Saul M. Kassin, S. A. (2009, July 15). Police-Induced Confessions: Risk Factors and Recommendations. Retrieved from https://www.ssrn.com/en/: https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=1483878























No comments:

Post a Comment