Pages

Monday, August 7, 2017

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და დანაშაული



              ბოლო 30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს „ნარკოტიკულ ბრძოლას“ იმ ადამიანების წინააღმდეგ რომლებიც ეწევიან არალეგალური ნივთიერებების ტრანსპორტირებას, გაყიდვას და გამოყენებას. ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკითხი ადრეც აქტუალური იყო. ეს იყო 1980 წელს, როცა სახელმწიფომ დაიწყო კონსერვატიული პოლიტიკის წარმოება  აკრძალული საქონლით ვაჭრობის და კოკაინის, ჰეროინის და მათ შორის მარიხუანას მოხმარების საპასუხოდ. ბილიონი დოლარები დაიხარჯა იმითვის რომ შეემცირებინათ ნარკოტიკების შემოტანა და დამნაშავედ ცნობილი ადამიანებისთვის მიესაჯათ ხანგრძლივი პატიმრობა.  2001 წლის 11 სექტემბრიდან ფედერალურმა და სახელმწიფო სამართალდამცავმა ორგანოებმა შეიცვალეს თავიანთი პრიორიტეტები, თუმცა უკანონო ნარკოტიკები მაინც მნიშვნელოვან სამიზნედ დარჩა.
  საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ზემოთაღნიშნული მიდგომები სამართლიანია. მაგალითად, ჩატარდა გამოკითხვა, სადაც მონაწილეობა მიიღო ათასმა შემთხვევითად შერჩეულმა ადამიანმა. რესპოდენტების ორი მესამედი ფიქრობდა რომ, ნარკოტიკული საშუალებების ყიდვა და გამოყენება იყო დანაშაულის ძირითადი მიზეზი. სხვების აზრით „ნარკოტიკული ბრძოლა“  არის კოლოსალური მარცხი, ის რეალურად ვერც ეფექტურ აკრძალვას ვერ ანხორციელებს და  ვერც ადეკვატურ რეაგირებას აკეთებს იმ გავრცელებულ პრობლემებზე, რომლებსაც ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენება წარმოშობს. დანაშაულისა და სამართალდარღვევის ეროვნული საბჭოს (NDDC) მიხედვით, ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენება პირველ რიგში განიხილება როგორც, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს საყოველთაო ჯანდაცვაში“. ბოლო წლებში გაიზარდა მოსაზრება იმის შესახებ რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გამოყენების დროს ჯანმრთელობის პრობლემასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე დანაშაულთან.

  სავარაუდოდ, ამერიკაში, ყოველ წელს იღუპება 16 000-ზე მეტი ადამიანი, ჭარბი დოზირების ან არალეგალური ნარკოტიკების არასწორედ მოხმარებისთვის და მინიმუმ 500 000 ადამიანი ხვდება საავადმყოფოებში ნარკოტიკებთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო. ძალიან ბევრ სერიოზულ პრობლემებსა და განსაცდელებში, ახალგაზრდები არიან ჩართულნი. მაგალითად, მაღალი დონის სისუფთავის ხელმისაწვდომობის პრობლემამ და დაბალფასიანმა ნარკოტიკებმა გამოიწვია გავრცელებული, ექსპერიმენტული ნარკოტიკების გამოყენების გაზრდა, საშუალო და უმაღლეს სკოლებშიც კი.
 
არასრულწლოვანთა მიერ ნარკოტიკების მოხმარება
 დღესდღეობით, არასრულწლოვანთა მიერ  უკანონო ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სოციალური პრობლემა. თუმცა ბოლო კვლევები გვიჩვენებს ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლის მოხმარების დონის საერთო ვარდნას ან გამოყენების კლებას ქვეყნის მასშტაბით. 2004 წელს 12 წლის ასაკს გადაცილებული 19,1 მილიონი ამერიკელი ანუ მთელი მოსახლეობის 7,9 პროცენტი იყენებდა უკანონო ნარკოტიკულ საშუალებებს (გამოიყენეს ნარკოტიკი ბოლო 1 თვის განმავლობაში). 12 დან 17 წლამდე ახალგაზრდების 10,6 პროცენტი მოიხმარდა უკანონო ნარკოტიკებს.ამ ასაკის ჯგუფში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნარკოტიკი მარიხუანა იყო. მოზარდობის პერიოდში ნარკოტიკების გამოყენება უკავშირდება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს, დევიანტურ და ანტისოციალურ ქცევას, მაღალი რისკის მქონე ქცევებს და დაბალ აკადემიურ მოსწრებას.
მოზარდები რომლებიც ხშირად გვევლინებიან, როგორც კანონდამრღვევი მოქალაქეები უფრო მეტად იყენებენ ნარკოტიკსა და ალკოჰოლს ვიდრე სხვა არასრულწლოვნები.

არასრულწლოვნების მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გავრცელება.
  ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 1994-დან 2003 წლამდე ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც დააპატიმრეს ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისთვის  (ყველა ნარკოტიკის ჩათვლით) გაიზარდა 22,9%-ით. თუმცა, მონაცემები გვიჩვენებს, რომ 1994 წელს, იმ ადამინებიდან რომლებიც სასჯელს იხდიდა ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების გამო, არასრულწლოვნები 11,8%-ს შეადგენდნენ. 10 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების ბოროტად მომხმარებელი ახალგაზრდების რაოდენობა იზრდებოდა, მათი პროპორციული მაჩვენებლი მომხმარებლების ზოგად მჩვენებელთან შეფარდებით კვლავ უცვლელი დარჩა და 11,6 პროცენტს შეადგენდა. თუმცა, ნარკოტიკების ტიპის პატერნები აშკარად შეიცვალა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში კოკაინის გამო დაპატიმრებული ახალგაზრდების რაოდენობა შემცირდა, არაორგანული ნარტკოტიკების მიზეზით დაკავების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.
  FBI “ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას“ განმარტავს როგორც , არალეგალური ნარკოტიკის გაყიდვა-წარმოებას ან შენახვას. ამ მხრივ, ანგარიში გვიჩვენებს, რომ არასწრულწლოანთა დაკავებას ძირითადად საფუძვლად ედო, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა და არა მოხმარება და წარმოება.
  აშშ-ში, როდესაც პიროვნებას ნარკოტიკების ბოროტად მოხმარების გამო აკავებენ დაპატიმრების სააგენტო იუსტიციის  დეპარტამენტს ნარკოტიკის ტიპის შესახებ უგზავნის ინფორმაციას. არსებობს ნარკოტიკების 4 ტიპი:
 1. ოპიუმი ან კოკაინი და მათგან წარმოებულები მორფინი, ჰეროინი, კოდეინი.
 2. მარიხუანა
 3. არაორგანული ნარკოტიკი.
 4. საშიში წამლები, როგორიცაა დემეროლი და მეტადონი.
  1994 წლიდან 2003 წლამდე კოკაინისა და ოპიუმის ბოროტად გამოყენების გამო დაპატიმრებული ახალგაზრდების რაოდენობა შემცირდა, მაშინ როცა მარიხუანას მოხმარება გაიზარდა.
  დღესდღეობით მარიხუანა კვლავ ითვლება დაპატიმრების ყველაზე ხშირ მიზეზად. მაგალითად, 1994 წლიდან 2003 წლამდე არასრულწლოვანი მამაკაცების მიერ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის,  წარმოებისა და შენახვისთვის დაპატიმრების მაჩვენებელი გაიზარდა 55,1 %-ით.
ვისგან ყიდულობენ არასწრულწლოვნები ნარკოტიკებს?
ბოლო კვლევების თანახმად, ცხრიდან ერთი სტუდენტი იტყობინება რომ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი ქონდა ნარკოტიკების ყიდვის ფაქტს, და უმეტესობა მათგანი, დაახლოებით 10%,  ამბობს , რომ ნარკოტიკები სკოლაში შეიძინა. დიდია ალბათობა იმისა, რომ ის ტუდენტები, რომლებიც რეგულარულად ყიდიან ნარკოტიკულ საშუალებებს, უფრო მეტად იქნებიან ჩართულები დანაშაულებრივ ქმედებებში, მათ შორის ძალადობის აქტებში, ძლიერი მარიხუანას მოხმარებაში და სხვა სარისკო ქმედებებში. ეს ახალგაზრდები ხშირად ექვემდებარებიან უფრო დიდ დილერებს სხვადასხვა ქალაქებსა და მეტროპოლიტებში. უფრო მეტიც, მათ არ აქვთ ძლიერი კავშირი ოჯახთან და ურჩევნიათ ასოცირებულები იყვნენ სხვა დევიანტური ქცევის მქონე თანატოლებთან, რომლებიც ყიდიან და მოიხმარენ ნარკოტიკებს. ბევრი მათგანი არის სხვადასხვა ბანდების წევრი. თუმცა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ. რომ ის სტუდენტები, რომლებიც იშვიათად ასაღებენ ნარკოტიკებს მეგობრებსა და ნათესავებზე, არ შეიძლება მოვათავსოთ იმ ადამიანთა კატეგორიაში, რომლებიც რეგულარულად ავრცელებენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს.

გენდერული განსხვავებები არასრულწლოვანთა მიერ ნარკოტიკების მოხმარებაში
კვლევების უმეტესობა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებასა და დამოკიდებულებაზე ჩატარებულია მამაკაცებზე. არსებობს მოზარდებში ჩატარებული რამდენიმე კვლევა, რომელიც ფოკუსირებულია გენდერულ განსხვავებებზე, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენებაზე, რომლებმაც გვიჩვენა, რომ მამაკაცები მრავალი სახის ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს უფრო დიდი რაოდენობით მოიხმარენ ვიდრე ქალები და მიდრეკილები არიან გამოსცადონ უფრო მეტი სახის სახიფათო ნივთიერებები. გარდა ამისა, იზრდება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები ცდიან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების სხვადასხვა ტრაექტორიებს. გოგონები, რომლებიც ნაკლებ ვალდებულებებს გრძნობენ სკოლისა და აკადემიური მოსწრების მიმართ, არიან მეტი რისკის ქვეშ, რომ მოგვიანებით შეექმნათ პრობლემები ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენების გამო.

უკანონო ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების შესახებ ექვსი თანმიმდევრული კვლევის შედეგები
ნარკოტიკსა და დანაშაულს შორის კავშირი შეიძლება განხილულ იქნეს ორი კუთხით: 1) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, გასაღება, დამზადება, ფლობა და დისტრიბუცია, რაც თავად წარმოადგენს დანაშაულს და 2) ის ფარმაკოლოგიური ეფექტი, რომელიც კონკრეტულ ნარკოტიკს აქვს ადამიანის ქცევაზე ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე განზრახვის ჩამოყალიბების პროცესში. ამ ორ ასპექტთან მიმართებით ჩატარებული კვლევების შედეგად ჩამოყალიბებულ იქნა 6 დასკვნა, რომელიც უფრო დეტალურად ქვემოთ იქნება განხილული. ეს დასკვნებია:
1.                თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის მოთავსებულია იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ნებისმიერი სხვა დანაშაულის ჩადენისთვის, რაც საგრძნობლად ზრდის პატიმართა რიცხოვნობას.
2.                როგორც წესი, დაკავებულებს შემოწმების შედეგად უდგინდებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტი.
3.                დაკავებულები და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირები, ხშირ შემთხვევაში, იყვნენ უკანონოდ მოხმარებული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, როდესაც ჩადიოდნენ იმ დანაშაულს, რომლისთვისაც დაკავებულები/თავისუფლება აღკვეთილები არიან.
4.                ზოგიერთ ბრალდებულს ჩადენილი აქვს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ნარკოტიკის მოხმარების სურვილის დასაკმაყოფილებლად. 
5.                ნარკო-ტრეფიკინგი ხშირად იწვევს ძალადობრივ დანაშაულს.
6.                რთულია ნარკოტიკული დანაშაულის კავშირების იდენტიფიცირება და გაზომვა/პროგნოზირება.
პირველ თანმიმდევრულ მიგნებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა გადატვირთულობის თავლსაზრისით: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის მოთავსებულია იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ნებისმიერი სხვა დანაშაულის ჩადენისთვის. (საპატიმრო (Jail) იმართება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ (ან იშვიათ შემტხვევაში - ცენტრალური ხელისუფლების მიერ) და როგორც წესი იქ განთავსებულნი არიან დროებით დაკავებული პირები, ბრალდებულები, რომელთა სასამართლო პროცესებიც ჯერ კიდევ მიმდინარეობსდა მსჯავრდებულები, რომელთაც სასჯელად დაენიშნათ 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ციხე (Prison) იმართება ცენტრალური ან ფედერალური ხელისუფლების მიერ და იქ მოთავსებული არიან თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირები, რომლებსაც სასჯელად დაენიშნათ 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა).
2002 წელს ჩატარებული „ნარკოტიკების მოხმარების თაობაზე ეროვნული კვლევის“ თანახმად, 12 წელს და ზემოთ ასაკის 19.5 მილიონი (8.3%) ამერიკელი არის ნარკოტიკების უკანონოდ მომხმარებელი. კვლევის მიზნებისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაში იგულისხმებოდა ნარკოტიკის უკანონოდ მოხმარება კვლევის ჩატარების დროისთვის 1 თვის განმავლობაში. FBI-ის მონაცემებით, 2004 წელს აშშ-ში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრეს 1.2 მილიონი ადამიანი. დანარჩენი 439 648 დაპატიმრებულ იქნა სპირტის კანონის დარღვევისთვის. 1999 წლის 1 ოქტომბრიდან 2000 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში 76 952 ბრალდებულიდან 27 274-ს (35.4%) ჩადენილი ჰქონდა ნარკოტიკული დანაშაული. აღნიშნულ ბრალდებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას (93.8%-ს) ჩადენილი ჰქონდა ნარკო-ტრეფიკის დანაშაული. ამ ბრალდებულთა უმრავლესობა (91.2%) მსჯავრდებულ იქნა და მათ აბსოლუტურ უმეტესობას (91.7%-ს) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა. 1998 წელს ნარკო-ტრეფიკინგისთვის მსჯავრდებულ იქნა 195 133 პირი, ხოლო ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის 119 443.
ყოველ მოცემულ წელს, დაპატიმრებულთა (როგორც საპატიმროს, ისე ციხის ბინადრებს) დაახლოებით 2/3-ს ჩადენილი ჰქონდა ნარკოტიკული დანაშაული ან რეგულარულად მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნულ პატიმართა მეოთხედს ჰქონდა მიმდინარე მსჯავრდება ან ბრალდება ნარკოტიკებთან მიმართებით კანონის დარღვევისთვის. 15% იყო მსჯავრდებული ან წარდგენილი ჰქონდა ბრალი ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის, ხოლო 9%-ს ნარკო-ტრეფიკინგისთვის. რაც შეეხება ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ციხის ბინადრებს, მათი 85% დაკავების დროისთვის მონაწილეობდა ნარკო-ტრეფიკში, მხოლოდ 5% იყო დპატიმრებული ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ თანდათან უფრო მზარდი ტენდენციით ხდება იმ ფაქტის აღიარება, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება წარმოადგენს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას, რომელიც ჩარევას და მკურნალობას მოითხოვს, მრავალ საზოგადოებაში არსებობს სასამართლო ნარკოტიკული დანაშაულებისთვის. აღნიშნულის თაობაზე ინიციატივა დაიბადა მაიამიში, ფლორიდაში 1989 წელს და მისი მიზანია არამოძალადე ნარკოდამოკიდებული ბრალდებულების მკურნალობისა და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვის გზით მათი გამოსწორება. თუ ბრალდებულები წარმატებით დაასრულებენ პროგრამას, ისინი არამარტო აღარ მოხვდებიან ციხეში ან საპატიმროში, არამედ რიგ ქვეყნებში არ დაუფუქსირდებათ ნასამართლობა ან სხვა კრიმინალური ჩანაწერი. დანაშაულის კვლავ ჩადენის მაჩვენებელი ნარკოტიკული დანაშაულების სასამართლოს მონაწილეების შემთხვევაში მერყეობს 5%-დან 28%-მდე, ხოლო წინამდებარე კურსდამთავრებულების შემთხვევაში იგივე მაჩვენებლი 4%-ზე ნაკლებია.
როგორც უკვე აღინიშნა, მეორე თანმიმდევრული მიგნება არის ის, რომ როგორც წესი, დაკავებულებს შემოწმების შედეგად უდგინდებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტი. 1999 წელს დაკავებულთა მიერ ნარკოტიკის მოხმარების მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში შეგროვებულ იქნა ინფორმაცია 30 000-ზე მეტი მოზრდილი დაკავებული მამაკაცისგან 34 სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილას და 10 000-ზე მეტი დაკავებული ქალისგან 32 ადგილას. გარდა ამისა, ინფორმაცია შეგროვებულ იქნა 9 ადგილას, 2 500-ზე მეტი არასრულწლოვანი დაკავებული ბიჭისგან და 6 ადგილას, 400-ზე მეტი დაკავებული არასრულწოვანი გოგონასგან. აღნიშნული ინფორმაციები გამოიყენება იმის დასადგენად, თუ რამდენი მოიხმარდა დაკავებულთა და დაპატიმრებულთაგან ბოლო დროს ნარკოტიკს.
მონიტორინგის პროგრამა მუდმივად ადგენს, რომ დაკავებული და დაპატიმრებული პირების მიერ ნარკოტიკის მოხმარება აშკარაა. მაგალითად, 1999 წელს, დაკავებული მამაკაცების დაახლოებით 50%-ს დაუდგინდა მინიმუმ ერთი სახეობის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი. საერთო ჯამში, დაკავებული/დაპატიმრებული მამაკაცების მიერ ნარკოტიკის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი 64%-ს შეადგენდა, ხოლო ქალების შემთხვევაშ - 67%-ს. ყველაზე ხშირად, დაკავებულ/დაპატიმრებულ მამაკაცებს უდგინდებოდათ მარიხუანას მოხმარების ფაქტი, რომელსაც მოჰყვებოდა კოკაინი. დაკავებული/დაპატიმრებული ქალების შემთხვევაში პირიქით - ყველაზე ხშირად უდგინდებოდათ კოკაინის მოხმარების ფაქტი, რომელსაც მოჰყვებოდა მარიხუანა და მეტამფეტამინი. რამდენიმე სახეობის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტიც ჩვეულებრივი მოვლენა იყო -  დაკავებული მამაკაცების დაახლოებით 1/4-ს დაუდგინდა 2 ან მეტი სახეობის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. აღმოჩნდა, რომ მარიხუანა არის ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი ყველა დაკავებულს შორის, განსაკუთრებით, დაკავებულ 15-20 წლის ბიჭებში. ფაქტობრივად, მარიხუანა იყო ყველაზე ხშირად მოხმარებული ნარკოტიკი არასრულწლოვანი და ქალი დაკავებულების შემთხვევაში, თუმცა, კოკაინთან და მეტამფეტამინთან ერთად მისი მოხმარების ფაქტის აღმოჩენა იშვიათად ხდებოდა. დაკავებულ მამაკაცებს შორის ყველაზე ხშირი იყო მარიხუანას მოხმარების ფაქტი, რომელსაც მოსდევდა კოკაინი.
მესამე თანმიმდევრული მიგნებაა ის ფაქტი, რომ დაკავებულები და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირები, ხშირ შემთხვევაში, იყვნენ უკანონოდ მოხმარებული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, როდესაც ჩადიოდნენ იმ დანაშაულს, რომლისთვისაც დაკავებულები/თავისუფლება აღკვეთილები არიან. 16-4 ცხრილი აჩვენებს, რომ ციხეში მოთავსებული მსჯავრდებულების დაახლოებით 1/4, ხოლო საპატიმროში მოთავსებული პირების დაახლოებით 1/3-ზე მეტი აღიარებს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის მათ მოხმარებული ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება.
მეოთხე მიგნების დასადასტურებლად, რომ ზოგიერთ დამნაშავეს ჩადენილი აქვს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ნარკოტიკის მოხმარების სურვილის დასაკმაყოფილებლად, უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ჯამში, პატიმართა 35%-ის განცხადებით, მათ დანაშაული ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების შესაძენი ფულის შოვნის მიზნით 1997 წელს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა 1/3-ზე მეტი ჩადენილი იყო პატიმრების მიერ ნარკოტიკისადმი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ეს ციფრი საკმაოდ მცირეა საზოგადოებაში დამკვიდრებულ იმ მოსაზრების გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკისადმი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქურდობა არის მეტად გავრცელებული.
მე-5 მიგნება არის ის, რომ ნარკო-ტრეფიკინგი ხშირად იწვევს ძალადობრივ დანაშაულს. არსებობს იმის აშკარა მტკიცებულებები, რომ ძალადობა თან ახლავს ნარკოდისტრიბუციას. ძალადობა წარმოიშვება მეტოქე კომპანიებს ან ბანდებს შორის, ან მყიდველსა და გამყიდველს შორის დაპირისპირების შედეგად. იმ ადგილებში, სადაც ხდება ნარკოტიკით ვაჭრობა, თავს იყრის ნარკოტიკი, დიდი ფული, იარაღი და ხალხი, რომელიც ძალადობას მიჩვეულია. ეს მიქსი ქმნის ძალადობის მაღალ საშიშროებას.
მე-6 მიგნება არის ის, რომ რთულია ნარკოტიკული დანაშაულის კავშირების იდენტიფიცირება და გაზომვა/პროგნოზირება. ნარკოტიკსა და დანაშაულს შორის კავშირი რთულია ოთხი ურთიერთკავშირის გამო: 1) ნარკოტიკის ფარმაკოლოგიკური ეფექტი, რომელიც ეხება ორგანიზმზე ნარკოტიკის ქიმიურ ზემოქმედებას; 2) ნარკოტიკული საშუალების მოხმარებლის ფსიქოლოგიური მახასიათებლები; 3) ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელშიც მიღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება; 4) ერთდროულად მოხმარებულ ნარკოტიკებთან კონკრეტული ნარკოტიკისთვის დამახასიათებელი ურთიერთქმედება. ფარმაკოლოგიკური ეფექტი მოიცავს ნერვული სისტემის მახასიათებლებს, ისეთებს, როგორიცაა ნეირომედიტორი ნივთიერებების რაოდენობა ნეირონებში, წონა, სისხლის შემადგენლობა და სხვა ნეიროფსიქოლოგიური მახასიათებლები, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ნარკოტიკული საშუალების ქიმიურ ეფექტზე. ფსიქოლოგიური ცვლადი მოიცავს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დროს პირის განწყობას, ნარკოტიკთან მიმართებით მის წარსულ გამოცდილებას და პირის მოლოდინებს ნარკოტიკული საშუალების ეფექტთან დაკავშირებით. ფისქოსოციალური ცვლადი მოიცავს იმ ატმოსფეროს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იქნა მოხმარებული. წარმოდგენილმა ადამიანებმა და მათმა მოლოდინებმა, ხასიათმა და ქცევამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ნარკოტიკისადმი პირის რეაქციაზე. ურთიერთქმედების ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია ნარკოტიკის ზემოქმედების ჭრილში, რადგან ნარკოტიკების უმრავლესობის მიღება ხდება სხვა ნარკოტიკთან კომბინაციით, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად.
იმის გასაგებად, თუ რა ეფექტი აქვს ნარკოტიკულ საშუალებებს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ფარმაკოლოგიური, ფსიქოლოგიური, ფსიქოსოციალური და ურთიერთქმედების სიდიდეები. იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ დანაშაულს აქვს კომპლექსური ხასიათი, ნარკოტიკული დანაშაულის კავშირების გაშიფვრა კიდევ უფრო რთულდება. ნარკოტიკულ საშუალებასა და დანაშაულს შორის კავშირი უფრო რთულდება ნარკოტიკის მოხმარების კულტუტულ, სუბკულტურულ და ეთნოგრაფიკულ ასპექტებში. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და კულტურის დამოკიდებულება და აღქმა კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებებისადმი, განსხვავებულია. კულტურის მიერ მინიჭებული უპირატესობები იცვლება ნარკოტიკული საშუალების ხელმისაწვდომობის, სამართალდამცავი ორგანოების პრიორიტეტების და კულტურისადმი დამოკიდებულების ცვლილების მიხედვით. ამასთან, დემოგრაფილმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნარკოტიკის პოპულარობა და ეპიდემია გაივლის ოთხ საფეხურს: საინკუბაციო პერიოდი, ექსპანსია, სტაბილური დონე და შემცირება. ინკუბაციის საფეხურზე მომხმარებლები ცდიან ახალ ნარკოტიკებს, სწავლობენ და ანვითარებენ მათი მოხმარების ტექნიკებს. ექსპანსიის საფეხურზე ფასი ეცემა, მარტივდება მოხმარება, იზრდება ხელმისაწვდომობის დონე და ყველაფერი ეს ზრდის ნარკოტიკის პოპულარობას. სტაბილური დონის საფეხურზე ნარკოტიკის მოხმარების მაჩვენებელი შედარებით მაღალი და მუდმივია. შემცირების საფეხურზე ნარკოტიკი განრიდებულია, როგორც წესი ახალი თაობის მიერ, და მის პოპულარობას ანაცვლებს ახალი ნარკოტიკი.

სამნაწილიანი კონცეპტუალური მეთოდი
         ნარკოტიკული დანაშაულის გაგების სასარგებლო მეთოდი არის პაულ გოლლდსტეინის სამნაწილიანი კონცეპტუალური მეთოდი(1985). გოლდსტეინი იდენტიფიკაციას უკეთებს ნარკოტიკული დანაშაულის სამ მთავარ სახეს, ესენია: (1)ფსიქოფარმაკოლოგიურად გამოწვეული დანაშაული; (2)სისტემური დანაშაული; (3) ეკონომიკური ფაქტორით განპირობებული დანაშაული.
       (1)გოლდსტეინის  ფსიქოფარმაკოლოგიური ტიპი ვარაუდობს, რომ ზოგიერთი ადამიანი, ნარკოტიკების და სხვადასხვა ქიმიური პრეპარატების  ხანგრძლივი ან ხანმოკლე მიღების შემდეგ ხდება ადვილად აღგზნებადი, ირაციონალური და ავლენს ძალადობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მოდელის მთავარი მოსაზრება არის ის, რომ ზოგიერთი ნარკოტიკის მიღება ადამიანს(თუნდაც აგრესიისკენ მიდრეკილების არ მქონეს) უბიძგებს აგრესიისა და სხვადასხვა კრიმინალური დანაშაულისკენ. ყველაზე გავრცელებული შეხედულება ფსიქოფარმაკოლოგიურ ძალადობაზე არის ის, რომ ის არის იშვიათი და უფრო ხშრად დამახასიათებელია ალკოჰოლისთვის, ვიდრე არაკანონიერი ნარკოტიკისთვის (Maccoun, Kilmer, & Reuter,2003 )
           (2)სისტემური დანაშაულის ტიპი ვარაუდობს, რომ დანაშაული წარმოიქმნება ნარკოტიკის ტრეფიკინგისა და დისტრიბუციის დროს, როდესაც ხდება დავა და მუქარა სხვადასხვა ნარკოტიკის მწარმოებელ ორგანიზაციებს შორის და  როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში ხდება მკვლელობების მიზეზი. ძირითადად ეს ტიპი მიუთითებს ნარკოტიკის ტრეფიკინგისა და დისტრიბუციის გავლენას აგრესიის გამოვლინებაზე და მსგავსია მეხუთე კვლელის შედეგისა.
            (3)ეკონომიკური ფაქტორებით განპირობებული დანაშაული მიუთითებს კრიმინალურ გამოვლინებებზე, რომელიც თან ახლავს ძვირიან ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებას, ამის მაგალითია ნარკოტიკის მომხმარებლების არაკანონიერი გზა, როგორიც არის ქურდობა, სასურველი დოზის მისაღებად. სავარაუდოდ, ძალადობრივი გზით ნარკოტიკის ძებნა და მისი მოხმარება არის დაუძლეველი დრაივი, მაშინაც კი, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემის და ცუდი სოციალური შედეგების წინაშე დგას ადამიანი. ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეული დანაშაული არის მსგავსი, ჩვენ მიერ, ზემოთ განხილული მეოთხე დაკვირვებისა. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ხსენებული  სამივე კატეგორია არის განხილული,  ფსიქოფარმაკოლოგიური ასპექტი, როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი, მაინც არის ყველაზე რთულად მხარდასაჭერი.
          სანამ დისკუსიას გავაგრძელებთ, მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ჩვენ ამ საკითხის განხილვისას, სახალხო პოლიციის მიმართ ვართ პატივისცემით გამსჭვალულები. როგორც თავის დასაწყისში ავღნიშნეთ, არსებობს უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, უნდა გააგრძელოს თუ არა მთავრობამ ნარკოტიკების მომხმარებლების იმავე სიმკაცრით დასჯა, როგორც ამჟამად ხდება. 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარმა შემთხვევამ პრიორიტეტები გადასცა ტერორიზმთან ბრძოლას. მიუხედავად ამისა ნარკოტიკული ზემოქმედება და მკაცრი დასჯები გრძელდება და ძირითადად ამაში ჩართულია რასობრივი უმცირესობის წარმომადგენლები. ასევე ეს წიგნი ორიენტირებულია ნარკოტიკების მომხმარებლების ქცევაზე, მკითხველი ასევე საქმის ყურში უნდა იყოს იმ უთანხმოების შესახებ, რომელიც პოლიციის სახელთან არის დაკავშირებული.
          
წამლის მთავარი კატეგორიები
       ფსიქოტროპული  წამლების 4 მთავარი კატეგორია: (1)ჰალუცოგენი ან ფსიქოტომიმეტიური;(2)სტიმულატორი;(3)ოპიატური ნარკოტიკი;(4)სედატიურ–ჰიპნოური ან დეპრესანტი.  ფსიქოტროპული წამალი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის განწყობაზე, აღქმაზე, ფიქრებზე და ქცევაზე. თემატიკას რომ არ გავცდეთ, ვფოკუსირდებით მხოლოდ კონკრეტულ წამლებზე, რომლებიც სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს ხალხს და ასოცირდება კრიმინალურ დანაშაულებთან, როგორებიცაა არალეგალური წარმოება, გაყიდვა და დისტრიბუცია კონტროლირებადი ნივთიერების. კონტროლირებადი ნივთიერება არის ნებისმიერი ფსიქოტროპული წამალი ან ქიმიური ნივთიერება, რომლის ხელმისაწვდომობა კანონით არის შეზღუდული.
კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შესახებ აქტი(CSA), მეორე თავი, რომელიც შეეხება ნარკოტიკის მოხმარების პრევენციას და კონტროლს, თავს უყრის ყველა ნივთიერებას, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული. ნივთიერებათა დაყოფა ეფუძნება მათ სამედიცინო და პოტენციურ უკანონო მოხმარებას.
კონტროლირებადი ნივთიერებები
 კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შესახებ აქტის მიზანი არის, აკონტროლოს განაწილება, კლასიფიკაცია, გაყიდვა და გამოიყენოს ის ფსიქოტროპული წამლები, რომლებსაც აქვთ ბოროტად გამოყენების პოტენციალი. თუმცა ტერმინი „ბოროტად გამოყენების პოტენციალი“ სპეციალურად არ იყო აღწერილი  CSA–ში. სიის კლასიფიკაციები დამყარებულია ნაღდ საფუძველზე, რომ წამალს შეუძლია შექმნას ჯანმრთელობის პრობლემები ან რისკის ქვეშ დააყენოს სხვა ინდივიდების უსაფრთხოება, ვინაიდან არსებობს მნიშვნელოვანი არაკანონიერი გადახრები სხვადასხვა ნარკოტიკულ არხებში. წამლის და სხვა სუბსტანციების განრიგის  შეცვლა, დამატება ან წაშლა ინიციატირებული შეიძლება იყოს ნარკოტიკული აღსრულების ადმინისტრაციისგან (DEA), ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტისაგან(HHS), ან პეტიცია რაიმე საინტერესო წვეულებიდან.
         ჰალუცოგენები ან ფსიქოდელიური, რომელიც შეიცავს LSD, მესკალინს, ფენციკლიდინს, კეტამინს, მარიხუანას და ჰაშიშს იქნება ჩვენი პირველი კატეგორია. სახელი იმიტომ ქვია ასეთი, რომ ხანდახან ისინი იწვევენ ჰალუცინაციებს, ჰალუცოგენები არიან ქიმიკალები, რომელიც იწვევს ადამიანის ცნობიერში რეალობის აღქმის დამახინჯებას.  არსებული რეალური სამყაროს სხვა  ალტერნატიული სამყაროთი შეცვლას. ასევე ადამიანებს, რომლებიც იყენებენ ჰალუცოგენებს შეუძლიათ იცხოვრონ, როგორც არარეალურ სამყაროში ასე რეალურში ერთდროულად. მარიხუანა მიეკუთვნება ჰალუცოგენს და ის უფრო მსუბუქია ხალხის იმ უმრავლესობისთვის, რომელიც მას იყენებს, მარიხუანა საკმაოდ გავრცელებული ნარკოტიკია, რომელიც ჰალუცოგენის კატეგორიაში არის შეყვანილი და მის სახელს ამოფარებული, რადგანაც ადამიანები შემცომით აიგივებენ დანაშაულს და ექსცენტრიულ საქციელს მარიხუანასთან. ფენციკლიდინი, რომელიც საკმაოდ ძლიერი ნარკოტიკია   ასევე ასოცირდება დანაშაულთან.
         შემდეგში ჩვენ განვიხილავთ სტიმულანტს, რომელსაც იმიტომ დაერქვა ეს სახელი, რომ ის ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ის შეიცავს ამფეტამინებს, კლინიკურ ანტიდეპრესანტს, კოკაინს, კოფეინს, ნიკოტინს და MDMA-ს.
          მეოთხე ჯგუფი შეიცავს ნარკოტიკებს, რომლებსაც აქვს დამამშვიდებლის და ტკივილგამაყუჩებელის ეფექტი. ჰეროინი– ნარკოტიკია, რომლის მოხმარებაც ადამიანებში იწვევს აღელვებას და მისი მომხმარებლები ხშირად სჩადიან ამა თუ იმ კრიმინალს.
          და ბოლოს, ალკოჰოლი და კლუბური ნარკოტიკები წარმოადგენს დამამშვიდებელ–ჰიპნოზურ სტრუქტურებს, რომლებიც ასუსტებს ცენტრალურ ნერვულ სისტემის ფუნქციონირებას. ბევრ მაგალითზე დაყრდნობით, დამამშვიდებელ–ჰიპნოზურ სტრუქტურებს შეუძლიათ ნერვული სისტემის დამშვიდება და მღელვარებისა და დაძაბულობის შემცირება. მაგალითები ასევე მოიცავს ალკოჰოლს და ბენზოდიაზეპინს.



ტოლერანტობა და დამოკიდებულება

უნდა განვასხვავოთ ორი ტერმინი, რომელიც გამოიყენება ლიტერატურაში ნარკოტიკებთან დაკავშრებით. ესენია ტოლერანტობა და დამოკიდებულება.  ტოლერანტობა, იგივე გამძლეობა ან შემწყნარებლობა,  წარმოადგენს ‘’ნარკოტიკის მიმართ პროგრესულად შემცირებად მგრძნობელობის (მგრძნობიარე) მდგომარეობას’’. ტოლერანტობა ვლინდება მაშინ,როდესაც ინდივიდს ესაჭიროება იმაზე დიდი დოზა რაც ბოლოს მიიღო, უკანასკნელი ეფექტის გასამეორებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,პიროვნება გახდა ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად შეჩვეული ნარკოტიკზე.
რაც შეეხება დამოკიდებულებას/დაქვემდებარებას, ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ან ორივე. ფიზიკური დამოკიდებულება შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ფიზიოლოგიური დისტრესი ან ფიზიკური ტკივილი, რასაც ადამიანი განიცდის, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში არ იყებს ნარკოტიკს. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ძნელია გნვასხვაოთ ფიზიკურისგან,თუმცა ის ხასიათდება გადაჭარბებული,დაუცხრომელი სურვილით გამოიყენო ნარკოტიკი ხელსაყრელი ეფექტისთვის ( ნებისმიერ დროს როცა საშუალება მოგეცემა). ეს ადამიანი დარწმუნებულია,რომ იმისთვის, რომ იყოს ნორმალურ,კარგ მდგომარეობაში სჭირდება ნარკოტიკი. ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ხარისხი იცვლება ადამიანიდან ადამიანამდე და ნარკოტიკიდან ნარკოტიკამდე.
დამოკიდებულების გამოვლინება ყველაზე ექსტრემალური ფორმით ხდება როცა, ადამიანის ცხოვრება გაჟღენთილია ფიქრებით ნარკოტიკის შესყიდვასა და მოხმარებაზე. ამან კი შესაძლოა მიიყვანოს დანაშაულის ჩადენამდე. ადამიანი რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დამოკიდებულია წარმოადგენს  ნარკოტიკზე ადიქტურ  პიროვნებას.
შესაძლოა გამოვლინდეს მეორადი ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაც. მაშინ როდესაც პირველადი დამოკიდებულება დაკავშრებულია ჯილდოსთან - ნარკოტიკებთან დაკავშირებულ გამოცდილებასთან (პოზიტიური განმტკიცება). მეორადი დამოკიდებულება წარმოადგენს სამომავლო ხედვას,მოლოდინს იმ ტკივილის თუ ავერსიული სტიმულისა, რომელიც შეიძლება ნარკოტიკის არ მიღებამ გამოიწვიოს. სწორედ იმიტომ, რომ ადამიანმა აიცილოს უსიამოვნო სტიმულები ის განაგრძობს ნარკოტიკის მიღებას (უარყოფითი განმტკიცება)


ჰალუცინოგენები
მარიხუანა არის ყველაზე პოპულარული არალეგალური ნარკოტიკი აშშ-ში (Substance Abuse and Mental Health Administration,2005).  კვლევები აჩვენებს, რომ მისი მოხმარება მცირედით შემცირდა უკანასკნელ ხუთ წელიწადში (Johnstone et al.,2006). 2004 წლისთვის 14.6 მილიონი (current) მომხმარებელი ჰყავდა მარიხუანას, მოსახლეობის 40%,ასაკით 12 წლის და ზევით აღნიშნავდა,რომ ერთხელ მაინც ჰქონდა გასინჯული მარიხუანა. დაახლოებით 3.2 მილიონი ადამიანი ყოველდღიურად იყენებს მარიხუანას. (Office of National Drug Control Policy,2005).
მარიხუანა ასევე ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი ახალგაზრდებში, გამოყენების რიგითობით მესამე ალკოჰოლისა და თამბაქოს შემდეგ. როგორც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ამბობენ, მარიხუანა არის ძალიან მარტივად მისაღები, ანუ ძალიან ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება დაპატიმრების შემთხვევებს,2004 წელს აშშ-ში შემთხვევების  39%  შეადგენდა მარიხუანას შენახვის ფაქტებს, 5% რეალიზება/გაყიდვა. მარიხუანა ხშირად მიიჩნევა როგორც მსუბუქი ნარკოტიკი,თუმცა ის არალეგალურია და თავისუფლების აღვეთით შეიძლება დასრულდეს მისი შენახვის თუ გავრცელებისი ფაქტები.
მარიხუანა სავარაუდოდ წარმოიშვა აზიიდან. არის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინტოქსიკანტი. ყველაზე ადრეული ცნობები აღმოჩენილია ჩინელი იმპერატორის- შენ ნუნგის წიგნში სამკურნალო საშუალებების შესახებ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2737 წელს. (Ray,1972).  მარიხუანას ერქვა ‘’ცოდვებისგან განმათავისუფლებელი’’ და რეკომენდირებული იყო ისეთი ავადმყოფობისთვის როგორიცაა ‘’ქალური სისუსტე’’,ყაბზობა და  აზროვნების შეუძლებლობა. სიტყვა მარიხუანა წარმოიშვა ‘’Mary Jane’’-დან. ეს არის მექსიკური სლენგი იაფფასიან თამბაქოსთან დაკავშირებით. მეორე ვერსიით სიტყვის წარმოშობა პორტუგალიურ ენას უკავშირდება. ‘’mariguano’’- რაც ინტოქსიკურს ნიშნავს. მარიხუანას გავრცელებული დასახელებებია  ბალახი (grass), მერი ჯეინი   (Mary Jane), აკაპულკოს ოქრო (Acapulco gold), pot, weed, reefer.

როგორ მზადდება მარიხუანა?
ნარკოტიკი მზადდება მცენარე კანაფისგან. ხარობს ორივე ტროპიკული და ზომიერი კლიმატის პირობებში. კანაფის სულ მცირე სამი სახეობა არსებობს - sativa, indica, ruderalis.  თითოეული განსხვავდება ფსიქოაქტიური ეფექტურობით. მცენარის ფსიქოაქტიური (ინტოქსიკაციური) თვისება ძირითადად ფისშია (resin) თავმოყრილი. იმ ქიმიური ნივთიერების (THC) კონცენტრაცია და ხარისხი,რომელიც განსაზღვრავს მცენარის ფსიქოაქტიურობას, ასევე განსაზღვრავს ფსიქოაქტიურობის ძალასაც. ხარისხის განმსაზღვრელი არის როგორც თვითონ მცენარე, ასევე დიდი როლი აქვს გარემოს: - მცენარის შტამი (strain), კლიმატი, ნიადაგის მდგომარეობა.  მაგალითად, მცენარე უკეთ ხარობს ტროპიკული კლიმატის,ნაკლები მორწყვის პირობებში. ბუნებრივია თუ ვიტყვით,რომ ტროპიკებში გაზრდილი კანაფი (მექსიკა, კოლუმბია, იამაიკა, ჩრდილოეთ აფრიკა) უფრო ძლიერი ფსიქოაქტიურობით ხასიათდება ვიდრე მაგალითად ამერიკული.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კანაფის ყველაზე გავრცელებული ფორმები/ექსტრაქტებია მარიხუანა და ჰაშიში. მარიხუანას მიღების წესი შემდეგია: ღეროს ჭრიან ბოლომდე,აშრობენ,აცილებენ თესლებს,ფოთლებს,ყვავილებს. ცნობილია, რომ მდედრი მცენარე,რომელიც ჯერ არ არის დამტვერილი შეიცავს უფრო მეტ THC-ს,ვიდრე მამრი. ჰაშიში არის არაბული სიტყვა და ნიშნავს მშრალ ბალახს. მისი მომზადება გულისხმობს იმ ფისის ჩამოფხეკას,რომელსაც გამოყოფს კანაფის ყვავილი. ჰაშიში იყიდება კუბების ან ნამცხვრების ფორმით. ის შეიცავს უფრო მეტ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას (THC) ვიდრე მარიხუანა. ჰაშიში არსებობს თხევადი ფორმითაც, რომელსაც უწოდებენ hash oil-ს. აღნიშნული სითხის ორი წვეთი სიგარეტზე საკმარისია იმ ფსიქოაქტიური ეფექტის გამოსაწვევად რასაც მაგალითად სჭირდება ‘’ჯოინთი’’-ეს გულისხმობს სიგარეტის ფორმის მსგავსად, ხელით შეხვეულ მშრალ მცენარეს.
ამერიკაში მარიხუანასა და ჰაშიშის მიღების ძირითადი ფორმა მოწევაა. ეწევიან ასევე სხვადასხვა ფორმით. იქნება ეს ‘ჯოინთი’’ თუ ‘’ბლანთი’’,რაც გულისხმობს დაფუღუროებულ სიგარას. ასევე პოპულარულია ჯოინთებისა და ბლანთების გაერთიანება სხვა ნარკოტიკთან მაგალითად კრეკი ან ფენციკლინი (PCP) და მათი ერთდროული მიღება. სხვა ქვეყნებში კანაფის მიღების განსხვავებულ ფორმებსაც შევხვდებით. მაგალითად ეს იქნება ჩაი ან შერეული საკვებთან.
კანაფის ფსიქოლოგიური ეფექტები ძალიან სუბიექტურია და დამოკიდებულია ბევრ განსხვავებულ ცვლადზე. აქედან გამომდინარე გენერალიზება საკმაოდ რთულია,არის ბევრი გამონაკლისი. კანაფზე რეაქცია,ისევე როგორც სხვა ფსიქოაქტიურ საშუალებებზე, დამოკიდებულია ფარმაკოლოგიური და ექსტრაფარმაკოლოგიური ფაქტორების კომპლექსურ ინტერაქციაზე. რეაქცია დამოკიდებულია მომხმარებლის ხასიათზე,მოლოდინებზე ნარკოტიკთან დაკავშირებით, იმ სოციალურ კონტექსტზე რომელშიც მოიხმარა ინდივიდმა და მის წარსულ გამოცდილებაზე ნარკოტიკთან დაკავშირებით. ექსტრაფარმაკოლოგიური ფაქტორების ძლიერი ზეგავლენა შეუძლებელს ხდის რომ მოვახდინოთ რაიმე ტიპის რექციათა კლასიფიკაცია ან შეიქმნას კვლევათა ბაზა. ეფექტი თითოეული ინდივიდისთვის განსხვავებულია. საერთო მახასიათებლები რაც შეგვიძლია გამოვყოთ,ანუ ის რაც ძირითადად ყველა მომხმარებელს უფიქსირდება არის,რომ იზრდება გულის შეკუმშვის სიხშირე, ასევე იზრდება პერიფერიული სისხლის მიმოქცევა და წითლდება თვალის ირგვლივ მემბრანები.



კანაფი და დანაშაული

1950-70იან წლებშ ბევრი კვლევა ჩატარდა კანაფის გამოყენების თანმდევი ეფექტების შესახებ, თუმცა ბევრ კვლევაში არ იყო მაგალითად დოზირების საკითხი გკონტროლირებული, ასევე ფსიქოლოგიური ცვლადები არიყო საკმარისად გათვალისწინებული,ექსპერიმენტული გარემო და ინსტრუქციები იყო შემთხვევითი და სხვა. კვლევები გვთავაზობდა იდეას,რომ შესაძლოა კანაფის მოხმარებასა და დანაშუალებრივ ქცევას შორის ყოფილიყო კავშირი,თუმცა ეს კავშირი ჯერ-ჯერობით არც ერთ კვლევას არ დაუდგენია,თუ არ ჩავთვლით კანაფის გაყიდვასთან და მოხმარებასთან დაკავშირებულ არალეგალურ ქმედებებს.
როგორც დამოუკიდებელი, ასევე სახელმწიფო კვლევები აჩვენებს,რომ პირდაპირი ზემოქმედება მარიხუანასა და კრიმინალს შორის არ არსებობს. ხელმისაწვდომი ლიტერატურის აქტიური გაცნობისა და განხილვის შემდეგ,  მარიხუანასა და ნარკოტიკზე დამოკიდებულების ეროვნული კომისია (National Commission on Marihuana and Drug Abuse) (1972, p. 470) მივიდა შემდეგ დასკვნამდე: ‘’ ამერიკული გამოცდილებით, არ არსებობს სისტემატიური ემპირიული მტკიცებულება იმ თეზისის მხარდასაჭერად,რომ მარიხუანას გამოყენება ყოველთვის ან უმეტეს შემთხვევაში იწვევს კრიმინალურ,ძალადობრივ,აგრესიულ ან დელიქვენტურ ქცევას  იქნება ეს თუ არა სექსუალური ბუნების. ასევე ამატებენ რომ, მარიხუანა, პირიქით, ანეიტრალებს კრიმინალურ ქცევას და ებრძვის აგრესიული ქცევების გამოვლენას.
THC-ს ერთ ერთი ეფექტია რელაქსაცია და ფიზიკური აქტივობის შემცირება. THC  იწვევს კუნთების სისუსტეს. აქედან გამომდინარე ძნელია დააკავშირო მისი მიღება აგრესიულ ან ძალადობრივ ქცევასთან. Tinklenbergსა და Woodrowს (1970) მიხედვით, მარიხუანას მომხმარებლები ნაკლებად არიან მიდრეკილნი ძაალდობისა და აგრესიისკენ,ვიდრე მაგალითად ალკოჰოლის ან ამფეტამინის მომხმარებლები. იგივე დასკვნამდე მივიდნენ ბლუმერი და მისი კოლგები დაბალი კლასის წარმომადგენელ ახალგაზრდებზე ჩატარებულ კვლევაში (Blumer, Sutter, Ahmed, & Smith, 1967).
როგორც უკე აღვნიშნე, კანაფისა და კრიმინალური ქცევის კავშირი ემპირიულად არაა დადასტურებული,თუმცა როდესაც საქმე გვაქვს ადამიანებთან,ყოველთვის არსებობს გამონაკლისები. არის შემთხვევები,როდესაც  ზოგიერთი ადამიანისთვის ეფექტი იყო პანიკის შეგრძნება,ჰიპერსენსიტიურიბა, გარშემომოფებისგან განცალკევება,უცნაური ქცევა. ასევე არარელევანტური ფიქრები, გონებაზე კონტროლის დაკარგვა. ზოგიერთმა ადამიანმა აღნიშნულ მდგომარეობას შეიძლება მუქარის ან სხვისთვის საშიში ქცევის ინტერპრეტაცია მისცეს.

ფენციკლინი (PCP)
PCP-ს კლასიფიცირება შეიძლება მოვახდინოთ როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტი, ანესთეტიკი, ტრანკვილიზატორი (დამამშვიდებელი) ან ჰალუცინოგენი. ფენციკლინს ბევრი ეფექტი აქვს,თუმცა ყველაზე გამოკვეთილია,დამაძინებელი - დასამშვიდებელი ეფექტი, აღქმის დამახინჯება, ჰალუცინაციები, აღგზნება და ჰიპერაქტივობა.
PCP პირველად სინთეზირდა 1957 წელს,თუმცა მისი  ფსიქოზური და ჰალუცინოგენური რეაქციების გათვალისწინებით,1965 წელს მისი გაყიდვა ადამიანებისთვის შეიზღუდა და იქცა ვეტერინარულ მედიკამენტად. ფენციკლინის საკმაოდ ბევრი გვერდითი ეფექტის გამო ის მალევე ამოიღეს ვეტერინარული მედიკამენტების სიიდანაც.
1982 წლისთვის, PCP-ს პოპულარობა გაიზარდა. მისი მომხმარებლები არიან ძრითადად 20-29 წლის აფრო- ამერიკელი მამაკაცები. (Crider, 1986). PCP-ს გავლენა ქცევაზე ნაკლებად წინასწარმეტყველებადი და გამოუცნობია. ზოგიერთი ინდივიდისთვის ეს შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშც კი აღმოჩნდეს,რადგან PCP-ს ახასიათებს ილუზიები,სუპერშესაძებლობების შეგრძნება,გრანდიოზულობა და ა.შ. ფენციკლინი დაკავშრებულია ბევრ სერიოზულ რისკთან,აქედან გამომდინარე ის მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ნარკოტიკად ქუჩაში. PCP-ს გავლენის ქვეშ ინდივიდებმა შესაძლოა გამოიყენონ იარაღი, ზიანი მიაყენონ სხვას ან საკუთარ თავს და ჩაიდინონ სხვა ძალადობრივი ქმედებები.
PCP-ს ‘’სისუფთავის’’ და დოზირების მრავალი ვარიაცია არსებობს,ასევე განსხვავებული ფორმები: კაფსულა,ტაბლეტი,თხევად ან ფხვნილი. მიღების ფორმაც განხვავებულია. შეიძლება მიიღო ორალურად,მოწიო ან შეისუნთქო ან ინექციის სახით. მოწევის შემთხვევაში, PCP ხშირად მიიღება სხვა ნარკოტიკთან ერთად. ძირითადად ესაა მარიხუანა და ალკოჰოლი. ამან შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ფატალური შემთხვევების უმეტესობა სწორედ მისი ალკოჰოთან კომბინაციაში მიღებით იყო გამოწვეული.(Brunet, Reiffenstein, Williams, &Wong, 1985-1986).
ეს ნარკოტიკი ხშირად მოიხსენიება სხვადასხვა სახელით. მაგალითად როგორიცაა: ანგელოზის მტვერი, სუპეპრბალახი,მკვლელი ბალახი, ბალზამირების სითხე, რაკეტის საწვავი. სახელების ასეთი განსხვავებულობა ნარკოტიკის ცვალებადი ეფექტებით შეგვიძლია ავხსნათ.

PCP და დანაშაული
PCP-ს მომხმარებლები, როგორც წესი, მოიხმარენ სხვა ნარკოტიკებსაც. ის თუ რამდენად ახდენს PCP დანაშაულებრივი ქცევის სტიმულირებას უცნობია,თუმცა ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებლები არიან დანაშაულებში ჩარეული. PCP არ წარმოადგენს ძვირ,მიუწვდომელ ნარკოტიკს. დამოკიდებულებასაც ხშირი,ქრონიკული გამოყენება იწვევს.

სტიმულატორები
ამფეტამინი
ამფეტამინი და კოკაინი კლასიფიცირებულია, როგორც ცენტრალური ნერვული სიტემის სტიმულატორები და აქვთ ძალიან მსგავსი ეფექტები. ამფეტამინი წარმოადგენს სინთეტიკური ნარკოტიკების ჯგუფს,ცნობილი,როგორც ამინები. რაც შეეხება კოკაინს,ის ქიმიურადაა მირებული კაკაოს მცენარისგან.
ამინების ეფექტი წარმოიქმნება ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპატიკურ ნაწილსა და ავტონომიური ნერვული სისტემის ნაწილში და  მოიცავს ჩხუბს ან გაქცევას საფრთხის შემცველი სიტუაციიდან. ტრადიციულად,ამფეტამინები კლასიფიცირებულია სამ ძრითად კატეგორიად: 1)ამფეტამინი 2) დექსატროამფეტამინი 3) მეტამფეტამინი. სამივე კატეგორიის მიღება შესაძლებელია როგორც ორალურად და შესუნთქვით,ასევე ინექციის სახითაც. ისინი პირდაპირ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, განსაკთრებით რეტიკულარულ გააქტიურების სისტემაზე.

მეტამფეტამინი
ამფეტამინის ჯგუფის წარმომადგენლებიდან,მეტამფეტამინი ყველაზე გავრცელებულია მომხმარებლებს შორის და ამასთან, სიცოცხლისთვის ყველაზე საშიში. თავდაპირველად მეტამფეტამინის მიღება ინექციის ფორმით ხდებოდა,თუმცა ახლა შეიცვალა და მას ეწევიან. ყველაზე გავრცელებულია კრისტალიზებულიი ფორმის ე.წ ‘’ყინულის’’ მოწევა,რომელსაც ასევე ბევრი სხვადასხვა სახელით იცნობენ. (Maxwell, 2004).  ‘’ყინული’’ მინარევებისგან იწმინდება გამხსნელით,მაგალითად როგორიცაა ალკოჰოლი. მიღების ფორმა განაპირობებს მისი ეფექტის დადგომს სისწრაფეს. მომხმარებლების ნაწილი არჩევს შესუნთქვას. ეს ეფექტის გამოწვევის ყველაზე სწრაფი გზაა,სჭირდება დაახლოებით ხუთი წუთი. 90-იან წლებში ამერიკაში მეტამფეტამინის ახალი ფორმა გამოჩნდა,ცნობილი,როგორც ‘’კატა’’ . მისი ფსიქოაქტიური ეფექტები იდენტურია.

მეტამფეტამინი ზრდის სიიფხიზლეს, ამცირებს მადიანობას. ეფექტი გრძელდება 12 საათამდე. ნარკოტიკის დიდმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს ძალადობრივი ქცევა, უძილობა და პარანოიდული ქცევის სიმპტომები,როგორიცაა ილუზიები,ჰალუცინაციები და ხასიათის ცვალებადობა.
მეთილფენიდატი-სტიმულატორი ცნობილი,როგორც რიტალინი ხასიათდება იმავე ეფექტით რომლებითაც მეტამფეტამინი. მას იყენებენ ბავშვებთან,რომელთა დიაგნოზიცაა ყურადღების დეფიციტი,ჰიპერაქტივობა. რიტალინს იყენებენ მათი ქცევის სტაბილიზებისთვის.
2004 წლის ეროვნული კვლევის მიხედვით ნარკოტიკის გამოყენებასა და ჯანმრთელობის შესაცებ,დაახლოებით 11.7 მილიონი ამერიკელი ასაკით 12 წელი და ზემოთ დააფიქსირა მეტამფეტამინის გამოყენება ცხოვრებაში ერთხელ მაინც. კრისტალური მეტამფეტამინი განსაკუთრებით პოპულარულია უფროსკლასელებში. მომხმარებელთა უმეტესობა არის 26 წელს ზემოთ თეთრკანიანი მამაკაცი.

კოკაინი და მისი დერივატები
ამერიკის შეერთებულ შტატებში კოკაინი გამოყენების სტატისტიკით არის მეორე უკანონო ნარკოტიკი მარიხუანას შემდეგ. დაახლოებით 1,5 მილიონი ამერიკელი შეგვიძია მივიჩნიოთ დამოკიდებულად. მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 18-25 წლის ასაკობრივ ჯგფში. მამაკაცები უფრო მეტად იყენებენ კოკაინს,ვიდრე ქალები.
DAWN-ის მიხედვით,2003 წლს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ხუთი ვიზიტიდან ერთი იყო კოკაინის შემთხვევა. უკანასკნელ წლებში, მოზარდებში ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია მარიხუანა და კოკაინი.
კოკაინის მიღების გზა როგორც წესი შესუნთქვაა,თუმცა ეწევიან კიდეც. კოკაინის მიღება ორალურად არ ხდება,რადგან კუჭ-ნაწლავის სეკრეტი მას ანეიტრალებს. კოკაინის მოწევის მცდელობები პიველად 1914 წლისთვის იყო ამერიკაში,თუმცა ეფექტის მისაღებად ნივთიერების დაწვა უნდა მომხდადრიყო მაღალ ტემპერატურაზე. კოკაინის ამ ფორმით მიღება მაშინ ვერ გახდა პოპულარული,სანამ ‘’კრეკის’’ ფორმა არ მიიღო დაახლოებით 1970 წლისთვის.
კოკაინის მიღების უსაფრთხო არ არის. შეიძლება მოხდეს კარდიოვასკულარულ ან ცერებროვასკულარული შემთვევა (ინსულტი), რამაც დაუყოვნებლივი სიკვდილი გამოიწვიოს.
კოკაინი ცნობილია განსხვავებული სახელწოდებებით. მაგალითად:კანფეტი, შაქარი, ასპირინი, ბედნიერი მტვერი და სხვა.
კოკაინი ბევრად უფრო ძვირია,ვიდრე ამფეტამინი, რადგან კოკაინი წარმოადგენს ბინებრივ, ორგანულ სუბსტანციას,რომელსაც ვერ დაამზადებ სინთეტიკურად. კაკაო რომლისგანაც ის მზადდება უნდა გაიზარდოს განსაკუთრებულ პირობებში.
1910 წლისთვის კოკაინი გახდა ყველაზე საძულველი ნარკოტიკი ჩრდილოეთ ამერიკაში (Kelber, 1988). ეს გამოიწვია ‘’The Harrison Narcotics Act of 1914 in the United States’’ და ‘’Parents Medicines Act of 1908 in Canada’’ მოვლენებმა.

ფსიქოლოგიური ეფექტები
მცირე დოზებით მიღების შემთხვევში ამფეტამინიც და კოკაინიც აფხიზლებს ადამიანს და ზრდის ყურადღების კონცენტრაციას. იწვევს განწყობის ამაღლებას, ეიფორიის განცდას და იმის რწმენას რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. სტიმულანტების ფსიქოლოგიური ეფექტების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე თუ რა გზით მოხვდება ის ორგანიზმში. კოკაინის ინჰალაციის გზით, ანუ მისი ორთქლის სახით შესუნთქვის შემთხვევაში, უფრო სწრაფად ხდება მისი ფილტვებიდან ორგანიზმში შეწოვა ვიდრე ფხვნილის შესუნთქვისას. შესაბამისად ინჰალაცია იწვევს მეტად სწრაფ და ინტენსიურ ფსიქოლოგიურ ეფექტებს.  ინჰალაცია ხდება კოკაინის ფხვნილის გაცხელებით, აორთქლების დროს კი მისი შესუნთქვით. დიდი დოზებით მიღების შემთხვევაში ეფექტები შეიძლება იყოს გაღიზიანებადობა, გაძლიერებული მგრძნობელობა, ბოდვები, რომლებსაც თან სდევს ჰალუცინაციები, პანიკური აგრესია და ფსიქოზი. ხშირად ისეთი ჰალუცინაციები აქვთ თითქოს სხეულზე ხოჭოების სიარულს გრძნობენ. კოკაინის ინექციის განსაკუთრებულად დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს „ტოქსიკური ფსიქოზი“, ეს არის სინდრომი რომელიც შეიცავს პარანოიდული შიზოფრენიის სხვადასხვა ფსიქოტურ გამოვლინებებს. როდესაც ნარკოტიკი მეტაბოლიზდება და გამოდის ორგანიზმიდან ეს ფსიქოტური ეფექტებიც თანდათან ქრება. კოკაინს ისევე როგორც სხვა ფსიქოაქტიურ ნარკოტიკებს განსხვავებული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში. ზოგიერთმა შეიძლება გამოავლინოს ძალადობა, მერყევი თვისებები, პარანოია ან სუიციდური ქცევა, სხვებმა კი პირიქით, მშვიდობიანი, მეგობრული, თანამგრძნობი ქცევები.

გვერდითი ფიზიკური ეფექტები
ხშირად კოკაინმა შეიძლება ძლიერი დამაზიანებელი ფიზიკური ეფექტები გამოიწვიოს, დამოკიდებულია იმაზე თუ რა გზით მოხვდება ორგანიზმში. ჩვეულებრივ შესასუნთქმა კოკაინმა შეიძლება გამოიწვიოს ყნოსვითი მგრძნობელობის შემცირება, ცხვირიდან სისხლდენა, ყლაპვის პრობლემები, ხმის ჩახლეჩვა და ცხვირის მემბრანის ანთება. ( National Institute on Drug Abuse, 1999). ტაბლეტის ფორმის კოკაინმა, შეიძლება გამოიწვიოს მომნელებელი სისტემაში სისხლის მიწოდების შემცირება რასაც მოყვება კუჭნაწლავის განგრენა.საინექციო კოკაინმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქცია და ზოგჯერ სიკვდილიც კი. კოკაინი ხშირად დამუშავებულია სხვადასხვა სახის აქროლადი განხსნელებით, როგორებიცაა ბენზინი, ბენზოლი და ნავთი. ეს ტოქსიკური ნივთიერებები ხშირად ფხვნილის სახით ხვდება მასში.
    კოკაინს ხშირ შემთხვევაში ცუდი ეფექტი აქვს კარდიოვასკულარულ სისტემაზე, იწვევს გულის რიტმის აჩქარებას და გულის შეტევას. მან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს სასუნთქ სისტემაზე, გამოიწვიოს მკერდში ტკივილი ან სუნთქვის შეჩერება. ასევე შეიძლება გამოიწვიოს შეტევები, მხედველობის დაბინდვა, გულისრევა, ციება, კუნთების სპაზმი და კომა. კოკაინის მომხმარებლები არიან ბაქტერიული და სხვა ინფექციური დაავადებების გაჩენის მაღალი რისკის ქვეშ. უსარგებლო და არასტერილური საინექციო ნემსების გამოყენება იწვევს HIV-ის, ჰეპატიტს და სხვა ვირუსული დაავადებებს.
უნდა აღინიშნოს რომ ძალიან საშიშია კოკაინის და ალკოჰოლის ერთად მიღება. როდესაც მომხმარებელი კოკაინს და ალკოჰოლს ერთდროულად იღებს ან მიყოლებით, დროის მცირე შუალედში, ეს ორი ნივთიერება სხეულში გადაკეთდება კოკეთილენად (Cocethylene- ალკოჰოლის და კოკაინის ნაერთი, ის სტრუქტურულად იგივეა რაც კოკაინი, შეიცავს მეთილ ესთერს, ბენზოლეკგონს) კოკეთილენი სუბნსტანციურად მეტად ტოქსიკურია ვიდრე რომელიმე ნარკოტიკი. კოკაინის და ალკოჰოლის ნარევი არის ორი ნარკოტიკის ყველაზე გავრცელებული კომბინაცია , რომელიც იწვევს სიკვდილს ( National Institute on Drug Abuse, 1999).
    ამ საზიანო ეფექტების გამო ბოლო წლებში შეინიშნება კოკაინის მოხმარების დაღმავალი ტენდენცია ( National Institute on Drug Abuse, 2000).  1997 წელს  1.5 მილიონი ადამიანი (ამერიკული პოპულაციის 0.7%) იყო კოკაინის ქრონიკული მომხმარებელი, ასაკობრივი შუალედი არის 12 წლიდან ზემოთ, მაშინ როცა 1885 წელს მას 5.7 მილიონი ადამიანი მოიხმარდა (პუპულაციის 3%).

სტიმულანტები, კოკაინი და დანაშაული
როგორც უკვე აღვნიშნეთ ამფეტამინის მომხმარებლები ჩვეულებრივ უპირატესობას ანიჭებენ მეტამფეტამინის ინექციას, პირდაპირ ვენაში. ისინი ერთ ჯერზე იღებენ რამდენიმე ასეულ მილიგრამს. წამლის მოქმედების ქვეშ ყოფნის დროს მომხმარებლებმა შეიძლება განახორციელონ აგრესიული ან ძალადობრივი ქმედებები ( Hofmann, 1975; National Commission on Marihuana and Frug Abuse, 1973; Tinklenberg & Stillman, 1970). როგორც ჩანს, ადამიანები. რომლებიც ამფეტამინის მოქმედების ქვეშ ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს წარსულშიც იყვნენ მიდრეკილები ამგვარი ქმედებების განხორციელებისაკენ. მოკლედ გადაჭრით ვერ ვიტყვით რომ, ამფეტამინი იწვევს ძალადობრივ ქმედებებს ,მაგრამ თუ ადამიანი მიდრეკილია ძალადობისკენ, ამფეტამინი ზრდის მისი გამოვლენის ალბათობას. როგორც თავის დასაწყისში მოცემული ცხრილი გვიჩვენებს დაკავებულთა მცირე ნაწილს ჰქონდა მიღებული ამფეტამინი უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მომენტში.
    დაკავებულთა ნარკოტიკების მოხმარების მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კვლევის მონაცემებით, დაპატიმრებულ ადამიანებს ხშირად დადებითი შედეგი აქვთ კოკაინის ტესტზე. ნარკოტიკების მოხმარების მიხედით ამერიკაში პირველ ადგილზეა მარიხუანა და მეორე ადგილზეა კოკაინის შემცველი ნარკოტიკები, მათ შორის კრეკი. DEA-ის მიხედვით ამფეტამინიც და კოკაინიც შედის მეორე კლასის ნარკოტიკებში. მცირე დოზებით მიღების შემთხვევაში ეს წამლები ზრდის სიფხიზლეს და კონცენტრაციას. დიდი დოზებით მიღების შემთხვევაში ისინი იწვევენ უარყოფით ფსიქოლოგიურ ეფექტებს. დღესდღეობით ვერც ერთი კვლევა ვერ ადასტურებს იმას, რომ სტიმულანტები ან კოკაინი უწყობს ხელს ძალადობრივი ან ქონებრივი დანაშაულის ჩადენას. მორგანისა და ზიმერის (1997) მიხედვით ძალიან მცირე დამარწმუნებელი ფაქტები არსებობს იმის შესახებ, რომ კოკაინმა, კრეკმა ან ფხვნილის ფორმის კოკაინმა შეიძლება არაძალადობრივი ადამიანი მოულოდნელად საშიშ და ძალადობრივ პიროვნებად გადააქციოს. ასევე არ არსებობს იმის ფაქტები, რომ კოკაინის განსაკუთრებით კი კრეკის გავლენით ქალები ცუდად ეპყრობოდნენ თავიანთ შვილებს. ეს უფრო მეტად მშობლების აღზრდის სტილის გამო შეიძლება მოხდეს ვიდრე მარტივი ნარკოტიკისგან გამოწვეული ფარმაკოლოგიური ეფექტების გამო.
   კოკაინის ფხვნილი შეიძლება ითქვას ყველაზე მიჩვადია, დამოკიდებულება იწყება სწრაფად, პირველივე მიღებიდან.ის ძალიან ძვირია და მისი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ კარგად ორგანიზებულ  გამყიდველთა ქსელებში. ფხვნილი კოკაინი არის ერთ-ერთი იმ ნარკოტიკებთაგანი რომლის გამოყენებაც ახდენს წამახალისებელ გავლენას ძალადობრივ ქმედებაზე. ამას გარდა კოკაინის მომხმარებლებს უჭირთ თავიანთი ქცევების კონტროლი და სწრაფად უჩნდებათ ტოლერანტულობა წამლის მიმართ, ორგანიზმი სთხოვთ უფრო და უფრო მეტი რაოდენობის მიღებას. იმისათვის რომ შეძლონ ნარკოტიკის შოვნა ზოგიერთი კოკაინის მომხმარებელი იძულებულია ისეთი ქმედებები განახორციელოს როგორებიცა: მაღაზიის ძარცვა, ქურდობა, ნარკოტიკების გაყიდვა, პროსტიტუცია და სხდაკავებულ მოზრდილთა უმრავლესობას დადებითი შედეგი ჰქონდათ კოკაინის მოხმარების ტესტში. ამერიკაში კოკაინი არის ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი, რომელსაც დამნაშავეები მოიხმარენ უშუალოდ დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის პროცესში.

კრეკი კოკაინი
შტატებში კოკაინის მიღების ყველაზე გავრცელებული ტექნიკა თავისუფალი საფუძვლის მეთოდია. (Freebase). თავისუფალი საფუძვლის მეთოდი არის ტექნიკა რომლის მიხედვითაც მზადდება ნარკოტიკი, კოკაინის ჰიდროქლორიდის წყალში გახსნის შემდეგ ხსნარში ამატებენ ძლიერი შემადგენლობის ნივთიერებებს როგორიცაა ამიაკი ან საჭმლის სოდა (Weiss & Mirin, 1987).  თავისუფალი საფუძვლით მიღებული კოკაინი იხსნება ეთერში, შემდეგ მას ახურებენ რათა აორთქლდეს ეთერი და დარჩეს სუფთა კოკაინი. შედეგად მიიღება 37%-დან 96% -ის ნარკოტიკი (Weiss & Mirin, 1987).
      1980 წლიდან წმინდა მაღალი ხარისხის თავისუფალ საფუძველზე დამზადეუბლი კოკაინი სწრაფად გავრცელდა პოპულაციაში და ის ცნობილია კრეკის სახელით. ამ ნარკოტიკს დაარქვეს კრეკი იმიტომ რომ მოწევისას ტკაცუნის, ხრაშუნის ხმას გამოსცემს(Abadinsky, 2993; Gold, 1984). კრეკი შედარებით უფრო სუფთა კოკაინია ვიდრე ის რომელიც ქუჩებში იყიდება, კრეკის მოწევა იწვევს სწრაფ, მძლავრ ეიფორიას, რომელიც პიკს აღწევს ხუთ წუთში. კრეკის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ეფექტი ისეთივე ძლიერია როგორც ვენაში ინექცირებული კოკაინი. ეიფორია მცირე ხანს გრძელდება, მთავრდება 10-20 წუთის შემდეგ, მას მოყვება დეპრესია გაღიზიანებადობა და ხშირ შემთხვევაში მეტის მიღების მძლავრი სურვილი. კრეკი ასევე ძალიან სახიფათოა მომხმარებლებისათვის და შეიძლება გამოიწვიოს სწრაფი და არათანაბარი გულის რიტმი, სუნთქვითი პრობლემები, შეტევები ან ტვინში სისხლდენა.
     1980-იან წლებში კრეკი კოკაინი მნიშვნელოვნად შეეხო შტატების ადგილობრივ მთავრობას მისი პოპულარობის, არალეგალური ნარკო-ტრეფიკინგის და იმ საფრთხეების გამო რაც ზრდასრულებში და ახალგაზრდებში შეინიშნებოდა. ზოგიერთი ექსპერტი კრეკს თვლიდა ყველაზე მიჩვევად ნარკოტიკად იმ ნარკოტიკებს შორის რომელთა შეძენაც ქუჩაშია შესაძლებელი (Weiss & Mirin, 1987).  პოპულარობა განაპირობა იმან რომ ის მომენტალურ ფსიქოლოგიურ ეფექტებს იწვევს, იაფია და ადვილად შეიძლება მისი შეძენა ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში. ასევე ამ ნარკოტიკს გამყიდველებისთვის კარგი შემოსავალი მოაქვს. ნიუ იორკის ნარკოტიკების განყოფილების მონაცემების მიხედვით დაკავებულთა ერთი მესამედი მოიხმარს კოკაინს და მათი ნახევარი კი კრეკს. (Cohn, 1986) იქიდან გამომდინარე რომ კრეკი იაფია და ხელში ადვილად ჩასაგდები, ის ძალიან პოპულარული გახდა ახალგაზრდებში. მათ შორის თინეიჯერობის ასაკამდელ ბავშვებშიც.
   1990-იანი წლების დასაწყისში კრეკი კოკაინის გამოყენება საგრძნობლად შემცირდა (Golub & Johnson, 1997).  ამის მიზეზი მრავალია, მაგრამ ყველაზე გამოკვეთილი არის ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები რასაც კრეკი იწვევს, ამან გამოიწვია კრეკისადმი დამოკიდებულების ცვლილებისა ახალ თაობაში. დღეისათვის კრეკის მომხმარებლებს ახალგაზრდები მოიხსენიებენ როგორც სულელებს და „კრეკისთავიანებს“ და ასევე იყენებენ სხვა ბინძურ სიტყვებს.(Golub & Johnson, 1997). კრეკის მოხმარება ვინც 90-იან წლებში დაიწყო, დღესაც აქტიური მომხმარებელია. თუმცა ბოლო თაობა, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც „X თაობას“ ცდილობს, რომ თავიდან აარიდოს ამ ნარკოტიკის მოხმარება.

კრეკი და დანაშაული
კავშირი კრეკსა და დანაშაულს შორის ჯერაც ბუნდოვანია. ერთი რამ კი კვლევებიდან გამომდინარე ჩანს, რომ კრეკის მუდმივი მომხმარებლები ასევე სხვა ნარკოტიკებსაც მოიხმარენ. კვლევებიდან ჩანს რომ კრეკის ყველა მომხმარებელს ფართო წარსული აქვს სხვა წამლების მოხმარებაში, გაყიდვასა და კრიმინალში (Golub & Johnson, 1997). რთულია იმის განსაზღვრა ჯერ ნარკოტიკებს მოიხმარენ და შემდეგ ერთვებიან დანაშაულში თუ პირიქით, მაგრამ როგორც ფაქტები გვიჩვენებენ, მანამ სანამ ნარკოტიკების აქტიურად გამოყენებას დაიწყებდნენ მომხმარებლები მანამდეც იყვნენ ჩართულები სხვადასხვა არალეგალურ საქმიანობასა და დანაშაულებრივ ქმედებებში. ერთი რამ კი ცხადია, კრეკის გამოყენება თავისთავად არ იწვევს ძალადობრივ ქმედებას, ნორმალურ და არაძალადობრივ ადამიანებში (Golub & Johnson, 1997; Morgan & Zimmer, 1997).
    კრეკი კოკაინის შავ ბაზარსა და სისტემურ ძალადობას შორის სხვა მხრივ მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს. ფხვნილი და კრეკი კოკაინის წარმოება, დისტრიბუცია და გაყიდვა ხშირად ძალადობასთან ასოცირდება, თუმცა ეს ძალადობის ფაქტები ძირითაად ეხება უკანონო საბაზრო ეკონომიკას.

ექსტაზი (MDMA)
MDMA ან ექსტაზი არის სინთეზური ნარკოტიკი, რომელიც განიხილება როგორც სტიმულანტი, მას ასევე აქვს ძლიერი ჰალუცინოგენური თვისებები, იგივე რაც მეტამფეტამინს და მესკალინს. MDMA არის აბრევიატურა 3-4 მეთილენდიოქსი-ამფეტამინის. ის ხშირად ერევათ ხოლმე მსგავს ნარევში რომელიც შეიცავს 3. 4 მეთილენდიოხსიდ- ამფეტამის, აღინიშნება როგორც MDA. MDMA-ის და MDA-ის ფსიქოლოგიური ეფექტები და ფარმაკოლოგიური მოქმედება მსგავსია, მაგრამ არაა MDMA-ის იდენტური. ორივე განიხილება როგორც პირველი კლასის ნარკოტიკი.
   გვიან 90-იან წლებში ექსტაზის გამოყენება მნიშვნლოვნად გაიზარდა თინეიჯერებში და პილს მიაღწია 2001 წელს. ამ დრომდე პოპულაციაში სიკვდილიანობის მყარი და მაღალი მაჩვენებელი იყო, მაგრამ მისი პოპულარობა კვლავ აქტუალური რჩება. 2005 წელს მერვე კლასელების 1.7%, მეათე კლასელების 2.6% და მეთორმეტე კლასელების 3% მოიხმარდნენ ამ ნარკოტიკს სულ მცირე ერთხელ წელიწადში (Office of National Drug Control Policy, 2006d) (იხილეთ ცხრილი 16-13).
    MDMA პირველად გამოუშვა გერმანულმა კომპანიამ 1912 წელს, გამოიყენებოდა როგორც დეპრესანტი. MDMA პოპულარული გახდა 1990-იან წლებში და ევროპის ახალგაზრდებში სწრაფად გავრცელდა. MDMA-ის ხშირად განიხილავენ როგორც კლუბის ნარკოტიკს, იმიტომ რომ მას ძირითადად ღამის საცეკვაო წვეულებებზე მოიხმარენ. ამ ნარკოტიკის ეფექტებს ხშირად განიხილავენ როგორც „ტალღოვანს“ იმიტომ რომ ის მაღალი და დაბალი შეგრძნების ემოციებს იწვევს. ამ შეგრძნებებში MDMA წარმოშობს უნიკალური კარგად ყოფნის განცდას, აფექტს და სიყვარულს (Strote, Lee, & Wechsler, 2002).  ჩვეულებრივ ის მიიღება ტაბლეტის, კაფსულის ან ფხვნილის ფორმით. დოზის მიხედვით ნარკოტიკის მოქმედება გრძელდება 4-იდან 6 საათამდე.
     MDMA-ის ძირითადი ფსიქოლოგიური ეფექტები არის დაბნეულობა, დეპრესია, აღელვება, უძილობა, ნარკოტიკების სურვილი და პარანოია (Office of National Drug Control Policy, 2006a). მისი გვერდითი ფიზიკური ეფექტებია: კუნთების დაძაბულობა, კბილების უნებლიე მოჭერა ერთმანეთზე, გულისრევა, მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, კანკალი, ოფლიანობა და ციება.  ექსტაზის მომხმარებლები ხშირად იყენებენ ბავშვის სოსკას იმისათვის რომ თავიდან აიცილონ კბილების დაფშვნა. MDMA-ის მოქმედება მომხმარებლებს უბიძგებს მონაწილეობა მიიღონ სარისკო საქმიანობებსა და ქცევებში (Moreland, 2000).
      MDMA-ის მასტიმულირებელი თვისებიდან გამომდინარე ის ანიჭებს მომხმარებელს სწრაფ ენერგიას, რაც ხელს უწყობს იმაში რომ დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოს ფიზიკური აქტივობა, მაგალითად იცეკვოს მთელი ღამე წვეულებაზე. მიუხედავად იმისა რომ MDMA განიხილება როგორც სხვა ნარკოტიკებთან შედარებით უსაფრთხო, ფიზიკური რისკები მაინც არსებობს. MDMA-ის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის ზრდა 110 გრადუსამდე (კელვინის სკალით) , კუნთების აქტივობის შეჩერება ან თირკმელის და კარდიოვასკულარული სისტემის გაჩერება. (National Institute on Drug Abuse, 2000).  ღამის წვეულებებმა, გადატვირთულ და გადახურებულ  გარემოში ცეკვამ, ჩახუთულმა დარბაზებმა სხეულის ტემპერატურის სახიფათო დონემდე აწევის გარდა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. MDMA-ის მოხმარება ასევე იწვევს სხვა საზიანო ეფექტებსაც როგორიცაა: სმენის და ღვიძლის დაზიანება, ასევე ტვინის დაზიანება. (National Institute of Health, 1999).
      ამერიკაში აღმოჩენილი MDMA-ის უდიდესი ნაწილი მოდის დასავლეთ ევროპაში არსებული ფართო ლაბორატორიებიდან ( ძირითადად ნიდერლანდები და ბელგია). MDMA ძირითადად გამოიყენება ტაბლეტის ფორმით და გამოავლენს ეფექტს 30-45 წუთში. ამერიკის შეერთებულ შტატებში კონტრაბანდის საშუალებით ყოველ კვირაში 2 მილიონამდე MDMA-ის ტაბლეტი შედის (Drug Enforcement Administration, 2005).

სტიმულანტები და დანაშაული
სტიმულანტების კავშირს დანაშაულთან და სამართალდარღვევასთან მრავალი ასპექტი გააჩნია. ერთი საკითხი, რომელიც კვლევითი ლიტერატურიდან კარგად ჩანს არის ის რომ სტიმულანტების აქტიური მომხმარებლები, განსაკუთრებით ისინი ვინც აქტიურად იყენებენ კრეკ კოკაინს, ხშირ შემთხვევაში არიან „სხვადასხვა ნარკოტიკების მომხმარებლები“. (National Institute on Drug Abuse, 2004).  მეტიც, მუდმივ დამნაშავეებში არსებობს სხვადასხვა ნარკოტიკების მოხმარების ტენდენცია. ძნელია იმის განსაზღვრა პირველად რომელი ხდება,ნარკოტიკების მოხმარება თუ დანაშაულებრის ქმედებაში ჩართვა. მიუხედავად ამისა ერთი რამ ცხადია, დამნაშავეები წარსულში მრავალჯერ იყვნენ დაკავებულები არალეგალური ქმედებების ჩადენის გამო, მეტად სავარაუდოა რომ ეს ხდებოდა მანამდეც სანამ ისინი ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარებას დაიწყებდნენ.

ფარმაფეპტული წამლები რომლებსაც ნარკოტიკების სახით იყენებენ
სიტყვა ნარკოტიკი ჩვეულებრივ იწვევს ჩვენში ძლიერ უარყოფით რეაქციებს და ხშირად ის ასოცირდება დანაშულთან. სიტყვა დოპინგის მსგავსად ის არასწორად გამოიყენება არალეგალური წამლების აღსანიშნად. ამ თავში განხილული განხილული იქნება ნარკოტიკული წამლები იმ დერივატივების ან ფარმაკოლოგიური პროდუქტების მსგავსად როგორებიცაა ოპიუმი, ყაყაჩოს მცენარე, დამაძინებელი ყაყაჩო (Papaver Sominferum).
ოპიუმის  ერთწლოვანი მცენარე იზრდება სამი ან ხუთი მტკაველის სიმაღლის. დღესდღეობით ოპიუმის დიდი ნაწილი მოყავთ ავღანეთში, რომელიც შეადგენს მსოფლიო ოპიუმის და ოპიუმზე დამზადებული ნარკოტიკების დაახლოებით 75%-ს. (Bureau of International Narcotics and Law Enforcement Affairs, 2000). აშშ-ში არსებული ოპიუმის ყაყაჩოები ძირითადად იზრდება კოლუმბიაში და მექსიკაში. ოპიუმის ის რაოდენობა რასაც ეს ორი ქვეყანა აწარმოებს შეადგენს მსოფლიოს საერთო რაოდენობის 6%-ს, მიუხედავად ამისა, ჰეროინის უდიდესი ნაწილი ამერიკაში შედის ამ ორი ქვეყნიდან. მექსიკა ემსახურება აშშ-ში ნარკოტიკების შეტანას ,ის დისტრიბუციის ძირითადი ცენტრია.
      იმის მიხედვით თუ მომზადების რა ფორმას მოითხოვს ნარკოტიკული წამლები შეიძლება დაიყოს სამ ძირითად კატეგორიად: 1. ბუნებრივი ნარკოტიკები რომელშიც შედის ოპიუმის მცენარე; 2. ნახევრადსინთეზური ნარკოტიკები, შედის ქიმიურად მომზადებული ჰეროინი და 3. სინთეზური ნარკოტიკები რომლებივ მთლიანად ქიმიურად მზადდებიან და შეიცავენ მეტადონს- სინთეზურ ტკივილგამაყუჩებელს. სამივე მათგანი ნარკოტიკია, რადგან მსგავს ეფექტებს იწვევს: ტკივილის გაყუჩება,რელაქსირება, სიმშვიდე და ძილი ( სიტყვა „ნარკო“ ბერძნულიდან მოდის და „ძილს“ ნიშნავს) ნარკოტიკები ძლიერად შეჩვევადია ზოგიერთი ადამიანისთვის, მათ უჩნდებათ ძლიერი და დაუცხრომელი სურვილი წამლი მიღებისა.

ჰეროინი
ყველაზე მეტად მოხმარებადი არალეგალური ნარკოტიკი აშშ-ში არის ჰეროინი. 1970-იანი წლებიდან ყოველ წელს აღნუსხული იყო 400,000-დან 600,000-მდე ჰეროინზე დამოკიდებული ადამიანი. 1990 -იანი წლებიდან წელიწადში აღნუსხული იყო 229,000 „შემთხვევითი“ მომხმარებელი და 500,000 „მუდმივი“ მომხმარებელი (Epstein & Gfroerer, 1997). 2004 წლის მონაცემებით ამერიკის მოსახლეობის 1.4% (3.1 მილიონი) ადამიანი, ასაკობრივი შუალედი 12 წლიდან ზემოთ, მოიხმარდნენ ჰეროინს წელიწადში სულ მცირე ერთხელ და მიახლოებით 186,000 ამერიკელი ყოველთვიურ გამოკითხვაში ამბობენ, რომ მათ მიღებული ჰქონდათ ჰეროინი იმ თვეში ( Office of National Drug Control Policy, 2006e). არსებობს ვარაუდი რომ თვითაღწერითი გამოკითხვა ვერ აფასებს რესპოდენტებში რეალურ მდგომარეობას, ვერ გვაძლევს ზუსტ შედეგს ნარკოტიკების გამოყენებაზე. უფრო სერიოზული ვარაუდები აჯამებს რომ ამერიკაში არის 980,000 ჰეროინზე დამოკიდებული და 1.2 მლნ შემთხვევითი მომხმარებელი (Bureau of International Narcotics and Law Enforcement Affairs, 2000).
    სუფთა ჰეროინის ვარიაციები ფართოდაა გავრცელებული და ადვილად ხელმისაწვდომია მთელს ამერიკაში, მისი რაოდენობა განსხვავებულია სხვადასხვა რეგიონში. 1999 წელს ის ჰეროინი რომელიც ამოღებული იქნა მდინარე მისისიპის აღმოსავლეთ რეგიონში იყო კოლუმბიური წარმოშობის ხოლო, ის ჰეროინი რომელიც ამოიღეს მისისიპის დასავლეთი ნაწილიდან იყო მექსიკური წარმოშობის. (Bureau of International Narcotics and Law Enforcement Affairs, 2000). მაღალი ხარისხის ჰეროინი ევროპაში დიდი რაოდენობით შემოდის ავღანეთიდან, რუსეთში და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. გასულ წლებში საყურადღბო და მზარდი როდენობის ჰეროინს აწარმოებენ სამხრეთ დასავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ( Office of National Drug Control Policy, 2006e).
       ჰეროინი შეიძლება ინახებოდეს ქაღალდის პაკეტში,კაფსულაში ან ტაბლეტის სახით. პაკეტებით გასაყიდი ჰეროინის ფასი არ განისაზღვრება იმით თუ რამდენად წმინდაა, აქ სხვა ფაქტორებია მნიშვნელოვანი, მაგალითად გაყიდვის დრო ნა გეოგრაფიული მდებარეობა, კონკრეტულად სად ხდება გაყიდვა და რამდენად საფრთხის შემცველია გამყიდველისთვის. ჩვეულებრივ ჰეროინი არის თეთრი კრისტალური ფქხვნილი და აქვს აკლაკოიდის მწარე გემო. მისი შესახედაობა განპირობებულია გამხსნელებისაგან რომლებიც მისი მთლიანი წონის 95-98%-ს შეადგენს. ზოგიერთ შემთხვევაში ჰეროინს აქვს მუქი ყავისფერი ფერი, იმ მინარევების გამო რომლებიც გამოიყენეს მისი დამზადებისას.
      კოკაინის პოპულარობის მიუხედავად, მთელს მსოფლიოში ჰეროინი მაინც მეფობს არაკანონიერ  და ძლიერ წამლებს შორის. ქუჩებში ბოლო წლებში ფართოდაა გავრცელებული მექსიკური „შავი კუპრის“ ჰეროინი. ის არის მუქი ყავისფერი სუბსტანცია, რომელსაც აქვს შავი ფერის შესახედაობა და ის სახურავის ფისისავით წებოვანია, ზოგიერთ შემთხვევაში ჰგავს ქვანახშირს. შავი კუპრის ჰეროინის ფერი და კონსისტენცია არის იმ გაუწმინდავი დამუშავების მეთოდებიდან გამომდინარე რასაც წამლის დამზადების პროცესში იყენებენ. მაღალი ხარისხის მექსიკური შვი კუპრის ჰეროინის 1 გრამი იყიდება $600-$800 ფარგლებში და ცვალებადობს 20%-80%-იანი სიწმინდის მიხედვით.
     ხშირად მომხმარებლები ურევენ ჰეროინის და კოკაინის ფხვნილს (HCl), ან კრეკს და აკეთებენ საინექციო ნარევს. ეს როგორც აქამდეც ვთქვით ცნობილია „speedballing”-ის სახელით, რაც კოკაინის და ჰეროინის მიქსტურას აღნიშნავს. ზოგჯერ რეგიონში ძირითადად დასავლეთში, მომხმარებლები ურევენ ჰეროინს და მეტამფეტამინს და შემდეგ ინექციის სახით იკეთებენ. ჰეროინს იშვიათად იღებენ ტაბლეტის სახით, არ ყლაპავენ, იმიტომ რომ შეწოვის დრო არის ნელი და არასრული. ის შეიძლება გაიკეთონ კუნთში, კანქვეშ ან ვენასი, ან შესაძლოა შეისუნთქონ.
       გამოცდილი მომხმარებლები, რამდენიმე ნარკოტიკის გამოყენებისას, პირველ რიგში ჰეროინის მიღებას ამჯობინებენ მისი მგრძნობიარე ეფექტების გამო როგორიცაა თრთოლა, შეტევა, ბიძგები და ა.შ. ინექცია არის ალბათ ყველაზე პრაქტიკული და ეფექტური გზა სუფთა ჰეროინის მიღებისა. ინექცია სწრაფად მოქმედებს. ვენაში ინექცია წამოშობს ძალიან ინტენსიურ და სწრაფ ეიფორიის შეგრძნებებს და მოქმედებას იწყებს ინექციის გაკეთებიდან შვიდიდან რვა წამში.შიდაკუნთოვანი ინექცია უფრო ნელია, სჭირდება ხუთიდან რვა წუთამდე იმისათვის რომ მიაღწიოს პიკურ ეფექტს.გასულ წლებში სუფთა ჰეროინის რაოდენობის ზრდამ შეცვალა მისი გამოყენების მეთოდები. მაღალი ხარისხის სუფთა კოლუმბიური ჰეროინი ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ ამერიკაში, მომხმარებლები მას შეისუნთქავენ, როგორც კოკაინს. ნიუ იორკში კოკაინს და ჰეროინს ხშირად მონაცვლეობით ჩაისუნთქავენ, ამას ეწოდება „ჯვარედინული“ მეთოდი. ჰეროინის ხარისხიდან გამომდინარე დღესდღეობით შეიძლება მისი მოწევაც. ინექციას ამჯობინებენ ჰეროინის მოწევას ან შესუნთქვას, რადგან ინფიცირებული და უსარგებლო საინექციო ნემსების გამოყენების შემთხვევაში არსებობს ჰეპატიტის და HIV-ის მაღალი რისკი. შესუნთქვის ან მოწევის შემთხვევასი პიკური ეფექტი მოდის გამოყნების მომენტიდან 10-25 წუთში.
     ჰეროინის ეფექტი დამოკიდებულია მიღებულ რაოდენობაზე, მირების მეთოდზე, მიღების ინტერვალზე, მომხმარების მიჩვევის და დამოკიდებულების დონეზე, გარემოზე და მომხმარებლის მოლოდინებზე. ეფექტები გრძელდება დაახლოებით ხუთიდან რვა საათამდე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენადაა დამოკიდებული ადამიანი წამალზე. 1999 წელს ჰეროინთან დაკავშირებული სიკვდილანობის ზრდა გამოიწვია ფასის დაწევამ და კოლუმბიური ჰეროინის ხარისხის მნიშვნელოვანმა ზრდამ.
    ყველა ნარკოტიკის მსგავსად, ჰეროინი არის ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტი. მომხმარებელთა უმრავლესობაში ის იწვევს გონებრივ დაქვეითებას, მოლანდებებს, მსუბუქ ძილს სიზმრებით, ძირითადი შეგრძნება არის გრანდიოზული კმაყოფილება.სხეული სეიძლება გაჟღენთილი იყოს სითბოს შეგრძნებით და კიდურები დამძიმებული. მცირე გადახრაარის ფიზიოლოგიურ აქტივობაში, მომხმარებელი ამჯობინებს იჯდეს უმოძრაოდ.
ჰეროინი და დანაშაული
არც ერთი სხვა წამლების ჯგუფი არ არის ასოცირებული დანაშაულთან როგორც ნარკოტიკები, განსაკუთრებით ჰეროინი. გამოუსწორებელ ნარკომაზე წარმოდგენები ფართოდაა გავრცელებული. მეტიც, ჰეროინის საზიანო ეფექტებიდან გამომდინარე, დამკვიდრებულია მოსაზრება რომ ჰეროინის მომხმარებლები ანომალურები არიან, არაპროგნოზირებადები და ამავდროულად სახიფათონი. ნარკოტიკების დიდი დოზები წარმოშობს უფრო მეტად ძილის სურვილს ვიდრე ფსიქოტურ და პანიკურ შეტევებს, რომველსაც ზოგჯერ დიდი დოზა ამფეტამინი იწვევს. ნარკოტიკების მომხმარებლები იშვიათად ხდებიან სახიფათო და ძალადობრივი. კვლევები აჩვენებს რომ ნარკოდამოკიდებულებს აქვთ ძირითადი წესი, არ მონაწილეობენ ძალადობრივ დანაშაულებში, როგორიცაა გაუპატიურება, თავდასხმა, ან მკვლელობა (Canadian Government’s Commission of Injuiry, 1972; National Commission on Marihuana and Frug Abuse, 1973; National Institute on Drug Abuse, 1978; Tinklenberg & Stillman, 1970)
      კვლევები აჩვენებს კავშირს ჰეროინის დამოკიდებულებასა და ფულის მოპოვებასთან დაკავშირებულ დანაშაულს შორის.მაიამიში ჩატარდა კვლევა 573 ნარკომომხმარებელზე.შედეგებმა აჩვენა რომ ისინი პასუხისმგებლები იყვნენ თითქმის 6,000 ძარცვაზე, 6,700 ბინის გატეხვაზე, 900 ტექნიკის ქურდობაზე, 25,000 მაღაზიის ძარცვის შემთხვევაზე და 46,000 სხვა წვრილმან ქურდობასა და თაღლითობაში (Inciardi, 1986) . პარკერი და ნიუკომბი (1987)  ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში არსებულ თემში იკვლევდნენ ჰეროინის დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ დანაშაულის პატერნებს. როგორც შედეგებმა აჩვენა, ჰეროინის მომხმარებლები ამ თემში ძირითადად ახალგაზრდები და ღარიბი ფენის წარმომადგენლები იწვნენ. მკვლევრებმა შედეგები სამ ჯგუფად დაყვეს. 1. ყველაზე დიდი ჯგუფში შედიოდნენ ახალგაზრდა დამნაშავეები რომლებიც არ იყვნენ ცნობილი ჰეროინის მოხმარების კუთხით, მაგრამ მაღალი კრიმინალიური აქტივობით ხასიათდებოდნენ. 2. ჰეროინის მომხმარებლები, რომლებიც ჩართული იყვნენ უმნიშვნელო დანაშაულებებში, ამ ტიპის დანაშაულებებში ისინი ჩათრეულები იყვნენ უპირატესად დამოკიდებულების გამო. 3. ჰეროინის მომხმარებლები, რომლებმაც დაიწყეს დანაშაულის ჩადენა წამლის მოხმარების დაწყების შემდეგ რათა ხელი შეეწყოთ წამლის შოვნა გამოყენებისთვის. ამ კვლევებიდან გამომდინარე, პარკერმა და ნიუკომბმა დაასკვნეს რომ ჰეროინზე დამოკიდებული ადამიანები ხელს უწყობენ თავიანთ ჩვევას დანაშაულის ჩადენის გზით.
Ball, Shaffer და Nurco-მ (1983) დაასკვნეს რომ ჰეროინზე დამოკიდებულმა ადამიანებმა დაიწყეს ფულის მოძიებასთან დაკავსირებული დანაშაულებნის ჩადენა, უფრო მეტად მაშინ როცა მათი წამალზე დამოკიდებულება დაიწყო ვიდრე მაშინ როცა ეს დამოკიდებულება არ ჰწონდათ.  ჰეროინისა და დანაშაულის ურთიერთკავშირი ბუნდოვანი იქნება თუ არ გავითვალისწინებთ კავშირს სხვადასხვა ნარკოტიკის მოხმარებას, ან თუ შევაჯამებთ მხოლოს ისე რომ ჰეროინზე დამოკიდებულება იწვევს დანაშაულს. ახლა რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის რომ ჰეროინის მომხმარებლები აქტიურად არიან ჩართული ისეთ დანაშაულებში რომლებიც ფულის მოძიება/ხელში ჩაგდებასთან არის კავშირში. მომხმარებლები შეიძლება არ ერთვებოდნენ დანაშაულში თავიანთი დამოკიდებულების, წამლის მიღების საჭიროებიდან გამომდინარე. ჰეროინის და სხვა მრავალი ნარკოტიკების მომხმარებლები წარმოადგენენ სოციუმის იმ სეგმენტს რომელიც უპირისპირდება სოციალურ წესებს და მოლოდინებს, ამისათვის სხვადასხვა გზებს იყენებენ, მათ შორის წამლის გამოყენება და ქურდობა. სრულებით შესაძლებელია რომ ჰეროინზე დამოკიდებული კრიმინალები მანამდეც ჩადიოდნენ დანაშაულებს სანამ გახდებოდნენ წამალზე დამოკიდებულები. Faupel-ის კვლევა მხარს უჭერს ამ ჰიპოთეზას. ასევე არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ბევრ ჰეროინის მომხმარებელს აქვს კრიმინალური წარსული დამოკიდებულების დაწყებამდეც, მათი კრიმინალური აქტივობა სუბსტანციურად იზრდება წამლის აქტიურად გამოყენების დაწყებიდან (Faupel, 1991). მეტიც მრავალი ნარკოტიკის მომხმარებლები მიდრეკიდები არიან ერთი ნარკოტიკიდან მეორეზე გადასვლაზე, დამოკიდებულია იმაზე რა არის ხელმისაწვდომი და იაფი იმ მომენტისთვის. მარტივად ცვლიან ერთ წამალს მეორეთი. საერთოდ კავშირი ჰეროინის გამოყენებასა და კრიმინალურ ქცევას შორის კომპლექსურია და იცვლება დამოკიდებულების „კარიერის“ მიხედვით.

ფენტალინი
ფენტალინი  პირველად დასინთეზირდა ბელგიაში გვიან 50-იან წლებში, ის თავისი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ეფექტებით ძალიან მსგავსია ჰეროინის. ფენტალინი არის სინთეური ოპიატი, დაახლოებით 50-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ჰეროინი. ის ჩვეულებრივ არის ფხვნილის ფორმით და ბაზარზე მას ხშირად ურევენ კოკაინში, რათა ასე ვთქვათ კოკაინით გააზავონ,. ის შეიძლება მიიღონ ვენური ინექციით, მოწიონ ან შეისუნთქონ, მაგრამ ხშირ შემტხვევასი ამჯობინებენ ინტრავენური ინექციის მეთოდს. NDIC-ის მიხედვით (2006) 2005-2006 წლებში აშშ-ში წამალი შეზავებული იყო ასობით ფატალურ და არაფატალურ დოზებად.  ფენტალინის ვენაში საინექციო დოზა ტკივილის გასაყუჩებლად არის 45 მიკროგრამი, ეს დოზა დამოკიდებულია მომხმარებლის წონაზე, მაგრამ დაუფიქრებელმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადამეტება და სიკვდილი.

სხვა ნარკოტიკული წამლები
სხვა წამლები რომლებიც ნარკოტიკების კლასში შედიან არის - თებაინი (thebaine), კოდეინი, მორფინი, ჰიდრომორფონი, ოქსიკოდონი და ჰაიდროკოდონი. თებაინი არის ქიმიურად მორფინის და კოდეინის მსგავსი, მაგრამ ძირითადად ძირითადად წარმოშობს კაიფის შეგრძნებას ვიდრე დეპრესიულ ეფექტს. ის მეორე კლასის წამალია, (მთარგმნელისგან: იგულისხმება კონტროლირებადი წამლები ნარკოტიკებში რაც გადის). ჰიდრომორფონი არის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც იყიდება ტაბლეტების და ინექციის სახით, ის  აყუჩებს ტკივილს და შეიძლება ჩაანაცვლოს ჰეროინი და მორფინი. ოქსიკოდონი კოდეინის მსგავსი, მაგრამ უფრო ძლიერია. ის ხშირად იყიდება ასპირინთან ან აცეტამინოფენთან შერეული, ტკივილის გასაყუჩებლად. ჰაიდროკოდონი არის ტაბლეტის სახით, აქტიური ტკივილგამაყუჩებელია, მაგრამ ნაკლებად ძლიერი ვიდრე მორფინი. მიუხედავად იმისა რომ, ოქსიკოდონის გამოყენება უკვე 30 წელია აკრძალულია, ოქსიკოდონისგან წარმოებული ოქსიკოტინი ხშირად გამოიყენება ბოლო წლების მანძილზე.

ოქსიკოტინი
ოქსიკოტინი არის ნარკოტიკი რომელსაც აქვს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ტკივილის კონტროლისთვის. ეს ის წამალია რომლის პოპულარობა იაზრდება ახალგაზრდებში. ოქსიკოტინი კლასიფიცირებულია როგორც ოპიოიდური ანალგეზიკი რომლიც მიღებაც შესაძლებელია რეცეპტის საშუალებით. წამალი ქიმიურად კლასიფიცირებულია როგორც ოპიატი ნივთიერება, იმიტომ რომ ის აყუჩებს ტკივილს ოპიატურ რეცეპტორებზე მოქმედებით, კერძოდ სხეულსა და ტვინში. 1995 წელს ნება დართული იყო მისი მოხმარება იმ ადამიანების მიერ რომელთაც აწუხებდათ გამჭოლი ტკივილი და საჭიროებდნენ შვებას რამდენიმე დღე ან მეტი.(Cincero, Inciardi, &Munoz, 2005). ნარკოტიკი სინთეზირებულია თებაინთან რომელიც არის ოპიუმის მეორადი შემადგენელი. ოქსიკოტინი გვხვდება ძირითადად ტაბლეტის ფორმაში, მაგრამ ზოგჯერ მომხმარებლები ფხვნიან ტაბლეტებს შესასუნთქად ან ტაბლეტებს ხსნიან წყალში ინექციისთვის.
    ის ძირითადად დიდხანს მოქმედი ტაბლეტის ფორმით გვხვდება, ის მოქმედებს 12 საათი, ის არის ყველაზე დიდხანს მოქმედი ოქსიკოდონი ბაზარზე. ოქსიკოტინის ფარმაკოლოგიური ეფექტი ძალიან მსგავსია ჰეროინის ეფექტისა, ამიტომ ის მეტად მიმზიდველია ამ ნარკოტიკის მომხმარებელთა პოპულაციისთვის (National Drug Intelligence Center, 2001).
    აშშ-ში ოქსიკოტინის გამოყენება ყველაზე გავრცელებული და გაბატონებულია სხვა ოპიოიდებსა და რეცეპტით გამოწერილ წამლებს შორის (Cicero et al., 2005).  წამლების გამოყენება ხდება განსაკუთრებით თეთრკანიანი ადამიანების მიერ (91%),  განსაკუთრებით მათ მიერ ვინც ცხოვრობს სასოფლო ნახევრადურბანიზებულ დასახლებებში (Cicero et al., 2005).  ეს იმიტომ რომ რეცეპტით გაცემული წამლები შედარებით ადვილი შესაძენია ვიდრე სხვა არალეგალური ნარკოტიკები.
     2004 წელს მეთორმეტე კლასელების 5.5%-მა, მეათე კლასელების 3.2%-მა და მერვე კლასელების 1.8%-მა აღნიშნა რომ იყენებდნენ ოქსიკოტინს წელიწადში სულ მცირე ერთხელ მაინც. ის ასევე აქტიურად გამოიყენება კოლეჯის სტუდენტებმაც.

ოქსიკოტინი და დანაშაული
2000-იან წლებში ოქსიკოტინის გამოყენება ხელს უწყობდა ფარმაცეპტულ ძარცვებს, ქურდობებს, ყალბ რეცეპტებს და წამლის სხვა ყალბი გზებით მოძიებას (National Drug Intelligence Center, 2001). თუმცა ბოლო წლებში ეს რიცხვი მნიშვნლოვნად შემხირდა.აქტიური იყო „ექიმებთან ვაჭრობის“ ტაქტიკაც, რაც გულისხმობდა იმას რომ ადამიანები სტუმრობდნენ ბევრს ექიმს სხვადასხვა შტატში რაღა შეეგროვებინათ დიდი რაოდენობით წამლები და შემდეგ გამოეყენებინათ ან გაეყიდათ ისინი.

კლუბური ნარკოტიკები: დამამშვიდებელი ჰიპნოტური ნაერთები
ვინაიდან უკვე განვიხილეთ ექსტაზი და მეტამფეტამინი, ახლა ყურადღება ამ სამ დამამშვიდებელ ჰიპნოტურ წამლებზე გავამახვილებთ: კეტამინი, როჰიპნოლი და GHB.

კეტამინი
კეტამინი, ასევე მოიხსენიებენ როგორც „K”, “ განსაკუთრებული“, “სუპერ მჟავა“, „LA” ან „კატა ვალიუმი“, არის დისოციაციური, სინთეზური საშუალება ტკივილგამაყუჩებეი და ამნესტური თვისებებით. ის შეიქმნა 1962 წელს ვეტერინარულ მედიცინაში PCP-ის ჩამნაცვლებლად. ეს წამალი პირველად გამოუშვეს 1960 წელს ამერიკაში და მოიხსენიებდნენ როგორც კეტალარი (Ketalar) (Copeland & Dillon, 2005). კეტამინმა როგორც საანესთეზიო საშუალებამ განმაცვიფრებელი პოპულარობა მოიპოვა ვიეტმანის ბრძოლის ველზე (Copeland & Dillon, 2005). უპირატესად კეტამინი ამერიკის ქუჩებში ვეტერინარული კლინიკებიდან იყიდება ან შემოდის ოკეანის იქითა ქყვეყნებიდან. როცა ყიდიან ძირითადად მას სითხიდან ფხვნილად აქცევენ, შესახედაობა იგივე აქვს როგორც კოკაინს და ჰეროინს, ან იყიდება ტაბლეტების ფორმით. კვლევებმა აჩვენა რომ მსოფლიოს ბევრ ნაწილში კეტამინი მზარდი რაოდენობით გამოიყენება უფრო მეტად სოციალურ, ვიდრე რაიმე სპეციფიკურ ანდა სამედიცინო გარემოში, განსაკუთრებულად გაერთიანებულ სამეფოში და ავსტრალიაში (Copeland & Dillon, 2005). ის ხშირად განიხილება როგორც კლუბური წამალი ან საცეკვაო წამალი, რადგან მას თინეიჯერები იყენებენ სხვადასხვა საცეკვაო წვეულებებზე. კეტამინი ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც ყალბი MDMA-ის ტაბლეტების ძირითადი კონპონენტი.
მისი ქიმიური სრუქტურა მსგავსია PCP-ის, მაგრამ ნაკლებად ძლიერმოქმედია და წარმოშობს ნაკლებ დაბნეულობას, ირაციონალობას და ძალადობრივ ქმედებებს (Drug Enforcement Administration, 2005) კეტამინის მიღებას შესაძლებელია ტაბლეტის გადაყლაპვით, შესუნთქვის ან ინექციის საშუალებით. მას ზოგჯერ აყრიან მარიხუანას და ეწევიან. დიდი დოზით მიღება იწვევს გაუტკივარებას, ამნეზიას და კომას.
    მომხმარებლები განიცდიან შეგრძნებათა სპექტრს ტივტივის შეგრძნებიდან დაწყებული სხეულის ვერ შეგრძნებით დამთავრებული (National Institute on Drug Abuse, 2005) კეტამინი ატარებს სხვა სლენგურ სახელებსაც „რეაქტიული თვითმფრინავი“ სუპერ მჟვა, კატა ვალიუმი და თაფლის ზეთი.
     კეტამინი არის უსუნო და უგემო, ასე რომ ის შეიძლება დაემატოს ნებისმიერ სითხეს სასმელი წყლის გარდა ან საჭმელს ისე რომ ვერ აღმოაჩინონ. კეტამინს, GHB-თან ერთად განიხილავენ როგორც პაემნის ძალადობის წამალს, რადგან ის შეიძლება მისცენ მიმნდობ მსხვერპლს, გამოიწვიონ ამნეზია და უმეო ფიზიკური მდგომარეობა. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა მსხვერპლს არ ახსოვდეს სექსუალური თავდასხმა.
    2005 წელს კეტამინს  იყენებდა მეთორმეტე კლასელთა 1.6%, მეათე კლასელების 1% და მერვე კლასელების 0.6%.






რეფერატზე მუშაობდა :
მანჩო სუმბაძე
ალექსი ნიკოლიშვილი
ანი კაბულაშვილი
ხატია ტაბატაძე


No comments:

Post a Comment