Pages

Monday, August 7, 2017

კრიმინალური ქცევის საწყისები: დასწავლა და სიტუაციური ფაქტორები




ადამიანები ყოველ სიტუაციას გარკვეული ცოდნით ხვდებიან. მათ აქვთ გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება და მოვლენებზე რეაგირების სტრატეგიების დიდი რაოდენობის ვარიაციები.კრიმინალური ქცევის მიზეზების ახსნისას სხვადასხვა ინდივიდუალური ფაქტორების, ოჯახის, სოციალური რისკ- ფაქტორების გვერდით საჭიროა ქცევის დასწავლილი სტრატეგიების განხილვაც.
კლასიკური განპირობებისადმი მოწყვლადობას, გარკვეულწილად, გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორები განსაზღვრავს. განპირობება გავლენას ახდენს დასჯის შიშის ზრდაზე, რაც ხელს უწყობს სოციალურად არასასურველი კრიმინალური ქცევების შეკავებას. კლასიკური განპირობების პერსპექტივა მიიჩნევს,რომ ადამიანის მოქმედებები ავტომატიზირებულია: იგი მონოტონური გზით პასუხობს გამღიზიანებელს აზროვნების, ინტელექტის გააქტიურების გარეშე. თუკი ნეიტრალურ სტიმულს დავაწყვილებთ ტკივილის გამომწვევ მოვლენასთან , მაშინ მოხდება ამ ნეიტრალური სტიმულის ტკივილთან ავტომატური დაკავშირება. ქცევების ახსნისას თანმიმდევრულობა ყოველთვის საკმარისი ფაქტორი არ არის- განპირობება ერთ-ერთია იმ მრავალ ფაქტორთაგან, რომლებიც კრიმინალური ქცევის წარმოქმნას თუ არარსებობას ხსნიან.

            კრიმინალური ქცევის უკეთ გასაგებად საჭიროა თითოეული ადამიანის მოაზროვნედ მიჩნევა,რომლებიც აღიქვამენ, ამუშავებენ, ინტერპრეტირებას ახდენენ და  გარემოს პასუხობენ უნიკალური გზით.ასეთი მიდგომისას, კანონსაწინააღმდეგო ქმედება იქცევა ადაპტურ ქცევად დევიანტურის ნაცვლად.ადამიანისთვის კანონსაწინააღმდეგო ქცევა ისეთი საპასუხო პატერნია,რომელიც მისთვის ადაპტურადაა მიჩნეული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებისას.
             ისეთი დანაშაულები,როგორიცაა თავდასხმა დამამძიმებელ გარემოებებში, ან მკვლელობა ზოგჯერ დახასიათებულია,როგორც „ ირაციონალური“ , „უკონტროლო“ , „უმოტივო“. მიჩნეულია,რომ ასეთი ტიპის დანაშაულები არ ექვემდებარება გაანალიზებას ( მაგ: პრეზიდენტის კომისია კანონისა და სამართლიანობის აღსრულებისათვის, 1967 ). 21-ე საუკუნის დასაწყისისათვის ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი ძალადობა, განსაკუთრებით კი ტერორიზმთან დაკავშირებული ძალადობა კარგად გაკონტროლებული და მოტივირებული იყო.ძალადობრივი ქმედება შეიძლება იყოს,როგორც სწრაფი, იმპულსური, ასევე კარგად დაგეგმილი. თუკი განვიხილავთ ინდივიდუალური ძალადობის ისეთ ფორმას,როგორიცაა ოჯახური ძალადობა, შეიძლება ვთქვათ,რომ ზოგიერთ ადამიანს თვით-კონტროლის ნაკლები უნარი აქვს, თუმცა ადამიანების უმრავლებობას ქცევის კონტროლის დასწავლა შეუძლია.ამასთანავე, შეუძლებელია რაციონალურისა და ირაციონალურის განსხვავება მოძალადის ფსიქოლგიური პროცესების ცოდნის გარეშე.
            კრიმინალური ქცევა შესაძლოა ადაპტური იყოს მძიმე  ფიზიკურ, სოციალურ, ფინანსურ, ან ფსიქოლოგიურ პირობებში ყოფნის დროს. მძიმე ფსიქიკური დაავადების თანმხლები კრიმინალური ქცევაც შესაძლოა ადაპტური იყოს( ასეთი დანაშაული თავისუფლდება სასჯელაღსრულებისგან). ზოგიერთი ადამიანი  ძალადობას ღირსების დაცვისთვის, ან მიზნების მიღწევისთვის დაშვებულ გზად მიიჩნევს. ადამიანები თავად ირჩევენ სასურველ ქცევას ალტერნატივებიდან და ზოგჯერ მათ მიერ არჩეული ქმედება არ არის საზოგადოების მიერ შეწყნარებული.ადამიანთა განსხვავებულ ქცევას კლასიკური განპირობების გარდა ხსნის ოპერანტული და სოციალური დასწავლა. ყველა ეს საკითხი ეკუთვნის ფსიქოლოგიის ბიჰევიორისტულ სკოლას.

ბიჰევიორიზმი
          ბიჰევიორიზმმა არსებობა ოფიციალურად 1913 წელს დაიწყო,როდესაც ჯონ უოტსონმა(1878-1958) გამოაქვეყნა წიგნი „ ფსიქოლოგია ბიჰევიორისტის თვალით ჟურნალში Psychological Review.უოტსონი ბიჰევიორიზმის დამაარსებლად მიიჩნევა, ეს ნაშრომი კი პირველად განსაზღვრავდა ბიჰევიორიზმს.მიუხედავად ამისა, ბიჰევიორიზმის ფესვები, სულ მცირე, არისტოტელემდე მიდის(დისერენსი, 1925). უოტსონის ბიჰევიორიზმი წარმოადგენს პერიოდულ ფაზას ციკლური ფსიქოლოგიის ისტორიის.ცნობიერის ფსიქოლოგიას მოსდევს ქცევის ფსიქოლოგია,შემდეგ კი კვლავ ცნობიერების ფსიქოლოგია ექცევა სათავეში. დღესდღეობით აქტუალური ცნობიერების ფსიქოლოგიაა, უფრო კონკრეტულად კი კოგნიტური პროცესების შესწავლა. კოგნიტური პროცესები ის შნაგანი მენტალური პროცესებია,რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს წარმოისახოს, მიიღოს ცოდნა, იაზროვნოს, შეაფასოს მიღებული ინფორმაცია.
            უოტსონი თვლიდა ,რომ ფსიქოლოგია იყო მეცნიერება ქცევის შესახებ.მისი აზრით, ფსიქოლოგებს მეცნიერული მსჯელობისას არ უნდა გაეთვალისწინებინათ „ გონება“ და მასთან დაკავშირებული ბუნდოვანი ცნებები , რომელზე დაკვირვება და გაზომვაც შეუძლებელი იყო. იგი თვლიდა, რომ ფსიქოლოგიის ძირითადი ამოცანა გაგება. წინასწარმეტყველება და ადამიანის ქცევის კონტროლი იყო, რის შესრულებასაც მხოლოდ ზედმიწევნით მეცნიერული მიდგომა შეძლებდა.
            ივან პავლოვის ცნობილმა ექსპერიმენტმა კლასიკური განპირობების შესახებ დიდი გავლენა მოახდინა უოტსონზე.მან გადაწყვიტა, რომ ფსიქოლოგია უნდა ფოკუსირებულიყო სტიმულისა და რეაქციის კავშირის შესწავლაზე.სტიმული არის ადამიანი, ობიექტი, ან მოვლენა , რომელიც აღძრავს ქცევას. რეაქცია კი უშუალოდ აღძრული ქცევაა. უოტსონი დარწმუნებული იყო, რომ ყველა ქცევა, როგორც ადამიანის, ისე ცხოველის შემთხვევაში, კონტროლდებოდა გარემოდან ისე, როგორც ეს ხდებოდა პავლოვის მიერ აღწერილ ექსპერიმენტში- სტიმული წარმოქმნის რეაქციას ( S-R  ფსიქოლოგია). უოტსონისთვის პავლოვისეული კლასიკური განპირობება იყო გაგების, წინასწარმეტყველებისა და კონტროლის საშუალება და ამ მეთოდის პრაქტიკული გამოყენება უსაზღვრო შესაძლებლობების იყო.
             ბიჰევიორიზმის გამორჩეული წარმომადგენელია ბ.ფ სკინერი (1904-1990), რომელიც ამერიკაში მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიან ფსიქოლოგად მიიჩნევა.სკინერიანული პერსპექტივა განსაკუთრებულად პოპულარული იყო ქცევის მოდიფიკაციის,ან ბიჰევიორული თერაპიის შედეგად კორექციონისტულ სისტემებში და ისეთ ინსტიტუტებში , რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ან ფსიქიკური დაავადების მქონე  პირებთან მუშაობდნენ. ზოგიერთი თანამედროვე კრიმინალური ქცევის თეორიები( მაგ: აკერსი , 1985) ცდილობენ სკინერიანული ბიჰევიორიზმისა და სოციოლოგიური პერსპექტივის ინტეგრირებას.კრიმინალური ქცევის შესასწავლად მნიშნელოვანია სკინერის შეხედულებების გაცნობა ადამიანის ქცევასთან დაკავშირებით.

სკინერის ქცევის თეორია
            უოტსონის მსგავსად, სკინერსაც სჯეროდა, რომ ფსიქოლოგიის ამოცანა ქცევის წინასწარმეტყველება და მისი კონტროლია. მისთვისაც ქცევის ძირითადი დეტერმინანტი გარემოს სტიმულები იყო როგორც ცხოველის ,ასევე ადამიანის შემთხვევაში. გარემოს სტიმულები წარმოადგენენ დამოუკიდებელ ცვლადებს, ხოლო  მათ მიერ აღძრული საპასუხო რეაქციები დამოკიდებულ ცვლადებს. ბიჰევიორისტულ მეცნიერებებში ცვლადი არის ნებისმიერი რამ, რისი გაზომვაც შესაძლებელია. ქცევას ეწოდება „ დამოკიდებული“ , რადგან იგი კონტროლდება, დამოკიდებულია ერთ, ან რამდენიმე დამოუკიდებელ ცვლადზე. კონსისტენტური კავშირი დამოუკიდებელ და დამოკიდებულ ცვლადებს ( სტიმულსა და რეაქციას) შორის წარმოადგენს მეცნიერულ კანონს. ბიჰევიორისტი ფსიქოლოგის მიზანი. სკინერის მიხედვით, ამ დაფარული კანონების აღმოჩენაა , რაც შესაძლებელს გახდის ქცევის წინასწარმეტყველებასა და კონტროლს. ეს მექანიზმი გულისხმობს კრიმინალურ ქცევებსაც.
            უოტსონის საპირისპიროდ, სკინერი არ უარყოფდა მენტალურ, კოგნიტურ პროცესებს და მათ მნიშვნელობას, თუმცა ხაზს უსვამდა იმას, რომ ბიჰევიორიზმს ამ პროცესების შესწავლა არ სჭირდებოდა, რადგან ამ მენტალური პროცესების შედეგების ახსნა შესაძლებელი იყო თავად პროცესების გაანალიზების გარეშეც. მნიშვნელობა მხოლოდ ქცევას ენიჭება და არა მის საფუძვლად მდებარე კოგნიტურ პროცესს.უოტსონი კი ამტკიცებდა, რომ გონება და ცნობიერება საერთოდ არ არსებობს. მისთვის მეტყველებაც კი მხოლოდ სამეტყველო აპარატის მოძრაობა იყო. სკინერის თეორიის მიხედვით, ქცევის გასაგებად საჭირო არ არის ფიქრების, ღირებულებების, გადაწყვეტილებების და განზრახვების ცოდნა.ნაცვლად ამისა დელიკვენტური ქცევის გასაგებად საჭიროა გარემოს სტიმულების, დაკვირვებადი ქცევისა და ჯილდოს შესწავლა.

ბიჰევიორიზმი, როგორც მეცნიერული მეთოდი
          ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ბიჰევიორიზმი, როგორც მეცნიერული მეთოდი და როგორც ადამიანის ბუნების გაგების პერსპექტივა. მეცნიერული მეთოდი გულისხმობს, რომ ყველაფრის გაგება უნდა ემყარებოდეს ფიზიკურად არსებული ობიექტების შესწავლას, რომელთა დაკვირვება და გაზომვაც შესაძლებელია. სკინერი თვლიდა, რომ მონაცემების დამუშავება და მათი დადასტურება, ან უარყოფა აუცილებელია,რადგან სხვაგვარად ფსიქოლოგია დარჩება უბრალო სპეკულაციად.შედეგად, ექსპერტები მათი მოსაზრების ვალიდურობის გადამოწმების გარეშე შეძლებდნენ ემტკიცებინათ, რომ მაღაზიის ქურდობა ისეთივე ადიქციაა, როგორც ალკოჰოლიზმი. მხოლოდ კარგად ორგანიზებულ, სისტემატურ კვლევას, რომლის ფარგლებშიც ცნებები „ მაღაზიის გაქურდვა“ და „ალკოჰოლიზმი“  ცალსახად არის განმარტებული და მკაცრად შემოწმებული,  შეუძლია გააფართოვოს ცოდნა მაღაზიის ქურდვისა და ადიქციის კავშირზე. ამასთან,  ყოველი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, ყოველი წინადადება სტატიაში გამყარებული უნდა იყოს რაღაცით, რაც დაკვირვებადი და შემოწმებადია ნებისმიერი სხვა პროფესიონალის მიერ. იმისათვის, რომ დავასკვნათ, ადამიანი გაბრაზებულია, ან შფოთავს, საჭიროა კარგად იდენტიფიცირებული ზუსტი ქცევების გამოყოფა, რომელიც მიგვანიშნებს ასეთი ინტერპრეტაციის შესაძლებლობაზე.ასეთი მიდგომა ქმნის საფუძველს მოსაზრების დასადასტურებლად, ან უარსაყოფად.

ბიჰევიორიზმი, როგორც ადამიანის ბუნების გაგების პერსპექტივა
ბიჰევიორიზმი, როგორც ადამიანის ბუნების გაგების პერსპექტივაბ გულისხმობს ადამიანისა და ცხოველის ძლიერ მსგავსებას. სკინერი და ბიჰევიორისტები თვლიან, რომ ადამიანი მხოლოდ მცირედით თუ განსხვავდება მისი წინაპარი ცხოველისგან. ადამიანის ქცევა იმავე ბაზისურ პრინციპებს ემორჩილება, რასაც ცხოველის ქცევა. დარვინის მსგავსად, სკინერიც ვერ ხედავდა მნიშვნელოვან განსხვავებას ადამიანსა და ცხოველს შორის.ენა და აზროვნების უნარიც კი არ არის მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშნები. ვერბალური ქცევა „ არის განსაკუთრებული ტიპის ქცევა, მაგრამ მასში არ არის არცერთი ისეთი პროცესი, რომელიც განასხვავებდა მას არავერბალური ქცევისაგან და მაშასადამე [ვერბალური ქცევა] ვერ განასხვავებდა ადამიანს [სხვა] ცხოველისგან“ (სკინერი, 1964, გვ. 156) აქედან გამომდინარე, სკინერისთვის ისეთ ცხოველებზე ჩატარებული კვლევები, როგორიცაა მაიმუნი, მტრედი, ან ვირთხა  დიდი ღირებულების მქონეა და აჩვენებს ყველა ორგანიზმსა და გარემოს შორის არსებულ კავშირებს.
            ბიჰევიორიზმის ძირითადი პრინციპების გაგება ამარტივებს ძირითადი ჩარჩოს გაგებას, რომელიც გამოიყენება კრიმინალური ქცევის შესწავლისა და ახსნისათვის. ეს ცოდნა ასევე გვეხმარება იმ ძირითადი რეკომენდაციების გაგებაში, რომელიც გამოიყენება კრიმინალური ქცევის შემცირებისა თუ შეცვლისათვის სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისას.
            სკინერი სიტუაციონისტიც იყო. სიტუაციონიზმი გულისხმობს რწმენას,რომ ყოველი ქცევა გამოწვეულია გარემოში არსებული სტიმულის მიერ და ადამიანს განზრახვის არანაირი კონტროლი არ აქვს. დამოუკიდებელი აზროვნება და თავისუფალი ნება მხოლოდ მითებია. ადამიანები და ცხოველები განვითარებული რობოტების მსგავსად მოქმედებენ. სტიმულებისა და რეაქციების რაოდენობა სამყაროში უსასრულო რაოდენობისაა, თუმცა კარგი დაკვირვებისა და კვლევის შედეგად ეს კომპლექსურობა მართვადი ხდება. რთული ქცევების დაშლა შესაძლებელია მარტივ ქცევებად. ასეთ მიდგომას ზოგჯერ რედუქციონიზმს უწოდებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რთული ქცევის გაგება შესაძლებელია მარტივი სტიმული-რეაქციის ჯაჭვების მეშვეობით. ასეთ დაშვებას მივყავარტ ოპერანტულ განპირობებამდე.
ოპერანტული დასწავლა
          სკინერმა მიიღო კლასიკური განპირობების ძირითადი პრინციპები, მაგრამ ყველა ტიპის ქცევის ასახსნელად საჭიროდ თვლიდა სხვა ტიპის განპირობებულობის შემოტანას.პავლოვმა ექსპერიმენტების სერია მშიერ ძაღლებზე ჩაატარა. ძაღლებს არ უწევდათ გარემოზე გარკვეული ზემოქმედების განხორციელება იმისათვის, რომ საჭმელი მიეღოთ. ისინი საჭმელი მათი ქცევისგან დამოუკიდებლად იღებდნენ.სკინერი ამას უწოდებდა რესპოდენტულ განპირობებას“ , რასაც დაუპირისპირა სიტუაცია, როდესაც სუბიექტი სიტუაციაზე მოქმედებს - სუბიექტი იქცევა ისე, რომ მის ქცევას ჯილდო მოჰყვეს.სკინერი ცდილობდა ქცევასა და მის შედეგს შორის კავშირის დამყარებას. იგი ცდებს ატარებდა მტრედებზე ( ძაღლებთან შედარებით იაფი და ნაკლებად პრობლემურია ) და წვრთნიდა მათ, რათა შეძლებოდათ  კარების მიწოლა  საჭმლის მოსაპოვებლად და გასაღების ჩანისკარტება. მიწოლა და ჩანისკარტება არის ოპერაციები გარემოზე. ოპერანტული განპირობება ეწოდება ისეთ დასწავლას. როდესაც ხდება ქცევის განხორციელება, ან შეჩერება  მათი შედეგების გამო. დასწავლა ხდება იმ შედეგების მიხედვით, რომელიც ქცევას მოსდევს.მაგალითად, როდესაც ბავშვს მაღაზიაში ყოფნისას ეწყება ტანტრუმი კანფეტის მოთხოვნით და ეს მოტხოვნა უკმაყოფილდება, იმავე სიტუაციაში მოხვედრისას ბავშვს კვლავ ტანტრუმი დაეწყება, რადგან მან ეს ქცევა დაისწავლა პირველ ჯერზე წარმატებული შედეგის ხარჯზე.
            ოპერანტული დასწავლა აღწერილი იყო სკინერამდეც, თუმცა მისი დამსახურება ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება იყო. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ფილოსოფოსი ჯერემი ბენთემი ამბობდა, რომ ადამიანებს აქვთ ტენდენცია გაექცნენ ტკივილს და ეძებონ სიამოვნება. ოპერანტული განმტკიცებაც იგივეს ამბობს: ადამიანები ქცევეს მხოლოდ იმისთვის ახორციელებენ, რომ მიიღონ ჯილდო  და აიცილონ სასჯელი. ჯილდო შეიძლება იყოს ფიზიკური ( მატერიალური ნივთები, ფული), ფსიქოლოგიური (საკუთარუ მნიშვნელობის განცდა, კონტროლის განცდა),  სოციალური (გაუმჯობესებული სტატუსი, მიმღებლობა).

განმამტკიცებლები
          სკინერი განმამტკიცებელს უწოდებდა ჯილდოს, რომელიც გულისხმობდა ნებისმიერ რამეს, რაც მომავალში საპასუხო ქცევის ალბათობას გაზრდიდა. განმამტკიცებელი შეიძლება იყოს პოზიტიური, ან ნეგატიური. პოზიტიურია განმამტკიცებელი, როდესაც მას სასურველი ქცევის განხორციელების შედეგად ვიღებთ. თავდაუზოგავი ვარჯიშის შემდეგ მიღებული მედალი, ან ცეკვის შემდეგ მიღებული შექება პოზიტიური განმამტკიცებლის მაგალითებია.ნეგატიური განმამტკიცებელი გულისხმობს არასასიამოვნო სტიმულის თავიდან არიდების მიზნით  გარკვეული ქცევების განხორციელებას.. მაგალითად, თუკი ბავშვობაში სკოლის გაცდენის მიზნით სიცხის მოგონება გიწევდათ, მაშინ თვალთმაქცობა ნეგატიურად იყო განმტკიცებული.თანდათან თქვენ უფრო და უფრო ხშირად იმეორებდით ამ ქცევას მსგავსი გარემოებებისას სკოლის გაცდენის მიზნით.ქცევის მომავალში განხორციელების ალბათობას ზრდის როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური განმამტკიცებელი.

დასჯა და ჩაქრობა
            ნეგატიური განმტკიცება უნდა განვასხვაოთ დასჯისა და ჩაქრობისაგან. დასჯის დროს ორგანიზმი იღებს არასასიამოვნო, ან მტკივნეულ სტიმულს განხორციელებული ქცევის შედეგად.ჩაქრობის დროს, ადამიანი, ან ცხოველი არ იღებს არც განმტკიცებას და არც დასჯას. სკინერი თლიდა, რომ ქცევის აღკვეთისთვის დასჯა ნაკლებად ეფექტური გზა იყო,რადგან მისი ეფექტი დროებითია. მოგვიანებით, შესაბამის პირობებში სავარაუდოა,რომ იგივე ქცევა კვლავ განხორციელდეს.ჩაქრობა მეტად ეფექტურია,რადგან როდესაც ორგანიზმი დაისწავლის,რომ ქცევას განმტკიცება არ მოჰყვება, იგი აღარ იმეორებს ამ ქცევას და მსგავსი სიტუაციისათვის სავარაუდო ქცევის რეპერტუარიდან შლის ასეთ ქცევას.
ნაიტზელის(1979) მიხედვით, ს.რ ჯეფრი(1965) იყო ერთ-ერთი პირველი კრიმინოლოგი,რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ კრიმინალური ქცევა სკინერის ოპერანტული განმტკიცების საფუძველზე ყალიბდებოდა. ბურჯისი და ეიკერსი ( 1966) დაეთანხმნენ ამ შეხედულებას და გამოთქვეს ჰიპოთეზა,რომ კრიმინალური ქცევის როგორც გამომწვევი, ასევე შემანარჩნებელი ოპერანტული განპირობება იყო. მაგრამ როგორც ნაიტზელი ამბობს, ამ შეხედულების დამადასტურებელი მტკიცებულებები მხოლოდ ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებია. ადამიანებზე გასავრცობად არასაკმარისი მტკიცებულებებია და ამავდროულად არსებობს მათი კრიმინალური ქცევის ამხსნელი სხვა ბევრი ალტერნატივაც.ჯეფრიც და ბურჯისი და ეიკერსიც სკინერის შეხედულებებთან ერთად ეყრდნობოდნენ საზერლენდის სოციალური დასწავლის პრინციპებს, რაც გულისხმობდა განმამტკიცებლების ასპექტს და ხსნიდა კრიმინალურ ქცევას ( უილიამსი & მაკშეინი , 2004)

ოპერანტული დასწავლა და კრიმინალი
            კრიმინალური ქცევის საფუძვლად ოპერანტული განმტკიცების დაშვება გულისხმობს შემდეგს: კრიმინალური ქცევა დაისწავლება და ძლიერდება მისი თანმდევი განმამტკიცებლების შედეგად. სკინერის მიხედვით, ადამიანები არ იბადებიან კეთილებად, ან ბოროტებად - მათ ქცევას განსაზღვრავს კულტურა, საზოგადოება და გარემო. ასევე იმას, თუ რომელი ქცევა იქნება კარგი, ცუდი ან ნეიტრალური, საზოგადოება ირჩევს, ქცევა, რომელიც ერთ საზოგადოებაში  მიჩნეულია „ კარგად“ , მეორე საზოგადოება მას „ ცუდ“ ქცევად თვლის.
            სკინერი თვლიდა, რომ ინდივიდუალური დისპოზიციებისა და პიროვნული ნიშნების ძებნა უშედეგოა,რადგან ადამიანთა ქცევა დეტერმინირებულია, ძირითადად, გარემოს მიერ, რომელშიც ცხოვრობენ.ის არ უარყობდა გენეტიკის როლს ქცევის წარმოქმნაში,მაგრამ მისი წილი არც ისე მნიშვნელოვნად მიაჩნდა. ძირითადი ამხსნელი მექანიზმი ოპერანტული განპირობებულობაა. თუკი გვსურს კრიმინალის შემცირება, საჭიროა საზოგადოების ცვლილება ბიჰევიორული ინჟინერიის მეშვეობით, რაც ადამიანის გაგების მეცნიერულ კონცეფციას ეყრდნობა. ადამიანები უნდა შეთანხმდნენ წესებსა და რეგულაციებზე ( იცოდნენ რომელი ქცევაა ანტისოციალური) და მათ მიხედვით შექმნან საზოგადოება, რომლის ყველა წევრიც ბავშვობიდანვე დაისწავლის,რომ პოზიტიური განმამტკიცებელი მხოლოდ წესების მორჩილებას მოყვება და არასდროს ამ წესების დარღვევას.
ეს რთული განსახორციელებელია, რადგან განმამტკიცებლები ანტისოციალურ ქცევებსაც მოჰყვება ,თუმცა ეს განმამტკიცებლები არ არის ყოველთვის  ცალსახა და ხშირად ძალიან კომპლექსურია. საკუთრების ხელყოფის დანაშაულები, როგორიცაა ქურდობა, ან ძალადობრივი დანაუშაულები, მაგალითად ყაჩაღობა, ფიზიკური ჯილდოს მოტივითაა აღძრული.თუმცა, მათი გამომწვევი შესაძლოა სოციალური და ფსიქოლოგიური განმამტკიცებლების მიღების სურვილი იყოს, როგორებიცაა თანატოლებთან გაზრდილი სოციალური სტატუსი,თვითშეფასება , კომპეტენტურობის განცდა, ან შიში. სარწმუნოა მტკიცება, რომ დანაშაულებრივი ქმედებების უმეტესობა პოზიტიური, ან ნეგატიური განმამტკიცებლების  შედეგია. მთავარ პრობლემას წარმოადგენს განმამტკიცებლების იდენტიფიცირება , კრიმინალური ქცევის პრევენცია და ამ განმამტკიცებლების ღირებულების შემცირება.
თანამედროვე ფსიქოლოგია კვლავაც ეყრდნობა ბიჰევიორისტულ ორიენტაციას მეცნიერული მიდგომის ფარგლებში,მაგრამ სკინერის შეხედულება ადამიანის ბუნების შესახებ ნაკლებად პოპულარულია. ზოგიერთი ბიჰევიორისტი სკინერის შეხედულებებს ზედმეტად ჩარჩოებში მომქცევად თვლის ( მაგ: ბანდურა  1983, 1986 ) ისინი ეთანხმებიან სკინერს იმაშ, რომ სტიმულს შეუძლია აღძრას რეაქცია ( კლასიკური განპირობება) და ქცევა იწვევს შედეგებს,რასაც გავლენა აქვს შემდგომ რეაქციაზე( ოპერანტული განპირობება), ამასთან ერთად ისინი თვლიან, რომ არსებობს დამატებითი ფაქტორები,რომლების საჭიროა ქცევის ასახსნელად. მაგალითად, კოგნიტური დასწავლა,რომელიც მოიცავს კონცეპტების, სქემების, თეორიების, ატიტუდების, რწმენებისა და სხვა მენტალური თუ აბსტრაქტული ფორმის ცოდნის შეძენას. კოგნიტური ფსიქოლოგები თვლიან, რომ კოგნიტური პროცესები უმნიშნელოვანესია კრიმინალური ქცევის და ზოგადად, ქცევის შესასწავლად.საჭიროა სკინერიანული ბიჰევიორიზმის განსხვავება ბიჰევიორიზმის სხვა ფორმებისგან, როგორებიცაა სოციალური ბიჰევიორიზმი და დიფერენციალური ასოციაციური განმტკიცება.
           
           

კრიმინალური ქცევის სიტუაციური წამქეზებლები და რეგულატორები
            თანამედროვე თეორიებისა და კვლევების უმრავლესობა მხარს უჭერს იმ ხედვას, რომ ადამიანის ქცევა განპირობებულია პიროვნული და სიტუაციური ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგად. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ბიჰევიორისტი პრეტენზიას აცხადებს იმის შესახებ, რომ კვლევებისა და თეორიების უმრავლესობა უარყოფს სიტუაციურ ფაქტორებს. ისინი ვარაუდობენ, რომ ზოგჯერ კრიმინალი შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორ დროს არასწორ ადგილას მოხვედრით. მაგალითად, გიბონსი განმარტავს: „უმეტეს შემთხვევაში, კრიმინალი შესაძლოა იყოს პასუხი პროვოკაციებზე და იმ სიტუაციაზე, როცა დევიაციური ქცევის ალბათობა იზრდება“. სკინერი, რა თქმა უნდა, ფიქრობდა, რომ ქცევა კონტროლდება გარემო ფაქტორების მიერ.
            ჰანი განიხილავს ატრიბუციის ფუნდამენტურ შეცდომას, რომელიც ეხება ცნობილ ტენდენციას, ადამიანმა ახსნან თავიანთი ქცევა გარემო ფაქტორებით. მაგალითად, როცა ადვოკატებს ჰკითხეს, რატომ ჩაიდინეს ეჭვმიტანილებმა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია მათი ციხეში ჩასმა, მათ მიაწერეს ეს ქცევა უფრო მეტად პიროვნულ ფაქტორებს, ვიდრე სოციალურს. მეორე მხრივ, თავად ეჭვმიტანილებმა განაცხადეს, რომ  მათი ქცევა გამოწვეული იყო სოციალური ფაქტორების მიერ. როცა საქმე ჩვენ გვეხება, ჩვენ გვაქვს თვითრწმენა, მივაწეროთ ჩვენს პიროვნულ ფაქტორებს, ხოლო უარყოფითი - გარემო ფაქტორებს. მაგალითად, როცა გამოცდას კარგად ჩავაბარებთ, ამას მივაწერთ ჩვენს ინტელექტს და შესაძლებლობებს. მეორე მხრივ, როცა ცუდად ჩავაბარებთ, უსამართლო გამოცდას ვაბრალებთ.
            სიტუაცია იშვიათად არის არეული. ჩვენი ქცევა მასზე გავლენას ახდენს რაღაცით და პირიქით, ისიც ახდენს გავლენას ჩვენზე. რეციკროპული ინტერაქცია პიროვნებასა და გარემოს შორის, არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც  კრიმინოლოგიის სტუდენტები ამახვილებენ ყურადღებას ვიქტიმოლოგიაზე. ვიქტიმოლოგია არის მეცნიერული ცნება, მიზეზების, მდგომარეობების, პიროვნების ხასიათის და დამნაშავის სოციალური კონტექსტის შესახებ. მიუხედავად ამის, ვიქტიმოლოგები ფრთხილობენ, რომ არ დააბრალონ მსხვერპლს თუნდაც დანაშაულის ჩადენა. ამ საკითხს დავუბრუნდებით ორი სიტუაციური ფაქტორის განხილვისას და როგორც ჩანს, მას აქვს მნიშვნელოვანი როლი ანტისოციალურ ქცევაში, ავტორიტეტისადმი მორჩილებასა და დეინდივიდუალიზაციაში.

ავტორიტეტი, როგორც კრიმინალური ქცევის წამქეზებელი
            ზოგჯერ ადამიანები იქცევიან სპეციფიკურად, რადგან ვიღაც ძალაუფლების მქონემ უთხრა მას, რომ ასე უნდა მოიქცნენ, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ქცევა წესებს ეწინააღმდეგებოდეს. კელმანი და ჰამილტონი (1989) ამ ფენომენს უწოდებენ მორჩილების დანაშაულს. „მორჩილების დანაშაული არის ქცევა გამოწვეული ავტორიტეტის ბრძანების საპასუხოდ, რომელიც მიჩნეულია ამორალურად ფართო საზოგადოების მიერ“ (Kelman & Hamilton, 1989, p. 46). ზეგავლენის კლასიკური მაგალითი არის სამხედრო ბრძანება, მოკლან განურჩევლად, ან ჩაიდინონ სხვა რამ, როგორც ეს გააკეთა ლეიტენანტმა უილიამ კელიმ, რომელმაც მოაწყო სოფელში მცხოვრები ადამიანების მასობრივი ხოცვა, მაი ლაიში ვიეტნამის ომის დროს. მორჩილების დანაშაულის მაგალითი გვხვდება პოლიტიკაშიც უოტერგეიტის სკანდალის დროს, 1972 წლის 20 ივნისს, როდესაც ადამიანების ჯგუფმა, რომელსაც მფარველობდა თეთრი სახლი, სცადა დაეზიანებინა დემოკრატების შტაბ-ბინა, უოტერგეიტის კომპლექსი.
            იმისათვის, რომ აღეწერა მორჩილების დანაშაულში ჩართული ცვლადები, სტენლი მილგრემმა შემოგვთავაზა ექსპერიმენტების სერია, იმ ადამიაბენის დახმარებით, რომლებიც საგაზეთო განცხადების საშუალებით მოძებნა. ექსპერიმენტებმა საბოლოოდ დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან კრიტიკა და ახლა ციტირებულია ფსიქოლოგიის შესავალ წიგნებში.
            კვლევის მონაწილეები იყვნენ მოზრდილები, 20-დან 50 წლამდე, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვადასხვა სოციალურ კლასს. მათ უთხრეს, რომ მკვლევრები იკვლევდნენ დასჯის ეფექტს მეხსიერებაზე. ექსპერიმენტი მოითხოვდა „მასწავლებელს“ და „მსხვერპლს“. მოხალისეებისთვის უცნობი იყო, რომ მსხვერპლი წარმოადგენდა ექსპერიმენტის ნაწილს, მოკავშირეს, რომელიც გაწვრთნილი იყო რომ მოქცეულიყო განსაკუთრებულად, როგორც ამას ექსპერიმენტი მოითხოვდა. არასწორი პასუხის შემთხვევაში, „მსხვერპლი“ ყოველთვის მოკავშირე იყო. ეს „მსხვერპლი“ მეზობელ ოთახში იმყოფებოდა „ელექტრო-სავარძელში“, „მიამიტი“ მასწავლებლის გარეშე.
            შემდეგ, მასწავლებელი დააბრუნეს იმ ოთახში, სადაც მან ნახა სიმულაციური ელექტრო-შოკის მოწყობილობა - შესაშინებელი აპარატი ოცდაათი ჩამრთველი ბერკეტით, რომელსაც ჰქონდა ელექტრო შოკის ოცდაათი სხვადასხვა დონე. ყველა ეს დონე მონიშნული იყო ვოლტების მიხედვით, დაწყებული 15-დან 450-მდე, თავისი ჩამრთველით. დამატებით, ნიშნულებზე მითითებული იყო „მცირე შოკი“, „სახიფათო“ და „XXX დონე“. ყველა ჯერზე, როდესაც მოსწავლე არასწორ პასუხს გასცემდა კითხვაზე, მასწავლებელი ხელმძღვანელისგან დავალებული იყო, რომ გაეშვა უფრო ძლიერი შოკის დონე. მსხვერპლი, რომელიც რასაკვირველია არავითარ შოკს არ იღებდა, განზრახ იძლეოდა არასწორ პასუხებს. მას, აგრეთვე, უთხრეს, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა ეყვირა, თხოვნით მიემართა მასწავლებლისთვის, რომ გაჩერებულიყო და დაერტყა კედლისთვის, როცა შოკის უფრო მაღალი დონე წავიდოდა.
            მილგრემს უნდოდა აღმოეჩინა, რამდენად შორს წავიდოდნენ ადამიანები ავტორიტეტის ბრძანების შემთხვევაში (ექსპერიმენტატორი). მან შესაძლოა უფრო მეტი აღმოაჩინა. კვლევის მონაწილეების თითქმის ორი მესამედი ემორჩილებოდა ექსპერიმენტატორს და უშვებდა შოკის მაქსუმალურ დონეს. შემდგომ ექსპერიმენტებში გამოიყენა იგივე პირობები, მაგრამ განსხვავებული მონაწილეები (ამჯერად ჩართულები იყვნენ მამაკაცებიც და ქალებიც), მილგრემმა იგივე შედეგები მიიღო. საინტერესოა, რომ როდესაც მილგერმმა სთხოვა ექსპერტებს, ეწინასწარმეტყველათ ამ ექსპერიმენტის შედეგები, მათ განაცხადეს, რომ მხოლოდ პათოლოგიური გადახრის მქონე ადამიანები დაემორჩილებოდნენ ექსპერიმენტატორის ბრძანებებს. ექსპერტებმა, აშკარად, ვერ გათვალეს ის უზარმაზარი ზეწოლა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ექსპერიმენტატორის მხრიდან და დაუშვეს ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა - „მორჩილი ადამიანი, რომელიც ემორჩილება საზიანო ბრძანებებს, არის სადისტი და დაავადებული“.
            მილგრემის კვლევის მონაწილეებიდან ბევრნი, როდესაც ემორჩილებოდნენ ექსპერიმენტატორის ინსტრუქციებს, ამჟღავნებდნენ დაძაბულობასა და დისკომფორტს. ზოგიერთს ენაც ებმოდა, საკუთარ ტუჩებს კბენდნენ, ხელებს იგრეხდნენ, ნერვიულად იცინოდნენ, ფრჩხილებს იკვნეტდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსხვერპლი კედელზე ხელების რტყმას იწყებდა პროტესტის ნიშნად. ექსპერიმენტის განმავლობაში „მასწავლებლები“ ამბობდნენ, რომ მათ სურდათ შეექყვიტათ მსხვერპლის დასჯა, მაგრამ აგრძელებდნენ, რადგაც ექსპერიმენტატორი გაჩერების უფლებას არ აძლევდა.
            შემდგომ კვლევებში, მილგრემმა შეცვალა პროცედურა. მან გაზარდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური დისტანცია მასწავლებელსა და მსხვერპლს შორის. ამ ორს შორის ფსიქოლოგიური დისტანციის გასაზრდელად, მილგრემმა თავიდან მოიშორა მსხვერპლის ის ყვირილი, რომელიც ორიგინალ ექსპერიმენტში იყო. სხვა ექპერიმენტში, ფსიქოლოგიური და ფიზიკური დისტანციის შესამცირებლად, მასწავლებელი იჯდა მსხვერპლის გვერდზე.
            მილგრემმა აღმოაჩინა, რომ კვლევის მონაწილეები ნაკლებად ემორჩილებოდნენ ექსპერიმენტატორს, როცა მათ ჰქონდათ ვიზუალური კონტაქტი „მსხვერპლთან“. მიუხედავად ამისა, რაც უფრო ახლოს იყო ექსპერიმენტატორი „მასწავლებელთან“, მით უფრო მეტი იყო იმის შესაძლებლობა, რომ „მასწავლებელი“ დაემორჩილებოდა. მილგრემმა ვერ აღმოაჩინა მნიშვნელოვანი განსხვავება პიროვნების ტიპებს ან სქესს შორის, ისინი ერთნაირად მოქმედებდნენ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქალი მასწავლებლები უფრო მეტად განიცდიდნენ თავიანთ დავალებას, ვიდრე მამაკაცი მასწავლებლები.
            ფსიქოლოგიური და ფიზიკური დისტანციის ცვალებადობა გვთავაზობს საინტერესო შედეგებს. თუ ანალოგს გავავლებთ მილგრემის ექსპერიმენტებსა და ძალადობრივ ქმედებებს შორის, შედეგად მივიღებთ, რომ რაც უფრო ობიექტური იყო იარაღი ან სიტუაცია, მით უფრო მაღალი იყო დესტრუქციისა და სერიოზული ძალადობის ალბათობა. რასაკვირველია, ვინმეს მკვლევობა ცეცხლსასროლი იარაღით დისტანციიდან და მკვლელობა იარაღის მიბჯენით, ორი სხვადასხვა რამაა და ორივე მეთოდი განსხვავდება ვინმეს შიშველი ხელებით დახრჩობისგან.
            საბოლოოდ, ავტორიტეტის მხრიდან ბრძანების ძირითადი გავლენის საკითხში ყურადღება უნდა გავამახვილოთ მილგრემის ექსპერიმენტის მონაწილეებზე. შეინიშნებოდა ინდივიდუალური განსხვავებები თუ როგორ რეაგირებდნენ კვლევის მონაწილეები ერთსა და იმავე სიტუაციაში. მართალია ზოგიერთმა მონაწილემ უარი თქვა ექსპერიმენტის გაგრძელებაზე, რადგან მათ სჯეროდათ, რომ მართლაც ზიანს აყენებდნენ მსხვერპლს, უმრავლესობამ (65%) გამოიყენა შოკის მაქსიმალური დონე. ზოგიერთი მონაწილე გამოხატავდა ბრაზსა და წინააღმდეგობას.
            მილგრემმა შენიშნა საინტერესო დისოციაცია სიტყვასა და მოქმედებას შორის. ბევრი მონაწილე ამბობდა, რომ ის აღარ გააგრძელებდა ექსპერმენტს, მაგრამ ცოტა მათგანი თუ ასრულებდა სიტყვას. ზოგიერთმა თავისი საქციელი გაამართლა იმით, რომ ექსპერიმენტატორი არ დართავდა ნებას , რომ რაიმე ზიანი მიეყენებინა მსხვერპლისთვის. სხვა მონაწილეებდა გამოხატეს სხვადასხვა მოლოდინები, მაგალითად, მეცნიერული კვლევა ამართლებდა ექსპერიმენტის მსგავს მეთოდებს. საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლების არ იყვნენ ზეწოლის ქვეშ, არიან დარწმუნებულები, რომ იქნებოდნენ იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც უარს იტყოდნენ შოკის მაქსიმალური დონის გამოყენებაზე. შემდგომმა კვლევებმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ, დაადასტურა მილგრემის ექსპერიმენტების შედეგები.
            მილგრემი ვარაუდობდა, რომ კვლევის მონაწილეების მორჩილება შესაძლოა ახსნილიყო როლის ცვლილებით და ამ როლის აღქმით მონაწილის მიერ. იგი ეხმაურებოდა ამ როლის ცვლილებას როგორც „აგენტის მდგომარეობას“, რომელშიც პიროვნება ხედავს საკუთარ თავს, როგორც „აგენტს, იმისთვის, რომ აისრულოს სხვა სურვილები“.  ცანგმა, აგრეთვე, შენიშნა, რომ ბანდურა ვარაუდობდა, რომ ბევრი ინდივიდი მორჩილების სიტუაციაში განიცდის პასუხისმგებლობის ცვლილებას. იმავე აზრზე იყვნენ კელმანი და ჰამილტონი.
            მილგრემმა შემოგვთავაზა ვარაუდი, რომ მათი კულტურა არ უწყობს ხელს ავტორიტეტისადმი არდამორჩილების ადეკვატური მოდელების ჩამოყალიბებას. ამის მსგავსად, კელმანი და ჰამილტონი კამათობდნენ, რომ სკოლისთვის მნიშვნელოვანი იყო, ბავშვებში განევითარებინათ ლიდერობის გრძნობა და წაეხალისებინათ ისინი კრიტიკულ მსჯელობაში. მილგრემის კვლევების იმ მონაწილეების არსობრივი პროპორცია, რომლებიც იმას ასრულებდნენ, რასაც ეუბნებოდნენ, დამოუკიდებელი იყო იმ მოქმედების კონტექსტიდან, რასაც მონაწილეები აღიქვამდნენ, რომ ბრძანებები მოდის ლეგიტიმური ავტორიტეტისგან.
            მილგრემის თეორია ითვლის რამდენიმე მიუღებელ ქმედებას, რომლებსაც კვლევის მონაწილეები ასრულებდნენ ავტორიტეტის გავლენის შედეგად. უფრო მეტიც, მილგრემი ირწმუნებოდა, რომ სიტუაციური ფაქტორები სჯაბნიდა ინდივიდუალურ ფაქტორებს. სხვა თეორიტიკოსები კამათობენ, რომ ეს არის ზუსტად ინდივიდის პიროვნული ან მორალური განვითარების შედეგი, რაც ხელს უწყობს ავტორიტეტისადმი მორჩილებას. კელმანი და ჰამილტონი კამათობენ, რომ ავტორიტეტისადმი მორჩილება შეიძლება იყოს პიროვნების ხასიათისა და როლის ინტერაქციის შედეგი. მეორე მხრივ, ზიმბარდოს სჯერა, რომ მან წარმოაჩინა როლის უზარმაზარი ძალა თავის ცნობილ სტენფორდის ციხის ექსპერიმენტში და უფრო მეტად მის ცნებაში - დეინდივიდუალიზაცია, რომელზეც ახლა გავამახვილებთ ყურადღებას.


სოციალური დასწავლის თეორიები
ბანდურას მიხედვით, გაგება იმისა, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები, ნიშნავს გავიგოთ, როგორ ვითარდებიან და მოქმედებენ მათი მნიშვნელოვანი ქვეფუნქციები.
სოციალური დასწავლის თეორია არის ერთ-ერთი მიდგომა პიროვნებისადმი. მსგავსი თეორიები დაფუძნებულია იმ ლაბორატორიულ კვლევებზე, რომელთაც თეორიის ავტოები(პავლოვი, უოტსონი, სკინერი) ატარებდნენ ცხოველებზე. კვლევების შედეგად მიღებული მონაცემები გამოყენებულ იქნა ადამიანის ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტის ასახსნელად. შედეგად გამოიკვეთა, რომ  ქცევა დასწავლის შედეგია, აქედან გამომდინარე კი შესაძლებელია მისი შეცვლა და კორექცია სხვადასხვა ბიჰევიორალური თეაპიების თუ ტექნიკების გამოყენებით. მსგავს პროცდურებს და მიდგომას იყენებებ სისხლის სამმართლის სფეროსი მომუშავე ექიმები და პროფესორები. თუმცა, ვე ვიტყვით, რომ მოცემული თეორია უნივერსალურია. მის პრაქტიკულ გამოყენებას ართულებს ის ფაქტი, რომ ადამიანური ბუნება საკმაოდ კომპლექსური ცნებაა, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან პიროვნული მახასიათებლების, ტემპერამენტის, განწყობების და სხვა უამრავი მახასიათებლის მიხედვით. განსხვავდებიან იმ ინფორმაციის აღქმით, შენახვით და რეპროდუქციით, რასაც სთავაზობს მათ გარემო, ამიტომ, დასკვნების გაკეთებამდე აუცილებელია ადამიანის ქცევის სისტემური კვლევა და ხაზგასმა იმისა, რომ ისინი გარემოს მონეტები არ  არიან შეუძლიათ გავლენის მოხდენა საკუთარ ბედზე, შეუძლიათ განვითარება მათთვის დადგენილ ბიოლოგიურ საზღვრებში. ეს აის დასწავლის თეორიის ძირითადი არსი, რომელის საშუალებას გვაძლევს, ავხსნათ კრიმინალური ქცევები, მაგრამ ამისათვის აუცილებელია აღქმის, ფიქრების, მოლოდინების, ღირებულებების შესწავლა.
სოციალური დასწავლის მიმდევრები ადამიანის ქცევის ახსნისას ხაზს უსვამენ შინაგანი, შემეცნებითი პროცესების მნიშვნელობას. რადიკალური ბიჰევიორიზმისაგან განსხვავებით თვლიან, ადამიანს აყალიბებს როგორც თანდაყოლილი მახასიათებლების, ისე გარემოს ზეგავლენა. შინაგან პროცესებში ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ფიქრზე და დამახსოვრებაზე, რომელთა გარესე შეუძლებელია ქცევის განხორციელება.  მოდელის ქცევაზე დაკვირვება არ იქნება ეფექტური, თუ არ დავიმახსოვრეთ ის. ინდივიდს უნდა შეეძლოს ნანახის კოდირება, დამახსოვრება და ნანახიდან აზრის გამოტანა, საჭიროების შემთხვევაში კი მისი აღდგენა მეხსიერებიდან.
როგორც აღვნიშნეთ, თეორია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შინაგანი პროცესების როლს, თუმცა მისი ძირითადი დაშვება არის ის, რომ ჩვენ, ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, სოციალური არსებები ვართ. ის სოციალური გარემო,რომელშიც ვფუნქციონირებთ, ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ჩამოყალიბების პროცეში.
მოცემული თეორიის ფარგლებში, ძირითადად ფოკუსირებას მოვახდენტ ისეთ გამოცენილ ავტორებზე, როგორებიც იყვნენ როტერი და ბანდურა, რადგან მათი შეხედულებები საშუალებას გვაძლევს, კრიმინალური ქცევები შევისწავლოთ სოციალური დასწავლის პერსპექტივიდან, რადგან მსგავსი ტიპის ქცევების ფორმირებაზე(ნებისმიერი ქცევის მსგავსად) გარემო მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.
ბანდურას მიხედვით, ჩვენ ვსწავლობთ მოდელზე დაკვირვების შედეგად. მოდელები არიან ჩვენთვის მნისვნელოვანი პიროვნებები, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს სოციალურ გარემოცვას.  როლური შეიძლება იყოს როგორც რეალური პიროვნება, ისე ფილმის, ან ნაწარმოების პერსონაჟი. მათზე დაკვირვებით ვითვისებთ ქცევის სხვადასხვა ფორმებს და ამისათვის სულაც არ გვჭირდება კონკრეტული მოქმედების განხორციელება, უბრალოდ, ვითვისებთ დაკვირვების შედეგად, მას შემდეგ, რაც ყურადღებას მივაქცევთ მოდელს და დავიმახსოვრებთ დანახულს. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება ისწავლოს იარაღიტ სროლა სატელევიზიო პერსონაჟების იმიტაციით, ის დამახსოვრებულნ ქცევას პრაქტიკაში ახორციელებს სათამაშო იარაღის გამოყენებით. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ მიზანში და აკურატულად სროლაზე, რაც მოცემული ქცევის რთული ფორმაა. ამ შემთხვევაში, ბავშვი ქცევის შესახებ ბაზისურ ცოდნას იმიტაციით.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს განმტკიცების და დასჯის როლი დაკვირვეით სწავლების დროს.  თუ ვხედავთ, რომ ვიღაც ისჯება მოცემული ქცევისთვის, ჩვენს მიერ მსგავსი ქცევის განმეორების ალბათობა მცირდება.საპირისპირო შედეგს ვიღებთ განმტკიცების შემთხვევაში. თუმცა, ბანდურას მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვები აგრესიულ ქცევას უბრალოდ მოდელზე დაკვირვებით დაისწავლიან, ყოველივე განმამტკიცებლის გარეშე. ამის ნათელი მაგალითია თოჯინა დოლის ექსპერიმენტი. ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა ბავშვების ორი ჯგუფი: ერთ ჯგუფს აჩვენებდნენ ფილმს, რომეშიც ჩანდა, რომ თოჯინის მიმართ ხორციელდებოდა ძალადობრივი ქმედება, მეორე ჯგუფს(საკონტროლო) მსგავსიძალადობრივი სცენარის ვიდეო არ მიეწოდებოდა. ვიდეოს ჩვენების შემდეგ, პირველ ჯგუფში მყოფი ბავშვები, რომლებსაც ტოვებდნენ ტოჯინასთან ერთად ოთახში, იმეორებდნენ ფილმში ნანახ სცენებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე უნდა აღინიშნოს, თუ რამდენად დიდი როლი ეკისრება მედია-საშუალებებს და კომპიუტერულნ თამაშებს მსგავსი ქცევების პროპაგანდის კუთხით.
რაც შეეხება როტერის მოლოდინების თეორიას, ის ეფუძნება ორ ძირითად ცნებას: მოლოდინი და განმამტკიცებლის ღირებულება. მოლოდინი არის სუბიექტური ალბათობა იმისა, რომ კონკრეტულ ქცევას შედეგის სახით კონკრეტული განმამტკიცებელი მოჰყვება. დროთა განმავლობაში ადამიანები სწავლობენ, რომ გარკვეული ქცევები განმტკიცდება კოკრეტულ სიტუაციებში, სხვები კი არა.
განმამტკიცებლის ღირებულებაში როტერი მოიაზრებს მის სუბიექტურ მიმზიდველობას. იმისათვის, რომ ვიწინასწარმეტყველოთ, თუ როგორ მოიქცევა ესა თუ ის პიროვნება, მხევდელობაში უნდა მივიღოთ მოლოდინისა და განმამტკიცებლის კონკრეტული კომბინაცია. როტერის მიხედვით, ჩვენი ქცევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ღირებულია ჩვენთვის შედეგი.
მოცემული თეორიის ჭრილში კრიმინალური ქცევა შეგვიზლია განვიხილოთ შემდეგნაირად: როდესაც ადამიანი ახორციელებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ხშირ შემთხვევაში ის ელის, რომ სანაცვლოდ მიიღებს რაღაც შედეგს, ეს შეიძლება იყოს სტატუსი, მატერიალური სარგებელი და სხვა. სერიული მკვლელები შეიძლება თვლიდნენ, რომ ისინი ღმერთმა გამოგზავნა კონკრეტული მისიით. ქალი, რომელიც კლავს მოძალადე ქმარს, ცდილობს თავის გადარჩენას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ეს ადამიანები ახდენენ სიტუაციების განსხვავებულ ინტერპრეტაციას და მოცემული ქმედებები ყველაზე ეფექტურ გზად მიაჩნიათ შედეგის მისაღებად.
რატომ სჩადიან ადამიანები კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს? ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად,  არსებობს მსგავსი ტიპის ქცევების უამრავი ვარიაცია. ბევრი მარტივი გზა, რომელთა საშუალებითაც ადამიანები ხდებიან კრიმინალები.
ჩვენ საზოგადოება გვიგზავნის ორი ტიპის მესიჯს: სტანდარტულს და დევიანტური სინაარსის შემცველს, როდესა ეს უკანასკნელი გადაწონის სტანდატულს, პიროვნება იწყებს ანტისოციალური ქმედების განხორციელებას.
სატერლენდს მიაჩნდა, რომ კრიმინალად ჩამოყალიბებას არ იწვევს მხოლოდ მსგავსი ჯგუფებისადმი მიკუთვნებულობა და მათგან ქცევების ათვისება. მეტიც, ის თვლიდა, რომ მთი ზეგავლენა პიროვნებაზე მინიმალურია. მისი აზრით, ეს პროცესი იწყება გაცილებით ადრე, ოჯახში, სადაც კანონდამცველების როლს მშობლები ასრულებენ. ისინი აყალიბებენ ქცევის მისაღებ თუ მიუღებელ სტანდარტებს ბავშვებთან კომუნიკაციის პროცესში. პიველ ეტაპზე სწორებ მათგან სწავლობს ბავშვი, თუ რა არის კარგი და რა-ცუდი.
სატერლენდისაგან განსხვავებით, თანამედროვე შეხედულებებში დომინირებს მოსაზრება, რომ კრიმინალურ ჯგუფებს უდიდესი ეფექტისწ მოხდენა შეუძლიათ ახალგაზრდების ქცევაზე.
სატერლენდის თეორიამ ვერ მიიპყრო მეცნიერთა ემპირიული ყურადღება. თეორიის კრიტიკის  ძირითადი საგანი იყო მისი არამეცნიერულობა, ის, რომ მშობლის და შვილის ურთიერთობების გაზომვა და აწონვ შეუძლებელია. თეორია არ გვაწვდის ინფომაციას იმის შესახებაც, თუ სწავლის რა ტიპის მეთოდების გამოყენება იქნება ეფექტური ბავშვებთან, აგრეთვე, ვერ ხსნის ინდივიდუალურ განსხვავებებსაც.
აკერსი ცდილობდა, გარკვეული ცვლილება შეეტანა დიფერენცირების ასოციაციუ თეორიაში სკინერის სოციალური სწავლების პრინციპების დახმარებით. ის გვთავაზობს დევიანტური ქცევის შესწავლას სკინერის თეორიის ჭრილში. მისი აზრით, დევიანტური ქცევის სიძლიერე პირდაპირ არის დამოკიდებული მოცემული ქცევის სიხშირეზე, აოდენობასა და მნიშვნელოვნებაზე. აკერსი ყურადრებას ამახვილებს სოციალური ურთიერთობების მნიშვნეოვნებაზე.
დეინდივიდუალიზაცია
დეინდივიდუალიზაციის თეორია  დაფუძნებულია  ბრბოს თეორიაზე , რომელიც ეკუთვნის გუსტავ ლე ბონს . ეს თეორია ფორმულირებულია ლე ბონის წიგნიდან ( The Crowd : A Study of the Popular Mind) . სოციალურმა ფსიქოლოგიამ დაამტკიცა ამ თეორიის ჭეშმარიტება . ამ საკითხით დაინტერესედნენ შემდეგი მეცნიერები :  ფესტინჯერი ,პეპიტონმსი და ნისქომი , 1952 წელს . ისინი აკვირდებოდნენ  ჯგუფს ან  ბრბოს .  აღმოჩნდა  , რომ ჯგუფში ბევრმა ადამიანმა დაკარგა ინდივიდუალობის შეგრძნება ,მორალური თავშეკავება , ასევე თვითკონტროლის უნარი  . ამგვარად , დეინდივიდუალიზაცია პირველ რიგში ასოცირდება გრძნობასთან არ იყო თვითკრიტიკული ან ანგარიშვალდებული საკუთარ  ქცევაზე  მაშინ ,  როდესაც გაერთიანებული ხარ ჯგუფში .ფილიპ ზიმბარდო უფრო შორს წავიდა და  დეინდივიზუალიზაციის თემაზე არა ერთი გახმაურებული კვლევა ჩაატარა . მისთვის დეინდივუდუალიზაცია ეს არის თვით-დაკვირვების , კონტროლის უნარის შემცირება .
ზიმბარდოს ჰიპოთეზის თანახმად , დეინდივიდუალიზაცია არის მოვლენების ჯაჭვი , ერთი იწვევს მეორეს და ა.შ. პირველ რიგში,პირისთვის  მრავალრიცხოვან ადამიანებთან ყოფნა  ქმნის ანონიმურობის შეგრძნებას. ამის შემდეგ ის კარგავს საკუთარ იდენტობას და ჯგუფის ნაწილი ხდება .საბოლოოდ , კი ადამიანი დიდხანს ვეღარ უძლებს და პასუხისმგებლობას იხსნის საკუთარ საქციელზე.ამგვარად , ეს გრძნობები იწვევს სელფ-ცნობიერების დადაბლებას , სხვებთან ურთიერთობის შემცირებას , ყურადყების ფოკუსის დაპატარავებას. როდესაც ეს პროცესები კომბინირდება ანტისოციალურ , კრიმინალურ ქცევასთან , გადაიზრდება მასიურ ძალადობაში , ძარცვაში , ყაჩაღობაში .
ზიმბარდომ 1970 წელს ჩაატარა ექსპერიმენტი . კერძოდ , მან შეიძინა ორი ავტომობილი , რომელებიც დატოვა ორ ქალაქში . პირველი მანჰეტენის ქუჩაზე ნიუ იორკში , ხოლო მეორე პალო ალტოს ქუჩაზე  კალიფორნიაში , სადაც ცხოვრობდა 55 000 ადამიანი  1960 წლის მონაცემებით .ზიმბარდოს ჰიპოთეზის თანახმად , იქ სადაც მოსახლეობის რიცხოვნება მეტია ადამიანები მარტივად დაკარგავენ საკუთარ იდენტობას და ნაკლებად იგრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარ ქცევაზე .მართლაც , ასე მოხდა , 26 საათში მანჰეტენზე მდგარი მანქანა გააშიშვლეს მას აღარ ქონდა : რადიატორი ,  ბატარეია , ჰაერის საწმენდი , რადიო , საქარე მინის საწმენდი , კაბელები ...საინტერესოა ის ფაქტი , რომ მოროდიორობა არ ჩაუდენია  , რომელიმე კრიმინალურ დაჯგუფებას , სამართალდამრღვევ პირს , არამედ დამნაშავეები იყვნენ კარგად ჩაცმული , საშუალო კლასის თეთრკანიანები .ძარცვაში მონაწილეობდა ოჯახიც კი : ბავშვები და მშობლები .ხოლო პალო ალტოს ქუჩაზე მყოფი მანქანა შვიდი დღის განმავლობაში იყო მიტოვებული . მას შემდეგ რაც ქალაქში იყო თავსხმა წვიმა შტორმით , გამვლელები აფარებდნენ მოტორს ,  რომ არ დასველებულიყო . რატომ ასეთი განსხვავება ?
ზიმბარდოს ჰიპოთეზა გამართლდა . იქ სადაც არის ბევრი მოსახლეობა , დანაშაულის დაფარვის , ანონიმურობის დაცვის შეგრძნება კომბინირდება სიტუაციასთან , რაც ნიშნავს რომ უკურუექცია არ იქნება , დაუსჯელი დარჩება ჩადენილი დანაშაული. ნიუ იორკი კი კარგი ქალაქია საკუთარი იდენტობის დაფარვისთვის . საპირისპიროა კალიფორნია , სადაც მოსახლეობის რიცხვი ნაკლებია და ადვივილია ადამიანის იდენტიფიცირება .უდავოა , ადაიანები გაურბიან იყვნენ სოციალურად მიუღებლები .
დეინდივიდუალიზაცია ჩვეულებრივ ხსნის ადამიანის განსხვავებულ ქცევებს კოლექტივში მაგალითად : ბრბოს ძალადობა , ხულიგნობა , შიდა სასამართლო (ლინჩის წესით გასამართლება ) , სოციალური გენოდიცი .  ზიმბარდოს ექსპერიმენტმა დაამტკიცა , რომ დეინდივიდუალიზაციისთვის გადამწყვეტი არაა ჯგუფში ყოფნა , არც მრავალრიცხავანი მოსახლეობა. მსგავსი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებეით - შენიღბვით :ნიღბებით , უნიფორმის მორგებით .ადამიანის იდენტობა , როდესაც არის დაფარული ის ხდება უფრო აგრესიული , მოძალადე , შეურაცხადი. ამ ფენომენს ხსნიან ისტორიის გავლენით. კერძოდ   საბრზოლო მოხატულობა , ნიღბები , საბრზოლო ჩაცმულობა ამზადებდა ადამიანს საბრძოლველად . თანამედროვე ჯარისკაცები , პარტიზანები , სამხედრო მრჩევლები განიცდიან თავიანთი ფორმიდან გამომდინარე დეინდივიდუალიზაციას.
დეინდივიდუალიზაციის სხვა ასპექტები გამოავლინა ზიმბარდოს კიდევ ერთმა გახმაურებულმა ექსპერიმენტმა. ფსიქოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტისგან შეკვეთა მიიღო. ფლოტს აწუხებდა კონფლიქტები, ბუნტები და სადიზმის შემთხვეევბი საზღვაო ციხეებში. სამხედროებს ეგონათ, რომ ამას თავისებური ფსიქიკური ორგანიზაციის ადამიანები ჩადიოდნენ, რომლებიც არასწორედ შეარჩიეს ან ციხეში სამუშაოდ თვითონ მოვიდნენ. საჭირო იყო ამ ყველაფრის ფსიქოლოგიური ახსნა.ექსპერიმენტისთვის გამოიყო სახსრები და  მალევე გაზეთებში გამოქვეყნდა განცხადება იმის შესახებ, რომ ”ციხის სიმულაციისათვის” ჭირდებოდათ მოხალისეები. ვადა – ერთიდან ორ კვირამდე, ხელფასი  – 15 დოლარი დღეში .70 სტუდენტიდან , გასაუბრებისა და ანკეტირების მერე, 24 მოხალისე შეარჩიეს. ფსიქიკურად ყველაზე გაწონასწორებულები, რომლებიც საშუალო კლასის თეთრ სტუდენტებს მიეკუთვნებოდნენ. ერთმანეთს ისინი არ იცნობდნენ. შემდეგ მონეტის აგდებით მოხალისეები ორ ნაწილად გაყვესმომავალზედამხედველებადდა მომავალპატიმრებად”. ”პატიმრებსუთხრეს, რომ ისინი დღეში 15 დოლარს მიიღებდნენ, რომ მათ გარანტირებული ჰქონდათ საკვები და სამედიცინო დახმარება, ოღონდ ზოგიერთი უფლება, მაგალითად, პირადი ცხოვრება, იქნებოდა შეზღუდული. იმის შესახებ, თუ რა უნდა მომხდარიყო და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ექსპერიმენტის დროს მათთვის არავის უთქვამს. ამის მერე დათქმულ დღემდე ყველა სახლში გაუშვეს. ექსპერიმენტის დაწყებამდე, ერთი დღით ადრეზედამხედველებიშეარჩიეს, დაურიგეს უნიფორმა, სასტვენები და ხელკეტებიძალაუფლების სიმბოლოები და სათვალეებივიზუალური კონტაქტის გამოსარიცხად. ასე რომ, შეხედულებით ისინი მაქსიმალურად დეპერსონალიზებულები იყვნენ.”ზედამხედველებსჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი, რომელშიც მათ მხოლოდ ერთი კონკრეტული მოთხოვნა წაუყენესარანაირი ფიზიკური ძალადობა. ასევე: გააკეთეთ რაც გინდათ, მთელი ძალაუფლება თქვენს ხელშია(ზომბარდომ ციხის უფროსის როლი მოირგო).  ”პატიმრები” მთელ დროს ”ციხეში ატარებდნენ. ”დაცვა” – მხოლოდ რვა საათიანი ცვლით მუშაობდა. თუმცა, მალე ექსპერიმენტი უკონტროლო გახდა. ”დაცვა” ხშირად არასამუშაო დროსაც მოდიოდა, ხოლო ”პატიმართა” ნომრებით სიის გაუთავებელი წაკითხვა, მოგონილი თითქოს იმისათვის, რომ ”ტუსაღები” თავიანთ ნომრებს უფრო ადვილად მიჩვეოდნენ . ”დაცვამ” სადისტურ გამოვლინებებსაც მოუმატა, გახშირდა ”პატიმართა” აბუჩად აგდებაც. განსაკუთრებით ღამღამობით, როცა ისინი ფიქრობდნენ, რომ ვიდეოკონტროლი გამორთული იყო. პატიმრები ვეღარ უძლებდნენ ასეთ ძალადობას და ითოხვდნენ ციხის ექსპერიმენტის შეწყვეტას  , ისინი საშინელ ამბებს ყვებოდნენ .იმის ნაცვლად რომ ექსპერიმენტი ორი კვირა გაგრძელებული ზიმბარდო იძულებული გახდა 6 დღეში შეეწყვიტა  მონაწილეთა ,,პათოლოგიური“ რეაქციების გამო – ”ზედამხედველები” აღშფოთდნენ, ისინი ექსპერიმენტის გაგრძელებას ითხოვდნენ.
ამ ექსპერიმენტით მტკიცდება ის , რომ თუ ადამიანი მოხვდება ისეთ სიტუაციაში , სადაც შეძლებს ყველაფერი აკეთოს ეცვლება მორალი , ეთიკა , ღირებულება , ატიტუდები , რწმენები . ასეთი დასკვნა მიიღო მილგრემმაც თავის ექსპერიმნეტში  ,,ავტორიტეტისადმი დაქვემდებარება“ . , ,,სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი“ ხაზს უსვამს სიტუაციური ცვლადებისა და ქცევის კომბინირებას და მის შესაძლო შედეგებს.
მორალური თავისუფლება
ბანდურამ შემოგვთავაზა თეორია მორალური თავისუფლების , რომელიც ხსნის თუ რატომ ჩადიან ადამინები ამორალურ ან საშაინელ საქციელს , საკუთარი პრინციპების  საწინააღმდეგოთ . ბანდურა თვლის , რომ ინდივიდუალობა სოციალურად დასწავლადია . გათავისება მორალური პრინციპების მნიშვნელოვანია .ის ზრდის შინაგან ღირებულებეს და თვითკრიტიკას მაშინ , როდესაც ისინი არის დარღვეული .მასასადამე , სიტუაცის აქვს ძალა გავლენა მოახდინოს პიროვნებაზე , მის არამორალურ ან არალეგალურ საქციელზე .ბანდურა ვარაუდობს , რომ ადამიანია მანამ სანამ ჩაერთვება რაიმე ქმედებაში მანამდე არღვევს მორალურ პრინციპებს  თავისუფლდება მორალური სანქციებისგან ,  რათა თავიდან აიცილოს თვითგანსჯა.მისგან გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი მაგალითად ადამიანი,  რომ თვითგანსჯას გაექცეს იყენებს შემდეგ გზას დანაშაულის გამართლებას და დეჰუმანიზაციას . თანამედროვე კვლევები ხაზს უსვამენ , გენდერულ განხსვავებებს . ბიჭები უფრო მეტად ცდილობენ განთავისუფლდნენ მორალური სანქციებისგან , გოგოები ნაკლებად . საბოლოოდ , ბანდურა შეისწავლის სიტუაციას და პიროვნულ ატიტუდებს . რატომ ვაკეთებთ იმას  , რასაც  ვაკეთებთ .  

რეფერატზე მუშაობდა  მირანდა სოფრომაძე
ქეთი ცირიკიძე
ლამო ბენდელიანი

თამუნა გაჭავა 

No comments:

Post a Comment