2001 წლის 11 სექსტემბებრის
მოვლენებმა მთელი მსოფლიო შეძრა. ორი ავიალაინერი
შეეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრს ნიუ-იორკში, მესამე - პენტაგონს, მეოთხე კი, რომლითაც თეთრ სახლზე შეტაკება
იგიგემებოდა, პენსილვანიაში, მინდორში ჩამოვარდა.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრში 2 823 ადამიანი დაიღუპა (მათ შორის 5 ხუთწლამდე ასაკის
ბავშვი), პენტაგონში - 184, პენსილვანიის ავიაკატასტროფას კი 40 მგზავრი შეეწირა. გარდაცვლილი
ტერორისტების რიცხვი კი 19 იყო (ყოველი მათგანი 35 წლამდე ასაკისა). 11 სექტემბრის
მოვლენებე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდას ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო.
ამი საპირისპიროდ
აშშ-მ ავღანეთში შეიყვანა სამხედრო ძალები, რათა შეევიწროებინა ალ-ქაიდას დაჯგუფება
ამ ქვეყანაში. მალევე აშშ-მ განახორციელა სამხედრო ტავდასხმა ერაყზე, ასევე ალ-ქაიდას
დაფინანსებული ორგანიზაციის ლიკვიდაციისთვის. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს,
რომ ამგვარი სამხედრო რეაცია ამერიკისგან ნაკლებად წარმატებული იქნება სამომავლო თავდასხმების
პრევენციისთვის და ვერ შეაჩერებს ტერორიზმს. არამედ სხვა საშლებები უნდა მოიძებნოს
მისი ზრდისა და განვიტარების თავიდან აცილების მიზნით. კერძოდ, ფოკუსში უნდა მოექცეს
ტერორისტების ფსქიკა და ის კულტურა, სადაც ისინი იზრდებიან.