Friday, April 15, 2016

ტერორიზმის ფსიქოლოგიური ასპექტები

2001 წლის 11 სექსტემბებრის მოვლენებმა მთელი მსოფლიო შეძრა.  ორი ავიალაინერი შეეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრს ნიუ-იორკში, მესამე  - პენტაგონს, მეოთხე კი, რომლითაც თეთრ სახლზე შეტაკება იგიგემებოდა, პენსილვანიაში, მინდორში ჩამოვარდა.  მსოფლიო სავაჭრო ცენტრში 2 823 ადამიანი დაიღუპა (მათ შორის 5 ხუთწლამდე ასაკის ბავშვი), პენტაგონში - 184, პენსილვანიის ავიაკატასტროფას კი 40 მგზავრი შეეწირა. გარდაცვლილი ტერორისტების რიცხვი კი 19 იყო (ყოველი მათგანი 35 წლამდე ასაკისა). 11 სექტემბრის მოვლენებე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდას ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო.
ამი საპირისპიროდ აშშ-მ ავღანეთში შეიყვანა სამხედრო ძალები, რათა შეევიწროებინა ალ-ქაიდას დაჯგუფება ამ ქვეყანაში. მალევე აშშ-მ განახორციელა სამხედრო ტავდასხმა ერაყზე, ასევე ალ-ქაიდას დაფინანსებული ორგანიზაციის ლიკვიდაციისთვის. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი სამხედრო რეაცია ამერიკისგან ნაკლებად წარმატებული იქნება სამომავლო თავდასხმების პრევენციისთვის და ვერ შეაჩერებს ტერორიზმს. არამედ სხვა საშლებები უნდა მოიძებნოს მისი ზრდისა და განვიტარების თავიდან აცილების მიზნით. კერძოდ, ფოკუსში უნდა მოექცეს ტერორისტების ფსქიკა და ის კულტურა, სადაც ისინი იზრდებიან.


რა არის ტერორიზმი?

სამართლებრივად ტეროროზმი განიმარტება, როგორც ძალის უკანონოდ გამოყენება ადამიანების ან საზოგადოების წინააღმდეგ, მთავრობის, სამოქალაქო საზოგაოები ან კონკრეტული პირების დაშინების მიზნით.  უფრო ფართო განმარტებით, რომელიც მარსელას ეკუთვნის, არის ინდივიდივიდების ან ჯგუფების მიერ ძალადობრივი ქმედების განხორცილება სამოქალაქო საზოგადოებიმიმართ და ცდილობს მათ დაშინებას, იმ მიზნით რომ შეაცვლევინოს ამ ინდივიდებს ან ჯგუფებს სოციალური და პოლიტიკური პოზიციები.
 ტერორიზმი შეიძლება იყოს საშინაო და საერთაშორისო ხასიათის, იმის მიხედვით თუ სადაურია  ტერორისტული ორგანიზაცია და ვინ არის მისი ობიექტი.  საშინაო ტერორიზმი  ერთი ქვეყნის ფარგლებში ხორციელდება ინდივიდის ან ჯგუფის  მიერ და არ ცდება ერთი კონკრეტული ქვეყნის საზღვრებს.  საერთაშორისო ტერორიზმი გულისხმობს ძალადობრივ აქტს ან აქტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანი სიცოხლეს  და მიმართულია სხვა ქვეყნის მტავრობის,  ჯგუფის, ორგანიზაციის ან კონკრეტული პიროვნებისადმი. მიუხედავდ იმისა, რომ ტერორისტული ქმედებები ფართოდ გავრცელებულია  და მტელი მსოფლიოს მასშტაბით ვნებს ადამიანებს, საერთაშორისო ტერორიზმის ყველაზე ნათელი მაგლიათია 9. 11-ის მოვლენები . საშნაო ტერორიზმის ყველაზე ცნობილი შემთხვევა განხორციელდა აშშ-ში 1995 წლის 17 აპრილს, როდესაც ბომბმა გაანადგურა ფედერალური შენობა ოკლაჰომა-სითიში და შეიწირა 167 ადამიანის სიცოცხლე (მათ შორის 19 ბავში), დაშავდა 684 ადამიანი. ტერორისტული ქმედება განახორციელა ტიმოთი მაკვეიმ, რომელიც იყო ამერიკის მოქალაქე, ყოფილი ჯარისკაცი.

ტერორისტული ჯგუფების კალასიფიკაცია

 FBI ტერორიზმის კლასიფიკაციას აკეთებს პოლიტკური სწავლებების მიხედვით. მაგალითად, მემარჯვენე ტერორისტები არიან ექსტრემისტები, რომელთაც აქვთ ანტისახელმწიფოებრივი და რასისტული იდეოლოგია და ხშრად ჩადიან დანაშაულს და ძალადობას ამ სიძულვილის საფუძველზე. მაგალიტად, ზემოხსენებული ტერორისტული ატი, რომელიც ოკლაჰომა-სითიში განხორციელდა მემარჯვენე ექსტრემისტული ხასიატისა იყო.
FBI თავის კალსიფიკაციაში ასევე გამოყოფს გარემოს დამცველ რადიკალურ ჯგუფებს, როგორრიცაა, მაგალითად, Earth Liberation Front (ELF). ეს ორგანიზაცია ცნობილი გახდა1990-იანი წლების ბოლოს, ანადგურებდა რა სახლებს, ტრანსპორტს, კომპიუტერულ სისტემებს და შენობებს, რომლებსაც მიიჩნევდა დედამიწის ეკოლოგიისთვის სახიფათოდ. ამ ორგანიზაციის მიზანია გაანადგუროს ინდუსტრია, დაემუქროს მდიდრებს და სახელწიფოს გამოუთხაროს ძირი.
სპეციალური ინტერესის ექსტრემისტები, ნაწილობრივ ძალადობრივი დაჯგუფებებია, მაგლითად, აბორტის წინააღმდეგ აქტივისტები, რომელიც აქტიური დაჯგუფებაა აშშ-ში.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნუკლეალური/ბიოლოგიური/ქიმიური ტერორიზმი გამოჩნდა. ამგვარი ტერორიზმი ბევრად უფრო სახიფათოა, რადგან ხდება უხილავი ნივთიერების აფეთქება, რომლის მიგნებაც შეუძლებელია. აქ საუბარია არა რამდენიმე ადამიანის სიკვდილზე, არამედ ადამაინების მასიურ განადგურებაზე.  მაგალითად, ტოკიოს მეტროში, 1995 წელს განხორციელებული ამგვარი ტერორიტული აქტის შედეგად მართალია დაიღუპა მხოლოდ 11 ადამიანი, მაგრამ დააზიანა 5000. შეფასებულია, რომ 375 ფუნტ ნივთიერება -სარინს, რომელიც არის უფერო, უსუნო სითხე, შეუძლია 50 000 ადამიანზე მეტის მოკვლა. ნუკლიარული/ბიოლოგიური/ქიმიური ტერორიზმი დღეს ძალიან რეალურია, რადგან ტერორისტებს აქვტ შესაძლებლობა  და ინფორმაცია, როგორ დაამწადონ იარაღი.
ბიოტერორიზმი იყენებს ბაქტერიებს, ვირუსებს, მიკრობებს. მაგალითად ბიოტერორიზმის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო 9.11-ის მოვლენბიდან მალევე, შტატებში ციმბირის წყლულის გავრცელება. ტერორისტებმა, ეს კონკრეტული ბაქტერია კონვერტებით გაუგზავნეს ადამიანებს. ბაქტერიები კონვერტის გახსნის შემდეგ ამოიფრქვა. გარდაიცვალა 5 ადამიანი.
ტეროროზმის სხვა ფორმას წარმოადგენს ნუკლეარული ტერორიზმი, რომელიც გულისხმობს ატომური ბომბის  ან სხვა რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენებას.

მიდგომები ტეროროზმის ანალიზისადმი

მრავალმიზეზობრივი მიდგომა. როგორც წესი, წერორიზმი არის მრავალი ფაქტორის შედეგი. აქ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ფსიქოლოგურ, არამედ ეკომომიკურ, რელიგიურ, სოციალოგურ, პოლიტიკუ და სხვა ფაქტორებთან. მეტიც, არსებობს ჰიპოტეზა, რომ ტეროროზმი გამოწვეულია ფიზიოლოგიური ფაქტორებით
პოლიტიკური მიდგომა. ამ მიდგომის ტანახმად ძალიან დიდი მნიშველოგა ენიჭება გარემოს გავლენას. საეთაშორისო და ეროვნული გარემო, მეტიც  სუბნაციონალური გარემოც, როგორიცაა, მაგალითად უნივერსიტეტი, მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა ტერიზმის ჩამოყალიბებისთვის. მაგალიტად, ბევრი ტერორისტი პირველად სწორედ უნივერსიტეტშ ეცნობა, მარქსის-ლენინისტურ და სხვა რევოლუციურ იდეოლოგიებს და ერთვება რადიკალურ ჯგუფებში.
პოლიტიკუი მიდგომა ასევე გამოყოფს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ურბანიზაცია, სატრანსპორტო სიტემები, მედია კომუნიკაცია, იარაღზე ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოების არასრულყოფილი სისტემები და სხვა.  ასევე ცალკე მიზეზად უნდა გამოიყოს სიტუაციური ფაქტორები. მაგალიტად, პალესტინინელებისთვის სამშობლოს - პალესტინის დაკარგვა იქნებოდა ტერორიზმის მიზეზი.
ორგანიზაციული მიდგომა.   სხვა ნალიტიკოსები ტერორიზმს ხსნიან ორგანიზაციული მიდგომით და განიხილავენ მას, როგორც გარკვეული ჯგუფის რაციონალურ სტარტეგიას, მოქმედების გეგმას. ამ მიდგომის თანახმად ტერორიზმი არ არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, არამედ კოლექტიური გადაწყვეტილების შედეგია, როელიც მიირება ჯგუფშ გავრცელებული შეხედულებების საფუძველზე. თუმცა ეს მიდგომა გაკრიტიკებულია იმ თვალსაზრისით, რომ როგორც წესი, ტერორისტული ჯგუფების სათავეში ლიდერია, რომელიც სავარაუდოდ წარმართავს ჯგუფის მოქმედებას. მაგალითად, ოსამა ბინ ლადენი, აბუ ნადილი და სხვები.
ფიზიოლოგიური მიდგომა. ეს მიდგომა ითვალისწინებს იმ ნივთიერებებს, რომელებიც ადამიანის ორგანიზმში აქტიურდება სტრესის დროს: ნორეპინეფრინი, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე თუ რა რეაქცია ექნება ადამიანს „გაფრინდება თუ იბრძოლებს“; აცეტილქოლინი, რომელიც აჩქარებს ნორეპინეფრინის რეაქციას; და ენდორფინი, რომელიც ტვინშ წარმოიქმნება სტრესის საპასუხოდ და „წამლავს“ მას, 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მორფი. ყველა ეს ნივთიერება აქტიურდება ტერორისტებში, შესაბამისად ამ მიდგომის იხედვით უნდა ვიკვლიოთ არა ტერორსტთა ფსიქოლოგია, არამედ ფიზიოლოგია.
ფსიქოლოგიური მიდგომა. ფსიქოლოგები, რომლებიც შეისწავლიან ტერორიზმს აქცენტს აკეთებენ ტერორისტი ინდივიდებისა და ორგანიზაციების მიკროსიტემაზე. ფსიქოლოგები იკვლევენ ტერორისტების ინდენტობას, ტერორისტულ ჯგუფებში გაერთიანებას, მათ პიროვნებას, რწმენებს, დამოკიდებულებებს, მოტივაციებს და კარიერას ტეროროზმში.

ზოგადი ჰიპოტეზები ტეროროზმის შესახებ

თუ დავეთანხმებით იმ მოსაზრებას რომ ტერორისტები ხდებიან და არ იბადებიან, გავიჩნდება კითხვა რა აქცევს ადამიანს ტერორისტად? მიუხედავად იმისა რომ ფსიქოლოგიაშ ფაქტობრივად არ არსებობს რაოდენობრივი მონაცემები ტეროროზმის შესახებ, მაინც შესაძლებელია ჩამოვაყალიბოთ ზოგადი ტეორიები ტერორზმის შესახებ.
ფრუსტრაცია-აგრესიის ჰიპოთეზა. ამ ჰიპოთეზის მიხედვით ტერორისტები ბავშობაშ იყვნენ დეპრივირებულნი ახლობლებისგან, მათი მოთხოვნილებებლი არ კმაყოფილდებოდა საჭირო დონეზე, შესაბამისად მათ უცრუვდებოდათ აღზრდასთან დაკავშირებული მოლოდინები. ეს იმედგაცრუება, ფრუხტარცია მიყვებათ მათ ზრდასრულ ასაკშც, როცა ფრუსტრირბულნი რჩებიან პოლიტიკური, ეკონომიური თუ პირადი სიტუაციებით. ფრუსტრაციას კი ხშირ შემთხვევაში მოყვება გრესია, რაც გამოხატება ტერორისტულ ძალადობაში.
ნეგატიური იდენტობის ჰიპოტეზა. ერიკსონის იდენტობის ფორმირების თეორია თუ გამოვიყენებთ, კონკრეტულად კი ნეგატიური იდენტობის  ჩამოყალიბების საკითხებს შევეხებით, შეგნებული ვარაუდი გაგვიჩნდება იმის შესახბე, რომ ტერორისტებს აქვთ ნეგატიური იდენტობა. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ხორვატი ტერორისტი, რომელიც იყო შევიწროებული ეთნიკური უმცირესობის წევრი, ვერ ჩააბარა უნივერსიტეტში და იმედი გაუცრუვდა ტავის მიზნებტან დაკავშირებით და ამის შედეგად ჩამოუყალიბდა ნეგატიური იდენტობა.
ნეგატიური იდენტობა გულისხმობს ინდივიდის მიერ ოჯახის წევრებისა და თემის უარყოფას, იმ ადამიანებისადმი შურისძიებას, ვინც „დაკავშირებულია“ მის იმედგაცრუებასთან.
ნარცისტული მრისხანების ჰიპოთეზა.  ამ ჰიპოტეზის მიმდევრები ტერორისტებს განიხილავენ ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებად. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ნარცისიტული პიროვნული აშლილობა ახასიათებთ „ექსტერნალიზაცია“ და „გახლეჩვა“, რაც ასევე დამახასიათებელია ტერორისტებისთვის.  „გახლეჩვა“ დამახასიათებელია იმ ადაიანებისთვის, რომლებსაც ბავშობაში ფსიქოლოგიოური ზიანი მიადგათ, მაგალიტად, ნარცისისტული „ჭრილობა“. ამ ადამინებს აქვთ დაზიანებული სელფ-კონცეფცია და ვერ ახერხებენ მათი დადებითი და უარყოფითი ნაწილების ინტეგრირებას, სამაგიეროთ ათი სელფი გახლეჩილია „ მე“ და „მე -არა“ ნაწილებად.


ტერორისტის ფსიქოლოგია

ტერორისტის მოტივაცია. ჰოფმმაანი გამოყოფს  მოტივაციათა სამ კატეგორიას: რაციონალური მოტივები, ფსქოლლოგიური მოტივები და კულტურული მოტივები.
რაციონალურად მოტივირებული ტერორისტებისთვის მნიშნელოვანია ორგანიზაციული მიზნები და ითვალისწინებენ მათი ქმედების შესაძლო შედეგებს.  მათი მიზნები არის მიღწევადი  და ატარებს პოლიტიკუ, სოციალურ და ეკონომიკურ ხასიათს. ძირიტად შემთხვევებში რაციონალურად მოტივირებული ტერორისტები ცდილობენ ადამიანთა დახოცვას, არამედ ფოკუსირებულნი არიან ინფრასტრუქტურის, შენობების და სხვა სიმბოლური სტრუქტურების განადგურებაზე.
ფსიქოლოგიურად მოტივირებული ტერორისტების ძალადობრივი ქმედედბები ძრითადად დაფუძნებულია ჯგუფთან აფილაციის და კოლექტიური იდენტობის ბენეფიტებზე. ამ ტიპის ტეროროსტებს განსაკუთრებით იზიდავთ ჯგუფები, რომლებსაც ყავთ ქარიზმატული ლიდერები.
კულტურულად მოტივირებულ ტეროროსტებს ეშინიათ რაიმე ზიანი არ მიადგეს მათ ცხოვრებას, ეროვნულ მემკვიდრეობას, კულტურას . ხშირ შემთხვევაში რელიგია განაპირობებს ამ ადამიანების ტერორისტულ ჯგუფებში გაერთიანებას. ამ ტიპის ტეროროსტები ერჩიან იმ ორგანიზაციებს, ქვეყნებსა თუ პიროვნებებს, რომლებიც მათი აზრით სახიფათოა მათი კულტურისთვის.
ტერორისტულ ჯგუფში გაერთიანების პროცესი. ადამინები, რომელებიც ხდებიან ტეროროსტები როგორც წესი არიან უმუშევარი, სოციალურად იზოლორებული ინდივიდევი, რომლებიც გარიყულნი არიან საზოგადოებისგან. განატლების ნაკლებობის, მოწყენილობისგან გაქცევის და თავგადასავლების სურვილის გამო ბევრი ახალგაზრდა ერთიანდება ტერორისტულ ჯგუფებში. ზოგ შემთხვევაშ ტერორისტულ ჯგუფშ გაერთიანების მიზეზი შეიძ₾ება იყოს ინდივიდის სურვილი გაოიყენოს მისი უნარები, მაგალითად ბომბის დამზადება. უფრო განათლებული ახაგაზრდები ტერორისტულ ჯგუფებს უერთთდებიან მათი პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გამო.  ხშირად ახალგაზრდები ტეროროსტულ ჯგუფებში გადადიან სხვა ისეთი ჯგუფებიდან, როგორიცაა სტუდენტ აქტივისტთა და პატიმართა მხარდამწერი ჯგუფები. ხშირად პოლიციასთან ან სხვა ინსტიტუციებთან ძალადობრივი შეტაკება უჩენს სოციალურად იზოლოირებულ ინდივიდებს სურვილს, გაერთიანდნე ტერორისტულ დაჯგუფებებში.  ზოგიერთ შემთხვევაში, ინდივიდები ტერორისტულ ჯგუფებს უერთთდებიან მეგობრების ან ოჯახის წევრების გავლენით.
ეს ადამიანები ტერორისტულ ჯგუებში მარტივად ვერ ვხდებიან. ჯგუფში გაერთიანება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და აიმისთვის, რომ გახდე ჯგუფის სრულფასოვანი წევრი, ამას წლებიც კი შეიძლება დასჭირდეს. ინდივიდს უნდა ქონდა შესაბამისი პიროვნული მახასიათებლები და უნარები, მაგალითად, კომუნიკაციის, იარაღის დამზადების, იმისთვის, რომ ჯგუფში მიიღონ.
ტერორისტი, როგორც ფსიქიურად ავადმყოფი.  ყველა ტიპის ტერორსტი არ შეიძლება განვიცილოთ, როგორც ფსიქიურად ავადმყოფი. ფსიქიური აშლილობების მქონე ტერორისტებს, როგორც აღმოჩნდა ძრითადად იზიდავთ თვითფრინავის გტაცება და ჩამოგდება. დევიდ ჰაბარდმა 1971 წელს ჩატარა კვლევა, რომელის მიხედვიტაც აღმოჩნდა, რომ თვითმფრივთა გამტაცებლების უმრავლესობას ქონდა ფსიქიკურ ჯანმრთელლობასთან დაკავშრებული პრობლემები.  გამტაცბლებისთვის საერთო იყო შემდეგი ნიშნები: მოძალადე მამა, ალკოჰოლიზმი,  ძალიან რელიგიური დედა, რელიგიური ფანატიზმი, სექსუალური პასიურობა და სიმორცხვე, უმცროსი დები, რომლებზეც ზრუნავენ, მიღწევის დაბალი მაჩვენებლები, ფინანსური მარცხი, შეზღუდული შემოსავალი. ეს მახასიათებლები შეიძლება განვაზოგადოდ იმ ტერორისტებზე, რომლებმაც თვითმფრინავი გაიტაცეს.
ტერორისტი, როგორც თვითმკვლელი ფანატიკოსი.  ტერორისტებს, ჩვეულებრივ, ვაიგივებთ რელიგურ ფანატიკოსბთან, რომლებიც მიდიან თვით-განადგურებამდე. ფსიქოლოგიური მიდგომით, ფანატიზმი გულისხმობს ფსიქიური ავადმყოფობის ზოგიერთ მახასიათებელს, მაგრამ ეს არ არის დიაგნოსტიკური კატეგორია. ტეილორის მიხედვით, ფანატიკოსი არის ინდივიდი, რომელიც გარესამყაროს აღიქვამს მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან, მაგლითად, რელიგიური პესპექტივიდან. ფანაწიკოსებისთვის დამახსიტებელია დიხოტომიური აზროვნება, სხვა ალტერნატივის მიუღებლობა, რწმენისადმი რიგიდულობა, სიხლისადმი დახურულობა. ტეილორი ამასთანავე მიიჩნევს, რომ ფანატიზმის ჩამოყალიბებაში ყურდსაღებია კულტურული გარემოც.
როგრც ზემოთ აღვნიშნეთ ტერორისტები ხშირ შემთხვევაშ არიან ფანატიკუსები და მათთვის დამახაიათებელია თვით-დესტრუქციული ქცევები.  კერძოდ, ტერორისტები თავიანთ  სიცოხლეს წირავენ, ტერორისტული აქტის განხორციელებას.  თვითმკვლელ ტერორისტებს შორის ყველაზე უფრო გამორჩეული ჯგუფია შრი ლანკას ტამილები და რა ისლამურ ფუნდამენტალისტები, როგორც ასე ბევრს გონია.
ტერორისტული დაჯგუფების დინამიკა. გამომდინარე იქიდან რომ შეუძლებელია პირდაპირი გზით ტერორისტული ჯგუფების დინამიკის შესწავლა, სოციალური ფსიქოლოგები ეყრდნობიან მცირე-ჯგუფების დინამიკას. ტერორსტული ჯგიფების ისეთი ასპექტები როგორიცაა ცოფრმულობა და კონსენსუსი, სვვა მცირე ჯგუფების მახასიათბელებიცაა.
ტერორისტული ჯგუფებია ძალიან გავს რელიგიურ სექტებს, მოითხოვს რა სრულ თავგანწირვას წევრისაგან. ჯგუფის წევრებს ხშირ შემთხხვევაშ აკრძალული აქვთ ურთიერთობა ჯგუფის გარეთ სხვა ადამიანებთან; აკონტროლებენ და ზოგიერთ შემტხვევაშ კრძალავენ სექსუალურ ურთიერთობებს; აღვივებენ კომფორმულობას, ურთიერთ-დამოკიდებულებას; და ცდოლობენ ტვინი გამოურეცხონ ადამიანებს ტავიანთი იდეოლოგიით.

ტერორისტის პროფაილინგი

მეცნიერების მცდელობა შეექმნათ ტიპიური ტერორისტი პროფილი შიძლება ითქვას, რომ დამთავრდა წარმატებით და მავდროულად განიცადა მარცხიც, რადგამ მართალია ტერორისტებს ბევრი საერთო მახასიტებელი აქვთ, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდია ვარიაცია.
რასელმა და მილერმა 1977 წელს გაანალიზეს 350  არგენტინელი, ბრაზილიელი, გერმანელი, ირანელი, ირლანდიელი, იტალიელი, იაპონელი, პალეტინელი, ესპანელი, თურქი და ურუგვაელი ტერორისტის ბიოგრაფიული და სოციალური მონაცემები და გამოიტანეს გარკვეული დასკვნები.
ასაკი. აქტიური ტერორისტების საშუალო ასაკი იყო 22- 25 წელი, გარდა პალესტინელი, გერმანელი და იაპონელი ტერორისტებისა, სადაც საშუალო ასაკი 20-25 წელი იყო.
განათლება, კარიერა და სოციოეკონომიკური სტატუსი. ტერორისტების უმრავლესობას ქონდა უფრო მეტი ვიდრე საშუალო განათლება. მეტიც 2/3 ქონდა სრული ან ნაწილობრივი უმაღლესი განათლება. მაღალი განათლების მქონე ინდივიდები ტერორისტულ დაჯგუფებებში, როგრც წესი ლიდერის პოზიციას იკავებენ.
ტერორისტთა პროფესიები ძალიან მრავალფეროვანი იყო და არ აღმოჩნდა განმსაზღვრელი, სამაგიეროდ მნიშვნელოვანი პრედიქტორი აღმოჩნდა სტუდენტობა და უმუშევრობა. ლათინო-ამერიკული ურბანული ტერორისტების 50-70% იყვნენ სტუდენტები. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი კი აღმოჩნდა მთავარი მომმარაგებელი  Germany’s June Second Movement-ისა და Baader-Meinhof ბანდ  ისთ  ვის.
ტერორისტების 2/3  მოდიოდა საშუალო ან მაღალი კლასისი ოჯახებიდან.
ოჯახური მდგომარეობა. ტერორისტების 70-80% ყველა რეგიონში დაუოჯახებელი იყო. ეს ხელს უწყობთ ტერორისტებს თავის საქმიანობაში.
გარეგნობა.  ტეროროსტები არიან ძლიერ და ჯანმრთელი ადამიანები, მაგრამ, როგორც წესი, მათი გამორჩევა სხვებისგან არ არაის მარტივი. არიან საშუალო სიმაღლის, ტავშეყრის ადგილებშ რომ ვერ გამოარჩიონ. არ აქვთ რაიმე განსაკუთრებული ფიზიკური ნიშნები, არ იცვამენ გასხვავებულად, აქვთ ჩვეულებრივი ვარცხნილობა.  არიან ჩვეულებრივი ადამაინები, იქცევიან და საუბრობენ ჩვეულებრივად.
წარმოშობა.  დაჯგუფება, პოტენციურ ტერორისტს ეძებს იქ, სადაც აპიებს თადასხმას. გამომდინარე იქიდან, რომ თავდასხმის ობიეტები ძრითადად ქალაქებია, ტეროროსტა უმრავლესობა ქალაქელი აღმოჩნდა.
გენდერი. ტერორისტების უმრავლესობა 80% კაცია. თუმცარა ტერორიზმში ცართული ქალების საშუალო რაოდენობა ბევრად აჭარბებს ზოგადად კრიმინალში ქალების ჩართულობას.

გამოყენებული ლიტერატურა:

Hudson, R. A., & Majeska, M. (1999, September). The sociology and psychology of terrorism: Who becomes a terrorist and why?. Washington, DC: Library of Congress.
Crenshaw, M. (2000). The psychology of terrorism: An agenda for the 21st century. Political psychology, 405-420.
Horgan, J. (2004). The psychology of terrorism. Routledge.

Lemieux, A. F. (2008). The psychology of terrorism. Invited presentation at the Summer Workshop on Teaching About Terrorism (SWOTT). University of Oklahoma. Norman, OK.

No comments:

Post a Comment