Sunday, October 4, 2015

მკვლელობა, მკვლელთა ფსიქოლოგიური მახასიათებლები და მკვლელთა ტიპები

ბოლო საუკუნეების განმავლობაში  ვხედავთ ძალადობის მატების ტენდენციას და განსაკუთრებით  ძალადობითი დანაშაულის იმ ფორმას , რომელიც ემუქრება სიცოცხლესმკვლელობასამ მოვლენამ მთელი მსოფლიოს წინაშე დააყენა ამოცანა, შეისწავლოს მკვლელობის მატების მიზეზები , განიხილოს მასთან დაკავშირებული პრობლემები  როგორც ბიოლოგიური  და  სოციოლური , ისე ფსიქოლოგიური კუთხით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილია მკვლელობის სხვადასხვა შემთხვევები, რომლებიც განხილულია 108–114 მუხლების ფარგლებშიეს შემთხვევებია:
1.   განზრახ მკვლელობა;
2.   განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში;
3.   მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით;
4.   განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში;
5.   დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა;
6.   მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით;
7.    მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით.

დანაშაულებრივი ქცევის ლოგიკური მოდელირება

      ფსიქოლოგების ერთ-ერთი ამოცანაა გაიგონ, თუ რატომ სჩადის ესა თუ ის პიროვნება ამა თუ იმ დანაშაულს, რა მოტივები თუ მოთხოვნილებები უდევს საფუძვლად მათ ქცევებს , რა როლი აქვს ამ ყველაფერში გარემოს , სოციუმს , ოჯახს და ა.შ.   არსებობს დანაშაულის ახსნისა და გაგების სხვადასხვა მეთოდები , ერთ-ერთი მათგანი დამნაშავისა და დანაშაულებრივი ქცევის ლოგიკური მოდელირებაა. დამნაშავის პიროვნების წარმოდგენა შესაძლებელია ლოგიკური მოდელისა და გრაფიკების საშუალებით, რომლებიც გვეხმარება უკეთესად წარმოვიდგინოთ დანაშაულის არსი  და გავერკვეთ მასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და მიზეზებში.

Tuesday, August 25, 2015

ბარიერი მეცნიერულ და პოლიციურ საქმიანობას შორის


IP ფსიქოლოგიის სფეროში დასაქმებულ ფსიქოლოგთა ერთ-ერთი პრინციპული გამოწვევაა, პოლიციელთა  ღიაობის გაზრდა, აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობასთან მიმართებაში.  მათი დარწმუნება, რომ აკადემიურ სფეროში ჩატარებული კვლევები და სამეცნიერო მიღწევები, ატარებს პრაქტიკულ ხასიათს და შესაბამისად მისი საგამოძიებო პროცესში დანერგვა პრინციპულად აუცილებელია.
საპოლიციო სისტემაში მუშაობის პროცესში, ძირითად პრობლემას წარმოადგენს არა მასალისა და თეორიული/პრაქტიკული  ცოდნის ნაკლებობა, არამედ არსებული ცოდნის პრაქტიკულ დანიშნულებაში პოლიციელის დარწმუნება. უმრავლეს შემთხვევაში პოლიციელთა დამოკიდებულება ფსიქოლოგის რეკომენდაციებისა და სწავლების მიმართ ნეგატიურია, რაც შესაბამისად ართულებს მეცნიერულად შემოწმებული მეთოდების საგამოძიებო სისტემაში დაგეგმვას.  დრამმონდის(Drummond, 1976) მოსაზრებით ღიაობა საპოლიციო სისტემებში ბოლო დეკადის განმავლობაში უკეთესობისაკენ შეიცვალა, თუმცა თვითონვე აღნიშნავს, რომ (1981) ნაკლოვანებები ამ ორი სფეროს დაახლოების მიმართულებით, ჯერ კიდევ საკმარისზე მეტია (იორკშირის სერიული მკვლელობათა გამოძიების საქმეზე, კონსულტირების პერიოდში დაკვირვების საფუძველზე).

Tuesday, July 7, 2015

დამნაშავეთა ფსიქოლოგიური ტიპოლოგია


    კრიმინალური ფსიქოლოგია არის სწავლება დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი ინდივიდის სურვილების, ფიქრების, განზრახვებისა და რეაქციების შესახებ. გამოძიება ყოველთვის წარიმართება იმის მიხედვით თუ რა იყო დანაშაულის ჩადენის მოტივი-ადამიანი მოქმედებდა მასში მყარად არსებული კოგნიტური სქემების მიხედვით, თუ მისი ქმედება გამოწვეული იყო გარემო პირობების ზემოქმედებით. დანაშაულის მოტივის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ბრალდებულისაგან/სავარაუდო ბრალდებულისაგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად საჭირო პროცესის დაგეგმარებისათვის, რადგანაც თუკი გამომძიებელმა იცის პიროვნების ქცევითი აქტიობის მოტივი, მას შეუძლია ააგოს დამნაშავის ქცევის ესკიზური და ლოგიკურად გამართული ხატი, შეუძლია შევიდეს მის მდგომარეობაში(მოახდინოს პირთან იდენტიფიცირება) და მოძებნოს ის დამატებითი საყრდენები, რომლებიც დაეხმარება პირთან ფსიქოლოგიური კონტაქტის დამყარებაში, რაც აღიარებითი ჩვენების მიღებისათვის საჭირო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
     დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირის ფსიქოლოგიური თავისებურება აიხსნება ისეთი კოგნიტური სქემების არსებობით, რომელიც განაპირობებს კანონსაწინააღმდეგო ქცევის განხორციელებას და განსაზღვრავს პიროვნების მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ ქცევით მახასიათებლებს.

Monday, June 22, 2015

კოგნიტური ინტერვიუს მეთოდი და მოწმის დაკითხვის სპეციფიკა

       მოწმის დაკითხვის მიზანს წარმოადგენს მომხდარ საქმესთან დაკავშირებული სანდო ფაქტების გამოვლენა. მოწმის დაკითხვა საჭიროა მაშინ, როდესაც გვსურს მივიღოთ ახალი ინფორმაცია, გადავამოწმოთ არსებული დეტალები, ან შევაფასოთ არსებული  მტკიცებულებები.
მოწმის დაკითხვის პროცესში გასათვალისწინებელია, შემდეგი ფსიქოლოგიური ფაქტორები:
  1. ჩვენების სანდოობის შეფასება;
  2. ცრუ ჩვენების გამოვლენა;
  3. მოწმის დახმარება არსებული ფაქტებისა და მოვლენების გახსენებაში;

Friday, June 5, 2015

მოწმის ფსიქოლოგია


      მოწმე - ეს არის პიროვნება, რომელიც პირველი იღებს ინფორმაციას დანაშაულზე.

გამოძიების პროცესის მიმდინარეობისას, ყურადღება ეთმობა ინფორმაციის მოპოვებას დანაშაულის უშუალოდ შემსწრე თვითმხილველისაგან.  მოწმის დაკითხვა ძირეულად განსხვავდება ბრალდებულის დაკითხვისაგან არამხოლოდ პროცესუალური თვალსაზრისით (მოწმე ფრთხილდება ცრუ ჩვენებაზე), არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც.

ბრალდებულისა და დაზარალებულისაგან განსხვავებით მოწმე არ არის ჩართული უშუალოდ განხორციელებულ ქმედებაში, ის არის შემსწრე და არა მოქმედი პირი, შესაბამისად მასთან ურთიერთობის და ინტერვიურების სპეციფიკა საჭიროებს მისი კონკრეტული თავისებურებების განსაზღვრას.

Monday, June 1, 2015

სიცრუის იდენტიფიცირება დაკითხვის პროცესში

  საგამოძიებო საქმიანობის დროს, დიდი ყურადღება ეთმობა, სიცრუის იდენტიფიცირების პროცესს, რადგანაც პირის მიერ მოწოდებულმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება სრულიად შეცვალოს საგამოძიებო ვერსია. 
  სიცრუის იდენტიფიცირება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, ქვემოთმოყვანილია მოკლე მითითებების სახელმძღვანელო(guideline), რომელიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის საგამოძიებო საქმიანობაში.

Tuesday, May 26, 2015

განწყობის თეორია და დელიქვანტური ქცევა

       ფსიქო-სოციალური მიდგომის მომხრე თეორიები, განავრცობენ თანამედროვე ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული მოსაზრებას, რომ პიროვნება ყალიბდება  ინდივიდუალური და გარემო ფაქტორების ინტერაქციის შედეგად, რაც იძლევა საშუალებას დაიძლიოს დილემა თანდაყოლილობისა თუ  გარემოს უპირატესობის შესახებ. აღსანიშნავია, არსებული დილემის გადაჭრა სხვა ქვეყნების ფსიქოლოგიური სკოლებისათვის შედარებით ახალია, როდესაც ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში არსებული საკითხი 50-იან წლებში უკვე დაიყვანებოდა „განწყობის ცნებაზე“.

Monday, May 25, 2015

ანტისოციალური პიროვნებები(ფსიქოპათია)

ფსიქოპათია ეს არის ხასიათის თანდაყოლილი ანომალია, პიროვნების წყობის მყარი თანდაყოლილი თავისებურებები, რომლებიც მეტ–ნაკლები ხარისხით აფერხებენ პიროვნების ადაპტაციას გარემოსთან. ფსიქოპათიის ტერმინი ახასიათებს პიროვნებას როგორც ეგოცენტრულს, სიცრუის მოყვარეს, მანიპულატორს,  ეგოისტს,  ემპათიის უუნაროს.

გლენ ვალტერსის „ცხოვრების სტილის-lifestyle“ თეორია

ტერმინი lifestyle გულისხმობს, რომ კრიმინალური ქცევა არის ნაწილი, პიროვნების იმ ზოგადი ცხოვრების წესისა რომელიც ხასიათდება უპასუხისმგებლობით, იმპულსურობით,  ნეგატიური ინტერპერსონალური ურთიერთობებით და პიროვნების ქრონიკული მზაობით დაარღვიოს სოციუმის წესები.  არსებულ თეორიას გააჩნია სამი საკვანძო კონცეფცია:
1.      მდგომარეობა;
2.      არჩევანი ;
3.      შემეცნება ;