Tuesday, December 1, 2015

ფსიქოპათიისა და სადიზმის კავშირი დელიქვენტურ ქცევასთან

ფსიქოპათია წარმოადგენს პიროვნულ აშლილობას, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი  ანტისოციალური ქცევით, ემპათიისა და სინდისის ქენჯნის ნაკლებობით, გადაჭარბებულად უკომპლექსო და გამბედავი ქცევით. ისინი იყენებენ ხიბლს, მანიპულაციას, დაშინებასა და უმეტესად სისასტიკეს, რათა აკონტროლონ სხვები, თავიანთი პიროვნული მიზნების მისაღწევად.
      ფსიქოპატიის ცნება საუკუნეების განმავლობაში იყო ცნობილი. თუმცა, ექიმმა რობერტ ჰეირმა აწარმოა თანამედროვე კვლევები, რათა შეემუშავებინა შეფასების სისტემა, რომლის მიხედვითაც  მოხდებოდა ფსიქოპათიისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გაგება და შემდეგ შესწავლა.
     ექიმ რობერტ ჰეირისა და მისი კოლეგების მიერ შექმნილი ფსიქოპათიისთვის მახასიათებელი ნიშანთა სია საშუალებას გვაძლევს, ეს პიროვნული აშლილობა ოთხ ფაქტორს დავუკავშიროთ:
     1.  ინტერპერსონალური ფაქტორი - ზედაპირული მომხიბვლელობა, გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე, პათოლოგიური მატყუარა, სხვებით მანიპულირება.
     2. აფექტური ფაქტორი  - ემპათიის არარსებობა, პასუხისმგებლობისგან გაქცევა.
     3. ცხოვრებისეული ფაქტორი  - იმპულსურობა, უპასუხისმგებლობა, რეალური ცხოვრებისეული მიზნების უქონლობა.
     4. ანტისოციალური ფაქტორი - საქციელის კონტროლის სიძნელე, ადრეულ ბავშვობაში ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, არასრულწლოვნებში დანაშაულის შემთხვევები.
      ამ ფაქტორების კომბინაცია წარმოადგენს ფსიქოპათიის სტრუქტურას და შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს ფსიქოპათ პიროვნებებში.
      ფსიქოპათიური თავისებურებები მჟღავნდება ბავშვობაში, მოზარდ და სიყმაწვილის ასაკში და მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე ნარჩუნდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.  ფსიქოპათიის ფორმირება მთავრდება ჰუბერტატული პერიოდის დასასრულს, ანუ იმ დროისთვის, როცა მთლიანად მთავრდება ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება.
     ფსიქოპათიის წარმოშობის შესახებ არსებობდა სხვადასხვა შეხედულებები. მრავალი ფსიქიატრი ფსიქოპათიის წარმოშობაში უპირატეს როლს ანიჭებდა მემკვიდრული და თანდაყოლილი ფაქტორებისა და აღზრდის არაკეთილსასურველი პირობების ურთიერთდამოკიდებულებას. რუსი ფსიქიატრი ო.ვ. კერბიკოვი, წარმოშობის თავისებურების მიხედვით, ფსიქოპათიებს ყოფდა ბირთვულ (თანდაყოლილი, კონსტიტუციური), მოსაზღვრე (გარემოს არაკეთილსასურველი გარემოს გავლენით) და ორგანულ (წარმოშობილი ბავშვობაში და სიყმაწვილეში გადატანილი ტრამვისა და ავადმყოფობის შემდეგ) ტიპებად.  სხვები ცდილობდნენ დაეახლოვებინათ ფსიქოპათიები ფსიქოზებთან ან ადგენდნენ მათ დამოკიდებულებას კონსტიტუციურ თავისებურებებთან და სხეულის აგებულების ტიპთან. (კრეჩმერი)
     ფსიქოპათიების შესახებ სწავლება დაკავშირებულია ი.მ. ბალინსკის სახელთან, რომელმაც პირველმა შემოგვთავაზა ეს ცნება. შემდგომში ვ.ხ.კანდიდსკიმ კლინიკურად დააზუსტა ფსიქოპათიების ჯგუფი და ხაზი გაუსვა, რომ ფსიქოპათია არის პიროვნების ცალკეული მხარის (თვისებების) მერყეობის, ცვალებადობის, არამდგრადობის და დისჰარმონიის მდგომარეობა, და არა ფსიქოზის რაღაც განსაზღვრული ფორმა.
     ი.პ. პავლოვის თვალთახედვით, ფსიქოპათიის უმაღლესი ნერვული მოღვაწეობის ანომალიები ვლინდება შეკავებისა და აგზნების პრეცესების არასაკმარის ძალასა და გაუწონასწორობლობაში, ძირითადი ნერვული პროცესების მოქნილობის მოშლაში და თავის ტვინის ქერქის მხრიდან ქერქქვეშა იმპულსების არასაკმარის რეგულაციაში.
    საჭიროა აღინიშნოს, რომ გადატანილი ფსიქიკური დაავადებების შედეგად (შიზოფრენია, ეპილეფსია, ტრამვული ფსიქოზები და სხვ.) ზოგჯერ შეინიშნება ფსიქოპათიის მაგვარი მდგომარეობები, ამ შემთხვევაში ეს არის ავადმყოფობის გამოვლინება მის განსაზღვრულ სტადიაზე.
     სასამართლო-ფსიქიატრიის მოთხოვნების გათვალისწინებით, გამოყოფენ ფსიქოპათიების შემდეგ ფორმებს: აგზნებადი, ისტერიკული, პარანოიალური, ასთენური, არამდგრადი.

აგზნებადი  ფსიქოპათია

     შესაბამის ავადმყოფებს ახასიათებთ აწეული გამღიზიანებლობა, ხასიათის მერყეობა, აფექტურობა, გამძვინვარება უმნიშვნელო მიზეზზე, აგრესიის გამოვლინება გარშემომყოფთა მიმართ. ფსიქოპათები გაღიზიანებულ მდგომარეობაში ხშირად ამტვრევენ საგნებს, ჭურჭელს, ხევენ ტანსაცმელს, თავს იზიანებენ. ავლენენ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიმართ ძლიერ მიდრეკილებას. ასევე, მიდრეკილი არიან საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გადამეტებული შეფასებისკენ. ცდილობენ თავი წარმოადგინონ პატიოსან, სამართლიან, პირდაპირ, მართალ ადამიანებად. ისინი ვერ ეგუებიან სოციუმს და ხშირად იცვლიან სამუშაო ადგილს.
     აგზნებად ფსიქოპათებში აფექტური აფეთქებები ვითარდება სწრაფად და ასევე, სწრაფადვე ქრება, რის შემდეგაც დგება მონანიება.
     თუ რამდენად მძიმენი არიან ქცევებში აგზნებადი ფსიქოპათები, ჩანს შემდეგ მაგალითში:
     .(), 28 წლის, ბრალი ედებოდა ექიმზე ძალადობრივ ქმედებაში. იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა უდისციპლინობით, ადრე დაიწყო ალკოჰოლური სასმელების გამოყენება. აგრეთვე სქესობრივი ცხოვრება. 18 წლის პირველად იქნა მსჯავრდებული ხულიგნობის გამო. ფსიქოპათიის დიაგნოზის დასმის შემდეგ პერიოდულად თავსდებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ეწერებოდა იმავე დიაგნოზით.
      საავადმყოფოში ყოფნის დროს ტ. ედავებოდა პერსონალს, იყო აგრესიული, მატყუარა. ითხოვდა განსაკუთრებულ ყურადღებას. ერთხელ გადაყლაპა თერმომეტრი, რომელიც ამოუღეს კუჭიდან ქირურგიული ოპერაციის შედეგად. ექიმების მიმართ განწყობილი იყო მტრულად, ემუქრებოდა თვალების გამოთხრით, სახის დასერვით, ბრალს სდებდა მათ აბუჩად აგდებაში. მოითხოვდა, არ გაეწერათ საავადმყოფოდან, რადგან საჭიროდ თვლიდა მისდამი ინდივიდუალურ მიდგომას და სტაციონარულ პირობებში ხანგრძლივ მკურნალობას.
    ერთხელ, დამოუკიდებლად გამოცხადდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, და როცა მორიგე ექიმმა უარი უთხრა ჰოსპიტალიზაციაზე, დაიწყო მისი დევნა, დაელოდა სახლთან, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცემა, წერდა მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის წერილებს, რის გამოც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იგი კვლავ აგზნებადი ფსიქოპათიით დაავადებულად ცნეს.


ისტერიული ფსიქოპათია

      ეს პირები ცხოვრობენ მეტ-ნაკლებად არა განსჯითი, არამედ ემოციური ცხოვრებით. ისტერული ფსიქოპათები არიან ეგოცენტრულები, უმეტესად საკუთარი თავით არიან დაკავებული, ცდილობენ ყურადღება მიიპყრონ გარეგნობით, ორიგინალური ჩაცმულობით. მათი ქცევები დემონსტრაციული და თეატრალურია, მოკლებულია სისადავესა და ბუნებრიობას. ასევე, შეიძლება ჰქონდეთ მაღალი ინტელექტი და კარგად განვითარებული უნარები ხელოვნების რომელიმე დარგში.
      ისტერიულ ფსიქოპათებს აქვთ მიდრეკილება ბაქიაობისკენ, უყვართ ფანტაზიორობა. გამოგონილ თავგადასავლებს იმდენად დამაჯერებლად გადმოსცემენ, რომ გარშემომყოფებს ეჭვიც არ ეპარებათ მის ჭეშმარიტებაში.
     თითქმის ყოველთვის უკმაყოფილონი არიან საკუთარი მდგომარეობით ოჯახსა თუ საზოგადოებაში. თვლიან, რომ მათი წარუმატებლობა დამოკიდებულია სხვებზე.
     ახასიათებთ აფექტური რეაქციები: ტირილი, ყვირილი, თავის დაზიანება, გამოხატული აგრესია სხვების  მიმართ.
     ბევრ ისტერიულ ფსიქოპათს აღენიშნება გარეგნულად ეპილეფსიის მსგავსი შეტევები. ისტერიული შეტევა განსხვავდება ეპილეფსიის ნიშნებისაგან: არ ხდება უნებლიე შარდვა, პირიდან ქაფის გამოყოფა, არ არის ენის მოკვნეტა. ავადმყოფები ტანსაცმელს იხევენ, ყვირიან, აქეთ-იქით ეხეთქებიან ან იატაკზე გორავენ. ენერგიული ზემოქმედებისას (ბრძანება, სახეში შემორტყმა, ნემსით ჩხვლეტა, ნიშადურის სპირტის შესუნთქვა) შეტევა შეიძლება შეწყდეს. გარდა ამისა, შეტევის შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს „მაყურებელთა’’ შემოცლამ.

     ჩ.(მ), 18 წლის, ფსიქოპათი ღრმა მოუმწიფებლობის ნიშნებით და ფანტაზიისაკენ მიდრეკილებით დააკავეს ქურდობის გამო. დაკითხვისას განაცხადა, რომ იგი მსხვილი დამნაშავეა, არაერთხელ ნასამართლევი და ახლახან ჩაიდინა შეიარაღებული ძარცვა და მკვლელობა. მის ნივთებში იპოვნეს მუქარის ხასიათის ანონიმური წერილები მისი მისამართით, ხოლო უბის წიგნაკში - მის მიერ, თითქოსდა, ჩადენილი მკვლელობის აღწერა. მაგრამ გამოძიებამ დაადგინა, რომ ყველა ეს ფაქტი გამოგონილია, ხოლო მუქარის შინაარსის წერილები ჩ.-ს მიერაა დაწერილი. მოგვიანებით, აღიარა, რომ ეს ყველაფერი გამოიგონა და საკუთარ თავს ცილი დასწამა.

                              
პარანოიალური ფსიქოპათია

     პარანოიალური ფსიქოპათების დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს უნდობლობა, ეჭვიანობა, ე.წ. ზეფასეული აზრებისადმი მიდრეკილება, რომლებიც გავლენას ახდენენ მთელ მათ ქცევაზე.
     ასეთი პირები მიდრეკილნი არიან ლიდერობისკენ, თავს თვლიან სამართლიანობისთვის მებრძოლებად. ჯიუტად მუშაობენ არაარსებით გამოგონებაზე, რომელსაც, მათი აზრით, აქვს განსაკუთრებულად დიდი ფასეულობა. ისინი ეგოისტები, უკომპრომისო, შეუგუებელნი და აგრესიულები არიან. შეუწყნარებელნი არიან სხვისი აზრის მიმართ, თავის დასაცავად გადადიან შეტევაზე, განსაკუთრებით „სიმართლისთვის“ და მოჩვენებითი უფლებებისათვის ბრძოლაში.
     შელახული „უფლებებისათვის“ ბრძოლაში ფსიქოპათები მოხერხებულად ეძებენ მომხრეებს და აჯერებენ თავიანთ უანგარობასა და სამართლიანობაში. თუმცა, მათი ძლიერი ნება, ჟინიანობა და ინიციატივის სურვილი შერწყმულია აზროვნების სივიწროვესთან, გულუბრყვილო და ზედაპირულ წარმოდგენებთან, მსჯელობების და გამონათქვამების ტრაფარეტულობასთან.


არამდგრადი ფსიქოპათია

     ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან პირები, რომელიბიც გამოირჩევიან ინტერესების არამდგრადობით და გუნება-განწყობილების ხშირი მერყეობით, გარდამავალი ერთი უკიდურესობიდან მეორეში. მათ არ გააჩნიათ პრინციპები, აქვთ სუსტი ნებისყოფა, ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ, არიან ზარმაცები და მოუწესრიგებელნი. მათ არ გააჩნიათ მყარი ინტერესები, არ ახასიათებთ ერთგულება და მეგობრობა. ხშირად ატყუებენ გარშემომყოფებს და ზოგჯერ თვითონაც ჯერათ საკუთარი ტყუილის. ადვილად ინანიებენ დანაშაულს და ასევე ადვილად პატიობენ. თუმცა, ამ ფაქტს მალევე ივიწყებენ და შესაძლოა კვლავ ჩაიდინონ იგივე ქმედება.
     არამდგრადი ფსიქოპათები, გუნება-განწყობის მოშლასა და დეპრესიისადმი მათი მიდრეკილების გამო, წარმოადგენენ საფრხეს უფრო საკუთარი თავისთვის, ვიდრე გარშემომყოფებისთვის. ისინი მიდრეკილნი არიან თვითმკვლელობასა და თვითდაზიანებისკენ.
    
      ტ.(მ), 21 წლის, არამდგრადი ფსიქოპატი, სამართალდარღვევის შემდეგ იმყოფებოდა საგამომძიებლო იზოლატორში, სადაც თვითმკვლელობის მიზნით ყლაპავდა ყველაფერს, რისი ჩაყლაპვაც შეიძლებოდა მის პირობებში. ქირურგიული ჩარევისას მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ამოღებულ იქნა ექვსი თერმომეტრი, ექვსი მეტალის კოვზის ტარი, საწოლის ბადის ორმოცი მავთულის კაუჭი, ერთი ფანჯრის შპინგალეტი, ჩვრების ნაჭრები. საავადმყოფოში მკურნალობისას გამოაცხადა შიმშილობა და გადაყლაპა წინასწარ კბილებით დამტვრეული თერმომეტრი. ამით ტ. პროტესტს აცხადებდა მის მიმართ მიღებული აღმკვეთი და საგამოძიებო ღონისძიების წინააღმდეგ.


ასთენიური ფსიქოპათები

      სუსტი, ნაკლებამტანიანი ნერვულის სისტემის, დაბალი შრომიუნარიოანობისა მქონენი არიან. ასთენიური ფსიქოპათები ხასიათის მიხედვით არიან უსუსური, ინერტული, ეჭვიანი, პედანტური, მგრძნობიარე შენიშვნების მიმართ. გამუდმებით ეჭვი ეპარებათ საკუთარი ქცევის სისწორესა და საკუთარ შესაძლებლობებში. ამის გამო, ხშირად გამოთქვამენ აზრს თვითმკვლელობის შესახებ.
      ასთენიური ფსიქოპათიის სახესხვაობაა ფსიქოპათიის ფსიქასთენური ფორმა. ფსიქასთენური ფსიქოპათები ავლენენ მღელვარე, ეჭვიან ხასიათს. ისინი გადაუწყვეტელნი, მორცხვები, მშიშრები არიან. ყველაფერ ახალს შიშით ეკიდებიან. მათთვის დამახასიათებელია არასრულფასოვნების განცდა. აღენიშნებათ განსაკუთრებული გადახრა თვითკონტროლისა და  აკვიატებული აზრებისკენ. დაკარგული აქვთ რეალობის აღქმა და სწორედ ამიტომ ახასიათებთ შფოთვა და შიში.

                                       



ფსიქოპათიისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები

ემპათიის ნაკლებობა

     ემპათიის ნაკლებობა გულისხმობს სიტუაციების, გრძნობების და სხვების მოტივების გამოცნობის და გაგების უნარის არქონას. ემპათია კომპლექსური გრძნობაა. თუმცა, დამნაშევს ვერ მივაწერთ ემპათიის ნაკლებობას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, რამაც მსხვერპლის დისკომფორტი, ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. არის შემთხვევები, როდესაც დამნაშავე დანაშაულის ჩადენის დროს ავლენს თანაგრძნობას მსხვერპლის მიმართ:
  1.    სექსუალური მოძალადე პიჯაკს ან საბანს აფენს მსხვერპლის ქვეშ, მაშინ როდესაც დანაშაული მიმდინარეობს გარეთ, ღია ცის ქვეშ.
  2. გამტაცებელი ცდილობს არ აწყენინოს მსხვერპლს. გარდა ამისა, შესაძლებელია გაათვისუფლოს იგი ან დააბრუნოს იმ ადგილას საიდანაც გაიტაცა.
  3. დამნაშავე მოლაპარაკებას აწარმოებს მსხვერპლთან და მიდის დათმობებზე. მაგალითად: იყენებს პრეზერვატივს, ამსუბუქებს აკრძალვებს და შეზღუდვებს მსხვერპლის მიმართ, ან ითვალისწინებს მის თხოვნას.
     თუმცა, მაშინ როდესაც დამნაშავეს არ აინტერესებს მსხვერპლის დისკომფორტი, ტკივილი თუ ტანჯვა, ან როდესაც მასხრად იგდებს მას ამ მდგომარეობაში, მაშინ შესაძლებელია დავასკვნათ, რომ დამნაშავეს აქვს ემპათიის ნაკლებობა.

მოტყუებითი/მანიპულაციური
    ეს თვისება გულისხმობს მაცდური ქცევის განზრახ განხორციელებას პირადი სარგებელის მოსაპოვებლად. მაგალითად, როდესაც დამნაშავე ცდილობს დაუახლოვდეს მსხვერპლს და მოიპოვოს მისი ნდობა. გარდა ამისა, მანიპულაციად ითვლება, როდესაც დამნაშავე იყენებს მსხვერპლის ემოციებს, რწმენებსა და შეხედულებებს მისსავე საწინააღმდეგოდ.

კრიმინალური მრავალმხრივობა
     კრიმინალურ მრავალმხრივობასთან გვაქვს საქმე, როდესაც კონკრეტული ტიპის დამნაშავე ჩადის მისთვის არადამახასიათებელ დანაშაულს. მაგალითად, როდესაც სექსუალური მოძალადე ავლენს ქურდობის უნარებს: იყენებს ხელთათმანებს, თიშავს სიგნალიზაციას, იპარავს ძვირფასეულობას და ა.შ. კრიმინალურ მრავალმხრივობად ითვლება ასევე, როდესაც დამნაშავე ფიზიკური მტკიცებულებით დაკავშირებული აღმოჩნდება სხვა კრიმინალურ თავდასხმასთან.

პასუხილმგებლობის არიდება
     დამნაშავეს აქვს ტენდენცია, დანაშაული დააბრალოს ყველას საკუთარი თავის გარდა. ასევე, მას არ აქვს უნარი საკუთარი ქცევა და ამ ქცევის შედეგი ლოგიკურად დაუკავშიროს ერთმანეთს. ეს თვისება კარგად ჩანს დამნაშვის ლაპარაკის მანერაში თავდასხმის დროს, დანაშულის ადგილზე დატოვებულ  სამხილებში და თავდასხმის შესახებ სხვებთან გაგზავნილ წერილებში.

ლაპარაკის მოყვარული და ზედაპირული/დაუფიქრებელი
     დამნაშავის ქცევა უმეტესად არის დაუფიქრებელი, იმპულსური. თუმცა, ის ხშირად ცდილობს დაფაროს თავისი ღრმა ემოციების ნაკლებობა. თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ფსიქოპათის მცდელობა, დაფაროს თავისი ნამდვილი სახე, დამოკიდებულია მის მოხერხებულობაზე, ასევე, ადამიანის (პოტენციური მსხვერპლის) უნარზე - შეიცნოს სიცრუე. დამნაშავე როგორც სიტყვებით, ასევე მოჩვენებითი სახით და ყალბი ემოციებით ცდილობს მოიპოვოს მსხვერპლის ნდობა. გარდა ამისა, ეს თვისება ვლინდება მაშინაც, როდესაც დამნაშავე ხუმრობს დანაშაულის ჩადენის დროს.

არარეალური წარმოდგენის ქონა საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე
     ეს თვისება ვლინდება მაშინ, როდესაც დამნაშვეები არარეალურად აფასებენ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს. ასევე, გადაჭარბებულად ლაპარაკობენ თავიანთი წარსულის მიღწევებზე, ახლანდელ რეპუტაციასა თუ მომავლის გეგმებზე.

იმპულსურობა
     იმპულსურობა არის მიდრეკილება დაუფიქრებელი ქცევისკენ. მაგალითად, როდესაც დამნაშვე მუდმივად ჩადის ისეთ დანაშაულს, რომელიც დაგეგმილი არ აქვს. იმპულსურობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ნარკოტიკების გამოყენებასთან, გონებრივ არასრულყოფილებასთან, დაბალ თვითშეფასებასთან. ფსიქოპათისთვის იმპულსური ქცევა წარმოადგენს ემოციური განტვირთვის საშუალებას. ამგვარი ქცევით ცდილობენ, სხვებს დაუმტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები.

სინდისის ქენჯნის და დანაშაულის გრძნობის სიმწირე
     სინდისის ქენჯნა და დანაშაულის გრძნობა გამოწვეულია მორალური ტკივილით და სინანულის გრძნობით ამა თუ იმ ქმედების გამო. არ შეიძლება დამნაშვეზე სინანულის გრძნობის სიმწირის დასკვნა გამოვიტანოთ მხოლოდ იმიტომ, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, რამაც მსხვერპლის დისკომფორტი, ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. არის შემთხვევები, როდესაც დამნაშავე განიცდის სინდისის ქენჯნას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგალითად:
  1.   დამნაშავე ავლენს გამძაფრებულ ემოციას დანაშაულის ჩადენის დროს ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ.
  2. დამნაშავე უბოდიშებს მსხვერპლს ან ტირის მსხვერპლის თანდასწრებით დანაშაულის ჩადენის დროს ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ.
  3. დამნაშავე ცდილობს „გამოასწოროს’’ სიტუაცია დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგალითად, წმენდს სისხლის ნაკვალევს და ცდილობს შექმნას ისეთი სურათი, თითქოს მსხვერპლი უბრალოდ ჩაძინებულია და არა დაზიანებით მოკლული.
  4. დამნაშავე იღებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკს დანაშაულის ჩადენის დროს ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ.

     სინდისის ქენჯნის სიმწირე გამოიხატება მაშინ, როდესაც დამნაშავე არ განიცდის არანაირ სინანულს ან სიბრაზეს, ან პირიქით, სიამოვნებს დანაშაულის ჩადენის პროცესი: როდესაც ხედავს თუ როგორ იტანჯება მსხვერპლი. ეს თვისება ვლინდება მაშინაც, როდესაც დამნაშავე სასტიკი დანაშაულის ჩადენის შემდეგ უბრუნდება ჩვეულ აქტივობებს. მაგალითად, მკვლელობის ჩადენის და გვამის გადამალვის შემდეგ, დამნაშავე მიდის წვეულებაზე ან ოჯახურ ვახშამზე.

ქცევითი კონტროლის სისუსტე
     ქცევითი კონტროლის სისუსტესთან გვაქვს საქმე, როდესაც დამნაშავე ვერ აკონტროლებს საკუთარ ქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი შეიძლება თავად დამნაშვისთვის იყოს საზიანო. ის ადვილად ბრაზდება და ხშირად პასუხობს სხვებს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფით.



ფსიქოპათია და სერიული მკვლელები

     კვლევებმა აჩვენა, რომ ფსიქოპათიის დონე დამნაშავეებში სხვადასხვაა. ყველა ფსიქოპათი არ ხდება სასტიკი დამნაშავე და ყველა მკვლელს არ აღენიშნება ფსიქოპათიისთვის დამახასიათებელი ნიშნები. თუ დამნაშავე ფსიქოპათიური პიროვნებაა, მან შეიძლება მოკლას, გააუპატიუროს, თავს დაესხას ადამიანს და არ დაფიქრდეს თავისი საქციელის ლეგალურ, მორალურ ან სოციალურ შედეგებზე. ეს მათ შესაძლებლობას აძლევთ გააკეთონ ის რაც და როდესაც მოესურვებათ.
      საინტერესოა ფსიქოპათიისა და სერიული მკვლელობის მიმართება ერთმანეთთან. ყველა ფსიქოპათი არ ხდება სერიული მკვლელი. ფსიქოპათი, რომელიც ჩადის სერიულ მკვვლელობებს, არ აფასებს ადამიანის სიცოცხლეს, როგორც რაიმე ღირებულს, არის ექსტრემალურად უგულო მსხვერპლთან მიმართებით. ეს თვისებები ძალიან ხშირად გვხდება იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულს სექსუალური მოტივი აქვს. მკვლელი მიზანში იღებს მსხვერპლს, ესხმის მას თავს და კლავს ყოველგვარი სიბრალულის გარეშე. თუმცა, მხოლოდ, ცალკე ფსიქოპათია ვერ ხსნის სერიული მკვვლელობის მოტივებს.
      ფსიქოპათიური მკვლელის საქციელი დანაშაულის ადგილას განსხვავებულია სხვა დამნაშავეების საქციელისგან, ეს ეხმარება სამართალდამცავებს ერთმანეთს დაუკავშირონ სხვადასხვა შემთხვევები.
      ფსიქოპათები არ არიან მგრძნობიარეები ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა ემპათია თავიანთი მსხვერპლის მიმართ, არ განიცდიან დანაშაულის გრძნობასა და სინდისის ქენჯნას. დაკითხვისას ისინი ავლენენ ნარცისიზმს, ეგოიზმსა და პატივმოყვარეობას.   (busblogi.wordpress.com)



   რომელ პროფესიას ჰყავს ყველაზე მეტი ფსიქოპათი?

ყველაზე მეტი
ყველაზე ნაკლები
*      CEO
*      ადვოკატი
*      მედიის წარმომადგენელი (TV/Radio)
*      გაყიდვების წარმომადგენელი
*      ქირურგი
*      ჟურნალისტი
*      პოლიციის ოფიცერი
*      სამღვდელოების წარმომადგენელი
*      შეფ-მზარეული
*      საზოგადოებრივი მოღვაწე
*       ძიძა
*      მედდა
*      თერაპევტი
*      ხელოსანი
*      სტილისტი
*      საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი
*      მასწავლებელი
*      ხელოვანი
*      ექიმი
*      ბუღალტერი

მარჯვენა ჩამონათვალში შემავალი პროფესიების უმეტესობა საჭიროებს ადამიანურ ურთიერთობებს, გრძნობებთან გამკლავებას და უმეტესობა არ ვთავაზობს დიდ ძალაუფლებას. ფსიქოპათები თავიანთი ბუნებით, ნაკლებად მიისწრაფიან მსგავსი პროფესიებისაკენ და ვერც იქნებიან კარგი ამ საქმიანობებში.
მეორეს მხრივ, მარცხენა ჩამონათვალში არსებულ პროფესიათა უმეტესობა ვთავაზობს ძალაუფლებას და საჭიროებს ობიექტური, მკაცრი, გრძნობებისაგან თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებას. ფსიქოპათები საკუთარ თავს სწორედ ამ პროფესიებში გამოამჟღავნებენ.

 ახლა კი განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:
       ბარნეტი (Aquilia Barnette) აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ გაასამართლა მრავალი დანაშაულისთვის. მათ შორის დონალდ ლი ალენისა და რობინ უილიამის მკვლელობისთვის. მკვლელობა ჩადენილ იქნა ცეცხლსასროლი იარაღით. ბარნეტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 
     უკანა პლანი:
       ბარნეტი და უილიამი ერთმანეთს 1994 წლიდან ხვდებოდნენ.  1995 წლის მარტში ახალ ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად ვირჯინიაში. თუმცა, მალევე, დაახლოებით 1 წელიწადში დაშორდნენ. ბარნეტი ჩრდილოეთ კაროლინაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მანამდე დედასთან ერთად ცხოვრობდა. უილიამი კი კვლავ მისი და ბარნეტის ბინაში ცხოვრობდა. მასთან მეგობარი ბ.გრინი რჩებოდა, რადგან უილიამს მარტო დარჩენის ეშინოდა.
     1996 წლის მაისში, ბარნეტი თავს დაესხა მათ და ბინას ცეცხლი წაუკიდა. შედეგად, უილიამმა მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მან მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა, მაგრამ ბარნეტი არ დაუჭერიათ.
    არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ბარნეტმა იარაღის მუქარით მანქანა წაართვა დონალდ ალენს, შემდეგ მოკლა და მისი გვამი იქვე გზაზე არსებულ თხრილში დატოვა.
     ამის შემდეგ, ბარნეტი უილიამის სახლში მივიდა, უკანა ეზოდან შეიპარა და გადაჭრა ტელეფონის სადენები, შემდეგ სამზარეულოს კარის საკეტი იარაღით გატეხა და შევიდა სახლში. ამასობაში, უილიამი წინა კარიდან გაიქცა. თუმცა, შორს ვერ შეძლო გაქცევა, რადგან ორჯერ წაიქცა. სწორედ ამ დროს ბარნეტმა თმებში ჩაავლო ხელი და სახლში შეათრია. მან უთხრა ქალს, რომ ჯერ მის მოკვლას, ხოლო შემდეგ საკუთარი თავის მოკვლას აპირებდა. შემდეგ ორჯერ ესროლა და მოკლა.

      ბარნეტმა მკვლელობის ადგილი ალენის მანქანით დატოვა. მოგვიანებით, მანქანა მიატოვა ჩრდილოეთ კაროლინაში ერთ-ერთ პარკინგზე. პოლიციამ მანქანა და მკვლელობის იარაღი იმავე ღამეს იპოვა.

     1996 წლის ივნისში, ბარნეტმა თვითონ მიიყვანა პოლიცია ალენის მკვლელობის ადგილას და აჩვენა მისი გვამის ადგილსამყოფელი. ბარნეტმა, საბოლოოდ, აღიარა ორივე მკვლელობა და მანქანის გატაცება.

     სანამ ბარნეტს განაჩენს გამოუტანდნენ, გამოიძახეს უამრავი მოწმე, მათ შორის, ექიმი სკოტ დანკენი. მისი აზრით, ბარნეტი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და იგი სიკვდილით უნდა დაესაჯათ. დანკენი საკუთარი მოსაზრების დასამტკიცებლად იყენებდა ექიმ ჰეირისა და მისი კოლეგების მიერ შექმნილ ფსიქოპათიისთვის მახასიათებელ ნიშანთა სიას და აღნიშნავდა, რომ ბარნეტი არაერთ მახასიათებელს აკმაყოფილებდა ამ სიიდან. იგი ამტკიცებდა, რომ ბარნეტი ფსიქოპათი იყო. მისი აზრით, მოსალოდნელი იყო, რომ ბარნეტი მომავალში კვლავ განახორციელებდა ძალადობრივ ქმედებას.
    
     დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ გაეუქმებინათ ექიმი დანკენის შეფასება. მათ მიაჩნდათ, რომ ჰეირის ფსიქოპათიისთვის მახასიათებელ ნიშანათა სია არ იყო რელევანტური და მორგებული შავკანიანი (ბარნეტი შავკანიანი იყო) და საშუალო ასაკის მოსახლეობისთვის.

     საოლქო სააპელაციო სასამართლომ (მეორე ინსტანციის ფედერალური სასამართლო აშშ-ი) გააუქმა სასიკვდილო განაჩენი. ბარნეტი დააბრუნეს საპატიმროში, სანამ ახალ განაჩენს გამოუტანდნენ.

    ამრიგად, როდესაც ფსიქოპათიის დიაგნოზს კვალიფიციური ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი სვამს, ეს მტკიცებულება შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს განაჩენის გამოტანის დროს.

სადიზმი

ზოგად საუბრებში, და მასმედიაში ტერმინი სადიზმი  აწერს კრიმინალურ ქცევას. ხშირად  აღიწერება როგორც გაცნობიერებულ ბოროტ ქმედებად. საგამოძიებო საზოგადოებაში გამოიყენება სერიული მოძალადის  მოტივის  აღსაწერად.
სექსუალური სადიზმი.  ტერმინი სადიზმი მარკიზ დე სადის (1740-1814) სახელიდან მომდინარეობს, რომელიც სექსუალური დაკმაყოფილების მიღწევის მიზნით ქალების მიმართ უკიდურეს სისასტიკეს იჩენდა. სექსუალური სადიზმი გულისხმობს სექსუალური აგზნების მიღწევას მეორე ადამიანისადმი ტკივილის მიყენების, შებოჭვის ან დამცირების გზით.

სექსუალურ სადიზმთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც ამგვარი ქცევა რეგულარულია და უპირატესობა ენიჭება ჰეტეროსექსუალურ კონტაქტთან შედარებით. გავრცელება. ტკივილის მიყენება ფანტაზიაში ან რეალობაში იშვიათობას არ წარმოადგენს, როდესაც ეს თან ახლავს სექსუალური ქცევის სხვა ფორმებს. სექს მაღაზიებში იყიდება ჯაჭვები, მათრახები და ბორკილები, ხოლო პორნოგრაფიულ ჟურნალებსა და ინტერნეტ საიტებზე განთავსებულია სადისტური სექსუალური პრაქტიკის აღწერა და სურათები. სექსუალური სადიზმი, როგორც უპირატესი სექსუალური პრაქტიკა, სავარაუდოდ, იშვიათია, მაგრამ მისი სიხშირე არ არის ცნობილი. აღწერა. ცემა, გამათრახება და დაბმა სადისტური ქცევის გავრცელებული ფორმებია. განმეორებითი სადისტური აქტები ხორციელდება მაზოხისტ პარტნიორებთან და მეძავებთან ერთად. სადიზმი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც ჰომოსექსუალური, ისე ჰეტეროსექსუალური აქტის კომპონენტს. სადისტური აქტები შეიძლება იყოს სიმბოლური და ნაკლებად გულისხმობდეს პარტნიორისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას, ზოგიერთი კი უფრო მეტად პარტნიორის დამცირებას გულისხმობს. თუმცა, ზოგჯერ სერიოზული ფიზიკური ზიანის მიყენებაც ხდება. ამის ექსტრემალური მაგალითი, ე.წ. `ვნების მკვლელობები~, როდესაც მკვლელი სერიოზულ ფიზიკურ ზიანს აყენებს მსხვერპლს გენიტალიებში დანის ჩასობის ან დასახიჩრების გზით. ამ იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ეაკულაციას ან სადისტური აქტის დროს ან მოგვიანებით, ცხედართან სექსუალური აქტის დამყარებისას (ნეკროფილია).. ეტიოლოგია დღემდე ცნობილი არ არის.

სადიზმის მახასიათებლები
  1.       ფიზიკური სისასტიკე, ძალადობა დომინანტობის მოპოვების მიზნით. (ძალადობა არ არის განპირობებული სხვა მიზნით მაგ. ძარცვა.)
  2.     დამცირება/შეურაცხოფა სხვა ადამიანების თანდასრებით.
  3.      თავის დაქვემდებარებაში მყოფს ექცევა გასნსაკუთრებულად უხეშად.
  4.   სხვისი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური წამებით იღებს სიამოვნებას ან ეუფლება კმაყოფილების გრძნობა ამ პროცესების ყურებით
  5.    შეუძლია ნებისმიერი ტყუილი თქვას სხვას თუ ზიანს მიაყენებს – მხოლოდ ამ მიზნით. 
  6.     ზღუდავს იმ ადამიანების თავისუფლებას და ავტონომიას ვისთან ერთადაც უწევს ახლო კონტაქტი. 
  7.      ხიბლავს ძალადობა, ძალადობის იარაღები, სხვისი დაზიანება ან წამება.


სადიზმის ტიპები

1.       მკვლელიამ კატეგორიაში შედის ის შემთხვევა, როდესაც კავშირია სექსუალურ აღგზნებასა და მკვლელობას შორის, რომელიც შემდეგ შეიძლება გადაიზარდოს კანიბალიზმში (მსხვერპლის სხეულის ნაწილების ჭამა). მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ჯეკ მფატრავი და მსგავსი მკვლელობები.
2.       გვამების დასახიჩრება/ნეკროფილია
3.       მდედრობითი სქესისთვის ტკივილის მიყენება (დანით მიყენებული ჭრილობები, გაროზგვა)
4.       სხვა სახის თავდასხმა მდედრობით სქესზესიმბოლური სადიზმი, რომლის დროსაც, პარტნიორისთვის პირდაპირი ზიანის მიყენების მაგივრად, მაგალითად, თმის შეჭრა.
5.       სადისტური ფანტაზიები, რომელიც ინდივიდს აქტის გარეშე, მარტოს აქვს.
6.       სადიზმი სხვა ობიექტების მიმართ, მაგალითად ბიჭების გაროზგვა.
7.       სადისტური აქტი ცხოველებთან მიმართებაში.
ეს  მთავარი ტიპებიშეიძლება უხეშად დავყოთ ძლიერ სექსუალურ სადიზმისა და სუსტ სექსუალურ სადიზმის კატეგორიებად.
   მარკიზ დე სადი ცნობილია თავისი  ფსიქოლოგიური ნაწარმოებებით სექსუალური გადახრების შესახებ (მაგ.“ჟუსტინა“ და „ჟულიეტა“). მათში  სისტემატიზირებულია  იმ დროისათვის ცნობილი მექანიკური საშუალებები, რომლებსაც იყენებდნენ სქესობრივი აქტის დროს სხვადასხვა პოზიციისათვის და პარტნიორის წვალებისათვის. მწერალი ხოტბას ასხამდა სექსუალურ ქცევას, რომელიც დანაშაულშიც კი სექსუალურ სტიმულაციას პოულობდა, ქადაგებდა ადამიანის შეუზღუდავი უფლებას სიამოვნებაზე.
  სექსუალური უპირატესობის აშლილობების შესწავლის ისტორია წარსულში, საუკუნეების განმავლობაში, სექსუალური პრეფერენციების ანომალიები განიხილებოდა უფრო რელიგიის კანონების შეურაცხყოფად, ვიდრე იმ ადამიანის მდგომარეობად, რომელიც ექიმებს უნდა გამოეკვლიათ და ემკურნალათ. ამ აშლილობის სისტემური კვლევა 1870-იან წლებში დაიწყო. კრაფტ-ებინგმა (Ktaff-Ebing, 1840-1902) ვენაში მოღვაწე ფსიქიატრიის პროფესორმა, მოგვცა პარაფილიების სისტემური აღწერა თავის წიგნში (სექსუალური ფსიქოპათიები), რომელიც, პირველად, 1886 წელს გამოქვეყნდა. ამის შემდეგ, შრენკ-ნოტცინგმა (Schrenck-Notzing, 1895) შეიმუშავა ამ ანომალიების მკურნალობის წარმატებული თერაპიული მეთოდი სუგესტიის გამოყენებით. ინგლისში ჰაველოკ ელისი  (Havelock Ellis, 1859-1939)
საკმაოდ ვრცლად შეეხო ამ თემას და სხვა სექსუალურ აშლილობებს.
   ანომალიური სექსუალური უპირატესობების კონცეფცია მოცემულ კონცეფციას სამი ასპექტი გააჩნია:
  1. სოციალური ქცევა არ ექვემდებარება გავრცელებულ შეხედულებებს იმის შესახებ, თუ რა ითვლება ნორმალურად. მიღებული თვალსაზრისი ნორმის შესახებ არ არის იგივე ყველა საზოგადოებაში და ყველა ისტორიულ პერიოდში. მაგალითად, რეგულარული მასტურბაცია განიხილებოდა ნორმიდან გადახრად ბევრი მედიკოსის მიერ ვიქტორიანულ ინგლისში.
  2. ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს სექსუალურ ურთიერთობაში მყოფ მეორე ადამიანს. ამის მაგალითებია სექსუალური ურთიერთობა ბავშვებთან ან სექსუალური სადიზმის უკიდურესი ფორმები.
  3. თავად ადამიანის მიერ განცდილი ტანჯვა, გამოწვეული საზოგადოების დამოკიდებულებით მისი ცხოვრების წესის მიმართ (მაგალითად, დამოკიდებულება ტრანსვესტიზმის მიმართ), კონფლიქტით პიროვნების სექსუალურ სურვილებსა და მის მორალურ სტანდარტებს შორის.


არასადისტური ქეისები

ნათანიელ ქოუდი
იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით,რომელიც მოცემულია Burgess-ში ( 192, გვ. 265–267 ) , საუკეთესო დახასიათება აღწერს მას,როგორც ბრაზზე მოპასუხე დამნაშავეს, რომელიც მოწმობს მის მრისხანებასა და  გადაჭარბებას დანაშულში (იმაზე მეტი მოსდიოდა, ვიდრე საჭირო იყო ) :
 ნათანიელ ქოუდი... მოკლა რვა ადამიანი სამ სხვადასხვა შემთხვევაში. პირველი  მსხვერპლი, 25 წლის შავკანიანი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, მოხდა 1984 წლის 8 აგვისტოს. ქოუდმა 9–ჯერ  ჩაარტყა მკერდის არეში და დაანაწევრა მისი ყელი.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ , 1985 წლის 19 ივლისს, ქოუდი კვლავ გამოჩნდა, ამჯერად ოთხი მსხვერპლით : თხუთმეტი წლის გოგონა, დედამისი და ამ გოგონას ორი მეგობარი ბიჭი. ქოუდმა თითქმის მოწყვიტა გოგონას თავი . დედამისი გარდაიცვალა ასფიქსიით და იყო ფარდით ჩამოკიდებული აბაზანაში. ქოუდმა მამრობითი სქესის წარმომადგენელთაგან  ერთ–ერთს ესროლა  თავში და მიატოვა ის საძინებელი ოთახის შუა ნაწილში. მეორე  კი იპოვეს საძინებელი ოთახის წინა ნაწილში, რომელსაც ორჯერ ჰქონდა ნასროლი მკერდის არეში და ყელი ჰქონდა დანაწევრებული.
უკანასკნელი შემთხვევა მოხდა 1987 წლის 5 აგვისტოს. მსხვერპლები იყვნენ ქოუდის ბაბუა და მისი ორი დისშვილი ( ძმისშვილი) : რვა და თორმეტი წლის ასაკის. ბიჭები გაგუდა  ლიგატურით ( ძაფი ) . ქოუდმა ბაბუას ხუთჯერ ჩაარტყა გულმკერდის არეში  და შვიდჯერ ზურგში.. . .
ნათანიელ ქოუდს ჰქონდა  დამახასიათებელი სავიზიტო ბარათი. მსხვერპლების დაზიანებებს აღენიშნებოდათ მისი ხელწერიდან ერთი ასპექტი მაინც. ის ყოველთვის იყენებდა  თავდასხმის სისხლიან მეთოდს და მუდამ  ზედმეტი მოსდიოდა. ... ქოუდი თითქმის ყველა მისი მსხვერპლის შემთხვევაში  იმაზე შორს წავიდა, ვიდრე მათ მოსაკვდინებლად იყო საჭირო (overkill ) . ..
ქოუდმა აიძულა დედა ყოფილიყო მოწმე საკუთარი შვილის სიკვდილის , როგორც მისი კონტროლის რიტუალის ნაწილის , რომელიც ყალიბდებოდა მისი მრისხანებთ. თუ მსხვერპლის პასუხი „ შელახავდა „  მისი დომინანტობის გრძნობას , ქოუდი რეაგირებდა ამაზე ბრაზით  და ზომაგადასული ძალადობით, რომელიც იწვევდა სიკვდილს (overkill).
სამივე შემთხვევაში, მსხვერპლები შეკრულნი იყვნენ ან სადენებით ან სატელეფონო მავთულებით, რომლებიც ნაპოვნია შემთხვევის ადგილზე. ის იყენებდა ხელბორკილის სტილის კონფიგურაციას, მარყუჟით თითოეული მაჯის ირგვლივ. ამავე სტილით ჰქონდა მსხვერპლებს შეკრული ტერფები, ისინი მაჯებთან იყო დაკავშირებული და კვლავ შეკრული ერთად.
როგორც მოცემულ აღწერაში ჩანს, ქოუდის დანაშაულები შეიცავდა დომინანტობისა და კონტროლის თემას, რომელიც მართული იყო ბრაზით და არა სექსუალური კმაყოფილებით .
როგორც ბირნსი და კიპელი ( 1997 ) აღნიშნავენ,
  მკვლელს , უბრალოდ,სურდა თავის გათავისუფლება პათოლოგიური ძალაუფლების გრძნობისგან, მისი დანაშაულის ფოკუსი კი იყო ბრაზი და მრისხანება და არა სექსუალური კმაყოფილება.
ისინი ასევე აღნიშნავენ :
ნათანიელ ქოუდის სექსუალური კმაყოფილება... მისი მთავარი კონცენტრაცია იყო ჩაენაცვლებინა სექსუალური იმპულსები ძალაუფლების გამოხატულების მეშვეობით , რომელიც ვლინდებოდა რიტუალურ გათოკვებში და მსხვერპლების დაჭრაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროცესი , რომ ბრაზი გამოეხატა წამების მეშვეობით და იძულებით დაემორჩილებინა, იყო სექსუალური კმაყოფილების ჩანაცვლება.
ბირნსი და კიპელი წარმოგვიდგენენ ქოუდის ქეისს, როგორც შესავალ მაგალითს სადისტურ ქცევაში.  განუწყვეტლივ კამათობენ იმაზე, რომ მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოწვეული იყო მხოლოდ ბრაზითა და მრისხანებით,თუმცა ასეთი დახასიათება შეიძლება პარადოქსულადაც კი მოგვეჩვენოს.  ანალიტიკოსები ერთგულებენ იმ კონფლიქტურ აღწერილობას, რომ  ბრაზზე მოპასუხე ქცევა აღრეულია სადისტურ ქცევაში ამ ქეისის შემთხვევაში.

თედ ბანდი

შესაძლოა,  ყველაზე ფართოდ გაანალიზებული სერიული მკვლელი ლიტერატურაში არის თეოდორ (თედ ) რობერტ ბანდი, რომელიც იყო 43 წლის , როდესაც ის 1989 წელს დასაჯეს სიკვდილით თავისი დანაშაულებისთვის.  მასზეა სულ მცირე 20 მსხვერპლი 1974  წლის იანვრიდან 1978 წლის თებერვლამდე, თუმცა მან გაცილებით მეტი მკვლელობა ჩაიდინა. მისი ცნობილი მსხვერპლები იყვნენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები 12–დან 26 წლის ასაკამდე , ადგილი– ამერიკის შეერთებული შტატები : ვაშინგტონი, ორეგონი, იუტა,კოლორადო და ფლორიდა. მის ტიპს თავისუფლად  შეესაბამება ფსიქოპათი სექსუალური სადისტი.
  1. „ თედ ბანდი, იმის გარდა რომ არის სერიული მკვლელი, უნდა იწოდებოდეს როგორც სერიული სადისტური მოძალადე“ . ( ჰოლმსი, 1991, გვ. 81 )
  2. „ სერიული მკვლელების სამყაროს წარმომადგენელი რუდოლფ ვალენტინოსგან განსხვავებით,  თედ ბანდი იყო განსაკუთრებით სასტიკი, სადისტი, გარყვნილი ადამიანი „ ( რესლერი და შახთმანი, 1992, გვ. 63 )
  3.  „ კლინიცისტები ამბობენ, რომ თედ ბანდი იყო სექსუალური ფსიქოპათი , რომელიც ერთობოდა ქალების მოკვლით  ,  რომელშიც  გამოხატავდა თავის სადისტურ სექსუალურ ფანტაზიებს „ . ( გებერსი , 1996, გვ. 748 )

სიმონი ( 1996 )  აღნიშნავს ბანდის დანაშაულებრივ ქცევაზე :
ის სვამდა ქალებს მანქანაში ან მიჰყავდა რომელიმე იზოლირებულ ადგილას და შემდეგ სცემდა მათ მოკლე ძალაყინით , რომელიც ჰქონდა  დამალული მხართან. მანამ , სანამ ქალები იყვნენ უგონოდ ან ნახევრად უგონოდ , ის ჩადიოდა უხეშ სექსუალურ აქტებს, ანუსზე თავდასხმის ჩათვლით. ბანდი კბენდა სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე, ზოგჯერ მსხვერპლის მკერდის თავებზე ან ტოვებდა კბენის ნიშნებს მათ დუნდულებზე. მან  ყველა მსხვერპლი გაგუდა, დაასახიჩრა და თავი მოჰკვეთა მათ ,ასევე ხელები მოაჭრა  პატარა ხერხის დახმარებით. ის ტოვებდა სხეულებს განცალკევებულ ადგილებში და უბრუნდებოდა მათ რამდენიმე დღეში, რომ ჩაედინა ნეკროფილური აქტები , როგორიცაა ეაკულაცია სხეულისგან გამოთავისუფლებული თავის პირში . .
ბირნსი და კიპელი ოპინირებას უკეთებენ ბანდის ფანტაზიებსა და მოტივაციას და აღნიშნავენ :
მას სურდა თავს დასხმოდა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც არ იცნობდნენ და მას შემდეგ რაც დარწმუნდებოდა,  ისინი იყვნენ უგონო მდგომარეობაში ან მკვდრები , ხვდებოდა მათ რამდენად მალე იყო ეს  შესაძლებელი. ის იყო ნეკროფილი, რომელსაც სიკვდილის პირას მიჰყავდა ქალი, როდესაც შეეძლო სრულად გაეკონტროლებინა მსხვერლები თუ უკვე გვამები. ეს იყო ის ერთადერთი ურთიერთობა,რის ნებასაც  საკუთარი ფანტაზია აძლევდა.
და, მოგვიანებით ,
თედი რაშიც ძალისხმევას დებდა, იყო გაეტარებინა დრო მკვდარ მსხვერპლებთან და თავი არ ჩაეგდო საფრთხეში იმით, რომ საქმე დაეჭირა ცოცხლებთან. ამიტომაც აგდებდა შოკურ მდგომარეობაში დაუყოვნებლივ, გადაჰყავდა ისინი ნაგავსაყრელზე, და კლავდა, ამის შემდეგ კი შეეძლო დაეკმაყოფილებინა  სექსუალური მოთხოვნილებები .
აურაცხელი რაოდენობაა ბანდის ნეკროფილურ და სხვა პოსტმორტემულ,  ფანტაზიაზე ორიენტირებულ ქცევაზე ლიტერტურაში. არც ერთი მათგანი არ უკავშირდება ქცევას, რომელიც შეიძლება აღიწეროს,როგორც სადისტური. თუმცა , აქ ბევრი საკითხია,რომლებიც ღირს განსახილველად.
პირველ რიგში, ინტერვიუს განმავლობაში,  რომელიც შედგა FBI- ის  სპეციალურ აგენტ ბილ ჰენგმაიერთან , ბანდი მტკიცედ აცხადებდა , როდესაც გაიტაცა ჯანეტ ოტი და დენის ნასლანდი სამამიშის ტბიდან 1974 წლის 14 ივლისს , ერთ–ერთ მათგანს უნდა ეყურებინა როგორც გარეშე პირს თუ როგორ მოკლავდა მეორეს (გებერსი,1996, გვ. 751 ) . მოცემულ დანაშაულის კონტექსტში და მომდევნო პოსტმორტემულ აქტივობაში სადისტური მიდრეკილება არ შეიძლება მყარად ვამტკიცოთ ამ აქტის ჩათვლით. ბანდი უპირატესობას ანიჭებდა ქცევითი სახის ინტერაქციას  გონებადაკარგულ ან გარდაცვლილ მსხვერპლთან; ამის გარდა, ფაქტი, რომ ერთ მსხვერპლს უნდა ეყურებინა მეორესთვის თუ როგორ კლავდა, იყო შემაგულიანებელი ბანდის  ძირითადი მოტივებისთვის.
მეორე, ერთ–ერთი იმ ორი მსხვერპლიდან, რომლებიც ბანდიმ მოკლა ჩი ომეგას ქალთა საზოგადოების სახლიდან ტალაჰასიში ( ფლორიდა ) , 1978 წლის 15იანვარს,იყო დაკბენილი (გებერსი, 1996, გვ. 753 ). ზოგიერთმა შეიძლება იდაოს, რომ ეს იყოს სადისტური აქტი. თუმცა, არგუმენტები რომლებიც დაკავშირებულია კბენის ნიშნებთან არა არის საკამათო საკითხი  თუ მსხვერპლი იყო უგონოდ ან გარდაცვლილი მაშინ, როდესაც კბენით ზიანი მიადგა. უფრო მეტიც, კბენის კონტექსტი არის ის,რომელიც შეიძლებოდა აღწერილიყო როგორც ძალადობრივი ქმედება, კბენა კი არ აღიწერება როგორც ძალადობრივი ქმედება.  ამრიგად, ნაკბენი რომ ყოფილიყო მიყენებული სიკვდილიამდე, ის მაინც არ დააკმაყოფილებდა სადისტური ქმედების ნიშნებს. საბოლოოდ, როგორც გებრსი აღნიშნავს ( 1996, გვ. 752 ) , ბანდის მიეცა საშუალება ეთქვა თავისი საბოლოო სიტყვა, რომელიც ზოგიერთი ადამიანის მიერ შეიძლება ინტერპრეტირდეს , როგორც მტკიცებულება მისი სადისტური ფანტაზიების :
შენ გრძნობ სუნთვის უკანასკნელ ნაკბენს როდესაც ის სხეულს ტოვებს. შენ უყურებ მათ თვალებში. პიროვნება, მყოფი ამ მდგომარეობაში არის სწორედ ღმერთი! შემდეგ ეუფლები მათ და ისინი შენი ნაწილი ხდებიან  და ადგილები, სადაც  შენ ისინი მოკალი ამ სადაც მათი სხეული მიატოვე, ხდება საკრალური,წმინდა შენთვის , და შენ მათ ყოველთვის დაუბრუნდები.
ამის უფრო ვიწრო ანალიზი რომ გავაკეთოთ, ამ განცხადებაში არავითარი სექსუალური აღგზნების მდგომარეობა ან კმაყოფილება არ ჩანს, აქ კამათიც კი არ შეიძლება მსხვერპლის გაჭიანურებულ ტკივილსა და აგონიაზე. მოცემული განცხადება არის ძალაუფლებასა და კონტროლზე ფოკუსირებული მხოლოდ. ის არ შეესაბამება სადისტური საჭიროებების დაკმაყოფილების მცდელობას.

 

ჯეკ მფატრავი

შესაძლოა ყველა დროის ყველაზე ნაკლებად ცნობილი  და  სენსაციური სერიული მკვლელია დამნაშავე, რომელმაც საკუთარ თავს უწოდა „ ჯეკ მფატრავი „ . მასზეა სულ მცირე  ქალთა სქესის 5 წარმომადგენლის მკვლელობა 1888 წლის 31 აგვისტოდან 9 ნოემბრამდე , უაიტჩეპელში ( ლონდონის ურარიბესი უბანი ), ლონდონის აღმოსვლეთით.  ეკერტის მიხედვით (1981 ) ,
თითოეული მსხვერპლი იყო ქალი,რომელიც ქუჩებში სვამდა და პროსტიტუციას ეწეოდა,  ისინი მძიმედ ინტოქსიკაციის ქვეში იმყოფებოდნენ,  როდესაც მოკლეს. ყველა მათგანი ერთის გარდა იყო დამხრჩვალი, ჰქონდათ ყელი გამოჭრილი და იყვნენ დასახიჩრებულნი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ. ყველა მსხვერპლი, რომელიც არ იყო დასახიჩრებული , იყო დამხრჩვალი და გადარჩენილი იყო სხეულის შებღალვას, როდესაც მკვლელი იყო შეშინებული და ხელი შეეშალა , სანამ განახორციელებდა სიკვდილის შემდგომ დასახიჩრებას .
ეს მკვლელი ვერასოდეს იდენტიფიცირდა და შესაბამისად, არასოდეს დაუპატიმრებიათ.
სულ მცირე ერთი ნაშრომი აღწერს ამ დანაშაულს,როგორც სადისტურს : „ მისი ორი მკვლელობა , იყო რიტუალიზირებული, ძალადობრივი და მაღალ დონეზე სადისტური , ეს არის ჯეკ მფატრავის კლასიკური მაგალითი „ ( ბარგესი, 1992, გვ. 230 ) .თუმცა, ეკერტი ( Eckert , 1989 ) და თარვეი ( Turvey , 1999 ) , ორივე ამ დანაშაულებრივ ქცევას ინტერპრეტირებას უკეთებს , როგორც დემონსტრაციულად არასადისტურს, ისინი აღწერენ დამნაშავეს, რომელიც აშკარად ავლენს ორივე ბრაზზე მოპასუხე  და საკუთა ძალებში დარწმუნებაზე ორიენტირებულ ქცევას. თარვეის მიხედვით ( 1999, გვ. 330 ) , „ ამ დანაშაულებში ბევრი რამ მოწმობს დიდი რაოდენობით პასიურ მრისხანებას და მისი სხვა ქცევები ბევრს საუბრობენ დამნაშავის შეუსაბამობაზე , არაადექვატურობაზე „ . საკითხები, რომლებიც ამბობენ შემდეგს:
  1.   სექსუალური თავდასხმის ნაკლებობა მსხვერპლებზე
  2. ფაქტი,რომ მსხვერპლებზე ძალადობრივი ქცევა განახორციელა ქუჩაში, მოკლა და დროის მცირე მონაკვეთში დაასახიჩრა , გადაარჩინა უკანასკნელი მსხვერპლი, რომელიც აღმოაჩინეს შენობაში.
  3.  წამების სამხილების ნაკლებობა ცოცხალ, გონებაზე მყოფ მსხვერპლზე.
  4. ძალის გამოყენება მსხვერპლზე მისთვის სექსუალური შეურაცხყოფის მიყენებით მხოლოდ სიკვიდლის შემდგომ დასახიჩრებულ სხეულზე და მათი სხულის ნაწილების თვალნათლივ დანახვა. ეს ქცევა ბუნებით ექსპერიმენტულია, ეწინააღმდეგება რიტუალურ ქცევას ( ის ახორციელებს სხვადასხვა ქცევას სხეულის სხვადასხვა ნაწილებსა თუ ორგანოებზე და არა ერთსა და იმავე ქცევას ) 
  5. საჭიროება, რომ დანერგოს შიში, ტერორი ან გააოგნოს პუბლიკა და სამართალდამცავები, ამასთანავე დემონსტრირება გაუეთოს საკუთარ ძალასა და უპირატესობას სამართალდამცავებთან შედარებით.
  6. საჭიროება,რომ მისი ქცევა დანახონ ან მოისმონონ  სხვებმა; საჭიროება,რომ მისი მსხვერპლები იპოვონ და მისი შესრულებული  „სამუშაო“ იყოს თვალნათელი.

სადისტური ქეისები

ნევილ . . ჰეზი

   როგორც ფსიქოპათი სადისტის მაგალითად კლეკლი ( Cleckley , 1988, გვ. 291–293 ) წარმოგვიდგენს ნევილ გ. ს. ჰეზის შემთხვევას. 1946 წელს, მაშინ როდესაც ის დააპატიმრეს, იყო 29 წლის ყოფილი სამხედრო საჰაერო ძალების ოფიცერი, რომელიც 1941 წელს წარდგენილი იყო სამხედრო სასამართლოზე თაღლითობისა და ნებართვის გარეშე სამსახურის გაცდენის ბრალდებით.  მისი პიროვნება აღიწერება, როგორც მომხიბლავი, ძალიან გულწრფელი და თავდაჯერებული ქალებთან. ამბობენ,რომ მას ჰქონდა ძალა მარტივად მოეხდინა შთაბეჭდილება და წარმოჩენილიყო მდიდარ და ინტელიგენტ ადამიანად. 
1946 წლის 21 ივნისის პარასკევს, 32 წლის მარჯერი გარდნერის მკვდარი სხეული იპოვეს 4 ნომერ ოთახში პემბრიჯის კოურტ ჰოტელში, ნოთინგ ჰილში, ლონდონი. ფეხები შეკრული ჰქონდა ცხვირსახოცით. ამას გარდა, მკერდის თავები ჰქონდა დაკბენილი და გაშოლტვის კვალი ეტყობოდა ზურგზე, მკერდზე, მუცელზე და სახეზე. სასამართლო პათოლოგისტი დოქტორი კეიტ სიმპსონი აღნიშნავს, რომ ის იყო გაგუდული ან პირში რაღაცის ჩაჩრით, ან ბალიშის სახეზე დაწოლით. ოთახი,სადაც გვამი იპოვეს, გაფორმებული იყო მისტერ და მისის ჰეზზე.
1946 წლის 6 ივლისს, 21 წლის დორენ მარშალის მკვდარი სხეული იპოვეს , რომელიც იყო უწინ ქალთა სამხედრო საზღვაო სამსახურში , ბრანკსამ ჩაინში. ის აღმოაჩინეს როდოდენდრონის ბუჩქებში სრულიად შიშველი, მხოლოდ მარცხენა ფეხზე ეცვა ფეხსაცმელი. მისი ტანსაცმელი მის თავთან იყო. სანამ მოკვდებოდა , ხელები შეუკრეს, მასზე აღმოჩენილი ჭრილობებით ჩანს, რომ ის ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა დანით თავდასხმას. ის დაიცალა სისხლისგან ყელის გამოჭრის შემდგომ.
ჰეზის ბრალი დასდეს მხოლოდ მარჯერი გარდნერის მკვლელობისთვის, მაგრამ სამხილები დორენ მარშალის მკვლელობასთან დაკავშირებითაც იყო მითითებული. მისი ადვოკატები ცდილობდნენ ჰეზისთვის მიეკერებინათ შეურაცხადობა , საბოლოოდ სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო 1946 წლის 24 სექტემბერს. ის სიკვდილით დასაჯეს და ჩამოახრჩვეს დაპატიმრებიდან ერთი თვის შემდეგ . კლეკლის მიხედვით ( 1988, გვ.292 ) ,
ორი ახალგაზრდა ქალი აწამა და მოკლა ჰეზმა სამი კვირის განმავლობაში , რომლებიც იყვნენ შეუბრალებლად გამოსალმებულნი სიცოცხლეს. ეს სექსუალური სადისტური ქმედება ჰეზის ქცევის ორივე ამ შემთხვევაში შეიძლება აიხსნას დასახიჩრების ბუნებით. ძუძუს თავები იყო მთლიანად დაკბენილი მხოლოდ ერთი გოგონას მკერდზე.  ... აუტოფსიამ აჩვენა, რომ ორივე შემთხვევაში გამოყენებული იყო რაღაც ინსტრუმენტი,შესაძლოა ცეცხლის საჩხრეკი, რომელიც ძალის გამოყენებით იყო შეტენილი ვაგინაში, გაგლეჯილი ჰქონდა და დაზიანებული იყო შიდა აბდომინალური  არე . ერთ მსსხვერპლს ძალიან ღრმად ჰქონდა შეტენილი მუცლის ღრუში საჩხრეკი, რომელიც მუცელში  იყო დახვეული დიდი ძალის გამოყენებით . ერთი სხეული იყო გამათრახებული მეტალის თავის მქონე შოლტით.   ... ერთი ქალის მუცლის ღრუ იყო დაგლეჯილი იმდენად ძლიერად, რომ ნაწლავები უჩანდა და მოფენილი იყო მთლიან სხეულზე.  ერთი ძლიან ღრმა ჭრილობა იწყებოდა გენიტალური ორგანოებიდან და ადიოდა მკერდამდე. ...
ყველა მსხვერპლი იყო მჭიდროდ შეკრული და  პირში ბურთჩაჩრილი. აუტოფსიის შედეგები მეტყველებს,რომ ჰეზის უნდოდა, ქალები დარჩენილიყვნენ იმდენ ხანს ცოცხლები, რამდენ ხანსაც შესაძლებელი იყო,რომ გამოეცადათ აგონია მისი უზნეო წამებით გამოწვეული, მას ეს სასაკლაო საშინლად იზიდავდა , განსაკუთრებით თუ მსხვერპლი ჯერ კიდევ ცოცხალი რჩებოდა და უნარი შესწევდა,  შეეგრძნო  ყოველივე. ის აშკარად იღებდა სექსუალურ კმაყოფილებას , რომელსაც აგრძელებდა მსხვერპლის სიკვდილის შემდგომაც იმით,რომ ის კვლავ ხანგრძლივი დროის განმავლობაში საზარლად გლეჯდა სხეულს.
მოცემული დანაშაულებრივი ქცევა მოცემულ შემთხვევაში,მოცემულ კონტექსტში , ყოველგვარი კამათის გარეშე არის სადისტური. ის მოიცავს მსხვერპლის მათრახით ცემას, კიდურების შეკვრას, პირში ბურთის ჩაჩრას, სიკდილამდე ვაგინაში რაიმე ნივთის შეჩრას ( ძალის გამოყენებით აბურდვა ) , სიკვდილამდე სხეულის დანით დასახიჩრებას და ასევე სიკვდილამდე მსხვერპლის მკერდის დაკბენას.  თუმცა,ეს ყველაფერი არ არის,რომელსაც სადისტი ჩადის,როგორც სადისტურს.  ზოგიერთი აქტი (როგორიცაა დაჭრა ან დასახიჩრება სხეულის ) ჩადენილი იყო სიკვდილის შემდგომ, თუმცა შესაძლოა ის ყოფილიყო მოტივირებული სექსუალობით , არ შეგვიძლია დარწმუნებით აუცილებლად მივიჩნიოთ მსხვერპლის წამებად და ვერ აღვწერთ , როგორც სადისტურს.

პაული

სადისტური დანაშაულის კიდევ ერთ მაგალითს წარმოგვიდგენს ბერჯესი ( 1978, გვ.16 ) , ეს არის პაულის ქეისი,  19 წლის მარტოხელა თეთრკანიანი მამაკაცის, რომელიც გაასამართლეს გაუპატიურების ოთხი შემთხვევისთვის,თუმცა მოგვიანებით აღიარეს,რომ შემთხვევა იყო 20–ზე მეტი. მისი ექაუნთის მიხედვით, ის ტიპიურად ირჩევდა უცოდველი შესახედაობის მქონე  გოგონას , დაახლოებით 12 წლისას და დანის მუქარით მიჰყავდა ტყეში. ის ამბობს შემდეგს :
შემდეგ მე მას ვაძლევდი არჩევანს : ან გავაუპატიურებდი ან შევაჭრიდი თმას (თუმცა აუცილებელია აღინიშნოს,რომ ამის სანაცვლოდ ყველა სურვილის შესრულებას ითხოვდა, არ გააუპატიურებდა,მაგრამ ნაცვლად მისი ყოველგვარი ფანტაზიის დაკმაყოფილებას მოითხოვდა ) . მე ვუკრავდი ხელებს ზურგს უკან ჩემი ქამრით, ვუტრიალებდი დანას თვალებს შუა და ვემუქრებოდი მოკვლით. შემდეგ მე ვიხდიდი და ვაიძულებდი, აელოკათ ჩემი სხეული და დაერტყათ ჩემთვის,რადგან ვიცოდი, მათ ეს არ უნდოდათ. მე მათ ვტოვებდი აცახცახებულსა და ანერვიულებულს . მე ვტოვებდი შეშინებულსა და დამფრთხალს – მათი შიში და ტანჯვა სიამოვნებას მანიჭებდა . ზოგჯერ, როდესაც გოგონა მირტყამდა, მხარსა  და უკანალზე ვაწვავდი სიგარეტს და „ვაკეტინებდი„ პირს , ზოგჯერ  მე ვურტყამდი მუშტებსა და ფეხებს ხელებზე .
... ახლაც კი, როდესაც ვფიქრობ ამ გოგონებზე,რომლებიც ვცემე ან ვუყურებ მათ ტელევიზიით , მე მყარად ვგრძნობ თავს.
მოცემული დანაშაულის ყველა ქცევა არის უცილობლოდ სადისტური. აგრესია და ძალადობა არის იმისათვის,რომ მიიღოს  სექსუალური სიამოვნება . თუმცა, აღსანიშნია ის, რომ მკვლელობა არ მომხდარა, რადგან არ არის საჭირო ნებისმიერი სადისტური ქცევა დამთავრდეს სიკვდილით.

განზოგადებული ქცევითი მაგალითები


ლიტერატურის მიმოხილვა გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი ავტორის მიხედვით ქცევათა გარკვეული რაოდენობა  არის ყოველთვის სადისტური, შეუფარდებელი კონტექსტთან. ზოგიერთი ავტორი იმოწმებს საკუთარ გამოცდილებას ქეისებზე მუშაობის პროცესში ან უფრო ხშირად ისინი მიზეზად ასახელებენ , რომ  ზოგერთი ქცევის შემთხვევაში , ერთმა შეიძლება გამოიყენოს მსხვერპლის ტანჯვა და მიიჩნიოს, რომ დამნაშავის მოტივი და  განზრახვაა ზიანი მიაყენოს სხვას და ამით თავად მიიღოს სექსუალური სიამოვნება.
 ეს ავტორები წარმოგვიდგენენ ზოგად და პოტენციურად არაზუსტ ქცევით ვარაუდებს ცალკეული დამნაშავის ქცევით პატერნებზე თავიანთ მოტივაციურ ანალიზში. როგორც უკვე აღინიშნა, თუ ქცევა არ არის გამიზნული იმაზე,რომ ზიანი მიაყენოს ცოცხალ, ცნობაზე მყოფ მსხვერპლს იმისათვის,რომ სექსუალური სიამოვნება მიიღოს, ის ვერ კვალიფიცირდება, როგორც სადიზმი. საყოველთაოდ მიღებული განზოგადებით, ცალკეული ქცევის მოტივები იმ პირის პარალელურად, რომელმაც ჩაიდინა მრავალი დანაშაული, დამყარებულია  სხვა დამნაშავეთა მოტივებზე, რომლებიც ართმევენ კონტექსტს ინდივიდუალურ ქცევასა და მნიშვნელობას  (თარვეი, 1999, გვ. 171 ) .
მნიშვნელოვანი არის სასამართლო ექსპერტიზა, რადგან მიუხედავდა იმისა,რომ შეიძლება გაირკვეს ქცევის კონტექტი, მიზეზი და ასე შემდეგ, სასამართლო ექსპერტიზის გარეშე შეუძლებელია საიმედო დასკვნების გამოტანა. უფრო მეტიც რომ ვთქვათ,სასამართლო ექსპერტს შეუძლია აფორმიროს მოსაზრებები დანაშაულის ქცევით ელემენტებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც არსებობს როგორც ფიზიკური,ასევე ქცევითი სამხილები.

გაუპატიურება


ზოგადი აღნიშვნა გაუპატიურება არ არის სპეციფიური ქცევის მანიშნებელი, ის უფრო მეტად ის არის დასჯადი ქცევა, რომელიც წარმოგვიდგენს პოტენციური დანაშაულებრივი ქცევის სხვადასხვაობას. ეს შეიძლება მოიცავდეს, რეგიონის კანონების მიხედვით , იძულებით  უცხო საგნის დახმარებით შეღწევას მსხვერპლის ვაგინაში,  პენისის იძულებითი ჩატენვას მსხვერპლის პირში , ან ძალით შეღწევას თითის საშუალებით მსხვერპლის ანუსში . შესაბამისად, როდესაც გამოყენებულია როგორც ერთადერთი დესკრიპტორი დამნაშავის ქცევის, ამ ტერმის შეზღუდული აქვს ქცევითი მნიშვნელობა.
ნაითი (1988) , ჰაზელვუდი (1991)  და თარვეი (1999) თანხმდებიან, დამყარებული გროსის (1979) მიერ წარმოებულ თავდაპირველ სწავლებებზე და გაგრძელებული სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოებით, რომ ფსიქოლოგიური საჭიროებები შესრულებული ძალადობრივი ქცევით შეიძლება აღიწეროს ოთხ ძირითად კატეგორიაში :
  1. ძალაუფლებაში დარწმუნება ( საკომპენსაციო ) . არააგრესიული ქცევა , რომელიც ნორმალიზებას უკეთებს დამნაშავის თავდასხმას და ასევე, რომელიც აღადგენს დამნაშავის ეჭვებს საკუთარ სასურველობასთან დაკავშირებით
  2. ძალაუფლების განმტკიცება ( ექსპლუატატორული ) . აგრესიული, მაგრამ არალეტალური ქცევა, რომელიც აჩვენებს მათ არხილულ ეჭვს მამაკაცურობაზე და რომელიც აღძრავს დამნაშავის შინაგან ეჭვებსა და შიშებს
  3.   ბრაზზე საპასუხო ( მონაცვლეობითი ) . ქცევა, რომელშიც დიდი ხარისხითაა ფიზიკური და სექსუალური აგრესია, ემსახურება მთელი სხეულის მრისხანების დაკმაყოფილებას
  4.  მრისხანებაზე აღგზნება ( სადისტური ) . ქცევა, სადაც დამნაშავის აგრესიული ქმედება , გამოიწვიოს მსხვერპლის ტანჯვა  და წამება, ემსახურება სექსუალური სიამოვნების მიღებას

გაუპატიურების სადისტურ ასპექტებთან დაკავშირებით დიეცი ( Dietz , 1995, გვ. 362 ) აღნიშნავს :
მოძალადეები აწამებენ თავიანთ მსხვერპლებს, მაგრამ მხოლოდ სექსუალური სადისტები ინტენსიურად , გამუდმებით აყენებენ ამ ტკივილს, ფიზიკურს თუ ფსიქოლოგიურს  იმისათვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ სექსუალურად აგზნებულ მდგომარეობაში.
თუ ქმედებები, რომლებიც ჩართულნი არიან კონკრეტული გაუპატიურების შემთხვევაში გამოიყენება,როგორც წამება, ზიანი მიაყენო მსხვერპლს და გამოიწვიო მისი ტანჯვა კონკრეტულად საკუთარი სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად, უცილობლოდ, ყოველგვარი კამათის გარეშე უნდა მივიჩნიოთ სადისტურ ქცევად.

ანალური აქტი


„ანუსზე თავდასხმა“ არის ისეთი რამ, რომელიც შეესაბამება, საზოგადოდ, ფიზიკურ თავდასხმას ანუსზე . ზოგიერთი მკვლევარი ამ ქცევას ყოველგვარი კონტექსტის გარეშე მიიჩნევს სადისტურად, რადგან ის მოიცავს მსხვერპლისათვის ტკივილის მიყენებას, რომელიც ასოცირდება სექსუალურ აქტთან . ასეთი ინტერპრეტაცია ასევე გვეუბნება, რომ თავდამსხმელი ზიანს აყენებს,  რათა გამოიწვიოს ტანჯვა .
 უდავოა, რომ ზოგიერთი დამნაშავე , რომელიც დანაშაულს ჩადის იმისათვის, რომ სექსუალური კმაყოფილება მიიღოს , საგნებს დებს მსხვერპლის სწორ ნაწლავში იმისათვის , რომ მოწმე იყოს მათი მუდმივი ტანჯვის. ეს კი აშკარად აღიწერება,როგორც სადისტური ქცევა. თუმცა, ზოგიერთი დამნაშავე ძალის გამოყენებით დებს საგნებს მსხვერპლის ყველა ხვრელში,  ანუსის ჩათვლით , სიკვდილამდე, რომლის მიზანია დაიოკოს ბრაზი და ეს ქცევა იქნება მრისხანებაზე საპასუხო რეაქცია, ან სიკვდილის შედეგ, რომლის მიზანია ფანტაზიის გამოყენებით საკუთარ თავში და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება.
მაგალითად, კრაფტ  ებინგს ( 1997, გვ. 230–231 ) მოჰყავს ქეისი  ნომერი 216 , ლასთმერდერის (ადამიანი, რომელიც კლავს იმისათვის,რომ ჟინი დაიკმყოფილოს ) , 19 წლის დაბალი კვალიფიკაციის მუშაკის , მამრობითი სქესის წარმომადგენლის , რომელიც წოდებულია როგორც „K” და რომელმაც მოკლა 10 წლის გოგონა სახელად ანა :
მისი სხეული იპოვეს მთავარი ქუჩიდან 50 ნაბიჯის დაშორებით, მკვდარი. სახე მიწისკენ ჰქონდა მიბრუნებული; პირი ამოვსებული ჰქონდა ხავსით; შეიმჩნეოდა ანუსზე ძალადობის კვალი. ...
K დააპატიმრეს .  პირველ რიგში, მან უარყო საკუთარი საქციელი . მაგრამ მოგვიანებით მან ყველაფერი აღიარა. მას დახრჩობილი ჰყავდა ბავშვი  და როდესაც მან შეწყვიტა წიხლების რტყმევა და წინააღმდეგობის გაწევა, ჩაიდინა სოდომია ( არატრადიციული სექსუალური კავშირი ) მასზე. 
მოცემულ შემთხვევაში გაუპატიურება მოხდა მას შემდეგ , რაც ბავშვი ჩავარდა უგონო მდგომარეობაში ან  შესაძლოა მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა. ამ ქეისში სადიზმის ნიშნები არ გვხვდება. ეს ქცევა მოტივირებული იყო იმით, რომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულიყო.

დახრჩობა


ორივე ხელითა და ლიგატურით დახრჩობა ემსახურება შეუწყვიტოს მსხვერპლის ტვინს ჟანგბადის მიწოდება კისრის არტერიებზე ხელის დაჭერით. სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი,რომ ზოგიერთი დამნაშავე წინასწარ ვარჯიშობს იმისათვის , რომ შემდგომ შეძლოს მსხვერპლის მოყვანა უგონო მდგომარეობაში და მიაღწიოს სექსუალურ კმაყოფილებას მსხვერპლის წყვეტილ – წყვეტილი მტანჯველი რეაქციებით. ეს მიიჩნევა წმინდა სადისტურ ქცევად. თუმცა, აღსანიშნია ისიც, რომ ზოგიერთი დამნაშავე იმიტომ კი არ გუდავს მსხვერპლს,რომ ფანტაზიები დაიკმაყოფილოს,არამედ იმიტომ,რომ ეს მისი ფუნქციაა, მოვალეობაა. სადისტური მოტივებისგან მოშორებით, დახრჩობა შეიძლება იმ დროს გამოიყენონ, როდესაც უნდათ დაიმორჩილონ, გააკონტროლონ, დასაჯონ ან მოაკვდინონ მსხვერპლი.
მაგალითად, კრაფთ ებინგს ( 1997 ) მოჰყავს ქეისი ნომერი 18, ლასთმერდერის ( ადამიანი, რომელიც კლავს იმისათვის,რომ ჟინი დაიკმყოფილოს ), 26 წლის უსახლკარო კაცის სახელად ვაჩერის, რომელიც „ დამნაშავე  იყო 11 მკვლელობაში, რომელსაც აღენიშნებოდა სადიზმისა და ავხორცულად მოკვლის ნიშნები. ის მოიცავდა დახრჩობის კვალს, გამოჭრილი ჰქონდა ყელი და მუცლის ღრუ გაგლეჯილი, დასახიჩრებული იყო გვამი, განსაკუთრებით გენიტალიები, ცხედარზე ასევე აღენიშნებოდა სექსუალური ძალადობის კვალიც“. ამ მაგალითში, სადიზმი მიწერილია მთლიან დანაშაულებრივ შემთხვევას, თუმცა პარადოსულია ის, რომ ძირითადი აქტები მსხვერპლზე განხორციელებული იყო სიკვდილის შემდგომ. დახრჩობა იყო ვაჩერის მეთოდი, მაგრამ არავითარი სამხილი არ არსებობს, რომ მსხვერპლის მოკვლით ის რაიმე სხვას იღებდა, თვლიან, რომ ეს იყო მისი ფუნქცია. დამნაშავის ქმედებები ვერანაირად ვერ დაუკავშირდება ცოცხალ, გრძნობაზე მყოფ მსხვერპლს და სექსუალურ სიამოვნებას, რადგან ეს ქმედებები არ განხორციელებულა სიკვილისწინა მდგომრეობაში. მოცემული მაგალითით  კრაფთ ებინგი ამბობს, რომ მას ვერ დავუკავშირებთ  სადიზმს, რადგან მისი ნიშნები არ აღენიშნება.



კბენა


ბრიტეინი ( 1970 ), მაშინ როდესაც ის ფართოდაა მითითებული ნებისმიერ ლიტერატურაში,  არ გვაძლევს სადისტური ქცევის კონკრეტულ ოპერაციონალურ განსაზღვრებას. ის აღნიშნავს კბენის შესახებ, რომ :
კბენის ნიშნები შესაძლოა და უმეტესად გავრცელებულია იყოს მსხვერპლის მკერდზე ან კისრის მიდამოში, მაგრამ ისინი მხოლოდ ამ ადგილებზე არ გვხვდება. მისი სიძლიერე შეიძლება მერყეობდეს ძალიან უმნიშვნელოდან ძალიან სასტიკ კბენამდე. ის შეიძლება შეგვხვდეს როგორც ჰომოსექსუალ , ასევე ჰეტეროსექსუალ სადისტ მკვლელებში.
აღსანიშნავია, რომ საინტერესოა ბრიტეინის მიდგომა სადიზმთან დაკავშირებით. ის, პირველ რიგში, იწყებს და განიხილავს იმ ქცევებს, რომლებიც შეიძლება იყოს სადისტური, თუმცა მარცხს განიცდის, როდესაც უწევს კონკრეტული კონტექსტების განხილვა, სადაც სადიზმის ფაქტი  არის  უდაო.
ზოგიერთი დამნაშავე ტოვებს მსხვერპლის კანზე მკაფიო და მარტივად იდენტიფიცირებად კბენის კვალს . გებერსი ( 1996, გვ. 636–639 ) განიხილავს სამ შესაძლო მოტივაციას, რატომ ტოვებენ დამნაშავეები კბენის ნიშნებს :
  1.  სადისტური სიამოვნება, უმეტესად დაკავშირებული წოვის  პატერნებთან
  2. დასჯა ან მრისხანება, უმეტესად დაკავშირებულია ბავშვობაში განცდილ ძალადობასთან
  3. თავდაცვითი ქცევა, დაკავშირებულია ორივესთან – როგორც მსხვერპლთან,ასევე დამნაშავესთან, რომლებიც იბრძვიან ფიზიკური თავდასხმის დროს


ამის მიხედვით,კბენა არ არის აუცილებელი იყოს სადისტური ქცევის გამოხატულება. ნებისმიერი სადისტური მოტივაცია კი დაკავშირებულია კბენასთან , რომელიც უნდა იყოს განმტკიცებული და არ უნდა იყოს მოჩვენებითი .


მსხვერპლის მოკვლა


ზოგიერთი დამნაშავე კლავს თავის მსხვერპლს, თუმცა მსხვერპლის მოკვლის აქტი არ არის სადისტური ქცევის გამოხატულება. პირველ რიგში, იქ უნდა იყოს მსხვერპლის ტანჯვის კვალი. მაშინაც კი, ტანჯვა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე საშუალება იყოს. იქ, კვლავ ვიმეორებთ, უნდა გვქონდეს სამხილი, რომ დამნაშავემ მსხვერპლის ტანჯვით მიიღო სექსუალური სიამოვნება . სადისტებს, როგორც წესი, სურთ თავიანთი მსხვერპლი ჰყავდეთ ცოცხალი და ცნობაზე მყოფი იმდენხანს, რამდენ ხანსაც შესაძლებელია იმისათვის, რომ გააგრძელონ სიამოვნების მიღება მათი ტანჯვით. რაც უფრო ადრეა მოკლული მსხვერპლი, მით უფრო მცირეა შანსი, რომ ჩადენილიყო სადისტური ქცევა.

მსხვერპლის მოკვლა სხვა მსხვერპლის წინ


როგორც წინა მაგალითში ვნახეთ, ზოგიერთი დამნაშავე კლავს თავის მსხვერპლს. მაგრამ, თვითონ მკვლელობა არაა სამხილი სადიზმის. არც ის აქტი, რომ ერთი მსხვერპლის წინ კლავს მეორეს არ არის სადისტური. შესაძლებელია მკვლელობა იყოს საკუთარი უსაფრთხოების გამო ჩადენილი, რათა დამნაშავემ თავიდან აირიდოს ცოცხალი მოწმე. ამ შემთხვევაში, ნებისმიერი ტანჯვა ან ტრამვა ხდება მეორე ცოცხალი, ცნობაზე მყოფი მოწმის ნაწილი და ის დამხმარეა დამნაშავის მოტივებსათვის.  სხვა მხრიდან რომ განვიხილოთ, შეიძლება იყოს შესრულებული იქ მყოფი ცოცხალი მოწმის თანდასწრებით, თუმცა არ იყოს დამნაშავის მრისხანების ობიექტი.

 

სიკვიდილის შემდგომი დასახიჩრება


სიკვიდილის შემდგომი დასახიჩრება მსხვერპლის არის, შესაძლოა, ის ერთადერთი ქცევა, რომელიც ყველაზე თანმიმდევრულად და საკმაოდ მცდარად აღწერილია,როგორც სადისტური. როგორც უკვე განვიხილეთ,  ეს არის ძალიან პატარა ნაწილი იმ გაუგებრობის რომელიც წამოჭრილია ლასთმერდერსა და სადიზმს შორის. მაგალითად, ერთი ერთი კლინიკოსი ( Simon, 1996 ) აღწერს სადისტურ საქციელს შემდეგნაირად :
სერიალური სექსუალური მკვლელები არიან ყოველთვის სადისტები, ზოგჯერ  ნეკროფილები, უფრო ხშირად ორივე ერთად, ორივე მათგანი იღებს სექსუალურ აღგზნებას ტკივილის მიყენებისა  და  ტერორისაგან , რომელიც განხორციელებულია მათ მსხვერპლებზე, და იმ მთლიანი ძალისგან, რომელსაც ის ფლობს მსხვერპლზე, ცოცხალსა თუ მკვდარზე.
მოცემული კლინიკოსის მიხედვით,გამოდის, რომ სადისტური ქცევა მოიცავს იმ ქმედებებსაც, რომელიც განხორციელებულია მკვდარ მსხვერპლზე და რომელსაც პასუხის გაცემაც კი არ შეუძლია . როგორც უკვე ვთქვით, უგონოდ მყოფი ან მკვდარი სხეული ვერ მისცემს სადისტს იმ უკუკავშირს, რომელიც მას სექსუალური ლტოლვების დასაკმაყოფილებლად სჭირდება ( როგორიცაა ტირილი, კივილი,  მუდარა, ზმუკუნი, წინააღმდეგობის გაწევა და ა.შ. ) . აქედან გამომდინარე, პოსტმორტემული აქტები (როგორიცაა ნეკროფილია ) ან აქტები,რომლებიც ჩადენილია ცნობადაკარგულ მსხვერპლზე, ვერ აღიწერება,როგორც სადისტური.
მაგალითად, ბეინი ( Bein, 1988 ) გვთავაზობს მოჩვენებითი სადისტის, მისტერ A-ის     ქეისს, რომელმაც „ მოკლა ქალი და ჰქონდა სქესობრივი კავშირი ცხედართან . შემდეგ მან შემდეგ მან მოაშორა გენიტალიები და ათვალიერებდა, რათა შეეჭამა ის , ამ დროს ხელი შეეშალა მესამე მხარის მიერ და ის გაიქცა დანაშაულის ადგილიდან“ . ამ მაგალითში, როგორც ბეინი ამბობს , არსებული პირობები არ აკმაყოფილებს სადისტურის ნიშნებს.
სხვა მაგალითში, ჰოლმსი ( Holmes, 1991, გვ. 124 ) დეფინიციას უკეთებს ნეკროსადიზმს , როგორც „ ინტერესს ჰქონდეს სექსი მკვდარ სხეულებთან ; ნეკროსადისტი მკვლელები კლავენ იმისათვის, რომ ჰქონდეთ სექსი მკვდართან „ . მოცემული სიტყვები,სხვაგვარად რომ ვთქვათ,  ერთმანეთს ეწინააღმდეგება.  მკვდარი ვეღარ ეწამება ,  სადიზმი კი გულისხმობს მსხვერპლის  დატანჯვას. ამას გარდა, მოცემული ტერმინი არა მარტო შეუსაბამო, არამედ მცდარიცაა.

სადისტურიმიდრეკილებების გამოხატვა დანაშაულის ჩადენის შემდგომ ინტერვიუში


ბევრი ავტორი ამყარებს საკუთარ ინტერპრეტაციებს სადისტური დანაშაულის ქცევის შესახებ  იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც დამნაშავე აკეთებს დანაშაულის ჩადენის შემდგომ ჩამორთმეულ ინტერვიუში. ინტერვიურების კლინიკური გამოცდილება და პრაქტიკა  გვიჩვენებს უამრავ მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება მხედველობაში მივიღოთ დამნაშავის მიერ გაკეთებული დანაშულის შემდგომი ინტერვიუ. აბელისა და რულოს ( Abel and Rouleau , 1990, გვ. 10 )  მიხედვით, იმ შემთხვევებში, სადაც პირობით გათავისუფლება არის შესაძლებელი :
იყოს გულახდილი და პატიოსანი სექსუალური დანაშაულის რაოდენობასთან ან იმ „ხარისხთან„ დაკავშირებით , რომელიც გამოიყენა შეიარაღებული თავდასხმისა და ძალადობის დროს, შეიძლება საფრთხის შემქმნელი იყოს  დამნაშვის შესაძლებლობისთვის დატოვოს ციხე, შესაძლოა გაახანგრძლოვოს მისი ციხეში ყოფნა და ხელი შეუშალოს ახალი სექსუალური დანაშაულის ჩადენას , რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს დაკითხვის პროცესში.
თუმცა იმ შემთხვევებში,სადაც პირობით გათავისუფლება არ არის შესაძლებელი, უფრო დიდი შანსი არის , რომ დათანხმდნენ ინტერვიურებას თავიანთი კრიმინალური ქცევის ბუნების შესახებ. ეს მოიცავს შემდეგს :
  1. დამნაშავეებმა შესაძლოა მიიღონ ბრალმდებლის განცხადება ან გარიგების შესაძლებლობა და სააშკარაოზე გამოიტანონ თავიანთი კრიმინალური აქტივობების დეტალები იმისათვის,რომ მოერგონ მოცემულ კონკრეტულ საჭიროებებს
  2. დამნაშავეებმა შესაძლოა გაიოცონ მსხვერპლთან ჩადენილი საკუთარი ქცევითი აქტივობის ზოგიერთი ასპექტი ( მაგალითად, შესაძლოა არ ისურვონ აღიარონ, რომ დაამყარეს სექსუალური კავშირი მკვდართან და თქვან, რომ ეს ჩაიდინეს მანამ,სანამ მსხვერპლი მოკვდებოდა )
  3. დამნაშავეებს სურთ ისინი მიიღონ უფრო მეტად ინტელექტუალ და კომპეტენტურ პირებად, ვიდრე მათი კრიმინალური ქცევა გვთავაზობს ( მაგალითად,შესაძლოა დამნაშავე დაეთანხმოს და თქვას , რომ არის სადისტი ან ამჯობინოს მიიწეროს სადისტური ქცევები იმის გაგონების შემდეგ, რომ სადისტები არიან ყველაზე ინტელიგენტი დამნაშაავეები )
  4. დამნაშავეებს სურთ მიიღონ მისი პიროვნება, როგორც უხეში და  უფრო მეტად საშიში, ვიდრე მათი დანაშაული მეტყველებს, რათა დაიკმაყოფილონ ეგოს მოთხოვნილებები ან შეინარჩუნონ კრიმინალური რეპუტაცია ( მაგალითად, დამნაშავეებმა შეიძლება დანაშაულთან დაკავშირებით განაცხადონ, რომ მათ ეს არ ჩაუდენიათ ან შემოგვთავაზონ ის დეტალები დანაშულში, რომლებსაც  მიიჩნევენ სადისტური ფანტაზიების გამოვლინებად , ეს მხოლოდ იმიტომ,რომ ისინი აღიქვან ციხესა (სადაც მოხვდებიან ) და საზოგადოებაში გაცილებით საშიშ დამნაშავეებად


 

დასკვნა


დასკვნის სახით გამოსაყოფია რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი.
პირველი , და , შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სადისტური არ არის ფართოდ მიღებული ტერმინი, რომლის დეფინიცია საერთო იქნება ყველასათვის, იქნებიან ესენი გამომძიებლები, კრიმინოლოგები თუ სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები . უფრო მეტიც, ის ხშირად ბუნდოვნად არის განმარტებული.
მეორე – ორი ყველაზე მცდარი ინტერპრეტაცია სადიზმის, რომელიც გამოყენებულია ლიტერატურაში :
  • ქცევა, რომლის მოტივია ბრაზი და დასჯის მოთხოვნილება, მცდარად ინტერპრეტირდება , როგორც სადისტური
  • სიკვდილის შემდგომ განხორციელებული სხეულის  დასახიჩრება ან ნეკროფილური აქტები,რომლებიც მცდარად  ინტერპრეტირდება, როგორც სადიზმი


მესამე –  ავტორთა დიდი რაოდენობა, კონსისტენტურად მოგვითხრობს მხატვრულად და სენსაციურად „ ნამდვილი დანაშულის“ ნოველებს, როგორც თავიანთი კვლევის ძირითად მასალას. ეს პრაქტიკა ძირს უთხრის ლეგიტიმური კვლევის ალბათობას, რომელიც მას სანდოობასა და ობიექტურობას აყენებს ეჭვქვეშ.
საბოლოოდ, კიდევ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც დანაშაული აღიწერება როგორც სადისტური ან ავხორცული, ავტორი თავისუფლად და ძალიან ლიბერალურადაც მიაბამს ხოლმე დამნაშავეს მორალურ აღწერილობას ( მხოლოდ მის მიერ ინტერპრეტირებულს ) . ისინი უმეტესად იყენებენ ისეთ სუბიექტურ და შედარებით ტერმინებს, როგორებიცაა :
  • ცივსისხლიანი
  • ცუდი
  • გიჟი
  • ბოროტი
  • მონსტრი
  • თავნება
  • ჯიუტი

ეს სუბიექტური ტერმინები და მორალური აღწერილობები დამყარებულია მხოლოდ ემოციურ ფონზე და ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული. მათი მნიშვნელობები უფრო შორს მიდის და ხდება კულტურულად სუბიექტური. როდესაც ავტორები იყალიბებენ ასეთ რწმენის სისტემებს, ხდება მნიშვნელოვნად ხელშესახები ბარიერი მკვლევარსა და დამნაშავის მოტივაციის ინდივიდუალურ გაგებას შორის. ასეთი სახის ტერმინები ვერ გვაძლევს ობიექტური კვლევების ჩატარების შესაძლებლობას.


შეჯამება

   
ფსიქოპათია და სადიზმი არის მოძალადეთა კლასები, რომელთა ქმედება მათივე ქცევით განისაზღვრება. აღსანიშნია, რომ ფსიქოპათიის ან სადიზმის დიაგნოზის დასმა დიდადაა დამოკიდებული ქცევით მტკიცებულებებზე , რადგან კრიმინალურმა პროფილერებმა შეიძლება ერთმანეთს დაუკავშორონ ქცევითი პატერნები და დანაშაულის სცენის მახასიათებლები , ამას კი  შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ისტორიისათვის და ორივეს ინტერპრეტაციისთვის.
  ფსიქოპათია ხასიათდება, როგორც თრეიტების კონსტელაცია , იმპულსურობის, უსულგულობის და უპასუხისმგებლობის ჩათვლით, რომლებიც უფრო დეტალურადაა განხილული „ Hare Psychopathy Checlist – Revised” – ში. ყველა ფსიქოპათი არაა ერთნაირი და ყველა ფსიქოპათური ქცევის ექსტენსიობა არ არის მსგავსი. ფსიქოპათური ქცევა არსებობს კონტინუუმში.
   როდესაც სხვები მუდამ ერთსა და იმავე მეთოდებს იყენებენ,  ფსიქოპათს შეუძლია გამოიყენოს ძალიან სასტიკი და ექსპლუატატორული მეთოდები, რომელსაც განახორციელებს ყოველგვარი სირცხვილის გრძნობის გარეშე.
    სადიზმი არის კლინიკური ტერმინი, რომელსაც აქვს არა–კლინიკური გამოყენება. უმეტესად, ის არის არაკორექტულად გამოყენებული , რომელიც მიიღება, როგორც ბოროტული აქტი ყოველგვარი სპეციფიკური მოტივაციისა და კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. ისტორიული მიმოხილვა გვეუბნება ტერმინის წარმომავლობას , რომ სადიზმი შეესაბამება ინტენსიურ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ წამებას ცნობიერად მყოფ მსხვერპლზე , შესაძლებლობას გამოცადოს ტანჯვა ან შეურაცხყოფა , იმ მიზნით, რომ მიიღოს სექსუალური სიამოვნება.


დამატებით ფილმები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ სადიზმთან და ფსიქოპათიასთან დაკავშირებით : „გოგონა დრაკონის ტატუთი“, “ფსიქო“,“ამერიკელი ფსიქოპათი“, „მდივანი“, „120 დღე სოდომში“, „მე ვნახე სატანა“ , „ბრონსონი“,  შვიდი“
ავტორები:მარიამ ცხადაძე
                                                                                            თაკო ლობჟანიძე
                                                                                            ნიკოლოზ გიორგაძე

Bibliography

(November 2015 г.). Получено из murderpedia.org: http://murderpedia.org
(November 2015 г.). Получено из wikipedia.org: https://en.wikipedia.org/wiki/Ted_Bundy
(December 2015 г.). Получено из bussblogi.wordpress.com: https://busblogi.wordpress.com/2012/02/21/სექსუალური-სადიზმი/
(November 2015 г.). Получено из wikipedia.org: https://en.wikipedia.org/wiki/Jack_the_Ripper
Turvey, B. E. (2012). Criminal Profiling; An Introduction To Behavioural Evidence Analysis ; Fourth edition. USA: Academic press.  ( pp. 448-479 ; chapter 18 ) 
.სამსონიძე. (2006). სასამართლო ფსიქიატრია. თბილისი: გამომცემლობა "თობალისი" .


No comments:

Post a Comment