Friday, February 5, 2016

პროფაილირება

პროფაილირება და იურიდიული ფსიქოლოგია

როცა სტუდენტები იურიდიული ფსიქოლოგიის მიმართულებას ირჩევენ, პროფაილირება ის საქმეა, რომელიც მათ ხშირად ყველაზე მეტად იზიდავთ მომავალ პროფესიაში. ისინი ხშირად წარმოიდგენენ თავს კლარის სტერლინგად და სურთ ჰანიბალ ლექტერის მსგავსს დამნაშავეებთან პროფაილერად მუშაობა (Fulero & Wrightsman, 2009)
ამ საკითხს მეცნიერულად რომ შევხედოთ, იურიდიულ ფსიქოლოგიაში ორი ძირითადი აზრი იკვეთება. პირველის მიხედვით, პროფაილირება არ შედის ფსიქოლოგის კომპეტენციაში. ამ იდეის მომხრეებს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავთ: 1. კრიმინალური პროფაილირების ტექნიკა უმეტესად არ ისწავლება იურიდიული ფსიქოლოგიის კურსის ფარგლებში, ეს არის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) პრეროგატივა, რომელიც ამ მიმართულებით ახდენს არა ფსიქოლოგების, არამედ პოლიციის ოფიცრების გადამზადებას. 2. რეალურად აშშ-ში არ არის პროფალიერებისთვის განკუთვნილი ბევრი სამუშაო ადგილი, სწორედ ამიტომ გადამზადებული პოლიციის ოფიცრები საკმარისია ამ მიმართულებით სამუშაოს შესასრულებლად. 3. გამოცდილმა პროფაილერებმაც კი იციან,რომ პროფაილირება თავისი არსით უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება (Fulero & Wrightsman, 2009).
თუმცა, ამ იდეის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ნამდვილი პროფაილირება არის მეცნიერული მეთოდი, რომელიც გულისხმობს პროფაილის შედგენის დროს სტატისტიკურ ანალიზს, ასევე კონკრეტული შემთხვევის კლინიკურ ჭრილში განხილავას, ასე რომ ეს პროცესი თავის თავშივე მოიცავს ფსიქოლოგიის მრავალ ელემენტს (Fulero & Wrightsman, 2009).



მითები და რეალობა პროფაილირებაზე

კრიმინალი ყოველთვის იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პრობლემა. დანაშაულის გამოძიებასთან ერთად მნიშვნელოვანია დანაშაულის მიზეზის გაგებაც, რაც პრევენციისთვის გამოსადეგ ინფორმაციას იძლევა. განსაკუთრებული ინტერესი არსებობს იმ ადამიანების მიმართ, ვინც  დროის გარკვეულ მონაკვეთში თამნიმდევრობით რამდენიმე მკვლელობაჩაიდინა. სწორედ სერიული და თავაწყვეტილი[1] მკვლელები წარმოადგენენ მკვლელების პოპულაციის ერთ მესამედს.  ასეთი დამნაშავეების პროფაილის შექმნა კი  ხელს უწყობსდანაშაულის მიზეზის გაგებითა და სამომავლოდ მისი პრევენციით დანაშაულის შემცირებას (Fulero & Wrightsman, 2009).
მაგრამ რას ვგულისხმობთ პროფაილირებაში? ზოგიერთი პროფალიერი  ხაზს უსვამს დამნაშავის პიროვნებასა და  მოტივებს, მკვლელობის დამახასიათებელ სტილსა და მსხვერპლთან მოპყრობას. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფიზიკური მახასიათებლები, როგორიცაა, კრიმინალის ასაკი, სქესი, რასა, წონა, სიმაღლე -  არა ნაკლებ მნიშნველოვანია.  სწორედ ამიტომ პროფაილერების უმეტესობა თანხმდება, რომ დამნაშავის სოციო-ფსიქოლოგიური პროფაილი უფრო გამოსადეგია, ვიდრე მხოლოდ ფსიქოლოგიური (Fulero & Wrightsman, 2009).
როცა დანაშაული სიღრმისეულ ფსიქოლოგიურ ანალიზზე საუბრობენ, კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ფსიქოლოგები ხშირად ეძებენ მიზეზებს სიღრმეში, ისინი საუბრობენ ღრმა მოტივებზე, მოდელირებაზე. თუმცა, მიზეზი შეიძლება ზედაპირული იყოს. მკვლელები სულელები არიან, მათ უნდათ, მათ სძულთ და იმას უკეთებენ სხვა ადამიანებს, რაც იციან. სწორედ ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ ისეთ დეტალებზე საუბარი, როგორიცაა მამის, როგორც ავტორიტეტის ხატი ან არასწორი აღზრდა, ზედმეტია. დამეთანხმებით, ეს ახსნა საკმაოდ ზედაპირულია და უმეტესად გამომძიებლები მიუთითებენ დამნაშავის სიღრმისეული ფსიქოლოგიური ანალიზის საჭიროებაზე. მაგალითად, ამერიკაში ყოველწლიურად მილიონი ქალი და 400 000 კაცი ხდება თვალთვალისა და ადევნების[2]მსხვერპლი. თუმცა, მოთვალთვალეები  ხასიათდებიან განსხვავებული მოტივებით, ქცევითა  და ჩვევებით. სწორედ ამიტომ რთულია შექმნა ერთი ზოგადი პროფაილი, რომელიც მოერგება ყველა ან თუნდაც მოთვალთაველთა რაღაც ნაწილს. ამ მაგალითიდან კარგად ჩანს ინდივიდუალური პროფაილიერების მნიშვნელობა (Fulero & Wrightsman, 2009).
კრიმინალური პროფაილის შექმნა უკავშირდება დამნაშავეების მიმართ გარკვეული სტერეოტიპების გადალახვასა და ამ პროცესში მათ არ გათვალისწინებას. მაგალითად: ბანკის მძარცველები ხშირად მიიჩნევიან განათლებულ, საკუთარ თავში დარწმუნებულ, გლამურულ ტიპებად. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ უმეტესად ბანკის მძარცველები არიან  იმპულსურრები, განიცდიან პიროვნულ კრიზისს ან არიან წამალდამოკიდებულები (Fulero & Wrightsman, 2009)
ასევე დამნაშავეებთან მიმართებით არსებობს სტერეოტიპი, რომ ისინი აუცილებლად ღარიბი ან არასრულფასოვანი ოჯახიდან მოდიან. რესლერმა, ბურგესმა და დუგლასმა გამოკითხეს 36 მკვლელი, რომელთაგან უმეტესობა გაიზარდა ორივე მშობელთან ერთად, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში და ასევე უმეტესობა არ იყო ბავშობაში ძალადობის მსხვერპლი (Fulero & Wrightsman, 2009).
სწორედ ეს მითები ხდება რეალობაში არასწორი დასკვნის და წინასწარმეტყველების მიზეზი, რაც ხელს უშლის პროფაილირებას. ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამერიკის კრიმინალური შემთხვევებიდან (Fulero & Wrightsman, 2009).

მეცნიერული მიდგომა პროფაილირებაში

მიუხედავად იმისა, რომ პროფაილირების ისტორიული საფუძვლები არაა ცნობილი, საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს აინტერესებდათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მახასიათებლები, რაც კრიმინალს და დევიანტურ ქცევას უკავშირდება. ამის ჩანასახებს ვხვდებით მხატვრულ ლიტერატურაშიც, მაგალითად, ედგარ ალან პოს „მკვლელობა მორგის ქუჩაზე“, სადაც არის დანაშაულებრივი ქცევის გარკვეულ ფიზიკურ მახასიათებლებთან კავშირის დადგენის მცდელობა (Fulero & Wrightsman, 2009):
“ჩვენ უკვე ერთმანეთს უნდა დავუკავშიროთ განაცვიფრებელი სიმარჯვე, ზეადამიანური ძალ-ღონე, მხეცური სიშმაგე, უმიზეზო საზარელი მკვლელობა, ადამიანური ქცევისგან სრულიად განსხვავებული შემაძრწუნებელი დამთხვეულობა და უცხო ხმა და კილო, რომელიც ბევრი ერის შვილს გაუგებრად ეჩვენება და მთლიანად მოკლებულიც იყო გარკვეულ ანდა გასაგებ ბგერადობას. [...] მაგრამ გიჟების ლაპარაკი, თუნდაც მათი უკიდურესი სიშმაგის დროს, მაინც არ შეესაბამება და არ ეთანხმება იმ თავისებურ, უცნაურ ხმას, რომელსაც კიბეზე ამსვლელებმა მოჰკრეს ყური. გიჟებიც რომელიმე ერისანი არიან და რაგინდ გაუგებარიც უნდა იყოს სიტყვები, მარცვლები მაინც შეეტყობა. გარდა ამისა, არც გიჟის თმა შეიძლება ჰგავდეს ამას, მე რომ ხელში მიჭირავს. [...] დაწვრილებითი ანატომიური და ზოგადი აღწერილობა ოსტ-ინდოეთის კუნძულების ვეება წითელ-მოყვითალო ფერის ორანგუტანგისა. ამ ძუძუმწოვრის ბუმბერაზი აღნაგობა, ზღაპრული ძალ-ღონე, სიმარჯვე, სასტიკი სიშმაგე და მიმბაძველობისკენ მიდრეკილება. [...]აქ მოხსენიებული ჯურის ორანგუტანგის გარდა სხვა რომელიმე ცხოველი ვერ დაამჩნევდა ასეთ ნათითურებს. ეს ჟღალი ფერის ბალანიც ემთხვევა კიუვეს მხეცის დახასიათებას“ (პო, 1841 ).
პროფაილინგი არის საგანმანათლებლო მეთოდების გამოყენებით დამნაშავის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და აღწერა. ეს არის გარკვეული მონახაზი პიროვნების ქცევითი პატერნებისა და ტენდენიცების შესახებ.
კვლევები უჩვნებს, რომ ყველა ტიპის დამნაშავე არ გამოდგება კარგი პროფაილის შექმნისთვის. ჰოლმსი და ჰოლმსი (1996, წყაროში (Fulero & Wrightsman, 2009)) აღნიშნავენ, რომ ჩეკების გამყალბებლები, ბანკის მძარცველები და გამტაცებელები არ არიან პროფაილინგისთვის კარგი კანდიდატები. ცალკეული მკვლელობა, განსაკუთრებით თუ ის სპონტანურია, უფრო რთულია ინტერპეტაციისთვის. ამ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქცევის შემადგენლობა და მსხვერპლის ქცევა გვაძლევს ინფორმაციას დამნაშავის ბუნებაზე (Fulero & Wrightsman, 2009).

3 მიდგომა პროფაილირებაში

კრიმინალური პროფაილინგი მოიცავს 3 ტიპის მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიდგომებს ერთი მიზანი აქვთ, თითეული მათგანი განსხვავებულ პროცედურას გულისხმობს. ახლა მოკლედ განვიხილავთ სამივე მათგანს (Fulero & Wrightsman, 2009)
1.ბოროტი პიროვნების გამორჩევა[3]
იმ ინდივიდების ქცევისა და მოტივების გაგება, რომლებმაც შეიტანეს წვლილი მნიშნველოვანი მოვლენების განხორცილებაში, წარმოადგენს პროფაილირების ერთ-ერთ მიზანს. იმ 9 დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ენდრიუ კუნიენნმა მოკლა ჯანი ვერსაჩე და მეცხრე დღეს თავი მოიკლა, მისი მოტივაცია და პიროვნება გახდა საზოგადოების ფართო მასების ინტერესის ობიექტი. ასეთი ქცევა ჩვენში ბადებს კითხვას - რატომ? სწორედ ამ კითხვაზე პასუხები გვაძლევს მნიშნველოვანი ისტორიული მოვლენების გასაღებს (Fulero & Wrightsman, 2009).
ასეთი ტიპის პროფაილირების საფუძველი გახდა მეორე მსოფლიო ომი, რის შემდეგაც აშშ-ში OSS-მ[4]გადაწყვიტა ადოლფ ჰიტლერის პროფაილირება. 1943 წელს პრაქტიკოსმა ფსიქიატრმა, ვოლტერ ლანგერმა შეაგროვა მონაცემები, რათა შეექმნა ჰიტლერის პიროვნების ფსიქოლოგიური დახასიათება, აღეწერა მისი მენტალური მდგომარეობა და და ეწინასწარმეტყველა, თუ რა იქნებოდა მარცხზე მისი რეაქცია. ლანგერმა შექმნა ჰიტლერის ფსიქოდინამიკური პროფაილი, რომლის მიხედვითაც ბავშვობაში ოჯახურმა ურთიერთობებმა დიდი გავლენა მოახდინა მოზრდილი ადოლფის ქცევაზე. ჰიტლერის მამა იყო ძალიან ცივი და უხეში მასთან და ცოლთან ურთიერთობაში. ამის საპირისპიროდ დედა იყო ძალიან მომთმენი და მზრუნველი. ჰიტლერს ჰქონდა მასზე ემოციური მიჯაჭვულობა. თუმცა,  მაშინ როცა ჰიტლერი ჯერ კიდევ მოზარდი იყო, დედა კიბოთი გარდაიცვალა - ანუ მან დაკარგა მიჯაჭვულობის ობიექტი. ლანგერი მიიჩნევდა, რომ ჰიტლერს არ შეეძლო ინტიმური ურთიერთობების დამყარება ადამიანებთან, რადგან ის ადამიანებს არასანდოებად მიიჩნევდა. ძლევამოსილი გერმანიის ლიდერობით შეიძლება ის თავის ვაჟკაცობას[5] უმტკიცებდა გარდაცვლილ დედას.  რაც შეეხება წინასწარმეტველებას, ლანგერმა ივარაუდა თავდასხმაზე ჰიტლერის შესაძლო რეაქციები.  ის ვარაუდობდა, რომ ჰიტლერი დაიწყებდა თავშესაფრის ძებნას სხვა ქვეყანაში, თუმცა, უფრო იმ აზრს ემხრობოდა, რომ ჰიტლერი ჩაებმებოდა თავისი მეომრებით მის ბოლო ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული ექნებოდა მისი მხრიდან ამ ბრძოლის უშედეგობა. ლანგემ ივარაუდა, რომ ჰიტლერი ცოცხალი არ ჩაბარდებოდა, რაც საბოლოოდ გამართლდა (Fulero & Wrightsman, 2009).
თუმცა, ჰიტლერი არ არის ისტორიული ბოროტების ერთადერთი გამოვლინება და მსგავსი უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. სპარსეთის ყურის მეორე ომის განმავლობაში აშშ-ში ბევრს საუბრობდენ სადამ ჰუსეინის პროფაილის შექმნაზე, რათა უკეთ გაეთვალათ მისი სამომავლო ტაქტიკური ნაბიჯები. როგორც აღმოჩნდა, სადამ ჰუსეინს არ აღენიშნებოდა რაიმე ტიპის აშლილობა; ის არ იყო იმპულსური; გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ განსჯისა და განხილვის შემდეგ; შეეძლო ყოფილიყო ძალიან მომთმენი; დროს ხშირად იყენებდა როგორც იარაღს. თუმცა, ასევე შეიძლება ითქვას, რომ სადამი პოლიტიკურად ხშირად აცდენილი იყო რეალობას, მას ჰქონდა შეუზღუდავი ძალაუფლების ამბიცია რეალური ვითარების გათვალისწინების გარეშე. სწორედ ეს ხდიდა მას საშიშს (Fulero & Wrightsman, 2009).

2.საერთო მახასიათებლების დადგენა
ამ მიდგომის მთავარი მიზანია კონკრეტული ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე შეიქმნას ერთი ტიპის დამანშავეების ზოგადი პორტრეტი და მახასიათებლები. ყველა ბანკის მძარცველი ერთმანეთს ჰგავს? ყველა მოძალადეს მსგავსი პიროვნული მახასიათებლები აქვს?  მეოცე საუკუნიდან მოყოლებული დამნაშავეების უამრავი პროფაილი შეიქმნა და ყველაზე დიდი სარგებელი, რაც ამან მოიტანა არის უამრავი კავშირისა და მსგავსების დადგენა ერთი ტიპის დამნაშავეებს შორის. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ სერიული მკვლელების უმრავლესობისთვის დამახასიათებელია უჩვეულო სქესობრივი აქტი. მაგალითად, ტედ ბანდისთვის, ჯეფრი დაჰმერისთვის და სხვა მრავალი სერიული მკვლელისთვის მსხვერპლი არის უბრალოდ სხეული, რომელზეც ისინი ახორციელებენ თავიან სექსუალურ ფანტაზიებს (Fulero & Wrightsman, 2009).
დამნაშავის ზოგადი პროფილის აგება არ არის ახალი იდეა. ჯერ კიდევ 1960 წელს ინგლისში შეისწავლეს 51 მკვლელის პროფაილი და შექმენს საშუალო სტატისტიკური მკვლელის ზოგადი დახასიათება. დაახლოებით 23 წლის ჩადის პირველ მკვლელობას, არის დაბალი სოციო-ეკონიმიკური სტატუსის, წარუმატებელი განათლებასა და საქმიანობაში.  დედა ვერ ახერხებდა შვილის საჭიროებებზე ზუსტად რეაგირებას და შვილს გადაჭარბებულ მოთხოვნებს უყენებდა. უმეტესად მკვლელებს ჰქონდათ ბავშვობაში ფრუსტრაციის და ფიზიკური ძალადობის გამოცდიელბა (Fulero & Wrightsman, 2009).
აღმოჩნდა, რომ მკლელების ბავშვობა ხშირად ძალიან ჰგავს ერთამენთს. მაგალითად, უმეტესად სექსუალურ მოძალადეებს ბავშვობაში აქვთ სექსუალური ძალადობის გამოცდილება. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით 41 სექსუალური მოძალადიდან (თითეულ მათგანს ჰყავდა გაუპატიურებული მინიმუმ 10 მსხვერპლი) ბავშვობაში 31 მათგანს ჰქონდა განცდილი ძალადობის იგივე ფორმა (Fulero & Wrightsman, 2009).
ასევე აღმოჩნდა, რომ დამნაშავეების ფსიქოლოგიური პროფილი ხშირად ძალიან ჰგავს ერთამნეთს.  დამნაშავეებს იკვლევენ MMPI-2 ის მეშვეობით.  რიგი კვლევები ტარდება სხვა და სხვა დამნაშავეების მსგავსი MMPI პროფილების დასადგენად. მაგალითად, ისინი, ვინც ახორციელებდნენ სექსუალურ ძალადობას ბავშვებზე, ჰქონდათ დაახლოებით ერთნაირად მაღალი ქულა MMPI-ის მეოთხე სკალაზე, რომელიც ზომავს ფსიქოპათიურ დევიაციას. შედეგები აჩვენებს, რომ უმეტესად ასეთი დამნაშავეები იყვნენ მეამბოხეები, იმპულსურები, ეგოცნეტრულები. თუმცა, ამ იდეის საპირისპიროდ მნიშნველოვანი განსხვავება არ აღმოჩნდა დამნაშავეების პროფაილებსა და ჩვეულებრივი არადამნაშავე ადამიანების პროფაილებს შორის (Fulero & Wrightsman, 2009).
თუმცა, ამ მიდგომას აქვს ორი პრობლემა. პირველი, კვლევებში არიან ის დამნაშავეები ჩართული, ვინც დამნაშავედ იქნა ცნობილი. ხშირად საკონტროლო ჯგუფი არ არსებობს, ან მათი შემადგენლობა არ არის დამაკმაყოფილებელი. ასევე ერთ-ერთი პრობლემა არის ის,  რომ ხშირად საზოგადეობაში მიღებული ნორმა განსხვავდება ჰომოგენური ჯგუფის ნორმისგან, რისი დადგენაც ხშირ შემთხვევევაში არ ხდება (Fulero & Wrightsman, 2009).

3.სპეციფიური მახასიათებლების დადგენა
მოხდა კრიმინალური აქტი. შეიძლება კრიმინალური სცენიდან კრიმინალის პროფაილის შექმნა? არის კონკრეტული დამნაშავის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მახასიათებლები სხვა მსგავის ტიპის დამნაშავეების მსგავსი? სწორედ ესაა ის კითხვები, რასაც დღეს გამოძიების ფედერალური ბიურო მოიაზრებს თანამედროვე პროფაილირებაში. ხშირად მიუთითებენ, რომ არსებობს განსხვავება დანაშაულის სტანდარტულ პროცედურასა და უშუალოდ განხორციელებულ დანაშაულს შორის. კონკრეტული დანაშაული ყოველთვის მოიცავს ისეთ ელემენტებს, რაც არაა სხვა მსგავსი ტიპის დაანაშაულისთვის დამახასიათებელი, ეს გარკვეული ხელწერააა, რომელიც თითქმის ყველა დანაშაულის შემთხვევაში უნიკალურია (Fulero & Wrightsman, 2009).

პროცედურები, რომელიც გამოიყენება პროფაილირების პროცესში

თანამედროვე მიდგომის მიხედვით, პროფაილირება არის მეტი, ვიდრე ტიპური მოძალადის ან მკველის აღწერაა. პროფაილირება რამდენიმე ეტაპს მოიცავს (Fulero & Wrightsman, 2009):
დანაშაულის ადგილის ანალიზი არის პროფაილირების მნიშვნელოვანი ნაწილი.  დანაშაულის ადგილი ყოველთვის იძლევა ინფორმაციას დამნაშავის შესახებ, ასე რომ დანაშაულის ადგილიდან გამომდინარე ხდება დამნაშავის შესაძლო პროფაილის აგება. უშუალოდ პროფაილირებას და დანაშაულის ადგილის ანალიზს ერთი საერთო მიზანი აქვს, დადგინდეს ის ზოგადი დანაშაულის მახასიათებლები, რითიც გამომძიებლები შემდგომ შემთხვევაში შეძლებენ იხელმძღვანელონ (Fulero & Wrightsman, 2009).

კრიმინალური პროფაილირების წარმოშობის პროცესი

გამომძიებლები კრიმინალების პროფაილებს იყენებდნენ ძალიან იშვიათად, სანამ 1978 წელს ვირჯინიაში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პროფაილირების ფსიქოლოგიური პროგრამა არ შექმნა. ამის შემდეგ გამოძიების პროცესში პროფაილირების განვითარება მოხდა 5 მთავარი საფეხურით. ეჭვმიტანილის დაპატიმრება არის ამ პროცესის ძირითადი მიზანი და შესაბამისად ბოლო საფეხურიც.  მოკლედ აღვწეროთ თითეული საფეხური (Fulero & Wrightsman, 2009):
  1. კონკრეტული კრიმინალური შემთხვევის და იმ პიროვნების ტიპების  ყოველმხრივი შესწავლა, ვინც მსგავსი წარსულში მსგავსი ტიპის დანაშაული ჩაიდინა;
  2.  დანაშაულის ადგილის ანალიზი;
  3.  დამნაშავის ან დამნაშავეების აქტივობების და ამ აქტივობების ფონის კვლევა;
  4. შესაძლო მოტივების ფორმულირება;
  5. დამნაშავის პროფაილის აგება დანაშაულის სცენისა და წარსული გამოცდილების საშუალებით.

შემდეგ ეტაპზე ხდება დამნაშავის კლასიფიცირება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიხედვით. მაგალითად, თუ პიროვნებამ მოკლა 3 ზე მეტი მსხვერპლი და ეს ყველაფერი მოხდა ერთ ადგილას, პიროვნება მოთავსდება მასობრივი[6] მკვლელის კატეგიორიაში.  ასევე შეიძლება პიროვნება მოხდეს თავაწყვეტილი[7] მკვლელის (თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე  ადგილას მკვლელობა და მკვლელობებს შორის არ იყო ემოციური გაგრილება). სერიული მკვლელი კი არის მკვლელი, რომლემაც ჩაიდინა 3 ან მეტი მკვლელობა და მკვლელობებს შორის იყო ემოციური გაგრილება (Fulero & Wrightsman, 2009).

პროფაილინგი და ვალიდობა

დგება საკითხი, თუ რამდენად ეფექტურია პროფაილინგი.  მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი  კვლევა არ ადასტურებს პროფაილირების ეფექტურობას დამნაშავის დაჭერასთან  დაკავშირებით, არსებობს მტკიცებულებები და მრავალი კვლევა, რომ პროფაილირება 61% შემთხვევაში ეფექტურია დანაშაულისა და, შესაბამისად, დამნაშავის ბუნების გასაგებად.  თუმცა, გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ხშირად მიუთითებენ, რომ პროფაილირება - ეს არ არის გასაღები ყველა დანაშაულისთვის, ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი რიგითი საშუალება, რომელიც დანაშაულთან მიმართებით გამოიყენება, ასე რომ რიგ შემთხვევაში შეიძლება პროფაილირება პირიქით დანაშაულის გამოძიების შემაფერხებელი აღმოჩნდეს, ამიტომ მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. პროფაილირების ეფექტურობასთან დაკავშირებით, ასევე კვლევებით დასტურდება, რომ პროფესიონალი და მცოდნე პროფაილერის მიერ შექმნილი დამნაშავის პროფაილი უფრო ინფომაციული და გამოსადეგია, ვიდრე არაპროფესიონალის და გამოუცდელის. ასე რომ, პროფაილირების ეფექტურობა შეიძლება იმაზეცაა დამოკიდებული, თუ ვინ ადგენს კრიმინალის პროფაილს (Abumere).
სხვადასხვა ავტორების, მათ შორის იურიდიული ფსიქოლოგების და FBI–ის ფროფაილერების, მიხედვით, კრიმინალური პროფაილირება შეიძლება ძალიან გამოსადეგი ინსტრუმენტი იყოს  ძალადობრივი დანაშაულის გამოძებაში. „კრიმინალური პროფაილირების უმეტესობა ინფორმაციას იურიდიული და ბიჰევიორალური მეცნიერებიდან იყენებს, მაგრამ პროფაილირების მეცნიერული ხარისხი ჯერ კიდევ არ არის სისტემურად წარმოდგენილი (Cook and Hanman, 1999: 231 წყაროში (Abumere).
თანამედროვე კვლევები როგორცაა Pinizzotto and Finkel (1990) პროფაილირებას გარეგანი ვალიდობის მქონედ მიიჩნევს. აგრეთვე პინიზოტომ აღმოაჩინა, რომ კრიმინალური პროფაილირების 192 მოთხოვნიდან, მხოლოდ 17% იქნა გამოყენებული ეჭვმიტანილის ამოსაცნობად. რესპონდენტების 77% აღნიშნა, რომ პროფაილი დაეხმარათ გამოძიებაზე ფოკუსირებაში ((Muller, 2000: 259-260 წყაროში (Abumere). საერთო ჯამში, თუ აღმოჩნდა, რომ პროფაილები მუდმივად რაღაც ასპექტით არასწორია, ამან შეიძლება პოლიცია მიიყვანოს საკუთარი ღირებულების რწმენის დაკარგვამდე. ძალიან სასტიკი კრიტიკა პროფაილირების მდობარეობს იმაში, რომ არ არსებობს კვლევები, რომლებიც ტექნიკას, როგორც დასაყრდნობსა და ვალიდურს წარმოაჩენს. ბართოლის (1996) კვლევის მიხედვით, 152 პოლიციის ფსიქოლოგიდან უმეტესობა სკეპტიკურად უყურებდა პროფაილიების ვალიდობასა და გამოყენებადობას (Cook and Hinman, 1999: 236 წყაროში (Abumere). აგრეთვე ამ კვლევის ავტორები მიუთითებდნენ, რომ ბევრი ფსიქოლოგი არ გამოთქვამს სურვილს ჩაერთოს დამნაშვისა და მსხვერპლის პროფაილზე-ორიენტირებულ ინტერპრეტაციებში.
პროფაილირების 50 წლიანი ისტორიის მანძილზე მუდმივი განხილვის საგანია მუშაობს თუ არა რეალურად პროფაილინგი. ორი დიდი წინაღობა იჭრება ჩვენს წინაშე როგორც კი ფსიქოლოგიური პრიფაილინგის ეფექტურობის შეფასებას ვცდილობთ. პირველი, მხოლოდ ზოგიერთი დანაშაულია პროფაილირებადი (ანუ რომლის პროფაილინგიც შეიძლება); სარგებლისთვის ჩადენილი დანაშაული ზოგადად უადგილოდ მიიჩნევა. მაგრამ რადგან პროფაილირებადი „უმოტივო“ რთული და რესურსებით სავსე დანაშაული არსებობს, მაგრამ იშვიათია, ძნელია საკმაო რაოდენობის შემთხვევების მოძიება ეფექტური ფსიქოლოგიური ანალიზისთვის. მეორე, და უფრო მნიშვნელოვანი: ბევრი მტკიცებულება ბუნებაში უბრალოდ სასაცილოა. ანუ როცა პროფაილი ერგება დანაშაულს, მაშინ ის ბრწყინვალეა, მაგრამ როცა არა – ძნელია იმის თქმა, თუ რატომ ვერ ერგება პროფაილი დანაშაულს (Abumere).
მიუხედავად იმისა, რომ პროფაილირება ფართოდ გამოყენებადი მეთოდია, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკა საკმაოდ ვრცელი და მრავლის მომცველი აქვს (Abumere):
  • სანდოობის ნაკლებობა;
  • დამნაშავის ბიოფრაფიული მასალის არასისტემური შეგროვება კვლევისთვის;
  • არაკრიტიკული სანდოობა დამნაშავის ინტერვიუებისადმი, როგორც კვლევისთვის შესაბამისი წყაროსადმი;
  •  არაშესაბამისი საკონტროლო ჯგუფების გამოყენება;
  • საგამოძებო ჰოპოთეზების და თეორიების, როგორც ფაქტების ისე აღქმა;
  • დასკვნებისა და მოსაზრებების სისუსტეების გათვალისწინების უუნარობა;
  •  პროფაილების შედარება რეალური დამნაშავეებთან, როცა შედეგი ცნობილია.

რა თქმა უნდა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კარგად იცის პროფაილინგის მეთოდოლოგიის სისუსტეები. ჰეიზერვუდის მიხედვით, პროფაილირება მხოლოდ საგამოძებო ინტრუმენტია. მნიშვნელოვანია, რომ ეს მეთოდი არ განვიხილოთ როგორც ერთადერთი და ექსკლუზიური. ინფორმაცია ეფუძნება იმ შემთხვევის მსგავსი მიმოხილვას, ანალიზს, და კრიმინალური შემთხვევების კვლევას, რომელიც სააგენტოს მოთხოვნაა. საბოლოო ანალიზი შესაძლებლობებს ეფუძნება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ორი ერთმანეთის მსგავსი დამნაშავე და დანაშაული, ამიტომ დამნაშავე შეიძლება პროფაილს ყოველთვის არ ერგებოდეს (Abumere).
სამწუხაროდ, მედიის მიერ კრიმინალური პროფაილირების გაშუქება ძალიან შორსაა ზუსტი პროცესისგან. ძირითადი მიზეზი ამისაა, ისაა, რომ მედია ცდილობს პროფაილინგი წარმოადგინოს, როგორც შესანიშნავი უნარი, რომელიც გულისხმობს გარკვეული ხარისხით პრეკოგნიტურ წინასწარმეტყველების შესაძლებლობას ((Muller, 2000) წყაროში (Abumere). საგამოძიებო საქმიანობის და პროფესიის მედიის მიერ წარმოდგენის ეფექტს ზოგად პუბლიკასა და თავად საგამოძიებო სფეროზე CSI[8] ეფექტი ეწოდება (Krylova, 2012).
უკანასნელ ხანებში საგამოძიებო სფეროზე დაფუძნებულმა სატელევიზიო გადაცემებმა, როგორიცაა „CSI: გამოძიების ადგილი“, „მკვდარი საქმე“, „ძვლები“, შეცვალა ამ პროფესიის აღქმა. უჩვენებ რა ამ კარიერული სფეროს არარეალისტურ, დრამატულ და გადამეტებულ სურათს, მაყურებლებს ასულელებენ და აჯერებენ, რომ ის სიცრუე, რომელიც ტელევიზიაშია ზუსტია. რა თქმა უნდა, ამ სატელევიზიო გადაცემებში არის სამუშაოს ზუსტი რეპრეზენტაციებიც, მაგრამ ის მინიმუმამდეა დაყვანილი (Krylova, 2012).

ნომოთეტური და იდეოგრაფიული მიდგომა

ნომოთეტური ცოდნა ემსახურება აბსტრაქტულის ცოდნას: ჯგუფებისა და უნივერსალური კანონების შესწავლას. იდეოგრაფიული ცოდნა ეფუძნება კონკრეტულს: ინდივიდებისა და მათი რეალური თვისებების შესწავლას.იდეოგრაფიული კვლევა ფოკუსირდება სპეციფიკურ შემთხვევებზე და ინდივიდის უნიკალურ ნიშნებზე ან ფუნქციებზე. პროფაილირების ტერმინებში რომ ვთქვათ, არსებობს ნომოთეტური მეთოდები და იდეოგრაფიული მეთოდები. იდეოგრაციული პროფაილირების ძირითადი მიზანი (მაგალითად, დედუქცია) არის კონკრეტული დანაშაულისთვის პასუხისმგებელი კონკრეტული დამნაშავის უნიკალური მახასიათებლების განსაზღვრა. ნომოთეტური პროფაილირების ძირითადი მიზანი არის დამნაშავის ჯგუფის ზოგადი, საერთო ან საშუალო მახასიათებლების შესწავლა. ეს მახასიათებლები აბსტრაქტულია და ისინი არ არის აუცილებელი არსებობდეს ყველა ინდივიდუალური შემთხვევის დროს - ისინი თეორიულ შესაძლებლობას აღწერენ. პრობლემებს ვაწყდებით მაშინ, როცა ნომოთეტური მეთოდები შეუსაბამოდაა გამოყენებული დამნაშავის შესახებ დასკვნითი ინტერპრეტაციების გასაკეთებლად. არასწორი ინტერპრეტაციების მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 2007 წლის შემთხვევა, როცა პროდისერმა ფილ სპქტორმა მსახიობი ლანა კლარქსონი მოკლა, საგამოძიებო პათოლოგი ექიმი ვინსენტ დიმალო გამოდიოდა დაცვის მხარეს. იმის დასამტკიცებლად, რომ ცეცხსასროლი იარაღით ჩადენილი მკვლელობა სუიციდი იყო, მან განიხილა ფიზიკური მტკიცებულების ზოგიერთი ასპექტი და დაუკავშირა ისინი ვიქტიმოლოგიის წყაროებს და მსხვერპლის პროფაილის სტატისტიკას. მან კლარკსონი (მსხვერპლი) დაახასიათა, როგორც დეპრესიული, დაბერების ფაზაში შესული, სამუშაოს გარეთ დარჩენილი მსახიობი ჯანმრთელობის და ფინანსური პრობლემები და ამას დაუმატა, რომ კლარქსონის პირადი მიმოწერების წაკითხვით კლარკსონი დაადგინა, რომ ის დეპრესიული ქალი იყო ნარკოტიკებისა და ალკოჰოლიზმის პრობლემებით, არ შესწევდა უნარი მოეპოვებინა ჰოლივუდის პატივისცემა, რომ ის იყო 40 წლის მსახიობი. დიმალომ ასევე მოიშველია სტატისტიკის სია, რომელიც სუიციდის შემთხვევას უჭერდა მხარს: ქალების 87% თავს იკლავს ცეცხლასასროლი იარაღით, 76% პროცენტი გასროლას თავის არეში აკეთებს და რომ მისი გამოცდილებით 99% შემთხვევაში  (პირის ღრუში) ცეცხლსასროლი ჭრილობა სუიციდის შემთხვევები იყო (Ryan, 2007b წყაროში (Turvey, 2012).

კრიმინალური საგამოძიებო ანალიზი და კრიმინალური პრიფაილირება: რა გასხვავებაა?

FBI-ს კრიმინალური საგამოძიებო ანალიზს განსაზღვრავს, როგორც საგამოძიებო პროცესს, რომელიც ახდენს ცდილობს დამნაშავის ძირითადი პიროვნული და ქცევითი მახასიათებლების ამოცნობას, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მიხედვით (Turvey, 2012).
დამნაშავის პროფაილირება არის დამნაშავის მახასიათებლების განსაზღვრის პროცესი იქიდან გამომდინარე როგორ იქცეოდა დამნაშავე (Turvey, 2012).
დამნაშავის პიროვნული პროფილი არის მცდელობა სპეციფიკური ცოდნით უზრუნველვყოთ საგამოძიებო სააგენტოები იმ ინდივიდის ტიპის შესაბამისად, რომელიც ჩაიდენდა კონკრეტულ დანაშაულს (Turvey, 2012).
დანაშაულის პროფაილი არის მოხსენება, რომელიც აღწერს გამოძებისთვის იმ დამნაშავის  რელევანტურ ან/და პრობაციულ მახასიათებლებს, რომელიც პასუხიმგებელია კონკრეტული დანაშაულისთვის ან დანაშაულთა სერიებისთვის. დამნაშავის მახასიათებლები მოიცავს ნებისმიერ ატრიბუტს, რომელსაც მკვლევარი მიაწერს სპეციფიკურად ამ უცნობ პირს, ან პიროვნებებს, რომლებიც პასუხიმგებელნი არიან გარკვეული დანაშაულის ჩადენისთვის, მათ შორის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური, გეოგრაფიული მახასიათებლები (Turvey, 2012).
ლიტერატურაში ერთხმად მიანიშნებენ, რომ კრიმინალური საგამოძიებო ანალიზი კრიმინალური პროფაილირების ფორმაა. არალეგალური და ძალადობრივი დანაშაულის დროს კრიმინალურმა საგამოძიებო ანალიზმა შეიძლება კლიენტ სააგენტოს მისცეს სხვადასხვა საჭირო ინფორმაცია, მათ მოთხოვნაზე დაფუძნებით. ტერმინები „ფსიქოლოგიური პროფაილირება“, „დამნაშავე პიროვნების პროფაილირება“, „კრიმინალური საგამოძიებო ანალიზი“ დაფუძნდა, რათა განესხვავებინათ ის პროცედურები, რომელსაც მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები იყენებენ (Turvey, 2012).
კანადის პოლიციის დეფინიციით: კრიმინალური საგამოძიებო ანალიზი ცნობილია, როგორც კრიმინალური პროფაილირება, არის საგამოძიებო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება კანონის სფეროში, რათა დაეხამროს ძალადობრივი დანაშაულის გამოძიებაში. ანალიზი დაფუძნებულია დანაშაულის ადგილიდან მიღებულ სამხილებსა და მოწმეებისა და დაზარალებულებისგან მიღებულ ინფორმაციაზე. ანალიზი ტარდება ორივე, საგამოძიებო და ქცევითი, პერსპექტივიდან. ანალიზი შეიძლება უზრუნველყოფდეს დამნაშავესთან დაკავშირებულ ინსაიტებს (მაგალითად, მისი მახსიათებლები და ნიშნები) ასევე ინტერვიუსა და სასამართლო პროცესისთვის სტრატეგიებს (Turvey, 2012).
არის თუ არა კრიმინალური საგამოძიებო ანალიზი ნომოთეტური მეთოდი? ეს შეიძლება იმ ფაქტს უკავშირდებოდეს, რომ ის დაფუძნებულია ცოდნაზე, რომელიც თავის მხრივ აგებულია ჯგუფების (და არა ინდივიდის) შესწავლაზე - უფრო კონკრეტულად კი დამნაშავეების ჯგუფის შესწავლით. კრიმინალური საგამოძიებო ანალიზი შემუშავდა FBI-ს კრიმინალური პროფაილირების პროექტიდან.  პატიმრობაში მყოფი 36 დამნაშავის და მათი 118 მსხვერპლის საფუძველზე 1979-1983 წლებში. პროექტი ფოკუსირებული იყო დამნაშავის კლასიფიკაციის შემუშავებაზე მათი დანაშაულის მახასიათებლების შესწავლით. მიზანი იყო განსაზღვრულიყო არსებობს თუ არა გარკვეული კონსისტენტური მახასიათებლები დამნაშავეებს შორის, რომელიც გამოსადეგი იქნება მომავალი დამნაშავეების კლასიფიკაციისთვის (Turvey, 2012).
მეთოდოლოგიურ დონეზე ეს კვლევა მკაცრად გაკრიტიკდა. შერჩევა იყო მცირერიცხოვანი და ყველა დანაშაული სერიული ხასიათის არ იყო. 36-დან 25 სერიული მკვლელობა იყო, 11 სექსუალური მოტივით ჩადენილი მკვლელობა, აქედან ზოგიერთმა დამნაშავენ მკვლელობა ერთხელ ან ორჯერ ჩაიდინა, ან თავაწყვეტილი[9] მკვლელი იყო (Turvey, 2012).
თავად ავტორებიც აღნიშნავდნენ, რომ მათ კვლევას რამდენიმე შეზღუდვა ჰქონდა. კვლევა ეფუძნებოდა ცოტა მონაცემს, ამასთან მონაცემები იყო არასრულოფილი ზოგიერთი ცვლადისთვის (არასრული ჩანაწერები, კონფლიქტური პასუხები, დამნაშევეების სურვილი არ გაეცათ პასუხი ყველა კითხვისთვის, დაკარგული მონაცემები) (Turvey, 2012).
ინტერვიუები თვითანგერიშზე იყო დაფუძნებული, არ იყო დადგენილი შიდა და გარე სანდოობის ხარისხი. FBI-ს აგენტები, რომლებიც ვერ წყვეტდნენ რომელ კატეგორიაში მოათავსებინათ დამნაშავე იძულებულები იყვნენ მაინც მოეთავსებინათ ის რომელიმე კატეგორიაში. ჰომატისა და კენედის კრიტიკა ეფუძნება ეფუძნება იმ ასპექტს, რომ კლასიფიკაცია გაკეთდა დამნაშავის და დანაშაულის ადგილის საფუძველზე, ამიტომ შედეგები თვითშემავსებელია, ვიდრე ემპირიულად ვალიდური კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც სასარგებლოა პიროვნული და ქცევითი მახასიათებლების განსასაზღვრად. ეს კვლევა არასდროს გამეორებულა საერთაშორისო დონეზე, ამიტომ მათი მორგება აშშ-ს ფარგლებს გარეთ საეჭვოა (Turvey, 2012).
კრიმინალური საგამოძიებო ანალიზის მეთოდის მორგების მცდელობა იყო სერიულ სექსუალურ მკვლელობებზე. 33 შემთხვევიდან, რომელშიც დამნაშავე დაიჭირეს, მსხვერპლი კი 60 წელს გადაცილებული ქალები იყვნენ და დამნაშავეებმა ორჯერ მაინც ჩაიდინეს დანაშაული. ავტორებმა აიღეს რა საშუალო სტატისტიკური დამნაშავე აღმოჩნდა, რომ 80-85% სიზუსტით აღწერდა დამნაშავეებს (Turvey, 2012).

ორგანიზებული vs არაორგანიზებული

კრიმინალური პროფაილირების პროექტის შემდგომი განვითარება FBI-ს ორგანიზებული/არაორგანიზებულის დიხოტომია იყო. ეს სისტემა პროფაილერებას ეხმარება დამნაშავის კლასიფიცირებაში მათი გამოცდილების, დაგემვის და კომპეტენციის მიხედვით. ეს დიხოტომია ადვილი სასწავლებელი და გამოსაყენებელია (Turvey, 2012).
რესლერისა და კოლეგების კვლევამდე ტერმინი ორგანიზებული/ არაოგანიზებული პირველად გამოჩნდა ორგანიზებული არასოციალური და არაორგანიებული ასოციალურის სახით სექსუალური ტიპის მკვლელობებში და 36 დამნაშვის შესწავლის საფუძველზე ახლის შექმნის მაგვრად, განვითარდა არსებული კონცეფცია (Turvey, 2012).
ორგანიზებული არაორგანიზებული დიხოტომია გულისხმობს ორ პოლარიზებულ ნაწილს, ან აზრის ერთმანეთის საპირისპირო ნაწილებს. ამ მიდგომის მიზანი იყო დანაშაულის ადგილის პროფაილირების ენის გამარტივება სამართლის სფეროში გამოუცდელი სააგენტოების მოთხოვნებისთვის.  ის ასევე FBI-ს სტუდენტებისთვის კრიმინალური პროფაილირების ტექნიკების ეფექტური სასწავლო ინსტრუმენტია - განსაკუთრებით მათთვის, ვინც მხოლოდ სამართლის სფეროს წარმომადგენელია. მათ სჭირდებათ ისეთი ტერმინები, რომლებიც არ იქნება დატვირთული ფსიქიატრიული ჟარგონით, სჭირდებათ ისეთი ენა, რომელიც დაემარებათ ადვილად გაიგონ და დაეხმარებათ მკვლელის, მოძალადის და სხვა სახის დამნაშავის პოვნაში (Turvey, 2012).
მიუხედავად კლასიფიკაციის დისკრეტულობისა, პრაქტიკაში არც ერთი დამნაშავე სრულად არ ჯდება რომელიმე ერთ კატეგორიაში. დამნაშავეების უმეტესობა ამ ორ მახასიათებელს შორისაა: ასეთ დამაშავეებს „შერეული“ ტიპის დამნაშავეებს უწოდებენ (Turvey, 2012).
თუმცა, არსებობს ამ მოდელის ვრცელი კრიტიკა. ამ მოდელს გამზადებული იარლიყები აქვს დანაშაულისა და დამნაშავისთვის, რაც არ ისე კარგი რამაა. ეს გულისხმობს, რომ თუ დანაშაულის ადგილი ორგანიზებული მახასიათებლებისაა (განსაზღვრული ჯგუფური კვლევებით, რომლებიც დანაშაულის ადგილის საერთო ნიშნებს იკვლევს), ნავარაუდევია, რომ დამნაშავეც ორგანიზებული უნდა იყოს და ჰქონდეს ორგანიზებული დამნაშავის ნიშნები (განსაზღვრული ჯგუფური კვლევებით, რომლებიც დამნაშავის საერთო ნიშნებს იკვლევს). თუ დანაშაულის ადგილი არაორგანიზებული ხასიათისაა, მსგავსად, ამ შემთხვევაშიც მიიჩნევა, რომ დამნაშავეც არაორგანიზებული ტიპისაა (Turvey, 2012).
ამ კლასიფიკაციის სისტემის პროფაილირების მნიშვნელობა არის ის, რომ არაორგანიზებული დამნაშავე შერაცხულია ფსიქოტურად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქაოტური დანაშაულის ადგილის ძალით, მიიჩნევა, რომ დამნაშავე ფსიქიკური აშლილობისგან, კერძოდ, ფსიქოზისგან იტანჯება. რადგან ისინი ბევრ სამხილს ტოვებენ, მიიჩნევა, რომ მათ ნორმალურზე დაბალი ინტელეტი აქვთ, აქედან გამომდინარე უფრო დაბალი სოციალური ფუნქციონირება და ნაწილობრივი ან მთლიანი გარიყვა რეალობიდან (Turvey, 2012).
ორგანიზებული დამნაშავეები კი განისაზღვრებიან როგორც ფსიქოპათები. სხვა გვარად რომ ვთქვათ, უფრო მოწესრიგებული დანაშაულის ადგილის გავლენით, მიიჩნევა, რომ ისინი არ იტენჯებიან ისეთი ფსიქიკური აშლილობისგან, როგორიცაა ფსიქოზი. მიიჩნევა, რომ მათ კარგად იციან და ესმით თავინთი ქცევის ბუნება და ხარისხი (Turvey, 2012).
ტარვეი არ ემხრობა ორგანიზებული/არაორგანიზებული დიხოტომიის გამოყენებას, რადგან ეს მისი აზრით, ცრუ დიხოტომიაა, რომელიც კრიმინალრი ქცევის განვითარებადი ბუნებიდან და დანაშაულის ადგილის რეკონსტრუქციიდან შეცდომით დაინერგა. არსებობს რამდენიმე არგუმენტი, რომელიც ამყარებს ამ პოზიციას (Turvey, 2012).
პიველი, დანაშაულის ადგილების უმეტესობა წამოდგენილია კონტინიუმის ამ ორი უკიდურესი კლასიფიკაციის შუაში და არა რომელიმე ერთში. იგივე ეხება დამნაშავეებსაც (Turvey, 2012).
მეორე, მხოლოდ კვალიფიციური საგამოძიებო მეცნიერების მიერ შესრულებული კომპეტენტური კრიმინალური ანალიზის საფუძველზე შეიძლება დასკვნების გაკეთება როგორ და რატომაა დანაშაულის ადგილი წარმოდგენილი ისე, როგორცაა მოცემულ შემთხვევაში (პროცესი, განსაზღვრა რა მოხდა დანაშაულის ადგილზე დანაშაულის ადგილის რეკონსტრუქცია ეწოდება). დატოვებული ან არ დატოვებული სამხილების რაოდენობა განხილული უნდა იქნეს  მოვლენების დინამიკური სერიების კონტექსტში. არ შეიძლება მათი ინტერპრეტირება ერთი შეხედვით და იზოლირებული კონსტრუქტებით გამოუცდელი პირების მიერ (Turvey, 2012).
მესამე, ზოგადად, შეუძლებელია განვასხვაოთ ქცევის საფუძველი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს „არაორგანიზება“ დანაშაულის ადგილას. შედეგად, ძნელია განვასხვაოთ დანაშაულის ადგილი, რომელიც შემდეგ საზიარო „არაორგანიზებულ“ მახასიათებლებს მოიცავს: ოჯახური/ინტიმური მკვლელობა, რომელიც მრისხანებას მოიცავს, ნარკოტიკთან/ანკოჰოლთან დაკავშირებული მკვლელობა და ფსიქიკურად ავადმყოფის მიერ ჩადენილი მკვლელობა (Turvey, 2012).
მეოთხე, დანაშაულის ადგილის სამხილების მითითება ორგანიზებულ დამნაშავეზე, ავტომატურად არ ნიშნავს ფსიქოპატ დამნაშავეს. ფსიქოპათია სპეციფიკური პიროვნული აშლილობაა (DSM V-ის მიხედვით, ანტისოციალური პიროვნული აშლილობა) და ფსიქოტური ქცევის არ არსებობა/ნაკლებობა ვერ იქნება ფსიქოპათიის მანიშნებელი (Turvey, 2012).
მეხუთე, დამნაშავისთვის იარლიყის მიწებებამ დიხოტომიით, შეიძლება შეცდომაში შეგვიყავნოს და ვერ გავითვალისწინოთ დამნაშავის განვითარება დროსთან ერთად. ზოგი დამნაშავე დროსთან ერთად უფრო კომპეტენტური ხდება და ხვეწს უნარებს, ტოვებს უფრო ნაკლებ სამხილს და უფრო ფრთხილი ხდება. სხვა დამნაშავეები შეიძლება უფრო ნაკლებ კომპეტენტურნი გახდენ დროის გასვლასთან ერთად და უნარებიც დაუქვეითდეთ, დეკომპენსირება ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებით და ნივთიერებათა გაზრდილი მოხმარებით ხდება (Turvey, 2012).
მეექვსე, უკავშირდება მეორე და მეხუთე არგუმენტებს. დიხოტომია მნიშვნელობაში იღებს იმას, რაც ფიზიკურად მოხდა, მაგრამ არ ითვალისწინებს იმას, რატომ აღმოცენდა (Modus operandi). მათ, ვინც ეს დიხოტომია შეიმუშავეს იციან განსხვავება დანაშაულის ჩადენის ხერხსა[10] და დამახასიათებელ ქცევას[11] შორის და იციან ის საფრთხე, რომელიც თან შეიძლება ახლდეს ამ მახასიათებლების იგნორირებას. თუმცა, პარადოქსალურია, მაგრამ მათ მაინც შეიმუშავეს ისეთი დანაშაულის სცენის კლასიფიკაცია, რომელიც სრულად უგულებელყოფს ამ დამოკიდებულებას (Turvey, 2012).
მეშვიდე, ორგანიზებული/არაორგანიზებული დიხოტომიის ეთიკური საფრთხე. დიხოტომია ორ ფსიქიკურ აშლილობას ეფუძნება. უნდა ითქვას, რომ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დასმა დანაშაულის ადგილზე დაფუძნებით, ყოველგვარი კლინიკური ინტერვიუს, კლინიკური პრაქტიკის ან კომპეტენტური საგამოძიებო რეკონსტრუქციის გარეშე, რეალურად არაფერს ამბობს დამნაშავის მენტალურ ჯანმრთელობაზე, სანამ პროფესიონალების მიერ ადექვატური შეფასება არ მოხდება და ეს არ არის ლეგიტიმური გამოძიების პრაქტიკისთვის (Turvey, 2012).
მერვე, დანაშაულის ადგილის და დამნაშავის კლასიფიცირება ორგანიზებულად და არაორგანიზებულად იშვიათადაა წარმოდგენილი  უბრალოდ როგორც თეორია, როგორც ყველა ნომოთეტური ცოდნა (Turvey, 2012).
თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მიდგომის უარყოფა ასე მარტივადაც არ შეიძლება. ის დღემდე ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებადი მიდგომაა ნომოთეტური პროფაილერების მიერ. მისი ასეთი პოპულარობა განაპირობა მისმა სიმარტივემ (გამოსაყენებლად მოითხოვს ცოტა პრაქტიკას და ცოდნას) (Turvey, 2012)

კრიმინალური საგამოძიებო ანალიზის სტადიები

რესლერი ამტკიცებს, რომ არსებობს კრიმინალური საგამოძიებო ანალიზის ექვს-საფეხურიანი მეთოდი, თუმცა რეალურად ის ხუთი საფეხურისგან შედეგება, მექვსე ნაბიჯად კი დამნაშავის დაკავება მიიჩნევა (თუ მისი იდენტიფიცირება მოხდა). პირველი ხუთი საფეხური არის პროფაილირების შენატანი, გადაწყვეტილების მიღების პროცესის მოდელები, დანაშაულის შეფასება, დამნაშავის პროფილი და გამოძიება. ბოლო ფაზა არის დაპატიმრება (Turvey, 2012).
დუგლასი და ბარჯესი გვთავაზობენ შვიდ საფეხურიან პროცესს, რომელიც კლინიკოსების მიერ დიაგნოზის დასმას და მკურნალობის გეგმის შედგენას გაქვს. ეს შვიდი საფეხური შემდეგია (Turvey, 2012):
  1. უშუალოდ დანაშაულის აქტის შეფასება;
  2. დანაშაულის ადგილის(ების) სპეციფიკის დეტალური შეფასება;
  3. მსხვერპლის დეტალური ანალიზი;
  4. პოლიციის წინასწარი რაპორტი/მოხსენების შეფასება;
  5. პათოლოგანატომის აუტოფსიის პროტოკოლოს შეფასება;
  6. დამნაშავის მახასიათებლების პროფაილის შემუშავება;
  7.  პროფილის აგებით საგამოძიებო ვარაუდების მტკიცება.

დიაგნოსტიკური შეფასება

ეს არის იმ სამედიცინო და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები მიერ შემოთავაზებული სერვისების საერთო აღწერილობა, რომლებიც ეყრდნობიან კლინიკურ გამოცდილებას, როდესაც დამნაშავის პროფაილის, დანაშაულის ადგილისა და მსხვერპლის შესახებ აზრს გამოთქვამენ (Tuvey, 2012).
ნათელი და ინდეტიფიცირებადი პროცესის გარეშე, დიაგნოსტიკურ შეფასებაზე დაფუძნებული პროფაილები ძალიან იდეოსიკრეტულია, ეფუძნება რა დიდი ხარისხით კლინიკოსი პროფაილერი სპეციფიკურ ფონს. მისი განათლება, ტრენინგი და გამოცდილება განსაზღცრავს მიდგომას, რომელსაც ის აირჩევსპროფაილირების დროს (Gudjonsson and Copson, 1997 წყაროში (Tuvey, 2012)
ტურკოს (1990) აზრით, ყველაზე პროდუქტიურლი გარემოებება იქნება მაშინ, როცა პროფაილერს აქვს ორივე, კლინიკური და სამართლებრივი გამოცდილება (Tuvey, 2012).
საგამოძიებო ფსიქიატრის როლი მაქგრატის (2000) აზრით, ძალიან კარგად შეილება მოერგოს პროფაილინგს შემდეგი მიზეზების გამო (Tuvey, 2012):
  • მათი ფონი ქცევის მენიერებებსა და ცოდნა ფსიქოპათოლოგიაში აყენებს მათ იმ პოზიციაში, რომლითაც შეუძლიათ პიროვნული მახასიათებლების დადგენა დანაშაულის ადგილიდან მიღებული ინფორმაციით.
  • სასმართლო ფსიქიატრებს შეუძლიათ დასკვნების გამოტანა დამახასიათებელ ქცევებზე[12].
  • იღებენ რა ცოდნას და განათებას და ფოკუსირდებიან კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებაზე, სასამრთლო ფსიქიატრებს შეუძლიათ „ჩართონ თავიანთი გამოცდილება ახალ სფეროში“.თუმცა, ამასთან ის მიუთითებს, რომ პროფაილირების პროცესი არ უნდა რთავდეს და ყურადღებას ამახვილებდეს მკურნალობის საკითხებზე. ფსიქიატრს არ უნდა აერიოს თავისი საგამოძიებო მრჩევლის როლი მენტალური ჯანმრთელობის დიაგნოსტიკოსში.გარდა ამისა, რადგან მათი ჩართულობა პროფაილირებაში სპორადიულია, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებმა შეიძლება დაკარგონ კონტაქტი პოლიციის გამოძიებასთან და, შესაბამისად, ჰქონდეთ ბუნდოვანი და არარელევანტური შემოთავაზებები. ამიტომაც პოლიციის ოფიცრები ნაკლებად რთავენ ფსიქოლოგებს მათ გამოძიებაში, თუ რამე საერთო ნდობა ან რეციპროკული სარგებელი არ არის მოსალოდნელი. ეს საკმაოდ რთული წრეა შესაღწევად, რადგან ძნელია გარკვეული წვლილის შეტანა საქმეში, სანამ გამოცდილება არ დაგროვდება, ამასთან რთულია გამოცდილების მოგწოვენა, სანამ რაიმე სახის წვლილი არ იქნება საქმეში შეტანილი.მიუხედავად იმისა, რომ ამ მიდგომას არ აქვს კონრეტული თეორიული ჩარჩო, ქოპსონი და კოლეგები გამოყოფენ კლინიკური პროფაილირების პრინციპებს. მათ აზრით, ყოველი რჩევა უნდა იყო:
  • ინდივიდუალური: რჩევა არ უნდა ეფუძნებოდეს გარკვეული სახის ზოგად ანტისოციალურ კრიმინალურ სტერეორიპებს;
  • ინტერაქციული: გამოცდილების დონის ცვლილებასთან ერთად, პოლიციის ოფიცრების მიერ ფსიქოლოგიური კონცეფციების გაგებაზე დაყრდნობით.
  • რეფლექსიური: რჩევა უნდა იყოს დინამიკური, იმდენად რამდენადაც თითოეულ ელემენტს დარტყმის ეფექტი აქვს სხვა ელემენტებზე და ამ ახალ ინფორმაციას უნდა მივყავდეთ არამარტო ელემენტების, არამედ მთლიანი კონსტრუქტის  ხელახალი გადასინჯვისკენ.

ისინი ასევე გამოყოფენ რამდენიმე საფრთხეს:
  • ახლო ინტერაქცია ოფიცრებთან, პროფაილერს უბიძგებს არასწორი დასკვნებისკენ, როგორიცაა პროფაილის ისე „შეკერვა“, რომ მოერგოს ეჭვმიტანილს, ან გამოიგონოს ინტერვიუირების ისეთი სტრატეგია, რომელიც არაერთიკური ან არაკანონიერიც კია.
  • ის დიდი რაოდენობით ინფორმაცია, რომელიც ინტერაქციისა და რეფლექსიის პროცესის დროს შეგროვდა, ნიშნავს, რომ ჩანაწერის გარეთება განსაკუთრებით რთული და დროში გაწელილი პროცესია.
  • დიდი რაოდენობით ინფორმაცია შემაჯამებელ დოკუმენტში-მითუმეტეს თუ შემთხვევა წარუმატებელია - პროფაილერზე არასწორი წარმოდგენებისკენ უბიძგებს სხვებს.


საგამოძიებო ანთროპოლოგია

საგამოძიებო ანთროპოლოგს უნდა შეეძლოს ადამიანური და არაადამიანური ნარჩენების/ნაშთების ერთმანეთისგან გარჩევა და ასევე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა შეასრულოს ტაფონომიური[13] შეფასება და ქსოვილის შეფასება ნარჩენების/ნაშთების ეფექტურად დამუშავებისთვის. ანთროპოლოგს ნარჩენები/ნაშთების გასინჯვისას უნდა შეეძლოს ძვლოვანი მასალის გამოდიფერენცირება არაძვლოვანი მასალისგან, შემდეგ კი ადამიანური ძვლის გამოდიფრენცირება არაადამიანური ძვლისგან არსებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით (Stanojevich, 2012).
მას შემდეგ, რაც ექსპერტი განსაზღვრავს წარმოადგენს თუ არა ძვლები ადამიანის სხეულის გრაფმენტებს, მან უნდა შეასრულოს ტაფონომიკური შეფასება. საგამოძიებო ანთროპოლოგიაში, ტაფონომიკური დაშვება, მოდის ძირითადი ინტერპრეტაციიდან - ყველა მოვლენა გავლენას ახდენს ნარჩენებზე/ნაშთებზე სიკვდილიდან მის აღმოჩენამდე, რომელიც განისაზღვრებაისეთიაპლიკაციებით, როგორიცაა  სიკვდილის შემდგომი ინტერვალის განსაზღვრა, გარემოს რეკონსტრუქცია, სიკვდილის შემდგომი მოვლენების რეკონსტრუქცია და განმასხვავებელი მტკიცებულების აღმოჩენა ტაფონომიური ფაქტორებით წარმოქმნილი სიმულაციური ალტერნატივებიდან. საგამოძიებო ანთროპოლოგები ასევე იკვლევენ ქსოვილის ცვლილებებს, სწორად შეაფასონ ნარჩენები/ნაშთები. ადამიანურ და არაადამიანურ ნარჩენებს/ნაშთებს შორის განსხვავება, რომელიც ტაფონომიკურ შეფასებას და ქსოვილის შეფასებას მოყვება ეხმარება სპეციალის ტსგანსაზღვროს როდისაა მასალა მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის (Stanojevich, 2012).

ბიოლოგიური პროფაილის შექმნა

საგამოძიებო ანთროპოლოგი არგებს უცნობ გარდაცვლილ ინდივიდებს იდენტობას, ბიოლოგიური პროფაილის შემუშავებით, რომელიც მათ ფიზიკურ მახასიათებლებს ეფუძნება. არსებობს სხვა და სხვა ფაქტორი, რომელიც ეხმარება პროფესიონალებს დაადგინონ ინდივიდის ასაკი, სქესი და სიმაღლე. როცა საგამოძიებო ანთროპოლოგმა უნდა განსაზღვროს უცნობის ასაკი, მან პირველ რიგში უნდა გამოიყენოს თავისი ცოდნა ჩონჩხის და კბილების განვითარების შესახებ დასკვნის გამოსატანად. პირველი, ძვლების შეერთების ცენტრები ეხმარება ინდივიდის ასაკის განსაზღვრაში. მათი განვითარება დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, ძვლის ელემენტებზე, ნუტრიციულ და ჰორმონალურ სტატუსზე და ინდივიდუალურ სხვაობებზე. ამის შემდეგ, ასაკის დაზუსტება ასევე დამოკიდებულია სუბიექტის კბილების განვითარებაზე. საგამოძიებო ანთროპოლოგი ახდენსინდივიდის ოდონტოლოგიურ იდენტიფიკაციას/ამოცნობას მისი სტიმატოლოგიურ ცნობებზე დაყრდნობით“, რომელიც ეხმარება ასაკობრივი რანგის დადგენაში. როცა საგამოძიებო ექსპერტს უწევს სუბიექტის ბიოლოგიური სქესის დადგენათეძოს ძვლები წარმოადგენენ ჩონჩხის ყველაზე სექსუალურად დისმორფულ ნაწილებს“, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს სქესი. ანთროპოლოგებს შეუძლიათ ერთმანეთისგან ქალის და კაცის მენჯის განსხვავება სქესიდან გამოდინარე არსებული განსხვავებების გამო ზომასა და ფორმაში. მენჯის გასინჯვა სპეციალისტს საშუალებას აძლევს განსაზღვროს სუბიექტის ბიოლოგიური სქესი. სუბიექტის სიმაღლის დასადგენად ბევრი ფორმულის გამოყენება შეიძლება. მიუხედავად ამისა, „ყველაზე სანდო შედეგები დაფუძნებულია ძვლის სიგრძესა და ქვედა კიდურების ძვლებზეან უფრო ზოგადად ალომეტრიის გამოყენებას უკავშირდება. სხვა და სხვა ცოდნა, რომელსაც ანთროპოლოგი არგებს თავის სამუშაოს ეხმარება სუბიექტის ასაკის, ბიოლოგიური სქესის და სიმაღლის განსაზღვრაში, რომელიც შედის მანამდე უცნობი ადამიანის ბიოლოგიურ პროფაილში.

სიკვდილის მიზეზი

მტკიცებულება, რომელსაც საგამოძებო ანთროპოლოგი კორონერს ან პათოლოგანატომს წარუდგენს მნიშნელოვანია სიკვდილის მიზეზების გაგებასა და განსაზღვრაში. საგამოძებო ანთროპოლოგებიხშირად ტრავმულიმოვლენებისკლასიფიცირებასახდენენროგორცბასრი, ცეცხლსასროლი, ბლაგვი იარაღით მიყენებული ჭრილობებისბლაგვი იარაღით მიღებული დაზიანებაიწვევს ბზარებს და შეუძია ძვლის ფრაგმენტაცია“, რომელითაც განისაზღვრება იარაღის ფორმა, ტრავმის ტიპი, იარაღის კლასი. როდესაც ანთროპოლოგი ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ დანაშაულს იძიებს, მათმოუწევთთავის ქალის რეკონსტრუქცია, რომელიც გასროლამ დააზიანა, რათა დაზიანება შეფასდესეს შეფასება ეხმარება საგამოძიებო სპეციალისტებს განსაზღვრონ შემავალი და გამავავლი ჭრილობა. ბლაგვი და ბასრი იარაღით მიყენებული დაზიანება, ისევე როგორც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა წარმოქმნის ჩონჩხის უნიკალურ ატრიბუტებს, რომელიც ეხმარება საგამოძიებო ანთროპოლოგს მიაწოდოს კორონერს და პათოლოგ ანატომს ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც სიკვდილის მიზეზის განსასაზღვრადაა აუცილებელი და ეფუძნება ძვლების დაზიანებებს.

შემთხვევის შესწალა

აფტერის მიხედვით, სერიული მკვლელები ადგილზე აქვევევენ ადამიანს, რადგან საშიში რაღაცეები – მაგალითად, სერიული მკლვლელები – იწვევს ფსიქოლოგიური აგზნების მატებას. შფოთვის გრძნობების გასანეიტრალებლად, რაც ამ საშიშროებას – სერიულ მკვლელებს – ახლავს თან ჩვენ ვიყენებთ ისეთ დაცვით ჩარჩოებს, როგორიცაა ნარატიული განმარტებები ან ფსიქოლოგიური თეორიები. სერიული მკვლელების ქცევის ასახსნელად ჩვენ გარკვეულად წილად მოგვწონს კიდეც მისი მომხიბვლელი მაგნეტიზმის გამო (Kloer, 2002, p. B1 წყაროში (Oleson, 2005).
იგივე პრინციპი ხსნის ჩვენს ხიბლს საშინელებათა ფილმებისადმი. ჩვენ ბავშვობიდანვე გამოწვრთნილები ვართ საშინელებათა ისტორიებით. გიჟი მეცნიერები, უცხოპლანეტელი დამპყრობლები, ანომალიური ბუნებრივი სტიქიები და საზოგადოება, რომელიც დესენსიტირებულია (Alford, 1997 წყაროში (Oleson, 2005)). მაგრამ ამასთან ზოგიერთ ჰოლივუდის ბოროტმოქმედს შესწევს ძალა თანამედროვე გონებაშიც კი შიში დაბადოს. ეს ბოროტმოქმედები კი შემდეგ კომცეფციას ეფუძნებიან – იდეას, რომ მეზობლად ჩვენნაირი ადამიანი მკვლელობა უფრო ყუდასაღებია, ვიდრე ზებუნებრივი მონსტრები და ბუგიმენები/ბუები ((Broeske, 1992) წყაროში (Oleson, 2005).
იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ თავი ცოცხლად გვაგრძნობინონ ჩვენს პარალიზებულ საზოგადიოებაში, უცნაურად გაღმერთდნენ თანამედროვე სერიული მკვლელები. „ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია სერიული მკვლელებით“, ამბობს ბრუნო (Kloer, 2002, p. B1) წყაროში (Oleson, 2005)). ჰაუკერი (2001) მსგავსად წერს: „მთელ მსოფლიოს უყვარს სერიული მკვლელები“. ეს ავტორები მართალნი არიან.
ჩვენ გარდავქმენით ბოროტმექმედები უცნაურ გმირებად და მათი სიგიჟეების/უცნაურეობების მოდიფიცირება მოვახერხეთ მომხმარებლების მოთხოვნებთანაც და დღეს ღეობით უამრავი სერიული მკვლელის სუვენირი არსებობს ბაზარზე (Oleson, 2005).

ცნობილების და უცნობების სახელები


ჯეფრი დამერი
ტედ ბანდი
რიჩარდ რამირეზი
ეილინ უორნოსი
ჯონ ვეინ გეისი
თეოდორ ჯონ კაჩინსკი
დევიდ ბერკოვიცი
ედ გეინი
ჩარლზ სტარკვეზერი
კენეტ ბიანჩი
აარონ  ჩეჰანოვერი
ავრამ ჰერშკო
ირვინ როუზი
ფინ ი. კიდლენდი
ედვარდ ს. პრესკოტი
ელფრიდ იელინეკი
რიჩარდ აქსელი
ლინდა ბ. ბაკი
ვანგარი მაატაი
დევიდ ჯ. გროსსი
ცხრილი 1. (წყაროში (Oleson, 2005)).
ბევრი ადამიანი ცნობს ცხრილიდან ზოგიერთ სახელს, მაგრამ ცოტამ თუ იცის ყველა მათგანი. მართლაც, ადამიანები უფრო მეტად ცნობენ ზოგიერთ (ან ყველა) სახელს მარცხენა სვეტში, მაშინ, როცა მარჯვენა სვეტის სახელები ძირითადად უცხოა მათთვის. ეს იმიტომ, რომ მარცხენა სვეტში სერიული მკვლელების სახელებია და მარჯვენა სვეტში კი - 2004 წლის ნობელის პრემიის გამარჯვებულები. საზოგადოებისთვის უფრო მეტადაა სერიული მკვლელების სახელები ცნობილი, ვიდრე ნობელის პრემიის ლაურეატები (Oleson, 2005).
არსებულ ყველა რეალურ თუ გამოგონილ (fiction) ბოროტმოქმედებს შორის არსებობს ერთი სერიული მკვლელი – ჰანიბალ ლექტერი, რომელიც უპირობოდ დომინირებს. დოქტორი ჰანიბალ ლექტერი თომას ჰარისის წიგნების სერიის პერსონაჟია: „წითელი დრაკონი“ (1981), „კრავთა დუმილი“ (1988) და „ჰანიბალი“ (1999), „ჰანიბალის აღზევება“ (2006). წიგნები ფილმებად იქცა „Madhunter” (1986), „კრავთა დუმილი (1991), „ჰანიბალი“ (2001), „წითელი დრაკონი“ (2002), „ჰანიბალის აღზევება“ (2007). 2013 წელს გამოვიდა „წითელი დრაკონის მიხედვით დაგაღებული NBC სერიალი „ჰანიბალი“ (Oleson, 2005).
ზოგიერთს მიაჩნია, რომ ლექტერის პერსონაჟი მექსიკელ ექიმზეა დაფუძნებული, რომლისგანაც თომას ჰარისმა ციხეში აიღო ინტერვიუ; სხვები მიიჩნევენ, რომ ლექტერი ნამდვილი მოძალადე უილიამ ქოინერი მოდელზეა დაფუძნებული, რომელიც ციხიდან 1934 წელს ციხიდან გაიქცა და კლივლენდში თავაწყვეტილი[14] მკვლელობების სერია და კანიბალიზმის აქტები წამოიწყო (Sexton, 2001 (Oleson, 2005)). ზოგის მინიშნებით ეს პერსონაჟი უელსელ მკვლელ, ჯეისონ რიკეტზეა დაფუძნებული, რომელმაც მოკლა და გამოფატრა თავისი თანამესაკნე კარდიფის ციხეში (Hannibal Library, 2005 წყაროში (Oleson, 2005). უმეტესობას კი სჯერა, რომ ჰანიბალის გმირი წარმოიქმნა იმ შემთხვევების შესწავლიდან, რომელსაც ჰარისი FBI–ს ქცევითი მეცნიერების ქცედანაყოფში (BSU) ვიზიტისას გადააწყდა. ჯენკინსი კი ლექტერის კრიმინალურ წინაპრებად ტედ ბანდისა და ედმუნდ კემპერს მიიჩნევს. მაგრამ, რადგან თომას ჰარისი ინტერვიუებს არ სწყალობს, ჯერ კიდევ გაურკვეველია პასუხი ამ კიხვაზე. მაგრამ ფაქტია, რომ ჰარისის BSU–სთან მოკლე ვადიანმა ურთიერთობამ ავტორს გააცნო  FBI–ის გავლენიანი სერიული მკვლელობების მოდელი (Oleson, 2005).
FBI–ს სერიული მკვლელობის ეტიოლოგიაში ორი მნიშვნელოვანი პრეკურსორია. პირველი ეს არის პათოლოგიური ფანტაზიები (მაგალითად, Hickey, 1991, MacCulloch, Snowden, Wood, & Mills, 1983; Prentky, Burgess, & Carter, 1986; Ressler, Burgess, & Douglas, 1988 და მეორე – ბავშვობის დროინდელი ტრავმა (მაგალთად, Abrahamsen, 1973; Lewis et al., 1985; Malmquist, 1971; Seghorn, Prentky, & Boucher, 1987; Smith, 1965). წიგნების მიხედვით, ლექტერი ამ ეტიოლოგიის ორივე კატეგორიაში ჯდება. ის სიამოვნებას იღებს მდიდარი, დეტალიზებული ფანტაზიებიდან და ასევე სერიოზული ტრავმა გადაიტანა ბავშვობაში. ის ასევე საინტერესო პერსონაჟია, რადგან FBI–ს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოდელს ერგება (Oleson, 2005)..
1992 წელს ბურჯესმა და რესლერმა შეიმუშავეს მოტივზე დაფუძნებული კლასიფიკაციის სისტემა მკვლელობებისთვის, რომელშიც შედიოდა სექსუალური ტიპის მკვლელობა, მაგრამ მოიცავს მკვლელობის უფრო ფართო ტიპებს. არსებობს მკვლელების კლასიფიცირების ბევრი გზა, თუმცა რადგან ჰარისი FBI–ს ქცევითი მეცნიერების ქცედანაყოფთან გადიოდა კურსებს 1980–იანების დასაწყისში, მაშინ, როცა FBI–ს აგენტები იწყებდნენ ორგანიზებული არაორგანზებულის წინააღმდეგ დიხოტომიის კლასიფიკაციის შემოტანას, მის ლიტერატურაზე დიდი გავლენა მოახდინა FBI–ს ამ ადრეულმა ტაქსონომიამ (Oleson, 2005).
ორგანიზებული vs  არაორგანიზებული
ფსიქოპატი (ორგანიზებული) დამნაშავის მახასიათებლები
ფსიქოტური (არაორგანიზებული) დამნაშავის მახასიათებლები
საშუალოზე მაღალი ინტელექტი
საშუალოზე დაბალი ინტელექტი
სოციალურად კომპეტენტური
სოციალურად არაადეკვატური
ნიჭიერი/კარგი უნარების მქონე მუშაკია
ცუდი უნარების მქონე მუშაკია
სექსუალურად კომპეტენტურია
სექსუალურად არაკომპეტენტურია
დაბადების რიგით უფროსი შვილია
დაბადების რიგით უმცროსი შვილია
მამის სტაბილური სამსახური
მამის არასტაბილური სამსახური
არაკონსისტენტური დისციპლინა ბავშვობაში
უხეში დისციპლინა ბავშვობაში
გუნება-გაწნყობილებაზე კონტროლის უნარი დანაშაულის ჩადენის დროს
შფოთვა დანაშაულის ჩადენის დროს
ალკოჰოლის მოხმარება დანაშაულის დროს
ალკოჰოლის მინიმალური მოხმარება
სწრაფი სიტუაციური სტრესი
მინიმალური სიტუაციური სტრესი
პარტნიორთან მცხოვრები
მარტო მცხოვრები
გადაადგილდება, კარგ მდგომარეობაში მყოფი მანქანით
ცხოვრობს/მუშაობს დანაშაულის ადგილთან ახლოს
თვალყურს ადევნებს მედიაში გაშუქებულ დანაშაულს
მინიმალური ინტერესი მედიაში გაშუქებული დანაშაულის მიმართ
შეიძლება შეიცვალოს სამუშაო ან დატოვოს ქალაქი
დამახასიათებელი ქცევის ცვლილება
ცხრილი 2. (წყაროში (Oleson, 2005)).
ჰანიბალ ლექტერი ამ ორგანიზებული დამნაშავის თოთხმეტი მახასიათებლიდან თითქმის ყველას ერგება (Oleson, 2005).
პირველი, ლექტერს აქვს საშუალოზე მაღალი ინტელექტი, მართლაც, ჰარისი მის ინტელექტს აღწერს, როგორც „კაცობრიობისთვის ნაცნობი ყველა მეთოდით გაუზომელს“ ( (Harris, The silence of the lambs, 1988) გვ 190).
მეორე, ლექტერი სოციალურად კომპეტენტურია. დაპატიმრებამდე, ის ხელოვნების დიდი ქომაგი იყო. მისი სოციალური წრე მას როგორც „განსაკუთრებუთ მომხიბვლელს და გასაოცარს“ აღწერდა ( (Harris, Hannibal, 1999) გვ. 300). მისი შეზღუდული საკნის პირობებშიც კი ბალტიმორის ფსიქიკურად დაავადებული დამნაშავეების საავადმყოფოში, ლექტერი წუწუნება, რომ „უხეშობა აღუწერლად მახინჯია“ მისთვის ( (Harris, The silence of the lambs, 1988)გვ 24), რჩება თავაზიანი და სოციალურად მიმზიდველი, რომელიც არაკონგრუენტულია ამ საპყრობილისმაგვარი გარემოსთვის.
მესამე, ლექტერი უპირატესობას ანიჭებს მაღალ უნარებიან სამუშაოს. ის დაპატიმრებამდე შესანიშნავი და პატივცემული ფსიქიატრი იყო ( (Harris, The silence of the lambs, 1988) გვ. 124) და გაქცევის შემდეგ მან შეითავდა მთარგმნელის და კურატორის პოსტი ფლორენციის ბიბლიოთეკაში ( (Harris, Hannibal, 1999) გვ. 136).
მეოთხე, ის სექსუალურად კომპეტენტურია. მიუხედავად იმისა, რომ ლექტერის მტრები ცრუ ინფორმაციას აცხადებნენ თითქოს ის ჰომოსექსუალი იყო და ქირაობდა პროსტუტოციით დაკავებულ პირებს სადომაზოხისტური მიზნებისთვის, წიგნის ავტორი იცავს ლექტერის ღირსებას, იმის აღნიშვნით, რომ ბალტიმორის სოციალურ წრეებში ლექტერს ხშირად ხედავდნენ მომხიბლავ ქალებთან ერთად ( (Harris, Hannibal, 1999) გვ. 263). ლექტერს ასევე ბოლომდე მიჰყავს თავისი ურთიერთობა კლარის სტარლინგთან და სექსუალური ტიპის ურთიერთობას ამყარებს ( (Harris, Hannibal, 1999) გვ. 267).
მეხუთე, დაბადების რიგი. ის პირველი შვილია აღმოსავლეთ ევროპულ ოჯახში. ლექტერს ერთი უმცროსი და ჰყავდა, რომელიც დიდი ხნით ადრე გარდაიცვალა ( (Harris, Hannibal, 1999) გვ. 255, 267 283).
მეექვსე, ლექტერის მამას სტაბილური სამსახური ჰქონდა. ის ლიტვური წარმოშობის არისტიკრატი იყო. მისი გვარი მეათე საუკუნიდან გრაფის წოდებას ფლობდა. დედა კი მაღალი წარმომავლობის/წრის იტალიელი ვისკონტი იყო.
მეშვიდე, მიუხედავად იმისა, რომ ტრილოგიაში ცოტა რამეა ნათქვამი ლექტერის ბავშვობის შესახებ. მაინც ჩანს, რომ ის არაკონსისტენტური დისციპლინით იზრდებოდა. როცა 6 წლის იყო ნაცისტმა ტაკისტებმა მოკლეს მისი მშობლები. რამდენიმე  მოშიმშილე დეზერტირმა ტანკისტმა ბავშვები (ჰანიბალი და მისი და - მიშა) ტყვედ აიყვანა და ფარდულში გამოკეტეს. დეზერტირებმა მოსინჯეს ჰანიბალის ბარძაყი და მკლავი, მაგრამ ზედმეტად გამხდრად მიიჩნიეს და  მისი დის მოკვლა და შეჭმა არჩიეს. როცა ლექტერი მიშას ჩაეჭიდა, დესერტირებმა ხელი ფარდულის კარში მოაყოლეს და ძვალი გაუტეხეს. იყო არისტოკრატი და უცებ მოგეპყრონ, როგორც ტყვეს და საკვების წყაროს, გქონდეს ხელი მოტეხილი და უშედეგოდ ცდილობდე შეეწინააღმდეგო შენი დის ნაჯახით დაჩეხვას, შეიძლება არაკონსისტენტურ ბავშვობის დროინდელ დისციპლინად მივიჩნიოთ (Oleson, 2005).
მერვე, ლექტერი ავლენს ძალიან კონტროლირებად ბუნებას მკვლელობის ჩადენის დროს. პერსონაჟი არაჰუმანურად თვითშეპყრობილია. წითელ დრაკონში დოქტორი ჩილტონი ასე აღწერს ლექტერის თავდასხმებს: ( (Harris, Red Dragon, 1981) გვ. 52) „1976 წლის 8 ივლისს შუადღისას მან მკერდში ტკივილზე დაიჩივლა. ელექტრო კარდიოგრამის ჩასატარებლად გასასინჯ ოთახში ღვედები მოხსნეს. ერთ-ერთმა თანმხლებმა პირმა ოთახი დატოვა სიგარეტის მოსაწევად, მეორე კი ერთი წამით შეტრიალდა. მედდა ძალიან სწრაფი და ძლიერი იყო. მან მოახერხა ერთი თვალი მაინც შეენარჩუნებინა“.
მეცხრე, ლექტერი ხანდახან იყენებს ალკოჰოლს მკვლელობის ჩასადენად. მაგრამ არ მოიხმარს მას საკუთარი თავის „განთავისუფლებისთვის“. ის მოიხმარს ალკოჰოლს საკუთარი კულინარიული სამზადისის დამატებით კომპონენტად: „ერთხელ ჩემი ტესტირება მოსახლეობის აღწერის აგენტმა მოინდომა, მე კი მისი ღვიძლი ცერცვთან ერთად მივირთვი და მშვენიერი კიანტიც დავაყოლე“. ( (Harris, The silence of the lambs, 1988) გვ. 262)
მეათე, ჰანიბალი ხანდახან სტრესის ეპიზოდების დროს კლავს. როცა ვინმე, შეურაცხყოფას აყენებს, ან ნერვებს უშლის ან თავს აბეზრებს ის მათ ხანდახან კლავს. მაგალითად, როცა საკუთარმა პაციენტმა დაღალა (ბენჯამინ რასპაილი), ლექტერმა ის უბრალოდ მოკლა. „ფრანკლი, მომბეზრდა და დავიღალე მისი წუწუნით, ეს მისთვის საუკეთესო საშუალება იყო. თერაპია არსად არ მიდიოდა“ ( (Harris, The silence of the lambs, 1988) გვ. 57).  ბალტიმორი ფსიქიკურად დაავადებული დამნაშავეების საავადმყოფოში ის თავის თანამესაკნეს კალვს, როცა ის კლარის სტარლინგს სპერმას ესვრის. როცა ლექტერი გაქცევას ახერხებს მალე ის დოქტორ ფრედერიკ ჩილტონს კლავს 8 წლიანი წამებისა და ექსპერიმენტებისთვის (Oleson, 2005)..
მეთერთმეტე, ლექტერი პარტნიორთან ცხოვრობდა. „ჰანიბალის“ ბოლოს ლექტერი კლარის სტარლინგთან ერთად ბუენოს აირესში გარბის, და ამით სამაგალითო პარტნიორულ ურთიერთობას ამყარებს მასთან (Oleson, 2005).
მეთორმეტე, შეიძლება ითქვას, რომ ლექტერს სიამოვნებას ანიჭებს კარგ მდომარეობაში მყოფი მანქანით გადაადგილება. ის გარკვეული პერიოდის შემდეგ იაგუარ XJR იძენს (Oleson, 2005).
მეცამეტე, ლექტერი თვალს ადევნებს დანაშუალის სიახლეებს მედიაში. მიუხედავად იმისა, რომ საგაზეთო ჯურნალისტიკა ბანალურად მიაჩნია რეალური ინტერესისთვის, მაინც აგროვებს ამონაჭრებს ბუნებრივი კატასტროფების და საშინელებების შესახებ ( (Harris, Red Dragon, 1981) გვ. 241) . ამაში ის ივან კარამაზოვს ჰგავს (Oleson, 2005).
მეთოთხმეტე, ზოგჯერ ლექტერი იცვლის სამსახურს და ქალაქს, როცა მისი დანაშაული ასეთი სასტიკი მეთოდების მიღებას საჭიროებს. ამასთან იცვლის არა მარტო ქალაქს და სამსახურს (ფსიქიატრიდან ფსიქიატრიულ პაციენტამდე და მთარგმნელ–კურატორამდე), მაგრამ იცვლის საკუთარ მახასიათებლებსაც. მაგალითად, „კრავთა დუმილში“ ის თვითონ იკეთებს სილიკონის გელით ინექციას საკუთარი შესახედაობის შესაცლელად ( (Harris, The silence of the lambs, 1988) გვ. 349–50). „ჰანიბალში“ კი რამდენიმე თითსაც კი იჭრის იდენტობის დასამალად ( (Harris, Hannibal, 1999) გვ. 184). ასე, რომ თომას ჰარისმა FBI–ს დიქოტომიურ მოდელზე დაფუძნებით, ჰანიბალის სახით ორგანიზებული დამნაშავის პროფილი შემქნა (Oleson, 2005).
გარდა ფანტაზია–ტრავმა ეტიოლოგიური მოდელისა და ორგანიზებული–არაორგანიზებული დამნაშავის მოდელისა ის არ ერგება სხვა კრიმინოლოგიურ მოდელებს, რომლებიც სერიული მკვლელობებს სხნის. მაგალითად, ის არ ერგება ნორისის და ჯინანჯელოს დამოკიდებულების მოდელს. ამ ავტორების მიხედვით, სერიული მკვლელობის ფორმირება ხდება დამოკიდებულების მსგავსად, რომელშიც მკვლელების რიტუალურად მოქმედებენ მათი ფანტაზიების შესაბამისად, რომლის მანიფესტირებასაც ცხოვრებაში ახდენენ. ნორისი განიხილავდა შვიდ საფეხურს, რომლის გავლითაც მკვლელის ფანტაზიები ხორციელდება (Oleson, 2005):
აურის ფაზა[15]: ყოველდღიური ცხოვრებიდან გარიყვა/გათიშვა; შესაძლო ჰალუცინაციები; გრძელი და გავარჯიშებული ფანტაზის მდგომარეობა; საღი აზრის დაკარგვა; შეფერხება კონტრილში.
პრელუდიის ფაზა[16]: ფანტაზიის შესაბამისი ქცევა აქტიურად პოტენციური მსხვერპლის ძიებით; განზრახულად შესაფერისი ნადავლის ძიება; განგაში და ფოკუსირება შესაძლო მსხვერპლის იდენტიფიკაცია; შემდგომში მსხვერპლის აქტიური ადევნება.
არშიყის ფაზა[17]: ფანტაზიის რეალობაში გადმოტანა ადევნების ზღვარს გაცდენით და მსხვერპლთან რეალური ინტერაქციით, მათი ნდობის მოპოვება და მათი მახეში შეტყუება; მსხვერპლის ბუნებრივი ეჭვის დაძლევა.
დაჭერის ფაზა[18]: შეიძლება იყოს უეცარი (როგორიცაა კარის ჩაკეტვა ან მსხვერპლზე თავდასხმა ხელკეტით) ან საკმაოდ თანდათანობითი (ისეთი მონოლოგი, რომელიც მიანიშნებს იმ ძალადობაზე, რომელსაც ადგილი ექნება); ფანტაზიის განხორციელება მსხვერპლზე დომინირების გავარჯიშებით.
მკვლელობის გაზა: გააზრება, რომ ხანგრძლივად გავარჯიშებული ფანტაზია ანიჭებს ინტენსიურ ემოციებს მკვლელს, როგორიცაა (ემოციური კვაზარი, სიმართლის შეფასებისადმი სიბრმავე; შეიძლება ან შეიძლება არც მოიცავდეს სიკვდილამდე სადიზმს; ზოგიერთი მკვლელი მიუთითებს სპონტანურ ორგაზმზე მკვლელობის მომენტში.
ტოტემის ფაზა[19]: რანდგან მკვლელობის ფაზის ინტენსივობა სწაფად ქრება, ზოგი მკვლელი ახლა უკვე მოკლულ მსხვერპლს სიმბოლურ ტროფეიდ აქვს, უღებს ფოტოებს, ინახავს მსხვერპლის სხულის რომელიმე ნაწილს, როგორც ტრიუმფალური მკვლელობის ნაწილს.
დეპრესიის ფაზა. ტოტემური სუვენირებიც კი ვერ ინარჩუნებს მკვლელობის „კაიფს“ და მკვლელი იწნებს მტკივნეული გარიყვების განცდას; სიცარიელის და სევდის განცდა შეიძლება დომინირებდეს მის გონებაში, რაც საფუძველს აძლევს საცოდავ ფანტაზიებს, რომელიც ტრიგერია აურის ფაზაში დაბრუნებისთვის.
ეს მოდელი შეიძლება ზუსტი იყოს მკლელობის კომპულსიის აღსაწერად, რომელიც სერიულ მკლელს მართავს, მაგრამ ეს არ აღწერს ლექტერის პერსონაჟს. ლექტერის დანაშაულს არ ახლავს თან დისოციაცია ან აურის ფაზის ფანტაზიები და მკლელობის შემდეგ ის არანაირი დეპრესია-გარიყულობისგან არ იტანჯება.
საინტერესოა, რომ ეს არ არის ხშირად გამოყენებული ფსიქოლოგიური მოდელებიდან ერთადერთი, რომელიც ვერ ერგება ჰანიბალ ლექტერის პერსონაჟს.

ლექტერს ტრილოგიის განმავლობაში ხშირად და განმეორებითად უწოდებენ „სოციოპატს“, მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟი რეალურად არ ხვდება ამ კლინიკურ პროფილში. „წითელ დრაკონში“ ერთ აგენტი აღწერს მის სოციპატიას: „სოციაოპატს ეძახიან, რადგან არ იციან სხვა რა შეიძლება უწოდონ. სოციაოპატის ზოგიერთი ნიშანი აქვს. არ აქვს არანაირი დანაშაული გრძნობა. და ჰქონდა პირველი და ყველაზე უარესი ნიშანი - სადიზმი ცხოველებისადმი ბავშვობაში.... მაგრამ არ აქვს სხვა დანარჩენი მარკერები... არ ყოფილა მაწანწალა, არ აქვს კანონთან პრობლემების ისტორია. არაა უგრძნობი“ (1981, 47). ეს აგენტი მართალია: ლექტერი არ ავლენს ფსიქოპათის ბევრ მახასიათებელს, რომელიც აღწერილია კლერკლეის (1976) პიონერულ კვლევაში და შემდგომში კი განვითარებულ იქნა ჰეირისა (1996) და რაინის მიერ (1993). არ აკმაყოფილებს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის კრიტერიუმებს ანტისოციალური პიროვნული აშლილობისთვის (იხ. ცხრილი 2). არც თანხვდება ჰეირის გავრცელეულ ფსიქოპათიის ჩექლისთის განსაზღვრულ პროფაილს.

მჭერმეტყველება/გარეგნული შარმი
უწესრიგო სექსუალური ურთიერთობები
ფსიქოპათიის (ან მსგავსი) ადრეული დიაგნოზი
ადრეული ქცევითი პრობლემები
აგოცენტრულობა/განდიდების განცდა საკუთარ თავთან მიმართებით
რეალური, ხანგრძლივი გეგმების ნაკლებობა
მიდრეკილება მოწყენილობისადმი/დაბალი ფრუსტრაციისადმი ტოლერანტობა
იმპულსურობა
პათოლოგიური ტყუილი და თვალთმაქცობა
უპასუხისმეგლო საქციელი
ცბიერება/გულწრფელობის ნაკლებობა
ხშირი ქორწინება
სინდისი და დანაშაულის გრძნობის ნაკლებობა
დელიქცენტური ქცევა არასრულწლოვანების ასაკში
აფექტი და ემოციური სიღრმის ნაკლებობა
ღარიბი პრობაცია
გულქვაობა/ემპათიის ნაკლებობა
საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის არ არსებობს
პარაზიტული ცხოვრების სტილი
სხვადასხვა სახის დანაშაული
მოკლე ხასიათის/ღარიბი ქცევითი კონტროლი
ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება პირდაპირ არ იწვევს ანტისოციალურ ქცევას
ცხრილი 3. Hare (1980 წყაროში (Oleson, 2005))

აგენტმა ზემოთ მოცემულ მონაკვეთში შეცდომით სოციოპატიის მახასითებლებს ცხოველებისადმი სადიზმიც მიაწერა. მაგრამ ეს გასაგები შეცდომაა. სოციოპატიაში, აგენტი ალბათ გულისხმოდა შედარებით უცნობი „მკლელთა ტრიადიდან“ ყურადსაღებ ქცევას: ენურეზი, ცხოველებისადმი სასტიკე და ცეცხლის წამკიდებლობა (Douglas & Olshaker, 1996) წყაროში (Oleson, 2005)). ზოგიერთი BSU აგენტის მიხედვით, ეს სამი ქცევა, განსაკუთრებით თუ ისინი ერთადაა მოცემული, შეიძლება იყოს სერიული მკლელობის გაზრდილი რისკის მაჩვენებელი. საინტერესოა, რომ ჰანიბალ ლექტერი არც ამ პროფილში ჯდება. ამით ის გაქკვეულ პარადოქსს წარმოადგენს ერგება კრიმინოლოგიურ მოდელებს, როგორცაა ფანტაზია-ტრავმა ეტიოლოგიის მოდელი და ორგანიზებული დამნაშავის პროფილი, მაგრამ არ ერგება სერიული მკლელის დამოკიდებულების მოდელს, ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მოდელს ან მკლელთა ტრიადას. მაგრამ არსებობს ერთი სხვა მახაზიაებელი, რომელიც ლანიბალ ლექტერის დამნაშავეებში კლასიფიკაციას ართულებს, ეს მისი კანიბალიზმია (Oleson, 2005).

ჰანიბალ ლექტერი: დახვეწილი სერიული მკვლელი

არენსის (1979) აზრით, კანიბალიზმი უფრო რიტორიკაა, ვიდრე რეალობა. ის ირწმუნება, რომ როცა ადამიანების ერთი ჯგუგი მეორე ჯგუფს აღწერს როგორც კანიბალს, ეს რეალურად უბრალოდ კულტურული იარლიყების ფორმაა, ხელსაწყოა იმისათვის, რომ მათთან შედარებით მორალური უპირატესობა მოიპოვო. არის თუ არა არენსის თეზისი სწორი არ აქვს მნშვნელობა, ფაქტია კანიბალიზმი ისტორიის მანძილზე ასრებობდა/თავს იჩენდა: ევროპის დიდი შიმშილობის დროს (1315-17) (Aberth, 2000 წყაროში (Oleson, 2005), უკრაინის შიმშილობის დროს 1930 წლებში (Lukov, 2003 წყაროში (Oleson, 2005), ლენინგრადის ბლოკადის დროს მეორე მსოფლიო ომში (Vulliamy, 2001 წყაროში (Oleson, 2005), და ასევე მიიჩნევა რომ 20000-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული და შეჩმული გუნქსი ჟუანის რეგიონში კომუნისტური პარტიის წამომადგენლების მიერ ჩინეთის კულტურული რემოვოლუცისას (O’Hagan, 2001 წყაროში (Oleson, 2005). მაგრამ შიმშილობის დროს განხორციელებული კანიბალიზნი ფუნდამენტურად განსხვავდება მკვლელების მიერ ჩადენილი კანიბალიზმისგან. ადამიანის ხორცის მიღებით კანიბალი მკვლელი პატივს არ სცემს საკუთარ კულტურას. ის მას ქმნის. ადამიანის ხორცის მიღებით კანიბალი კვლელი არ ახდენს კანიბალიზმის წინააღმდეგ არსებული ტაბუს რჩვევას იმიტო, რომ ეს ასე უნდა გააკეთსო, არამედ ამას აქკეთებს იმიტომ, რომ შეუძლია. კანიბალი სერიული მკლელები ისტორიის მანძილზე საკმაოდ ცნობილია: 1920 იან წლებში ალბერ ფიშმა გააუპატიურა, მოკლა და შეჭამა რამდენიმე ბავშვი ((Bell, 2005) წყაროში (Oleson, 2005); 1950-იან წლებში ედ გლეინმა - ფილმ „ფსიქოს“ შთაგონების წყარომ (Hitchcock, 1960; Picart & Greek, 2003, წყაროში (Oleson, 2005)) - მოკლა სამი ადამიანი, 15 ქალის გვამის ეგზგუმაცია მოახდინა, შემდგომ მათ ატყავებდა და ეს კანი სახლში ეცვა, ხოლო მათ ზოგიერთ ნაწილს კი ჭამდა (Bell, 2005 წყაროში (Oleson, 2005)); 1980-იან წლებში ჯეფრი დამერმა მოკლა და კანიბალიზმის აქტი განახორციელა 17 მამაკაცზე, ის ჭამდა მათ ნაწილებს იმის რწმენით, რომ მათ სიცოცლე შთაებერებოდათ მის სხეულში (Bell, 2005; Simon, 2000; Tithecott, 1997 წყაროში (Oleson, 2005)). მიხედავად ნამდვილი ცხოვრებისეული მაგალითებისა, რომ კანიბალი მკვლელები არსებობს, მცირე ეჭვი მაინცაა, რომ ადამიანის ცორხის მიღება დასავლურ საზოგადოებაში აღქმულია, როგორც ღრმა ცვლილება. სანამ ეს მდგომარეობა არ იქნება გამრთლებული საშინელი შიმშილობით, კანიბალიზმი სიგიჟის ნომერ პირველ მრკიცებულებად მიიჩნევა ((Samuels, 1975, pp. 199-200) წყაროში (Oleson, 2005).
არმინ მეივსის, გერმანელი ჰომოსექსუალი ინტერნეტ სექს კანიბალის, გარშემო არსებული ფურორი ადასტურებს კანიბალიზმის გარშემო არსებულ ანტიპათიას. მიუხედავად ამისა, მეივისის მსხვერპლმა (ბერნარდ-იერგენ ბრანდესი) საკუთარი სურვილით არჩია მოეკლათ და შეეჭამათ, მეივისი მაინც მკვლელად ჩათვალეს და რვაწლი ნახევრით პატიმრობა მიუსაჯეს ბრანდესის მკლელობისთვის (Saunders, 2004, წყაროში (Oleson, 2005)). 2005 წლის აპრილში, ბრალმდებელმა განაცხადა, რომ მეივის სამუდამო პატიმრობა უნდა მისჯოდა და გერმანულმა სასამართლომ ხელახალი პროცესი დანიშნა. ზოგი მიიჩნევდა, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, რადგან ბრანდესმა თანხმობა განაცხადა მოკვლასა და შეჭმაზე, მაგრამ კომენტატორებმა/პუბლიკამ განრისხება და ზიზღი გამოავლინეს (Oleson, 2005).
საინტერესოა, რომ საზოგადოებამ ჰანიბალ ლექტერის მიმართ არ გამოავლინა იგივე ეჭვი, რაც მეივისის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ორივემ ძალადობრივად დაარღვია ღრმად არსებული სოციალური ნორმა და კანიბალიზმის აქტში ჩაება, ლექტერი მაინც განაგრძობს იყოს სახელოვანი, მაშინც როცა მეივიზი საცოდავ ფრიკად შეირაცხა. ალბათ ასეთი განსხვავება პუბლიკის აღქმაში იმიტომ არსებობს, რომ მეივისმა მსხვერპლის პენისი შეჭამა, ამით გარკვეულ სექსუალურ მოტივზე მიანიშნა, მაშინ, როცა ლექტერის მიზნები ასექსუალურია. მაგრამ ეს ახსნა სუსტია: მეივი ამტკიცებს, რომ მის მიერ ჩადენილი კანიბალიზმის აქტი, უფრო ახლობლური ურთიერთობა იყო, ვიდრე სექსი Eckardt, 2004 წყაროში (Oleson, 2005)). არსებობს მეორე ახსნაც. შესაძლოა, პუბლიკა ლექტერს მიუტევებს მის ტრანსგრესიებს, რადგან ის კანიბალიზმს გურმანობით ნიღბავს. ისინი პატიობენ მას, რადგან ლექტერმა ჩინებულად განივითარა ისეთი ადამიანის გემოვნება, ვინც უპირატესობას ანიჭებს მუსიკასა და წიგნებს (Harris, 1988), ძვირადღირებულ მანქანებს, გურმანულ სამზარეულოს, ვინც ვერ იტანს უზრდელობას და ავლენს უმწიკვლო მანერებს. ისინი მიუტევებენ მას, რადგან ის მის საზიზღარ სამზადისებს იშვიათ, სპეციალურად შერჩეულ ღვინოს უწყვილებს. ან შესაძლოა მიუტევებს ლექტერს რადგან, როგორც ლათინური მაქსიმა გვეუნება „რაც იუპიტერისთვის დაშვებულია, დაუვებელია ხარისთვის“. მეივისში ისინი ხედავენ აუთსაიდერს და მას ვინც ვერ ერგება საზოგადოებას. თუ გიჟად არა, ისეთ ადამიანად მიიჩნევენ, ვისაც არ შეუძლია საზოგადოების ყველაზე რუდიმენტული წესის შესრულება (მაგალითად, არ შეჭამო ადამიანები). ლექტერში პუბლიკა ხედავს რჩეულს, რომელმაც სოციუმის კონვენციებს იმიტომ კი არ გადაუხვია, რომ არ შეუძლია მათთან შეთავსება, არამედ არ სურს მათი შესრულება. ის არჩევს არ შეასრულოს. ასეთი უზადო მანერებით ჰანიბალ ლექტერი ისეთი განათლებული, კულტურული გახდა, რომ მან საკუთარი თავი გაანთავისუფლა სოციუმის ტაბუებისგან და კანონზე მაღლა ავიდა. შეიძლება ვინმე შეეწინააღმდეგოს ამას და ლექტერი ბოროტმოქმედად მიიჩნიოს, მაგრამ ისინი მაინც აფასებენ მის ძალას და გაბედულებას, რომლითაც ის საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს და ამით განახილვინებს თავს როგორც ნაწილობრივ (მაინც) გმირს. ამით ის წარმოგვიდგება როგორც გმირული არქი-ბოროტმოქმედი (Oleson, 2005).

ჰანიბალ ლექტერი: პარადოქსის ტრიუმფი

ჰანიბალ ლექტერი პარაქოსური პერსონაჟია, ის ბინარულ დეფიცინიაში, სიველურესა და ცივილიზებულობას შორის, ხაზია.  ფაქტი, რომ ჰანიბალის პერსონაჟი გარკვეულ წილად პარადოქსულია, შეიძლება დაგვეხმაროს მისდამი მიზიდულობის ახსნაში. ლექტერის მკითხველების შეიძლება განიცდიდნენ გარკვეული სახის კენეტიკურ ელფერს/ჯაჭვი. კენეტიკური ელფერი არის ტერმინი, რომელიც გამოყენება იმ კოგნიტური ძალისხმების აღსაწერად, რომელიც არსებობს, როცა არაკონგრუენტული მდგომარეობები უნდა შეთავხდნენ გონებაში (Sarbin, 1972 წყაროში (Oleson, 2005)). ის შეიძება გამოყენებული იყო იუმორის (Johnson, 1990 (Oleson, 2005)), მეტაფორის (Brownell, Simpson, Bihrle,Potter, & Gardner, 1990) წყაროში (Oleson, 2005) ნევროლოგიური პროცესის ასახსნელად. როცა მკითხველს წარედგინება არაკონგრუენტული მტკიცებები (მაგალითად, ლექტერი ორივეა, ბოროტმოქმედიც და გმირიც), მკითხველმა გონებრივი ძალ-ღონე უნდა მოიკრიბოს იმისთვის, რომ მტკიცებების შერიგების (კენ) გზა დაინახოს. პროცესში მენტალური ძალ-ღონის მოკრება შეიძლება ზრდიდეს ყურადღებას, რასაც ღრმა სემანტიკურ გადამუშავებამდე მივყავართ და აუმჯობესებს აღდგენასა და ძიების პროცესებს (Eysenck &Eysenck, 1979 წყაროში (Oleson, 2005). კენეტიკური ელფერი/ჯაჭვი ხსნის იმას, თუ რატომ ახსოვთ ადამიანებს მეტაფორები ან იხსენებენ ხუმრობებს და გამოცანებს უკეთ, თეორია იმის ახსნაშიც შეიძლება დახვემაროს, რატომ არის ასეთი პოპულარული ჰანიბალ ლექტერი. რადგან ის არის გამოცანა, რომელიც ჩვენს წარმოსახვას ანთებს და იპყრობს ჩვენს გონებას. ის სიმულტანურად ბოროტმოქმედიცაა და გმირის, ამის გამო ეს არის რაღაც, რის გაგებასაც ჩვენ ასე გვწყურია (Oleson, 2005).



ავტორები:
ლელა ლეჟავა
ლია ჯანაშია


  

ბიბლიოგრაფია


Abumere, F. Criminal Profiling. uPublish.info.
Fulero, S., & Wrightsman, L. (2009). Forensic Psychology, third edition. Belmont: Wadsworth, Cengage learning.
Harris, T. (1999). Hannibal. Delacorte Press.
Harris, T. (1981). Red Dragon. G.P. Putnams, Dell Publishing .
Harris, T. (1988). The silence of the lambs. St. Martin's press.
Krylova, D. (2012). The CSI Effect. Florida Gulf Coast University.
Oleson, J. (2005). King of Killers: The Criminological Theories of Hannibal Lecter, Part One. JCJPC , 186-210.
Stanojevich, V. (2012). The Role of a Forensic Anthropologist in a Death. Forensic Research .
Turvey, B. (2012). Criminal Profiling: An introduction to Behavioral Evidence Analysis, fourth edition. Elsevier Ltd.
პო, . (1841 ). მკვლელობა მორგის ქუჩაზე. (. კილაძე, Trans.) თბილისი: პალიტრა L.
გარეკანის ფოტო - Henri Matisse - Nadia, visage de trois-quarts





No comments:

Post a Comment