Pages

Sunday, October 4, 2015

მკვლელობა, მკვლელთა ფსიქოლოგიური მახასიათებლები და მკვლელთა ტიპები

ბოლო საუკუნეების განმავლობაში  ვხედავთ ძალადობის მატების ტენდენციას და განსაკუთრებით  ძალადობითი დანაშაულის იმ ფორმას , რომელიც ემუქრება სიცოცხლესმკვლელობასამ მოვლენამ მთელი მსოფლიოს წინაშე დააყენა ამოცანა, შეისწავლოს მკვლელობის მატების მიზეზები , განიხილოს მასთან დაკავშირებული პრობლემები  როგორც ბიოლოგიური  და  სოციოლური , ისე ფსიქოლოგიური კუთხით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილია მკვლელობის სხვადასხვა შემთხვევები, რომლებიც განხილულია 108–114 მუხლების ფარგლებშიეს შემთხვევებია:
1.   განზრახ მკვლელობა;
2.   განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში;
3.   მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით;
4.   განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში;
5.   დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა;
6.   მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით;
7.    მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით.


ყველაზე ხშირად ვაწყდებით 108– და 109– მუხლის დარღვევებს. კერძოდ, 108- მუხლის თანახმად, განზრახ მკვლელობა  ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7–15 წლამდე და ამგვარ ქმედებად ითვლება მკვლელობის ისეთი შემთხვევები, რომლებიც არ არის ჩადენილი დამამძიმებელ ან შემამსუბუქებელ გარემოებებში.
მაგ:  
·     მკვლელობა ჩადენილი ეჭვიანობის,  
·     შურისძიების საფუძველზე,
·     ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს და სხვა.  (2)

ხოლო 109– მუხლის თანახმად განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 11–20  წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით  (დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით). დამამძიმებელ გარემოებას ექნება ადგილი თუ განზრახ მკვლელობა ჩადენილია:
·     მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
·     ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას (მაგ. აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით, ადამიანების თავშეყრის ადგილას სროლა და სხვა);
·     დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით  ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
·     რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
·     ანგარებით ან შეკვეთით (მაგ., ფულის, ქონების ან ქონებაზე უფლების მიღება და სხვა); და სხვა მსგავსი გარემოებები. (2)

საგამოძიებო ფსიქოლოგიის მიზანია შეისწავლოს მკვლელობების ისეთი თავისებურებები, როგორიცაა  მოტივაცია , ფსიქოპათოლოგია, ორგანიზებული/არაორგანიზებული ქმედებებიგაარკვიოს მვლელობის სტილი,  მათი განმასხვავებელი ნიშნები, ჩამოაყალიბოს ქმედების პატერნები, გაარკვიოს მსხვერპლის როლი, რატომ გახდა მკვლელობის ობიექტი და დაწვრილებით შეისწავლოს მსხვერპლის სხეული პოსტ მორტემ, რათა მიიღოს დამატებითი მონაცემები  დანაშაულის სწორად შეფასებისთვის.
საინტერესოა, რომ მკვლელების უმეტესობა იცნობს თავის მსხვერპლს. ხშირად ესენი არიან ოჯახის წევრები, ინტიმური და ყოფილი პარტნიორები , თანამშრომლები და .ეს მკვლელობები შეიძლება იყოს როგორც შემთხვევითი, ისე განზრახ ჩადენილი, ძალადობრივი სახით ან/და სტალკინგის ჩართვით.

მკვლელობის ტიპები

არსებობს ორი ტიპის შეჯახება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის მკვლელობა: ექსპრესიული    და    ინსტუმენტალური.
ექსპრესიული თავდასხმას აქვს ორი სახე.  პირველ შემთხვევაში დამნაშავეებს მართავენ ემოციები (ემოციურ ფონზე კლავენ ადამიანს), მკვლელი მიდის დანაშაულის ადგილას იარაღით , კლავს მსხვერპს და ტოვებს გვამს ადგილზე. 
მეორე შემთხვევაში, თავდამსხმელი არის ფსიქიკურად არაჯანსაღი პიროვნება, ხშირ შემთხვევაში არის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი და ესხმის თავს ოჯახის წევრს(ებს), ნაკლებად იყენებს ცეცხლსასროლ იარაღს. მათ ამოძრავებთ ყურადღების მიპყრობის სურვილი , მაგრამ კაცებთან შედარებით ქალებს უფრო აწუხებთ სინანულის გრძნობა ჩადენილი საქციელის გამო. ქალები უფრო მეტად ემოციებს ყვებიან , ხოლო კაცები უმეტესად ლოგიკურად მოქმედებენ.
რაც შეეხება ინსტრუმენტულ თავდასხმას ,  დამნაშავე მკვლელობას იყენებს, როგორც ხელსაწყოს.   ეს ორ ფორმად იყოფა .
პირველ ფორმას აქვს სექსუალური კონტექსტი. თავს ესხმის მსხვერპლს და გაჩუმების მიზნით კლავს მას.  კეპელმა და ვოლტერმა გამოყვეს ამ ფორმის 4 დამნაშავის და დანაშაულის ტიპი :
1.   ძალა- აგრესია (სექსუალური აქტი ძალის გამოყენებით, აგრესიის გამოსახატავად);

2.   ძალა- თვითდამტკიცება (თავდამსხმელი დომინირებს მსხვერპლზე თვითშეფასების ასამაღლებლად);
3.   რისხვა - საპასუხო რეაქცია (გაუპატიურებას აქვს დასჯის სახე მსხვერპლის მიმართ);
4.   რისხვა- აგზნება (აუპატიურებს საკუთარი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად).
მეორე ტიპი - თავდაპირველი მიზანი არ არის მოკვლა. მოკვლის აუცილებლობას განაპირობებს გარემო პირობები. მაგალითად ქურდობის დროს მძარცველებს შეუსწრო პატრონმა და ა.შ.  ეს დამნაშავე   არ ერჩის ადამიანს, თუმცა თუ მიზნის მიღწევაში უშლის ხელ,  იშორებს თავიდან.  ქურდები გვანან ექსპრესიული მკვლელების პირველ ტიპს, მაგრამ განსხვავდებიან აგრესიულობის ხარისხით. ისინი  ნაკლებად იმპულსურები არიან, ნაკლები შფოთვა ახასიათებთ, არიან კომუნიკაბელურები. აგრესიულობის გამოხატულებაც ნაკლებია.. (1)

მკვლელების ტიპები

გამოკვლევები  გვიჩვენებს რომ ყველაზე რთულია , დავადგინოთ მკვლელის ტიპი, იმიტომ რომ მათი განზრახვები საკმაოდ მრავალფეროვანია, ეს შეიძლება იყოს ხულიგნობა, შურისძიება, შიში, რისხვა, ეჭვიანობა და .. თუმცაღა , არსებობს მეცნიერების მიერ   დადგენილი   მკვლელების გარკვეული ტიპოლოგია.
ზოგადად, მკვლელები პირველ რიგში  კონცენტრირდებიან საკუთარ განცდებზე , ახასიათებთ შფოთვა და ქცევა განპირობებულია მხოლოდ საკუთარი ინტერესებით. ისინი არ აფასებენ სხვების სიცოცხლეს, არ გააჩნიათ ემპათიის უნარი , სოციალურად არასტაბილურები არიან , არიან სუბიექტურები  რაიმე მოვლენის აღქმისას  და შეფასებისას. შინაგანად არაორგანიზებულები არიან და მაღალი შფოთვის დონე ბადებს ისეთს თვისებებს , როგორიცაა უნდობლობა, ეჭვიანობა, დაძაბულობა და გაღიზიანებადობა.

სერიული მკვლელები

სერიული მკვლელების ფენომენი  ყოველთვის იყო ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, კრიმინალისტების და სხვა მრავალის ინტერესის  საგანი, რადგან , თავისთავად საინტერესოა ის ფაქტი , რომ ისინი იქცევიან როგორც ჩვეული, ნორმალური ადამიანები , თუმცა თავისუფლად შეუძლიათ სასტიკი ხერხებითა და თუნდაც მოტივის გარეშე ჩაიდინონ მკვლელობა.
ü სტატისტიკის მიხედვით, მსგავსი მკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია აშშ-ში, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით.
 კრიმინოლოგიაში ტერმინი „სერიული მკვლელი“ შემოიტანა  FBI -ს ცნობილმა პროფაილერმა რობერტ რესლერმა, რომელსაც თანამედროვე შერლოკ ჰოლმსაც კი უწოდებდნენ.
მისი განმარტებით, „სერიული მკვლელი „- არის დამნაშავე, რომელმაც ჩაიდინა სამზე მეტი მკვლელობა 30 დღის განმავლობაში . ახასიათებს ემოციური ჩახშობის პერიოდები , მკვლელობის მოტივაცია  ფსიქოლოგიურ კმაყოფილებას უკავშრდება.
რობერტ რესლერი ცდილობდა , გამოევლინა სერიული მკვლელების ფორმირების, განვითარებისა და ქმედებების  საერთო კანონზომიერებები. მან დაადგინა , რომ თითოეულ მკვლელს აქვს თავისი ინდივიდუალური „ხელმოწერა“, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა იარაღს, დანაშაულის ადგილს, მსხვერპლს ,  მკვლელობის დროს  და ა.შ. (14)
გამოიყოფა სერიული მკვლელების ორი ტიპი : ორგანიზებულ-არასოციალური და დეზორგანიზებულ-ასოციალური.

ორგანიზებულ-არასოციალური ტიპი:
·     აქვს მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი. 150საც კი შეიძლება აღწევდეს.
·      მაღალი თვითკონტროლი.
·     უვლის თავის თავს, გარეგნობას და ქონებას.
·     სოციალურად მიმზიდველია, ქარიზმატულია , ოჯახის ყოლის შეთხვევაში  მეოჯახეა.
·     მსხვერპლის ხატი გააჩნია
·     წინასწარ გეგმავს მკვლელობას , აქცევს დეტალებს ყურადღებას , როგორ დამალოს მტკიცებულებები.
·     წამებით კლავს ( აცოცხლებს თავის ფანტაზიაში არსებულ სადისტურ იდეებს )
·     შეუძლია უბრუნდებოდეს მკვლელობის ადგილს
·     შეუძლია კონტაქტში შესვლა პოლიციასთან
·     ავითარებს საკუთარ უნარებს მკვლელობების მთელი პერიოდის განმავლობაში და შეუძლია თვითკონტროლის იმ დონეზე მიყვანა,  რომ შეწყვიტოს  სერიული მკვლელობები, რათა არ დაიჭირონ.






დეზორგანიზებულ-ასოციალური ტიპი:

·     დაბალი ან საშუალო ინტელექტის მაჩვენებელი
·     ფსიქიკურად დაავადებული, არაადექვატური, უჭირს სოციალიზაცია, ცხოვრობს მშობლების ან სახელმწიფოს ხარჯზე, ვერ ამყარებს კონტაქტს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან.
·     მძიმე ბავშვობა და სასტიკი მოპყრობა
·     არ უვლის საკუთარ თავსა და საცხოვრებელ ადგილს.
·     ახასიათებს სპონტანური მკვლელობა, დეტალებს არ აქცევს ყურადღებას და არ ღელავს მტკიცებულებების დამალვაზე.
·     კლავს საცხოვრებელი ადგილისა  ან სამსახურის სიახლოვეს
·     წინასწარ არ ემზადება და მკვლელობისას იყენებს ნებისმიერ ინსტრუმენტს
·     ცდილობს შეინარჩუნოს მოგონებები, ამიტომ ხშირია დღიურის, ფოტოების ან მკვლელობის ვიდეოების არსებობა
·     ვერ იაზრებს საკუთარ როლს მკვლელობის აქტში (5)


მკვლელების კლასიფიკაცია  სერიული მკვლელობის მოტივის მიხედვით შემდეგნაირია  :
1.  ჰედონისტები
ისინი კლავენ სიამოვნების მისაღებად და მსხვერპლს უბრალოდ ამ სიამოვნებისათვის საჭირო  ობიექტად ხედავენ. ფსიქიატრები სამი ტიპის ჰედონისტებს განასხვავებენ; (6)
·    სექსუალური კონტექსტის მქონე
კლავენ რათა მიიღოს სექსუალური სიამოვნება, ამ დროს მსხვერპლი შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილიც, რაც დამოკიდებულია მკვლელის ფანტაზიაზე. ასევე სიამოვნებას შეიძლება იღებდეს მსხვერპლის წამებთ, ცემით, გაუპატიურებით, მოხრჩობით და ა.შ. მაგ. ჯეფრი დამერი და ჯონ ჰეისი. (6)
·    დესტროიერები
დანაშაულის ჩადენის მთავარი მოტივი არის სხვისთვის ტკივილის და შეურაცხყოფის მიყენება სექსუალური აქტების ელემენტების გარეშე, მათ სურთ უბრალოდ მსხვერპლის განადგურება. ხშირად ასეთი მკვლელობის სახე ხულიგნობასა ან ძარცვის მცდელობაში ეშლებათ, ამიტომაც ეს „ფარული“ მოტივის მქონე მკვლელობის კარგი მაგალითია. (6)
·    მერკანტილურები
მათთვის პირველ ადგილზეა პირადი და მატერიალური მოგება, ძირითადად ქალები გვევლინებიან ამ როლში, რომლებიც ცდილობენ მსხვერპლი შხამით ნელ-ნელა მოწამლონ. (6)

2. ძალაუფლების მოყვარულები
ამ ტიპის მკვლელებისთვის მნიშვნელოვანია იგრძნონ მსხვერპლზე კონტროლი. ისინი მსხვერპლზე დომინირებით იღებენ სექსუალურ სიამოვნებას , თუმცა ჰედონისტებისგან განსხვავებით, მათ ამოძრავებთ არა ლტოლვა , არამედ მსხვერპლის დაუფლების სურვილი. ხშირად, ეს მკვლელები ბავშვობაში იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი , რის გამოც აქვთ შემორჩენილი უმწეობის გრძნობა. (6)
3. ვიზიონერები
ვიზიონერები იტანჯებიან ჰალუცინაციებისაგან, ჩაესმით ხმები და თვლიან, რომ მოქმედებენ ეშმაკის ან ღმერთის სახელით, მაგალითად დევიდ ბერკოვიცი ( რომელიც იღებდა დემონისაგან დავალებებს მეზობლის ძაღლის მეშვეობით ) (6)
4. მისიონერები
კლავენ კონკრეტული მიზეზით , თვლიან რომ მოქმედებენ სამყაროს გაუმჯობესების მიზნით  მოსახლეობის სასარგებლოდ. მათ მსხვერპლს ძირითადად წარმოადგენენ მეძავი ქალები, ჰომოსექსუალები , სხვა რელიგიის წარმომადგენლები და ა.შ. ხშირად ასეთი ადამიანები არ არიან ფსიქიკურად დაავადებულნი, ისინი უმეტესად თვლიან , რომ მოქმედებენ საზოგადოების საკეთილდღეოდ. (6)

სერიული მკვლელებისგან განსხვავებით, არსებობენ მასობრივი ( ან ჯაჭვური) მკვლელები -  რომლებიც ანადგურებენ ერთდროულად რამდენიმე ადამიანს ერთ ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში. მაგალითად, ბავშვმა სკოლაში ჩაცხრილა კლასელები, ადამიანი შევარდა მაღაზიაში და მოკლა ყველა გამყიდველ/მყიდველი და ა.შ.  ეს არ არის იშვიათი მოვლენა, მაგრამ იმდენად შიშისმომგვრელიც არ არის როგორც ნამდვილი მანიაკების ქმედებები ( შეუმჩნეველია) (4)
არსებობს ასევე მასობრივი მკვლელობის მეორე ვარიანტი, რომელიც მოიცავს დროისა და ადგილის დიდ ვარიაციას, როდესაც მკვლელი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადადის და გზადაგზა კლავს ხალხს. მოგავს სერიულ მკვლელს ,მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ერთი ამოსუნთქვით კლავს ყველა ადამიანს, ემოციური ჩაქრობების გარეშე. (4)
დაქირავებული  მკვლელები
ამ ტიპში შედიან მკვლელები, რომლებიც კლავენ ადამიანებს ფინანსური, მატერიალური მოგებისათვის. კონტრაქტის მკვლელები განსხვავდებიან ასასინებისაგან , კერძოდ, ასასინების მკვლელობებს საფუძვლად უდევს იდეოლოგიური ასპექტები, კონტრაქტის მკვლელებს კი აქვთ პირადი მიზნები . ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს მკვლელები იმიტომ არიან საინტერესოები, რომ მკვლელობისას მთლიანად ორიენტირებულნი არიან ქცევაზე, არანაირი ემოციური ფონი , ისინი სუფთად , ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კლავენ ადამიანებს. ანტონიანი ამბობს, რომ კონტრაქტის მკვლელები კლავენ არა ვნების და სიძულვილის გამო , არამედ ცივი გონებით. ესენი არიან რაციონალური დამნაშავეები , პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ სახედრო განათლება, გამოცდილება და მონაწილეობაც აქვთ მიღებული საომარო ბრძოლებში. ისინი გამორჩეულები არიან სიფრთხილით, ყურადღებიანობით, მობილობით, გონების სისხარტით, ორგანიზებულობით. იციან როგორ იყვნენ შეუმჩნეველნი.  (1)
 მსხვერპლის როლი
განასხვავებენ ერთმანეთისგან მსხვერპლის სამ როლს :
·     მსხვერპლი როგორც ობიექტი - ამ შემთხვევაში მკვლელი მსხვერპლს განიხილავს არა როგორც ცოცხალ ადამიანს , არამედ როგორც საგანს/მოვლენას, რომელთანაც სიამოვნებს თამაში, სიამოვნებს მკვლელობის პროცესი . ამ მკვლელებს რათქმაუნდა არ ახასიათებთ ემპათიის უნარი და უმეტესად ინტერესდებიან მსხვერპლის რეაქციებით.
·     მსხვერპლი როგორც შუამავალი , დამაკავშირებელი - ამ შემთხვევაში , მკვლელი მსხვერპლს განიხილავს, როგორც საშუალებას ,  ვისზეც გადმოანთხევს თავის სიბრაზეს, ვისი საშუალებითაც განახორციელებს თავის სურვილებს. მსხვერპლი აძლევს საშაულებას გამოხატოს მკვლელმა თავისი გრძნობები. მკვლელებს აქვთ გარკვეული გზები წამებისთვის , რითიც არის შესაძლებელი დადგინდეს მკვლელის პატერნი.
·     მსხვერპლი როგორც პიროვნება - ამ შემთხვევაში , მკვლელი განიხილავს მსხვერპლს ინტიმურ კონტექსტში , ითვალისწინებს მის ინდივიდუალიზმს . ასეთ დროს დიდია შანსი იმისა რომ მკვლელი მიეჩვიოს თავის მსხვერპლს , რადგან ყოველდღიური დალაპარაკებები , გულის მოთქმები და მსმენელის პოზიციაში მსხერპლის განხილვა , იწვევს მკვლელის მიჯაჭვულობას მის მიმართ. (1)
 ფსიქოლოგიური პორტრეტი
იმისთვის , რომ გავარკვიოთ თუ რატომ ახორციელებს ადამიანი დანაშაულებრივ ქცევას , აუცილებელია ჩავუღრმავდეთ მის ფქიქოლოგიურ მხარეს , უფრო სწორად , შევადგინოთ მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი. არსებობს ორი მიდგომა , რომელიც სხვადასხვა კუთხით განიხილავს ამ საკითხს :
  •     ბრიტანული მიდგომა:  ამ მიდგომაში მთვარი ყურადღება ენიჭება დამნაშავის ქცევებს, დანაშაულის ადგილას დატოვებულ მტკიცებულებებს. დევიდ კანტერი თვლიდა , რომ ადამიანები უმეტესად იქცევიან ლოგიკურად და გააზრებულად , მაგრამ მათ მიერ განხორციელებული ქცევებით შესაძლებელია დავადგინოთ პიროვნების სხვა მხარეებიც. დამნაშავის ქცევების სქემა იქმნება დატოვებული მტკიცებულებების მიხედვით. ასე რომ , ბრიტანული მეთოდი  ვითარდება ნაწილებიდან მთელისაკენ .

ბრიტანული კვლევები ცხადყოფს რომ , უმეტესად კრიმინალები ხდებიან ის ადამიანები , რომლებსაც ბავშვობაში აკლდათ მშობლების კონტროლი : მამა გამოირჩეოდა სისასტიკით , ხოლო დედა იჩენდა ცივ დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ . ( როგორც ფროიდი ამბობს , ბავშვი ადრეულ ასაკშივე ბაძავს იმ ადამინებს , რომლებთანაც უწევს ცხოვრება , შესაბამისად ფორმირდება მასში მორალური ღირებულებები და ეს წლები განაპირობებენ  შემდგომში მის  პიროვნებად ჩამოყალიბებას)
  •   იმავე თეორიას იზიარებდა ამერიკული მიდგომაც , მათი აზრით , ოჯახი არის ის მიზეზი , რომელიც განაპირობებს ბავშვების კრიმინალური ცხოვრებისკენ ინტერესს. თუ მშობლები არიან ჩართულნი შვილის აღზრდაში , თუ იცნობენ ბავშვის გარემოცვას , იციან რას აკეთებს ბავშვი თავისუფალ დროს, ნაკლები შანსია რომ მას „ქუჩურმა“ ცხოვრებამ დააინტერესოს.  განსხვავება ბრიტანულ მიდგომასთან იმაში მდგომარეობს , რომ ამერიკელები ფსიქოლოგიურ პორტრეტს ქმნიან სტატისტიკური ინფორმაციით , რის საფუძველზეც შემდეგ აღწერენ დამნაშავის პიროვნებას, ადგილსა და ცხოვრების მოვლენებს , ანუ მათი მიდგომა მიდის მთლიანიდან ნაწილებისაკენ. მკვლელელები არიან ის ადამიანები , რომლებიც არიან იმპულსურები , მათზე არავითარ გავლენას არ ახდენს მორალი და საზოგადოებაში დაწესებული ნორმები , არიან არაკომუნიკაბელურები , სხვისი პოზიციიდან ვერ განიხილავენ რაიმე სიტუაციას , ჩაკეტილები არიან და აგრესიულები.


ფსიქოლოგიური პორტრეტი მკვლელის :  საშუალო ხნის , 40 წლამდე, ადრე იყო ნასამართლები რამდენჯერმე, დამოკიდებულია ალკოჰოლზე , არის აგრესიული , კონფლიქტური , საშუალოზე დაბალი ინტელექტით და  არ აქვს რწმენა საკუთარი თავის.  


 მკვლელობის პრობლემატიკა ბიოლოგიურ  და ფსიქოლოგიურ თეორიებში

მკვლელობების მეცნიერული შესწავლის პირველი ცდა ეკუთვნის ბიოლოგიურ მიმართულებას, რომელმაც კრიმინოლოგიაში მიზნად დასახა დამნაშავეთა კლასიფიკაცია და მათ შორის მკვლელთა მახასიათებლების გამოყოფა. მე-19 საუკუნის დასაწყისში ამ მიმართულების განვითარებას ბიძგი მისცა ფრენოლოგიამ. მისი დამაარსებელი ავსტრიელი მეცნიერი . გალი ცდილობდა დაედგინა მკვლელის ტვინში გარკვეული ფიზიოლოგიური დარღვევები, რათა აეხსნა მიდრეკილება მკვლელობისაკენ. მისი აზრით გარკვეული ანთროპოლოგიური მაჩვენებლები საფუძველს მოგვცემს დავადგინოთ მკვლელობის ნამდვილი მიზეზი. ევროპის ქვეყნებში მას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. ასე, მაგალითად, 1854 წელს გერმანიაში კასპერმა გამოსცა გამოკვლევები, რომლებიც ეძღვნებოდა მკვლელთა ფიზიონომიას. 1857 წელს საფრანგეთში ფსიქიატრებმა განახორციელეს ანთროპოლოგიური ანომალიებისა და კრიმინალური ქცევის კორელაციის გამოკვლევა და .
დაგროვილი იდეები განაზოგადა . ლომბროზომ თავის ნაშრომშიდამნაშავე ადამიანი „ . დამნაშავეთა ტიპოლოგიაში ავტორი განსაკუთრებით გამოყოფდა მკვლელებს, რომლებსაც ახასიათებს მძიმე ქვედა ყბა, დახრილი შუბლი, მეჩხერი წვერი, შეტყლეჟილი ცხვირი, გრძელი ხელები, მცირე მოცულობის თავის ქალა დიდი თვალის ფოსოები, მორკალული წარბები და .. (13, 36–37) აღსანიშნავია, რომ ლომბროზოს თეორია მთლიანად არ იყო აღიარებული კრიმინალურ წრეებში. კლინიკური კრიმინოლოგია უფრო შორს მიდიოდა და ბიოლოგიურს გამოკვლევებს დაუპირისპირდა ფსიქოანალიტიკური კონცეფციები. XX საუკუნეში მათ საფუძველი ჩაუყარა ფროიდის თეორიამ, რომლის თანახმად კონფლიქტები მატერიალიზებულია არაცნობიერის სფეროში და იმის გამო, რომ ‘‘ეგო’’- არ ძალუძს მათი შეკავება, ისინი გამოხატულებას ჰპოვებენ დანაშაულში
მკვლელობის თეორიულ დასაბუთებას ეძღვნება . ფროიდის ნაშრომიმამის მკვლელობა და დოსტოევსკი”. მისი აზრით, დამნაშავეს ახასიათებს ორი თვისება: საკუთარი თავის უსაზღვრო სიყვარული და ნგრევისაკენ მიდრეკილება. საერთო წანამძღვარია კი უგულობა, ადამიანების ემოციური შეფასების ნაკლი. ამ თვისებების შორის არსებული წინააღმდეგობა წყდება მკვლელობის ჩადენით. მკვლელობის სახით თავს იჩენს მკვლელობისაკენ მიდრეკილება, რომელიც არსებობს პირის შინაგან სამყაროში და ვლინდება განადგურების აქტი (8)
ფროიდის ფსიქოანალიტიკური კონცეფცია ნაწილობრივ გაზიარებული იქნა ბიოსოციალური მიმართულების კონცეფციაში, რომელიც განავითარა .ფრომმა ნაშრომშიადამიანის დესტრუქციულობის ანატომია . ავტორი იზიარებდა აგრესიულობის ბიოლოგიურ დასაბუთებას, მაგრამ ფროიდისაგან განსხვავებით . ფრომი აგრესიულობის ინსტიქტების სოციოლოგიურ ახსნას ემხრობა. იგი ასხვავებს ერთმანეთისგან კეთილთვისებიან და ავთვისებიან აგრესიას.  ქცევას, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვასთან, დაშინებაზე გამოწვეულ საპასუხო რეაქციასთან უწოდებს კეთილთვისებიან აგრესიას. ავტორის აზრით, კეთილთვისებიანი აგრესიის მექანიზმი გენეტიკურად გადაეცემა. გადაცემის ეს პროცესი, ანალოგიურად, გააჩნიათ როგორც ადამიანებს, ასევე ველურ ცხოველებსაც. . ფრომის აზრით არსებობს აგრეთვე ავთვისებიანი აგრესია, რომელიც ვლინდება როგორც ადამიანზე აბსოლუტური ბატონობის სახით. ამ ტიპის ქმედებას საფუძვლად უდევს სულიერი არსებების განადგურების სურვილი. მვლევარის აზრით, ზუსტად ეს არის დესტრუქციულობა. იგი სოციალური ბუნებისაა . დესტრუქციულობის წყაროები ადამიანის ცხოვრების წესისა და კულტურის ნაკლოვანებაში ძევს. მკვლელობა ახასიათებს მარტო ადამიანს, რომელიც მკვლელობით იკმაყოფილებს მოთხოვნილებას და ამით ის განსხვავდება ცხოველისაგან. ავთვისებიანი აგრესიის ფორმებს მოცემულ თეორიაში სადიზმსა და ნეკროფილიას აკუთვნებენ. ტრადიციულად ეს ფენომენები ფსიქიკურ ანომალიებად ითვლებიან. . ფრომმა დაამტკიცა, რომ მათი ფესვები ბიოლიგიურ ბუნებაში კი არა, არამედ ადამიანის ხასიათში უნდა ვეძიოთ . ხასიათი კიყველას განსხვავებული აქვს: სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ვნებები ჭარბობენ. ამის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანთა ფორმირება ხდება სხვადასხვა პირობებში: “ხასიათის ფორმირების საშუალებებისა და გზების საფუძვლები მნიშვნელოვან წილად შეიძლება კულტურაში ვეძიოთ. საზოგადოება ბავშვს მშობლების მეშვეობით მისი ღირებულებების, ჩვეულებების ტრადიციებისა და ნორმების სამყაროში რთავს. მშობლების გარდა, არსებობენ სოციალიზაციის სხვა გადამცემები მექანიზმები: აღმზრდელები, თანატოლები და უფროსი მასწავლებელი, მიბაძვის მაგალითები და უშუალო გამოცდილება. ამიტომ აგრესიულობის აღკვეთა შეიძლება მარტო საზოგადოების დესტრუქციულობის აღკვეთის გზით.   (7, 197–221)
ქართველ კრიმინოლოგთა გამოკვლევებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მკვლელობის ვიქტიმოლოგიურ პრობლემატიკას. 1979 . კი საერთაშორისო კონგრესზე დაფუძნდა ვიქტომოლოგების საერთაშორისო საზოგადოება, რომელმაც კრიმინოლოგიაში ვიქტიმოლოგიური მიმართულების სტიმულირება მოახდინა. გამონაკლისს არ წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი, სადაც ძალადობის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა ნელ-ნელა იზრდებოდა: თავის კვალს ტოვებდა ფარული უმუშევრობა, უიმედობა, ლოთობა, საბჭოური ოჯახის კრიზისი და .  (10)


პრევენცია
არსებობს მკვლელობების პრევენციის საერთო ღონისძიებები , რომლებიც მნიშნველოვან როლს ასრულებენ მკვლელობებთან ბრძოლის სისტემაში.  იმისათვის , რომ თავიდან იქნას აცილებული მკვლელობები , პრაქტიკაში რეალურად უნდა იყოს ცნობილი საზოგადოების ძირითადი მოთხოვნა ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დაცვის მიმართ, მოქალაქეთა სიცოცხლის დაცვის მექანიზმი. მკვლელობებთან ბრძოლა ძირითადად არ უნდა იყოს ორიენტირებული სამართალდამცავ ორგანოების ზომების გამკაცრებაზე. დემოკრატიულ ქვეყნებში წინა პლანზე უნდა იყოს რესოციალიზაციის ღონისძიებათა სისტემა. სამართალდამცავი ორგანოების ზომებთან შედარებიღ სწორედ ამ ზომათა წილი უნდა სჭარბობდეს. მკვლელობათა თავიდან აცილების სისტემასში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს სოციალური პროგრამების (იარაღის უკანონო ბრუნვის არასაიმედო პროფილაქტიკის; ლოთობის , ნარკოტიზმსა და ტოქსიკომანიასთან არაეფექტური ბრძოლის; საყოფაცხოვრებო და სხვა სახის კონფლიქტების ადრინდელი პროფილაქტიკის სისუსტის;ძალადობის კულტისა და პორნოგრაფიის პროპაგანდის აკრძალვის, დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მოზარდის ჩაბმის აკრძალვის და ა.შ) შექნის აუცილებლობას. არსებითია საზოგადოებრიობიდა და სამართალდაცავი ორგანოების კავშირების გაძლიერება. აქ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს სპეციალურმა სოციალურმა სამსახურმა , რომელმაც მზრუნველობა უნდა გაუწიოს სოციალურად სუსტად ადაპტირებულ ადამინებს. საუბარია პირებზე , რომლებიც იმყოფებიან „რისკის ზონაში“.  მნიშვნელოვანია არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რსოციალიზაციის საკითხების გადაწყვეტა, კანონთა იმ ხარვეზების გათვალისწინება , რომლებიც ხელს უწყობენ კონფლიქტების , დაძაბულობის გაძლიერებას. და ბოლოს ხაზი უნდა გაესვას ინდივიდუალური ქცევის გამოკვლევის მნიშვნელობას , რადგან აუცილებელია მსჯავრდებულისა და ბრალდებულის პიროვნების ღრმად შესწავლა.






ყველაზე ცნობილი მანიაკები

ეს სერიული მკვლელები განთქმულნი არიან მთელ  მსოფლიოში . ყავთ თავისი ფანები, ამერიკაში არსებობს მანიაკების კულტიც კი , რომელიც ეწევა ამ ადამიანების პოპულაციას

    (Elizabeth Bathory) ელიზაბეტ ბატორი

სერიული მკვლელი , უნგრეთის გრაფინია ,  ცხოვრობდა შუა საუკუნეებში , მოკლა 600 ზე მეტი ქალიშვილი  გოგო , ბანაობდა მათ სისხლში თავისი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. იმპერატორმა ამის გაგების შემდეგ გამოკეტა ელიზაბეტი თავისივე სასახლეში და თანამზრახველები სიცოცხლეს გამოასალმა. (15)

 (Jack the Ripper) ჯეკ მფატრავი

1888 წელს , მოკლა 4 – 9 მდე მეძავი ქალი , ფატრავდა ქირურგის ოსტატობით . უგზავნიდა პოლიციას  დამცინავ წერილებს და ეთამაშებოდა მათ. ვერ იქნა დაკავებული. (15)
  (Albert Fish) ალბერტ ფიში
 სერიული მკვლელი, კანიბალი ამერიკაში. მისი მსხვერპლების ზუსტი რაოდენობა დღემდე არ არის ცნობილი , თუმცა ვარაუდობენ 3-15 მდე ადამიანს. დაკავებული იქნა 10 წლის გრეის ბუდის მკვლელობის გამო , რომელიც ჯერ დაახრჩო , მერე გაუპატიურა , ბოლოს კი შეჭამა. სიკვდილით დასაჯეს. (ელექტრო სკამი) (15)
      (David Berkowitz) დევიდ ბერკოვიცი
სერიული მკვლელი , რომელიც პოლიციას წერილებით ატყობინებდა შემდეგი დაგეგმილი მკვლელობის შესახებ. მას შეარქვეს 44 კალიბრის მკვლელი ,რადგან ამ იარაღით  მან მოკლა 6 ადამიანი და დაჭრა 7 ადამიანი, ძირითადად იყვნენ ხალგაზრდა ქალბატონები . 1977 წელს დაიჭირეს და თითოეული მკვლელობისთვის 25 წელი მიუსაჯეს. (15)
   (Edward Gein) ედუარდ გეინი
1957 წელს ედუარდ გეინმა მოკლა 2-7 ადამიანი და მანამდე კი ვვარიჯობდა სასაფლაოდან მოტაცებულ გვამებზე. მისი სახლის შემოწმების შემდეგ, აღმოაჩინეს კოსტიუმი , რომელიც იყო ადამიანების კანებისგან დამზადებული. აღიარეს „გიჟად“ და ცხოვრების ბოლომდე ის ფსიქიატრიულში იმყოფებოდა.  (15)
   (Theodore Robert Bundy) თეოდორ რობერტ ბანდი
მეოცე საუკუნის ცნობილი მკვლელი ,  მინიმუმ 36 მსხვერპლი , უმეტესად ახალგაზრდა გოგოები და  10 წლის ბავშვიც.  არანაკლებ 12 მსხვერპლს მოაჭრა თავი და ინახავდა ბინაში ტროფეის სახით. ის არაერთხელ დააკავეს , მაგრამ გაიქცა. მიუსაჯეს ელექტრო სკამი , სიკვდილამდე თანამშრომლობდა FBI- სთან და ეხმარებოდა მათ სხვა მკვლელების ფსიქოლოგიის გაგებაში.   (15)

  (John Wayne Gacy) ჯონ უან გეისი
1972 — 1980 წლებში ჯონმა გააუპატიურა და მოკლა 33 მოზარდი და ახალგაზრდა ადამიანი ჩიკაგოში , ელინოისში.  იგი მუშაობდა კლოუნად საბავშვო დაწესებულებებაში . არჩევდა მსხვერპლებს, დამარხა 26 მათგანი საკუთარ ეზოში , დანარჩენებს ყრიდა მდინარეში. 14 წელი საკანში გაატარა , ვიდრე მას სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს. (15)

  (Pedro Alonso Lopez) პედრო ალონსო ლოპეზი
კოლუმბიის მკვლელმა პედრომ აღიარა 300 მსხვერპლის მოკვლა. ეს არის რეკორდი ერთი ადამიანისთვის , მან გადაუსწრო  გრაფინიას. 1980 წელს დააპატიმრეს , 53 გვამი იპოვეს . ერთი წყარო ამბობს რომ მოკლეს , მეორე კი ამბობს რომ გაატარა 18 წელი ციხეში და შემდეგ გამოუშვეს.(15)
  (Henry Lee Lucas) ჰენრი ლი ლუკას
ჰენრი იბრალებდა 600 მკვლელობას, თუმცა აღმოხნდა რომ 150 მკვლელი ჰყავდა. თავის საყვარელთან, ოტის ტულთან ერთად, კლავდა ბავშვებს, ჭამდნენ მათ და იყვნენ ასევე სატანისტური სექტის წევრები . ეს არის კრიმინოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი მკვლელობების სერია. ეს შემთხვევა იმით არის საინტერესო რომ სერიული მკვლელები იშვიათად მოქმედებენ ტანდემში .ორივე გარდაიცვალა ციხეში. (15)
  (Jeffrey Dahmer) ჯეფრი დამერი
 ცნობილი როგორც მილუოკის კანიბალი ,  რომელმაც გააუპატიურა , მოკლა და დაანაწევრა 17 მამაკაცი და ბიჭი 1978 -1991 წლების განმავლობაში.  ის ასევე იყო ნეკროფილი , მან შეჭამა რამდენიმე მსხვერპლი . დაიჭირეს რამდენიმე გაქცეული მსხვერპლის დახმარებით. დააპატიმრეს და მიუსაჯეს სამუდამო , თუმცა ორი წლის შემდეგ ცემეს და მოკლეს. (15)




გამოყენებული ლიტერატურა:

1. Investigative Psychology: Offender Profiling and the Analysis of Criminal Action

 By David Canter, Donna Youngs
3.  Сорочан В.В., Юридическая психология
4.  http://psypress.ru/psynews/d19373.shtml
5. Личность преступника – индивидуальная профилактика преступлений: сопоставление и выводы – Антонян Ю.М., 1989.
6. The psychology of lust murder: paraphilia, sexual killing and serial homicide — Catherine E. Purcell,Bruce A. Arrigo, 2006.
7.  Фромм А., Анатомия человеческой деструктивности.М.,1994, с. 23
8.  Фрейд З., Достоевский и отцеубийство (пер. Р.Ф. Додельцева) - З. Фрейд. Художник и фантазирование. Республика, 1995.
9.  Фрейд З., «Я» и «Оно». “АСТ.Фолио”. 2001.
10.                      კრიმინოლოგიის განვითარება და ჩამოყალიბება საქართველოში - კრიმინოლოგია და სამართლებრივი სისტემა. კრებული გამოცემული აშშ- საელჩოს მიერ. 2003.
13.                      Akers R., Criminological theories, Los Andeles, California. 1997, “Roxbury Publisching Company,”.
15.                      http://www.serial-killers.ru/materials/chto-takoe-serijnoe-ubijstvo.htm



ავტორი:ირინა უთურგაური, ანა შარია

No comments:

Post a Comment