Friday, April 15, 2016

ვიქტიმოლოგია-ცნება და შესწავლის საგანი

 სიტყვა ვიქტიმოლოგია ლათინური წარმოშობისაა (victim) და მსხვერპლს ნიშნავს. ვიქტიმოლოგიის ორი ცნება არსებობს, ვიწრო, რომლის მიხედვითაც ვიქტიმოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დანაშაულის მსხვერპლს; და ფართო, რომლის მიხედვითაც ვიქტიმოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის არა მხოლოდ დანაშაულის, არმედ უბედური შემთხვევების და საზოგადოებრივი ურთიერთობების მსხვერპლს. ეს ორი ცნება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, რადგან სზოგადოებრივი ურთიერთობების მსხვერპლი მარტივად შეიძლება გახდეს კრიმინალური დანაშაულის მსხვერპლიც.
მეცნიერთა  უმრავლესობა ვიწრო ცნების მომხრეა, ანუ ვიქტიმოლოგიას მიიჩნევს კრიმინოლოგიის, როგორც მეცნიერების, ერთ-ერთ ნაწილად. ისინი ვიქტიმოლოგიის შესწავლის საგნად მიიჩნევენ დამნაშავისა და დანაშაულის ჩადენის და მისი კონტროლის პროცესს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ვიქტიმოლოგია შეისწავლის  დანაშაულის მსხვერპლის პიროვნებას, მის მსხვერპლად გახდომის გარემოს, მის საქციელს, როგორ მსხვრპლად გახდომის მომენტში ასევე მას შემდეგ და მსხვერპლად გახდომით გამოწვეულ შედეგებს. გარდა ამისა ის შეისწავლის ურთიერთობას მსხვერპლსა და დამნაშავეს შორის.

დამნაშავეს და დანაშაულის მსხვერპლს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ, როგორც სუბიექტს და ობიექტს. ვიქტიმირების არსი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ დამნაშავე ცდილობს მსხვერპლი თავისი დანაშაულის ობიექტად აქციოს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავეა ის, ვინც მსხვერპლს ზარალი, ზიანი მიაყენა, ხოლო მსხვერპლია ის, ვინც ზარალი, ზიანი განიცადა.
მსხვერპლი შეიძლება იყოს ადამიანი, ორგანიზაცია, საზოგადოება, სახელმწიფო, რომელსაც ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით საფრთხე შეექმნა, დაზიანდა, დაზარალდა ან განადგურდა. დაზარალებულები შეიძლება ასევე იყვნენ დანაშაულის შედეგად დაღუპული პირის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები. ამერიკელი კრიმინოლოგის შაფერის (Schafer) აზით არ არსებობს დანაშაული მსხვერპლის გარეშე. დანაშაულებრივი ქმდებით ვიღაც უნდა საფრთხეში ჩავარდეს, დაზარალდეს, დაზიანდეს ან განადგურდეს. დანაშაულის ჩადენის დროს, ან მოგვიანებით, შეიძლება განიცადოს ეკონომიკური ზარალი, სოციალური, მორალური, ფიზიკური და ფსიქიკური ზიანი, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ორგანოების მხრიდან მთლიანად იგნორირებულია, ვინაიდან ძალიან ხშირად მმართველობის ორგანოები ცდილობენ დამნაშავის რესოციალიზაციას და ავიწყდებათ, რომ დანაშაულის მსხვერპლიც მოითხოვს საზოგადოებაში კვალავდაბრუნებას.

ვიქტიმირების ტიპოლოგიები

დანაშაულის მსხვერპლთან მიმართებაში პირველ რიგში ისმის კითხვები, რატომ გახდა კონკრეტულად ეს ადამიანი და არა სხვა დანაშაულის მსხვერპლი?
ამ კითხვისთვის პასუხის გასაცემად კრიმინოლოგებმა  შეიმუშავეს პიროვნების ვიქტიმირების ტიპები.
ვიქტიმირების არაერთი ტიპოლიგია არსებობს. მათგან ყველაზე ცნობილი და ძველი არის ჰანს ჰენტინგის მსხვერპლის ტიპოლოგია, რომელსაც საფუძვლად უდევს  ოჯახური, ადგილმდებარეობრივი, დროებრივი და ასაკობრივი ასპექტები.
1.                  ახალგაზრდები. ისინი მსხვერპლნი ხდებიან გამოუცდელობის გამო.მსხვერპლად გახდომის ალბათობა მოზარდებში დიდია გარდატეხის პერიოდში, ვინაიდან ამ დროს მოზარდში აღინიშნება ენერგიის დიდი მოზღვავება, რის გამოც ყოველგვარი სულიერი და მორალური ნორმების გაუთვალისწინებლად სურს თავი გამოიჩინოს.
2.              მოხუცები. ისინი მსხვერპლები ხდებიან ასაკიდან გამომდინარე ასებული ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური პრობლემების გამო.
3.            მანდილოსნები. ისინი მსხვერპლნი ხდებიან მათი ბიოლოგიური წანმომავლობის, „ფიზიკური სისუსტის“ გამო.
4.            შშმ პირები  ამ ჯგუფში შედიან როგორც ფიზიკური ასევე გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირები . მათ უჭირთ წინააღმდეგობის გაწევა და შესაბამისად  საკმაოდ მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს.
5.            ემიგრანტები და უმცირესობები. ემიგრანტების ან სხვა რელიგიური თუ ეროვნული უმცირესობების დევნას ისტორიულად ხშირად სახელმწიფო სტრუქტურები უწყობენ ხელს.
6.            მოგების მსურველები. მოტყუებული თაღლითი, გაქურდული ქურდი, ანუ პირი, რომლებსაც ქონებრივი მოგების მიღების მიზნით სხვისი მოტყუება სურს, მაგრამ ბოლოს თვითონ გამოდის მოტყუებული, რადგან სხვა მასზე ჭკვიანი აღმოჩნდება.
7.            დეპრესიული ადამიანი. დეპრესიული ადამიანი, ვინაიდან მას დარღვეული აქვს საკუთარი თავის დაცვის და საკუთარ თავზე ზრუნვის ინსტინქტი, ხშირად შეიძკება გახდეს დანაშაულის მსხვერპლი.
8.            მარტო მყოფი და იმედგაცრუებული ადამიანები. ასეთი ადამიანები მსხვერპლნი შეიძლება გახდნენ მაგ. დაოჯახების დიდი სურვილის გამო ანუ ისინი შეიძლება დაქორწინდნენ, ხოლო მათ პარტნიორს მხოლოდ მათი ქონების მიღების სურვილი გაჩნდეს.
9.            სიმდიდრის მოყვარული.  ისინი შეიძლება გახდნენ გამოძალვის მსხვერპლი.
10.         „ოჯახის ტირანები“.  ისინი შეიძლება მსხვერპლნი გაცხდნენ საკუთარი მეუღლისა, რომელიც ვეღარ იტანს ქმრის ტერორს.
11.         ბლოკირებული პიროვნება. ბლოკირებული პიროვნება საკუთარი პრობლემური მდგომარეობით იმდენადაა „დაკავებული“ რომ თავდაცვითი ღონისძიებების განხორციელება უჭირს.

აღსანიშნავია ასევე ბენჟამინ მენდელსონის მსხვერპლის ტიპოლოგია, სადაც მსხვერპლის თანამონაწილეობის, „ბრალეულობის“ ხარისხი არის ძირითადი. ის გამოყოფს სამი სახის ჯგუფს:
1.         სრულიად უდანაშაულო და იდეალური მსხვერპლი (პირები, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენდანაშაულის ჩადენის ადგილას.)
2.         დანაშაულის გამომწვევი მსხვერპლი. ისევეა დამნაშავე მსხვერპლად გახდომაში, როგორც დამნაშავე.  ამ ჯგუფში მენდელსონი გამოყოფს ოთხ ქვეკატეგორიას:
a)         მსხვერპლი რომელსაც დამნაშავესთან შედარებით ნაკლები ბრალეულობა გააჩნია მსხვერპლად გახდომაში.
b)         მსხვერპლი, რომელიც დანაშაულის მსხვერპლი გახდა უცოდინრობის გამო
c)         მსხვერპლი, რომელიც  ისევეა დანაშაულის ჩადენაში „ბრალეული“, როგორც დამნაშავე. 
d)         მსხვერპლად გახდომის მსურველი პირები
3.         დანაშაულის გამომწვევი და პროვოკაციული მსხვერპლი. მსხვერპლს უფრო მეტი ბრალეულობა მიუძღვის მსხვერპლად გახდომაში, ვიდრე დამნაშავე (აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება).

გერმანელმა მეცნიერებმა პიროვნების ვიქტიმირება დაყვეს სამ ეტაპად, ადამიანის პირველადი (ძირითადი) ვიქტიმირება, ადმიანის მეორადი (არაძირითადი) ვიქტიმირება და ადამიანის მესამედი ვიქტიმირება. ადამიანის პირველადი და მეორადი ვიქტიმირება დამოკიდებულია სხვა ადამიანისაგან მასზე განხორციელებული ქმედებით, ხოლო მესამეული ვიქტიმირება არის მისი ვიქტიმირებიდან გამოწვეული ფსიქოლოგიური შედეგი.
პიროვნების პირველად ვიქტიმირებად ითვლება დანაშაულის ჩადენით მსხვერპლის მიმართ წარმოშობილი ფსიქიკური, ფიზიკური და მატერიალური ზიანი. დანაშაულის მსვერპლს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფსიქიკური სიმპტომი: დეპრესია, უძილობა, შიში, თავის ტკივილი, მოუსვენრობა, უსიამოვნო სიზმრები, ხშირია სოციალურ ურთიერთობებში ხელის შეშლა და ადამიანებისადმი ნდობის დაკარგვა.

პიროვნების მეორადი ( არაძირითადი) ვიქტიმირება ხდება მასთან ურთიერთობაში მყოფ პიროვნებების მიერ გაკეთებული განცხადებებით, ან მორალური სახის პრეტენზიების გამოთქმით მსხვერპლის საქციელთან მიმართებაში. მაგ. „ასეთ დროს იქ რა გინდოდა“, „რატომ სხვა ადგილას არ შეინახე“ და ა.შ.
კრიმინოლოგ შნაიდერის აზრით მსხვერპლი, რომელიც შეეწინააღმდება დამნაშავეს სოციალურად ახლომგდომი ადამიანებისაგან უფრო აღიარებულია, ვიდრე ის მსხვერპლი, რომელმაც წინააღმდეგობა არ გაუწია მას.
მესამედ ვიქტიმირებას ადგილი აქვს, როდესაც დანაშაულის მსხვერპლს პირველადი და მეორადი ვიქტიმირებიდან გამომდინარე, აღარ სჯერა რომ დაცული იქნება დანაშაულისგან, როგორც სახელმწიფო სტქუქტურების, ასევე ახლო სოციალური გარემოს მხრიდან, იგი საკუთარ თავს გარშემომყოფთა მსხვერპლად მიიჩნევს და არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა.ამგვარი დადმიანები მიეკუთვნებიან დანაშაულის  მსხვერპლის ისეთ კატეგორიას რომელთა რევიქტიმიზაცია ახლო მომავალში კიდევ არის მოსალოდნელი.
პიროვნების ვიქტიმირების თავიდან აცილება
მეორადი (ან მესამედი)  ვიქტიმირების თავიდან აცილება შესაძლებელია თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები რომლებიც პირველები ამყარებენ ურთიერთობას დაზარალებულთან გაითვალისწინებენ შენდეგ გარემოებებს:
·                     დაზარალებულის დაკითხვა ჩატარდეს ისეთ ადგილას, სადაც არ იმყოფებიან უცხო ადამიანები, არ ხდება დაკითხვის ოთახში ხალხის შედინება- გადინება;
·                     დაზარალებული უნდა დაიკითხოს შემთხვევის ადგილიდან და დამნაშავისგან შორს, რათა მას არ ეშინოდეს ხელმეორე თავდასხმის
·                     დაზარალებულს უნდა განემარტოს რომ მისი სურვილის საფუძველზე შესაძლებელია მისთვის სანდო პიროვნების დაკითხვაზე დასწრება თუ ის ხელს არ შეუშლის დაკითხვას და დაამშვიდებს დაზარალებულს.
·                     სამართლებრივი ორგანოების წარმომადგენლის მხრიდან დაზარალებულის ნდობის მოპოვება (საკუთარი თავის წარდგენა, დაკითხვის დაწყება ზოგადი საუბრით და ა.შ.) მისი დაზარალებულად გახდომისადმი მგრძნობიარედ მოპყრობა
·                     დაზარალებულის მიერ დანაშაულის გადმოცემის პრობლემისადმი მოთმინების გამოჩენა და საკმარისი დროის დათმობა.
·                     თუ დაზარალებული ნასვამ მდგომარეობაშია ტოლერანტობის გამოჩენა;
·                     დაზარალებულის მონათხრობის დამაჯერებლობაში არა უცაბედათ დაეჭვება, ვინაიდან დაზარალებული რეალურად (დანაშაულის შემდეგ) ახლა ახდენს მომხდარის რეკონსტრუქციას, რა დროსაც შესაძლებელია უზუსტობები დაუშვას მან;
·                     დაზარალებულისთვის იმის შთაგონება, რომ მისი ქმედების თუ უმოქმედობის მიუხედავად, დამნაშავე მას მაინც ისე მოექცეოდა როგორც მოექცა. აღნიშნულით დაზარალებული აღარ მოახდენს საკუთარი თავისადმი ბრალდებების წაყენებას და იგი მომხდარს უფრო მეტი სიზუსტით (კომენტარების გარეშე) გადმოსცემს. კომენტარი ხშირად დაზარალებულს უკაგავს მოვლენების თანმიმდევრობით გადმოცემას იგი „ხტუნაობს“ მოვლენების აღწერის დროს
·                     დაზარალებულს უნდა დაუსვას მისთვის გასაგები კითხვები; განემარტოს რთული კითხვა, მით უფრო, თუ ეს კითხვა ინტიმურ ხასიათს ატარებს. გარდა ამისა, მას უნდა განემარტოს, რომ ასეთ ინტიმურ კითხვაზე პასუხის გაცემა მისი ინტერესებიდან გამომდინარეობსლ
·                     თუ დაზარალებული სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებს ვერ იხსენებს, უმჯობესია მისი დაკითხვის სხვა დროისათვის გადადება და არა ჩვენების მიცემის დაძალება.
·                     სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელმა დაზარალებულათან საუბარში ხაზი უნდა გაუსვას, რომ იგი აღარ გახდება დანაშაულის მსხვერპლი და, რომ მას დანაშაულის არ უნდა ეშინოდეს, რომ მომხდარი უბრალო შემთვევითობა იყო.
·                     მსხვერპლის გასაგონად უნდა მოხდეს დამნაშავის დაჭერის ან ძებნის დაწყების ოპერაციისათვის სამართლებრივი მსვლელობის მიცემა, რათა მსხვერპლმა იგრძნოს პოლიციის თანადგომა, და რომ პოლიციის ქმედება მისი ინტერესების დასაცავად არის მიმართული. გარდა ამისა, თითოეული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმირებული უნდა იქნეს დაზარალებული;
·                     სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელმა უნდა გადასცეს დაზარალებულს იმ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უწყებების მისამართები, რომლებიც დაზარალებულებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ;
·                     დაზარალებულის ჩვენების ფირზე ჩაწერა, რომ მას აღარ მოუწიოს მრავალჯერ ჩვენების მიცემა (გაუპატიურების საქმეებზე ძირითადად);
·                     ბრალდებულის სასამართლო დარბაზიდან გაყვანა დაზარალებულის დაკითხვისას;
·                     სხვა სასამართლო დარბაზიდან დაზარალებულის დისტანციური დაკითხვა აუდიო-ვიდეო აპარატურის გამოყენებით.


რესოციალიზაციის მოთხოვნილება

დაზარალებულთა დიდი ნაწილის მოთხოვნაა რესოციალიზაცია, რაც გულისხმობს დროის მოკლე მონაკვეთში მსხვერპლის ეკონომიკური და ფსიქო-სოციალური მდგომარეობის იმ სახით აღდგენას, რაც იყო დანაშაულის ჩადენამდე.
დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ორგანოებმა აღიარონ, რომ მის მიმართ დანაშაული იქნა ჩადენილი, ეს მსხვერპლს ეხმარება მიღებული ტკივილის გადატანაში, მისთვის მნიშვნელოვანია, დამნაშავე მიხვდეს, რომ მისი საქციელი შეცდომა იყო და საზოგადოებრივად დასაგმობია. შესაბამისი რეეაგირება სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულში აჩენს მადლიერებისა და კმაყოფილების შეგრძნებას.
დაზარალებულს დაკარგული აქვს რწმენა სახელმწიფოსა და გარშემომყოფების მიმართ, რადგან მათ ვერ შეძლეს მისი დაცვა, ამ ნდობის სწრაფი აღდგენა მსხვერპლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაა.
განსხვავებული ხასიათის მოთხოვნილება შეიძლება გაჩნდეს განსხვავებული ტიპის დანაშაულის მსხვერპლთათვის, ისეთი ტიპის დანაშაულის მსხვერპლს, რომელსაც სხეულის დაზიანება არ განუცდია (ქურდობა, თაღლითობა) საკმარისია მატერიალური დანაკარგის ანაზღაურება. ხოლო დაზარალებულებში, რომელთაც განიცადეს ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, საჭიროა როგორც მატერიალური ანაზღაურება (თუ ასეთი დანაკარგი არსებობს), ასევე, დანაშაულის შედეგად მიყენებული ტრავმის განკურნებისათვის საჭირო თერაპიის ფულადი თანხა, ვინაიდან მსგავსი დანაშაულის მსხვერპლთა დიდ ნაწილს ასეთი თერაპია ესაჭიროება.
ბოლო 20 წელიწადში ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინეს, რომ რესოციალიზაციისათვის საჭიროა სამი პრევენციული ღონისძიება:
1.მატერიალური ზარალის ანაზღაურება.
2.რევიქტიმიზაციის თავიდან აცილება
3.ვიქტიმიზაციის შედეგად მოქმედი სახელმწიფო ნორმების მიმართ რწმენის ამაღლება.
ეს უკანასკნელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა დაზარალებული უკმაყოფილოა სახელმწიფო ორგანოებისა და სამართალდამცავების მუშაობით. საჭიროა დამნაშავისათვის სისხლის სამართლის საპროცესო უფლების მიცემა და დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მხვერპლმა თავი იგრძნოს მიტოვებულად და უნდობლობა გაუჩნდეს საზოგადოებისა დასამართლიანი სახელმწიფოსმიმართ, შედეგად, თავად გადაწყვიტოს სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავის მიმართ გამოხატულმა სიძულვილმა ის აიძულოს ჩაიდინოს დანაშაული.
გარდა ამისა, სახელმწიფოს მიმართ არსებული უნდობლობა დაზარალებულს ხელს უშლის მოქალაქეობრივი უფლებამოსილებების განხორციელებაში (არჩევნებში მონაწილეობა და სხვა) რაც ამცირებს ადამიანის რწმენას საკუთარი თავის მიმართ, ეს კი ზრდის რევიქტიმიზაციის ალბათობას. შესაბამისად რევიქტიმიზაციის თავიდან ასცილებლად აუცილებელია მოხდეს მსხვერპლის რესოციალიზაცია.

სტოქჰოლმის სინდრომი

მსხვერპლის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით არსებობს ერთი საინტერესო და უჩვეულო მოვლენა, რომელსაც „სტოქჰოლმის სინდრომს“ უწოდებენ. „სტოქჰოლმის სინდრომი“ესაა პარადოქსალური მიჯაჭვულობა და სიმპატია, რომელიც უჩნდება მძევალს აგრესორის მიმართ. ამუცნაურობასსახელი 1993 წლის 23 აგვისტოს .სტოკჰოლმში მომხდარი გახმაურებული შემთხვევის შემდეგ დაერქვა. ამ დღესსტოკჰოლმის ერთერთ ცენტრალურ მოედანზე გაქცეულმა შეიარაღებულმა პატიმრებმა, 32 წლის იანერიკ ოლსონმა და მისმა 26 წლის თანამზრახველმაკლარკ ოლფსონმა დაიკავეს ბანკი და მძევლად აიყვანეს 4 ადამიანი. 3 ქალბატონი: 31 წლის ბრიგიტა ლუნდბერგი, 26 წლის ქრისტინა ენმარკი და 21 წლის ელისაბეტ ოლდგრენი. ასევე 26 წლის მამაკაცისვენ სეფსტრემი. ექვსდღიანი ტყვეობის განმავლობაში ეს ექვსეული გამუდმებით იმყოფებოდა ბანკის ბრონირებულ საცავში. ბოროტმოქმედები მოითხოვდნენ 3 მილიონ კრონს, იარაღს და მანქანას. განმავლობაში მძევლები საკმაოდ ტრამვატულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ: თავიდან ისინი გადაბმულები იყვნენ ყელზე შემოხვეული თოკით და უწევდათ ფეხზე დგომა. საკმარისი იყო ოდნავ მოხრილიყვნენ, რომ თოკი იჭიმებოდა და გუდავდა მათ. ორი დღის განმავლობაში მათთვის არ მიუციათ საკვები, ემუქრებოდნენ მოკვლით. თუმცა, თანდათანობით, ბოროტმოქმედებსა და ტყვეებს შორის გაჩნდა უცნაური სიახლოვის განცდა. ბრიგიტა ლუნდბერგს ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, თუმცა ყველას გასაოცრად მან არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა ბანკის შენობიდან გამოსაღწევად. ქრისტინა ენმარკმა მოახერხა პოლიციისთვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა, თუმცა შემდეგ თავი დამნაშავედ იგრძნო და ყველაფერში გამოუტყდა ბოროტმოქმედებს. მეოთხე დღეს მან სატელეფონო საუბარში ითხოვა: მძევლებისთვის მიეცათ ბოროტმოქმედებთან ერთად წასვლის საშუალება, რადგან ისინი ძალიან კარგად ექცეოდნენ. რაც შეეხება სვენ სეფსტრესგანთავისუფლების შემდეგ ის გამუდმებით ამტკიცებდა რომ იანერიკ ოლსონი და კლარკ ოლფსონი კეთილი ადამიანები არიან. უშუალოდ განთავისუფლების პროცესში ისინი ცდილობდნენ ბანდიტების დაცვას, ქრისტინა ენმარკს კი ბოლო წუთამდე არ გაუშვია ხელი კლარკ ოლფსონისთვის.სასამართლო პროცესის მსვლელობისას ითხოვდნენ ამნისტიას და .. ბოროტმოქმედთა განთავისუფლების შემდეგ ორმა ქალბატონმა აღიარა, რომ აწ უკვე ყოფილ პატიმრებთან ჰქონდათ ნებაყოფლობითი ინტიმური ურთიერთობა, პოლიციას კი თავიანთ მტრებად მიიჩნევდნენ. ე.წ. „სტოქჰოლმის სინდრომი“ მომავალშიც არაერთხელ განმეორდა. ის  გამოვლინდა პატი ჰიორსტის შემთხვევაშიც, რომელიც ცნობილი მედია მაგნატის ქალიშვილი იყო. 1974 წელს მემარცხენე რადიკალური დაჯგუფების წევრებმა პატი მძევლად აიყვანეს და მის გასანთავისუფლებლად 6 მილიონი დოლარი მოითხოვეს.  გოგონა 57 დღის განმავლობაში მძევლად იმყოფებოდა, ამ დროის განმავლობაში მას ერთ-ერთი გამტაცებელი შეუყვარდა  და ის გამტაცებლების თანამზრახველად იქცა. შემდეგ პატი ჰიორსტს 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამ ფენომენის ფსიქოლოგიური განმარტებები ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანია, თუმცა უპირატესობა ენიჭება მის, როგორც თავდაცვის მექანიზმის განხილვას. ანა ფროიდი ამ ფენომენს განიხილავდა, როგორც საკუთარი თავის აგრესორთან იდენტიფიკაციის პროცესს. ეს ირაციონალური გრძნობა შესაძლოა გაუჩნდეთ ადამიანებს, რომლებიც აღმოჩნდნენ სასიკვდილო მდგომარეობაში, როდესაც რაციონალური რეაქციები უშედეგო და უიმედოა. არაცნობიერად მძევალს უჩნდება მცირე იმედი, რომ ბოროტმოქმედები არ მიაყენებენ ზიანს თავისსავე მსგავსს. სწორედ ამიტომ ხდება ატიტუდების, აღქმის ცვლილებამოძალადე აღიქმება, როგორც მომხიბლავი, კარგი ადამიანი.წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდებოდა საკუთარი თავის მასთან გაიგივება.   ამ გზით მსხვერპლი კოგნიტური დისონანსის აღმოფხვრას ცდილობს.  სტოკჰოლმის სინდრომს განაპირობებს კიდევ ერთი ფაქტორი. როდესაც მოძალადე მსხვერპლს თავის თავზე უყვება რომ ოდესღაც მასზეც ძალადობდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ დროს მსხვერპლს თანაგრძნობა უჩნდება რომ ისიც ოდესღაც მსხვერპლი იყო (ე.წ. ემპათიის განცდა). მოძალადის მძიმე წარსულით კი მსხევრპლი ამართლებს მის საქციელს ანუ ახდენს მცდარ გარეგან ატრიბუციას და ხსნის  მოძალადის ბრალეულობას.  ეს სინდრომი ასევე ხშირია ოჯახურ გარემოში როდესაც ცოლ-ქმარს შორის ხდება ძალადობის ფაქტები. დამცირების ან შეურაცხყოფის შემდეგ მცირე საჩუქარიც კი საკმარისია რომ მსხვერპლმა მოძალადეს აპატიოს და შემდეგ უხეშ მოპყრობამდე თავი დაირწმუნოს რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.  ამ მოვლენას პირად ურთიერთობაშ წარმოქმნილ სტოკჰოლმის სინდრომს უწოდებენ. ამას თავდაცვის ინსტინქტან ერთად მიჯაჭვულობის თეორიაც ხსნის. როდესაც ადამინი შეგუებულია იმ პირობებს რომელშიც არის და ახალი მისთვის იმდენად უცხოა რომ ურჩევნია ის რაც აქვს. ანუ იზიარებენ ძირძველ ქართულ გამონათქვამს რომლის მიხედვითაც  „შეჩვეული ჭირი სჯობია შეუჩვეველ ლხინს“ .  ბოლო წლების განმავლობაში ამ ფენომენს („სტოკჰოლმის სინდრომს“)  მიზანმიმართულად იყენებენ ტერორისტები მძევალთა აბსოლუტური დამორჩილების მიზნით. სწორედ ასეთი შემთხვევებისას საჭირო ხდება სპეციალისტების/ფსიქოლოგების ჩარევა, რომლებიც მოახერხებენ მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასონ მძევალთა ფსიქიკური მდგომარეობა და განსაზღვრონ რამდენად შეუძლიათ ამ უკანასკნელებს რაციონალურად აზროვნება და თანამშრომლობა ბოროტმოქმედთა დაკავების პროცესში.FBI-ის კვლევის შედეგად . სტოკჰოლმის სინდრომი მძევლების 27%- ახასიათებს, რაც ხელს უშლის მრავალი საქმის გახსნას.  

No comments:

Post a Comment