Friday, April 15, 2016

დანაშაულებრივი ქცევის წარმოშობის საფუძვლები: სწავლება და სიტუაციური ფაქტორები

მოცემული ნაშრომი შეეხება  ქცევის იმ შესაძლო  წარმომქმნელ  გზებს რომელიც განაპირობებს ინდივიდის მიერ დანაშაულის ჩადენას.  თუ  რატომ ხდება დანაშაულებრივი  ქცევები. მოცემულ თემაში მიმოხილულია ორი ძირითადი მიდგომა . პირველი , ბიჰევიორისტული  თვალთახედვა დანაშაულთან მიმართებით და მეორე სოციალური დასწავლის თეორიის ხედვები დანაშაულის წარმოქმნასთან მიმართებით.  ბოლოს კი საუბარი იქნება ბანდურასა და ფილიფ ზიმბარდოს ხედვებზე დანაულებრივ ქმედებასთან მიმართებით.
   ადამიანები  კონკრეტულ სიტუაციაში არ ხვდებიან სუფთა ხელებით. მათ გააჩნიათ  საკუთარი ინდივიდუალური გამოცდილებები და შესაძლო შემუშავებული სტრატეგიები თუ რა სახის ქმედებები უნდა განახორციელონ კონკრეტულ სიტუაციაში. ამ თვალთახედვის შესაბამისად  ჩვენ,  კონცენტრირებას ვახდენთ არამარტო კონკრეტულ ქცევით სტრატეგიებზე არამედ კონკრეტული ინდივიდზე, მის  ოჯახსა თუ  იმ სოციალური რისკის ფაქტორებზე რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს კრიმინალური ქცევის განხორციელებასთან.

ფსიქოლოგიური კლასიკური თეორიები ეფუძნება მოსაზრებას რომ ადამიანი ავტომატიზირებულია  რომ  მისი ქმედებები რუტინული და დასწავლილი ქცევებია სადაც არ ერთვება ინტელექტი ამ შეხედულებებზე დაყრდნობით უნდა ითქვას რომ კონკრეტულ სიტუაციაში ყოველი ადამიანის ქცევა უნდა იყოს მსგავსი რაც კრიმინალურ ქცევასთან მიმართებით ხშირად არ მართლდება.  სწორედ ქვემოთ მოცემულ ტექსტში შევეცდებით გავაანალიზოთ სწავლების ორი ფორმა რომლებიც ასრულებენ მთავრ როლს კრიმინალური ქცევის დროს. ქცევის განხორციელების შესაძლო გარეგან ფაქტორებზე ფოკუსირდება ბიჰევიორისტული მიდგომა ჩვენც სწორედ მისი მიმოხილვით დავიწყებთ .

ბიჰევიორიზმი
ბიჰევიორიზმის სულის ჩამდგმელად ჯონ ვოთსონი მიიჩნევა (1878-1958) რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგიას, როგორც მეცნიერებას ყურადღება უნდა მიეპყრო ადამიანთა ქცევაზე. მას სჯეროდა რომ ადამიანის გონების შესწავლა არ უნდა მომხდარიყო რადგან იგი ბუნდოვნებას გამოიწვევდა და უნდა მოეხდინა ფოკუსირება ხილულ, ნათელ გამოხატულებაზე რომელსაც სწორედ რომ  ქცევა წარმოადგენდა. რასაც სტიმულისა და რეაქციის ურთიერთქმედება წარმოდგენდა.
კიდევ ერთი ცნობილი ფსიქოლოგი რომლის იდეებმა მნიშვნელოვნად განავითარა ბიჰევიორისტული მიდგომა  იყო  სკინერი, რომლმაც    გარემო სტიმულს  დამოუკიდებელი  ცვლადი უწოდა  ხოლო ქცევებს კი გარემოსთან მიმართებით დამოკიდებულ ცვლადები.  მისივე მოსაზრებით, იმისთვის რომ გავიგოთ განვითარება კრიმინალური ქცევის ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ ისეთ გარემო მახასათებლებზე როგორებიც არის: სტიმული, განმტკიცება  და ჯილდო.
ბიჰევიორისტული იდეებისა და თეორიების განსამტკიცებლად ბიჰევიორისტები ატარებდნენ მრავალ კვლევებს ვირთხებზე მაიმუნებზე  თუ თავად ადამიანებზე. მათი თვალთახედვით, ცხოველებისა და ადამიანების გარკვეულ სტიმულზე რეაქცია ერთნაირად მიმდინარეობდა და მათ შორის გარემოსთან ურთიერქმედება ერთნაირი პროცესებით ხასიათდებოდა.  
კიდევ ერთი მთავარი მახასიათებელი ბიჰევიორისტული მიდგომისათვის იყო პავლოვის მიერ შემოტანილი მცნება ოპერანტული განპირობებულობა რომელიც არის დასწავლის ფორმა, რომელიც გულისხმობს ქცევის გაძლიერებას განმტკიცების შედეგად. ამ ცნების დამუშავების აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ პირობითი რეფლექსის გამომუშავების მეთოდიკა არ გამოდგება რთული ქცევების დასასწავლად. ცნობილია ოპერანტული განპირობებულობის კლასიკური ექსპერიმენტები კატებზე. გალიიდან გამოსვლას ან საჭმლის მიღებას კატები სწავლობდენ ბერკეტზე თათის დაკვრით. თავიდან კატები შემთხვევით ასრულებდენ საჭირო მოქმედებას და აღებდნენ გალიას ან იღებდენ საკვებს. მაგრამ საკვების ან თავისუფლების მიღებამ, როგორც განმტკიცებამ, გააძლიერა ეს ქცევა და კატა სულ უფრო ხშირად ასრულებდა ამ მოქმედებას. ბოლოს კი პირდაპირ ამ მოქმედებას ასრულებდენ .. მოხდა სასურველი ქცევის განმტკიცება და დასწავლა სასურველი შედეგის მიღწევით, დაჯილდოვების შედეგად.
სკინიერი სიყუაციონისტუირი იყო. სიტაუციონიზმის მიხედვით ქცევა გამოწვეულია გარემოში არსებული სტიმულების მხრიდან და ინდივიდებს არ გააჩნიათ კონტროლი საკუთარი ქცევის.  ადამიანები ისევე როგორც ცხეოველები სტიმულზე რეაგირეებენ როგორც დასწავლილი ქცევით.  
ოპერანტული სწავლება და დანაშაული
სკინერის მოსაზრებით ადამიანი იბადება ნეიტრალური არც დადებითი თვისებების მქონედ და არც უარყოფითის. შესაბამისად, კულტურა, საზოგადოება არქმევს და განსაზღვრავს პოზიტიურად ან ნეგატიურად გარკვეულ ქცევას. ქცევა იქნება ცუდი,  კარგი თუ ან იდიფერენტული ეს  ამას საზოგადოება  და ის ნორმები ირჩევს რომელიც არსებოსბ კონკრეტულ ჯგუფში.  ერთ კონკრეტულ კულტურაში გარკვეული ქცევა შესაძლოა უარყოფითად იქნას შეფასებული ხოლო იგივე ქცევა მეორე კულტურაში დადებითად. სკინერი თვლიდა, რომ იმისათვის რომ კრიმინალური  ქცევა შევცვალოთ უნდა იქნას გარემო შეცვლილი რადგან ადამიანი დამოკიდებულია სწორედ გარემო ფაქტორებზე. როდესაც გარემოში არ არსებობს ადეკვატური ნორმები და შეხედულებები სწორედ მაშინ წარმოიქმნება ქაოსი და შესაბამისად დანაშაულებრივი ქმედება.
საკუთრების წართმევა როგორიც არის ძარცვა ძალადობრივი დანაშაული ყაჩაღობა აიხნება სურვილით მოპოვებული იქნას ჯილდო რომლის მოპოვებაც ვერ ხორციელდება საზოგადოებში მიღებული ნორმალიზრირებული ქმედებებით. დელიქვენტური ქცევა  შეიძლება იყოს გამოწვეული მრავალი ფაქტორით როგორიც არის : საკუთარი სოციალური სტატუსის გაზრდის სურვილით გამოწვეული,  თვითშეფასების გაზრდის სურვილით,  კონპეტენტურობის გარდსით თუ სხვა. ჩნდება კითხვა თუ როგორ შეგვძლია აღვკვეთოთ ასეთი ქცევები ან სულ მცირე შევამციროთ მათი რაოდენობა. ამის გადაჭრის გზის პოვნა კი ბიჰევიორისტების მოსაზრებიტ გარემოსი უნდა ვიპოვოთ.

სოციალური სწავლება

ბიჰევიორისტები  მივიდნენ დასკვნამდე რომ ქცევა დასწავლადი პატერნია. შესაბამისად,  ნებისმიერი ქცევა შესაძლებელია შეიცვალოს ახალი ქცევით ხოლო ძველის    შეცვლა კი დამოკიდებულია სწორი სწავლების   სტრატეგიის შერჩევაზე .ხოლო სოციალური სწავლების თეორიის მიხედვით,  იმისათვის რომ გავიგოთ კრიმინალური ქცევა  უნდა გამოვიკვლიოთ  ინდივიდის   აზრები, მოლოდინები და ღირებულებები.  თითოეულ ინდივიდს გააჩნია საკუთარი ხედვა მსოფლმხედველობა  და ცხოვრებს სწორედ  ამ ხედვების შესაბამისად.  
ტერმინი სოციალური  სწავლება მიუთითებს თეორიის შესახებ ხედვას რომ ჩვენ ვსწავლობთ არსებული გარემოდან. აღვიქვავთ და ვიღებთ ინფორმაციას სხვა ადამიანებისაგან და ვუსმენთ  ჩვენს გარშემო ადამიანებს და ვითავისებთ მათ.  სოციალური სწავლების თეორიების წარმომადგენლებს სჯერათ რომ  გარემო არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქცევის ჩამოყალიბებისათვის.  რომ ადამიანები არიან სოციალური ქმნილებები.
ისეთი მეცნიერნი როგორებიც არიან ჯულია როტერი და ალბერტ ბანდურა დაინტერესებულნი იყვნენ  დანაშაულებრივი ქცევის კვლევით და აანალიზებდნენ ქცევებს  სოციალური სწავლების პერსპექტივიდან.

მოლოდინის თეორია
ჯულიან როტერის მოსაზრებით, მანამ სანამ ადამიანი განახორციელებს ქცევას მანამდე იგი სვამს კითხვას:   რა მოხდება ჩემთვის ამ ქცევის შედგომ და რას მივიღებ ამ ქცევისგან? როტერის მოსაზრებით, ჩვენი ნებისმიერი ქცევა დამოკიდებულია ჩვენს მოლოდინებზე და იმაზე თუ რამდენად ვაფასებთ შესაძლო შედეგებს. იმისათვის რომ ვიწინასწარმეტყველოთ ადამიანის ქცევა  უნდა შევაფასოთ ადამიანთა მოლოდინები.  თეორია ასევე აქცენტს აკეთებს ადამიანის ქცევა  დაფუძნებულია  მოლოდინებზე და შესაბამისად გარკვეული სახის ქმედება  გამოიწვევს ასევე გარკვეულ შედეგსაც.
როტერის მიხედვით, კრიმინალური ქცევაა  ქალის მიერ საკუთარი ქმრის მოწამვლა თუნდაც  საკუთარი  ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის თუ მიიჩნევს რომ კონკრეტულად ქმრისგან განთავისუფლება  მას კონკრეტულ მისთვის სასურველ შედეგს მოუტანს. . ხშირად, როდესაც ადამიანები იქცევიან ძალადობრივად ისინი აკეთებენ ამას იმიტომ რომ ამგვარი ქცევა წარსულში წარმატებით იქნა განხორციელებული  და შესაბამისად ჩამოყალიბებული იქნა მოლოდინი რომ იგივე ქცევის განხორციელებას განმეორდება და მიიღწევა  იგივე წარმატება.

იმიტაციური ასპექტები სოციალურ სწავლებაში

 იდივიდმა შესაძლოა დაისწავლოს ქცევა სხვაზე დაკვირვებით და შედგომ განახორციელოს ქცევა . ბანდურა (1973) ამას მოდელირებას უწოდებდა სოციალური სწავლების პროცესში. მისი მოსაზრებით, ჩვენი ქცევები დაისწავლება სხვაზე დაკვირვებით.  მოდელები არიან ადამინები რომლებიც გვაძლევენ გარკვეულ გზას, მიმართულებას  თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ქცევა.   მაგალითად, ბავშვმა შეიეძლება ისწავლოს თუ როგორ ხდება სროლა იარაღიდან ტელევიზორში ნანახი ანიმაციური ფილმიდან და სცადოს შედგომ იგივეს გამეორება საკუთარ სათამაშო იარაღზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი  ბამდურას მოსაზრებით არის ის რომ რაც უფრო  პატივსაცემი და აღიარებულია მისაბაძი მოდელი საზოგადოების მხრიდან მით უფრო დიდია მოტივაცია და ალბათობა  მათი მიბაძვის და შემდგომ  ქცევის მეშვეობით მათ განმტკიცების.   მოდელი შეიძლება იყოს : მშობელი, მასწავლებელი უფროსი ძმები ან დები ასევე  სიმბოლური მოდელები სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებიდან თუ ფილმებიდან.
ხშირად მოზარდთათვის მისაბაძი მაგალითი ხდება სხვადასხვა ცნობადი სახე, შესაბამისად ჩნდება სურვილი მათთან მსგავსების მათი სასურველობისდა გამო. ასეთ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ როკ მუსიკოსები, რომლებიც გარდა საკუთარი მუსიკის პოპულარობისა ხდებიან მისაბაძი თავისივე ქმედებებით. ხშირ შემთხვევაში ისინი პოპულარიზაციას უკეთებენ სასმელს ან ნარკოტიკის  მოხმარებას რაც ასევე განმაპირობებელი ხდება იგივე ქცევის გადმოღებით ახალგაზრდებისათვის რაც გარკვეულწილად ბიძგი დება დევიანტური ქცევის განხორციელების.

დეინდივიდუალიზაცია

ფესტინჯერის,  პეპიტონის  და ნივმანის (1952) მიხედვით დეინდივიდუალიზაცია წარმოიქმნება მრავალი ადამიანის  მცირე ტერიტორიაზე თავმოყრისას სადაც ადამიანები კარგავენ განცდას ინდივიდუალობისა და  საკუთარი თავის კონტროლს. შესაბამისად, ნაკლებად ხდება ასეთ გარემოში ქცევის გაკონტროლება.  ზიმბარდომ  მოახდინა ჰიპოთეზირება დეინდივიდაულიზაციის,  რომელიც თან სდევს კომპლექსურ, ჯაჭვურ ქმედებებს. პირველი მახასიათებელია    ბევრი ადამიანის არსებობა გარკვეულ ტერიტორიაზე , რაც  იწვევს ანონიმურობის გაჩენის ალბათობას. მეორე,  ადამიანები შემდგომ განიცდიან, გრძნობენ   თუ როგორ კარგავენ საკუთარ იდენტობის მახასიათბელებს   და ხდებიან კონფორმულნი და წევრები კონკრეტული  ჯგუფის . შესაბამისად, იმის ალბათობა რომ ადამიანმა აიღოს პასუხისმგებლობა  გარკვეულ ქმედებებზე ძალიან მცირდება.  სწორედ ეს ჯაჭვური პროცესები  ხდება მიზეზი ანტისოციალური დანაშაულებრივი ქმედებების გახორციელების   და ძირითადი ნიშნები  მასობრივი ძალადობის.
ზიმბარომ ჩაატარა დეინდივიდუალიზაციიის თვისებების უკეთ გამოსაკვეთად  ექსპერიმენტები, მათ შორის სტენფორდის ციხის ექპერიმენტი და კავშირი სიმჭიდროვესა და კრიმინალურ ქცევასთან მიმართებით.  ქვემოთ მოცემულ ბოლო ექსპერიმენტში (1970) კონკრეტულად იკვლია ორი ქალაქის უბნები. პირველი ნიუ იორკის უბანი  მანჰეტენი და მეორე უბანი პალო ალტო კალიფორნიაში . ზიმბარდოს ჰიპოთეზის თანახმად, უფრო მეტი მოცულობის ქალაქი  როგორიც ნიუ იორკია  მოსახლეობა უფრო მეტად იქნებოდა მიმართული იდენტობის თავისებურებების  დაკარგვისკენ და ნაკლებად პასუხისმგებელნი იქნებოდნენ  საკუთარ ქმედებებზე. მისი ჰიფოთეზა გამართლდა. ორი მანქანა რომელიც ღია იქნა ქუჩაში საათობით გაჩერებული სხვადასხვა ქალაქში. შედეგებმა აჩვენა   სხვადასხვა დამოკიდებულებები  ამ ორი მანქანის   მიმართ.  26 საათის განმავლობაში ნიუ იორკში მოხდა მანქანის გაძარცვა და მისი ნაწილების მოპარვა, საინტერესო კი ის იყო რომ ქურდობა ჩადენილი იქნა არა  პროფესიონალი  ქურდების  მიერ არამედ  საშუალო კლასის მოქალაქეების მიერ.  მეორეს მხრივ პაულ ალტოში მანქანა იყო შვიდი დღის განმავლობაში ხელუხლებელი. ჩნდება კითხვა თუ რა მიზეზებს მივყავართ ამ შედეგებამდე. ზიმბარდოს მოსაზრებით, ანონიმურობა ზრდის რისკს რისკიანი ქცევის განხორციელების  რომ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში  ნაკლებად ხდება შესამჩნევი კონკრეტულად ერთი ადამიანის ქცევა. რომ დიდ გადაჭედილ ქალაქებში როგორიც არის  ნიუ იორკი ადამიანთა მიმართ ნაცნობობის დონე გაცილებით დაბალია  პალო ალტოსთან შედარებით შესაბამისად,  ინდივიდი ნაკლებად განახორციელებს დანაშაულს თუ არსებობს მაღალი ალბათობა მისი შემჩნევისა და დადანაშაულების.
დეინდივიდუალიზაციის მიხედვით ხშირად ხდება სხვადასხვა კრიმინალური ქცევების ახსნა. მაგალითად როგორიც არის  კოლექტიური ქმედების დროს სოციალური დანაშაულებები,  გენოციდი,   ძარცვა თუ სხვა.  უნდა ითქვას რომ დეიდეივიდუალიზაციის განცდის გაჩენა არ ასოცირდება მხოლოდ  ბრბოსთან. ეს შეიძლება იყოს ასევე მიღწეულ იქნას მასკის,  უნიფორმის ტარებით  ან სიბნელით.  იგივე შეიძლება ითქვას ჯარისკაცებზე  და მილიტარისტული ნაწილის წარმომადგენლებზე სადაც ერთი საერთო ფორმით ხდება ინდივიდუალური მახასიათებლების გაქრობა და მაღალი ჯუფთა შეჭიდულობის გაჩენა.

მორალური შეუთავსებლობა

ბანდურამ (1990, 1991) ჩამოაყალიბა თეორია რომ აეხსნა  თუ რატომ იქცევიან ადამიანები ამორალურად საკუთარი შეხედულებების საპირისპიროდ, როდესაც ზედა საფეხურზე მდგომნი   ბრძანებებს  გასცემენ  ან როდესაც  არსებობს მაღალი სოციალური  ზეწოლა. ბანდურას მოსაზრებით, ადამიანებს სოციალური დასწავლის დროს ინტერნალიზირებას ახდენენ მორალური პრინციპების რაც ხდის საკუთარი თავის მიმართ ღირებულობის განცდის გაჩენას. მხოლოდ გარემოს ძალა არ განსაზღვრავს ადამიანის ქმედებებს.  ადამიანი სანამ განახორციელებს ამორალურ ქცევას ინდივიდი ახდენს გარიყვას უკუგდებას საკუთარი მორალური სანქციების  რათა აიცილოს თავიდან საკუთარი თავის დაგმობა და კოგნიტური დისონანსი. ეს იქნება საპირისპირო მხარის დეჰუმანიზაცია რაც ითვალისწინებს მეორე მხარის წარმოჩინებას როგორც უგრძნობს დაცლილს ემოციებისგან რომელნიც არ შეესაბამებიან მორალურ პრინციპებს.
ასევე ბანდურამ შეადარა გოგონები და ვაჟები ერთმანეთს. მისი მოსაზრებით, ბიჭები უფრო მეტად  არიან   მიდრეკილნი უარყოფისკენ  მორალური დასჯის  საზიანო  ქცევის განხორცილებისას არიან  მალე აღგზნებადნი  და მიდრეკილნი ინდივიდუალური მახასიათებლების  უარყოფისკენ. გოგონები არიან უფრო მეტად  გაზიარებაზე,  დახმარებაზე ორიენტირებულნი და თანაგრძნობის გამომხატველნი, ხოლო ბიჭები მეორეს მხრივ, ნაკლებად განიხილავენ საკუთარ უარყოფითი ემოციებს.  ბანდურას თეორია ცდილობს ყურადღების გამახვილებას  როგორც გარეგან ფაქტორებზე  ასევე შინაგან ფატორებზე  რომ გახდეს გასაგები რატომ აკეთებენ ადამიანები იმას რასაც აკეთებენ.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ მიმოხილვა დავიწყეთ ბიჰევიორიზმით, სკინერის, ვოტსონისა და პავლოვის იდეებით, რომელთა მთავარი იდეა გარემო ფაქტორების არსებობაზე კონცენტრაციასა და გაანალიზების მნიშვნელოვნებას უსვამდა ხაზს. შემდგომ საუბარი შეეხო იმ სოციალური თეორიების განხილვას, რომელებიც ასევე ცდილობენ ახსნან იშ შესაძლო ქცევის გამომწვევი მიზეზები რაც ადამიანს უბიძგებს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისაკენ. ასევე განვიხილეთ დეინდივიდუალიზაციის ცნება და მისი კავშირი შესაძლო დანაშუალებრივ ქმედებასთან და ბოლოს მიმოვიხილეთ ბანდურას თვალთახედვა დანაშაულთან მიმართებით.

ნაშრომზე მუშაობდა: ნინო ასათაშვილი

No comments:

Post a Comment