Friday, April 15, 2016

სავარაუდო ბრალდებულის ინტერვიუირების სპეციფიკა

ეჭვმიტანილის ვერბალური და არავერბალური ქცევის სიმპტომებზე დაკვირვების       მნიშვნელობა სიმართლის გამომჟღავნებისთვის
ფიზიოლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები, ასევე სხვა მრავალი პროფესიონალი შეთანხმდა იმაზე, რომ ინფორმაციის მისაღებად,  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ვერბალურ კომუნიკაცია ასევე არავერბალურსაც, რომელშიც იგულისხმება პოზა, ჟესტები და სახის გამომეტყველება, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ შეიძლება ადამიანი ამბობდეს ერთს, ხოლო მისი სხეულის მოძრაობა, სახის გამომეტველება, ან ხმის ტონი ამბობდეს სრულიად სხვას.          
            1942 წლის დასაწყისში, ამ ნაშრომის ერთ–ერთმა ავტორმა გადაწვიტა, რომ სისტემატურად ჩაეწერა ის ქცევითი სიმპტომები, რაც ყველა ეჭვმიტანილს ჰქონდა პოლიგრაფის ტესტირების დროს, ჩიკაგოს პოლიციის სამეცნიერო კრიმინალურ დეტექტიურ ლაბორატორიაში, ამ კვლევაში მან გაყო ორი ჯგუფი, პოლიგრაფის ტესტის შედეგებისა და ქცევითი სიმპტომების მიხედვით. პოლიგრაფის ტესტირებასთან ერთად, სარკის მიღმა კიდევ აკვირდებოდა სხვაც მათ ქცევით ცვლილებებს, აღმოჩნდა, რომ პოლიგრაფის ტესტმა აღმოაჩინა,  უმრავლესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამბობდნენ სიმართლეს  , ხოლო მატყუარა პირების უმეტესი ნაწილი იდეტიფიცირდა მანამდე სანამ  პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდბოდათ, ანუ სიმართლის მთქმელი ეჭვმიტანილები უფრო ადვილი ამოსაცნოებები არიან მხოლოდ ქცევითი სიმპტომების გაანალიზებით, ხოლო მატყუარა ეჭვმიტანილები უფრო რთული აღმოსაჩენები იყვნენ ამ მეთოდით.


ვერბალური და არავერბალური პასუხების შეფასება

ყურადღებიან მსმელენელს გაცნობერებული აქვს არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობა, ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ნორმალურად სოციალიზებული ადამიანს არ მოსწონს როდესაც ამბობს ტყუილს, ამიტომ მას ეწყება შფოთვა და სტრესი, სწორეს ეს არის მნიშვნელოვანი, ბაზისური ნაწილი ამ თემისა. როდესაც ეჭვმიტანილი არაპირდაპირ პასუხებს იძლევა ან პირდაპირ პასუხზე იძლევა შეკამათებას, ის ამას იმიტომ აკეთებს, რომ თავიდან აიცილოს შინაგანი შფოთვა, რომელიც დაკავშირებულია აშკარა უარყოფაზე.
            არავერბალური კომუნიკაცია, რომელშიც შედის სხეულის მოძრაობა, ჟესტიკულაცია, სახის გამომეტყველება და თვალებით კონტაქტი ძალზედ მნიშვნელოვანია. არავერბალური ქცევა ეს არის  შინაგანიდან წამოსული მოტივაცია, რომ შფოთვა შემცირდეს. მაგალითად ხელების სახესთან მიტანა, ხელების გადაჯვარედინება, სხეულის პოზის ცვლილებები, ასევე ტანსაცმლის ნაძენძების (იგულისხმება, ტანსაცმელს, რომ ძაფი გამოეპარება)  შეგროვება, ჩქარი მოძრაობები, ამგვარი ქმედებები ეჭვმიტანილს ეხმარება შფოთვა შეამციროს.

ვერბალური პასუხები

ხშირად ვერბალური პასუხები არის ინფორმაციის უტყუარობის შემადგენელი ნაწილი, სწრაფი პასუხები როგორც წესი სიმართლზე მიუთითებს. კითხვაზე პასუხის არიდება კი მოტყუების მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს. ეს ანალიზი დაფუძნებულია თეორიაზე, რომ მარტივი და დირექტიული შეკითხვა არ ითხოვს ბევრ ფიქრსა და წინდახედულებას. ასევე კიდევ  ერთი აღსანიშნავი ფაქტორია ისეთი პასუხები როგორიცაა „ვინ მე?“. „მთელი დღე სახლში ვიყავი“, „არ მაქვს იარაღი“ ეს არ არის დირექტიული პასუხები და ტყუილზე მეტყველებს. ასევე მაგალითად „თქვენ გულისხმობთ გუშინდელ დღეს?“, „თქვენ გინდათ, თქვათ რომ მე გავაჩინე ხანძარი?“, მსგავსი ტიპის პასუხებს ამბობენ, რადგან გონიათ, რომ მსგავსი ფორმულირება  ყველაზე მეტად დაიცავს მათ ტყუილის გამომჟავნებისგან.
ეჭვმიტანილი,რომელიც ამბობს „მოიცადე ეხლავე“, ანუ ყოყმანობს გარკვეულწილად ცდილბს ამით,რომ  დრო მოიგოს რათა წინასწარ განსაზღვროს შემდგომი ტყუილები და ასევე შენიღბოს დანაშაულის გრძნობის გამომხატველი რეაქციები. სიმართლის მთქმელ ეჭვმიტანილს არ ჭირდება ფიქრი კითხვებზე რადგან არსებობს მხოლოდ ერთი პასუხი, ასევე მათ არ სჭირდებათ კარგი მეხსიერება, რადგან არ ჭირდებათ ტყუილების დამახსოვრება.
 მატყუარა ეჭვმიტანილი ზოგჯერ საუბრობს ფრაგმენტულად და შედმეგი ფრაზებით: „ ყველაფერს გავაკეთებ თუ...“, „თუ ფიქრობთ რომ...“  ან „ვიმედოვნებ, რომ..“ ასევე შეიძლება ნახევრად მოიტყუოს მაგალითად „არ მახსოვს“, „როგორც ვიცი“ ან „ვერ ვიხსენებ“ ასევე შეიძლება მან თავისი აზრები შემდეგი ფრაზებით გაამყაროს „ მთლიანად მართალი,რომ ვიყო თქვენთან“, ასევე უფრო კომპექლექსური მატყუარები იყენებენ შემდეგ ფრაზებს  :“ თუ სწორად მახსოვს“ „ესე მესმის მე“, „თუ გონება არ მღალატობს“  „შეიძლება ვცები მაგრამ“.
ასევე ეჭვმიტანილი,რომელიც ზედმეტად ზრდილობანია საეჭვოა, ისინი ხშირად ამბობენ ასევე შემდეგ ფრაზებს „ მე ვიცი, რომ თქვენ საქმეს აკეთებთ“, „მესმის რასაც ამბობთ“, სიმართლის მთქმელ ეჭვმიტანილს არ სჭირდება მსგავის „მობოდიშებები“.
ასევე ეჭვმიტანილი,რომელიც  ამბობს „ღმერთს ვფიცავარ“, „ბიბლიაზე დავიფიცებ“ დიდი ალბათობთ ამბობს ტყუილს. ასევე შემდეგი ფრაზები „გარდაცვლილი დედის საფლავს გეფიცებით“, თუმცა ამ შემთხვევაში გამომძიებელმა უნდა გაითვალისწინოს , რომ ზოგ კულტურაში მსგავსი ფრაზებით საუბარი ხშირია და შესაძლებელია სულაც არ იტყუებოდეს ადამიანი.
მაგალითად ეჭვმიტანილი,რომელიც იტყუება, მის დანაშაულს უარყოფს შემდეგი ფრაზით „ მე არ მისვრია მისთვის მაგ იარაღით“, როცა ეჭვმიტანილი,რომელიც სიმართლეს ამბობს იტყვის „ მე არასდროს, ჩემ სიცოცხლეში არავისთვის მისვრია“ ასევე ეჭვმიტანილი,რომელიც სიმართლეს ამბობს არ იყენებს შემდეგ უკმეხ სიტყვებს, „გაუპატიურება“, „ძარცვა“, „ყაჩაღობა“, „ძალადობა(იგულისხმება ჭრილობის მიყენება)“
უდანაშაულო ადამიანის პასუხები:
§     პირდაპირი მკაფიო კი, და თითქმის გაბრაზებული არა
§     არა,რომელის ისე ჟღერს თითქოს „გიჟი ხომ არ ხარ?“
§     არა, რომელიც გამომწვევი მანერით არის ნათქვამი
დამნაშავე ადამიანის პასუხები:
§     გადავადებული პასუხი, ემპათიური „არა“ თქმის მერე
§     გადავადებული პასუხი როგორიცაა „მოიცა გავიხსენო“, ეს პასუხი ღრმა ფიქრის შემდეგ არის ნათქვამი
§     ბოდიშის და შუამდგომლობის მსგავის „არა“ პასუხი


არავერბალური პასუხები

„ქცევა უფრო ხმამაღლა მეტყველებს ვიდრე სიტყვა“, სოციალური კვლევებით დადგინდა,რომ კომუნიკაციის 70 %–ზე მეტი არავერბალურ მახასიათბლებზე მოდის. ერთია,როდესაც პიროვნება კითხვაზე „შენ ესროლე ჯეიმს სმიტს?“ პასუხობს „არა“ და თან გამომძიებელს უყურებს თვალებში და არ იცვლის პოზას, ხოლო მეორეა,როდესაც ამბობს „არა“–ს და ამ დროს იყურება იატაკზე ან აჯვარედინებს ფეხებს.ყველაზე მნიშვნელოვანი არავერბალური მახასიათებელი ტყუილის არის თვალებით კონტაქტის არიდება, უფრო მარტივია ადამიანებისთვის მოიტყუიონ მაშინ,როდესაც იყურებიან იატაკზე, ჭერზე ან გვერდით. ქვემოთ მოცემულია 4 ძირითადი ფაქტორი,რომელიც უნდა გავითვალისწინოთ,როდესაც ვაფასებთ ადამიანს თვალებით კონტაქტის მიხედვით:
§     როგორც წესი ეჭვმიტანილი,რომელიც არ აწარმოებს თვალებით კონტაქტს საუბრის დროს, დიდი შანსია,რომ იტყუებოდეს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ადამიანს, რაიმე დარღვევა ხომ არ აქვს და იმიტომ ხომ არ არიდებს თავს კონტაქტს, ასევე ზოგერთ კულტურასა და რელიგიაში არ არის კარგ ტონად მიღებული საუბრის დროს თვალებით კონტაქტი, მსგავსი ფონი უნდა გავითვალისწინოთ.
§     არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოთხოვოს გამომძიებელმა ეჭვმიტანილს თვალებით კონტაქტი, რადგან შეიძლება ეჭვმიტანილმა დაჟინებით შეხედოს გამომძიებელს თვალებში, რაც გამოიწვევს იმას,რომ გამომძიებელი ვეღარ შეამჩნევს სხვა მნიშვნელოვან არავერბალურ მანიშნებლებს და სხეულის მოძრაობის ცვლილებებს.
§     ასევე ზედმეტი მიშტერება და თვალებში მუდმივი ყურება ეჭვმიტანილს არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააყენებს.
§     ეჭვმიტანილს არ უნდა დავრთოთ ნება,რომ ეკეთოს შავი მზის სათვალე, გარდა განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებებისა.
შეჯამებისთვის ავტორებმა შემდეგნაირად განსაზღვრეს დამნაშავე და უდანაშაულო ეჭვმიტანილის მზერა. მატყუარას ბურუსიანი (foggy),  ცივი,  გამომცდელი, მშიშარა, არასანდო თვალები ექნება ხოლო სიმართლის მთქმელს : სუფთა, კაშკაშა, ფართე, ცოცხალი, პირდაპირი და თბილი მზერა აქვს. ასევე აქაც უნდა გავითვალისწინოთ,რომ შეიძლება ეჭვმიტანილს დაღლილობის გამო ჰქონდეს ტყუილისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ამიტომ წინასწარ უნდა მოვემზადოთ და გავიგოთ ინფორმაცია ამის შესახებ.
რაც შეეხება სხეულის პოზას, უდანაშაულო ეჭვმიტანილი ზის გამართულად მაგრამ არა დაძაბულად, გამომძიებლს უყურებს პირდაპირ, ის ჩანს რელაქსირებული და მისი სხეულის მოძრაობები ბუნებრივი და ჩვეულებრივია, ხოლო მატყუარა ხშირად წელში იხრება ან იხრება სკამის საზურგისკენ, ასევე არის დაძაბული და რიგიდული ხოლო ფეხები ხშირად სკამის უკან აქვს გაწეული. ასევე ხშირად ისეთ პოზას იღებენ, რომ გამომძიებლის პირდაპირ არ ისხდნენ ანუ ხშირად გვერდულად სხედან, რომ სახეში ყურებისგან თავი აირიდონ. ასვე  ხშირად ფეხები და ხელები აქვთ გადაჯვარედინებული. შესაძლებელია დამნაშავის სხეულის პოზის ცვლილებები უეცარი და არაბუნებრივი იყოს.
შეჯამებისთვის დამნაშავე  ეჭვმიტანილის ფიზიკური აქტივობა შეიძლება დავალაგოთ შემდეგ 3 ძირითადკატეგორიაში:
§     სხეულის უხეში მოძრაობებ, შეიძლება ადგეს სკამიდან ან საერთოდ დატოვოს ოთახი
§     გარკვეული პოზიციისთვს პოზების ამორჩევა–როგორებიცაა ფრჩხილების კვნეტა, ცხვირზე ხელის მიდება, ტანსაცმლის ან სამკაულის წვალება, სათვალის გაწმენდა, ყურზე შეხება, ან ტუჩზე, ხელების დაგრეხვა ან წვალება, თმის სწორება ან ხელის სმა.
§     მხარდამჭერი პოზები–ხელის მიდება პირზე ან თვალებზე, როდესაც საუბრობს; ხელების ან ფეხების გადაჯვარედინება, ხელების დამალვა (მასზე დაჯდომით )ან ფეხების დამალვა სკამის უკან შემოწყობით, შებლის ხელით დაჭერა, ან ხელების მოთავსება ფეხებს ქვემოთ ან ფეხებს შორის.
თუ ეჭვმიტანილი ხშირად ავლენს ამ არავერბალურ რეაქციებს ვერბალურთან ერთად, ეს არის ძლიერი ინდიკატორი იმისა, რომ ვერბალური პასუხები არ არის მართალი.
ასევე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სანამ ეჭვმიტანილზე დაკვირვებას დავიწყებთ შემდეგი:
§     უნდა ვიცოდეთ ეჭვმიტანილის ნორმალური ქცევა როგორია, ამის გამოკვლევა უშუალოდ დაკითხვის პროცესამდე უნდა მოხდეს.
§     შევაფასოთ ყველა ის ქცევითი ინდიკატორი,(საუბარია ზემოთ ჩამოთვლილ არავერბალურ მანიშნებლებზე) რომელიც არის ბაზისური და ვნახოთ როდის ხდება (დრო) და რა სიხშირით აკეთებს კონკრეტულ ქცევას.
§     იმისთვის,რომ ინდიკატორები იყოს სანდო ისინი უნდა ხდებოდეს უცბად და ხშირად.


სიფრთხილე,რომელიც უნდას გამოვიჩინოთ, როდესაც ვაფასებთ ქცევითი სიმპტომების მიხედვით დამნაშავე და უდანაშაულო ეჭვმიტანილებს:

არცერთი ქცევა არ უნდა განვიხილოთ სხვებისგან დამოუკიდებლად, ისინი ერთმანეთთან კომბინაციაში უნდა იყვნენ

თავშეკავებულობა

თავშეკავებულად ყოფნა ინტერვიუს დასაწყისში ახასიათებთ, როგორც მატყუარა ასევე სიმართლის მთქმელ ეჭვმიტანილებს. დამნაშავე ეჭვმიტანილს ეშინია საუბრის რადგან ფიქრობს, რომ გამოიჭერენ, კითხვებზე შეიძლება მსგავსი  მოკლე და მოჭრილი პასუხები გასცეს, როგორიცაა „ არა, „არ ვიცი“, ან „არ შემიძლია გითხრათ“, ხოლო რაც შეეხება უდანაშაულო ეჭვმიტანილს ის შეიძლება შიშობდეს, რომ შეცდომით ის არ მიიჩნიონ დამნაშავედ, და ამ შიში გამო არ ილაპრაკოს, თუ გამომძიებელი მომთმენია ყველაზე ჩუმი უდანაშაულო ეჭვმიტანილიც კი დროთა განმავლობაში ალაპრაკდება.

ნერვოტულობა

არ არის გასაკვირი რომ დამნაშავეც და უდანაშაულოც ნერვიულობს დაკითხვის დროს, თუმცა მათ ნერვიულობას სხვადასხვა მიზეზები აქვს, უდანაშაულოს ნერვიულობა შეიძლება შემდეგი მიზეზების გამო ჰქონდეს : 1) შეცდომით ის მიიჩნიონ დამნაშავედ 2) როგორ მოექცევიან მას 3) ადრე ჩადენილი დანაშაული (თუ კი არსებობს) ეხლა არ „ამოუგდონ“ J
ხოლო დამნაშავე ნერვიულობს, რომ მის ტყუილს გაიგებენ და საქმეს სწორად გამოიძიებენ, პრინციპული განსხვავება დამნაშავე და უდანაშაულო ეჭვმიტანილს შორის ნერვიულობის სიძლიერეა, დამნაშავის ნერვიულობა უფრო ძლიერია, ამიტომ მისი არავერბალური მანიშნებლები უფრო ჩანს და ადვილად დასაკვირვებელია.

თავხედობა, შეუფერებლობა

ასეთი ქცება ძირითადად ახალგაზრდა ეჭვმიტანილებს ახასიათებთ, და როგორც წესი დამნაშავეებში უფრო ხშირია ვიდრე უდანაშაულოებში, მათ ხშირად მოურიდებელი ქცევა აქვთ რათა აჩვენონ, რომ არ ეშინიათ. ასევე ხშირად ეს ქცევა მაშინ იჩენს თავს თუ დაკითხვა ხდება ეჭვმიტანილის მეწყვილესთან ერთად ან იცის, რომ იმ მეწყვილეს აქვს ინფორმაცია მას რომ კითხავენ.

სიბრაზე

საკმაოდ რთული ქცევითი რეაქცაა შესაფასებლად, სიბრაზე ახასიათებს ორივე ტიპის ეჭვმიტანილს, დამნაშავის „სიბრაზე“ უფრო ადვილად გასაანალიზებელია ვიდრე უდანაშაულოსი, რადგან უდანაშაულო უფრო მეტ შეუპოვრობას გამოიჩენს, ხოლო დამნაშავე თავის სიბრაზეს სხვა გრძნობით შეეცდება შევალოს. გამომძიებელმა ამ დროს უნდა მისცეს ნება ეს სიბრაზე გამოუშვას, სასურველია თუ გამომძიებელს ეცოდინება ეჭვმიტანილის ჰობი ან ინტერესები და მასზე დაუწყებს საუბარს, ამით განიმუხტება სიტუაცია და ეჭვმიტანილის ნდობასაც მოიპოვებს გამომძიებელი.

სასოწარკვეთილება და მორჩილება

თუ ეჭვმიტანილი ვარდება სასოწარკვეთილებაში და ამბობს შემდეგ ფრაზებს „რა მნიშვნელობა აქვს მაინც ციხეში წავალ“, „რა აზრი აქვს“ და ა.შ გამომძიებელმა მას უნდა დაუწყოს შემდეგი ფრაზებით საუბარი „ცხოვრება ალბათ ცუდათ მოგექცა“, როდესაც ეჭვმიტანილი უპასუხებს „კი“, გამომძიებელმა უნდა გააგრძელოს საუბარი მის რთულ ბავშვობაზე მაგალითად და შემდგომ მოუსმინოს ყურადღებით და ემპათიურად.

ფაქტორები, რომელიც არასწორი ინტერპერატაციის მიზეზი ხდება

წამლების მოხმარება–ნებისმიერი სახის წამლის მოხმარებამ ეჭვმიტანილის მიერ,  ეს იქნება ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მახასიათებლებზე მოქმედი შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, მაგალითად გარკვეული ნარკოტიკის მოხმარება იწვევს ოფლიანობას, კანკალს, ასევე პირის სიმშრალეს, ეს არ უნდა აგვერიოს ტყუილში, ასევე ალიბის წარდგენისას ეჭვმიტანილს შეიძლება რამე შეეშალოს არა იმიტომ, რომ იტყუება არამედ წამლის მოხმარების გამო დეზორიენტირებულია.
მენტალური დაავადება–გამომძიებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ მენტალური დაავადება აქვს ადამიანს წარსულში გადატანილი ან ამჟამად განიცდის რაიმე მსგავსს, მისი ქცევითი ინდიკატორები ბევრს ვერაფერს მოგვცემს, შეიძლება დამნაშავე ამის გამო უდანაშაულო გვეგონოს ხოლო ფსიქოლოგიური ეფექტების გამო უდანაშაულო დამნაშავედ მივიჩნიოთ.
ინტელექტი, სოციალური პასუხსიმგებლობა და სიმწიფე– შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო მაღალია ინტელექტის დონე, უფრო სანდოა ქცევითი სიმპტომებიც, რადგან მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები კარგად ხვდებიან რა არის ტყუილი და მართალი, და ტყუილის თქმისას განიცდიან ძლიერ შინაგან დისონანსს და შფოთვას, რის გამოც უფრო აშკარაა არვერბალური მანიშნებლები. სოციალურიპასუხისმგებლობა,როგორიცაა ოჯახი, სამსახური, რეპუტაცია ახდენს მის ემოციებზე გავლენას, ეს განსაკუთრებით ეხებათ მათ ვინც ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზეა დამოკიდებული, რადგან მათ ნაკლებად აქვთ მაღალი ღირებულებათა სისტემა ჩამოყალიბებული, შესაბამისად ნაკლებად განიცდიან დისკომფორტს და ნაკლებად ავლენენ შფოთვის შესამცირებლად ქცევით მახასიათებლებს (ოფლიანობა, მოუსვენრობა და ა.შ)  მსგავსი რამ ახასიათებთ ახალგაზრდებსა და მოუმწიფებელ ეჭვმიტანილებსაც.


ქცევითი ანალიზის ინტერვიუ

როგორც წესი საგამოძიებო ინტერვიუ უფრო მეტად ორიენტირებულია ინფორმაციის შეგროვებაზე, ვიდრე იმ პასუხების ამოყრაზე, რომელიც ქცევის ანალიზში დაეხმარება გამოძიებას, ქცევითი ანალიზის ინტერვიუში გამოიყენება სფეციფიური კითხვები. იმისთვის,რომ ნათელი იყოს ამ ტიპის ინტერვიუ განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა:
 1984 წლის 7 დეკემბრის დილას 9:00–ზე, მერი ჯონსი იპოვეს მკვდარი საკუთარ სახლში. ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ შემთხვევა მოხდა შუაღამისას და არ იყო ძალით შეჭრის ნიშნები. გამოძიებამ დაადგინა, რომ მერის და მის მამაკაც მეგობარ ჯიმ სმიტს მოუვიდათ ხმამაღალი შელაპარაკება, კამათი ეხებოდა მერის ურთიერთობას მის რამდენიმე მამაკაც თანამშრომელთან. კარგი მიზეზი იყო ჯიმის დასაკითხად, მაგრამ არა მის დასაპატიმრებლად.
ინტერვიუს დასაწყისში გამომძიებელმა რამდენიმე წუთი უნდა დაუთმოს უწყინარი კითხვების დასმას, როგორიც არის მისი (ჯიმის) სახელი, ასაკი, მისამართი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო და სხვა მსგავის კითხვები, ამ კითხვების დასმის მთავარი მიზანია გავიგოთ ეჭვმიტანილის ჩვეული მდგომარეობა,მისი არავერბალური თუ ვერბალური მახასიათებლები.
შემდგომ კი უნდა დავუსვათ ისეთი შეკითხვები, რომელიც მოიცავს შემდეგს „ცოდნა“, და „რატომ“, მაგალითად : „ იცით რატომ ხართ აქ?“ ან „იცი რატომ ვართ აქ?“ იქიდან გამომდინარე,რომ მერის იცნობდა ჯიმი სავარაუდოთ მას ეცოდინება კიდევაც მისი სიკვდილის შესახებ, თუ კი ის უდანაშაულოა შემდეგ პასუხს მოგვცემს : „თქვენ ცდილობთ  გაიგოთ ვინ მოკლა მერი“.
ასევე შემდეგი ტიპის „იცი რატომ“ ნათქვამი იქნება თუ ვეტყვით „ ჯიმ, ჩვენ ბევრი ადამიანი დავკითხეთ მერის სიკვდილთან დაკავშირებით და ინფორმაცია სწრაფად უკავშირდება ერთმანეთს, ჯიმ რაიმე კავშირი თუ გაქვს შენ უნდა მითხრა“ თუ კი ჯიმი დამნაშავეა ის ვერბალურად შემდეგ პასუხს გაგვცემს დიდი ალბათობით „თქვენ გულისხმმობთ, რომ ეს მე გავაკეთე? არა“, ხოლო არავერბალური იქნება თვალით კონტაქტსი შეწყვეტა, ხელების და ფეხების გადაჯვარედინება, ხოლო თუ ჯიმი უდანაშაულოა ის უცბად იტყვის შემდეგს: „ ამასთან არავითარი კავშირი არ მაქვს, მე მიყვარდა ის გოგო, მე მისთვის არასდროს მიმიყენებია ტკივილი და არც არასდროს ვიზამდი ამას“ სავარაუდოთ თან ამის თქმისას ის გამომძიებელს პირდაპირ უყურებს.
შემდგომი ეტაპია რამდენიმე ძირითადი შეკითხვის დასმა, იმისათვის რომ გავიგოთ ჯიმმა რა იცის ამ მოვლენაზე, მსხვერპლზე და შესაძლო ეჭვმიტანილზე. თუ ჯიმი უდანაშაულოა ის შეეცდება ინფრომაციის მოწოდებას და პასუხს გასცემს სპეციფიკური კითხვებს, ხოლო თუ დამნაშავეა მაქსიმალურად აარიდებს თავს დამატებით ინფორმაციაზე მიწოდებისგან.
შემდგომი შეკითხვები შეიძლება დაისვას ქცევის ანალიზისთვის
ჯიმ, შენი აზრით რატომ უნდა მოეკლა ვინმეს მერი?  თუ ჯიმი დამნაშავეა ის შემდეგნაირ პასუხებს გასცემს, თან ყოყმანის შემდგომ ან კითხვის გამეორების შემდგომ „ალბათ ქონდა ვინმეს რამე მიზეზი“ „ შეიძლება მთვრალი იყო ვინმე, ან წამლის მოქმედების ქვეშ“ ან „არასდროს მიფიქრია ამაზე“ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს არავერბალურ მანიშნებლებზე დაკვირვებაც, რადგან ამ კითხვის დროს დაბნეულია ეჭვმიტანილი.
თუ ჯიმი უდანაშაულოა ის ყოყმანის გარეშე იტყვის, რომ მკვლელი ალბათ გიჟია ან „არ ვიცი, ვის სურდა მერის მოკვლა, მერის არ ყოლია მტერი მთელ სამყაროში“ ის ამ დროს თვალებით კონტაქტს ამყარებს და თან სავარაუდოთ სკამის საზურგისკენ იხრება.
ჯიმ შენი და მერის საერთო ნაცნობებიდან, ვინმეზე შეიძლება ეჭვის მიტანა? ამ დროს მოწმდება ჯიმს სურს თუ არა გამოძიების დახმარება, თუ ჯიმი უდანაშაულოა სავარაუდოთ დაასახელებს რამდენიმე საეჭვო ადამიანს, ასევე მათ ვისაც გამორციხვას, რომ ამ საქმეში ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული ან გარეული იყოს, ხოლო დამნაშავე თუ არის ჯიმი იტყვის „ არ  ვიცი, რთულია ვინმეს დასახელება“ თვს აარიდებს კონკრეტიკას.
ჯიმ ოდესმე გიფიქრია მერისთვის ზიანის მყენება, თუნდაც ეს ბოლომდე არ მიგეყვანა?  დამნაშავე იტყვის, რომ „კი“ „მაგრამ არა სერიოზულად“ ხოლო უდანაშაულო პირდაპირ „არა“, თუნდაც ოდესმე ეფიქრა ამაზე. თუ კი ჯიმი იტყვის, რომ უფიქრია მისთვის ზიანის მიყენებაზე, მაშინ გამომძიებელმა ამ სურვილის სიხშირე უნდა დაადგინოს, ასევე ამ კითხვას ხშირად სექსუალური ტიპის მოძალადეებს უსვამენ „გიფიქრიათ ოდესმე ასეთი აქტის ჩადენაზე“, და ერთ–ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ მას უოცნებია „შიშველი ქალის დანის ქვეშ მოქცევაზე“.
ჯიმ გაივლი პოლოგრაფის ტესტს, რომ დავადგინოთ შენი ნათქვამის უტყუარობა?  ლოგიკურია, რომ თუ ჯიმი ტყუის იგი უარს იტყვის პოლიგრაფის ტესტზე, ხოლო თუ უდანაშაულოა არ იტყვის უარს ტესტირებაზე, ზოგადად პოლიგრაფის ტესტირების შეთავაზება კარგი საშუალებაა დამნაშავის და უდანაშაულოს განმასხვავებლად.  აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გამომძიებელმა ეს ტესტირება ისე უნდა შთავაზოს, რომ თითქოს ის არ მოითხოვება, არამედ ეჭვმიტანილს სურვილზეა დამოკიდებული.
ჯიმ როგორ ფიქრობ  როგორ გაივლი პოლიგრაფის ტესტს მერის სიკვდილთან დაკავშირებით?
ამ კითხვას მაშინ სვამს გამომძიებელი, როდესაც დათანხმებულია ეჭვმიტანილი  ტესტირებაზე, თუ ჯიმი დამნაშავეა იტყვის „ მე ვერასდროს ვაკეთებდი ტესტებს“, „არ ვიცი ვნერვიულობ“ და „ვიმედოვნებ ყველაფერს კარგად გავაკეთებ“, ხოლო თუ უდანაშაულოა იტყვის „ დარწმუნებული ვარ კარგად გავივლი ტესტს“, „100%–ით დარწმუნებული ვარ, რადგან მე სიმართლეს ვამბობ“.
ჯიმ განიხლე მერის გარდაცვალება შენს ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან?  გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯიმი თუ დამნაშავეა იტყვის „არა“, რადგან არცერთ დამნაშავეს არ სურს ამაზე საუბარი ან თუნდაც ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან კითხვების მოსმენა, ხოლო ჯიმი თუ უდანაშაულოა მას ექნებოდა საუბარი მერისთან დაკავშირებით ოჯახთან და მეგობრებთან.
ჯიმ ,როგორ ფიქრობ თუ ჩვენ ვიტყვით ვინ არის მერის მკვლელობაში დამნაშავე მას უნდა მიეცეს მეორე შანსი?  როგორც წესი უდანაშაულო პიროვნება იშვიათად აძლევს მეორე შანსს დამნაშავეს, ამ შემთხვევაში ჯიმი იტყვის „ ჯანდაბა, არა რა თქმა უნდა, ის უნდა დაისაჯოს“ და ა.შ ხოლო დანმაშავე იტყვის „რთული სათქმელია....“
დევნითი შეკითხვები
ქცევითი ანალიზის ინტერვიუს დროს ხშირად გამოყენება ასევე დევნითი შეკითხვები, ეს არის როდესაც, რაღაც მოვლენა არ მომხდარა რეალურად , მაგრამ გამომძიებელი იტყუება და ეჭვმტანილის „გამოტეხვას“ ცდილობს, დევნითი შეკითხვები გამოიყენება მას შემდეგ რაც, ეჭვმიტანილმა უარყო რაიმე მოვლენა.
 მაგალითად მერის შემთხვევაში გამომძიებელმა ჯიმის შეიძლება უთხრას: „ჯიმ არსებობს რაიმე მიზეზი, რის გამოც მერის მეზობელბი ამბობენ, რომ დაინახეს შენი მანქანა იმ ღამეს?“ და არ ელოდება გამომძიებელი პასუხს ამბობს: „ მე შენ არ გადანაშაულებ, იქნებ უბრალოდ ნახვა გინდოდა მისი ან რაიმე სხვა მიზეზით გააჩერე მანქანა მისი სახლის წინ“, თუ ჯიმი უდანაშაულოა ის ამას პირდაპი  უარყოფს, ხოლო თუ დამნაშავეა დაფიქრდება, შეაფასებს ვის შეიძლება, როდის და როგორ ეთქვა  ეს ამბავი გამოძიებისთვის, როგორც წესი აქაც უარყოფა ხდება მოვლენის, მაგრამ არავერბალური მანიშნებლები მკაფიო არის ხოლმე.

დევნითი შეკითხვების დასმა ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება და აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამომძიებელმა უნდა აირიდოს პოზიტივის შემცველი სიტყვები, მაგალითან „ შენ გამოხვედი უკანა კარიდან“, თუმცა თუ გამომძიებელს მიუხვდა ეჭვმიტანილი რა თქმა უნდა ამ ტიპის შეკითხვების ეფექტი იკარგება. 
ნაშრომზე მუშაობდენ:    მარიამ ქორიძე, 
მარიამ გოშაძე

No comments:

Post a Comment