Sunday, November 20, 2016

დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა

 ‘’დედამ საკუთარი შვილი მოკლა’’- ამ სათაურით ხშირად შევხვდებით ინფორმაციებს და ყოველთვის გვზარავს მათი წაკითვა. საინტერესოა, რა ხდება მკვლელი დედების გონებაში? ასეთი საშინელი ტრაგედიის შემთხვევებს, რატომ ვხვდებით წელიწადში საშუალოდ ასჯერ ? როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება? ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხების გაცემას ბევრი ადამიანი ცდილობს.    
დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობას შემდეგ,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შორის ერთ-ერთი უმძიმესია ახალშობილის განზრახ მკვლელობა. მკვლელობა თავისთავად უარყოფითი მოლენაა და მის ჩამდენს პირთა მიმართ სასჯელს იყენებს კანონი.
ახალშობილის მკვლელობა გაცილებით შემზარავია და იწვევს საზოგადოების აღშფოთებას. ის ვინც ბავშვს კლავს ავლენს განსაკუთრებულ სისასტიკეს, მაგრამ ეს სისასტიკე არის მხოლოდ ადამიანის ხასიათში და არა მის მოქმედებაში, თუმცა შესაძლებელია ახალშობილის მკვლელობა ჩადენილ იქნას განსაკუთრებული სისასტიკით და მას შესაბამისი მუხლით კვალიფიკაცია ესაჭიროება. 
მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილის მკვლელობა აღმაშფოთებელი ფაქტია, ის მაინც ითვლება ისეთ მკვლელობად, რომელიც ჩადენილია შეამამსუბუქებელ გარემოებებში, მაგრამ ახალშობილის მკვლელობა მხოლოდ დედის მიერ მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ ჩადენილი ითვლება ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებლად და არა სხვა პირის მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112- მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას დედის მიერ ახალშობილის განრახ მკვლელობისათვის, რომელიც ჩადენილია მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ. განსახილველი მუხლის მიხედვით მკვლელობის ობიექტს წარმოადგენს იმ ჩვილის სიცოცხლე, რომელიც არის ახალშობილი და დედისგან დამოუკიდებლად არსებობის უნარი გააჩნია. 
იურიდიულ ლიტერატურაში ავტორთა მიერ ამ საკითხზე გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ასეთ შემთხვევაში მხედველობის გარეშე რჩებოდა ადამიანის შეგნება, რადგან მათი აზრით ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვზე ზემოქმედება ორსულობის შეწყვეტის მიზნით, არ იწვევს პიროვნების ცნობიერებაში სიცოცხლისადმი ხელყოფის ასოციაციას და მაშასადამე არ შეიძლება გავაიგივოთ მკლელობასთან.
. ფურცხვანიძე აღნიშნას, რომ ,,მშობიარობის დაწყების მომენტიდან .. იმ მომენტიდან, როდესაც ნაყოფი იმდენად მომწიფებულია, რომ იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას დედის სხეულის გარეშე, მისი მოსპობა მკვლელობად ჩაითვლება (ორსული ქალის ნაყოფის მოსპობა მშობიარობის დაწყებამდე განიხილება არა მკვლელობად არამედ აბორტად).” იმისათვის რომ გაიმიჯნოს ზოგიერთი სადაო ცნება დამატებით ვიტყვით იმას, რომ ,,სიცოცხლის საწყისიარის სულ სხვა ცნება და როგორც ზემოთ ითქვა ის მოიცავს ნაყოფის სიცოცხლის უნარიანობის შეძენას უკვე დედის საშვილოსნოში, ხოლო ,,ადამიანის სიცოცხლის საწყისიარის დაბადების პროცესის დაწყება სწორედ ამ მომენტიდან არის ნაყოფი სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი. (მუხლი 112.)
იურიდიულ ლიტერატურაში დავაა იმ საკითხზე თუ დაბადებიდან რამდენი ხნის განმავლობაში ითვლება ბავშვი ახალშობილად. მაგ., პროფ. . წულაია აღნიშნავს, რომ "სამედიცინო პრაქტიკაში ახალშობილად ითვლება ბავშვი ერთ თვემდე. უფრო მეტი ასაკის ბავშვის მკვლელობა არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენს მიერ განსახილველი მუხლით.” სამედიცინო ლიტერატურაში ახალშობილად ითვლება ბავშვი პირველი 24 საათის განმავლობაში. 
იურიდიულ ლიტერატურაში მიმდინარე მსჯელობა იმის თაობაზე თუ რამდენი ხნის განმავლობაში ითვლება ბავშვი ახალშობილად, ჩვენი აზრით, არის უსაგნო, რადგან ამას არავითარი პრაქტიკული და არც თეორიული მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 112- მუხლის დისპოზიციაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ მკვლელობა უნდა მოხდეს მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ (რამაზ კვარაცხელია,2011).
       ბავშვის მკვლელობა მშობლების მიერ არ ითვლებოდა მძიმე დანაშაულად დიდი ხნის განმავლობაში. ოჯახის უფროსის ძალაუფლება იყო უსაზღვრო ძველი რომის წესებით. „ ოჯახის ბედის გამნაწილებელს (მამას), შეეძლო საკუთარი შვილების გაყიდვა, მათი დაქორწინება და განქორწინება, ყველა მისი ოჯახის მაცხოვრებელს ამძიმებდა მისი jus ac necis ( ლათ. უფლება მართავდე სიკვდილს და სიცოცხლეს). ( Таганцевб 2001.  65-დან)
 
     ინფანტიციზმ-ზე (ბავშვთა მკვლელობა) პრიმიტიულ და ძველ საზოგადოებებში საუბრობდნენ ბევრი ეთნოგრაფები. ისი კონი (И. С. Кон 1999) ციტირებული უფრო ძველი წყაროების ( Whiting E. A. 1977) 99 საზოგადოების მონაცემების ანალიზიდან ამბობს, რომ ბავშვების მოკვლის შანსი მონადირეების, შემგროვებლების და მეთევზეების საზოგადოებაში 7-ჯერ მეტია ვიდრე მეცხოველეების და მიწათმომქმედლების ტომებში. მოგვარებული ცხოვრების სტილის და სანდო საკვების რესურსის დროს იკლებს ფილიციდის-ის სტატისტიკური მაჩვენებელი.
 
    ერთის მხრივ სამომავლო ურთიერთობა ბავშვებთან არჩევითი იყო. ძველ ფიბებში (Фивах) არსებობდა კანონი ბავშვების მკვლელობის წინააღმდეგ. საბერძნეთში ბავშვი მიყავდათ მამის ფეხებთან და წყვეტდა იცოცხლებდა ის თუ არა. ამავდროულად ყველა ავტორი ხაზს უსვამს იმას, რომ ასეთი ურთიერთობა ბავშვებისადმი გამოწვეულია მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ოჯახში და არჩევნით, ახალ შვილსა და იმ შვილს შორის, რომელშიც უკვე ჩადებულია საკმაოდ ბევრი ინვესტიცია, რესურსი და ძალა.

     ისი კონი (И. С. Кон 1999) წერდა იმის შესახებ, რომ ჰიპოკრატეცა(Hipokrat) და გინეკოლოგიის დამფუძნებელი სორან ეფესკიც (Soranus Ephesus) განიხილავდნენ საკითხს, თუ ზუსტად როგორი ახალშობილები არიან ცოცხლად დარჩენის ღირსნი. არისტოტელეს (Aristotel) სამართლიანად მიაჩნდა კანონი იმის შესახებ, რომ ინვალიდი ბავშვები არ უნდა ცოცხლობდნენ. ციცერონი (Ciceron) წერდა, რომ ბავშვის სიკვდილი უნდა გადავიტანოთ „ სულიერი სიმშვიდით „ , ხოლო სენეკა (Seneca) გონივრულად თვლიდა სუსტი და მახინჯი ბავშვების წყალში დახრჩობას. ასეთი დამოკიდებულება ბავშვებისადმი გრძელდებოდა მთელი ანტიკურობისას. ( Etienne, 1973 ).
  
    ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ბავშვების ცხოვრება მნიშვნელოვნად წყდებოდა ქვეყნის კანონმდებლობებით და ბაზრის მოთხოვნილებით. მაგალითად, შუა საუკუნეებში პატარა ევნუხებს (კასტრირებული) 3-ჯერ უფრო მეტი ფასი ქონდათ ვიდრე ჩვეულებრივ ბავშვებს, ამიტომ ბავშვებს კასტრაციას უკეთებდნენ მათი სურვილის მიუხედავად ( Antoniadis-Bibicou, 1973 ).

       ავგუსტინი (Avgustin) როგორც ჩანს იხსენებდა საკუთარ ბავშვობას: „ ვინ არ შეუშინდებოდა იმის აზრს, რომ ყოფილიყო ბავშვობის გამეორების აუცილებლობა და არ აერჩია სიკვდილი“.

            დღეს-დღეისობით დიდად არ განსხვავდება იმ დროინდელი და თანამედროვე ბავშვთა მკვლელობები. მიზეზები თუ რატომ კლავენ მშობლები ბავშვებს :  შეუმდგარი ოჯახური ცხოვრება, ბავშვის მამის მხარდაჭერის და ნათესავების მხარდაჭერის არქონა, მძიმე მატერიალური მდგომარეობა ოჯახში.

         ჩადენილი დანაშაულებიდან ბავშვების მკვლელობა წლიდან წლამდე პროგრესულია: 2003 წ. – 7.9% ; 2007 წ. – 10.9% ; 2010 წ. – 11.6% ; 2011 წ. – 12%.

         ფილიციდი (Филицид) ( ლათ. Filia-„ქალიშვილი“, Caedo-„მოკვლა“ ) - მშობლების მიერ ბავშვის მოკვლა - იყოფა სამ კატეგორიად:                                                                       გაირკვა, რომ მშობლების სოციალური იზოლაცია და მათი სტაბილური პიროვნებათშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბების სირთულეები მათ გარშემო, არის რისკის ფაქტორი იმისა, რომ ბავშვის მიმართ იქნება დანაშაული განხორციელებული ( Simpson E.A. , 2000 ).
            
              ნათელი მაგალითი ასეთი ქმედებებისა არის დუგანში, როდესაც 43 წლის ქალი აღმოჩნდა 2 ნაშვილები ბავშვის მკვლელი, 8 საკუთარი შვილის დედა. როდესაც მას ქონდა მინიჭებული „გმირი-დედის“ ტიტული და ამასთან ერთად ხუთ ოთახიანი ბინით დაჯილდოვებული. სამომავლო დახმარების მისაღებად მან იშვილა 3 გოგონა. მან მიმდევრობით სცემა ორი გოგონა რის შედეგადაც ორივე გარდაიცვალა, ხოლო შემდეგ ქმარმა და 22 წლის საკუთარმა ქალიშვილმა დაწვეს პირველი ნაშვილები გოგოს გვამი, ხოლო მეორე დამარხეს დაჩის მახლობლად. გოგონების გაუჩინარების მიზნით და მიღებული კომპენსაციების და დახმარებების შესანარჩუნებლად მესამე ნაშვილები გოგონა ყავდათ და ასაღებდნენ მას როგორც დანარჩენ ორს რომ კომპენსაცია არ შეჩერებოდათ.


ერთ-ერთი მოსაზრებით,ეს არის ჰომიციდური (მკვლელობის აზრით შეპრობილი )ადამიანის ქცევა. ამერიკის სამართლის განყოფილების დეპარტამენტის მიხედვით,12 წლამდე ასაკის ბავშვების 57 %  იყო მოკლული ჰომიციდური დანაშაულით, მშობლების მიერ (Dawson & Langan,1994). კიდევ ერთ მიზეზი, თუ რატომ შეიძლება მოკლას დედამ შვილი, შესაძლოა იყოს მიუნჰაუზენის სინდრომი. DSM-V-ის მიხედვით, ამ სინდრომის მქონე ადამიანს გააჩნია ფსიქოლოგიური საჭიროებები, რომ მოახდინოს სიმულაცია კონკრეტული დაავადებებისა, კონკრეტული მიზნის გარეშე. მიუნჰაუზენის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის დამახასიათებელია საკუთარი თავის მოწამვლა, ტანჯვა, რათა გახდნენ ავად და შემდგომ მოხვდნენ საავადმყოფოში. საკმაოდ ბევრი ქეისი ამყარებს მოსაზრებას, რომ სწორედ იმ მიზნით, რომ შვილებს დასჭირდეთ სამედიცინო დახმარება და საავადმყოფოში ხშირი ყოფნა, მშობლები ზიანს აყენებენ მათ (O’Shea,2003). ქეისების უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვის სიკვდილი არის გარდაუვალი, რადგან მშობელი არ გაჩერდება, სანამ არ მიიღებს და დაიკმაყოფილებს საკუთარ საჭიროებას (Pitt&Bale,1995). შერიდანმა აღმოაჩინა, რომ ბავშვთა სიკვდილიანობის 451 ქეისის 76.5 %-ში დედები იყვნენ მკვლელობის მთავარი ორგანიზატორები (Sherıdan,2003). როგორც არ უნდა განვიხილოთ, ნამდვილად უცნაურია მიიჩნიო დედამ, რომელმაც დაბადა ბავშვი, თავადვე მოკლას იგი. მიუხედავად ამისა, მრავალი ექსპერტიზა გვიდასტურებს ამგვარ შემთხვევებს.
ჯოფრი მაქკი, იურიდიული ფსიქოლოგი, თავის წიგნში -‘’რატომ კლავენ დედები’’- აღწერს 500 მკვლელზე მეტის ქეისს, აქედან 32 იყო დედა ( მათ შრის ცნობილი სიუზან სმიტი), რომელმაც მოკლა ერთი ან მეტი საკუთარი შვილი (Geoffrey McKee,2006).
მაქკი აღწერს გასაოცარ სტატისტიკას 2001 წლიდან (ამ ტიპის კრიმინალის ყველაზე გავრცელებულ ციფრებს): 1,300 ბავშვი დაიღუპა მშობლის/მზრუნველის ძალადობის შედეგად, 390 ბავშვი (ან ეთი მაინც ყოველდღე) იქნა მოკლული დედის მიერ, მსხვერპლთა 85%-ზე მეტი იყო 6 წლამდე ასაკის ბავშვი და 41 %-ს არც კი მიეღწია 1 წლამდე.
მაქკი შვილის მკვლელ დედებს ყოფს  5 კატეგორიად მკვლელობის განსხავავბეული მოტივის მიხედვით:
Ø    გარიყული-კავშირი დედასა და შვილს შორის ან არ არის განვითარებული,ან არაასასურველია
Ø    შეურაცხმყოფელი/უყურადღებო-დედა-შვილის ურთიერთობა დამყაებულია ექსცესიურ ან არარსებულ დისციპლინაზე.
Ø    ფსიქოტურ/დეპრესიული-ფსიქიკური დაავადება უარყოფითად აისახება დედის მიერ ბავშვის შეხედულებებზე.
Ø    რეპრესიული/საპასუხო ქმედება-სხვების დასჯა,რადგან ხელს უშლიდნენ დედა-შვილის ურთიერთობას (დასჯა ბავშვის მოკვლით).
Ø    ფსიქოპათური დედის ბავშვთან ურთიერობა დამყარებულია ნარცისიზმზე: ბავშვის გამოყენება ფინანსებისთვის,დამოკიდებულებებისა და ნარცისული განცდებისთვის.
რადგანაც იურიდიული ფსიქოლოგია ბევრად მეტია, ვიდრე სტატისტიკა და კლასიფიკაციაა, ვფიქრობთ აუცილებლად უნდა განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევები.
2011 წლის 27 იანვარს ჯული ფოვერსმა, 50 წლის დედამ, რომელსაც მიჰყავდა თავის 13 წლის ვაჟი ფეხბურთის ვარჯიშიდან სახლში, ესროლა იარაღი თავში ’’შემოლაპარაკების გამო’’. შემდეგ ის ავიდა სახლის ზედა სათულზე და ესროლა ქელიქსს-მის 16 წლის გოგონას, როდესაც ის იჯდა თავის კომპიუტერთან საშინაო დავალებების შესრულებისას. ამ დროისთვის ჯულის ქმარი მსახურობდა კატარში, როგორც სამხედრო. ფოვერსმა განაცხადა, რომ მისი შვილები იყვნენ ‘’ბინძურიენიანები’’ და ‘’მოლაქლაქეები’’.
მაგრამ როგორ უნდა გახდეს დედისთვის ეს საბაბი,რომ დახოცოს საკუთარი შვილები?
ფილიპ რეზნიკმა, იურიდიული ფსიქოლოგიის დეპარტამენტის დირექტორმა და ამ ტიპის დანაშაულში წამყვანმა ექსპერტმა, განაცხადა, რომ წელიწადში დაახლოებით 250-300 ბავშვი კვდება საკუთარი მშობლის ხელით. რეზნიკის თქმით ზემოთხსენებული შემთხვევა ატიპური მკვლელობაა, რადგან ბერვად უფრო მარტივია პატარა ბავშვის მოკვლა, ვიდრე თინეიჯერისა. არსებობს 5 გარემოება, როდესაც მშობელი კლავს ბავშვს:
v    ალტრუიზმი-პირველი და კლასიკური შემთვევა ,როდესაც დედა გეგმავს და  მიაქვს შვილის სიცოცხლე, რადგან მიაჩნია, რომ ისინი უკეთ იქნებიან ზეცაში.
v    ფსიქოტური აშლილობის მქონე მშობელი-მეორე გარემოებაში, მშობელი ფსიქოტური აშლილობის მქონეა და უჭირს თავის კონტროლი.
v    ძლიერი ძალადობის (ცემის) შედეგად სიკვიდლი-როდესაც მშობელს ბავშვი ‘’დაჟეჟვის’’ დროს შემოაკვდებათ.
v    გარიყული ბავშვი-მეოთხე გარემოების დროს დაბადებული ბავშვი არასასურველია, მაგალითად, ჩვილი, რომელიც დაიბადა ცოლ-ქმრობის/მეუღლის გარეშე.
v    სამაგიეროს გადახდა-ამ შემთხვევაში ბავშვი არის გარემოების მსხვერპლი და მას დედა იყენებს პარტნიორითვის სამაგიეროს გადასახდელად, რათა მასაც ატკინოს. ძირითადად ჩხუბის/დაშორების შემდეგ.
თუმცაღა,ზემოთ მოყვანილი მაგალითი არ ჯდება არცერთ ამ ხუთ კატეგორიაში. ბავშვები, რომ უფრო პატარები ყოფილიყვნენ მიზეზად შესაძლოა ცუდი მოპყრობა განგვეხილა, მაგრამ ამ ასაკისთვის ეს არადამახასიათებელია. რეზნიკის აზრით ეს შესაძლოა იყოს მრავალმხრივი დეპრესია, ან ჯულის დემონებით შეპყრობა(იგი თავად მიიჩნევდა ამას),მაგრამ მიზეზის დადგენასა და საკითხის გამოკვლევას მეტი დრო სჭირდება ( Dr. Phillip Resnick ).
ასევე საკმაოდ ხშირი და ცნობილი მოვლენაა დედის მიერ ჩვილის მოკვლა,დაბადებისთავანვე,რომელიც ცნობილია,როგორც ნეონატიციდი.1 წლამდე ასაკის ბავშვს აქვს განსხვავებული როლი ოჯახში და მათი მკვლელობა პერსევერაციული თვალსაზრისით განსხხვავებულად განიხილება. . ჯუსოევი აკეთებს დასკვნას, რომ "კონკრეტული გარემოებების არსებობისას დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა, ჩვენის აზრით, შეფასებული უნდა იყოს ან როგორც მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ან როგორც მკვლელობა შემამსუბუქებელი გარემოებების გარეშე და არ უნდა ითვალისწინებდეს სასჯელის შემსუბუქების აუცლიებლობას "
ჩვენი აზრით, ეს მოსაზრება არ არის სწორი, რადგან როგორც ამას პროფ. . ლეკვეიშვილი ამბობს "ორსულობა და განსაკუთრებით კი არასასურველი ფიზიოლოგიური მშობიარობა ქალის ფსიქიკას თავის დაღს ასვამს. მშობიარობის დროს ქალი განიცდის ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკურ ზემოქმედებას და თუ ამას მისი მიტოვება, სახლიდან გაგდება, გაკიცხვა, მატერიალური სიდუხჭირე, უბინაობა და სხვა მისთ. მატება, ხდება უარყოფითი ემოციების აკუმულაცია, რასაც ქალის აფექტურ ქცევამდე და ახალშობილის მკვლელობამდე მივყავართ.”
ამ საკითხს ეხება პროფ. . გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ "სსკ-ის 112- მუხლით აღწერილი ქმედების შემადგენლობა სპეციალური შემადგენლობაა. ამ დროს დედა იმყოფება განსაკუთრებულ ფსიქიკურ მდგომარეობაში. დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა მშობიარობისას შეიძლება იყოს აფექტში ჩადენილი, მაგრამ აფექტი აქ 111- მუხლისგან განსხვავებით, არ არის ვიქტიმური, ესე იგი გამოწვეული დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით. მიუხედავად ამისა, დედა ამ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირი განზრახვით უნდა მოქმედებდეს, რადგან მას ამოძრავებს ახალშობილის მკვლელობის მიზანი და სხვა არაფერი’’.
კვლევის ავტორების მოლოდინით,ამ ტიპის მშობლები განსხვავდებიან მოზრდილი შვილის მკვლელთა მშობლებისგან.კვლევა ჩატარდა 10 წლის განმავლობაში ანგერის საგამოძიებო მედიცინის ინსტიტუტის დეპარტამენტში.კვლევა მოიცავდა 17 შვილის მკვლელ დედისა და 19 ბავშვის აუტოფსიის მედიცინის აილების მონაცემებს.ასევე ინტერვიუებსა და იურიდიული ფსიქიატრიის ანამნეზს,თუკი იყო შესაძლებელი.2-ვე შემთხვევაში ,საკითხი იყო ორმაგი მკვლელობა,ანუ დედმამიშვილების მკვლელობა დედის მიერ.მსვხერპლთა ასაკი წარმოადგენდა 3.5 წელს,ხოლო დამნაშავე ქალებისა 29.5 წელს.მათი უმრავლესობა იყო დაუქორწინებელი ან პარტნიორს დაშორებული.მათ შირად ჰქონდათ კონფლიქტი,ეკონომიკური სტატუსი ძირითადად იყო მსგავსი და სტაბილური.ფილიციდის( შვილის მკვლელობის) ძირითადი მეთოდები იყო თავის ტრამვა,დახრჩობა წყალში,გაგუდვა.ზოგიერთი დედა იყენებდა მეტად აქტიურ მეთოდს,როგორიცაა ტყვიების სროლა და დანით ან სხვა ბასრი იარაღით დაჭრა.
შედეგად გამოიყო 2 ტიპის მკვლელი დედები. პირველი ჯგუფის წევრმა ქალებმა,რომელშიც 5 დედა შედიოდა,მოკლეს თავიანთი შვილები ‘’მტანჯველი’’ ბავშვების მიზეზით. მეორე ჯგუფის ფილიციდი დედები განსვავებულები არიან.ოგადად ისინი არიან დასაქმებულები,უფროსები დაქორწინებულები.დანაშაული ძირითადად არის პირდაპირი,საკუთარი ხელებით ჩადენილი,ძალადობრივი სახით.რეზნიკის კლასიფიკაცია კარგად აჩვენებს ამ დედების მკვლელობების მოტივებს.პრიველი ჯგუფის დედებისთვის-რისკი და პრევენციული ფაქტორები აიძულებთ მათ ფილიციდის შემთხვევბის განხორციელებას.ისინი ექცევიან ფილიციდის მამოტივირებელ ჩარჩოებში.ხოლო მეორე ჯგუფი შეგვიძია გავყოთ ალტურისტულ ფილიციდებადა და შურისმაძიებლებად.მხოლოდ რამდენიმე დედა იტანჯებოდა ნამდვილი ფსიქიატრიული პრობლემით,მრავალი დედა სუიციდურ მცელობებს აჩვენებდა,გამოხატული იყო აგრესია და ქცევითი აშლილობაც (Rougé-Maillart C1, Jousset N, Gaudin A, Bouju B, Penneau M., 2005).
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ,რომ დედის მიერ შვილის მკვლელობის მიზეზად ფსიქო-სოციალური სტრესული ფაქტორები ახდენენ დიდ გავლენას.სტრესი მოიცავს სოციალურ ან პარტნიორული მხარდაჭერის ნაკლოვანებას,ოჯახურ სტესს,დედობის შესახებ არარეალურ მოლოდინებს.
პრევენცია იწყება დამნაშავეტა იდენტიფიკაციით.ექიმებს მნშვნელოვანი როლი უჭირავთ ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციაში.მაქკი გვთავაზობს რამდენიმე მეთოდს,თუ როგრო მოვახდინოთ დედების მიერ შვილების მკვლელობის პრევენცია(Geoffrey McKee , 2014):
v    გაანათლეთ ქალები ‘’მშვიდი სამოთხის’’ შესახებ ,რომელიც საშუალებას აძევს დედას დატოვოს ახალშობილი საავადმყოფოში და არ მოკლას იგი იმ მიზეზით,რომ არასასურველია ბავშვი.მაქკი ამბობს,რომ ბევრმა ქალმა არც კი იცის ამდაგვარი კანონის არსებობის შესახებ.
v    გაანათლეთ ქალები პრე-საფრთხის შესახებ,რაც მათ ელით მკვლელობის შედეგად,დოკუმენტური გადაცემებით,ფფილმებით,რეალური ქეისების განხილვით,ინტერვიუებითა თუ ჟურნალების საშუალებით.
v    ექსპერტთა ინტერდისციპლინარული გუნდის წარმომადგენლებს-იურისტებს,ფსიქოლოგებს,ექიმებსა და სოც-მუშაკებს უკეთ ესმით და ახდენენ ტრაგედიის პრევენციას.
v    შეისწავლეთ დედები,რომლებიც იყვნენ ბავშვთა ჰომიციდში მხილებულნი.ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ,მათი განათლების,ბავშობის,მენტალური ჯანმრთელობისა თუ სხვა ინტერპერსონალურ-სოციალური ფაქტორებეის შესახბე.
v    შეისწავლეთ დედები,რომელთაც დატოვეს აახალშობილები საავადმყოფოში ან სხვა საჯარო სივრცეში.მაქკი აღიარებს,რომ ‘’დაცული სამოთხის’’ კანონი საშუალებას აძლევს დედას,შეინარჩუნოს ანონიმურობა და არ არის სავალდებულო მის შესახებ ინფორმაციის შეგრობეა,ის მიიჩნევს,რომ საჭიროა კანონის ამ ნაწილის შეცვლა,რათა უკეთ მვოახდინოთ პრიველადი პრევენციის უზრუნველყოფა.
ზემოთხსენებული ინფორმაცია ძალიან მწირია იმისთვის,რომ სრულად გავიგოთ მიზეზები და მოვახერხოთ დახმარება და ტრაგედიის თავიდან აცილება. ამგვარი შემთხვევები ხშირად ხდება და ამის ახნსა დიდ სირთულეს წარმოადგენს იურიდიული ფსიქოლოგებისათვის,მაგრამ ისინი იმედოვნებენ,რომ მომავალში შესაძლებელი გახდება ამ ტრაგედიის პრევენცირება.




ბიბლიოგრაფია:
1. http://www.criminaljusticedegreehq.com/why-mothers-kill-a-forensic-psychologists-casebook/
2.    Николаева Е. И.  Психалогия семьи: Учебник для вузов. Стандарт третьего поколения. – СПБ.: Питер. 2013ю – 336 с.:  ил.
10. http://temida.do.am/load/iuridiuli_lit-39-erat-39-ura/ramaz_k'varatskhelia_dedis_mier_akhalshobilis_ganzrakh_mk'vleloba/7-1-0-578


 ავტორები: მარიამ შუკაკიძე, დავით დათუაშვილი

No comments:

Post a Comment