Sunday, August 6, 2017

დანაშაულებრივი ქცევა და განვითარების რისკ-ფაქტორები


ბოლო წლებში არასრულწლოვნების და მოზრდილების ფსიქოლოგიური შესწავლა ფოკუსირებულია გავნითარების რისკ-ფაქტორებზე. ადამიანის ცხოვრების გზა შეიძლება სავსე იყოს  ამგვარი რისკ-ფაქტორებით. ზოგიერთი ადამიანი მიჰყვება განვითარების განსხვავებულ რაკურსს და ეს შესამჩნევია ძალიან ადრეული ასაკიდან. ზოგიერთი ბავშვი კი მიჰყვება განვითარების რაკურსს, სადაც წამყვანია დელიქვენტური ქცევა და კრიმინალი. ასევე საჭიროა აღინიშნოს, რომ ბავშვები, რომლებსაც  ჰქონდათ დამცავი ფაქტორები, მაგალითად, თბილი და მზრუნველი აღზრდის სტილი და მაღალი ხარისხის განათლება, ამან დაიცვა ისინი სერიოზული ანტისოციალური ქცევისგან. 
რისკ-ფაქტორები, რომლითაც დაინტერესებულები ვართ, იქნება ეს ინდივიდუალური მახასიათებლები  თუ განვითარების სოციალური და ოჯახური გამოცდილებები, დამტკიცებულია, რომ ინდივიდის კრიმინალურ ქცევაში ჩართვის შესაძლებლობას ზრდის.
ფსიქოლოგიური რისკ-ფაქტორები მოიცავს:1.კოგნიტური პროცესებისა და მეტყველების გარკვევეულ შეზღუდვებს; 2.პრობლემურ ტემპერამენტს; 3.არაადეკვატურ თვითრეგულაციურ უნარ-ჩვევებს; 4.ღარიბ ინტერპერსონალურ და სოციალურ უნარ-ჩვევებს;  

სოციალური რისკ-ფაქტორების მაგალითებია: 1.სიღარიბე და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ რესურსები; 2.ოჯახური რისკ-ფაქტორებ- არაადეკვატური აღზრდის სტილი; 3.მეორე შვილის გავლენა ან ბავშვთან ცუდად მოპყრობა და ჩაგვრა.
აღნიშნული რისკ-ფაქტორები გავლენას ახდენენ ბავშვის განვითარებაში, განსაკუთრებით ადრეულ წლებში.  ადრეული იდენტიფიცირება აუმჯობესებს მდგომარეობას, პრევენცია და სხვა ინტერვენციული პროგრამები კი აღმოფხვრის ან სულ მცირე, ამცირებს დელიქვენტობას და კრიმინალურ ქცევას. როგორც Terrie Moffitt (2005) შენიშნავს: „ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული რისკ ფაქტორები მჭიდროდაა დაკავშირებული დელიქვენტობასთან და კრიმინალურ ქცევასთან, მაგრამ როგორ და რატომაა ისინი დაკავშირებული მათთან ამის გარკვევა დიდი პრობლემაა.“



სოციალური რისკ ფაქტორები
სიღარიბე

სიღარიბეს აქვს კავშირი ძალადობრივ დანაშაულთან, რასაც ადასტურებს კვლევები ოფიციალური, ვიქტიმიზაციის და თვითმართვლობის მონცემებიდან. დაგროვილი კვლევითი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სიღარიბე არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრედიქტორი მოზარდობის ძალადობისთვის, ორივე სქესისთვის. თუმცა, საჭიროა გაირკვეს, ეს ძლიერი კავშირი  დამნაშავეების თუ მსხვერპლის შემთხვევაში მოიაზრება. ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრობენ მძიმე ეკონომიკურ პირობებში  სავარაუდოა, რომ გახდებიან როგორც დამნაშავეები, ისევე მსხვერპლნი.  სკოლამდელი ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ დაბალ შემოსავლიან ოჯახებში ან უმუშევარ მშობლებთან, მეტადაა მოსალოდნელი რომ გახდნენ მსხვერპლი ან დელიქვენტური ქცევის მქონე პიროვნება (Dodge, 1993; Farrington, 1991).  სიღარიბე ამ კონტექსტში გულისხმობს საკმარისი შემოსავლის არარსებობას, რომ დაიკმაყოფილო ცხოვრებისეული მოთხოვნილებები.
ძალადობასა და სიღარიბეს შორის ზუსტი კავშირის დადგენა რთულია. სიღარიბე ყოველთვის არაა მხოლოდ რესურსების უთანასწორება, ის ასევე მოიცავს, დისკრიმინაციას, რასიზმის, ოჯახის დაშლას, არაუსაფრთხო ცხოვრებისეული პირობებს, უმუშევრობას, სოციალური იზოლაციას და შეზღუდულ სოციალურ მხარდამჭერ სისტემებს (Evans, 2004; Hill, 1994). ახალგაზრდები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ მეტად მიდრეკილნი არიან სკოლის ხშირი გაცდენებისკენ, დაბალი აკადემიური მოსწრებისკენ, სკოლიდან გამორიცხვისკენ, უმუშევრობისკენ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისკენ, ვიქტიმიზაციისკენ და სხვადასხვა ძალადობრივი დანაშაულის მოწმედ ქცევისკენ.
სიღარიბე მრავალი გზით ახდენს გავლენას ოჯახზე, რომელთა შორის არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობლების ქცევა ბავშვის მიმართ. ითვლება,რომ ურბანულ გარემოში სიღარიბით გამოწვეული სტრესი ამცირებს მშობლების მხარამჭერ და თანმიმდევრულ აღზრდის სტილს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის კონტროლის იძულებითი და აგრესიული მეთოდების გამოყენება. ბავშვის კონტროლის  აგრესიული  მეთოდის ამოცნობა მოითხოვს ნაკლებ დროსა და ენერგიას, იმ მშობლების აღზრდის სტილთან შედარებით, რომლებიც იყენებენ  თბილ ურთიერთობებს და ურთიერთგაგებას; უფრო მარტივია დაარტყა ბავშვს, ვიდრე აუხსნა რა დააშავა და გამოიყენო უფრო რაციონალური აღზრდის სტრატეგია. ცემა ან გარტყმა დასასჯელად ან კონტროლის შესანარჩუნებლად ხელს უწყობს ბავშვში ნეგატიური მე-კონცეფციის ჩამოყალიბებას. უფრო მეტიც, აღზრდის სტილი რომელიც იყენებს აგრესიას და ძალადობის ტაქტიკას, ყოველთვის იწვევს მოდელირებას და ძალადობრივ კონტექსტს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ციკლის მსგავსად შემდეგ თაობებში.
მნიშვნელოვანი კავშირები არსებობს დელიქვენტურ ქცევასა და სოციალურ სტატუსს შორის. თუმცა, კავშირი დაბალ სოციო-ეკონომიკურ კლასსა და დელიქვენტობას შორის არ ნიშნავს, რომ სიღარიბე აუცილებლად იწვევს ქრონიკულ დანაშაულს. ღარიბი ბავშვების  და მოზარდების დიდი უმრავლესობა კანონდამცველი მოქალაქეები არიან,ისევე როგორც, ბავშვები და მოზარდები მაღალი ეკონომიკური კლასიდან ერთვებიან სერიოზულ დელიქვენტურ ქცევებსა და დანაშაულში. თვითმმართველობისა და ვიქტიმიზაციის მონაცემები მიუთითებს, რომ სექსუალური მოძალადეები, ნარკომომხმარებლები,  ქურდები და თაღლითები არიან არასრულწლოვნები და ზრდასრულები ყველა სოციალური კლასიდან. მეორეც, ბევრ თემში დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის ბავშვები უფრო მიზნობრივი ჯგუფები (მეტად ხდება მათზე ფოკუსირება და მათი კონტროლი) არიან აღმასრულებელი კანონით, ვიდრე ბავშვები საშუალო ან უმაღლესი კლასიდან. მეტადაა მოსალოდნელი, რომ მათ მეტი ალბათობით წაიყვანენ ციხეებში, არასრულწლოვანთა სასამართლოებში და განიხილავენ დელიქვენტებად. ამგვარად, ძირითადად ისინი ჩნდებიან მთავრობის სტატისტიკურ მონაცემებში, რომელიც ემსახურება კრიმინალის ოფიციალურ გაზომვებს. ასევე, ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან იღებენ  სისტემებში, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს დელიქვენტური ქცევისა და მოზრდილთა დანაშაულს გაზრდას, კერძოდ, ისინი ინსტიტუციონალიზირებულები არიან სხვა სერიოზულ დამნაშავეებთან. ბავშვები საშუალო ან მაღალი ფენიდან, კონტრასტულად, განთავსებულნი არიან კერძო მკურნალობის ობიექტებში მათი პრობლემური ქცევის აღმოსაფხვრელად მათი მშობლების შემწეობით( Chesney-Lind&Shelden, 1998; Schwartz, 1989).


თანატოლთა უარყოფა და კავშირი ანტისოციალურ თანატოლებთან/ჯგუფებთან

კვლევებით დადგინდა, რომ  ბავშვების ურთიერთობა თანატოლებთან არის უნიკალური და აუცილებლად ახდენს გავლენას თითოეული ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე (Bagwell, 2004; Newcomb, Bukowski&Pattee, 1993). მოზარდობის ასაკში ბავშვებზე მეტ გავლენას ახდენენ თანატოლები, ვიდრე მშობლები (Mounts, 2002).  გარდა ამისა, უამრავმა კვლევამ აჩვენა რომ თანატოლთა გავლენამ შეიძლება გამოიწვიოს ძალადობრივი ქცევა (Сoie&Miller-Johnson, 2001; Mounts, 2002). გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოების უამრავ წევრს სჯერა, რომ ეს კავშირი აშკარაა. ხალხური სიბრძნე „თავი აარიდე ცუდ მეგობრებს (კომპანიონებს)“ დიდი ხანია არსებობს, როგორც რჩევა მშობლებისა და მზრუნველი ადამიანებისაგან.
მომავალში ანტისოციალურ ქცევაში ჩართვის ერთ–ერთი ძლიერი  პრედიქტორი არის ადრეულ ასაკში თანატოლებისგან გარიყვა (Dodge, 2003; Parker&Asher, 1987).  დაწყებით სკოლაში „მოსწონდე და მიგიღონ თანატოლებმა“ არის მნიშვნელოვანი განვითარების ამოცანა, რომელსაც მივყავართ ჯანსაღი ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარებისკენ.
თანატოლების მიერ სოციალური გარიყვა, წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკ- ფაქტორს მოზარდობის დანაშაულსა  და ანტისოციალურ ქცევასთან მიმართებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში (Laird; 2001). კვლევამ აჩვენა რომ თანატოლთა უარყოფა პირველ კლასში მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მეოთხე კლასშიც ანტისოციალურ ქცევასთან (Cowan&Cowan, 2004; Miller-Johnson, 2002).  უფრო მეტიც, იმ ბავშვებს , რომლებიც უარყოფილი იყვნენ სულ მცირე ორი ან სამი წლის განმავლობაში დაახლოებით მეორე კლასში, ჰქონდათ  50 პროცენტი ალბათობა, რომ ეჩვენებინათ  მნიშვნელოვანი კლინიკური ანტისოციალური ქცევა გვიან მოზარდობაში,  ხოლო კონტრასტულად, ვინც თავი დააღწია ადრეულ ბავშვობაში თანატოლთა უარყოფას-მხოლოდ 9 პროცენტი (Dodge&Pettit, 2003).
  საინტერესოა, რომ დედაშვილური და ცოლ–ქმრული ურთიერთობის ხარისხი  მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაზე, უარყოფენ თუ არა ბავშვს მისი თანატოლები ადრეულ ასაკში. Cowan-ისა და Cowan-ის  კველევებმა აჩვენა რომ „ცოლ–ქმრული და დედაშვილური ურთიერთობების უარყოფითი მაჩვენებელი ბაღამდელი და ბაღის ასაკის პერიოდში არის  დაბალი სოციალური უნარ-ჩვევების, აგრესიული ქცევისა და თანატოლებისგან გარიყვის რისკ-ფაქტორი ადრეულ სასკოლო პერიოდში“.
თანატოლებისგან უარყოფილი ბავშვები ხშირად ურთიერთობენ ერთმანეთში ან მიისწრაფვიან ანტისოციალურ თანატოლთა ჯგუფებისკენ (Laird, Pettit, Dodge, &Bates, 2005).  მოზარდობის ასაკში ანტისოციალურ თანატოლთა ჯგუფებში ჩართულობამ აჩვენა ძლიერი და მყარი კავშირი დელიქვენტობასთან, ნარკომომხმარებლობასთან და უამრავ სხვა პრობლემურ ქცევასთან (Laird, 2005).  მაშასადამე, ჩვენ უნდა ველოდოთ რომ უარყოფა თანატოლების მიერ და ანტისოციალურ თანატოლთა ჯგუფებში ჩართულობა ადრეული სოციალური განვითარების მანძილზე ბიძგს აძლევს დელიქვენტურ ქცევებს.

                     რატომაა ზოგიერთი ბავშვი თანატოლებისგან უარყოფილი?
ბავშვები ხშირად  უარყოფილნი არიან  თანატოლებისგან ბევრი მიზეზის გამო. ის ბავშვები ავლენენ გარიყვის ტენდენციას, რომლებიც არიან ფიზიკურ და ვერბალურ აგრესიას იყენებენ, როგორც გზას, რომ დაუკავშირდნენ სხვებს. ეს აღმოჩენები ბიძგს აძლევს ძალიან ბევრ სოციალურ მეცნიერს, რომ დაასკვნან, რომ აგრესიული ბავშვები მეტად მოსალოდნელია, რომ იყვნენ თანატოლთა გარიყვის ობიექტები, ვიდრე არააგრესიულები.  ბავშვები ასევე რიყავენ თანატოლებს, რომელსაც აღიქვამენ, როგორც მორცხვს და სოცუალური პრობლემების მქონეს. თუმცა ყველა აგრესიული ბავშვი არ არის უარყოფილი,  კვლევამ აღმოაჩინა, რომ ძალიან ბევრი პოპულარული ბავშვი დომინანტი, ქედმაღალი და აგრესიულებია (Chillessen &Mayeux , 2004; Rose, Swenson&Waller, 2004).  
მეორეს მხრივ, აგრესია თანატოლთა გარიყვასთან კომბინირებულად საფუძველს უყრის სერიოზულ ანტისოციალურ და დელიქვენტურ ქცევას. მკვლევარები Coie და Miller-Johnson-ი ასკვნიან, რომ ბავშები, რომლებიც არიან თანატოლებისგან გარიყულები, არიან მაღალი რისკის ქვეშ, რომ ჩაიდინონ ანტისოციალური ქცევა, იმათთან შედარებით, ვინც არ არიან დაჩაგრულები.


                     რომელი ბავშვები არიან მიდრეკილნი თანატოლთა ჩაგვრისაკენ?

ჯერ კიდევ რჩება კითხვა: რატომ არის ზოგიერთი აგრესიული ბავშვი მეტად გარიყული? Coie-ს  მითითებით  გვხვდება 3 მნიშვნელოვანი განსხვავება დაჩაგრულ და დაუჩაგვრელ ბიჭებს შორის. პირველი, დაჩაგრული ბიჭები არიან უფრო იმპულსურები და აქვთ ყურადღების დეფიციტის პრობლემა, არ შეუძლიათ ერთ ადგილზე ჯდომა, მაშასადამე ისინი არიან კლასში მიმდინარე აქტივობებისთვის  ხელისშემშლელი. მეორე, ასეთ ბავშვებს  აქვთ უფრო მაღალი მზაობა გამოავლინონ რისხვა და უფრო რთულად მშვიდდებიან, ამ ემოციური მძვინვარების შედეგია ფიზიკური და ვერბალური შეტევა თანატოლებზე, რომლებიც თავის მხრივ ხელს უწყობს თანატოლებს, თავი აარიდონ მათთან ახლოს ყოფნას. მესამე, აგრესიულებს აქვთ მწირი ინტერპერსონალური და სოციალური უნარები მეგობრების შესაძენად, ამის მიზეზი ისიც არის, რომ მათ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა –გაივარჯიშონ ეს უნარები თანატოლებთან, რომლებიც არ არიან დაჩაგრულები.
 გაარიყულ ბავშვებს ისეთი მახასიათებლებიც აქვთ, როგორიცაა  ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, რომელიც მოგვიანებით იქნება განხილული. აღმოჩენა, რომ თანატოლებისგან გარიყული ბიჭები ავლენენ იმპულსურ და უადგილო ქცევებს, აჩვენებს, რომ ADHD-მ შეიძლება ხელი შეუწყოს თანატოლებისაგან გარიყვას.
კვლევაში ჩართული იყო 25 ADHD–ს მქონე ბიჭი და 24 სხვა მონაწილე საზაფხულო სკოლის პროგრამაში, რომლებიდანაც არცერთ ჯგუფს არ ჰქონდა ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია. ბიჭების ასაკი მერყეობდა 6–დან 12 წლამდე. პირველივე დღეს, პირველივე სოციალურ ინტერაქციაში ამ ორ ჯგუფს შორის, ADHD-ს და შედარებითი ჯგუფის (ვისაც არ ქონდა ეს დიაგნოზი)  წევრებმა აჩვენეს აშკარა განსხვავება სოციალურ ქცევებში, ADHD-ს მქონე ახალგაზრდები აჩვენებდნენ სოციალურ დეფექტებს არასასურველ დისკრიმინაციულ ქცევებს, აგრესიას. მეტად მნიშვნელოვანია, რომ პირველი დღის ფარგლებში ADHD–ს მქონე ახალგაზრდები იყვნენ ზედმეტად გარიყულები თანატოლების მიერ. სხვა კვლევებმაც აღმოაჩინეს მსგავსი შედეგი ADHD–სა და აგრესიული გამოვლინებების მყარი კავშირი საბოლოოდ ანტისოციალურ ქცევით პატერნზე.  (Coie, 2004; Miller-Jonson  2002).


                   გენდერული განსხვავება თანატოლებისგან ჩაგვრაში

თითქმის ყველა აღმოჩენა თუ კვლევა, რომელიც ამოწმებდა თანატოლთა ჩაგვრის გავლენას, აგრესიას და დელიქვენტულ ქცევას ფოკუსირებული იყო მხოლოდ ბიჭებზე. გოგოებს შორის მცირედაა ცნობილი თანატოლთა ჩაგვრასა და აგრესიას შორის კავშირი. ერთ-ერთი ამ მცირე კვლევებიდან, რომელიც გოგოებზე ფოკუსირდებოდა ეკუთვნით Prinstein-ს და Greca-ს. მათ აღმოაჩინეს, რომ ანტისოციალური და დელიქვენტური ქცევის განვითარება გოგოებში, ისევე როგორც ბიჭებში შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ თანატოლებთან აგრესიულ ქცევებში ადრეული ჩართულობით. ასევე არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომ ურთიერთობებში აგრესიული გოგოები არააგრესიულ გოგოებთან შედარებით, მეტად მოსალოდნელია რომ იყვნენ თანატოლთა გარიყვის მსხვერპლნი (Crick,1995). გოგოები უფრო ხშირად იყენებენ ურთიერთობით(ირიბ) აგრესიას, რომ დააზარალონ სხვები და შეამცირონ მათი სოციალური სტატუსი, ვიდრე ფიზიკურ აგრესია, რომელიც ბიჭებისთვისაა დამახასიათებელი;  Prinstein-მა და Greca-მ აღმოაჩინეს, რომ გოგონებს შორის თანატოლებისგან გარიყვა  დაწყებით კლასებში ზრდის არა მხოლოდ აგრესიას, ასევე ნივთიერების ბოროტად გამოყენებისაკენ მიდრეკილებას და სხვა დელიქვენტურ ქცევებს  მოზარდობის ასაკში. თანატოლთა მიმღებლობა კი ამცირებს ან აღმოფხვრის აგრესიისა და დელიქვენტობის რისკს მომავალში.


                        ბანდის გავლენა გარიყულ ახალგაზრდებზე

3 ძირითადი შეხედულება არსებობს, ანტისოციალურ და დელიქვენტურ ქცევაზე თანატოლთა ჯგუფების გავლენაზე.
პირველი პერსპექტივა ამბობს, რომ ახალგაზრდები ხდებიან დელიქვენტები და ამ ბანდებში (დელიქვენტ თანატოლთა ჯგუფებში) გაერთიანების პირდაპირი შედეგია.  ამ შეხედულების თანახმად, თითქმის ყველა ბავშვი მგრძნობიარეა ნეგატიური გავლენის მიმართ დევიანტურ თანატოლთა ჯგუფებში მონაწილეობის შემთხვევაში.
მეორე პერსპექტივა ამტკიცებს, გარიყული ბავშვი ცდილობს გარეთ ეძიოს უკეთესი კონტაქტი მსგავს გარიყულ და სოციალური ჩვევების არ მქონე თანატოლებთან.
მესამე პერსპექტივა არის გარკვეულწილად ამ ორ პოზიციას შორის. გარიყული, ანტისოციალური ბავშვები არიან დელიქვენტური ჯგუფების შემადგენლები, რომელშიც მათი მსგავსი წევრები არიან და ეს არის წამახალისებელი და გამაძლიერებელი ანტისოციალური ტენდენცია. მიმდინარე კვლევითი მტკიცებულებები მესამე პერსპექტივას უჭერს მხარს. ის აჩვენებს რომ ბავშვობის ასაკში ამხანაგთა გარიყვა წაახალისებს ბავშვეებს ჩაერთონ დელიქვენტურ  ქცევებში, რაც მომავალშ მათ ანტისოციალურ მიდრეკილებებს ზრდის. დევიანტური ჯგუფების ან ბანდების წევრობა წაახალისებს და ზრდის უკვე არსებულ ანტისოციალურ პატერნებს ბავშვობასა და მოზარდობაში. როგორც Coie–ს მიერ აღინიშნა, „დევიანტური ჯგუფები გავლენას ახდენს ანტისოციალური განვითარების ტრაექტორიის კრისტალიზაციაზე.
არსებობს რამდენიმე მტკიცებულება რომ დელიქვენტური ჯგუფების წევრობა წაახალისებს ზოგიერთ არადელიქვენტ ბავშვს რომ მონაწილეობა მიიღოს უმნიშვნელო დელიქვენტურ აქტივობაში. მაგალითად, 11დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში, Elliot–ისა და  Menard–ის აღმოჩენებით, არადელიქვენტური ინდივიდები მეტად ერთვებოდნენ უმნიშვნელო დელიქვენტურ აქტივობაში, მას შემდეგ რაც გაწევრიანდნენ ამ დელიქვენტურ ჯგუფებში, ვიდრე სანამ გაწევრიანდებოდნენ. Thornberry-ს, Krohn–ს, Lizotte–ს და Chard-Wierschem–ის დამატებით  კი ისინი ამცირებდნენ ან წყვეტდნენ თავიანთ დელიქვენტურ ქცევას, როდესაც ტოვებდნენ ამ ჯგუფებს.

ზეგავლენის მომხდენი საუბარი

Bagwell-მა დაასკვნა, რომ ბევრი ახალგაზრდა შუა ბავშვობის ასაკის განმავლობაში და მოზარდობაში ერთვება, რასაც ის უწოდებს „ზეგავლენის მომხდენ საუბარს“. „ზეგავლენის მომხდენი საუბარი“ ეხება თანატოლთა ჯგუფებში დისკუსიებს პოტენციურ კანონდარღვევებზე და დელიქვენტურ  ქცევებზე, და უბიძგებს ბიჭებმა გამოიკვლიონ საკუთარი ფიქრები და იდეები კანონდამრღვევ ქცევაზე მეგობრებთან ერთად. „ზეგავლენის მომხდენი საუბარმა“ შეიძლება უბიძგოს მათ ჩაერთონ/გაწევრიანდნენ დელიქვენტურ თანატოლთა ჯგუფებში. თუმცა მოიცავს როგორც დელიქვენტების, ისე არადელიქვენტების  მონაწილეობას „ზეგავლენის მომხდენ საუბარში“.  დელიქვენტები მეტად მოსალოდნელია, რომ გასცდენენ  მხოლოდ საუბარის საზღვრებს და ჩაიდინონ დელიქვენტური ქცევა.


სკოლამდელი გამოცდილებები

ბოლო 30 წლის განმავლობაში ბავშვებმა გადაინაცვლეს სახლებიდან დღის მზრუნველობით ცენტრებში ან ბაგა-ბაღებში.  დედების მონაწილეობა სამუშაო ძალებში პროპორციულად იზრდება ბოლო წლებია. დედების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც ჰყავთ 6 წლამდე ბავშვები და მუშაობენ სახლის გარეთ გაიზარდა 12 პროცენტამდე 1947 წელს, 31 პროცენტამდე 1975 წელს, 64 პროცენტამდე 1997 წელს (Tran& Weinraub, 2006). 2003 წელს დედების ნახევარზე მეტი, რომელთან ჰყავდათ 1 წლამდე ასაკის ჩვილები ჩართულნი იყვნენ სამუშაო ძალაში (Tran &Weinraub, 2006). უახლესი მონაცემები მიუთითებს, რომ 63 პროცენტი 5 წლამდე ასაკის ბავშვების არიან მშობლების ზრუნვას მოკლებულნი (U.S. Bureau of the Census 2002).
დღესდღეობით ამერიკელი ბავშვების უმრავლესობაზე ზრუნავს არა ახლობლები, არამედ დაქირავებული პროვაიდერები (Scarr, 1998). 1995 წელს, დაახლოებით 21 მილიონი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი არ იყო სკოლაში ჩარიცხული. მათ დაახლოებით 40 პროცენტზე ზრუნავდნენ მშობლები,  21 პროცენტზე– სხვა ნათესავები, 45 პროცენტი ბავშვთა ზრუნვის ცენტრებში ან ოჯახის დღიური ზრუნვის ცენტრებში იყვნენ განთავსებულნი, და 4 პროცენტზე ზრუნავდა ძიძა ბავშვთა სახლებში. ბავშვზე ზრუნვის ხარისხი, რომელიც გათვალისწინებულია დღის ცენტრებში ძალზე ვარიაბილურია, უმეტესწილად ეს გამოწვეულია დაბალი ხელფასითა და მაღალი პერსონალის ბრუნვით ბევრ ასეთ ობიექტში. ბავშვზე ზრუნვის დაბალი ხარისხი იუწყება ისეთ განვითარების რისკებზე, როგორიცაა ღარიბი სამეტყველო ენა, კოგნიტური განვითარება და სოციალური და ემოციური კორექციის დაბალი რეიტინგი. (Tran &Weinraub, 2006). სამწუხაროდ, ბავშვები ოჯახებიდან, სადაც მხოლოდ დედაა დასაქმებული და დაბალი შემოსავლის მქონეაა, მეტადაა მოსალოდნელი რომ მიიღებენ მცირე ხარისხის ზრუნვას. (Howes &Olenick, 1986),  ამ პრობლემის გამოსწორებას კი სერიოზული მცდელობა სჭირდება.
დაბალშემოსავლიანი ოჯახის ბავშვები, რომელთაც გამოცდილებაში ჰქონდათ ჩვილობასა და სკოლამდელ ასაკში მაღალი ხარისხის ზრუნვა აჩვენებდნენ უკეთეს სასკოლო მიღწევას და სოციალიზირებულ ქცევას მომდევნო წლებში, ვიდრე ბავშვები, ვისზეც არ ზრუნავდნენ ან გამოცდილებაშ ჰქონდათ დაბალი ხარისხის ზრუნვა.  მაღალი ხარისხის ზრუნვა დაბალშემოსავლიან ოჯახის ბავშვებს სთავაზობს სწავლის შესაძლებლობასა და სოციალურ და ემოციურ მხარდაჭერას.
Goldstein-ის თანახმად (2001) დღის ზრუნვის მასწავლებლები მეტად წუხან  აგრესიის გამო ახალფეხადგმულებში,  ვიდრე სხვა ქცევითი პრობლემების გამო, ისინი მიიჩნევენ აგრესიულ ქცევას, როგორც ყველაზე დიდ სასკოლო გამოწვევას.  ეს ასპექტი მნიშვნელოვანია, რადგან სამი წლის ასაკიდან გამოვლენილი აგრესიული ტენდენცია ვლინდება მთელი ცხოვრების განმავლობაში (Goldstein 2001). დაგროვილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აგრესიულ ქცევათა რაოდენობა, რომელსაც სკოლამდელი ასაკის ბავშვი ხედავს აგრესიულ თანატოლებთან დღის ცენტრებში, პროგნოზირებს მომავალშიც აგრესიული ქცევის გამოვლენას, შესაძლოა მოდელირების ეფექტის გამო (Dodge & Pettit, 2003).


სკოლის შემდეგი მზრუნველობა


 სკოლის შემდგომი მზრუნველობის ხარისხი მნიშნვნელოვან კავშირშია ანტისოციალური ქცევის განვითარებასთან. (Flannery, Williams, &Vazsonyi; Posner & Vandell; Vandell & Posner, 1999). 1990 წლებშიკარის გამღებბავშვებს უწოდებდნენ ბავშვებს, რომლებიც სკოლის შემდეგ ცარიელ სახლში ბრუნდებოდნენ და მარტონი იყვნენ სახლში მშობლების დაბრუნებამდე. ბავშვები, რომლებიც სკოლის შემდეგ დიდ დროს უკონტროლოდ ატარებდნენ და საკუთარი თავის მოვლა თვითონ უწვდათ, დაბალი სასკოლო ნიშნებისა და ქცევითი პრობლემების ქვეშ დგებოდნენ ადრეულ ასაკში. (Pettit, Laird, Bates, & Dodge,, 1997). გარდა ამისა ასეთი მოზარდები გაცილებით დიდ დროს ატარებენ თანატონებთან ერთად მშობლებისგან უყურადღებოდ. (Colwell at al.,, 2001) უყურადღებოდ მიტოვებული ბავშვები ადვილად ინუსხებიან ისეთ ნიშნებით რომლებიც ასოცირედება მათ ანტისოციალურ თანატოლებთან და გარემოთი სადაც მოზარდების კონტორლი მინიმალურია. (Snyder, Reid, & Patterson,, 2003)



წარუმატებლობა სკოლაში


ადრეულ ასაკში წარუმატებლობა სკოლაში ასევე უკავშირდება ანტისოციალურობასა და დელიქვანტურ ქცევას. (Dodge & Pettit,, 2003) გამოკვლევები აჩვენებს რომ საბავშვო ბაღის შეფერხებები და ადრეული სკოლის ნიშნები განვითარების დეტერმინატორებია, მოქმედებს საბოლოო აკადემიურ შეფასებაზე (Dodge & Pettit,, 2003) (Holmes, 1989) (Sameroff, Peck, & Eccles,, 2004). „უკან დახეულის“ იარლიყი ეწებება შეფერხებულ ბავშებს და ამის გამო თანატოლები უარყოფენს მას (Plummer & Graziano,, 1987).
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადრეული შეფერხება სკოლაში უფეო ძლიერად უკავშიდება დელიქვანტობას ვიდრე ინტელექტი (Hinshaw, 1992). იმავე მკვლევარებმა აღმოაჩინეს რომ 8 წლის მოზარდი ბიჭის წარუმატებლობა სკოლაში ორჯერ მეტად განაპირებდა დელიქვანტურ ქცევას, ვიდრე სხვა ასაკში მყოფი მოზარდი ბიჭებისა ( (Loeber, Farrington, Stoutamer-Loeber, & Van Kammen,, 1998).
ეთნიკური ან რასობრივი ფონი აისახება კითხვის უნარებზე და წამყვან როლს თამაშობს სასკოლო წარუმატებლობაში. ფაქტია, რომ კითხვის შეზღუდული უნარები არამარტო სასკოლო წარუმატებლობას განაპირობებს, არამედ აისახება შედგომ კრიმინალურ ისტორიაშიც ბიჭებთან (Patras et al.,, 2004). მეორე მხირვ კითხვის კარგი უნარი შეიძლება ჩაითვალოს ანტისოციქლური ქცევების განვითარების შემაკავებლად. უფრო ზუსტად, მიღწევებს კითხვაში მოაქვს თანატოლების პატივისცემა, მიღწევები სკოლაში და შესაბამისად სამომავლოდ კარგი სამუშავო პერსპექცივა, რაც კრიმინალური ქმედებებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს (Patras et al.,, 2004). რომ შევაჯამოთ ყველაზე მნიშნვნელოვანი სოციალური ფაქტოები, რომლებიც კრიმინალური ქცევების განვითარებას უწყობს ხელს არის: სიღარიბეში ცხოვრება, უარყოფა თანატოლებისგან, სკოლისშემდგომი მზრუნველობის დაბალი დონე და სასკოლო წარუმატებლობა(Gove & Crutchfield,, 1982). მშობლებისა და ოჯახის რისკ ფაქტორებმა ასევე მნიშნელოვანი როლი შესაძლოა ითამაშოს ანტისოციალური ქცევის განვითარებაში.



მშობლებისა და ოჯახის რისკ-ფაქტორები
მარტოხელა მშობლის ოჯახი

      გამოკვლევები აჩვენებს რომ 12 მილიონზე მეტი ამერიკული ოჯახი არის მშობლის, რომლიც მარტო ზრდის ბავშვებს (U.S. Bureau of the Census, 2001). ძველი გამოკვლევები აჩვენებენ, რომ დელიქვანტობასთან უფრო მეტად დაკავშირებულია ისეთი ოჯახის ყოლა სადაც მშობლები გაყრილები ან განქორწინებულები არიან (Eaton & Polk,) (Glueck & Glueck, 1950) (Monahan,, 1957) (Rodman & Grams,, 1967). ეს იწვევდა დასკვნებს რომ მარტოხლა მშობლიანი ოჯახები შესაძლოა ყოფილიყო დელიქვანტობის დეტერმიანტორი. დღესდღეობით, მკვლევარები უფრო მეტად ფოკუზირდებიან სხვა ფაქტორებზე, ესაა მშობლისა და შვილის ურთიერთობა, ოჯახის ეკონომიკური სტატუსი და ოჯახისგან ემოციური მხარდაჭერის ხარისკი სხვა მოზარდებთან ურთიერთობაში.
„მარტოხელა მშობლიანი“ ოჯახების განსხვავებული ვარიაციები არსებობს. ოჯახი შეიძლება შექმნას მარტოხელა, დაუქორწინებელმა ქალმა შვილის გაჩენით ან აყვანით.. გარდა ამისა, ორმშობლიანი ოჯახები შესალოა სხვადასხვა მიზეზებით გაიყოს - გარდაცვალების გამო, განქორწინების გამო, დაშორების გამო, მიტოვების გამო. დაშორება ყველა ოჯახში ერთნაირად არ ხდება. გარდა ამისა, მარტოხელა ოჯახის შვილები, რომლებიც ასე თუ ისე მოშორებულნი არიან ოჯახური კონფლიქტებისგან უფრო ნაკლებად მიდრეკილნი არიან დელიქვანტობისკენ ვიდრე „ჯანსაღი“ ოჯახის შვილები რომლებიც ხშირად ხდებიან კონფილქტის მომსწრეები და თანამონაწილეები (Gove & Crutchfield,, 1982). საჭიროა განხილულ იქნას ოჯახის დანარჩენი წევრებიც. არატრადიციური ოჯახები საკმაოდ მომრავლდა დღევანდელობაში. მრავალი მკვლევარი განმარტავს ოჯახს, როგორც პიროვნებებს რომლებიც დაკავშირებულნი არიან სისხლით ან ლეგალური პასუხისმგებლობებით(აყვანილიობა, ლეგალური მშობლობა, ცივილური კავშირები). სხვები კი ამბობენ რომ პიროვნებები რომლებიც დიდი ხნის განმვალობაში ერთად ცხოვრობენ, როგორც მეგობრები ან სექსუალური პარტნიორები და ზრუნავენ ერთმანეთზე და მათ შვილებზე - არის ასევე ოჯახი.
მარტოხელა მშობლის ოჯახისა და დელიქვანტობის კავშირი აქტიური განხილვის საკითხია, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ხელაღებით დავადასტუროთ რომ კავშირი არებობს. თუ “მარტოხელამშობლიანი” ოჯახი არის რიკ-ფაქტორი, ეს სავარაუდოდ გამოწვეული იქნება სხვა უფრო მნიშვნელოვანი დამატებითი ფაქტორებით. ოჯახის სტრუქტურაზე კონცენტრაციის ნაცვლად სჯობს აქცენტი იმ პროცესებზე დაისვას, რაც ოჯახში მიმდინარეობს. “ერთი რამ უადავოა ლიტერატურაში: მყარი, უსაფრთხო და უერთიერთმხარდამჭერი ოჯახი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია დელიქვანტობის პრევენციისთვის“ (Flynn, 1982)



აღზრდის სტილი და პრაქტიკა


 
ზოგიერთი აღზრდის სტილი სხვებთან შედარებით უფრო მეტად იწვევს დალიქვანტობას და ამას შეგვიძლია ვუწოდოთ რისკ-ფაქტორი. აღზრდის მიდგომები არის სტრატეგიები, რომლებსაც იყენებენ მშობლები, რათა შვილებმა მიაღწიონ სპეციფიკურ აკადემიკურ, სოციალურ და სპორტულ წარმატებებს (Hart et al.,, 1998). ამით მშობლები ცდილობენ გააუჯობესონ ბავშვების უნარები.  გარკვეული პერიოდით თავისულების მიცემა, იმ იმედით ხომ შვილი ისწავლის მენეჯმენტს და შეეჩვევა დამიუკიდებლობას არის პრაქტიკის მაგალითი. კითხვა და თამაში შვილებთან ერთად, სკოლაშ მორიგე მშობლეად ყოფნა არის ასევე კარგი პრაქტიკის მაგალითები. აღმზდის სტილს მნიშნელოვანი გავლენა აქვს ბავშვის ქცევისა(მაგიდის მანერებიდან დაწყებული აკადემიური მიღწევებით დამთავდებული) და ხასიათის ჩამოყალიბებაში.
აღზრდის სტილებში ასევე ნათლად ჩანს მშობელი-ბავშვის ურთიერობები, რომლებიც დიდწილად მშბლების განწყობებითა და მიდგომებითაა განპირობებული (Baurmind,, 1991) (Mounts,, 2002). ხმის ტონის ცვილიება, ემოციების უეცარი ცვილება , მბრძანებლური ჟესტები - არასწორი აღზრდის სტილის თანმდევი მაგალითებია. ამის საწინააღმდეგოდ მშობელი-ბავშის გუხლისმიერი ურთიერობა აღიწერება როგორც თბილი, მოსიყვარულე, მიმღები და სანდომიანი. კვლევებმა აჩვენა რომ აღზრდის პასუხისმგებლიანი სტილი  ხშირად განაპირობებს მაღალ სოციალურ კომპეტენციას, თანატოლების მიმღებლობას და ნაკლებ ანტისოციალურ ქცევებს (Hart et al.,, 1998)



სამი ტიპის აღზრდის სტილი

  დიანა ბაუმრინდმა (1991) გამოყო აღზრდის სამი სტილი ; ავტორიტარული, ლმობიერი და ავტორიტეტული. მშობლების რომლებიც იყენებენ ავტორიტარულ სტილს ცდილობენ ჩამოაყალიბონ, აკონტროლონ და შეაფასონ ქცევა, გაზარდონ შვილები წინასწარჩამოყალიბებული აბსოლიტური სტანდარტებით. ავტორიტარულ აღზრდას თან ახლავს დიდი რაოდენობით წესები და რეგულაციები, რომლებიც აუცილებლად რიგიდულად უნდა შესრულდეს, ყოველგვარი კითხვისა და ახსნა-განმარტების გარეშე. ავტორიტარი მშობლები შვილებისგან მოელიან უყოყმანოდ და კითხვების გარეშე დაემორჩილონ ავტორიტარს. დევიაციასა და დაუმორჩილებლობას მოყვება სასჯელი, რომელიც შეიძლება ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც შეიცავდეს. ავტორიტარი მშობელი გამორიცხავს ყოველგვარ ვერბალურ თანასწორობას შვილთან. მშობელი ავტორიტეტია, როგორც ძალიან მნიშვლევან ასევე უმნიშნელო შემთხვევებშიც.
მშობლები, რომლებიც ხელმძღვანელობენ შემწყანრებული(ლმობიერი) აღზრდის სტილით არიან ტოლერანტულები, ლმობიერები და იღებენ შვილების თითმის ყველა ქმედებას, მათ შორის სექსუალური იპულსებით წარმართულსა და აგრესიულ ქცევებს. შემწყნარებელი მშობლები თავიდან ირიდებენ ავტორიტეტის როლს და არ ცდილობენ შვილების ქმედებების კონტროლს. ასეთი მშბლები თავს უწოდებენ „გამგებ ადამიანებს“. ლმობიერი მშობლები ნებას რთავენ შვილებს დამოუკიდებლად შეადგინონ მათი ჭამის, ძილის, ტელევიზორის ყურების, თამაშის, სახლიდან გასვლის, მეგობრების ნახვის გრაფიკები. ისინი ძალიან მინიმალურად ერევიან შვილების გრაფიკში. მათი არსი არ შეესაბამება მათსავე სოციალურ როლს - იყვენენ აღმზრდელები.
ავტორიტეტული სტილის მშობლები ცდილობენ მართონ შვილების აქტივობები რაციონალური მანერებით. მათთვის დამახასიათებელია ხშირი მიზეზ-შედეგობრივი მსჯელობა შვილებთან გადაწყვეტილების მიღებისას. ავტორიტეტი მშობლები გამორიცხავენ შვილების ასაკთან შეუფერებელ ქმედებებს, შვილებთან შეთანხმებით ადგენენ წესებს და სტანდარტებს, რომლებსაც შვილებივე ემორჩილებიან. ამავე დროს ისინი წაახალისებენ შვილების ინდივიდუალობასა და დამოუკიდებლობას.
ბაუმრინდის სამივე ტიპს აქვს გარკვეული პრობლემები. მაგალითად ბევრი მშობელი მერყეობს შემწყნარებელ და ავტორიტეტულ მშობელს შორის, ბევრი კი ცვლის აღზდრის სტილს შევილის ასაკის ცვილილებასთან ერთად. შეიძლება ავტორიტეტული მშობლები რთავდნენ ნებას შვილებს თავად შეარჩიონ ტანსაცმელი, საჭმელი, ცხრილი მაგრამ ეს არჩევანი არ იქნება მხოლოდ ბავშვის და შეიძლება დამოკიდებული იყოს სკოლაზე, კარირაზე ან სამსახურზე. აგრეთვე ზოგიერთი მშობელი შეიძლება ძირითადად ლმობიერი სტილის იყოს, თუმცა ისინი უცბად შესაძლოა გაბრაზდნენ შვილის ზოგიერთ არასწორ საქციელზე. მიუხედავად მრავალი კრიტიკისა „ ბაუმრიდის აღზრდის სტილების კონცეპუალიზაციამ საკმაოდ კარგად დაგვანახა მშობლების გავლენა შვილების წარმატებულ  სოციალიზაციაზე აშშ-ს დომინანტურ კულტურაში (Darling & Steinberg,, 1993).


არარიგიდული  და განრიდებული აღზრდის სტილები


 
ჯემის სნიდემა და ჯერარდ პატერსონმა (1987) გამოყვეს ორი აღზრდის სტილი, რომლების მათი აზრით პირადპირ ან არაპირდაპირ იწვევდა დელიქვანტობას.  ეს ორის სტილი ძალიან გავს ბაუმრინდის ავტორიტეტულ და ლმობიერ სტილს. არარიგიდული   სტილის მშელები შვილების თითქმის ყველა ქცევას პრობლემატურად აღქვამენ და ისინი იყენებენ არაეფექტურ ავტორიტარულ სტრატეგიებს რომ გაუმკლავდნენ მათ. „ეს მშობლები თვალს ვერ ხუჭავენ ძალიან ტრივიალურ ქცევებზეც კი. ისინი იყენებენ უფრო მეტ და არასწორ ბრძანებებს, არიან ძალიან მომთხოვნები და მკაცრები. ისინი ვერ ახერხებენ იყვნენ გამგები მშობლები და მათი მოთოხვნები ყოველთვის არის ძალადობრივი” (Snyder & Patterson, , 1987). არაფექტური ზეგავლენა აირეკლება ოჯახის წევრების მიერ “ რომელიც განაპირობებს, ოჯახის ყველა წევრის აგრესიულ ქცევებს“. როდესაც ერთი ოჯახის წევრი აგრესიულად იცქევა, დანარჩენი ოჯახის წევრები ბაძავენ მას და იქცევიან მსგავსად.
„ კეიტის ძმას ძალიან მაღალ ხმაზე აქვს სიმღერები ჩართული, ამაზე კეიტი ძალიან ბრაზდება და უყვირის მას რომ გამორთოს. ის ყვირილითვე პასუხობს რომ როგორმე აიტანოს. კეიტი წიხლს კრავს მის კარებს. ძმა ყვირის უფრო ხმამაღმა. მათი მამა ორივეს უყვირის რომ „მოკეტონ“. კეიტი ყვირის უფრო ხმამაღლა და აგრძელებს ძმის კარებზე ბრახუნს. ის ესვრის ვაზას ძმას, ვაზა ოდნავ სცდება მიზანს. ძმა მირბის მისკენ და ესვრის წიგნს. ხშირად ასეთ ჩხუბში „მოგება“ დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი უფრო აგრესიულ სტრატეგიას გამოიყენებს. საბოლოოდ მამა უბრძალებს ძმას რომ გამორთოს მუსიკა. ასეთი მშობლები და შვილები ერთმანეთს ასწავლიან რომ ასეთი მკაცრი ტაქტიკა მუშაობს სოციალურ ინტერაქციებში, ქცევები თანდათანობით გენერალიზდება ოჯახის გარეთ სოციუმის წევრებთან.
არარიგიდული  მშობლები ასვე ხშირად იყენებენ ავტორიტარულ, მკაცრ იძულების ხერხებს მიუხედავად მათი არაეფექტურობისა. მათ არ აქვთ საკმარისი ენერგია განსაზღვრონ რამდენად პრობლემატურია ასეთი ძალადობრივი მეთოდები. ასთ აღზრდის სტილს აქვს გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები, რომლებიც თანდათან  გენერალიზდება და ავითარებს ანტისოციალურ ქცევებს.
აღზრდის განრიდებული სტილი წინასგან სრულიად საპირისპირო სტრატეგიას ემყარება. სნიდერის და პატერსონის მიხედვით ასეთი მშობლები არიან არასაკმარისად მიჯაჭვულები შვილებზე. ისინი ზედმეტად ბევრი უფლებას აძლევენ ბავშვს, რაც ზრდის ანტისოციალური ქცევების ჩამოყალიბების რისკს. თუ მათი შვილი ძალადობრივი ქცევებით ხასიათდება მათ უბრალოდ არ სჯერათ ეს და ცდილობენ თავი დაარწმუნონ რომ მათი ბრალი არააფერშია.
 აღმზრდელობის სტილებიდან დელიქვანტურ ქცევას ყველაზე მეტად უკავშირდებოდა ბაუმრინდის ლმობიერი და სნიდერისა დაპატერსონის განრიდებული სტილები. ამ სტილებით აღზდილ ბავშვებს ხშირად აქვთ ქცევითი პრობლემები და უჭირთ იმპულსის კონტროლი რადგანაც, როდესაც ბავშვეს არ გააჩნია ავტორიტეტი მისი ქცევის კონტროლი შეუძლებელი ხდება ჯერ კიდევ მცირე ასაკიდან.



აღმზრდელობითი მონიტორინგი


ანტისოციალურ ქცევებთან და აღზრდის სტილებთან კავშირშია ასევე მშობლების მიერ ბავშვების კონტროლი და მონიტორინგი. აღმზრდელობითი მონიტორინგი ნიშნავს მშობლების ინფორმირებულობას შვილების თანატოლებთან ურთიერთობების, თავისუფალ დროს განხორციელებული აქტივობების შესახებ და მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე , როცა არიან სახლს გარეთ (Snyder & Patterson,, 1987, pp. 225-26). მონიტორინგის ხარისსა და მოცულობაზე გავლენას ახდენს რიგი ფაქტორები. მაგალითად გაყრა, ფინანსური პრობლემები, სამსახურის დაკარგვა, მშობლების ფსიქიკური აშლილობები, სიკვდილი. კვლევებმა აჩვენა, რომ მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 9 წლის ასაკიდან მოზრდილობამდე (Laird, Pettit, Bates, & Dodge,, 2003). ამ ყველაფერს ხშირად ხელს უწყობს მშობლების ისტორიები. როგორც ერთი მშობელი ამბობს, „მე არ შემეძლო ვყოფილიყავი ყურადღებიანი დედა შვილების ადრეულ ასაკში. მაგრამ სამაგიეროდ გადავიწყვიტე გამეკეთებინა ეს , როცა უფრო შვილი შევიდა საშუალო სკოლაში. სწორედ ამ დროს ჭირდებათ მათ ყველაზე მეტი კონტროლი.“
 კვლევების უმრავლესობამ დაადგინა, რომ აღმზრდელობითი მონიტორინგის ხარისხი და მოცულობა არის ანტისოციალური ქცევის ძლიერი პრედიქტორი მოზრდილობასა და გვიან ბავშვობაში (Kilgore, Snyder, & Lentz, , 2000). ზოგიერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ არასაკმარისი აღმზრდელობითი მონიტორინგი და მეთვალყურეობა ორნახევარჯერ ზრდის დელიქვანტობის რისკს( (Browning & Loeber, 1999).



სიბლინგების  გავლენა


 დედმამიშვილები ბაძავენ ერთმანეთს და განსაკუთრებით უმცროსი ბაძავს უფროსს, ვიდრე პირიქით (Garcia et al.,, 2000). დედმამიშვილები ძირითადად დიდ დროს ატარებენ ერთად, ხშირად თამაშობენ როლურ თამაშებს, ასე რომ ისინიც ერთ-ერთი მონაწილენი არიან ანტისოციალური ქცევისა და აგრესიის ჩამოყალიბებისა. ეს სფერო არც ისე კარგადაა შესწავლილი ისე როგროც მაგალითად თანატოლების გავლენა, თუმცა უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი დელიქვანტობის მქონე მოზარდებს დედმამიშვილებიც ხშირ შემთხვევაში ძალადობისკენ მიდრეკილები ყავთ( (Coie & Miller-Johnson,, 2001). როვი და გალიმ(1992) აჩვენეს რომ დედმამიშვილები რომლებიც ავლენდნენ კრიმინალურ ქცევებს, ადრეულ ასაკში ქონდათ თბილი ურთიერთობა ერთმანეთთან. თუ დედმამიშვილები არ იყვნენ ახლოს ერთმანეთთან, ამის საპირისპირო შედეგი შესაძლოა დადგეს. თუმცა ზოგჯერ არააგრესიულმა უმცროსმა დედმამიშვილმა შესაძლოა არ მოინდომოს უფროსივით აგრესორობა. დელიქვანტობის რისკი უფრო მაღალია რაც უფრო ახლოს არიან ასაკით დედმამიშვილები, ვიდრე მაშინ როცა ასაკობრივი სხვაობა მათ შორის დიდია( (Rowe, Rodgers, & Meseck-Bushey,, 1992)


მშობლების ფსიქოპათოლოგია


 დეპრესიის მქონე მშობლების შვილები დგანან სოციო-ემოციური და ქცევითი პორბლემების წინაშე, მათ შორის არესბობს ანტისოციაური ქცევის, ემოციური არასტაბიულორობისა და სუსტი კოგნიტური განვითარების რისკი (Bennet, Bendersky, & Lewis, , 2002) (Mazulis, Hyde, & Clarc, 2004) (Nelson, Hammen, Brennan, & Ullman, , 2003). მსგავსი ტიპის მშობლების შვილები, ასაკის მატებასთან ერთად ავლენენ უფრო მეტ ქცევით პრობლემებს და ახორციელებენ სხვადასხვა სახის კრიმინალურ ქმედებებს. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს დედის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რადგანაც ხშირ შემთხვევაში სწორედ მათ აკისრიათ მთავარი აღმზრდელის როლი. თუმცა პრობლემების განვითარების რისკი გაცილებით იზრდება, როცა ორივე მშობელი დეპრესიულია შვილების ადრეულ ასაკში. მშობლების ალკოდამოკიდებულება შვილების ნეგატიური გამოვლინებების რისკს ზრდის, მათ შორის ქცევით სიძნელეებს, ანტისოციალურ ქცევას, და ალკოდამოკიდებულობის ალბათობას მომავალში (Loukas, Zucker, Fitzgerald, & Krull, 2003) (Zucker et al.,, 2000). საინტერესოა ლუკასისა და მისი კოლეგების (2003) აღმოჩენა იმის შესახებ, რომ დედის ალკოჰოლიზმზე უფრო დიდ როლს ვაჟიშვილის სოციალურ დეზადაპტაციაში თამაშობს მშობლების ალკოჰოლური თრობის ხშირი თანდასწრება.
 აგრესიური საქციელი რომელიც ოჯახური ძალადობის სახით ვლინდება არის მშობლების ფსიქიკური პრობლემების ერთ-ერთი გამოვლინება. თუმცა ეს თემა სხვა საკითხს უფრო მიეკუთვნება, როგორიცაა მულტი აგრესიური ოჯახები და ოჯახური ძალადობა. ახლა სჯობს დავუბრუნდეთ სიქოლოგიურ რისკ-ფაქრორებს, რომლებიც უფრო მეტაც ინდივიდუალური მახასიათებლებია ვიდრე სოციალური კონტექსტი რომელშიც ადამიანი მოხდა.


ფსიქოლოგიური რისკ ფაქტორები
კოგნიტური და ენობრივი დეფიციტი

კოგნიტური ჩამორჩენა ზრდის ანიტსოციალური ქცევების რისკს განსაკუთრებით ბიჭებში (Brownile at al.,, 2004). მაგალითად, მოზარდების უმრავლესობას რომელსაც ქონდა ქცევითი პრობლემები, დაუდგინდა ენობრივი დეფიციტი,ჩამორჩენა (Cohen et al.,, 1998). ენობრივი რეგრესი გულისხმობს მეტყველებისა და ენის გაგების უნარის გაუარესებას. ბრონვილმა დაადგინა, რომ ბიჭებს რომელთაც ქონდათ ენობრივი პრობლემები 5 წლის ასაკში უფრო მეტი დელიქვანტური ქცევები ახასიათებდათ 19 წლის ასაკში, ვიდრე მათ ვისაც არ ქონდათ ეს პრობლემა. მან ასევე დაადგინა რომ ენობრივი პრობლემები სკოლაში იწვევს აკადემიურ ჩამორჩენას, რაც ასევე ნეგატიურად აისახება ბავშვის სოციალურ ცხოვრებაზე. ენობრივი პრობლემების მქონე ბავშვები ხშირად გარიყულები არიან თანატოლებისან და ხანდახან მასწავლებლებისგანაც. რომ შევაჯამოთ, ენობრივი ნაკლი აქცევს სკოლას მტკივნეულ და უსიამოვნო ადგილად, რაც წინ უძღვის დაბალ აკადემიურ მოსწრებას. ენის პრობლემები ხშირად არ აძლევს ბავშვს საშუალებას გამოთქვას თავის მოსაზრებები, რაც ასე მნიშნელოვანია კონფლიქტების გადაწყვეტისას. სწორედ ამიტომ რჩებიან ფრუსტრირებულები და დაჩაგრულები, და ცდილობენ მიმართონ ძალადობრივ მეთოდებს საკუთარი თავის გამოსახატავად.

ინტელექტი და დელიქვანტობა

  ფსიქოლოგები და კრიმინალისტები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ გამოეკვლიათ კავშირი ინტელექტის დონესა და დელიქვანტობას შორის. თავდაპირველად მათი ვარაუდები არ მართლდებოდა და ზოგიერთი სკეპტიკურადაც უყურებდა სავარაუდო კავშირს კრიმინალურ ქცევასა და ინტელექტს შორის.  ჰირჩმა და ჰინდელანგმა 1977 სტატიაში წამოაყენეს ჰიპოთეზა IQ -სა და დელიქვანტობის არაპირდაპირი კავშირის შესახებ. რაც ნიშნავდა, რომ დაბალი IQ  იქვევდა ნეტატიურ განწყობებს სკოლაში, რაც უარყოფითად მოწმედებდა აკადემიურ ნიშნებზე და შესაბამისად ხდებოდა დელიქვანტობის წინაპირობა. ამის საპირისპიროდ კი მაღალი IQ იწვევდა თანატოლებისა და მასწავლებლების კეთილგანწყობასა და შესაბამისად ნაკლებ ანტისოციალურ ქცევასა და დელიქვანტობას.  რატომ არსებობს ეს კავშირი ? ამ კითხვაზე საპასუხოდ პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რა არის IQ და რომ ის არ არის ინტელიგენტურობის სინონიმი. ტერმინი IQ  არის ინტელექტის მაჩვენებელის აბრევიატურა, რომელიც იზომება ინტელექტის ტესტით. IQ იგივე რასაც ახლა ფსიქომეტრულ მაჩვენებელს უწოდებენ. სიტყვა ფსიქომერტულობა ნიშნაბს „ფსიქოლოგიურ საზომებს“. იგი იზომება სხვადასხვა ტესტებით, პიროვნების ტესტებით, სკოლის მიღწევების მაჩვენებლით და ა.შ. ფსიქომერული საზომები აქტიურად გამოიყენება ფსიქოლოგებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალების მერ. თუმცა ტერმინი ფსიქომეტრული ინტელექტი(PI) რომელიც 1990 წელს რამოდენიმე ფსიქოლოგმა (Neisser et al.,, 1996). გამოიყენა არ აღმოჩნდა გამოყენებადი. ტერმინი IQ უფრო შესაბამისი გამოდგა და აქტიურად გამოიყენება დღესდღეობით.
IQ ტესტებით მოწმდება ვერბალური და ენობრივი განვითარება, კავშირი სიტყვებს შორის და ა.შ. ბერვი ფსიქოლოგი დღესდღეობით თანხმდება რომ IQ ქულების მაჩვენებელზე გავლენას ახდენს სოციალური, სწავლის და კულტურული გამოცდილებები. სწორედ ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ IQ არის წმინდად ინტელექტის საზომი. IQ  კავშირი უფრო მჭირდო შეიძლება იყოს დელიქვანტურ ქცევასთან, ვიდრე ინტელექტის კავშირი.
ინტელექტი მოიცავს მრავალ უნარს, დაწყებული მუსიკალური ტალანტიდან და დამთავრებული მათემატიკური უნარით. ტერმინი ასევე მოიცავს სიბრძნეს,ინტუიციას, იუმორს. დელიქვანტურ ჯგუფებს ინტელექტის ტესტებში დაბალი მაჩვენებელი აქვთ.ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს დელიქვანტური ქცევის ყველა ავტორი არადელიქვანტებზე ნაკლებად ინტელექტუალია. მაგალითად ბრაზილიის ქუჩაში მცხოვრები ბავშვები დახელოვნებულნი არიან თავიანთი ბიზნესისთვის საჭირო მათემატიკურ გამოთვლებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ უსწავლიათ მათემატიკა სკოლაში(Carraher,Carraher,& Schliemann, 1985,Neisser et al., 1996). ასევე დიდი პრაქტიკის მქონე დელიქვანტი დახელოვნებული არტისტულ და ვერბალურ უნარებში და აქვს იუმორის გრძნობა, რაც შესაძლოა ინტელექტის ტესტებში არ აისახოს.    მიუხედავად ამისა, ინტელექტის ტესტის მაჩვენებელსა და სკოლაში სწავლას შორის კავშირი მაინც ძლიერია. „ბავშვები, ინტელექტის მაღალი ქულით, უკეთ  სწავლობენ სკოლაში, ვიდრე მათი დაბალქულიანი თანატოლები“(Neisser et al., 1996, p 82). სკოლა ეხმარება ბავშვებს განივითარონ ინტელექტუალური უნარები და ატიტუდები. ხარიხიან სასწავლო პროგრამას პოზიტიური ეფექტი აქვს ინტელექტზე. სკოლამდელი პროგრამები(e.g., Headstart)  აჩვენებს მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას სკოლის წლებშიც.რკანიანებს შორის არიან.
ინტელექტი და ეთნიკურობა

     ინტელექტის საშუალო ქულა განსხვავებულია სხვადასხვა რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფებში. ბევრი კვლევა სხვადასხვა ტესტებისა და ნიმუშების გამოყენებით აჩვენებს, რომ აფრო-ამერიკელების ქულა მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე თეთრკანიანების(Neisser et al., 1996). თუმცა ეს სხვაობა მცირდება 1980 წლიდან(Nisbett, 2005, Vincent, 1991). აზიელი ამერიკელებისა და თეთრების ტესტების ქულები დაახლოებით ერთნაირია. მკვიდრი ამერიკელების ქულა ვერბალურ უნარებში სხვა ჯგუფებზე ოდნავ დაბალია, მაგრამ ეს შეიძლება შუა ყურის ქრონიკული ინფექციის შედეგი იყოს რომელიც გავრცელებულია ბავშვებში(McShane & Plas, 1994a, 1984b). ლათინოსები, რომლებიც აშშ-ში სიდიდით მეორე და სწრაფად მზარდ ეთნიკურ ჯგუფს შეადგენს,  ინტელექტის ქულით აფრო-ამერიკელებსა და  თეთრკანიანებს შორის არიან.  გაურკვეველია ეს განსვავებები რისი მანიშნებელია, მაგრამ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, რომ ეს გენეტიკური ან ბიოლოგირი ფაქტორებით იყოს განპირობებული. თუმცა გენეტიკა შეიძლება თამაშობდეს გარკვეულ როლს ინტელექტის ინდივიდუალურ სხვაობებში, რაც არასაკმარისი მტკიცებულეაბაა იგივეს ეთნიკურ ჯგუფებზე გენერალიზებისთვის.
     ინტელექტში ჯგუფთაშორისი სხვაობები სავარაუდოდ ფაქტორთა კომბინაციის დამსახურება უნდა იყოს, რომლებშიც კულტურული და სოციალური გავლენები დომინირებს. ბოიკინის(1986,1994 ) მიხედვით, მაგალითად აფრო-ამერიკელების კულტურა არ არის საკმარისად ინტეგრირებული ამერიკული სასწავლო სისტემის ღირებულებებთან და მოლოდინებთან. ის „მოიცავს ისეთი სულისკვეთების ღირებულებებს, როგორიცაა სულიერება, ჰარმონია, მოძრაობა, აფექტი, ექსპრესიული ინდივიდუალიზმი,დროის სოციალურად განსაზღვრული პერსპექტივა“ (Neisser et al., 1996). ბოიკინი ამბობს, რომ შავკანიანი ბავშვები ხშირად ხედავენ თავიანთი კულტურისა და სკოლის სისტემის კონფლიქტს, შესაბამისად ისინი უცხოვდებიან როგორც საგანანათლებლო პროცესისგან, ისე შედეგისგანაც.  ასევე პრობლემურია ფაქტი, რომ ბევრი შავკანიანი ბავშვი დადის შიდა ქალაქის სკოლებში, სადაც განათლების ხარისხი დაბალია. არაა გასაკვირი, რომ ამ სტანდარტულ ტესტებში აისახა ეს უთანასწორობა.
     სხვა ფაქტორები-ცუდი კვება, არასკმარისი პრენატალური განვითარება,ბავშვის მოვლის საშუალებების ნაკლებობა, პროფესიული ცოდნისა და ტრენინგების მიუწვდომლობა-ასევე თამაშობს კრიტიკულ როლს ინტელექტის განვითარებაში. ინტელექტის ქულა მეტყველეის უნარის მაჩვენებელიცაა რაზეც გამოცდილებაც ახდენს გავლენას. მდიდარი და მრავალფეროვანი გამოცდილება ზრდის ინტელექტის ქულას და შეზღუდული გამოცდილება ამცირებს მას(Garbarino & Asp,1981, Neisser et al.,1996). თუ სკოლაში მიღებული გამოცდილება არის პოზიტიური იზრდება მეტყველების უნარის დონე, ხოლო თუ ნეგატიურია შეიძლება დგილი ჰქონდეს სტაგნაციას, ან შემცირებას. ინტელექტის ქულა ასენე დამოკიდებულია გამოყენებული ტესტის ტიპზე, შინაარსზე, მის სხვა მახასიათებლებსა და თავად გამომცდელის ცოდნასა და უნარებზე.
ეს მრავალი ვარიაცია ცხადყოფს, რომ ინტელექტის ქულასა და დელიქვანტურობისადმი მიდრეკილებას შორის არსებობს კავშირი(e.g., Binder,1988; Quay,1987; White, Moffitt& Silva, 1989), როცა ქულა იკლებს დელიქვანტურობის ალბათობა იზრდება, როცა იზრდება-ალბათობა იკლებს. ბავშვები ინტელექტის დაბალი ქულით არიან დელიქვანტური ქცევის განხორციელების მაღალი რისკის ქვეშ. ურთიერთობა განსაკუთებით მნიშვნელოვანია ვერბალური ინტელექტის განვითარებისთვის(Gulberton,Feral,& Gabby, 1989: Kandel et al., 1988). უფრო მეტიც, როგორც ანა კროკერმა და შელაგ ჰოდგინსმა (1997) აღნიშნეს, კავშირი ინტელექტის დაბალ ქულასა და დელიქვანტურობას შორის არაა დამოკიდებული სოციოეკონომიკურ სტატუსსა და რასაზე, ეს პოლიციის მიერაცაა გამოვლენილი(Lynam,Moffitt, & Stouthamer-loeber,1993; Moffitt 1990b). კავშირი ძლიერია  ზრდასულობაში ჩადენილ დანაშაულთანააც.

ინტელექტი და ზრდასრული დამნაშავეები

     ინტელექტის ძალიან დაბალი ქულა მიუთითებს გონებრივ ჩამორჩენაზე. ბოლო შეფასებებით აშშ-ში პატიმრების სულ მცირე 4% გონებრვად ჩამორჩენილია(Ashford, Sales & Reid, 2001). კროგერმა და ჰოდგინსმა (1997) შეისწავლეს მენტალური ჩამორჩენის მქონე 15000 მამაკაცი და ქალი და შეადარეს ნორმალური განვითარების მქონე მენტალობის ადამიანებს, შედეგად ჩანს, რომ კრიმინალური ქცევის, მათ შორის განსაკურტებით ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა კავშირშია მენტალურ განვითარებასთან. ასევე  განვითარების მქონე ის ბავშვები, რომელთაც 12 წლამდე ჰქონდათ ქცევის პრობლემები, დიდი ალბათობით ერთვებოდნენ კრიმინალურ ქცევებში.

შეჯამება

რა კავშირია ინტელექტის ქულას, დელიქვანტურობასა და კრიმინალს შორის? ეს ალბათ ნიშნავს, რომ არსებობს სერიოზული დელიქვანტების ჯგუფი, საზოგადოებაში შეზღუდული გამოცდილებით, არასწორი აღზრდით, კოგნიციისა და მეტყველების შეზღუდული განვითარებით და ცუდი სასკოლო გამოცდილებით.მაგრამ ეს აუცილებლა არ ნიშნავს რომ ისინი არ არიან ინტელექტუალები. საქმე იმაშია, რომ ეს ასევე არც მათ ინტელექტუალობას უსვამს ხაზს. ეს უბრალოდ მნიშვნელოვანი ემპირიული მტკიცებულებებია იმისა, რომ არასრულწლოვან დელიქვანტთა ბევრად უფრო დიდ რაოდენობას აღენიშნება სწავლის უუნარობა ვიდრე არადელიქვანტებს. მაგრამ მაინ დაუზუსტებელია რამდენად მყარი კავშირი არსებობს სწავლის უუნარობასა და დელიქვანტურობას შორის.


  
ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომის კავშირი დანაშაულებრივ ქცევასთან

ბავშვები იბადებიან გენტიკური გავლენების ფართო არჩევანით, ნევროლოგიური მიდრეკილებებით და განსხვავებული ტემპერამენტით, თუმცა სოციალურმა და ფსიქოლოგიურმა გარემომ შესაძლოა შეცვალოს ისინი. არსებობს მრავალი ბიოლოგიური ფაქტორი და ზოგი თამაშობს მმთავარ როლს კრიმინალისა და დელიქვანტურობის განვითარებაში. მათ შორის მთავარია ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტივობის სინდრომი  ADHD.
     ტერმინი „ჰიპერაქტივიბის სინდრომი“(ასევე წოდებული ტვინის მინიმალურ დისფუნქციად, ჰიპერკინეზად) მოიცავს ქცევის მრავალფეროვნებას, მათგან ცენტრალური სამი არის: 1.ყურადღება(არ გისმენს,დაბნეულია), 2.იმპულსურობა (დაუფიქრებლად მოქმედებს, ერთი ქცევიდან სწრაფად გადადის სხვაზე), 3. გადაჭარბებული მოტორული აქტივობა (უჭირს ჯდომა, ცმუტავს, ბევრს ლაპარაკობს, ხმაურიანია).
ADHD არის ყველაზე ხშირი ფსიქოლოგიური დიაგნოზი ამერიკელ ბავშვებში(Cowley, 1993; Staller, 2006). აღმზრდელები აგნიშნავენ, რომ ADHD-ის მქონე ბავშვებს უჭირთ გაკვეთილებზე გაჩერება. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ჰიპერაქტივობის მახასიათებლები ინახება, ნარჩუნდება ზრდასრულობაშიც (Klinteberg,Magnusson, & Schalling, 1989; Thorley, 1984). ამ დიაგნოზის მქონე ბავშვი იზრდება და ხშირად აქვს წარმატებული ცხოვრება, უმეტესობა არ მიყვება ცხოვრების კრიმინალურ გზას.
     ADHD  სკოლის ბავშვების 3-დან 5%-ში გვხვება (Stern, 2001) და უფრო ხშირია ბიჭებში, ჩვეულებრივ 5/1 თანაფარდობით.  ADHD უფრო ხშირია იმ ბავშვებში, რომელთაც ახლო ნათესავი ყავთ ამავე დიაგნოზით, ამიტომ სავარაუდოდ ამ სინდრომში ბიოლოგიური კომპონენტია მნიშვნელოვანი. ADHD-ის მქონე ბიჭებს ანტისოციალური ქცევის განხორციელების დიდი რისკი აქვთ.  „როც ისინი გაიზრდებიან შესაძლოა გამიყენონ ნარკოტიკი, ალკოჰოლი,მეტად მოწყვლადნი არიან ფსიქიკური ტრამვებისადმი“ (Stern,2001,p. 1).
ADHD-ის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი მაინც უცნობია. ზოგი მეცნიერი ამტკიცებს რომ  ასეთი ბავშვები იბადებიან ბიოლოგიური მიდრეკილებით ჰიპერაქტივობის მიმართ. სხვები ამბობენ, რომ ზოგი ბავშვი დაუცველია გარემოს ფაქტორებისგან, რაც აზიანებს ნერვულ სისტემას. როლფ რობერი (1990)  ამბობდა,რომ ტოქსიკური ნივთიერებები სკოლამდელ ასაკში ხშირად იწვევს ბავშვების ნევროლოგიური განვითარების ჩამორჩენას ან სხვაგვარ ნეგატიურ გავლენას, ADHD-ის სიმპტომებს. მაგალითად, ბავშვები,რომებიც იყენებენ ტოქსიკურ საღებავებეს (სახატავად) არიან უფრო იმპულსურები და ჰიპრაქტიურები, შესამჩნევი პრობლემები აქვთ მარტივი ინსტრუქციის შესრულებისას. ADHD-ის გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა მრავალი იყოს, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ძალიან ძნელია.
     მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ADHD-ის მქონე ბავშვები სკოლაში არსებული მოთხოვნებისთვის ეფექტურ კოგნიტურ სტრატეგიებს არ ფლობენ,  ასევე ნაკლებად ფლობენ სიახლეებთან გასამკლავებელ უნარებს. ძირითადი პრობლემაა თვითრეგულაციის, თვითკონტროლის პრობლემა (Douglas,2004).  ეს ეხება ქცევის გაკონტროლების უნარს.ყურადღება და ორგანიზება არის კოგნიტური პროცესების წარმართვის საშუალება, რაც მათ აკლიათ. ატიმულირებით ADHD-ის მქონე ბავშვები აუმჯობესებენ თვითკონტროლის პროცესებს, მაგრამ აქ გამოყენებული პრეპარატებია საკამათოა და ზოგი თვლის რომ გადაჭარბებულია.
ADHD-ის მქონე ბავშვები მუდამ ეძებენ და ცდილობენ გაახანგრძლივონ ინტერპერსონალური კონტაქტები, საბოლოოდ ისინი აღიზიანებენ იმ ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობენ (Henker & Whalen, 1989). ისინი ხშირად არიან უარყოფილები თანატოლთა მხრიდან, განსაკუთრებით თუ ისინი აღიქმებიან აგრესიულებად (Henker & Whalen, 1989). თანატოლთა მხრიდან ასეთი უარყოფა ძირითადად გრძელდება განვითარების შემდეგ წლებშიც (Reid, 1993).

ADHD და კრიმინალური ქცევა

ზოგიერთი მკვლევარი (e.g.,Pffiffner,Mcburnett,Rathouz&Judice,, 2005)ამბობს, რომ ADHD-ს მქონე ბავშვების 1/4 ერთვება ანტისოციალურ ქცევებში ბავშვობაში, მოზარდობაში და ზრდასრულობაშიც. ტერი მოფიტი (Moffitt, 1993b, Moffitt & Silva , 1988)დააკვირდა, რომ ADHD-ით დაავადებული ძალიან ბევრი ბავშვი, რომლებიც ახორციელებენ დელიქვანტურ ქცევას ადრეული მოზარდეი არიან. ასევე 5-დან 7 წლამდე ბავშვები, რომლებიც ამჟღვნებენ როგორც ADHD-ის ასევე დელიქვანტურ ქცევის მახასიათებლებს, არამარტო სერიოზზული პრობლემები აქვთ სოციალურ ურთიერთობებში, არამედ მაღლი რისკიც, რომ ანტისოციალური ქცევა თანმიმდევრულად გადაიქცევა დელიქვანტურ და კრიმინალურ ქცევებად (Moffitt, 1990b). ექსპერტები თანხმდებიან, რომ ADHD-თნ დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული პრობლემებია დელიქვანტურობა და ნივთიერებების ბოროტად გამოყენება. მონაცემები ცხადყოფს, რომ ADHD-ისა და ანტისოციალური ქცევის სიმპტომები დიდი ალბათობით გადადიან ხანგრძლივ და სერიოზულ კრიმინალურ ქცევებში (Moffitt, 1990, Satterfield, Swanson,Schell, & Lee,, 1994). დევიდ ფარინგტონმა (1991) თვის კვლევაში აღმოაჩინა, რომ მოძალადე დამნაშავეებს  ხშირად აქვთ ჰიპერაქტიურობის, იმულსურობისა და ყურადღების დეფიციტის პრობლემები.

ქცევითი აშლილობა

ADHD შედის ქცევითი აშლილობის (Offord, Boyle & Racine, 1991, Reid, 1993)დიაგნოსტიკურ კატეგორიაში. ტერმინი ქცევითი აშლილობა (შემოკლებით CD) წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება მუდმივი ცუდი საქციელით, მაგალითად ქურდობა, ცეცხლის გაჩენა, სახლიდან გაქცევა, სკოლიდან გაქცევა, ქონების განადგურება, ჩხუბი, ტყუილის თქმა, ადამიანებისა და ცხოველებისადმი სისასტიკე. დიაგნოსტირების საშუალების (DSM-IV)-ის მიხედვით ამერიკის ფსიქიატრიის ასოციაციამ (1994) გამოაქვეყნა დასკვნა, რის მიხედვითაც ქცევითი აშლილობის მთავარი მახასიათებელია სხვისი უფლებების შემლახავი ქცევების განმეორებადი და მუდმივ განხორციელება.
 ქცევითი აშლილობის გარეგნული მახასიათებლები შეგვიზლია შევამჩნიოთ სკოლასი შესვლამდე მათი მშობლებთნ ურთიერთობაზე დაკვირვებით (Reid,1993). მაგალითად ბავშვებს, რომლებიც აგრესიულები არიან სახლში 3 წლის ასაკში, ხშირად უგრძელდებათ იგივე პრობლემები სკოლაში შესვლისასაც. უფრო მეტიც, ასეთივე ქცევები აღენიშნებათ მოზარდობისა და ზრდასრულობის ასაკშიც. ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს სკოლის დავალებების შესრულებისას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა ბავშვს, რომელთაც არ შეუძლიათ სწავლა არ აქვთ ქცევითი აშლილობა. ანუ შესაძლოა ორივე ერთად იყოს, მაგრამ ისინი მაინც განსხვავებული კატეგორიებია. ქცევითი აშლილობის მქონე აგრესიულ ბავშვებს თანატოლების მხრიდან უარყოფის მაღლი რისკი აქვთ (Reid 1993). უარყოფა ძირითადად მთელი სკოლი პერიოდში გრძელდება და ძალიან რთულად იცვლება (Reid, 1993). ბავშვები, რომლებიც მუდმივად უარყოფილები არიან თანატოლთა მხრიდან, კარგავენ ნორმალური ინტერპერსონალური და სოციალური უნარების განვითარების შესაძლებლობას. აკლიათ ეფექტიანი ინტერპერსონალური უნარები, ამიტომ თავიანთ საჭიროებებს იძულებით, აგრესიული ქმედებებით, მუქარითა და დაშინებით იკმაყოფილებენ.
DSM-IV გამოყოფს ქცევითი აშლილობის ორ ქვეტიპს ცუდი ქცევების განმეორებადობისა და მუდმივობის დაწყების მიხედვით: ბავშვობაში (childhood-onset type) და მოზარდობაში (adolescent-onset type) დაწყებული ქცევითი აშლილობა. DSM-IV-ის მიხედვით ბავშვობაშია დაწყებული როცა სიმპტომები შესამჩევია 10 წლამდე, ხოლო მოზარდობაში დაწყებულს ასეთი პატერნი არ აქვს 10 წლამდე. DSM-IV-ის მიხედვით ასევე ქცევითი აშლილობა, რომელიც 10წლამდე იწყება უფრო ცუდი პროგნოზის მომცემია, ვიდრე გვიან დაწყებული.
     ბოლო კვლევებით ჩანს, რომ შინაგანი არეულობა და ოჯახის გავლენები დიდწილადაა დაკავშირებული ბავშვობაში დაწყებულ ქცევით აშლილობასთან, ხოლო ეთნიკური უმცირესობის სტატუსი და დევიანტ თანატოლებთან ურთიერთობა კი მოზარდობაში დაწყებულთან (McCabe, Hough, Wood, & Yeh,2001). მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც ბავშვობაში დაწყებული ქცევითი აშლილობის ტიპში შედიან, სერიოზული აგრესიული დანაშაული ჩადენის მეტი რისკი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც მოზარდობაში დაწყებულთა კატეგორიას განეკუთნება.თუმცა ეს ეს ბოლო შედეგი არაა ისეთივე მტკიცე როგორც პირველი აღმოჩენა.
     საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვებისა და მოზარდების 2-დან 6%-მდე ავლენს ქცევის ისეთ პატერნებს, რომლებიც შეიძლება დიაგნოსტირდნენ ქცევიღ აშლილობად (Eddy, 2003). გოგონებში ეს რიცხვი მერყეობს 4-დან 9.2%-მდე (Cohen, Cohen, &Brook, 1993, Zoccoulillo, 1993). გარდა ამისა ქცევითი აშლილობა დაუდგინდათ იმათაც, ვინც არასრულწლოვანთა ციხეშია ნამყიფი (Lahey et al., 1995). ანა ბარდონისა და მისი კოლეგების(Bardone, Moffitt, & caspi, , 1996)აღმოჩენით ქცევითი აშლილობის პატერნი გოგონებში ცხოვრებისეული პრობლემების ძლიერი პრედიქტორია, რაც მოიცავს ღარიბ ურთიერთობას პარტნიორთან/მეუღლესთან და თანატოლებთნ, კრიმინალურ აქტივობას,  ადრეულ ფეხმძიმობას-მხარშიმდგომი პარტნიორის გარეშე, ხშირია სამსახურის დაკარგვა.იგივე ბიჭებთანაც- მთელი ცხოვრება კონფლიქტი აქვთ სოციალურ გარემოსთან.


  
გენდერული განსხვავებები დელიკვენტურობის განვითარებაში

ბიჭები, ზოგადად, გაცილებით აღემატებიან გოგონებს კანონდარღვევებში, განსაკუთრებით, ძალადობრივ კანონდარღვევებში, რაც იმას გულისხმობს, რომ მამრობითი სქესი, შეიძლება, იყოს დელიკვენტურობის რისკფაქტორი. ამ მოსაზრებას ამყარებს როგორც პოლიციის, ისე სასამართლოს მონაცემები. დამატებით, დამნაშავე მამაკაცების თანაფარდობა დამნაშავე ქალებთან ათწლეულების განმავლობაში იგივე რჩებოდა, მიუხედავად კულტურული თუ სოციალური ცვლილებებისა. მართლაც, კაცები იმდენად ჯობნიდნენ ქალებს დანაშაულებრივ ქცევაში (დაალოებით 9:1 თანაფარდობა), რომ ზოგიერთი თეორეტიკოსი ფიქრობდა, რომ ჰორმონალური და ბიოლოგიური ფაქტორები, მათ შორის, ტესტოსტერონის არსებობა კაცებში, იყო ყველაზე ლოგიკური ახსნა ამ გენდერული განსხვავებებისა (Wylson& Herrnstein, 1985).
თუმცა, მოზარდი პატიმრების შესახებ უახლოესი მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ გენდერული განსხვავებები, შესაძლოა, მცირდებოდეს ზოგიერთ დანაშაულში. 1990-დან 1999 წლამდე მოზარდი ქალი პატიმრების რაოდენობა გაიზარდა უფრო მეტად, ვიდრე მოზარდი მამაკაცებისა ( Snyder, 2000a). 1999 წელს Part 1 ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი მოზარდი პატიმრების 17 %-ს შეადგენდნენ გოგონები, რაც გულისხმობს 6:1-თანმამაკაცი-ქალის თანაფარდობას. მათზე ასევე მოდიოდა გაუპატიურებების 30 %. ქალისა და კაცის თანაფარდობა ერთმანეთთან ყველაზე ახლოს მოდიოდა სხვისი ქონების მითვისების/გაფლანგვის(ქალები წარმოადგენდნენ 48 %-ს), პროსტიტუციის (54 %) და სახლიდან გაქცევის შემთხვევაში (59 %). ამრიგად, თუკი სხვაობა მცირდება, მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტორები არ უნდა განვიხილოთ, როცა გენდერულ განსხვავებებზე ვსაუბრობთ.
განვითარების ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ მეტი ნათელი მოჰფინა გენდერულ განსხვავებებს მოზარდების დანაშაულებრივ ქცევებში. სულ უფრო და უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს მოსაზრებას, რომ ბიოლოგია არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი გენდერული განსხვავებებისა დანაშაულში, მათ შორის ძალადობრივ დანაშაულში (Adams, 1992; Pepler&Sllaby, 1994). Eleanor Maccoby(1986)-ის კვლევა აჩვენებს, რომ ბიჭები და გოგონები პროსოციალური ქცევის სხვადასხვა პატერნებს ითვისებენ, მაგალითად, გოგონები უფრო დამთმობები და შემგუებლები არიან.  კოგნიტური ფსიქოლოგების ახლანდელი ნაშრომი კი გვთავაზობს, რომ შესაძლოა, არსებობდეს სოციალიზირებული და კულტურით განმტკიცებული განსხვავებები გოგონებისა და ბიჭების მიერ სამყაროს აღქმაში. სოციალური დასწავლის თეორეტიკოსები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ გოგონები სხვანაირად არიან სოციალიზირებულები, მათ ასწავლიან, რომ არ უნდა იყვნენ აგრესიულები. Anne Campbell(1993) სწორედ ამ თანამედროვე მოსაზრებას უჭერს მხარს, როცა ის ამბობს, რომ გოგონებსაც და ბიჭებსაც დაბადებისას აქვთ აგრესიულობის თანაბარი პოტენციალი, მაგრამ გოგონებს ასწავლიან, რომ იყვნენ ნაკლებ აგრესიულები, მაშინ, როცა ბიჭებს აქეზებენ აგრესიულობისკენ. მცირე ცვლილება თანაფარდობისა ძალადობრივ დანაშაულში და მოზარდებში ამ ტიპის დანაშაულის რაოდენობის ზოგადი კლება გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ გოგონებისა და ბიჭების სოციალიზაცია უფრო და უფრო შედარებადი ხდება. ერთი მხრივ, დღესდღეობით, გოგონები იღებენ ისეთივე აგრესიის მხარდამჭერ მესიჯებს, როგორც ბიჭები(მაგალითად, მედიიდან) და ასევე აქვთ უფრო ნაკლები შეზღუდვები მათ ქცევაზე, ვიდრე ადრე ჰქონდათ. მეორე მხრივ, ორივე სქესს ახალისებენ, რომ გააკეთონ სწორი არჩევანი და მოძებნონ სოციალურად მისაღები გზები აგრესიის გამოხატვისა(მაგალითად, სპორტი).
ყველაფრისდა მიუხედავად, კვლავაც რჩება მნიშვნელოვანი განსხვავებები ბიჭებისა და გოგონების დანაშაულებრივ ქცევებს შორის. გოგონებს უფრო ხშირად აპატიმრებს პოლიცია კონკრეტული შეზღუდვების უგულვებელყოფის გამო(მაგალითად, კომენდანტის საათის). გარდა ამისა, მათ ასევე ხშირად იჭერენ მაღაზიის გაქურდვის გამო. თუმცა, როგორც ჩანს, იმ ნივთების ღირებულება, რომლებსაც გოგონები იპარავენ, უფრო იაფია, ვიდრე იმ ნივთებისა, რომლებსაც ბიჭები(Chesney-Lind & Shelden, 1998). საინტერესოა, რომ კავშირი მოზარდების სახლიდან გაქცევასა და მათ პროსტიტუციას შორის აშკარაა. ახლანდელი მონაცემები აჩვენებენ, რომ დამნაშავე ბიჭებიც და გოგონებიც დაახლოებით თანაბრად გარბიან სახლიდან(54 % გოგონა, 46 % ბიჭი; Snyder, 2000). თუმცა, გოგონების შემთხვევაში, სახლიდან გაქცევის ალბათობა მეტია, ვინაიდან მათ ცხოვრებაში მეტია აკრძალვები და ჩარევები მშობლების მხრიდან, გაქცევის შემდეგ კი ისინი ხშირად მიმართავენ პროსტიტუციას, როგორც გადარჩენის საშუალებას.  აღსანიშნავია, რომ შევიწროების მსხვერპლნი როგორც სახლში, ისე მის გარეთ არიან არა მხოლოდ მოზარდი, არამედ ზრდასრული ქალი დამნაშავეებიც(Acoca& Austin, 1996). ერთ-ერთი კვლევის მიხედვით(Acoca&Dedel, 1998), ქალი მოზარდი დამნაშავეების 92 პროცენტი აღნიშნავდა, რომ ისინი განიცდიდნენ ემოციურ, ფიზიკურ ან სექსუალურ შევიწროებას. 25 პროცენტი ამბობდა, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთხელ ან რამდენჯერმე.
როგორც ბევრი მკვლევარი აღნიშნავს, ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით გოგონების დანაშაულებზე, მათი ჩადენის მიზეზებზე და იმ სოციალურ და განვითარების ფაქტორებზე, რომლებიც განაპირობებენ ამ დანაშაულებს(Broidi et al. 2003; Chesney-Lind & Shelden, 1998). 1990-იანებში მოზარდებში დელიქვენტური ქცევის პრევენციაზე მომუშავე ოფისმა ხელი შეუწყო უფრო მეტი კვლევის ჩატარებასდა ეფექტური პრევენციის პროგრამების შემუშავებას გოგონებისთვის. დამატებით, ბევრმა კერძო საადვოკატო სააგენტოებმა დაიწყეს საკუთარი სერვისების შეთავაზება ამ მიმართულებით(Community Research Associates, 1998).
ჯერჯერობით ძნელია იმის განსაზღვრა, გენდერული სხვაობები დანაშაულებრივ ქცევაში მომდევნო წლებში შემცირდება, გაიზრდება თუ უცვლელი დარჩება. გარდა ფსიქოლოგიური განვითარებისა, უამრავი სოციალური ფაქტორი ახდენს გავლენას იმ დანაშაულებრივ ქცევით პატერნებზე, რომლებიც უყალიბდებათ როგორც მოზარდებს, ისე მოზრდილებს. ამ ფაქტორებს შორისაა ეკონომიკა, პოლიციის ქმედებები, სკოლების ხარისხი, ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების ადეკვატურობა, სასამართლოს რესურსები, არასწორი საზოგადოებრივი წყობა და სხვა. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კულტურული და ფსიქოლოგიური ფაქტორები უფრო მეტად განსაზღვრავენ გენდერულ განსხვავებებს დანაშაულებრივ ქცევაში, ვიდრე ბიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები.


     დელიკვენტურობის განვითარების თეორიები

თანამედროვე კვლევების საკმაოდ დიდი რაოდენობა ეთმობა იმის გაგებას, თუ როგორ იწვევს განვითარების პროცესები აგრესიას, ანტისოციალურ ქცევას და დელიქვენტურობას სკოლისა და მოზარდობის პერიოდში. ამ კვლევებმა რამდენჯერმე აჩვენეს, რომ დამნაშავეების პოპულაცია შედგება სხვადასხვა ქვეჯგუფებისგან, რომელთაგან თითოეული მიჰყვება განვითარების სპეციფიკურ გზას, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა რისკებთან და შედეგებთან(Wiesner&Windle, 2004).
იმისათვის, რომ შევისწავლოთ ინდივიდების განვითარება, საჭიროა დავაკვირდეთ ამ განვითარების ტრაექტორიას. ამ შემთხვევაში, ტრაექტორია გულისხმობს განვითარებასთან დაკავშირებულ იმ ცვლილებებს, რომლებსაც პიროვნება განიცდის მისი მთელი ცხოვრების განმავლობაში. განვითარების ტრაექტორიების განსხვავებების შესწავლა გვაძლევს  უფრო ღრმა ცოდნას დელიქვენტურობის შესახებ, ვიდრე ინდივიდებს შორის მათი ცხოვრების ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში არსებულ განსხვავებებზე ფოკუსირება. როგორც თავის დასაწყისში აღვნიშნეთ, განვითარების ტრაექტორია აღნიშნავს იმ ცვლილებებს, რომლებსაც ინდივიდი განიცდის კოგნიტური, ემოციური და სოციალური ზრდისას. თეორიებს, რომლებიც ეყრდნობიან განვითარების ტრაექტორიის მოდელებს, შეუძლიათ ამოიცნონ მოვლენების თანმიმდევრული ჯაჭვი, რომლებიც გვიჩვენებენ როგორ ყალიბდება და განმტკიცდება ანტისოციალური ქცევა(Kazdin, 1989).
კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ ბავშვები და მოზარდები მიჰყვებიან განვითარების სხვადასხვა გზას თავიანთ დანაშაულებრივ თუ პატიოსან ცხოვრებაში. ზოგი ბავშვი მიმართავს ჯიუტ, დევიანტურ, ურჩ ქცევას ძალიან ადრეულ ასაკში, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ნელნელა გადაიზრდება ჯერ მსუბუქ, ხოლო შემდეგ სასტიკ ძალადობრივ და კრიმინალურ ქცევაში მოზარდობისას და ადრეული მოზრდილობისას(Dahlberg & Potter, 2001). ზოგი ბავშვი ამჟღავნებს სისასტიკეს ცხოველების მიმართ, აგრესიულ ქცევას თანატოლებისადმი, ბულინგს და აგრძელებს ამ ანტისოციალურ გზას მოზრდილობაშიც. სხვა ბავშვები აჩვენებენ ძალიან ცოტა ნიშანს ანტისოციალური ქცევისა, მაგრამ თინეიჯერობისას ავლენენ დელიქვენტური ქცევის ფართო სპექტრს. რა თქმა უნდა, ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში საერთოდ არ მიმართავენ სერიოზულ ანტისოციალურ ქცევას.
არსებობს კარგი მტკიცებულება იმისა, რომ ყველაზე სერიოზული, მტკიცე დელიქვენტურობისა და დანაშაულებრივი პატერნები, როგორც წესი, თავს იჩენს ადრეულ ბავშვობაში და ასაკთან ერთად უფრო და უფრო უარესდება. მკვლევრები საუბრობენ განსხვავებებზე ადრეულ ბავშვობაში იმპულსურობაში, სოციალურ უნარებსა და თანაგანცდაში იმ ბავშვებს შორის, რომლებიც ხდებიან ანტისოციალურები და იმ ბავშვებს შორის, რომლებიც მისდევენ პროსოციალურ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, თანამედროვე განვითარების ფსიქოლოგებმა  დაიწყეს დაკვირვება ანტისოციალური ქცევის განვითარებაზე ახლა უკვე სკოლამდელი ასაკის ბავშვებშიც.


მოფიტის განვითარების თეორია

სწორედ დელიქვენტურობაზე განვითარების გავლენა და მათი კავშირი არის ფსიქოლოგ ტერი მოფიტის და მისი კოლეგების კვლევის მთავარი თემა. განვითარების მისეული ხედვა განვითარების ორ გზას გამოყოფს. პირველი გზა გულისხმობს ბავშვებს, რომლებიც ავლენენ დელიქვენტურობის პატერნებს ძალიან ადრე, დაახლოებით 3 წლის ასაკში. მოფიტი აღნიშნავს, რომ,, მთელი ცხოვრების განმავლობაში, ასეთი ადამიანები ავლენენ ცვლილებებს ანტისოციალურ ქცევაში: 4 წლის ასაკში-კბენა და დარტყმა, მაღაზიის გაქურდვა 10 წლის ასაკში, ნარკოტიკების გაყიდვა და მანქანების მოპარვა 16 წლის ასაკში, ძარცვა და გაუპატიურება-22-ის,  თაღლითობა და ბავშვზე ძალადობა-30-ის.’’ ეს ინდივიდები, რომლებსაც მოფიტი ცხოვრებისეულ დამნაშავეებს უწოდებს (LCP-life-course-persistent offenders), განაგრძნობენ ანტისოციალურ ქცევას ყველანაირ სიტუაციასა და პირობებში. მოფიტი აღნიშნავს, რომ ბევრი LCP დამნაშავე ბავშვობაში ავლენს ნევროლოგიურ პრობლემებს, როგორებიცაა რთული ტემპერამენტი ჩვილობისას, ADHD ბავშვობისას და დასწავლის პრობლემები სკოლის პერიოდისას. სამართლიანობისა და პრობლემის გადაჭრის უნარის არარსებობა ხდება აშკარა, როდესაც ეს ბავშვები აღწევენ მოზარდობის ასაკს. LCP დამნაშავეები, როგორც წესი, ავლენენ აგრესიული და ძალადობრივი დანაშაულებრივი ქცევების ფართო სპექტრს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
LCP-ები ბავშვობაში ვერ ახერხებენ პროსოციალური და ინტერპერსონალური უნარების გამომუშავებას. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, ისაა, რომ ისინი უარყოფილები არიან მათი თანატოლების მიერ, ხოლო ნაწილობრივ კი ის, რომ მათი მშობლები და მასწავლებლები არიან სასოწარკვეთილები და ხელს იქნევენ მათზე (Coie, Belding & underwood, 1988; Coie, Dodge &Kupersmith, 1990; Moffit, 1993a). მოფიტის მიხედვით(1993a, p 684),,, თუ ბავშვობაშივე ვერ ხერხდება სოციალური და აკადემიური უნარების გამომუშავება, შემდეგ უკვე ძალიან ძნელია ამ დანაკლისის აღმოფხვრა.’’  გარდა ამისა, არაკეთილგანწყობილი საოჯახო გარემო, არაადეკვატური სკოლები და მოძალადე სამეზობლო არის ის ფაქტორები, რომლებიც დიდი ალბათობით ამწვავებს ისედაც არსებულ და განვითარების პროცესში მყოფ ანტისოციალურ ქცევით პატერნებს ბავშვში.
LCP-ები მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებიან სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ანტისოციალური პრობლემებით. როგორც ჩანს, ამგვარი პრობლემების დასაბამი ხდება მენტალური, ფიზიკური, ეკონომიკური და ინტერპერსონალური პრობლემები ცხოვრების რომელიმე კონკრეტულ მომენტში. ვიზნერი, კიმი და კაპალდი(Wiesner, Kim and Capaldi, 2005) წერენ: ,,განვითარების თეორიები აღნიშნავენ, რომ ადრეულ ბავშვობაში ანტისოციალური ქცევების ჩამოყალიბების დაწყება იწვევს მთელ კასკადს მეორეული პრობლემებისა, მათ შორის აკადემიურ წარუმატებლობას, დევიანტ თანატოლებთან დაახლოებას, დეპრესიულ სიმპტომებს, ჯანმრთელობის რისკის შემცველ სექსუალურ ქცევას, წარუმატებლობა სმუშაობაში’’. თითქოს LCP-ები დევიანტური ცხოვრების სტილის მძევლები ხდებიან. მათ დევიანტურობას კიდევ უფრო ამაგრებს სოციალური კონტექსტი და სტატუსი(Van Lier, Vuijk&Crijen, 2005). მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ბავშვების მცირე რაოდენობა(დაახლოებით 10 %) ავლენს ძლიერ ანტისოციალურ განვითარების ტრაექტორიას(Van Lier, Vuijk&Crijen, 2005). ამ ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობას მამაკაცია. გარდა ამისა,  LCP-ების ანტისოციალური ქცევების დონე და ხარისხი განსხვავდება ასაკის მიხედვით; სხვა სიტყვებით, LCP-ები ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო მიდრეკილნი ხდებიან დანაშაულებრივი ქცევებისკენ. ამის მიზეზი, შესაძლოა, ნაწილობრივ ის იყოს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ისინი საზოგადოებისგან კიდევ უფრო გარიყულები ხდებიან, სამაგიეროდ უახლოვდებიან მათნაირ ადამიანებს (Van Lier, Vuijk&Crijen, 2005).
ახალგაზრდა დამნაშავეების უმრავლესობა მიყვება განვითარების მეორე გზას: ისინი იწყებენ დანაშაულებრივ ქცევას მოზარდობისას და ასრულებენ დაახლოებით 18 წლის ასაკში. მოფიტი ასეთ ახალგაზრდებს თინეიჯერ დამნაშავეებს უწოდებს (adolescent-limited(AL) offenders). მათი განვითარების ისტორიები არ აჩვენებენ იმ ადრეულ და მტკიცე ანტისოციალურ პრობლემებს, რაც ასე დამახასიათებელია LCP ადამიანებისთვის. თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება-სიხშირე, და ზოგ შემთხვევაში, ძალადობის დონე/ხარისხი AL დამნაშავეებისთინეიჯერობისას შეიძლება იყოს ისეთივე მაღალი, როგორც LCP-ი ადამიანების თინეიჯერობისას(Moffit et al, 1996).,, ამ ორ ტიპს ვერ  განვასხვავებთ ანტისოციალური და პრობლემური ქცევის ჭრილში მოზარდობისას. LCP და AL მოზარდი ბიჭების ქცევები იდენტურია-თანატოლ დამნაშავეებთან დაახლოება, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სექსუალური ქცევები, ნარკოტიკების მიღება, მანქანის ტარება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით’’(Moffit et al, 1996).  უფრო მეტიც, ვერც ფსიქოლოგებმა და ვერც სამართლის ექსპერტებმა ვერ შეძლეს რომელიმე ჯგუფის იდენტიფიცირება(AL ან LCP) მოზარდი პატიმრების მონაცემების გაცნობისას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ წვდომა როგორც თვითანგარიშზე, ისე მშობლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე.
AL ადამიანი, როგორც წესი, თინეიჯერობისას ჩართულია იმგვარ დანაშაულებში, რომლებიც ახდენენ მოზარდად ყოფნის უპირატესობების სიმბოლიზირებას და აჩვენებენ ავტონომიას მშობლების კონტროლისგან. ამის მაგალითებია ვანდალიზმი, ნარკო და ალკოჰოლ-დამოკიდებულება, ქურდობა, სახლიდან გაქცევა, სკოლის ხშირი გაცდენა. დამატებით, AL დამნაშავეები, უფრო ხშირად,  ჩადიან ისეთ დანაშაულს, რომელიც მომგებიანია, მაგრამ მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, უარი თქვან დანაშაულზე, როცა ამ დანაშაულის პროსოციალური ალტერნატივა უფრო მომგებიანი ეჩვენებათ.  მაგალითად, ადრეული მოზრდილობის დადგომას მოაქვს ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც არ არსებობდა თინეიჯერობის დროს, როგორებიცაა უნივერსიტეტში ჩაბარება, სამსახურის დაწყება, სერიოზული ურთიერთობების გაბმა და ა.შ.  AL დამნაშავეები მალევე ხვდებიან, რომ თუკი ისინი მოზრდილობისასაც გააგრძელებენ დანაშაულებრივ ქცევებს, მათ უარის თქმა მოუწევთ ამ შესაძლებლობებზე.  ბავშვობის პერიოდში, განსხვავებით LCP ბავშვებისგან, AL ბავშვები სწავლობენ, თუ როგორ შეეწყონ სხვებს. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ,, AL მოზარდების დანაშაულებრივი ქცევა არის ადაპტური რეაქცია თანამედროვე თინეიჯერების სოციალური კონტექსტის მიმართ, და არა პათოლოგიურიგანვითარების გამო წარმოქმნილი სხვადასხვა ფაქტორების(ფსიქოლოგიური, სოციალური) გავლენის შედეგი’’ (Moffit&Caspi, 2001). მათ, ჩვეულებრივ, აქვთ დამაკმაყოფილებელიაკადემიური, სოციალური და ინტერპერსონალური უნარები, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, რომ განვითარდნენ და შეიცვალონ. აქედან გამომდინარე, განვითარების ისტორია და პიროვნული ნიშნები AL მოზარდებს აძლევს საშუალებას, აითვისონ მათთვის ახალი ცხოვრების სტილი-შესაძლებლობა, რომლებსაც მოკლებულნი არიან LPC მოზარდები. ერთი სიტყვით,  მოფიტის თეორია ვარაუდობს, რომ  იმ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც არიან AL დამნაშავეები, მაინც ახერხებს, დაანებოს თავი დანაშაულებრივ ცხოვრების წესს ზრდასრულობის მიღწევის შემდეგ და აირჩიოს ცხოვრების სოციალურად უფრო მისაღები სტილი (Moffit&Caspi, 2001).
თუმცა, უფრო თანამედროვე კვლევაში, მოფიტმა, კასპიმ, ჰარინგტონმა და მილნემ (2002) აღმოაჩინეს, რომ ბევრი AL-ს 25 წლის ასაკშიც ისევ ჰქონდა პრობლემები. ,,მიუხედავად იმისა, რომ AL კაცები, საერთო ჯამში, უკეთ შეფასდნენ, ვიდრე LCP-ები, ისინი მაინც გაცილებით ჩამოუვარდებოდნენ ამ კლასიფიკაციის გარეთ მყოფ, ე.ი. დანაშაულებრივი ქცევისგან შორს მდგომი მამაკაცების მონაცემებს’’ (Moffit et al. 2002). ამის გამო, მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ სახელწოდება AL(adolescence-limited) შესაძლოა, სულაც არ შეესაბამებოდეს ამ ტიპის ადამიანებს, ვინაიდან მათი ნაწილი დანაშაულებრივ ცხოვრების წესს მისდევს 25 წლის ასაკშიც კი. აქედან გამომდინარე, მკვლევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოზრდილობა თანამედროვე საზოგადოებაში იწყებოდეს 25 წლის ზემოთ. შესაბამისად, გამოდის, რომ განვითარების ეს სტადია კიდევ უფრო გახანგრძლივდა, და, მასთან ერთად, გახანგრძლივდა AL ადამიანების ცხოვრების დანაშაულებრივად აქტიური მონაკვეთიც. ,,ამისზ მიზეზი შეიძლება იყოს იდენტობის კრიზისი, როცა ადამიანი ეძებს იმ ნიშას, რომლითაც თავს დაიმკვიდრებს საზოგადოებაში; ამ დროს AL-ები თავის თავს ვეღარც მოზარდებად აღიქვამენ, მაგრამ ვერც იმას ახერხებენ, რომ მოირგონ მოზრდილი ადამიანის სოციალურად მისაღები რომელიმე როლი, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა მშობლობა, მუშაობა, ქორწინება’’(Moffit et al. 2002).

იძულებითი განვითარების თეორია

მოფიტის თეორიის მსგავსად გერალდ პატერსონი (1982,1986) ასევე მიიჩნევს, რომ ადრეულ სტარტერები არიან  კრიმინალური დანაშაულის რისკის ქვეშ. თუმცა მთავარი განსხვავება ამ ორ ხედვას შორის არის ის, რომ პატერსონი ანიჭებს დიდ ყურადღებას მშობლების როლს და არა ბავშვის სპეციფიკურ მახასიათებლებს. თეორია ამტკიცებს, რომ მშობლების ცუდი მონიტორინგი, ოჯახის დამანგრეველი ცვლილებები(გაყრა) და არათანმიმდევრული დისციპლინა წარმოადგენს მთავარ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ადრეული დელიკვენტური ქმედებებისა(ბრენან 2003; პატერსონ, 1982). თეორია ამტკიცებს, რომ ადრეული დელიკვენტური ქმედების პროგნოზირების გასაღებია ის ოჯახური გარემო, რომელშიც ბავშვი სწავლობს იძულებით ქცევებს, როგორიცაა ისტერიკა და წუწუნი, რომ თავიდან აირიდონ მშობლების დისციპლინა და ავტორიტეტი.
შედარებითი ცხრილი LCP და ALs                                                                           

მუდმივი ცხოვრების კურსი (LCP)
მოზარდისთვის შეზღუდული (AL)
დანაშაული და ანტისოციალური ქცევა იწყება...
ადრე(სავარაუდოდ 3 წლიდან)
შემდეგ(ჩვეულებრივ ადრეული მოზარდობის პერიოდში

კრიმინალური ქცევა...
გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში
ჩვეულებრივ ჩერდება ადრეული მოზრდილობის ასაკში
კრიმინალური ქცევის განვითარების ფონზე...
ხშირად ჩნდება ნეოროლოგიური პრობლემები, ADHD.
ჩვეულებრივ ნორმალური ფონი ნეოროლოგიური პრობლემების გარეშე
აკადემიური უნარები
ჩვეულებრივ საშუალოზე დაბალი
ჩვეულებრივ საშუალოზე მაღალი
ინტერპერსონალური და სოციალური უნარები
ჩვეულებრივ საშუალოზე დაბალი
ჩვეულებრივ საშუალოზე მაღალი

          ბავშვი რომელიც არის გამაღიზიანებელი ტემპერემანეტით და ხშირად წუწუნებს უფრო სავარაუდოა, რომ ის პროვოცირებას გაუწევს იძულებით აღზრდას ვიდრე ის ბავშვი, რომელსაც კარგი ხასიათი აქვს და ხშირად იღიმის. იძულებით აღზრდის ციკლში, მშობლის და ბავშვის ქცევა არის ერთმანეთის მიმართ არასასიამოვნო, რათა გაკონტროლდეს სხვების ქცევა. თუ   მშობელი თვალს ხუჭავს ბავშვის ქცევაზე, მაშინ ის   გაუცნობიერებელად ხელს უწყობს არასათანადო ქცევის მომატებას. ვინაიდან ბავშვი აგრძელებს გამაღიზიანებელ ქცევებს, მშობელი ამ შემთხვევაში მიმართავს ძალის მეთოდებს და უცხადებს მას მტრულ დამოკიდებულებას.
          იძულება ხდება ბავშვის უმთავრესი ინტერპერსონალური სტრატეგია და ამგვარად ის განაზოგადებს ამას სალხს გარეთ, გარემოში. იძულებითი თეორიის თანახმად ანტისოციალური ქცევა განიხილება როგორც შედეგი მშობლების და ბავშვების არასწორი ურთიერთობისა და ასევე ანალოგიურად შეცდომები მასწავლებლებთან, თანატოლებთან და სხვებთან ურთიერთობაში. თეორიაზე დაყრდნობით ანტისოციალური ქცევების ტრაექტორიები ინიცირებული, შენარჩუნებული და დივერსიფიცირებულია ყოველდღიური გამოცდილების შედეგად მშობლებთან, დედმამიშვილებთან და თანატოლებთან(სნაიდერი, რეიდი და პატერსონი, 2003, გვ 31).

განვითარების ტრაექტორიები

თეორია განსაზღვრას ანტისოციალური ქცევის განვითარების 2 ტრაექტორიას(პატერსონი და იორგერი, 2002).  ერთი ტრაექტორია იწვევს ადრეულ ეტაპზე დაპატიმრებას, ხოლო მეორე გვიან ეტაპზე. თუმცა თეორიის თანახმად ნათელია, რომ ორივე ტრაექტორია არის ერთი პროცესის სხვადასხვა ვარიაცია. სოციალური გავლენები როგორიცაა:  გაყრა, სიღარიბე, დეპრესია და დევიანტური   სოციალიზაციის პროცესი თანატოლებთან იწვევს დელიკვენტურსა და ანტისოციალურ ქცევას. არსებობს სამი ცვლადი, რომელიც აცალკევებს ადრეულსა და გვიან ტრაექტორიებს ერთმანეთისგან: 1) ადრეული დელიკვენტური პროცესი იწყება სკოლამდელ პერიოდში, ხოლო გვიანი კი შუამოზარდობის დროს; 2) „ცუდი“ მშობლები უფრო ცუდ გავლენას ახდენს ადრეულ დანაშაულის ტიპზე, ვიდრე გვიანზე; 3) სოციალური არაკომპეტენციის დონე უფრო გამოხატულია ადრეული დელიკვენტური ტიპის შემთხვევაში, ვიდრე გვიანთან. არასათანადო მშობლებისთვის ხშირად დამახასიათებელია არაეფექტური აღზრდის სტილები, უმუშევრობა, ტენდენცია ანტისოციალურობისაკენ, ცხოვრება დაბალ სოციო-ეკონომიკურ პირობებში და ხშირია ასევე ოჯახური ცვლილებები და უთანხმოება.
        ამ განსხვავებების გამო, ადრეული დელიკვენტური ქცევა ტენდენციურია, რომ გამოიხატოს შეზღუდულ სიცოალურ უნარებში, უფრო დარღვეული ურთიერთობებში თანატოლებთან და დაბალი თვითშეფასებაში. გვიანის შემთხვევაში კი გამოხატულია მსგავსი ნაკლოვანებები, თუმცა არა ადრეულის  ხარისხზე. ძირითადად გვიანი დელიკენტურობა არის გაცილებით ნაკლები ანტისოციალურობის მხრივ, ვიდრე ადრეული დელიკვენტურობა, თუმცა უფრო ანტისოციალურია, ვიდრე არადელიკვენტურობა. კვლევებმა აჩვენა, რომ 71% გვიანი დელინკვენტურობისა დაკავების შემდეგ აღარ ჩადის დანაშაულს მოზრდილობაში, როდესაც 74% ადრეული კანონმდამრღვევებისა დაკავებულები არიან მოზრდილობის ასაკში 21-დან 29 წლამდე(სტატინი და მაგნუნსონი, 1991).

გენდერული განსხვავებები

იძულებით განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე, გენდერული განსხვავებები აგრესიის მიხედვით კარგად არის წარმოჩენილი 5 წლიდან და გრძელდება მთელი ბავშვობის და მოზრდილობის განმავლობაში(სნაიდერი,2003). ეს ადრეული განსხვავებები აგრესიულობის მიხედვით უმეტესად მოდის ბიჭებზე. იძულებითი თეორია ამტკიცებს, რომ გენდერული განსხვავებები ანტისოციალური ქცევების მიხედვით შედეგია იმ განსხვავებული პირობებისა და გარემოსი, რომელშიც ცხოვრობენ ბიჭები და გოგონები. ბიჭები და გოგონები სხვადახვა სტიმულებს იწვევენ მშობლებისგან და შესაბამისად თითოეული გენდერიც შესაბამისად პასუხობს მშობლების შემოთავაზებულ პირობებს. მშობლები უფრო ტენდენციურები არიან გამოიჩინონ იძლებითი წესი  ბიჭებთან, ვიდრე გოგონებთან. სწორედ ეს ასპექტი იჩენს თავს ბიჭების და გოგონების შეხედულებებზე აგრესიასთან დაკავშირებით. იძულებითი განვითარების ჰიპოთეზაა, რომ გოგონები ავლენენ ნაკლებ ანტისოციალურ ქმედებას იმიტომ რომ ისინი ნაკლებად არიან ჩართულნი იძულებითი მშობელი-ბავშვის ინტერაქციებში.
                  თანატოლების ფაქტორები სოციალიზაციაში იწყებს დიდი როლის თამაშს, როცა ბავშვი მიდის ბაღში. ბიჭები და გოგონები ნათლად ავლენენ ძლიერ კავშირს ინტერაქციისთვის საკუთარი გენდერის წარმომადგენელთან 3 წლის ასაკში. ბიჭები იგნორირებენ გოგონებს, რომლებიც ცდილობენ ჩაებან მათ სათამაშო ჯგუფებში.  ბიჭებში თავს იჩენს უფრო მეტი გამოწვევა და უხეში თამაშები, როცა გოგონებთან უფრო მეტად წინ წამოწეულია კოოპერატიული, ვერბალური გაცვლის, შესაბამისობა და ორმხრივი საცხოვრებლის თამაშები. ბიჭების ჯგუფებისგან განსხვავებით, ნაკლებია ანტისოციალური, საერთო გენდერის წარმომადგენელი თანატოლი, რომელთანაც აკავშირებს გოგონა საკუთარ თავს, მოდელი ან დევიანტური იდეების გამზიარებელი.  შესაბამისად, როცა გოგონები ავლენენ ანტისოციალურ ქცევას, ეს ხშირად თავს იჩენს მოზრდილობის ასაკში. მოზრდილობის დროს, ერთი და იგივე სქესის თანატოლების უპირატესობა მცირდება და თანატოლთა ფართო სპექტრი ხდება ხელმისაწვდომი, მათ შორის ანტისოციალურებიც. ეს ცვლილებები თანატოლთა ურთიერთობებში და ასევე მშობელთა მონიტორინგის შემცირება შეიძლება ხსნიდდეს ძალადობის წვლილს პარტნიორულ ურთიერთობებში როგორც მამაკაცების ასევე ქალების მხრიდანაც(კალპალდი,დიშიონი,სტულმილერი და იორგერი, 2001,სნაიდერი, 2003).

განვითარების სხვა თეორიები

       სხვა მკლევრებმა განვითარების თერიებიდან გამომდინარე გამოავლინეს ორზე მეტი ტრაექტორიები. მაგალითად ლოებერი და სტოუტჰამერ-ლოებერი (1998) და ჩანგმა ასევე (2002) გამოავლინეს 5 განვითარების გზა. ნაგინმა და ლანდმა (1993), კიოტემ(2001), შოუმ, გილიონმა, ინგოლსდბიმ და ნაგინმა(2003) გამოავლინეს 4 ტრაექტორია, რომელიც წინ უძღვება ანტისოციალურ, დელიკვენტურ და კრიმინალურ ქცევას.  ვეისნერი და ვინდლი(2004) გვთავაზობს, რომ შესაძლოა იყოს 6 განსხვავებული გზა დელიკვენტურობისა და დანაშაულისკენ. მთავარი ფუნქცია ამ ყველა განვითარების მოდელისა არის ის, რომ ყველა განსაზღვრავს განსხვავებულ განვითარების გზებს იმის შესწავლით თუ რომელ ასაკში იწყება ბავშვებთან ანტისოციალური ქცევის გამოვლინება და რამდენად მძიმე და პერსისტენტურია მოზარდობის და მოზრდილობის პერიოდში.

შეჯამება

ამ ბოლო წლების განმავლობაში, განვითარების ფსიქოლოგები აქტიურად სწავლობდნენ არასრულწლოვნებისა და მოზრდილების დანაშაულის შესახებ მოვლენებს. მათ გამოავლინეს განვითარების გზები და ტრაექტორიები, რომლებიც წინ უძღვება მცირე დანაშაულის,  რომელიც მთვარდება შუა მოზარდობის დროს, ან სერიოზული დანაშაული, რომელიც თავს იჩენს მოზრდილობის დროს. მკლევრებს ამჟამად დანამდვილებით შეუძლიათ წარმოადგინონ ის რისკ ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია არასრულწლოვნების დელიკვენტურ და კრიმინალურ ქმედებასთან. არცერთი ცვლადი არ არის განსაკუთრებით დამნაშავე. ამ თავში ჩვენ ვიწყებთ იმის განსაზღვრას თუ რომელი სოციალური და ფსიქოლოგიური რისკ ფაქტორებია დაკავშირებული დელიკვენტურ და კრიმინალურ ქცევასთან, რომელშიც შედის ასევე თანატოლებისა და მშობლების გავლენები, სკოლამდელი და სკოლის გავლენები, კოგნიტური შესაძლებლობები, ADHD და ქცევითი დარღვევები.
            ახალგაზრდობა, რომელთა ოჯახები მიეკუთვნება დაბალ სოციო-ეკონომიკურ ფენებს  არის არა პროპორიულად წარმოდგენილი არასრულწლოვანთა დაკავებისა და სასამართლოების სტატისტიკებში.   სწორედ ამიტომ, არასასურველი ეკონომიკური გარემო უნდა განიხილებოდეს როგორც კონტექსტი, რომელიც გავლენას ახდენს ახალგარდათა ცხოვრებაზე.  განსაკუთრებით გაჭირვება, დისკრიმინაცია, სახიფათო სიტუაცია სკოლებში, საშიში სასიცოცხლო პირობები, უმუშევრობა, სოციალური გარიყულობა და სხვა ძალადობრივი ქმედებები თანატოლებისგან, ეს ყველაფერი თამაშობს დიდ როლს დელიკვენტური და კრიმინალური ქმედებების ჩამოყალიბებაში.
          პირველი რისკ ფაქტორი, რომელიც თავს იჩენს ლიტერატურაში დელინქვენტურობაზე არის თანატოლებისგან გარიყვა, თუნდაც დაწყებით კლასებშიც.  ეს შეილება მოუვიდეს ნებისმიერ ბავშვს სოციალურ ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად. ბავშვები, რომლებიც გარიყულები არიან თანატოლების მიერ, ავლენენ აგრესიას, თუმცა მხოლოდ აგრესიით არ შეიძლება მათი ქცევის განსაზღვრა. ასევე ისინი არიან იმპულსურები და ახასიათებთ ნაკლები ინტერპერსონალური უნარები. კვლევამ ცხადყო, რომ ხშირად ანტისოციალური ქცევა მოზარდებში, რომელიც გამოხატულია მაღალი აგრესიული ქცევით, დაკავშირებულია პატარაობაში თანატოლებისგან გარიყულობის გამოცდილებასთან. გოგოებში კი დელიკვენტური ქმედებები მოზარდობის დროს დაკავშირებულია დაწყებით სკოლაში თანატოლებისგან გარიყულობაზე.
         სკოლადელი გამოცდილება ასევე დიდ ზეგავლენას ახდენს რისკ ფაქტორების განვითარებაზე. მზრუნველობა მოკლებული ბავშვებში დიდია რისკი მათი დაბალი სამეტყველო და კოგნიტური განვითარების, რომელიც შემდგომ თავს გამოიჩენს სოციალურ უნარებში. არაადეკვატური მზრუნველობა ბავშვზე ასოცირებულია დაბალ სოციო-ეკონომიკურ კლასთან ზოგადად. ასევე მეორეს მხრივ, მაღალხარისხიანმა ზრუნველობამ აჩვენა, რომ იზრდება შანსი დაბალი სოციო-ეკონომიკური კლასების ბავშვებისთვის, რომ გაუმჯობესდეს  მოქცევა როგორც  სკოლაში ასევე მის გარეთაც.
        მნიშვნელოვანია  ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დელიკვენტურობა არ არის შეზღუდული დაბალი კლასის ახალგაზრდებისთვის. თვითმართველობის მონაცემები ვარაუდობს, რომ სოციალურ კლასებს შორის განსხვავება მცირდება, როცა ახალგაზრდებს თხოვენ გაგვიზიარონ საკუთარი დანაშაულების შესახებ. თუ სიღარიბე და სხვა რთული პირობები არ არის მთავარი ფაქტორები ახალგაზრდებისთვის, მაშინ სხვა რისკ ფაქტორებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორიცაა მშობლების აღმზრდელობითი სტილები და პრაქტიკები, ანტისოციალური თანატოლების გავლენა და სხვა ინდივდუალური ფაქტორები როგორებიცაა ქცევითი დარღვევები, ინტელექტი, გენდერი და ADHD.
          მშობლების და ოჯახურ რისკ ფაქტორებს შორის, რომლებიც განხილული იყო ამ თავში, ასევე არსებობს ერთი მშობლის ფაქტორი, რომელიც ასევე ხშირად დადანაშაულებულია ანტისოციალურ ქცევაში ბავშვების მიმართ. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ პროცესის ცვლადები, ვიდრე სტრუქტურის ცვლადები, რომლებიც სავარაუდოდ უფრო მეტ რისკ ფაქტორს წარმოადგენს. მაგალითად, მკვლევრებმა გამოიკვლიეს, რომ არსებობს კავშირი გარკვეულ მშობლების სტილსა და ანტისოციალურ ქცევას შორის ბავშვებში. მშობლების სტილებია ავტორიტეტული, ავტორიტარული და ლიბერალური. თუმცა შესაძლოა ბევრი მშობელი ცვლიდეს საკუთარ სტილს სიტუაციიდან გამომდინარე და ბავშვის გაზრდასთან ერთად ზოგადად ერთი სტილი შემდეგ დომინირებს. ლიბერალური სტილი ხასიათდება ნაკლები კონტროლით ან საერთოდ უკონტროლობით ბავშვების მიმართ და ძალიან ცოტა შეზღუდვებით. დიდია კორელაცია დელიკვენტურ ქცევასთან ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვებისთვის. ანალოგიურად მშობლების მონიტორინგი და სუპერვიზია ბავშვების აქტივობებისა დაახლოებით 9 წლიდან შუა მოზარდობის პერიოდამდე არის გადამწყვეტი, რომ განვითარდეს პროსოციალური ქცევა ბავშვებში.
           ჩვენ შევეხეთ ფსიქოლოგიურ რისკ ფაქტორებს - რომლებიც არიან უნიკალურები ბავშვებთან მიმართებაში- დელიკვენტურობის გზაზე. დაბალი IQ მაჩვენებელი მუდმივად უკავშირდებოდა დელიკვენტურობას, არა პირდაპირ კორელაციაში, თუმცა უფრო მეტად ბავშვებს დაბალი IQ მაჩვენებლით დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ სკოლაში, სკოლაში წარუმატებლობა ასევე დაკავშირებულია ანტისოციალურ ქცევასთან. თუმცა ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დაბალი ინტელექტის მაჩვენებელი ტესტში არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი არა ინტელექტუალურია. ასევე ისიც ცნობილია, რომ ბევრი დელიკვენტი არის ინტელექტუალი მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ დაბალი მაჩვენებელი ინტელექტის ტესტში, თუმცა არსებობენ დელიკვენტები, რომლებიც მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან ინტელექტის ტესტში. სწორედ ამიტომ IQ-ს დაკავშირება დელიკვენტურობასთან ძალიან საფრთხილო თემაა.
           ბავშვები ADHD-ით არიან ანტისოციალური ქცევის რისკის ქვეშ, როგორც არასრულწლოვნები ასევე მოზარდები. ეს აშლილობა თავს იჩენ 3-დან 5 პროცენტზე სკოლის ასაკის ბავშვებში, თუმცა ზოგიერთ საზოგადოებებში პროცენტულობა უფრო მაღალია. ADHD არის აშლილობა, რომელიც გავლენას ახდენს სოციალურ ურთიერთობებზე, ბავშვები ავლენენ სირთულეებს ამოცანის შესრულებისას, მათ მარტივად ეფანტებათ ყურადღება, არიან იმპულსურები, ავლენენ ზედმეტ მოტორულ აქტივობებს და არიან გამაღიზიანებლები სხვებისათვის. ამ ყველაფერს ხშირად მივყავართ თანატოლებისგან გარიყვამდე. თუმცა ADHD განკურნვა მიმდინარეობს წამლებით რეგულარულ რეჟიმში. არანამკურნალევი ADHD ბავშვები დგანან დელიკვენტურობისა და ნარკოტიკული დამოკიდებულების საფრთხის ქვეშ.
            ქცევითი დარღვევები თითქმის მოიცავს ყველა კატეგორიას და ის ხასიათდება არასწორი მოქცევით, ასევე ძარცვით, სახლიდან გაქცევით, ჩხუბით, ტყუილების მოყოლით და სისასტიკით. ქცევითი დარღვევის ნიშნები შეიძლება შევამჩნიოთ 3 წლის ასაკში, როცა ბავშვები აღწევენ სკოლის ასაკს ისინი არასწორად არიან დახასიათებული, რომ არა აქვთ სწავლის უნარები და ასევე არიან ADHD-ით. არ არის გასაკვირი, რომ ქცევითი დარღვევა დაკავშირებულია ასევე თანატოლებისგან უარყოფასთან.
            მეცნიერებმა განიხილეს ვაჟების და გოგონების განვითარების გზების განსხვავებები და აღნიშნეს, რომ ბევრი კითხვა რჩება მაინც გენდერულ განსხვავებებზე კანონ დარღვევასთან დაკავშირებით. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი არ ეთანხმება, სავარაუდოთ იმიტომ რომ სოციალიზაცია არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი განსხვავებეზე დაკვირვებისას, ვიდრე ბიოლოგია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიოლოგია საერთოდ არ ღებულობს მონაწილეობას. გოგონები უფრო სწავლობენ პროსოციალურ ქცევას, ვიდრე ბიჭები, რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ მათ აქვთ უფრო დაბალი მაჩვენებელი აგრესიულობის, ქცევაში გამოვლენის მხრივ.  კანონდარღვევათა რიცხვის მომატებამ გვაჩვენა, რომ გოგონებიც  შესაძლოა ღებულობდნენ ძალადობრივ მესიჯებს გარემოსგან. ამის მიუხედავად არაძალოდბრივი კანონდარღვევები მაინც რჩება ორივე მხრიდან როგორც მამაკაცების ასევე ქალებისგანაც. შემდეგ თავებში შევეხებით არასრულწლოვანთა კანონდარღვევებს, რომელიც შეიცავს ნარკომოხმარებას და სექსუალურ ძალადობას.
          ჩვენ დავასრულეთ თავი იმ მთავარი განვითარების თეორების განხილვით, რომლებიც დაწინაურდნენ ამ ბოლო წლების განმავლობაში, დაწყებული ტერი მოფიტის ფართოდ ცნობილი და ძლიერ გამოკვლეული მიდგომა life-course-persistent (LCP) და ასევე adolescent-limited (AL). არასრულწლოვან დამნაშავეთა დიდი უმრავლესობა მიეკუთვნება მეორე კატეგორიას, როცა კანონდარღვევა იწყება მოზარდობამდე ან მის განმავლობაში და მთავრდება 18 წლის ასაკთან დაახლოებით. თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით, რომელშიც ასევე მოფიტის კვლევებიც შედის, შესაძლებელია ამ 2-ს გარდა კიდევ სხვა განვითარების გზები. ჩვენ ასევე განვიხილეთ გენდერული განსხვავებები და აღვნიშნეთ, რომ მიუხედავდ იმისა, რომ ყოველ კატეგორიაში გოგონების რიცხვი ნაკლებია, ვიდრე ბიჭების, განვითარების გზები თავისთავად იგივეა. თუმცა ოჯახის და თანატოლების რისკ ფაქტორები შესაძლოა განსხვავდებოდეს.
             იძულებითი განვითარების თეორია, რომელიც ფორმირებულია ჯერალდ პატერსონის და ასევე მისი კოლეგების მიერ, ასევე ხედავს 2 განვითარების გზას: ადრეულ და გვიან თავდასხმებს. ის აღნიშნავს, რომ მშობლების აღზრდის სტრატეგიები თამაშობს უდიდეს როლს  ადრეულ ინიციატივებში ანტისოციალური ქცევისადმი.
             განვითარების გზების კვლევა აჩვენებს თანამედროვე მიდგომებს დელიკვენტურობის ახსნისას. როგორც ზევით აღვნიშნეთ, უფრო სავარაუდოა, რომ არსებობს მრავალმხრივი განვითარების გზები, ვიდრე ორი. ამ გზების მიუხედავად, უფრო სავარაუდოა, რომ თანამედროვე თეორიები უფრო მეტად აღწერენ დელიკვენტურობას და დანაშაულს, კოგნიტურ პროცესებზე დაყრდნობით, როგორიცაა რწმენები, ღირებულებები და ფიქრები.  რწმენები, ღირებულებები, საკუთარი  ხატის შესახებ წარმოდგენა და  ფილოსოფიები არის გზამკვლევი ქცევისთვის. ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობს საკუთარ სტანდარტებზე დაყრდნობით და ურთიერთობენ დანარჩენებთან ადამიანური ბუნების თავიანთი გადმოსახედიდან.  თუ ერთი პიროვნების ოჯახი, მეგობრები, მისაბაძი მოდელები და გმირები აღიქვამენ ცხოვრების გარკვეულ გზას, მაშინ სავარაუდოა, რომ ეს პიროვნებაც ასევე მოიქცევა ცხოვრებაში. უმეტეს შემთხვევებში დელიკვენტურობა არის ფასეულობათა გამოხატულება, რომელიც არასრულწლოვნებმა მიიღეს ან ჯერ კიდევ ტესტირებას უტარებენ, იმას თუ როგორ პასუხს მიიღებენ გარემოსგან.
          შემდეგში ვისწავლით, რომ ძალიან ცოტაა იმ პირთა რაოდენობა, რომლებაც  მაღალი აგრესიულობა და კანონდარღვევა გამოავლინეს მოზრდილობისას, უმეტეს შემთხვევაში აგრესიული ტენდენციები თავს იჩენენ ბავშვობისას. ეს ცხადყოფს, თუ რატომ არის განვითარების მიდგომა აუცილებელი.  ასევე ტიპიურია, რომ სკოლის წინა პერიოდიდანვე, მაღალი აგრეისულობის და მოძალადე ინდივიდები ავლენენ ჩვევებს ასევე რწმენებს, რომ მათ აქვთ დაბალი უნარი სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის და ამასთანავე მათ აქვთ მაღალი დარწმუნებულობის განცდა, რათა განმტკიცდეს თავიანთი ძალადობრივი ქცევა.
        მტკიცებულებები ნათლად აჩვენებს, რომ პრევენცია და ინტერვენცია საჭიროა დაიწყოს ადრეულ ეტაპზე. ასეთი ადრეული ინტერვენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც იზრდებიან მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, სადაც უფრო დიდია დელიკვენტურობის რისკ ფაქტორთა გავრცელების შესაძლებლობა. როცა ბავშვები აღწევენ სკოლის ასაკს, მნიშვნელოვანია, რომ პრევენცია მივმართოთ ყველა ბავშვისთვის და პირიქით არ გამოვყოთ ერთი ჯგუფი მათგან. კვლევები ამტკიცებენ, რომ ინტერვენცია ძალზე რთულია, რადგან ამ დროს ვაწყდებით დაუმორჩილებელ ქცევით მოტივებს იმ თინეიჯერებისგან, რომლებიც ავლენდნენ ანტისოციალურ ქცევას ადრეული ასაკიდან.  LCP კანონდამრთვევი, რომელიც გადადის მოზარდობის ასაკში დელინქვენტურობითა და ანტისოციალური ქცევით, ჩვეულებრივ ძლიერ წინააღმდეგობას უწევს მათ ვისაც მისი შეცვლა უნდათ. AL კანონდამრღვევები კი სავარაუდოა, რომ უფრო ღებულობენ ინტერვენციას და მკურნალობას თინეიჯერობის ასაკში. AL კანონდამრღვევები უფრო სწრაფად აგვარებენ თავიანთ დარღვევებს, რადგან ისინი უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან განკურნვის სტრატეგიებს. ის ფაქტი, რომ არსებოს ბევრი განვითარების გზა,  ვიდრე მხოლოდ ორი, კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის ინტერვენციის ამოცანას.


რეფერატზე მუშაობდენ:
მიხეილ იაშვილი
ანანო ორთოიძე
თამთა ნატმელაძე
გვანცა ვარდიშვილი

ლუკა გაფრინდაშვილი

No comments:

Post a Comment