Sunday, November 20, 2016

პედოფილია

პედოფილია-  თეორიები და დამნაშავის ფსიქოლოგიური მახასიათებლები

 პედოფილია ეს არის ფსიქოლოგიური დარღვევა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ. ბავშვის ასაკი შეიძლება იყოს, როგორც პრე-პუბერტატული (სქესობრივ მომწიფებამდე), ასევე პუბერტატის პერიოდი (12-18წ.)
DSM-ის (დაავადებათა საკლასიფიკაციო სისტემა)   ყველა გამოცემაში გარკვეული ცვლილებებია შეტანილი  პედოფილიის განმარტებაში. მისი დეფინიცია იცვლება სექსუალური გადახრიდან სოციოპათიურ მდგომარეობამდე(APA  1953). ასევე, სექსუალური გადახრიდან არაფსიქიკურ სამედიცინო დარღვევამდე(APA 1968). ამჟამინდელი ცვლილებით პედოფილია განიხილება, როგორც სექსუალური პარაფილია, სადაც აღნიშნულია, რომ დამნაშევე უნდა იყოს მინიმუმ 16 წლის, 5 წლით უფროსი მაინც მსხვერპლზე. დამნაშავეებს აქვთ მრავალფეროვანი სექსუალური ფანტაზიები, რომლებიც იწვევს დისტრესს ან მოუწოდებს მათ ქმედებისკენ (APA 2000). მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ  (WHO) შეიმუშავა DSM-ისგან განხსვავებული დეფინიცია, თუ DSM-ის მიხედვით პედოფილია განიხილება როგორც მენტალური და ქცევითი დარღევა, WHO-ის განმარტების მიხდევით პედოფილია არის განსხვავებული სექსუალური უპირატესობა, რომელიც მიმართულია გოგონების, ბიჭების ან ორივეს მიმართ განსაკუთრებით პრე-პუბერტატულ და ადრეულ პუბერტატის ასაკში.


განსხვავებით კლინიკური განმარტებებისა ბრიტანეთის იურიდიული  განმარტება უფრო მკაცრად გაწერილია, რომლის მიხედვითაც პედოფილია განიმარტება, როგორც ჩადენილი სექსუალური დანაშაული პირის მიერ რომლის ასაკი არის მინიმუმ 18 წელი და მსხევრპლის ასაკი 16 წელზე ნაკლები. ბრიტანეთის ამჟამინდელი კანონმდებლობა იმასაც აღნიშნავს, რომ  13 წლამდე ასაკის ბავშვს ვერანაირად ვერ ექნება სქესობრივი აქტის განხორციელების  სურვილი, მისი ფიზიოლოგიური განვითარებიდან (სექსუალური მოუმწიფებლობიდან) გამომდინარე და ამიტომ ეს ქმედება პირდაპირ განიხილება, როგორც ძალადობრივი სექსუალური ქმედება (გაუპატიურება). ამასთანავე, ბრიტანეთის კანონმდებლობა უფრო მეტ აქცენტს აკეტებს თავად ამ დანაშუალზე, ვიდრე დამნაშავეზე.
გარკვეული პრობლემები წარმოიშვება როდესაც პედოფილიას ვადარებთ სხვა მსგავსი ტიპის დანაშაულს, როგორიცაა ინცესტი,ჰებოფილია.  ხშირად ისე ხდება, რომ პედოფილია გადაფარავს ხოლმე ყველა სახის ბავშვზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი განსხვავება შეიძლება იყოს მოძალადის ქმედებაში, მოტივში.  მაგალითად სექსუალური მოძალადე  ბავშვს შეიძლება იყენებდეს, როგორც „დამხმარე სექსუალურ იარაღს“ რათა მიიღოს სიამოვნება. (Goldstein, 1999) სხვა შემთხვევაში პედოფილი შეიძლება „არც განიხილებოდეს“ როგორც სექსუალური დამნაშავე, რადგან მას არ სურდეს რეალურად ბავშვისთვის სექსუალური  ზიანის მიყენება. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ არ სურთ ბავშვისთვის ზიანის მიყენება და რომ ეს ბავშვი „უყვართ“.(O’Carroll, 1980; Brongersma, 1984).განსხვავებით პედოფილიისგან ინცესტი მოიაზრებს ოჯახის წევრებს შორის სექსუალურ კავშირს, რომელიც არ გულისხმობს უშუალოდ უფროსსა და ბავშვს შორის დამყარებულ სექსუალურ აქტს, ეს შეიძლება იყოს და-ძმის ინცესტი. ინცესტი პედოფილიიისგან განსხვავებით უფრო მეტად მიმართულია მოზარდობის ასაკის ადამიანებზე,(La Fontaine, 1990) ინცესტის მსხვერპლი ძირითადად არის მინიმუმ 14-17 წლის მოზარდი, ასე რომ პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც შეიძლება ზოგიერთი ინცესტის განმხორციელებელი ჩავთვალოთ პედოფილად. და ასევე პედოფილი შეიძლება ცდილობდეს სექსუალური კავშირის დამყარებას საკუთარი ოჯახის წევრთან და ის განიხილებოდეს, როგორც ინცესტის განმახორციელებელი.(Blanchette & Coleman, 2002)
საზოგადოებაში არსებობს ცრურწმენა, რომ  პედოფილი არის მამაკაცი, მაგრამ აღმოჩნდა რომ პედოფილი შეიძლება იყოს მდემდრობითი სქესის წარმომადგენელიც, თუმცა შემთხვევები მართლაც იშვიათია. (Howitt, 1995) კვლევებით აღმოჩნდა, რომ სექსუალური ძალადობის განხორციელება ორივე სქესის წამომადგენლის შემთხვევაში ხდება და ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს წარსულში განცდილი სექსუალური ძალადობა თავად ამ მოძალადისადმი (Fehrenbach, 1988).
 პედოფილის ტიპოლოგია:
არ არსებობს პედოფილების ზუსტი ტიპოლოგია, რაც კიდევ უფრო ზრდის ორაზროვნებას ამ საკითხთან დაკავშირებით. არ არსებობს მკაცრად გაწერილი პროფაილი სექსუალურ მოძალადეებზე, და არსებული კრიტერიუმებიც არაზუსტია, რადგან ისინი მხოლოდ ცნობილი დამნაშავეების შესწავლის საფუძველზეა  შექმნილი.(Bagley & Thurston , 1996)
მკვლევარები გვთავაზობენ სექსუალური ძალადობის მოტივის ან მიზნის სამ განსხვავებულ ტიპს. ესენია: აკვიატებული მიზანი, რეგრესი და აგრესიულობა.
  • ბავშვების მიმართ სექსუალური ლტოლვის აკვიატებული სურვილი აღმოცენდება ძირითადად მოზარდობის ასაკში, რომელიც არის შედეგი მალ-ადაპტაციური სექსუალური განვითარების. იმის გამო რომ აღნიშნული ტიპის ადამიანებს აქვთ მწირი სოციალური უნარები  ისინი ურთიერთობას ამჯობინებენ ბავშვებთან და არ აქვთ ასაკის შესაფერისი სექსუალური ურთიერთობები (Groth, Hobson & Gary, 1982). ისინი ბავშვების მიმართ ახორციელებენ წინასწარ დაგეგმილ სექსუალურ ქმედებებს. მათ არ აღენიშნებათ ალკოჰოლური მოხმარების ისტორია;
  • რეგრესირებული ტიპის შემთხვევაში დამნაშავეებს ჰქონდათ ასაკის შესაფერისი სექსუალური ურთიერთობები მოზარდობაში, ისინი შეიძლება იყვნენ დაქორწინებულნიც, ხოლო აღნიშნული სექსუალური ძალადობა ბავშვის მიმართ(პედოფილია) არის შედეგი გარკვეული სტესორის,რომელსაც ადგილი ჰქონდა უკვე მოზარდობის ასაკში. მათ არ აქვთ მწირი სოციალური უნარები, მაგრამ განუვითარებელი აქვთ თანატოლებთან  ურთიერთობები. მათი პირველი ძალადობრივი აქტი მიმართულია იმპულსურად, ძირითადად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ;
  • აგრესიული ტიპი არის უფრო სადისტური და მოძალადე დამნაშავე, ის ძალადობს ბავშვზე, რათა შეიგრძნოს საკუთარი ძალა და კონტროლის ფლობა მსხვერპლზე.

Knight, Carter and Prentky-მა(1989) შექმნეს გარკვეული აღწერა ბავშვთა მოძალადე ტიპოლოგიის ,რომელიც ცნობილია, როგორც (MTC:CM3) (‘Massachusetts Treatment Centre Child Molester Typology, Version 3’). მათ შექმნეს ორი განსხვავებული ღერძი ბავშვთა სექსუალური მოძალადეების ტიპოლოგიის. პირველი ღერძს აქვე ორი განზომილება: ფიქსაცია და სოციალური კომპეტენცია. ის მოიცავს დმნაშავეთა ოთხ ტიპოლოგიას: 1. მაღალი ფიქსაცია დაბალი სოციალური კომპეტენციის ფარგლებში. 2. მაღალი ფიქსაცია მაღალი სოციალური კომპეტენციის ფარგლებში. 3. დაბალი ფიქსაცია მაღალი სოციალური კომპეტენციის ფარგლებში. 4. დაბალი ფიქსაცია დაბალი სოციალური კომპოეტენციის ფარგლებში. რაც შეეხება მეორე ღერძს ის მოიცავს ბავშვებთან  ძალადობრივი ურთიერთობის მრავალ ტიპს: პირველი ეს არის მაღალი კონტაქტური უნარების მქონე დამნაშავეები, რომლებიც კლასიფიცირდებიან როგორც ინტერპერსონალური ან ნარცისისიტული. ხოლო დაბალი კონტაქტური უნარის მქონე დამნაშავეები იყოფიან ჯერ მაღალი ან დაბალი ფიზიკური დაზიანების და მერე უკვე სადისტური ან არასადისტური ტიპის კატეგორიაში. მეორე ღერძი აწარმოებს ექვს ცალკე ქვეტიპს:1. ინტერპერსონალური 2. ნარცისტული 3.ექსპლუატატორული 4. მდუმარე სატისტური. 5. არასადისტური აგრესიული. 6 სადისტური. ამ მოდელს გააჩნია სანდოობისა და ვალიდობის მაღალი ხარისხი, რადგან იგი არის დრესდღეობით ყველაზე სრულყოფილი ტიპოლოგია ბავშვთა სექსუალური მოძალადეების. (Knight et al, 1989; Bickley & Beech, 2001) მოდელის შემქმნელები აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია მოდელის განვითარებაც, რაც დაეხმარება კვლევების ჩატარებასა და ძალადობის საწინააღმდეგო პროგრამების განვითარებას. თუკი კვლევები არ გაგრძელდება პედოფილებსა და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულის შესწავლაზე, მაშინ არც არაფერი გვეცოდინება მათ შესახებ და ვერც  პრევენციულ გზებს მოვძებნით.
კვლევები მიუთითებენ რომ არ არსებობს ზუსტად განსაზღვრული მიზეზები, რაც განაპირობებს პედოფილიას, მაგრამ ამასთანავე საუბრობენ მულტიფაქტორულ მიზეზებზე. პედოფილია განიმარტება სხვადასხვა ჭრილში: როგორც ფსიქიკური დაავადება, (Bagley, Wood & Young, 1994) როგორც მენტალური დეფიციტი, როგორც განვითარების ანომალია(Lee, Jackson, Pattison & Ward, 2002), ან როგორც დანაშაულებრივი რგოლის (cycle of abuse) შედეგი (Bagley et al, 1994; Howitt, 1995; La Fontaine, 1990). 
  • რა როლს ასრულებს ოჯახური ფონი, სოციო-ეკონომიკური სტატუსი და ინტელექტი პედოფილის ჩამოყალიბებაში?

ცნობილია რომ ზოგადად პედოფილები მიეკუთვნებიან “საშუალო კლასს“ (საშუალო სოციო-ეკონომიკური სტატუსის) (La Fontaine, 1990),რომელთაც ჰქონდათ არაორგანიზებული ოჯახური სისტემა ბავშვობაში, (Howitt, 1995) ამჟამად არიან საშუალო ასაკისანი და ქორწინებაში მყოფნი რაღაც დროით მაინც(Groth & Burnbraum, 1978).  რაც შეეხება მათ კარიერას,ისინი შეიძლება იყვნენ პროფესიონალებიც და უმუშევრებიც. ხოლო ინტელექტთან დაკავშირებით არსებობს ორი მოსაზრება: ერთი მოაზრებით, რადგანაც პედოფილები უფრო  მეტად  საშუალო ფენას ეკუთვნიან მათი ინტელექტიც არის ნორმალურის მოსაზღვრე ქვედა მდგომარეობა; ხოლო მეორე თვალსაზრისით მათი ინტელექტი მაღალია, რასაც მოწომობს მანიპულაციის კარგი უნარი (Weiner, 1962);
  • ბიო-ფიქოლოგიური ახსნა:

არსებობს კვლევებზე დამყარებული მოსაზრება ,რომ პედოფილია შეიძლება გამოწვეული იყოს ბიოლოგიური ფაქტორებით, როგორიცააა ნეიროტოქსინები და გენმეტიკური დაავადებები ბავშვობის ასაკში(Blanchard et al, 2002; Fruend & Kuban, 1993) . არსებობს ძლიერი კორელაცია თავის დაზიანებასთანაც  .ეს გარკვეულწილად კვლევებს აძლევს მიმართულებას, რათა ამ მხრივ შეისწავლონ ბიოლოგიური ფაქტორები, ნეიროტრანსმიტერებისა და ჰორმონების ცვლილებები ამ ტიპის დამნაშავეებში.
სოციო-ფსიქლოგიური ახსნა:
პედოფილებს გააჩნიათ სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემები, ფსიქოპატიური დარღვევის ნიშნები. (Nurcombe, 2000; Plotnikoff & Woolfson, 2000) პედოფილებს აქვთ მიდრეკილება უფრო მეტი ფსიქიკური დარღვევისკენ, ვიდრე „ნორმალურ“ ადამიანებს. მათ თანხმლებ დაავადებასთან (პედოფილიასთან) ერთად გააჩნიათ მოსაზღვრე დარღვევებიც როგორიცაა „ფსევდო კრუნჩხვები“, სექსუალური დისფუნქცია. აქედან გამომდინარე მათი ფსიქოლოგიური მახასიათებელიც განსხვავებულია. ისინი არიან ინტროვერტები, აქვთ მარტოობისკენ, დეპრესიისკენ მიდრეკილება, მცირე დოზით ახასიათებთ ობსესიურ კომპულსური ქცევებიც (აკვიატებული აზრები რომელსაც მოსდევს ამ აზრების შესაბამისი აკვიატებული ქმედებების მრავალჯერად განხორციელება); ღარიბი ურთიერთობა დედასთან, დაბალი თვითშეფასება, დაბალი თვით-კომპეტენტურობა. ბავშვობაში მათ აქვთ მწირი სოციალური უნარები, რაც იწვევს მათ „ჩაკეტილობას“, სოციალურ იზოლაციას (Taylor, 1981). პედოფილის ქცევა ამ კუთხით შეიძლება აიხსნა ასე: პედოფილს ჰგონია რომ ვერ გაუმკლავდება ზრდასრულთან ურთიერთობას და ცდილობს ბავშვებთან კომუნიკაციაზე წასვლას.ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვებს უკეთ ესმით მათი და ისინი ნაკლებ მომთხოვნები იქნებიან მათდამი  (O'Carroll, 1980).
Finklehor (1984)-ის კვლევის საფუძველზე გამოიყო ოთხი ცენტრალური ახსნა თუ რატომ მიილტვიან პედოფილები ბავშვებისაკენ. 1. ემოციური კონგრუნეტულობა (ორმხრივი ემოციური კავშირი) პედოფილსა და ბავშვს შორის.  2. პედოფილები სექსუალურად აღიგზნებიან ბავშვებისადმი. 3.პედოფილებს არ აქვთ უნარი ასაკის შესაბამისი სექსუალური ქცევის სრულფასოვანი განხორციელების. 4. მათ აქვთ სექსუალური ინჰიბიციის დაბალი ზღვარი.
  •  „ძალადობრივი ციკლი“ (cycle of abuse):

არსებობს კვლევებით გამყარებული მოსაზრება, რომ პედოფილი ბავშვობაში თავად იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რამაც პროვიცირება მოახდინა მისი მოძალადედ ჩამოყალიბების. კერძოდ კი Nurcombe მიუთითებს, რომ ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მქონე ბავშვს აქვს მაღალი რისკი ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება, იყოს იმპულსური, არ შეეძლოს საკუთარი ცუდი ქცევის კონტროლი, საკუთარი თავის ფლობა.   „ემოციური გამიჯვნის სინდრომი“ - თავმოყვარეობის დაბალი დონე, ურთიერთობების პრობლემა, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება. ამ მოსაზრების თანახმად, ადამიანი რომელმაც განიცადა სექსუალური ძალადობა ბავშვობაში, მოზარდობაში იგივე  ქმედებას მიმართავს, თუმცა ეს მოსაზრება არ შეიძლება ლეგიტიმურ არგუმენტად გამოვიყენოთ. ამ მოსაზრების ძირითადი კრიტიკა არის ის, რომ პედოფილია განიხილება როგორც ე.წ „დაცვის მექნაიზმი“, რამაც შეიძლება უფრო მეტი შემწყნარებლობა მოუძებნოს მის საქციელს სასამართლო პროცესზე.  ერთი მხრივ არ შეიძლება ითქვას, რომ პედოფილი ტყუის როდესაც ბავშვობაში განცდილ ძალადობაზე საუბრობს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არ უნდა იყოს მისი შეწყალების იარაღი. პედოფილები საუბრობენ განცდილ ძალადობაზე, მაგრამ რაც არ უნდა აბსურდული იყოს ხშირად აცხადებენ , რომ ახლა „მოძალადის როლში“, ისინი კი არ ძალადობენ ბავშვზე, არამედ გამოხატავდნენ მის მიმართ „სიყვარულსა“ და სითბოს.
პედოფილის ერთ-ერთი თვისება არის კარგი მანიპულაციის უნარი. მას შეუძლია სათამაშოებითა და საჩუქრებით მიიტყუოს ბავშვი და შემდგომ ეტაპობრივად შეასურლებინოს საკუთარი მოთხოვნილებები.  არსებობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაყოლიება (grooming): „ფიზიკური დაყოლიების“  ტექნიკა მოიცავს „მიღწევა და უკან დახევის“ მეთოდს. თუკი ბავშვი გახდება არაკომფორტული დამნაშავისთვის, დამნაშავე მოძებნის უკან დახევის ე.წ „უსაფრთხო წერტილს“. ხოლო „ფსიქოლოგიური დაყოლიების“ დროს დამნაშავე არწმუნებს ბავშვს, რომ მხოლოდ მას შეუძლია იზრუნოს ბავშვზე ყველაზე კარგად, მხოლოდ ის ექცევა „სიყვარულით“, რაც სრული კონტროლის მოპოვების საშუალებას აძლევს დამნაშავეს ბავშვზე. სწორედ ეს მანიპულაციაა კარგად დაგეგმილი და გააზრებული, რაც შეიძლება მიუთითებდეს პედოფილის მაღალ ინტელექტზე. (Leberg, 1997; Langevin, WORTMAN, Wright & Handy, 1988 )
კვლევათა გარკვეულ ჯგუფებზე დაყრდონობით აღმოჩნდა, რომ  ბავშვებთან უშუალოდ  სექსუალური აქტის განხორციელება  არაა მხოლოდ ერთადერთი მეთოდი ბავშვზე სექსუალური ძალადობის. ბავშვზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის 44% მოიცავს ფიზიკურ სექსუალურ კონტაქტს , მაგარმ არა სქესობრივ აქტს უშუალოდ.  (Dobash et al, 1996).
რაც შეეხება მკურნალობას, გამოიყენება სხვადასხვა სახის მეთოდი: მედიკამენტოზური მკურნალობა ( ტესტოსტერონის დინის შემცირება, ასევე ლიბიდოს დონის შემცირება), ასევე ფსიქოტერაპიული მიდგომებიც: დინამიური ფსიქოტერაპია, ქცევითი თერაპია (ნეგატიური სტიმულის მიწოდება, რათა შემცირდეს არასარურველი ქცევა), კოგნიტური თერაპია ( დამახინჯებული აზროვნების შეცვლა), ქიმიური მიდგომები და ა.შ მაგრამ მიუხედავად ამ მრავალი მცდელობისა არც ერთი მეთოდი არ იძლევა გამოჯანმრთელების გარანტიას, ამიტომ კვლავაც უნდა გაგრძელდეს ამ საკითხის შესაწავლა, რათა მოვძებნოთ უფრო პროდუქტული პრევენციული გზები.


გამოყენებული ლიტერატურა:
  1. Current understandings of paedophilia and the resulting crisis in modern society (McCartan, K. Lecturer in Criminology, University of the West of England, Frenchy Campus, Coldhabour Lane, Bristol)
  2. Pedophilia (psychology today) https://www.psychologytoday.com/conditions/pedophilia
ავტორი:თამუნა მახარაშვილი

No comments:

Post a Comment