Monday, August 7, 2017

ფსიქიკური აშლილობა და დანაშაული: ბრალდებულები და დამნაშავეები


არსებობს გავრცელებული  აზრი, თითქოს ცხოველური, მძიმე და უაზრო დანაშაულს  ჩადიან ფსიქიკურად ჩამოუყალიბებელი ადამიანები ან „ავადმყოფები’’. ადამიანი, რომელიც ახორციელებს სექსუალურ თავდასხმას 4 წლის ბავშვზე, აწვალებს და კლავს არ შეიძლება იყოს ჯანმრთელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ გააკეთებდა ამას? სხვა ახსნა შეიძლება იყოს ცხოველური ინსტინქტი: თუ დამნაშავე ავად არაა, მაშინ ის- ცხოველია.
ასეთ შეხედულებას აქვს თავისი საფუძველი, რომელიც მოდის იქიდან, რომ ადამიანები ვეღარ იტანენ იმ გამოძრომის ხერხებს, რომლებსაც ხშირად იყენებენ დამნაშავეები, რათა თავიდან აირიდონ ციხეში მოხვედრა, ერთ-ერთი ასეთი ხერხი არის ფსიქიკური აშლილობა, ბევრი დამნაშავე რჩება დაუსჯელი მხოლოდ იმიტომ რომ სასამართლოზე თავს აჩვენებენ ისე თითქოს ფსიქიკური აშლილობა აქვს. თუმცა საზოგადოებაში დომინირებს შეხედულება, რომელიც ლიტერატურაშიც პოპულარულია, იმის შესახებ რომ მძიმე, აღმაშფოთებელი დანაშაულების მიზეზი არის სულიერი დაავადება. მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელი წყაროები არიან პასუხისმგებლები ამ სახის შეხედულების გავრცელებაზე, თითქოს არსებობს კავშირი დანაშაულსა და ფსიქიკურ აშლილობას შორის. ჯ. მონაჰანს (Monahan, 1992) მოყავს ერთ-ერთი კვლევის შედეგი (Gerbner, Gross, Morgan anil Signorielli, 1981), რომელიც ამოწმებს, რომ აშშ-ს წამყვან არხებზე, როდესაც  საუბრობენ  ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე, მათ 75 %-ს აახასიათებენ როგორც დამნაშავეს. სხვა კვლევამ (Shain and Phillips, 1991) აჩვენა, რომ გამოქვეყნებული სტატიების 86%-ი, რომელშიც საუბარი იყო ფსიქიატრიულის ყოფილ პაციენტებზე, მიმართული იყო მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე, განსაკუთრებით თუ ეს ეხებოდა სერიულ ან მასობრივ  მკვლელობას(Monahan, 1992). პირველი ფსიქიატრიული კლინიკა ამერიკულ კოლონიაში შეიქმნა მას შემდეგ, რაც ბენჟამენ ფრანკლინმა განაცხადა, რომ სულიერად ავადმყოფები მიდრეკილნი არიან ძალადობისკენ, ამიტომ უნდა მოხდეს მათი იზოლაცია, თუ საჭირო გახდება მათი თანხმობის გარეშე, რათა დავიცვათ საზოგადოება(Monahan and Geis, 1976).

ასეთი კავშირის აღიარებას საფუძვლად უდევს დაშვება, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები არ „თამაშობენ“ საზოგადოებრივი წესების მიხედვით, არათანმიმდევრულები არიან და არ შეუძლიათ საკუთარი ქცევის კონტროლი. ვინაიდან ამ „გიჟებს“ ნებისმიერ დროს შეუძლიათ იმის გაკეთება რაც მოაფიქრდებათ, ისინი პოტენციური დამნაშავეები არიან. სხვა მხრივ, ჩვენ ასევე ვუშვებთ, რომ ადამიანები რომლებიც ახორციელებენ უაზრო ან წარმოუდგენელ ძალადობრივ ქმედებას „გიჟები ან ავადმყოფები“ არიან. ასე რომ, ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანები საშიშები არიან, ხოლო ადამიანები რომლებიც ჩადიან აუხსნელ დანაშაულს არიან ფსიქიკურად არაჯანსაღები.
 სანამ გადავალთ კვლევების განხილვაზე, რათა დავამტკიცოთ ან უარვყოთ ზემოთ მოცემული დაშვებები საჭიროა, დავაზუსტოთ ტერმინოლოგია. ფსიქიკური დაავადებები-ტვინის დაავადება, რომელიც ექსპერტების შეფასებით, მკვეთრად ამცირებს მათ უნარს გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ მოვლენებს.  ფსიქიკური დაავადება ვლინდება ქცევაში რაც შესამჩნევად სცილდება ნორმალურს. რადგან ჩვენ ვიყენებთ დაავადებას, აზრად მოგვდის რომ „ავადმყოფი“ ადამიანების ქცევა არ უნდა განვსაჯოთ. მაგრამ არის ტერმინი ფსიქიკური აშლილობა, რომელიც არ გულისხმობს რომ ადამიანი არის ავადმყოფი, შესაბამისად არაფერი შესაცოდი არ და არც პასუხისმგებლობა ეხსნებათ საკუთარ ქმედებაზე.  ამიტომ უმეტესად გამოიყენება ეს ტერმინი.
ფსიქიკური აშლილობა ვლინდება ქცევის სხვადასხვა ფორმაში, განსხვავდებიან სიმძიმის ხარისხით, დაწყებული „გიჟური ქცევით“(Morse, 1978), დამთავრებული სრულიად უწყინარით. „გიჟური“ არის ქცევა, რომელიც გვეჩვენება უცნაურად, არაბუნებრივად და ვერ იხსნება ლოგიკურად.
   მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური აშლილობა ასოცირდება მრავალგვარ კრიმინალურ დანაშაულთან, მათ შორის ყველაზე შემაშფოთებელი ძალადობრივი დანაშაულებია. დეპრესიაში მყოფმა ინდივიდმა შეიძლება თაღლითობით იშოვოს ფული, რათა თავი დააღწიოს მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას. ბოდვითი აშლილობის მქონე ინდივიდი შეიძლება შეიჭრას შენობაში თავშესაფრის საძიებლად. ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მქონე ინდივიდმა შეიძლება ეკონომიკური თაღლითობის მსხვერპლი გახადოს უამრავი ადამიანი. გასაჯაროება უფრო მოსალოდნელია მაშინ, როდესაც დანაშაული ძალადობრივი ხასიათის არის და საზოგადოებასაც უფრო მსგავსი ტიპის კრიმინალური ქცევის ეშინია, მიუხედავად იმისა რომ ეკონომიკური დანაშაულის რისკი უფრო მეტია ვიდრე ძალადობრივი. ინდივიდის ფსიქიკური აშლილობა არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია სასამართლოს წინაშე წარსდგეს და არ იყოს სამართლიანად განსჯილი. როდესაც დანაშაული არის ძალადობრივი სახის და არა ეკონომიკური, უფრო მეტად არის სიმართლესთან ახლოს.
თუ განვიხილავთ ჯგუფურ დანაშაულს, ინდივიდები რომლებიც ფსიქიკურად არიან დაავადებულნი ისევე არიან დანაშაულის ჩამდენნი, როგორც ფსიქიკურად ჯანმრთელი ინდივიდები.
ფსიქიკური აშლილობის გრძელვადიან მკურნალობას თითქმის აღარ მიმართავენ, განსაკუთრებით საჯარო დაწესებულებებში. ისინი ძირითადად იყენებენ მედიკამენტურ მკურნალობას, ფსიქოთერაპიის ნაცვლად. პაციენტების მკურნალობის დრო მერყეობს 3 დან 6 თვემდე.  კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, მათ ხშირად მოეთხოვებათ მკურნალობის გაგრძელება კლინიკის გარეთ, თუმცა ისინი არ იმყოფებიან ზედამხედველობის ქვეშ და შესაბამისად წყვეტენ მედიკამენტები მიღებას.  80იან წლებში, მიჩნეული იყო რომ, ციხის საკნები წარმოადგენდნენ საცავებს ფსიქიკური აშლილობის მქონე ინდივიდებისთვის, რომლებიც აღარ იმყოფებოდნენ კლინიკებში. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ფსიქიკური აშლილობის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ინდივიდები არიან სახიფათონი და ჩაიდენენ სერიოზულ დანაშაულს.
მათ ხშირად არ აქვთ თავსეშაფარი და ჩადიან მსუვბუქი ტიპის დანაშაულებს, როგორებიცაა წვრილმანი ქურდობ და ნარკოტიკების მოხმარება. ჩვენ, პერიოდულად გვესმის ფსიქიკური აშლილობის მქონე ინდივიდის შესახებ, რომელმაც მოკლა უცხო პირი ქუჩაში, ან იძალადა ნაცნობ პიროვნებაზე. თუმცა ჩნდება კითხვა, ვინ უფრო მოძალადეა, ფსიქიკური აშლილობის მქონდე ინდივიდი თუ ის ვისაც აშლილობა არ აღენიშნება.

დამნაშავე და ფსიქიკური აშლილობა
ინგლისსა და უელსში ისევე როგორც სხვა ქვეყნებში დანაშაულს ჩადიან უმეტესად ახალგაზრდა ადამიანები. სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენთა ნახევარი არის მამრობითი სქესის 21  წლამდე ადამიანი, მეოთხედი- მოზარდი, რომელთაც ჯერ არ მიუღწევიათ 17 წლისთვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში დანაშაულთა რაოდენობა გაიზარდა. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული (1939-1945) აღინიშნება მყარი კოეფიციენტი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და ძალადობრივ დანაშაულში. ასევე დანაშაულთა გაზრდილი რიცხვი მოიცავს ქალებისმიერ ჩადენილ დანაშაულთა მზარდ რიცხვს. ყველა დანაშაულის 4/5 დი-არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული.  იმ ადამიაებიდან, რომელთაც პირველად ჩაიდინეს დანაშაული მხოლოდ ¼ ხვდება ისევ სასამართლოს წინაშე ისევ ჩადენილი დანაშაულის გამო. (Walker (1965, 1987); Radzinowicz, King (1977)
დანაშაულის მიზეზები
მე-19 საუკუნეში კრიმინალისტები დაინტერესდნენ იდეით, რომ დანაშაულს ჩადიან ფსიქიკური აშლილობის მქონე სუბიექტები. მაგ. 1876 წელს ლომბროზომ  (Lombroso) გამოაქვეყნა წიგნი- «L’Uomo delinquente», რომელშიც აღწერა დამნაშავისთვის დამახასიათებელი ფიზიკური მახასიათებლები.
ჩვენს საუკუნეში არის ინტერესი ანტისოციალური და დანაშაულის შესაძლო გენეტიკურ საფუძველზე. ადრე ტყუპებზე ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, დანაშაულთა კონკორდატობა მონოზიგოტურ ტყუპებში იყო გაცილებით მაღალი, ვიდრე დიზიგოტურში (Lange 1931). ამ კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გენეტიკური გავლენა ნაკლებია, თუმცა მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია მძიმე და სისტემატურად ჩადენილ დანაშაულებში (см.: Lancet 1983).  ასევე იკვლიეს ქრომოსომული ანომალიები. პირველად აღინიშნა, რომ XYY  ანომალია უფრო ხშირად აღენიშნებათ ავადმყოფებს, რომლებიც იმყოფებიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მაქსიმალურად მკაცრ რეჟიმში, ვიდრე მთელ მოსახლეობაში. (მაგ.Jacobs et al. 1965), თუმცა შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ქრომოსომულ ანომალიას და დანაშაულებრივ ქცევას, ასევე აგრესიულობას შორის არსებობს ნაკლებად გამოვლენილი კორელაციური კავშირი (მაგ. Witkin et al. 1976). ( ის ბიოლოგიური ფაქტორები რომლებიც მონაწილებენ დანაშაულებრივი ქცევის ეტიოლოგიაში, განხილულია Mednick et al. (1987) ნაშრომში.)
სოციალურმა კვლევებმა მეტად გაამახვილა ყურადღება სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე, რომლებიც კორელირებენ დანაშაულთან, მაგ. უახლესი კულტურული გარემოს გავლენა, სიღარიბე, უმუშევრობა (Hood, Sparks 1980; Radzinowicz, King 1977).
დღესდღეობით მიღებულია აზრი, რომ დანაშაულის ჩადენაში  სოციალური მიზეზები უფრო დიდ როლს თამაშობს ვიდრე ფსიქოლოგიური. ამისდა მიუხედავად,  არსებობს მცირე მაგრამ დიდი მნიშვნელობის დანაშაულთა ჯგუფი, რომელთა დანაშაულებრივი ქცევა ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას ფსიქოლოგიური ფაქტორებით(West 1974). ზუსტად ამ ჯგუფით არიან დაინტერესებულნი ფსიქიატრები ( Walker 1987 —დანაშაულის მიზეზების განხილვა.)
საიმედო ინფორმაციის მიღება ფსიქიკურად დაავადებულ დამნაშავეთა რაოდენობის შესახებ რთულია. Walker  დაMcCabe (1973) აღნიშნავენ, რომ ამ სახის ზოგიერთი დანაშაული არ მიდის სასამართლომდე, არც მათი რაოდენობაა ცნობილი, მაგრამ ნათელია რომ არსებობს. ამ ჯგუფში შედიან დაავადებულები რომელთა დანაშაულიც ცნობილია მათი ექიმებისთვის, მაგრამ არა პოლიციისთვის, ასევე ისინი ვის წინააღმდეგაც არ აღიძვრება სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ მათი დანაშაული ცნობილია პოლიციისთვის. პოლიციას აქვს უფლლება მოიქცეს ისე როგორც ჩათვლის საჭიროდ იმასთან დაკავსირებთ უნდა აღძრას თუ არა სისხლის სამართლის საქმე  და ხშირად არაოფიციალურად უძღვებიან დანაშაულის საქმეს.
ასევე ცნობილია, რომ ციხეებში იმყოფება ბევრი ადამიანი, რომელთაც აქვთ ფსიქიკური პრობლემა (Coid 1984; Smith 1984).  ინგლისის ციხის (Gunn , 1977) სამხრეთ- აღმოსავლურ ნაწილში ჩატარებულმა კვლევებმა გამოვლინდა, რომ პატიმართა 31%-ს ჰქონდა ფსიქიკური დარღვევა. გამოკვლეულ 708 ქალ პატიმართა, მიახლოებით, ნახევრის ანამნეზში აღინიშნა გამიზნული თვითდაზიანება, ფსიქიკური აშლილობა ან ნარკოტიკების მავნე მოხმარება(Turner, Tofler 1986). ასევე აღინიშნა, რომ ფსიქიკური აშლილობა განსაკუთრებით ხშირია იმ პატიმრებთან რომელთაც მიესაჯათ სამუდამო პატიმრობა (Taylor 1986b).
ფსიქიკური აშლილობებს, რომელებსაც ხშირად თან ახლავს დანაშაულებრივი ქცევა, მიეკუთვნება პიროვნული აშლილობა, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, გონებრივ ჩამოჩენა. ამ კატეგორიებთან ერთად არსებობს რეციდივისტ დამნაშავეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, მათთვის დამახასიათებელია სოციალური იზოლაცია. მათ უმეტესობას აღენიშნება დაბალი ინტელექტი, ზოგი კი იტანჯება გარკვეული ფორმის შიზოფრენიით. ამ ჯგუფის დანაშაულებრივი ქცევა არის მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადაპტაციის უუნარობის ერთ-ერთი გამოვლინება. ( Faulk 1988 — განხილულია ფსიქიკურ აშლილობასა და დანაშაულს შორის კავშირი.)
ფსიქიკური აშლილობა მდედრობითი სქესის პატიმრებთან
დიდ ბრიტანეთში დანაშაულისთვის გასამართლებულ ადამიანთა შორის კაცების რაოდენობა 10-ჯერ აღემატება ქალთა რაოდენობას, ხოლო პატიმრობაში მყოფი კაცების რაოდენობა 33ჯერ აჭარბებ ქალთა რაოდენობას. იმისდა მიუხედავად, რომ ასეთი მონაცემები შეიძლება უკავშირდებოდეს ქალების მიერ დანაშაულის ჩადენის ნაკლებ დონეს, მაინც მთავარი რაზეც მიუთითებს არის მნიშვნელოვანი განსხვავება  ქცევაში.
თანამედროვე დამნაშავე ქალთა შორის ყველაზე გავრცელებულია ქურდობა. მაღაზიაში ქურდობისთვის არის გასამართლებული დამნაშავეთა  ნახევარი. რაც შეეხება ძალადობრივ  დანაშაულს, ეს არა ტიპურია ქალისთვის (O’Connor 1987). დამტკიცებულია, რომ ქალები უმეტესად ახორციელებენ ანტისოციალურ ქცევას, რომლსაც კანონი ნაკლები სიმკაცრით აფასებს. ამ ყველაფრის მიუხედავად აღნიშნულია, რომ ქალები ნაკლებად ექვემდებარებიან კანონს ვიდრე კაცები.
 ცნობილია, რომ ქალების მიერ ჩადენილ დანაშაულთა დიდი ნაწილი დაკავშირებულია ფსიქიკურ აშლილობასთან.  ფსქიკური აშლილობა ხშირად გვხვდება მდ.სქესის პატიმრებთან (Turner, Tofler 1986). ეს ფაქტი დაადგინა Martin et al. (1978), ყველაზე სანდო ნიშანი, რომელიც მიუთითებს შემდგომში დანაშაულის განხორციელების მაღალ ალბათობას ქალებთან, არის ფსიქიკური აშლილობა (ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და პიროვნების ანტისოციალური აშლილობა).

აგრესია, ძალადოობა და ფსიქიკური აშლილობა
    ადრინდელ კვლევით ლიტერატურაში, მიჩნეული იყო რომ ინდივიდები, რომლებსაც აღენიშნებოდათ  ფსიქიკური აშლილობა ან სერიოზული ფსიქიკური აშლილობა,  ჩაიდენდნენ სერიოზულ დანაშაულს ისევე, როგორც ფსიქიკურად გაწონასწორებული ინდივიდები. (Brodsky,1973, 1977; Henn, Herjanic, & Vanderpearl, 1976a; Monahan, 1981; Rabkin, 1979) თანამედროვე კვლევები (Brennan, Mednick,& Hodgins, 2000; Klassen & O’Connor, 1988, 1990; Monahan, 1992 ) აჩვენებს, რომ ეს ტენდენცია არ აღინიშნება ფსიქიკური აშლილობის მქონე გარკვეული ტიპის ჯგუფებში. მაგ. ფსიქიკური აშლილობის მქონე მამაკაცები, რომელთაც წარსულში აქვთ ჩადენილი რაიმე სახის ერთი დანაშაული მაინც, კლინიკიდან გამოწერის შემდეგ უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში კიდევ ჩაიდენენ დანაშაულს.  უფრო და უფრო მეტი კვლევა ამტკიცებს რომ, ინდივიდებს, რომლებიც დაავადებულნი არიან შიზოფრენიით, მეტად მიდრეკილნი არიან ძალადობრივი ქმედებისა და მკვლელობისკენ  (Naudts & Hodgins, 2005). ეს ინდივიდები, რომლებიც ჩადიან მკვლელობას, მსხვერპლი ძირითადად არის მათი ნათესავი და აღნიშნულ პერიოდში აღენიშნებათ ჰალუცინაციები (Hakkanen & Laajasalo, 2006 ).
 აღსანიშნავია ფაქტი, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონდე ინდივიდების უმრავლესობა არ ჩადის სერიოზულ ან ძალადობრივ დანაშაულს. მაგ. მამაკაცების 11.3 და ქალების 2.3 %,  რომელთაც აქვთ შიზოფრენია ჩადიან ძალადობრივ დანაშაულს (Tengstorm et al., 2004). ინდივიდების ის ნაწილი რომლებიც ჩადიან ძალადობრივ დანაშაულს და აღენიშნებათ შიზოფრენია, განეკუთვნებიან ჰეტეროგენულ, არაერთგვაროვან ჯგუფებს, „ზოგი ინდივიდი ადრეული ასაკიდან გამოირჩევა ანტისოციალური ქცევით , ზოგი ინდივიდი ახორციელებს ანტისოციალურ ქცევას მას შემდეგ რაც დაავადდებიან შიზოფრენიით. ზოგიერთი ინდივიდი ძალადობრივ ქმედებას ახორციელებს ცხოვრების განმავლობაში, ზოგიერთი კი მხოლოდ ფსიქიკური შეტევის დროს. “( Naudts & Hodgins,2005, p.1).
 ბოლო დროის კვლები აჩვენებს, რომ ის ინდივიდები რომელთაც აქვთ მაღალი ქულები PCL-R ტესტში, ჩადიან უფრო მეტ დანაშაულს, ვიდრე ისინი რომელღაც აქვთ დაბალი ქულები (Tengstorm et al., 2004) .  შედეგები აჩვენებს რომ PCL-R  ტესტი კარგი პრედიქტორია და შეგვიძლია ქცევის წინასწარმეტყველება, „ისევე როგორც შიზოფრენიით დაავადებულ ინდივიდებში, ასევე ფსიქიკურად გაწონასწორებულ ინდივიდებში, PCL-R ტესტში მაღალი ქულები დაკავშირებულია მათ ძალადობრივი ქმედების ხასირხზე და სიხშირეზე. “ (p. 385) მამაკაცები, რომელთან აღენიშნებათ შიზოფრენია და გამოირჩევიან ანტიცსოციალური ქცევით ადრეული ასაკიან, გააჩნიათ განმეორებადი ძალადობრივი ქცევის პატერნი. (Tengstorm et al., 2004).
მამაკაცები, რომლებსაც აქვთ შიზოფრენია და ასევე მიდრეკილნი არიან მავნე ნივთიერებების მოხმარებისკენ, უფრო მეტად ჩადიან დანაშაულს. ( Rasanen et el., 1998) მაგ. მამაკაცები, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლს და აღენიშნებათ შიზოფრენია, 25-ჯერ მეტი შანსია იმისა, რომ ჩაიდინონ დანაშაული. შემდეგმა კვლევებმაც დაადგინეს რომ მათ ხშირად აქვთ ძალადობრივი ქმედების ჩადენის რისკი. (Appelbaum, Robbins, & Monahan, 2000; Tengstorm et al., 2004) მნიშველოვანია ორი ფაქტი , (John Monahan, 1992) როდესაც საუბარია ფსიქიკურ აშლილობასა და ძალადობრივი ქმედების კავშირზე, პირველი ის, რომ ეს კავშირი რეალურია, ნამდვილია, მაშინ როდესაც მოცემულ მომენტში ინდივიდები განიცდიან სერიოზულ ფსიქიკურ აშლილობას. ინდივიდები, რომელთაც ადრე აღენიშნებოდათ ფსიქიკური დაავადება, ნაკლებად იქნებიან მიდრეკილნი ძალადობრივი დანაშაულისკენ. მეორე, ფაქტია რომ ფსიქიკური აშლილობის მქონდე ინდივიდები (90%ზე მეტი) არ არიან მოძალადეები.  მედია ხშირად გვიქმნის იმის ილუზიას, რომ ფსიქოპატი მკვლელების არსებობა ძალიან ხშირია, მაგრამ სინამდვილეში ეს ფენომენი იშვიათია. საბოლოოდ ხაზი უნდა გაესვას არა მხოლოდ  იმას, რომ ინდივიდს აქვს ფსიქიკური აშლილობა, არამედ მის ისტორიასაც. 
ზოგიერთი ფსიქიატრი მიიჩნევს, რომ შიზოფრენიკები და პარანოიდები მეტად ჩადიან მძიმე ძალადობრივ დანაშაულს,  ასევე შიზოფრენიით დაავადებულთა ექსტრემალური ძალადობრივი დანაშაული მეტად მიმართულია ნათესავებისა და ნაცნობებისკენ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ისინი მეტად ასახიჩრებენ საკუთარ თავს, ვიდრე გარშემომყოფებს (Blackburn,1993).
 „შიზოფრენია და განსაკუთრებით პარანოიდული შიზოფრენია არის დანაშაულის ჩადენის მიზეზი, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა“ (Blackburn, 1993, p.274). ინდივიდები, რომლებსაც აღენიშნებათ გუნებ-განწყობის აშლილობა ნაკლებად არიან მოძალადეები. როდესაც ეს აშლილობა არის დაკავშირებული ძალადობასთან, ამ შემთხვევაში მოძალადეები ხშირად არიან ქალები, ისინი ხშირად იკლავენ თავს და ასევე კლავენ ოჯახის წევრებს  (Blackburn, 1993).  მაგრამ ასევე დამტკიცებულია, რომ მასიურ მკვლელობებს ხშირად ჩადიან კაცები და ამასთანავე აღენიშნებათ გუნება-განწყობის აშლილობის სიმპტომები. ძირითადად ასეთი ტიპის მკვლელები სიცოცხლეს ასრულებენ სუიციდით დანაშაულის ადგილას.
საზოგადოების დიდი ნაწილი, გამოკითხვის თანახმად,  აკავშირებს ძალადობრივ დანაშაულს ფსიქიკურ აშლილობასთან. როგორც გაარკვია BBC Future-ის კორესპონდენტმა, მეცნიერული კვლევები უარყოფენ ამ შეხედულებას.
2015 წლის 24  მარტს Germanwings აეროპორტის თვითმფრინავი, რომელმაც განახორციელა რეისი 9525 ჩამოვარდა საფრანგეთში ალპებში,  დაიღუპა 144 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. შემდგომ დღეებში ამ შემთხვევის გამოძიებისას, გამოთქვეს მოსაზრება, რომ მეორე პილოტმა ანდრეს ლუბიცმა გამიზნულად გამოუტანა თვითმფრინავს სასიკვდილო განაჩენი.
 როცა გაირკვა, რომ ა.ლუბიცს ჰქონდა დეპრესია, ზოგიერთს გაუჩნდა კითხვა შეიძლება თუ არა ისეთი პილოტების დაშვება რეისის განსახორციელებლად, რომელთაც აღენიშნებათ ანალოგიური ფსიქიკური სიმპტომები. ამის საპასუხოდ მოეწყო აქცია, რომლის მიზანიც იყო, შეეწყვიტათ  ფსიქიკურად არაჯანსაღი პირების დისკრიმინაცია( Time to Change),  ეს აქცია მოაწყო საქველმოქმედო ორგანიზაციამ Mind and Rethink Mental Illness. განცხადება რომელიც მათ წარუდგინეს საზოგადოებას მდგომარეობდა იმაში, რომ მათ არ ჩაეთვალათ აპრიორი, რომ ადამიანები რომლებსაც აქვთ დეპრესია აუცილებლად მოიქცევიან ისევე როგორ ა.ლუბიცი.
საქველმოქმედო ორგანიზაციის შიდა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასეთი სახის გაფრთხილება უმეტესად პრევალირებს საზოგადოებრივ ცნობიერებასთან. მათი თქმით  გამოკითხულთა მესამედი თვლის, რომ ადამიანები რომელთაც აღენიშნებათ ფსიქიკური  პრობლემა, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ძალადობრივი ქმედებისკენ.
ძალადობრივი დანაშაულის სტატისტიკა ქმნის განსხვავებულ სურათს, ერთ-ერთი კვლევის შედეგებიდან გამოვლინდა, რომ  ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლთა მხოლოდ 1% ფიქრობდა რომ მოძალადეს ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა.
საფრანგეთში ალპებში მომხდარმა შემთხვევამ შეიძლება შექმნას ახალი სტიგმა ფსიქიკური აშლილობის შესახებ, პარანოიის და შიშის გაძლიერება, იმ იდეის განვითარება, რომ ფსიქიკურად დაავადებულები არისნ ყველაზე საშიში  და გაიძვერა შეშლილი  არსებები ცუდი ტრილერებიდან. ეს ძალიან ცუდია ყველა ჩვენგანისთვის, რადგან არც ერთი ჩვენგანი არაა დაზღვეული დეპრესიისგან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ფსიქიკურ აშლილობებს შორის.  დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ 5 ადამიანს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ  მაინც აღენიშნება რომელიმე ფსიქიკური აშლილობა. დეპრესია, ფსიქოზი, კვებითი აშლილობა, პანიკური შეტევა ან გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა. ჩვენ არ ვართ დაზღვეულნი ამისგან.
ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანები რომლებიც იტანჯებიან დეპრესიით არ არიან მიდრეკილნი ძალადობისკენ. იმ შემთხვევაში თუ ლუბცინი მართლა იყო დეპრესიაში, მაშინ მისი ქმედება ძალადობამ კი არა სასოწარკვეთილებამ განაპირობა. დეპრესიაში მყოფი ადამიანის სულიერი ტკივილი იმდენად დიდია, რომ  ამ ტკივილისგან გათავისუფლების ერთადერთ გზას სიკვდილში პოულობს. ამ დროს სხვის სიცოცხლეს არ ითვალისწინებენ. ასე ფუნქციონირებს დარღვეული  ფსიქიკა.
დიდ ბრიტანეთში ადამიანები, რომელთაც აღენიშნებათ პრობლემა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, 1 წლის განმავლობაში ახორციელებენ 50-დან 70-მდე მკვლელობას, თუმცა ეს რაოდენობა არაფერია იმ 7 მილიონ ადამიანთან, რომელთაც ცხოვრების გარკვეულ პერიოდში აღენიშნებოდათ ფსიქიკური აშლილობები

ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ფსიქოზი
ნაკლებად სავარაუდოა რომ ფსიქიკური დარღვევის მქონე ადამიანები აუცილებლად გახდებიან მკვლელბი. მაგრამ რა ხდება ყოველდღიურ მასობრივ ძალადობასთან მიმართებით?
ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული წყარო არის ნაშრომი-„ ძალადობრივი ქმედების რისკის კვლევა“(Violence Risk Assessment Study), რომელიც მომზადდა 1998 წელს „ მაქარტურის ფონდის“ ("John D. and Catherine T. MacArthur Foundation")მიერ, აშშ-ში.
გამოკითხულთა მესამედზე მეტმა აღნიშნა, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დანაშაულებრივი ქცევისკენ, ვიდრე ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანები.კვლევის დროს 1000-ზე მეტი ადამიანს ამოწმებდნენ ყოველ 10 კვირაში, 1 წლის განმავლობაში, ფსიქოლოგიური ლაბორატორიიდან გამოწერის შემდეგ. მათ ქცევას ადარებდენ იმ ადამიანების ქცევას, რომლებიც ცხოვრობდნენ იმავე რაიონში, მაგრამ არასდროს იყვნენ ფსიქიატრიულში.
საერთო ჯამში აღმოჩნდა, რომ ძალადობრივი ქმედებისკენ მიდრეკილება ამ ორ დაკვირვებად ჯგუფებს შორი არ არის განსხვავებული,  თუ  გამოვრიცხავთ ისეთ შემთხვევებს, სადაც ფიგურირებდა ნარკოტიკის ან ალკოჰოლის მოხმარება.
ყოფილი პაციენტები და „ნორმალური“ ადამიანები იმ კონკრეტული რაიონიდან მიდრეკილნი იყვნენ ძალადობისკენ იმ შემთხვევაში თუ მათ აღენიშნებოდათ მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება, ამასთან გამოჩნდა, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი ალკოჰოლის მოხმარებისკენ, ვიდრე მათი მეზობლები. მაგრამ მხოლოდ ფსიქიკური დაავადების ქონა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი მოიქცეს აგრესიულად.
 ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი ხშირად ასოცირდება ძალადობასთან, მაგ. ფსიქოზი. მაგრამ ასევე ფსიქოზის მქონე ადამიანთა უმრავლესობა არ ავლენს ძალადობრივ ქცევას.  იყო შემთხვევები, როცა ადამიანებს ეგონათ, რომ მათ ცნობიერებას გარედან აკონტროლებდნენ. ადრე მკვლევრები თვლიდნენ, რომ ეს ზრდის ძალადობის გამოვლენის რისკს, მაგრამ ზემოთ აღნიშნულ კვლევა გვაძლევს საფუძველს, დავასკვნათ  რომ ბოდვთი აზრები არ არის ძალადობისკენ მიდრეკილების რისკის ზრდასთნ კავშირში.
თუ კვლევები ამტკიცებენ, რომ არ არის კავშირი ამ ორ ფაქტორს შორის, მაშინ რატომ არის პატიმართა უმეტესობა ფსიქიკურად დაავადებული და თან უმეტეს შემთხვევაში დახმარებასაც არ უწევენ, არ მურნალობენ ?!
ეს მრავალ ფაქტორთანაა კავშირში. თავისუფლების აღკვეთა ზრდის რისკს, რომ დამნაშავე ჩაიდენს დანაშაულს და ამასთან იზრდება ფსიქიკური აშლილობის განვითარების რისკი. როცა ადამიანები ციხეში იმყოფებიან რთულია შეინარჩუნონ სიმშვიდე და კარგი გუნებ-განწყობილება. ასე რომ, რთულია ამ ფაქტორების ცალკე განხილვა. მათ ვინც დეტალურად შეისწავლა ეს პრობლემა გამოაქვეყნა სტატისტიკური შედეგები რომლებიც უარყოფენ დაშვებას, რომ ციხეში მყოფი დამნაშავეების მიერ დანაშაულის ჩადენა განპირობებული იყო ფსიქიკური დარღვევით.
თუმცა, იგივე არ ითქმის მავნე ნვთიერებების მოხმარებაზე, ამ ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს ციხის სტატისტიკაზე. ჯერ კიდევ 1988 წელს ჩაატარეს კვლევა, რომლის ავტორებმა გაანალიზეს ფსიქიკური აშლილობის მქონე პატიმართა მდგომარეობა. ის ვინც ალკოჰოლსა ან ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული აღენისნებოდა აგრესიის მარალი ხარისხი.

ლოგიკა და ყურადღება
თუ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები საერთო ჯამში იშვიათად ავლენენ ძალადობრივ ქმედებას  საზოგადოების მიმართ, მაშინ როგორ აიხსნება პაციენტებს მხრიდან გამოვლენილი ძალადობა, რომლის მსხვერპლიც ხდება საავადმყოფოს პერსონალი ფსიქიატრიულის დახურულ სივრცეში?
მეცნიერთა გამოთვლით, აშშ-ში უმცროს ექიმთა 40-50%-ი, რომლებიც გადიოდნენ კლინიკურ პრაქტიკას 4 კურსიანი სწავლების პერიოდში ფსიქიატრიის განხრით, იყვნენ თავდასხმის მსხვერპლნი.
ერთ-ერთმა საინტერესო  კვლევამ, რომელიც ჩატარდა ინგლისში, აჩვენა, რომ ასეთი თავდასხმები, რეალურად არ ჩნდება მიზეზის გარეშე. მკვლევრებმა გამოკითხეს მედდები და პაციენტები ინციდენტის მე-3 დღეს და აღმოჩნდა რომ ძალადობა ვლინდება მას შემდეგ, რაც მომვლელმა უთხრა პაციენტს გაეკეთებინა ის რისი კეთებაც მას არ სურდა. სხვა სიტყვებით, თავდასხმა იყო პროვოცირებული  გაღიზიანებით, წყენით და არა პაციენტის  ფსიქიკური დაავადებით. კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტთა ძალიან მცირე ნაწილი იქცეოდა აგრესიულად ყველანაირი წინარე გამღიზიანებელი ფაქტორის გარეშე. ზუსტად ვერ გავიგებთ რეაგირებს თუ არა ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ანალოგიურად, ვინაიდან ეს ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. წარმატებული მცდელობა აგრესიის შესამცირებლად აჩვენებს, რომ აგრესია არ არის აუცილებლად დაავადების შედეგი, გარემოც დიდ როლს ასრულებს. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა რომ ძალადობა უმეტესად აღინიშნება  თუ გარშემო ხმაურია, უსიამოვნებაა. ამასთან შემთხვევა უმეტესად ხდება საღამოს ან დილით ადრე. შესაბამისად დღის ამ პერიოდებში უნდა უზრუნველყონ პერსონალის საკმარისი რაოდენობა, რომლებიც  უპასუხებენ პაციენტის კითხვებს.
ჰოლანდიელმა მეცნიერებმა გაატარეს 3 თვე ფსიქიატრიულის პალატაში და შემდეგ საკუთარი ქმედებები და დაკვირვებები შეადარეს იმას თუ რა ხდებოდა ორ სხვა პალატაში, სადაც ყველაფერი ძველებურად რჩებოდა. გარკვეული პირობები, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს ზრდის აგრესიის გამოვლენის რისკს. პალატაში, რომელშიც მუშაობდნენ მეცნიერები, პაციენტებს, რომლებთან თანაცხოვრებაც უწევდათ მეცნიერებს, დაწვრილებით აუხსნეს თუ როგორ იყო ყველაფერი მოწყობილი, რატომ იყო კარი დაკეტილი, როდის შეეძლებოდათ პალატიდან გამოსვლა, როგორ უნდა მოხვდეს ფსიქიატრთან, როცა მორიგეა ესა თუ ის თანამშრომელი.
იდეა იყო ის, რომ შეემცირებინათ, რამდენადაც შესაძლებელი იყო, გამღიზიანებელის და გაურკვევლობის არსებობა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ასეთმა მიდგომამ ნამდვილად შეამცირა ძალადობის გამოვლენის რიცხვი პალატაში. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ იმ სხვა ორ პალატაში ძალადობის გამოვლენის რიცხვი ასევე შემცირდა. მეცნიერებმა დაუშვეს, რომ მარტივ ფიქსაციას აქვს მნიშვნელობა. კვლევამ აიძულა პერსონალს დაფიქრებულიყვნენ თუ როგორ შეუძლიათ გამორიცხონ სიტუაცია რომელმაც შეიძლება მიიყვანოს პაციენტი აგრესიის გამოვლენამდე.
რა თქმა უნდა, არსებობს ხშირი  შემთხვევა, როცა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებას. გარკვულ შემთხვევაში სულიერი დაავადების მდგომარეობა შეიძლება გახდეს დამატებითი ფაქტორი. თუმცა ეს არი მითი, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები უფრო სახიფათოები არიან საზოგადოებისთვის, ვიდრე ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანები. (BBC Future.)

მრავალი კვლევის წყალობით, ცნობილია, რომ თავდასხმა უმეტესად დაკავშირებულია აგრესიული ამოფრქვევისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების არადანიშნულებისამებრ მოხმარებასთან. ამას გარდა, დამნაშავეს ყოველთვის ხელთ აქვს ადვილად მისაწვდომი იარაღი. ამის  მიუხედავად, ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველად გადაწყვიტეს შეემოწმებინათ არის თუ არა კავშირი ფსიქიკურ გადახრასა და ძალადობრივ ქმედებას შორის. ამისთვის მათ დაწვრილებით შეისწავლეს 305 დანაშაულის ისტორია.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ფსიქოზს იშვიათად მოჰყვება ძალადობრივი ქმედება- ეს თქვეს კვლევის ავტორებმა, კლინიკური ფსიქოლოგი J. Skeem კალიფოორნიის უნივერსიტეტიდან ბერკლში.
ჯ.სქიმმა(J.Skeem) და მისმა კოლეგებმა ვირჯინიისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებიდან განიხილეს ყველაზე საშიში პაციენტების ისტორიებ, რომლებიც შესწავლილი იყო 1998 წელს  მაქარტურის კვლევის ჩარჩოში, რომელიც აფასებდა ძალადობრივი დანაშაულის რისკს. ამ სამუშაუში გაანალიზდა 1100 დამნაშავეზე მეტი, რომლებიც იმ მომენტისთვის უკვე გამოწერილნი იყვნენ ფსიქიატრიულიდან.
ავტორებს უფრო მეტად აინტერესებდათ 100 პაციენტისგან შემდგარი ქვეჯგუფი, რომელთაც ჩაიდინეს ორი ან მეტი თავდასხმა გამოწერიდან 1 წლის განმავლობაში, აუცილებელი იყო მათი ფსიქიკური მდგომარეობის გაგება დანაშაულის ჩადენის დროს.
ძალადობრივ ქმედებად ითვლებოდა: ფიზიკური დაზიანების მიყენება, გაუპატიურება,  თავდასხმა იარაღით ან მისი გამოყენების მუქარით. პაციენტებს აღენიშნებოდათ შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა და დეპრესია. მკვლევრებმა არა მარტო შეისწავლეს დოკუმენტები, არამედ პირადადაც გაესაუბრნენ პაციენტებს, რათა უკეთ გაეგოთ მათი ფიქრების და განცდების შესახებ უშუალოდ თავდასხმის წინ. დამატებით გამოკითხეს მათი მეგობრები და ნათესავები. აღმოჩნდა, რომ ძალადობრივი ქმედების მხოლოდ 12% იყო ჩადენილი დაავადების შეტევის შემდეგ. თუ ამავე პიროვნებამ ჩაიდინა სხვა დანაშაულიც , ჩვეულებრივ ეს უკვე ხდება არა დაავადების გავლენის გამო.
ფსიქიატრებმა ივარაუდეს, რომ მასობრივი დახვრეტის და სხვა მსგავსი დანაშაულთა რიცხვი საზოგადოებში ზრდის სიფრთხილეს ფსიქიკურად არაჯანსაღი პირებისადმი, რომლებიც ამის გამო იძულებულნი  არიან დამალონ თვისი დაავადება და არ მიმართავენ დახმარებას.
ასევე  გამოქვეყნდა სხვა კვლევები, რომლებმაც აჩვენა რომ ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული 120 000 მკვლელობიდან, რომელიც მოხდა აშშ-ში 2001-2010 წლებში,  მხოლოდ 5%  იყო ჩადენილი ფსიქიკური დაავადების მქონე პირების მიერ. სხვა მხრივ, დაავადებულები გაცილებით უფრო ხშირად, ვიდრე საშუალო სტატისტიკური საზოგადოება, ხდებიან ძალადობრივი დანაშაილის მსხვერპლნი.
” რა თქმა უნდა აუცილებელია ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს გაეწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მაგრამ აუცილებელია არ დაგვავიწყდეს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ხელს უწყობს ძალადობრივი ქმედების განხორციელებას, ასევე  ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების მხრიდან- ბავშობაში ცუდი მოპყრობა, ალკოჰოლის და ნარკოტიკის  ბოროტად გამოყენება“ - აღნიშნავს ჯ. სქიმმა(J. Skeem et al. «Psychosis uncommonly and inconsistently precedes violence among high-risk individuals».Clinical Psychological Science)

მაკარტურის  კვლევითი ჯგუფი
ერთ-ერთი კარგად ცნობილი კვლევა, რომელიც ეხება ფსიქიკური აშლილობის მქონე ინდივიდების პოტენციურ ძალადობრივ ქცევას, შეისწავლა მაკარტურის კვლევითმა ჯგუფმა. (Monahan et al.,2001; Steadman et al., 1998). მკვლევრები აკვირდებონენ ათას ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოწერილ ინდივიდს ერთი წლის განმავლობაში, იმისათვის რომ დაედგინათ თუ რა ხარისხით გამოავლენდნენ აგრესიულ ქცევას.  პაციენტები ასევე შეამოწმეს და გაზომეს მათი  “რისკ ფაქტორები“-134  დაფიქსირდა ჰოსპიტალიზაციის პერიოდში.  ფაქტორები მოიცავდა ისეთ სიტუაციებსაც, როგორებიცაა ძალადობრივი ფიქრები, ბავშვობაში გადატანილი ძალადობა, მშობლების კონფლიქტის სიხშირე ერთმანეთთან და რიცხვი პოზიტიური და ნეგატიური ინდივიდების სოციალურ ქსელში.  მონაცემებმა საშუალება მისცა მაკარტურის მკვლევრებს, რომ შეექნმათ რისკის შემფასებელი, საზომი ინსტრუმენტი The Multiple Iterative Classification Tree (ICT), რომლის საშუალებითაც ქიმები დაბალი, საშუალო და მაღალი რისკ ფაქტორის მქონე ინდივიდების იდენტიფიცირებას მოახდენდნენ. აღსანიშნიშნავია, რომ ამ კვლევაში მონაწილე, გამოწერილი ინდივიდების ნახევარი დაბალი რისკის შემცველ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, მაშინ როდესაც კლინიკაში დარჩენილი პაციენტები საშუალო და მაღალ რისკ-ჯგუფებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არ გამოიკვეთა ერთი კონკრეტული რისკ ფაქტორი, რომელიც იქნებოდა ძალადობის მნიშვნელოვანი პრედიქტორი.  ძალადობისკენ მიდრეკილება რისკ ფაქტორების დაგროვების შედეგია, საიდანაც, ცალკე აღებული,  არც ერთი არ არის აუციელებელი და საკმარისი რომ ინდივიდმა განახორციელოს აგრესიული ქცევა სხვების მიმართ.  (Monahan et al., 2001, p. 142). რომ შევაჯამოთ, კვლევაში  ფსიქიკურ აშლილობასა და ძალადობრივ ქცევას შორის კავშირის შესახებ, გამოიკვეთა შემდეგი დაშვებები:

- წარსულში გადატანილი ფსიქიკური აშლილობა, თუნდაც სერიოზული სახის, არ არის საკმარისი რომ ვიწინასწარმეტყველოთ ძალადობრივი ქცევა.

-ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ყველაზე დიდ კავშირშია ძალადობასთან და სერიოზულ დანაშაულთან არის შიზოფრენია.

-შიზოფრენიის მქონე ინდივიდები, რომლებიც ჩადიან ძალადობრივ დანაშაულს, მიეკუთვნებიან ჰეტეროგენულ, არაერთგვაროვან ჯგუფებს.

-მამაკაცებს,  რომლესაც აღენიშნებათ შიზოფრენია და აქვთ მაღალი ქულები PCL-R ტესტში, აქვთ მზარდი რისკი იმისა რომ გახდნენ  მოძალადეები.

-მამაკაცებს, რომელთაც განუვითარდათ შიზოფრენია და გამოირჩევიან ანტისოციალური ქცევით ადრეული ასაკიდან, ხშირად აღენიშნებათ მუდმივი, მდგრადი  კრიმინალური ქცევის პატერნები.

-ძალადობა დაკავშირებულია სერიოზულ ფსიქიკურ აშლილობასთან , განსაკუთრებით მაშინ თუ ძალადობრივი ქცევის ისტორია აწმყოსაც გულისხმობს.

-მკვლევრებმა შექმნეს და ჩამოაყალიბეს ინსტუმენტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ იმის ალბათობა თუ რამდენად ჩაერთვება ინდივიდი ძალადობრივ ქმედებაში, მაგრამ  არც ერთი ფაქტორი არ აღმოჩნდა ძლიერი პრედიქტორი. ძალადობრივი ქცევა დაგროვებული რისკ ფაქტორების შედეგია და უნიკალურია ნებისმიერი ინდივიდისათვის.

პოლიცია და ფსიქიკური აშლილობა
მე-20 საუკუნის ბოლოს მკვლევრები კონცენტრირდნენ იმ კავშირებზე, რომლებიც არსებობს კანონდამრღვევებსა და ფსიქიკური აშლილობის  მქონე პირებს შორის. ფსიქიატრიულიდან გამოწერილი კრიმინალური ქცევის მქონე პაციენტების შესახებ ძველი ლიტერატურული მიმოხილვა შემეცნებითია (Robkin,1979). რობკინმა დაასკვნა, რომ განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე აგრესიას ეხება, სამართალდამრღვევების მნიშვნელოვანი რიცხვი არის ფსიქიკური დარღვევის მქონე , ვიდრე სხვა, ჩვეულებრივი მოქალაქე. რობკინმა შემოგვთავაზა ამ ფაქტის ორი ახსნა. პირველი, ის პაციენტები, რომელთაც საავადმყოფოში მისვლამდეც ჰქონდათ კანონდარღვევები, იქიდან გამოსვლის შემდეგაც აგრძელებდნენ და ახორციელებდნენ ანტისოციალურ ქცევებს. მეორე, გამოწერის შემდეგ, ის ინდივიდები ახორციელებდნენ სხვებზე თავდასხმებს, რომელთაც ჰქონდათ მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულების ან ანტისოციალური პიროვნული აშლილობის დიაგნოზი. ალკოჰოლიზე და მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულების დიაგნოზი მოთავსებულია ტრადიციული დიაგნოზის პერიფერიულ მხარეს, ვინაიდან ისინი არ ითვლებიან სერიოზულ ან ტიპურ   ფსიქიკურ აშლილობად. კლინიცისტები ანტისოციალური პიროვნული აშლილობის დიაგნოზს სვამდნენ მაშინ, როცა პატიენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით სხვა ვარაუდი არ ჰქონდათ. პატიმრობაში ნამყოფი პაციენტები ძირითადად დიაგნოზირებულები არიან მავნე ნივთიერებებზე დმაოკიდებულებით. დანარჩენი პაციენტების ჯგუფი აღმოჩნდა ნაკლებად საშიში ვიდრე ისინი ვინც მოიაზრებიან ფართო საზოგადოებაში და არ აღენიშნებათ ფსიქიკური აშლილობა (Robkin, 1979, გვ.26)
      მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ პოლიცია უფრო მეტად არის მიდრეკილი, დააპატიმროს ფსიქიკურად არაჯანსაღი პირები (Toplin, 1984). ფსიქოლოგიის კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა იკვლიეს 1382 პოლიციელისა და 2555 მოქალაქის დაპირისპირება და შეაფასეს მოქალაქეების ფსიქოლოგიური სტატუსი, სპეციალური კრიტერიუმების საშუალებით. პოლიციელებმა 506 მოქალაქე განსაზღვრეს, როგორც დამნაშავე და დააპატიმრეს მხოლოდ 148. სტუდენტებმა 506 მოქალაქიდან 30 კლასიფიცირება გააკეთეს და 148 დაპატიმრებული მოიცავდა მათგან 14 ჯგუფს, რომელთაც გააჩნდათ გარკვეული ფსიქიკური დარღვევების სიმპტომები. აქედან გამოვიდა, რომ პოლიციამ 20%-ით მეტი ისეთი ადამიანი დააპატიმრა რომელთაც აღენიშნებოდათ ფისქიკური დარღვევა, ვიდრე ისეთი ადამიანები, რომელთაც ეს დარღვევები არ ჰქონიათ. ბევრ ფსიქიკურად არაჯანსაღ ადამიანს აქვს მიდრეკილება შემაწუხებელი სიმპტომებისკენ, როგორიცაა ვერბალური შეურაცხყოფა, აგრესიული განწყობილება და უპატოვცემულობა. გარკვეული რაოდენობის პილიციელმა ასეთ ტიპის ადამიანები თავშესაფარში წაიყვანა. მოკლედ რომ ვთქვათ, პოლიციელები ვერ ხვდებოდნენ ქცევის მიზეზებს, როდესაც საქმე ეხებოდა ფსიქიკურ აშლილობას, მათ ეგონათ რომ ადამიანს ფსიქიკური პრობლემა კი არ ჰქონდა, უბრალოდ უპატივცემულოდ იქცეოდა.
 ტეპლინის (Teplin) კლასიკური სწავლების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოჩნდა იმასთან დაკავშრებით თუ როგორ უმკლავდება სახალხო კანონი ფსიქიკურად არაჯანსაღ პირებს. პირველ რიგში, პოლიციის აკადემიებში გვთავაზობენ ტრენინგებს, რომლებიც გვეხმარება ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ ფსიქიკურ აშლილობებს  (Fields, 2006). გარკვეულ დასახლებებში პოლიციამ საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა, რომ პოლიციის დანაყოფში დაენიშნა სპეციალურად გაწვრთნილი ოფიცრები, იმისთის რომ ემუშავათ ფსიქიკურად არაჯანსაღ პირებთან (Smith, 2002). მეორეც, დასახლებებში აყალიბებენ სპეციალიზირებულ სასამართლოს, ფსიქიკური ჯანმრთელობის სასამართლოს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ერთმანეთთან დააკავშიროს ციხე და ფსიქიკური აშლილობის მქონე ბრალდებული. იმის მაგივრად, რომ ისინი ჩასვან ციხეში, მათ უნდა ისარგებლონ თავშესაფრით სადაც უმკურნალებენ. მანამ სანამ ამ სპეციალიზირებულ სასამართლოს გამოვიყენებდეთ საჭიროა, რომ ის განვითარდეს და დამტკიცდეს რომ ეფექტურია. საბოლოო ჯამში ის გვთავაზობს კარგ ალტერნატივას, რომელიც ეხება მოკლევადიან დაკავებებს, ციხეს, სასამართლოს, გათავისუფლებას და დაპატიმრებებს, რომელიც განსაზღვრავს ფსიქიკურად არაჯანსაღი ინდივიდების სიცოცხლეს.
ფსიქიკურად არაჯანსაღი მოსახლეობა
დაპატიმრებულებში არსებული ფსიქიკური დარღვევები აღქმულია როგორც კავშირი, დანაშაულსა და პათოლოგიურ ქცევას შორის. მაგრამ გავრცელების ბუნება, ამ მოსახლებას შორის ძნელად განსასაზღვრია, რადგან  სტატისტიკა და აღწერა არის ძალიან ფართო. გარკვეული მონაცემები დაფუძნებულია თვითმოხსენებაზე, გარკვეული კი კლინიკური კვლევის შედეგებზე.
რამდენი ციხის მაცხოვრებელი ან პრობაციონერი არის ფსიქიკურად არაჯანსაღი?
სასამართლოს სტატისტიკის ბიუროს შეფასებით (Ditton, 1999)  1998 წელს აშშ-ს ციხეებში 283,000 მენტალურად არაჯანსაღი დამნაშავე იყო დაკავებული. ამ მიმოხილვაში, მთელი შტატის ციხეებში დაკავებულთა 16 პროცენტი და ადგილობრივ ციხეში დაკავებულთა 7 პროცენტი გამოცხადებული იყო მენტალურად არაჯანსაღ პირად ან აღინიშნა, რომ ღამე გაუთევია ფსიქიატრიულში ან სამკურნალო პროგრამაში მიუღია მონაწილეობა.  დაკავებულთა 75 პროცენტს, რომლებიც იყვნენ მენტალურად არაჯანსაღნი ჰქონდათ მოხდილი სასჯელის ციხეში, სულ მცირე ერთხელ მაინც მათი ამჟამინდელი სასჯელის წინ, აქედან გამომდინარე აღინიშნება,, რომ მენტალურად არაჯანსაღ პირებს აღენიშნებათ მაღალი რეციდივი. (Ditton, 1999).
 სხვა მკვლევრებმა გამოიკვლიეს, რომ დაკავებულების 10დან -25 მდე პროცენტს ჰქონდა მძიმე ფსიქიკური აშლილობა. (Lamb, Weinberger, Gross, 2004). ძნელია განვსაზღვროთ, თუ რამდენად ეხება ეს პროცენტული მაჩვენებელი ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობას, დამტკიცებულია, რომ 40-დან 80%-მდე დაკავებულს აღენიშნება ეს დიაგნოზი (Steffan, Morgan, 2005). საბოლოოდ, ორივე, მკვლევარებიც და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალებიც, მუშაობენ ციხეებში და აღნიშნავენ რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მკვეთრი ზრდა აღინიშნება. (Ashford, Sales, Reid, 2001).
  მკვლევართა გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ დაკავებულთა შორის იზრდება ფსიქიკური აშლილობები, 5 პროცენტიდან 16 პროცენტამდე არის ფსიქოზი (Teplin, 1990). მაგალითად, ახალგაზრდა მამრობითი სქესის დაკავებულთა შორის ჩიკაგოში აღმოჩნდა რომ 9,5 პროცენტს გამოცდილი ჰქონდა მენტალური აშლილობა: შიზოფრენია, მანია, დეპრესია, ეს შეადარებს ამერიკის მოსახლეობის 4,4 პროცენტს. რობინსმა და რეჯერმა დაადგინეს, რომ დაკავებულთა 6.7 პროცენტი იტანჯებოდა შიზოფრენიით და ეს შეადარეს მოსახლეობის 1,4 პროცენტს. ნიუ-იორკის გამოსასწორებელმა სისტემამ აღნიშნა, რომ მოსახლეობის 8 პროცენტს ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა. საბოლოო ჯამში გაურკვეველია დაკავება არის ფსიქიკური აშლილობის შედეგი თუ ფსიქიკური აშლილობა დაკავების შედეგი.
 1970, 1980 წლებში ამერიკის მასშტაბით ციხეების სისტემაში დაიწყო სამკურნალო ობიექტების ჩანერგვა. იურისდიქციის მიხედვით, ფსიქიკურად აშლილობის მქონე პირს შეეძლო მიეღო სამედიცინო დახმარბა ციხის სხვა  ნაწილში. თუ საჭირო იქნებოდა მათ გადაიყვანდნენ  ციხის იმ ნაწილში, რომელიც სპეციალურად იყო განკუთნილი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის.  ასევე იყო სემთხვევებიც, როცა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირმა ვერ მიიღო საჭირო დახმარება, რადგან ვერ ამოიცნეს მისი აშლილობა.
მოზარდი დამნაშავეები უფრო ხშირად კვალიფიცირდებიან, როგორც მენტალურად არაჯანსაღნი, ვიდრე მოზრდილები. ლინდა ტელპინმა (Linda Teplin, 2000) აღმოაჩინა რომ ჩიკაგოს ახალგაზრდა დროებითი სიმპტომების ცენტრმა შეამოწმა ახალგაზრდები და მათ 2/3-ს ანუ დაახლოებით 1800 ახალგაზრდას მოუვიდა დადებითი პასუხი სულ მცირე ერთ ნარკოტიკზე და მათგან ორი მესამედი დიაგნოზირებული იყო სულ მცირე ერთ მენტალურ აშლილობით. ამ აშლილობათაგან ყველაზე გავრცელებული იყო დეპრესია, რომელიც უფრო მდედრობით სქესში ჭარბობდა. ტეპლინი, რომელიც ცნობილია ჩრდილო-დასავლეთის ახალგარდათა პროექტით ამბბობს, რომ ბევრი ფსიქიკურად არაჯანსაღი ახალგაზრდ იღებს ნარკოტიკს და ალკოჰოლს სკამაოდ ინტენსიურად  დაპატიმრების დროს.
 აშკარაა, რომ ციხეს შეიძლება ჰქონდეს ძალიან ცუდი გავლენა ფსიქიკაზე. ინდივიდს შეიძლება განუვითარდეს ფსიქიკური აშლილობა მას შემდეგ, რაც ინსტიტუციონალიზებული გახდა, რაც შეიძლება აისახოს სტატისტიკაზე. თუმცა, ბევრი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ბევრ დაკავებულს მანამდეც აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა სანამ მას დააკავებდნენ. (Bureau of Justice Assistance, 2000).

რა არის ფსიქიკურად დაავადებული პატიმრების დიაგნოზი?
რთულია ამის განსაზღვრა მაგრამ, ზუსტი კლინიკური დიაგნოზები ასოცირდება ამ ფსიქიურ დაავადებებთან. ბევრ ადამიანზე იქნა დადგენილი ანტისოციალურობის დიაგნოზი. მეორე , ზოგიერთი მონაცემები შეგროვდა თავად პატიმრების დაკითხვით თავიათ ფსიქიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მესამე, ფსიქიატრიული დიაგნოზების საიმედოობა ზოგად მოსახლეობაშიც კი ხშირად საკამათოა. საბოლოოდ, ჩვენ არ ვიცით ფსიქიური დარღვევების გამომჟღავნებაა ციხეში ყოფნის მიზეზი თუ თავად სისტემაში არსებული დარღვევები. მიუხედავად ამისა თუ დარღვევა არსებობს ეს არის პრობლემა.
იმ ხალხთა ქვეჯგუფებზე, რომლებიც გადაიყვანეს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, შიეძლება მათზე შემცირდეს ციხის პარამეტრების ფარგლებში უსაფრთხო მკურნალობის ობიექტების ხელმისაწვდომობა. იმიტომ რომ შტატები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ფსიქიურად დაავადებულ პატიმრებთან მოპყრობასა და გადაყვანაში რადგან ძნელია ზოგადი ნიმუშების, დარღვევებისა და გადაადგილების გარემოებების განსაზღვრა. თუმცა 1980 წელს ამერიკაში უზენაესმა სასამართლომ დაადგინა რომ  პატიმრების გადაყვანა ფსიქიურ ჯანმრთელობის საავადმყოფოებში მოითხოვს  მინიმუმ ადმინისტრაციულ მოსმენას რათა დადგინდეს არის თუ არა ამ სახის ტრანსფერი საჭირო ( Vitek v. Jones ,1980 ). პატიმარს უფლება აქვს მოითხოვოს გადაყვანა და ასევე უფლება აქვს ჰქონდეს ლეგალური იურიდიული დახმარება. უზენაესმა სასამართლომ ცნო განსაკუთრებული როლი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებისა და სტიგმა რომელსაც ხშირად თან ახლავს ვალდებულებები (Churgin , 1983). უფრო მეტიც, ფსიქიკურ დაწესებულებებში გადაყვანა მხოლოდ იძულებით მკურნალობასა და მოპყრობას არ გულისხმობს.  მიუხედავად ამისა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ფსიქიურ დაწესებულებებში გადაყვანა ან ციხის ფსიქიურ საავადმყოფოებში არ არის ხშირად მოთხოვნადი მიუხედავად იმისა რომ ვიტეკის მიერ ხდება ამგვარი პატიმრების დაცვა ( Cohen.1998) . კოჰენი ამბობს რომ პატიმრებს გადაყვანაზე მეტად საავადმყოფოში დაგვიანებული მკურნალობა აღიზიანებთ.
საბოლოოდ ნათელია რომ ციხეებში დღესდღეობით ფსიქიურად დაავადებული პატიმრების რიცხვი იზრდება და მათი  პრობლემების ესკალაცია მოხდება თუ საკმარის ყურადღებას არ მივაქცევთ .

რისკის საშიშროებები და შეფასება.
ბევრ მაგრამ არა ყველა სიტუაციაში სასამართლო და სხვა კრიმინალური სამართლის აგენტები კონცენტრირებულნი არიან იმაზე იყო თუ არა ფსიქიური ინდივიდი სახიფათო სოციუმისთვის.
საშიშროების შინაარსი შეიცავს ბევრ რამეს კრიმინალური კანონებიდან და სამოქალაქო სამართლიდანაც. სახიფათო ქცევის განსაზღვრას თავიანთ თავზე იღებენ საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლოები და ექიმები.  ყველა შტატი და ყველა სასამართლო ცნობს რომ სახიფათოა ქცევა არის რომელიც არის ფიზიკური ტრავმის შედეგი. ისინი იწყებენ განსხვავებების ძებნას თუ როდის არის ჩართული ქცევები რომლებსაც მივყავართ ქონების დაზიანებამდე ან ფსიქოლოგიურ ტრავმამდე. ზოგიერთმა სასამართლომ დაადგინა რომ ასეთ ქცევას შეუძლია გამოიწვიოს გამოუსწორებელი ემოციური ზიანი. მათ დაასკვნეს რომ საფრთხე ფსიქოლოგიური ტრავმისა არის  იგივე მუქარა სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე დამუქრება (Development in the law, 1974, p. 1237 ) . ფსიქოლოგიური დაზიანების ამ ფორმამ აიძულა ბევრი შტატის საკანონმდებლო ორგანოები რომ შემოეღოთ განსაკუთრებული კანონები.
სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით რომ ეს საშიშროებები პირველ რიგში ძალადობრივ ქცევებთან არის გამოყენებული. ბრალდებულებს რომლებსაც ბრალი ედებათ ძალადობრივ დანაშაულებებში ზოგჯერ ერთმევათ გირაოთი თავის გამოსყიდვის უფლება რათა სოციუმს აარიდონ მსგავსი ტიპის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ დიდი ზიანი მიაყენონ მათ და ჩაიდინონ უფრო მეტი დანაშაული.

რისკის შეფასება
ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებში არის რწმენა რომ შესაძლებელია ვივარაუდოთ ინდივიდის დანაშაულებრივი ქცევა. თუმცა ზოგ ექიმს სჯერა რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ მაღალი ხარისხის ნდობით თუმცაღა უმრავლესობა ამ შესაძლებლობების შესახებ ბევრად უფრო ნეგატიურადაა განწყობილი. 1990 იანი წლებიდან კვლევებსა და პროფესიონალურ ლიტერატურაში უფრო და უფრო მეტად შემოდის ტერმინი „რისკის  შეფასება“ ვიდრე საშიშროების წინასწარმეტყველება. რისკის შეფასება გვთავაზობს  რომ ექიმები და მკვლევარები არიან ადამიანები რომლებიც ყველაზე მეტად ფლობენ ინდივიდის შეფასების ალბათობას, ასევე ინდივიდების ჯგუფისა.
დაპირისპირებების უნარის გადაჭარბება უკვე დიდი ხანია რაც მიმდინარეობს. გასაკვირი არაა რომ ეს ხშირად გაჟღენთილია მაღალი პოპულარობის მქონე ინციდენტებით. 1966 წლის აგვისტოში ჩარლზ ვიტმანმა  ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტმა მოკლა მისი მეუღლე და თავისი დედა. ცოტახნის შემდეგ მან თავისი არსენალი გაიტანა სადამკვირებლო მოედანზე საიდანაც ავიდა უნივერსიტეტის კოშკზე რომელიც 307 ფუტის სიმაღლეზეა განთავსებული. იქ მას ჰქონდა დატენილი იარაღი და კოშკიდან ესროდა ხალხს რომლებიც სადამკვირვებლო მოედანზე იყვნენ. ვიტმანი ესროდა 44 მსხვერპლს საიდანაც 14 ადამიანი მოკლა, სროლა გრძელდებოდა მანამ სანამ პოლიციის ოფიცერი და ერთ ერთი რიგითი მოქალაქე არ ავიდნენ კოშკზე და ეს ტრაგედია ვიტმანის სიკვდილით არ დაასრულეს.
გამოძიებამ აჩვენა რომ 25 წლის ვიტმანი იმყოფებოდა ფსიქიატრთან ინციდენტამდე 5 თვით ადრე და 2 საათიანი ინტერვიუს განმავლობაში ის აღწერდა დაუოკებელ ძალადობრივ იმპულსებს და დიდ შიშს იმისას რომ მას ამის გაკონტროლება არ შეეძლო. მან ასევე გამოავლინა მყარი საჭიროება იმისა რომ ასულიყო კოშკზე და ირემზე სანადირო თოფით ესროლა ხალხისათვის. ვიტმანი მეტჯერ აღარ დაბრუნებულა დამატებითი კონსულტაციებისათვის. მიუხედავად ამისა როდესაც ეს ამბავი გავრცელდა(ვიტმანის ვიზიტი და ამბები ფსიქიატრთან) ამას მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი ხალხისაგან და ბევრი კითხვები იმის შესახებ თუ რატომ არ მიმართა ამ ფსიქიატრმა შესაბამის სამსახურებს. იგივე კითხვები ისმებოდა როდესაც პუბლიკამ გაიგო რომ ჯეიმს ჰაბერტი რომელმაც მოკლა 22 სწრაგი კვების რესტორნის თანამშრომელი 1984 წლის ზაფხულში. ისევე როგორც ვიტმანი, ჯეიმსსაც ჰქონდა კონტაქტი ფსიქიატრიულ კლინიკასთან. ჰაბერტის საქმეში სოციალური მუშაკები ამაოდ ცდილობდნენ რომ აღედგინათ მისი სატელეფონო ზარები.

ტარასოვის საქმე
ერთ-ერთი გახმაურებული საქმე შეეხება კალიფორნია-ბერკლის უნივერსიტეტის კლინიკის ამბულატორიულ პაციენტს, რომელმაც  ფსიქიატრს გაუმხილა თავისი ფანტაზიები იმის შესახებ, რომ სურდა რამენაირად ევნო ან საერთოდ მოეკლა ქალი  რომელიც გაიცნო ცეკვებზე. ფსიქიატრი უფრო მეტად შეშფოთდა მაშინ, როცა ამ პაციენტის ერთ-ერთი მეგობრისგან შეიტყო, რომ იგი აპირებდა იარღის შეძენას. როცა პაციენტმა თერაპია შეწყვიტა, კლინიკამ ოფიციალურად მოითხოვა სამართალ დამცავებისგან ამ პიროვნების ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანა.  პოლიციამ გამოიძია ეს საქმე დაკითხა პაციენტი და გააფრთხილა, რომ იმ კოკრეტული ქალისგან თავი შორს დაეჭირა, თუმცა არ შეასრულა კლინიკის მოთხოვნა. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ კალიფორნიის ახალი კანონი სამოქალაქო ვალდებულებების შესახებ რთული ასახსნელი იყო. ორი თვის შემდეგ, პაციენტმა, Proseniit Poddar, მოკლა ტაწიანა ტარასოვა, დანის დარტყმით, ამავე დროს მას თან ჰქონდა ახლად შეძენილი იარაღი. მას ბრალი დასდეს პირველი ხარისხის მკვლელობაში ( განზრახ მკვლელობა). ტარასოვის ოჯახმა დაადანაშაულა უნივერსიტეტის კლინიკა, ისინი ამტკიცებდნენ რომ ფსიქიატრმა უყურადღებოდ დატოვა საქმე და არ გააფრთხილა არც  ახალგაზრდა ქალი და არც მათი ოჯახი მოსალოდნელი საფრთხის შეახებ.
ტარასოვის საქმე ნაცნობია ყველა კლინიცისტისთვის, ეს პირდაპირ შეეხება თერაპევტის მოვალეობას გააფრთხილოს მესამე პირი მისი კლიენტისგან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. თავდაპირველად, კალიფორნიის უზენაესმა მოსამართლემ დაადგინა, რომ თერაპევტს აქვს ინდივიდის გაფრთხილების ვალდებულება, იმ შემთხვევაში თუ იგი აღმოაჩენს, რომ მისი პაციენტი  სერიოზულად სახიფათოა იმ კონკრეტული  ინდივიდისთვის (tar74). ორი წლის შემდეგ (tarasoff v. Regents, 1976) სასამართლომ განსაზღვრა ეს როლი როგორც დაცვის ვალდებულება. ეს გულისხმობს, რომ არ არის საჭირო თერაპევტმა პირდაპირ გააფრთხილოს ინდივიდი, მაგრამ იგი ვალდებულია მიმართოს სხვადასხვა გზებს ამ ინდივიდის საფრთხისგან დასაცავად. კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა სხვა რამდენიმე შტატმა, მაგრამ ზოგიერთმა უარყო ეს დოქტრინა. 1980-იან წლებში ეს დოქტრინა იყო ფართოდ მიღებული, თუმცა 1990-იანი წლებისთვის იგი ერთობლივად უარყვეს, ზოგმა კი მკაცრად შეზღუდა (Felthous, 2001). მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა კანონი გაფრთხილება/დაცვის ვალდებულების შესახებ, ბევრი პრაქტიკოსისთვის ტარასოვის საქმე ინტერპრეტირებულია, როგორც სტანდარტული პრაქტიკა, რწმენა, რომ კლინიცისტს აქვს პროფესიული ვალდებულება, დაიცვას იდენტიფიცირებული პოტენციური მსხვერპლი. (e.g, Litwack & Shlesinger, 1999)
იმ სასამართლოებს, რომლებმაც მიიღეს გაფრთხილება/დაცვის ვალდებულების კანონი, სჯეროდათ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალებს საკმაოდ ზუსტად შეუძლიათ იმის პროგნოზირება ვინ არის ან იქნება სახიფათო და ვინ არა. დიდი ხნის განმავლობაში კანონი ეყრდნობოდა საფრთხის პროგნოზს , ეს იყო მე-17 საუკუნეში ( Morris & Miller, 1985). დღესდღეობით, მკვლევრებს და კლინიცისტებს ძალიან უჭირთ ზუსტად დაადგინონ საფრთხის ხარისხი და მისი გამოვლენის ალბათობა.
ამ საკითხის განხილვის შემდეგ, სასამართლო ხშირად მიმართავს ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის პროფესიებს. იმისდა მიუხედავად, რომ ამ პროფესიის ბევრმა წარმომადგენელმა უარყო დაშვება, რომ საფრთხის პროგნოზირება შესაძლებელია. ამის ნაცვლად, საუკეთესოს შემთხვევაში, მათ  შეუძლიათ შესთავაზონ ინდივიდთან დაკავშირებული ცნობილი ფაქტორები, რომელსაც უმეტესად საფუძვლად ედება დიდი ჯგუფებიდან მიღებული ინფორმაცია . ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში თავს არიდებენ  პროგნოზირების ტერმინის გამოყენებას იგი ჩანაცვლებულია რისკის შეფასებით. ტერმინოლოგიის მიუხედავად ნათელია, რომ ზოგიერთი შეფასების/პროგნოზირების მცდელობა შეაფასოს  ინდივიდის მიერ დანაშაულის განხორციელებასთან ალბათობა  გარანტირებული.
ნაკლებ საეჭვოა, რომ ადამიანი რომელიც იყო მოძალადე წარსულში და გეგმავს სხვა ადამიანისთვის სიტყვით ან ქცევით სერიოზული ზიანის მიყენებას არის სახიფათო. თუ ადამიანს აქვს ჩადენილი მკვლელობათა სერია, დასახიჩრებები ან გაუპატიურება და ვინც ადასტურებს, რომ გეგმავს სხვა მსგავსი რამის ჩადენას არის  სახიფათო ინდივიდი. თუ ადამიანს ისტორიაში არ აღინიშნება ძალადობის ან სხვისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, სიტუაცია ხდება უფრო პრობლემური. ასევე თუ ადამიანი წარსულში რაღაც პერიოდი იყო მოძალადე, მაგრამ  ბოლო პერიოდში არ გამოუვლენია არანაირი ძალადობრივი ქცევა, ეს სიტუაციაც პრობლემურია. ამ კონტექსტში კლინიცისტებს ძალიან უჭირთ დაადგინონ თუ ვინ არის სახიფათო და ვინ არა. სწორედ ამიტომ გამოყოფილია „რისკ ფაქტორება“, რომლებიც შესაძლებლობას იძლება განვსაზღვროთ აგრესიული ქცევის გამოვლენის ალბათობა. რისკის შეფასება არის ყველაზე რთული და საკამათო საკითხი მთელ კრიმინალურ ფსიქოლოგიაში ( Borum, 1996). მრავალი მკვლევარი და მეცნიერი (e.g., Steadman et al., 1993) მიიჩნევდა მას მნიშვნელოვან საკითხად, როგორც კრიმინალურ ისე სამოქალო საქმეში მთელი მსოფლიოს მაშტაბით. კლინიცისტები, რომლებიც ჩართულნი არიან რისკის შეფასებაში, იყენებენ სხვადასხვა სახის მეთოდებს/ინსტრუმენტებს. დამატებით, კლინიკური ინტერვიუირებისას, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრაქტიკოსებს ხშირად ურჩევნ გაითვალისწინონ ფონური ფაქტორები. სანამ დავიწყებთ ინსტრუმენტების განხილვას უკეთესი იქნება, გავითვალისწინოთ კონცეპტუალური ფაქტორები, რომელიც უკავშირდება პროგნოზს.
ცოტა ხნის წინ, ფსიქოლოგიური კვლევების ლიტერატურაში კონსისტენტურად აღინიშნებოდა, რომ  კლინიცისტებს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საფრთხის სიმძიმე, რომელიც შეიძლება ინდივიდმა გამოიწვიოს ან  ზუსტად  იწინასწარმეტყველოს  საფრთხის გამოვლენის შესაძლებლობა. ეს ყოველივე შეიძლება შეჯამდეს ალან სტოუნის (1975, p.33) სიტყვებით რომელმაც დაწერა შემდეგი :
,,მუშაობა შეიძლება დავიწყოთ, ჩემ მიერ, სახიფათო ქცევის პროგნოზირების შესახებ განხილული სტატიის საფუძველზე, დასკვნა არის ის, რომ ვერც ობიექტური აქტუალური ცხრილი, ვერც ფსიქიატრიული ინტუიცია, დიაგნოსტიკა და ფსიქიკური ტესტირება, ვერ მიაღწევს წარმატებას, როცა საქმე აქვთ ფსიქიატრიული საავადმყოფოში მცხოვრებ საზოგადოებასთან.პროგნოზირების წარმატება, რომელიც შეესაბამება იურიდიულ გადაწყვეტილებას შეგვიძლია განვიხილოთ სამ დონეზე, ზრდის სიზუსტით: მტკიცებულებების აღმოჩენა,51% წარმატება; ნათელი და დამაჯერებელი მტკიცებულება, წარმატების 75%; რაციონალურ ეჭვს მიღმა, არანაკლებ 90% წარმატებული“.
სტოუნი ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებმა ვერ შეძლეს საშიში ქცევის)პროგნოზირება.  ფსიქოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს ნათელი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ არც ფსიქიატრს და არც სხვა ვინმეს აქვს შესაძლებლობა იწინასწარმეტყველოს საფრთხის სწორად გამოვლენა( cocozza, stedman, 1976).
ახალმა კვლევებმა, პროგნოზირების შესახებ  აჩვენა, რომ  კლინიცისტებს აქვთ მკაცრი ტენდენცია გადააფასონ იმ მახასიათებლის/შაბლონის საშიშროება, რომლებიც დამახასიათებელია, როგორც კრიმინალ დამნაშაავეებისთვის ისე ფსიქიკური აშლილობის მქონე ინდივიდებისთვის ( Monahan, 1981, 1984). სულ მცირე, ყველაზე დახვეწილმა პროგნოზირების კვლევამ გამოავლინა 60%-დან 70%-მდე მცდარი დადებითობა (ადამიანები ვისზეც იწინასწარმეტყველეს, რომ იყვნენ საშიშნი, მაგრამ მათ არ გამოუვლენიათ არანაირი დამაზიანებელი ქცევა) (Kozol, Boucher, & Garofalo, 1972; Rubin, 1972; Wenk, Robison, & Smith, 1972). 10 წლის შემდეგ იკვლიეს გასამართლებული მამრობითი სქესის დამნაშავეები, უმეტესად სქესობრივი  დამანაშვეები (Kozol, Boucher, & Garofalo, 1972), ყოველი სამიდან ორი ადამიანი რომელზეც იწინასწარმეტყველეს რო იქნებოდა სახიფათო, გამოვლინდა მცდარი დადებითობა, იმისდა მიუხედავად, რომ ეს წინასწარმეტყველება ეყრდნობოდა  ვრცელ ფონურ მონაცემებს და ფსიქიატრიულ კლინიკაში ინდივიდუალური  გამოკვლევის შედეგებს. უფრო მეტიც, კვლევის დაგეგმვისას გარკვეული ხარვეზების გამო, ზუსტი პროგნოზირების შანსი უფრო იხრებოდა მკვლევარების მხარეს (Dix, 1980; Monahan, 1976; Steadman, 1976).
1970-იან წლებში ჩატარებული კვლევებმა, რომელიც მიმართული იყო ფსიქიკური კლინიკიდან გამოშვებულ ინდივიდებზე, დაასკვნა პროგნოზირების შეუძლებლობა. სტიდმენი (Steadman) მიყვა პაციენტებს, რომლებიც გამოუშვეს ნიუ-იორკის ჰოსპიტალიდან, ლენდმარკის აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს ბაქსტრომ ვ. ჰეროლდის (Baxstrom v. Herold,1966) საქმის  შემდეგ. ეს ბაქსტრომის პაციენტები პირველად იყვნენ გასამართლებულნი და გადაიყვანეს საზოგადოებრივ ფსიქიკურ დაწესებულებაში, სასჯელის დროის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე. ბაქსტრომის პაციენტების უმეტესობა იყო შავკანიანი, დაბალი სოციალურ-ეკონომიური ფენის წარმომადგენელი, საშუალო ასაკის მამაკაცი. ასევე უმეტესობას ჰქონდა წინა დაკავების ისტორიები და ბევრი დანაშაულებრივი განაჩენი, აქედან მხოლოდ 58  პაციენტს ჰქონდა ჩადნილი ძალადობრივი დანაშაული (Steadman, 1976). საშუალოდ 14 წლის განმავლობაში იყვნენ ინსტიტუციონალიზებულნი. ბაქსტრომის გადაწყეტილებით, უზენაესმა მოსამართლემ აღნიშნა, რომ როგორც ყველა სხვა ადამიანს, რომელიც აკითხავს საზოგადოებრივ ფსიქიატრიულ კლინიკას, პატიმრებსაც აქვთ უფლება გაიგონ არიან თუ არა ფსიქიკური აშლილობის მქონენი და საშიშნი. ამის შედეგად ბევრი გაათავისუფლეს, იმისდა მიუხედავად, რომ კლინიცისტებმა აღნიშნეს მათი საფრთხიანობა.
ბაქსტრომის პაციენტები განიხილებოდნენ, როგორც ნიუ-იორკის ყველაზე საშიში ფსიქიკური პაციენტები, მაგრამ შემდგომში მონაცემებმა აჩვენა, რომ პროგნოზი იყო მცდარად დადებითი ( Monahan, 1976). სტიდმანმა და ქოქოზამ იკვლიეს 85 პაციენტი და აღმოაჩინეს, რომ მათი 20% ისევ დააკავეს, მაგრამ მათგან  მხოლოდ 7% იყო გასამართლებული და ისიც ნაკლებად მძიმე  დანაშაულის გამო, როგორიცაა უსახლკაროდ ხეტიალი, სიმთვრალე. ორივე კვლევამ გამოავლინა, რომ ძალიან საშიში პაციენტების 20% თავს ესხმოდა სხვებს შემდგომი 4 წლის განმავლობაში. რაც უფრო პატარა იყო პაციენტი მით უფრო სავარაუდო იყო, რომ იგი გამოავლენდა აგრესიულ ქცევას. იურიდიული რისკის სკალის გამოყენებისასაც კი, ოთხი კრიმინალური ფონის მახასიათებლის გაზომვისას, აღმოჩნდა ორი მცდარი დადებითი ყოველ ერთ პაციენტზე, რომელიც პროგნოზირებული იყო, როგორც აგრესიული/მოძალადე, ეს კიდე გამოკვეთს კლინიკური პროგნოზის  უზუსტობას.
მსგავს კვლევით პროექტში, ტორნბერმა და ჯეიკობმა (Thornberry and jacoby, 1979) იკვლიეს ფსიქიკური აშლილობს მქონე დამნაშავეების ჯგუფი პენსილვანიაში, რომლებიც კრიმინალურიდან გადაიყვანეს საზოგადოებრივ ფსიქიკურ ჰოსპიტალში. ამ პაციენტებს ჰქონდათ აღსანიშნავი  ფსიქიკური პრობლემების და კრიმინალური დანაშაულის ისტორია. მათი 43% ადრეც იყო ჰოსპიტალიზებული და 90%-ს დაუსვეს ფსიქოზის დიაგნოზი. 80% იყო წინასწარ პატიმრობაში, 64% იყო ციხეში და 39%-ს  ჰქოდა ჩადენილი 5 ან მეტი დანაშაული. სანამ სასამართლო გამოიტანდა დასკვნას მათი გადაფასების შესახებ, მანამ ისინი იყვნენ ინსტიტუციონალიზებულნი (Dixon v. Attorney General of the Commonweather of Pennsylvania, 1971), რადგან სახიფათოდ ითვლებოდნენ.
ტორნბერმა და ჯეიკობმა (Thornberry and jacoby, 1979) დაადგინეს, რომ მას შემდეგ რაც სასამართლომ ბრძანა დამნაშსავეთა გადაყვანა საზოგადოებრივ და ნაკლებად დაცულ ჰოსპიტალში, ჰოსპიტალის დადგენილებით,  გადაყვანილთა მხოლოდ 19% იყო ჩარეული რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებაში. პაციენტთა 2/3 გამოწერეს საავადმყოფოდან გადმოყვანიდან 9 თვის განმავლობაში. მომდევნო 4 წლის გამ,ავლობაში, დაახლოებით 24 % დააკავეს, მათგან მხოლოდ ½ იყო დაკავებული ძალადობრივი დანაშაულისთვის. საერთო ჯამში, მცდარი დადებითობის შემთხვევა- როცა კლინიკა იწინასწარმეტყველებს, რომ ინდივიდი გამოავლენს  დამაზიანებელ და ძალადობრივ ქცევას და არ გამოვლინდება- იყო 67%, ანუ ორი ყოველი სამი პროგნოზირებულიდან.
ასევე ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ზემოთ მოყვანილ კლასიკურ კვლევებზე, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას  რომ სხვა კვლევები, რომლებიც 1970-იან წლებში ჩატარდა მხარს უჭერდა ამ დასკვნებს ( e.g.,  Kozol, Boucher, & Garofalo, 1972; Rubin, 1972; Wenk, Robison, & Smith, 1972). ლიტერატურის ანალიზმა საშუალება მისცა მეცნიერებს დაესკვნათ,  რომ საფრთხის გამოვლინების პროგნოზირებისას, ფარდობა მცდარ დადებითსა და ჭეშმარიტ დადებითს შორის იყო 2/1 ზე ( Monahan, 1988; Wettstein, 1984).
თანაფარდობა მცდარ დადებითსა და ჭეშმარიტ დადებითს შორის  იმსახურებს ყურადღებას. მცდარი დადებითით აღვწერთ იმ ინდივიდებს, რომლებიც განისაზღვრებიან, როგორც  საშიშები(დადებითი), მაგრამ რეალურად არ არიან შემჩნეულნი სახიფათო ქცევაში პატიმრობიდან გამოსვლის შემდგ გარკვეულ პერიოდში(უარყოფითი). ჭეშმარიტი დადებითები  არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ პროგნოზირებულნი, როგორც დამნაშავეები(დადებითი), რომლებიც შემჩნეულნი იყვნენ შემდგომ განხორციელებულ დამაზიანებელ ქცევაში (ჭეშმარიტი). დავუშვათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ინდივიდთა 10% არის სახიფათო, თუ მათი გათავისუფლებიდან 2 წლის განმავლობაში, 6 შემჩნეული იქნება დამაზიანებელ ქცევაში გამოდის, რომ 60% ჩაითვლება ჭეშმარიტ დადებითად, ხოლო 40% მცდარ დადებითად. სხვა მხრივ, ჯგუფმა შეიძლება იწინასწარმეტყველოს, რომ 10 ადამიანი არ იმონაწილევბს ძალადობრივ ქცევაში  (ნეგატიური), თუ რომელიმე მათგანი იმონაწილევებს მათ აღნიშნავენ როგორც მცდარ ნეგატიურს. ჭეშმარიტი ნეგატიური კი არის ის ვისგანაც ისედაც არ მოელოდნენ დანაშაულებრივ ქცევას და არც ჩაიდენს. თუ ჯგუფი იწინასწარმეტყველებს, რომ 10-დან 7 ჩაიდენს დანაშაულებრივ ქცევას და 10-დან 5 არ ჩაიდენს, ნიშნავს რომ ჯგუფი შეცდა ორ შემთხვევაშ. შესაბამისად გვექნება შემდეგნაირი თანაფარდობა 20% მცდარი ნეგატიური და 50% ჭეშმარიტი ნეგატიური.
უმეტეს შემთხვევაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალები წინასწარმეტყველებენ უფრო დადებითს ვიდრე უარყოფითს, მითუმეტეს თუ საკითხი ეხება თემას არის თუ არ ადამინი სახიფათო. ტარასოვის საქმის გადაწყვეტილებაც ამყარებს ამ ტენდენციას. კლინიცისტები, რომლებიც არ გააფთხილებენ ან არ დაიცავენ  საზოგადოებას პაციენტისგან, რომლისგანაც მოსალოდნელია საფრთხე, უფრო მეტი სოციალური და პროფესიული ფასის გადახდა მოუწევს, ვიდრე მათ ვინც გადააჭარბეს საფრთხის პროგნოზირებას.
ნათელია, რომ კლინიცისტები აჭარბებენ საფრთხის გამოვლენის ალბათობას, რადგან უკეთესია იყო დაცული ვიდრე დამნაშავე. ასევე ცხადია, რომ პროგნოზი საფრთხის შესახებ ზოგადია, მცდარია. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებმა მიაღწიეს შთამბეჭდავ შედეგებს რისკის განმსაზღვრელი ინსტრუმენტის შემუშავებისას, პროგნოზირება გვაგონებს სუსტ/ შეუმჩნეველ  პროექტს.როგორ შეიძლება ამის ახსნა?
პირველ რიგში, ქცევის წინასწარმეტყველებისას, ძალადობა ვლინდება ძალიან იშვიათად ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე ხშირ დამნაშავეებთანაც კი: შესაბამისად  იშვიათი ქცევის პროგნოზირება ჰგავს ნემსის პოვნას უამრავ ქინძისთავში. ძალადობრივი ქცევა ხდება იმდენად იშვიაათად, რომ  თუ შენ იტყვი ეს მოხდება შანსები უკვე შენს წინააღმდეგაა. მეორე, ვინაიდან ადამიანის ქცევა ზოგადად არის თანმიმდევრული დროის განმავლობაში(დროებითი თანმიმდევრულობა), ის ხშირად არის ართანმიმდევრული სიტუაციიდან გამომდინარე (ტრანს სიტუაციონალური თანმიმდევრულობა). უფრო კონკრეტულად, ადამიანები მიდრეკილნი არიან შეასრულონ მსგავსი ქცევები თავისი ცხოვების განმავლობაში, თუ სიტუაცია განაპირობებს ამ ქცევას იგი  უმეტესად მსგავსია. მაგრამ თუ სიტუაცია განსხვავებულია, როგორც ხასიათდება  ზოგადად ცხოვრება, ადამიანთა ქცევა განსხვავებულია. მაგალითად უმეტესი ჩვენგანი სხვანაირად იქცევა თავის ოჯახის წევრებთან და სულ სხვანაირად მეგობრაბთან. ასე რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალები იქნებოდნენ უფრო  ზუსტები, თუ იქნებოდნენ  დარწმუნებულნი, რომ სოციალური გარემო დარჩა იგივე. რეალურად სოციალური გარემო მუდმივად იცვლება, პროგნოზი რომლიც ეყრდნობა ერთ სიტუაციას შეუსაბამოა სხვა სიტუაციისთვის.
რა არის სახიფათო ქცევის საუკეთესო პროგნოზები?
მომავალში განსახორციელებელი ქცევის საუკეთესო პროგნოზი არის წარსულში განხორციელებული ქცევა, მაგრამ არ გვაქვს იმის გარანტია რომ წარსულში განხორციელებული ქცევა განმეორდება მომავალშიც. კრიმინალური ქცევის საუკეთესო პროგნოზი არის კრიმინალური ისტორია და წარსულში გამოვლენილი დანაშაული რომლებიც მოგვცემს იმის საშუალებას რომ გავაკეთოთ მომავალი ძალადობის პროგნოზი. კრიმინალური ისტორია არის საუკეთსო ადამიანის პროგნოზირების მხრივ, არის თუ არა ადამიანი ფსიქიკურად დაავადებული(Bonta, Law & Hanson, 1998 ) . მაგრამ ხალხი იცვლება , უფრო მეტიც, რაც უფრო ხშირად ვლინდება ქცევა სხვადასხვა სიტუაციებში მით უფრო ადვილია და ზუსტი მისი პროგნოზირება. ვინმე ვინც ხშირად ავლენს ძალადობრივ ქმედებებს ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში არის უფრო ადვილად პროგნოზირებადი ვიდრე ის ადამიანი რომელიც მხოლოდ გარკვეულ ვითარებებში და სიტუაციებში ავლენს ძალადობრივ ქმედებებს.
1990 წლიდან მკვლევარებმა გადადგეს დიდი ნაბიჯი იმაში რომ დაედგინათ თუ რა ფაქტორები ასოცირდება ძალადობასთან. მაგალითად კრიმინალურ ისტორიაში, მიმდინარე კვლევები მიუთითებს იმაზე რომ კრიმინალური რეციდივიზმი შეიცავს რამოდენიმე კომბინაციას ასაკის, არასრულწლოვანთა დანაშაულის, ნივთიერების ბოროტულად გამოყენებას ( Andrew & Bonta 1994 ; Bonta, Law & Hanson 1998 ; Genderau,Little & Goggin, 1996 ) . მიუხედავად ამისა მკვლევარები ასევე შენიშნავენ რომ რისკის ფაქტორები არის უნიკალური სხვადასხვა ინდივიდისათვის და რომ კერძოდ არცერთი ფაქტორი უეჭველად არ მიუთითებს ინდივიდის რომელიმე სახის ძალადობაზე.
მიმდინარე რისკის შეფასების ღონისძიებები
რისკის შეფასების გზებიდან ბევრი განვითარებულია კანადელი ფსიქოლოგებისაგან. ეს გზები ძირითადად მოითხოვენ ექიმებისგან ან შემფასებლისგან რომ შეაფასოს ინდივიდუალურობა რომელიც ეფუძნება გარკვეული ქცევის ნიშნების შესახებ ინფორმაციას. პირველი ამ გზათაგანი იყო სახიფათო ქცევის რეიტინგის სქემა (DBRS)   რომელიც განავითარა კრისტოფერ ვებსტერმა და რობერტ მენზისმა (1993) . სკალამ გაიარა რამოდენიმე კვლევა განვითარების საკითხში მაგრამ მოიპოვა იმედგაცრუება რადგან ვერ შეძლეს საშიშროებისა და ძალადობის დამაკმაყოფილებელ საფეხურზე პროგნოზირება. მეორე, უფრო მეტი პერსპექტიული მცდელობა არის ძალადობის რისკის შეფასების სახელმძღვანელო რომელიც განავითარა გრანტ ჰარისმა, მარნი რისმა და კოლეგებმა ( Webster et al ., 1994).  VRAG (ძალადობის რისკის შეფასების სახელმძღვანელო) დაფუძნებულია მონაცემებზე საიდანაც 618 კაცი პრიორიტეტული დანაშაულის ისტორიებით  გადაიყვანეს  ოუკ რიჯის დივიზიაში, შერყეული ფსიქიკის სამკურნალო ცენტრში ონტარიოში, კანადაში. ოუკ რიჯი არის მაქსიმალურად დაცული ადგილი რომელიც აწარმოებს დაკვირვებებს იმ ადამიანებზე რომლებიც სასამართლოდან არიან გადაყვანილი, სთავაზობს რა გამოსასწორებელ გზებს( Webster et al ., 1994) . თორმეტი სხვადასხვა გზა არსებობდა VRAG ში იმისათვის რომ მომავალი ქცევა ყოფილიყო პროგნოზირებადი. ეს გზები(ცვლადები) შეიცავენ: მშობლების გაშორებას 16 წლის ასაკში ან უფრო ადრე, შიზოფრენია, არეულობა დაწყებით სკოლაში, მიდრეკილება ალკოჰოლისადმი, და ფსიქოპატობის სიმპტომები. 618 მოძალადე ადამიანზე დაკვირვება მიდიოდა 10 წლის განმავლობაში. საშუალოდ მოძალადეების 31 მა პროცენტმა ჩაიდინა ძალადობა  გამოსვლიდან 7 წლის განმვლობაში(Rice, 1997). საუკეთესო პროგნოზი ძალადობრივი ქცევისა იყო ფსიქოპათიური სკალის ქულა ( e.i ., PCL-R ). „ ეს მარტო უფრო კარგად აპროგნოზირებს ქცევას ვიდრე სხვა ყველა ერთად აღებული კრიმინალური ისტორიების სახეობები“. მეორეს მხრივ ფსიქიკური აშლილობა არ მიუთითებს ძალადობაზე ( Rice , 1997 , p. 415).
კიდევ ერთი პერსპექტიული ინსტრუმენტი რისკის შეფასებისათვის არის ისტორიული, კლინიკური რისკის მენეჯმენტის სკალა რომელიც შეიმუშავა კრისტოფერ ვებსტერმა და მისმა კოლეგებმა. HRC შეიცავს 10 ისტორიულ, 5 კლინიკურს  და 5 რისკის შეფასების საგანს ( HCR- 20 ).  ისტორიული საგნები შეიცავენ წარსულში მომხდარ ძალადობას, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ რომ არის ერთ ერთი საუკეთესო გზა იმისათვის რომ ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი ქცევა. შემდეგი ისტორიული საგანი ანუ "H"საგანი -"ახალგაზრდობა პირველი დანაშაულისას" (Webster et al ., 1997 , p. 267) რაც ნიშნავს რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი პირველი დანაშაულის დროს მით უფრო მეტი შანსია რომ მომავალში მისი დანაშაულებების რიცხვი გაიზრდება. "H" ის სხვა პროგნოზირებადი გზა არის "ადრეული არეულობა" სახლში, სკოლაში ან კომუნიკაციაში". სხვა "H" ის გზები HCR-20 ში არის არასტაბილურობა ურთიერთობაში, დასაქმების პრობლემა, ნივთიერების გამოყენების პრობლემები და ძირითადი ფსიქიკური დაავადებები. კლინიკური ანუ "C" გზა მოიცავს ნეგატიურ დამოკიდებულებებსა და ძირითადი ფსიქიკური დაავადებების აქტიურ სიმპტომებს. სერიოზული ფსიქიკური დაავადების აქტიური სიმპტომები  შეიცავს დელუზიონალურ სისტემებს რომლებიც ხასიათდება სატისტური ფანტაზიებით და მკვლელობისა და თვითმკვლელობის იდეებით არის  განსაკუთრებულ კავშირში ძალადობის პროგნოზირებასთან. რისკის მენეჯმენტი ანუ იგივე "R" ის ცვლადები არის კავშირში ინდივიდების მომავალ გარემოებებთან სადაც მათ აფასებენ. როდესაც ხდება ადამიანის შეფასება ეს ძირითადად ხდება სახლის, საკვების, დღიური აქტივობებისა და ფინანსების მიხედვით. მკვლევარები გვთავაზობენ რომ ინდივიდები ამ ძირითადი ნიშნების გარეშე არიან მაღალი რისკის წინაშე ძალადობის ჩადენასთან, ვიდრე ის ადამიანები რომლებსაც გააჩნიათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი. HCR-20 ის მკვლევარებმა აღმოაჩინეს რომ ისტორიული "H" ის გზები არის ყველაზე ძლიერი მომავალი ძალადობის პროგნოზირებისათვის ( Webster et al ., 1997)  და "C" გზები არის სიძლიერით მეორე ( Borum , 1996 )
ასევე განვიხილოთ მაკარტურ ნეთვორქის კვლევის პროექტი ( Steamman et al., 1998 )  , რომელიც წარმოადგენს  ერთ-ერთ მაგალითს რისკის შეფასების ზომების გაზრდა-განვითარებაში. პროექტი მოიცავს მწვავე ფსიქიატრიულ პაციენტებს რომლებიც გადაიყვანეს  ფსიქიატრიული კლინიკებიდან სამ ლოკაციაზე. პენსილვანიაში, მასაჩუსეტში და მისურიში. პროექტის მიზნები იყო სამგვარი: გაეზარდა კლინიკური რისკის შეფასების მოქმედების ვადა, გაეზარდა კლინიკური რისკის შეფასების ეფექტურობა, ეწარმოებინა სასარგებლო ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმაში. მრავალ ფაქტორს შორის განიხილება ძალადობრივი ქცევის ეპიზოდები, ძალადობრივი ფანტაზიები და ნივთიერების ბოროტად გამოყენება. სხვა მკვლევარების მსგავსად სტიდმენი და სხვები ხაზს უსვამდნენ იმას რომ არცერთ ფაქტორს არ შეუძლია იწინასწარმეტყველოს ის რომ ძალადობრივი ქცევა მოხდება(განმეორდება).
ასევე ხაზგასმული უნდა იყოს ის რომ რისკის შეფასების გზები, როგორიცაა  უკვე აღწერილი არაა კლინიკურ ლიტერატურაში მხარდაჭერილი. ბევრი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრაქტიკანტები დაეყრდნენ კონკრეტულ მონაცემებს ან იმას რაც ეხებოდა კონკრეტულ მოსახლეობას. ზოგიერთი მეცნიერი შენიშნავს რომ რისკის შეფასების გზებმა შეიძლება უგულებელყოს ის ფაქტორები რომლებიც კონკრეტული საქმისთვის ხელსაყრელია ( Heilbrun et al ., 2002 )   ან იგივე ექიმები რომლებიც ხშირად აწესებენ ქულას რათა შეასრულონ და გამოხატონ საკუთარი კლინიკური შთაბეჭდილებები ( Doren 2002 ) .  ჰეილბრანმა და სხვებმა აღიარეს რისკის შეფასების გზების ღირებულებები, მაგრამ ისინი ასევე მოუწოდებდნენ ექიმებს რომ არ შეელახათ კლინიკური განარჩენის როლი. იდეაში, ერთი მეორეს უნდა დამატებოდა, იმიტომ რომ არცერთი მიდგომა არ არის თანმიმდევრული რომ მოგვცეს ხელსაყრელი შედეგები.



ფსიქიკური აშლილობის არმქონე ან მქონე სექსუალური მოძალადეები
ამ თავში ჩვენ განვიხილეთ ფსიქიკური აშლილობის მქონე ბრალდებულები და დამნაშავეები, როგორც ჯგუფი, ისე, რომ არ გაგვიმახვილებია ყურადღება იმ კონკრეტულ დანაშაულებზე, რომელთაც ისინი სჩადიან. ცხადია, რომ რისკს თუ შევაფასებთ, ჩვენ უფრო მეტად ვართ დაინტერესებული ძალადობრივი დანაშაულით, მაგრამ ეს მოიცავს დანაშაულებს წვრილმანი დანაშაულიდან უფრო დიდ დანაშაულებამდე, როგორიცაა, მაგალითად, მკვლელობა.უკანასკნელ წლებში, მედიის მეშვეობით, რომელიც სულ უფრო ხშირად აშუქებს დანაშაულებრივ ქმედებებს, ხალხი დაშინებულია დანაშაულებით, რომელთაც სჩადიან სექსუალური დამნაშავეები, რომელთაც ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც სექსუალურ მტაცებლებს და არიან ძალიან საშიშნი. რადგანაც აქამდე, სექსუალური მტაცებლები განიხილებოდნენ, როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, ამ თავში საუბარი იქნება სწორედ მათზე.
ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, ფსიქიკური აშლილობის მქონე სექსუალურ დამნაშავედ ითვლებოდა პირი, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა ასეთი დანაშაული და იმყოფებოდა დახურული ტიპის დაწესებულებაში მეთვალყურეობის ქვეშ მისი ფსიქიკური აშლილობის გამო და საშიშად ითვლებოდა საზოგადოებისათვის. დღეისათვის კი ასეთი დამნაშავეების დიდ ნაწილს წაყენებული აქვთ ბრალი იმ კანონით, რომელსაც ეწოდება "სექსუალური მოძალადე მტაცებლის კანონი" და, შესაბამისად, არ საჭიროებენ დიაგნოსტიკას რომელიმე აშლილობასთან დაკავშირებით. ზოგიერთ იურისდიქციაში, მხოლოდ "ფსიქიკური პათოლოგიის" არსებობაც საკმარისია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალთა უმრავლესობა არ განიხილავს სექსუალურ დამნაშავეს მაინცდამაინც ფსიქიკური აშლილობის მქონდეს.
პირველად ფსიქიკური აშლილობის სექსუალური დამნაშავეების შესახებ საკანონმდებლო აქტები გამოჩნდა მეოცე საუკუნის დასაწყისში და იწოდებოდა, როგორც კანონი "სექსუალურ ფსიქოპატებზე".  თუმცა ტერმინი ფსიქოპატი არ იყო შესაბამისი ამ ინდივიდთა დიდი ნაწილისათვის, რომელთა დანაშაული შესაძლოა ყოფილიყო წვრილმანი ან უფრო სერიოზული. უმრავლეს შემთხვევაში, საკანონმდებლო განზრახვა იყო ის, რომ უზრუნველეყო სპეციალური წინასწარგანმსაზღვრელი პროცედურები იმ პირთათვის, რომლებიც აჩვენებდნენ სექსუალური დანაშაულის ჩადენის ტენდენციას .მაგრამ ყოველმა შტატმა განავითარა საკუთარი სქემა პროცედურებისა და განმარტებებისა. ექსპლიციტურადაც და იმპლიციტურადაც, ეს აქტები წარმოადგენდა სექსუალურ "ფსიქოპატებს", როგორ ფსიქიკური აშლილობის მქონე ინდივიდს, რომელიც იყო საშიში ბავშებისთვის, ქალებისთვის ან ორივესთვის ერთად.
სექსუალური ფსიქოპატის კანონი სიცოცხლისუუნარო გამოდგა, ყველაზე უფრო მეტად იმიტომ, რომ ის იყო ბუნდოვანი და ნაკლებად განმარტებითი, რომელიც სპეციალურ იზოლირებულ სამკურნალო დაწესებულებებში კეტავდა ინდივიდებს, იმის გაუთვალისწინებლად თუ რამდენად იყვნენ ისინი მართლაც დანაშაულის ჩამდენნი და საშიშნი. 1980 წლის ბოლოს და 90-იან წლებში, მიუხედავად ამისა, ეს აქტები სხვადასხვა ფორმით აღადგინეს. განსხვავება იყო ის, რომ ახლა აქტებში ჩაიწერა სექსუალური მტაცებელი ან სექსუალური მოძალადე მტაცებელი დრომოჭული ტერმინის- სექსუალური ფსიქოპატის ნაცვლად.  მაგალითად, 1990 წელს ვაშინგტონის შტატმა საკანონმდებლო წესით დაადგინა სექსუალური მოძალადე მტაცებლის ქმედება, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ამ ტიპის დამნაშავეებს ( მათ ვისაც აქვთ ფსიქიკური ან პიროვნული აშლილობები) ისხდნენ არა ციხეებში, არამედ მოხდეს მათი ჰოსპიტალიზაცია სპეციალურ გამოსასწორებელ დაწესებულებებში (კოჰენი).  მალევე სხვა შტატებიც ასე მოიქცნენ. მაგალითად აიოვაში, კანონი ათავისუფლებს იმ სექსუალურ დამნაშავეებს, რომლებიც მენტალურად არასტაბილურნი არიან. კანონი ასევე მოითხოვს, რომ ეს სექსუალური დამნაშავეები მანამ სანამ საფრთხეს წარმოადგენენ მოქალაქეებისთვის იქნან იზოლირებულნი კარგად დაცულ სამკურნალო დაწესებულებებში. ესე იგი, სავალდებულოა მათი ასეთ დაწესებულებებში ყოფნა განუსაზღვრელი ვადითაც კი, თუ სექსუალური მოძალადე არ იქნება გამოჯანმრთელებული და იქნება საშიში სოციუმისათვის. დაახლოებით 16-მა შტატმა მიიღო იგივე აქტი, კანზასის, ვაშინგტონის,არიზონას, კალიფორნიისა და ნიუ იორკის ჩათვლით. LaFond (2003) ვარაუდობს, რომ დაახლობით 2,209 ინდივიდი შეიძება იქნას დაჭერილი ამ კანონით. 1990 წლების ბოლოს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა ეს აქტები მანამ სანამ შტატი გადასცემდა დოკუმენტებს (1)ისტორიას სექსუალური ძალადობის განხორციელების შესახებ;(2) ფსიქიკური აშლილობები და პათოლოგიების შესახებ; (3) რისკის შესახებ, რომელიც შეეხება სექსუალური ძალადობრივი ქმედების ჩადენას მოლოდინში; (4) კავშირის შესახებ, რომელიც არსებობს აშლილობასა და დანაშაულის განხორციელებას შორის და (5) ზოგიერთი შეზღუდვების შესახებ ქცევით კონტროლში.)
   ტერმინები სექსუალური მოძალადე მტაცებელი ან სექსუალური მტაცებელი გამოიყენება იმ მიზნით, რომ არიდებულ იქნას თავიდან ტრადიციული მოთხოვნები, რომლებიც ორივეს ფსიქიკურ აშლილობას და საშიშობას მიიჩნევს, რომ უნდა გამოვლინდეს მანამ სანამ ასეთი პირები მოხვდებიან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში (Cohen, 1998). დამატებით, შტატს სურს, რომ ინდივიდებს დიდი ხნის განმავლობაში შეეზღუდოთ თავისუფლება, მანამ სანამ არ იქნება ფიზიკური მტკიცებულებები იმასთან, დაკავშრებით რომ ეს პირი უკვე აღარ შეიცავს არანაირ საფრთხეს საზოგადოებისთვის(Cohen, 1998). კანონმდებლები ასაბუთებენ,რომ "მტაცებლები" თავიანთი ბუნების გამო არიან საშიშნი სოციუმისთვის და უნდა იყვნენ დაკავებულები რამდენი ხნითაც იქნება ამის შესაძლებლობა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ,რომ აქტები არ მოითხოვენ მაინცდამაინც მენტალურ დაავადებებზე ძიებას, ზოგან, პათოლოგიაც საკმარისია.იქედან გამომდინარე, რომ კლინიცისტებმა აღმოაჩინეს,რომ ბევრი სექსუალურ დამნაშავეს არ აღენიშნება ფსიქიკური დარღვევა (Janus & Walbeck, 2000), ამან შესაძლებელი გახადა მათი თავისუფლების აღკვეთა მაშინაც კი თუ მათი ქცევა არ ჯდება ფსიქიკური დაავადებების დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებში. უზენაესმა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ გინდა დააკავო, სექსუალური დამნაშავე გამოსასწორებელ, სამკურნალო დაწესებულებებში, მაშინ უნდა დაამტკიცო,რომ ამ მომენტში (ახლა) თუ არ იქნება მისი თავისუფლება აღკვეთილი ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ მან ზიანი მიაყენოს სხვებს (Kansas v. Crane, 2002).
 გასაგებია, რომ საზოგადოებას სურს დაცული იყოს საშიში სექსუალური დამნაშავეებისაგან, მაგრამ ორივეს ადრეულ აქტებს და მათ შორის განახლებულებს, აქვს თავისი ხარვეზები. ადრეული კანონი ფსიქოპატი სექსუალური დამნაშავის შესახებ ხშირად ცდილობდა დაეჭირა სექსუალური ფსიქოპატი მანამ სანამ ისინი ჩაიდენდნენ დანაშაულს (Morris, 1982). ეს კანონები, ასევე, ეყრდნობოდა იმ მცდარ წინაპირობას, რომ სექსუალური დამნაშავეები იწყებდნენ მინიმალური დანაშაულებით, როგორიცაა, მაგალითად, სქესობრივი გარყვნილება, უადგილო გაშიშვლება საზოგადოებრივ ადგილას ან სხვა პირის თანდსაწრებით, და შემდეგ გადადიოდნენ უფრო მძიმე და სერიოზულ ძალადობრივ დანაშაულზე როგორიცაა-გაუპატიურება. ეს კი ყველა შემთხვევაში ასე არ არის. სექსუალური მტაცებლის კანონი დღეს გულისხმობს შემდეგს: სექსუალური მტაცებელი მოძალადე არის ის, ვინც ჩაიდინა სექსუალური ძალადობრივი დანაშაული. ის უნდა იყოს დიაგნოსტირებული, როგორც რომელიმე ფსიქიკური აშლილობის ან პიროვნული აშლილობის მქონე, რაც უქმნის საფრთხეს სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას თუ არ იქნება მოთავსებული შესაბამის დაწესებულებაში, საზოგადოებისგან მოშრებით. თუმცა აქტები ძირითადად, ეყრდნობოდა იმ მცდარ მოსაზრებას რომ ფსიქიკური აშლილობა და დანაშაული მაღალ კორელაციაში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან (Morris, 1982,p.136), კვლევებმა კი აღმოაჩინა , რომ ბევრი სექსუალური დამნაშავე არ იტანჯება ფსიქიკური დაავადებით (Janus & Welbeck, 2000). საკანონმდებლო აქტები კი ამტკიცებენ,რომ დიახ იტანჯებიან. ასე რომ, ინდივიდებს კვლავაც იჭერენ ისე, რომ ისინი იღებენ ”მკურნალობას“. რეალობაში, მკურნალობა არის არარეგულარული და არაეფექტური. ერთადერთი კარგი გამოსავალი არის ის, რომ შესთავაზო აზრიანი მკურნალობის პროცედურები ასეთ ადამიანებს (რომელთაც ჩაუდენიათ სექსუალური დანაშაული) ციხეებში ან იმ საზოგადოებებში, სადაც მათი ადგილია.
შეჯამება
ამ თავიდან, ჩვენ გავიგეთ, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ინდივიდები, როგორც ჯგუფი, არ სჩადიან უფრო მეტ დანაშაულს (თუნდაც ძალადობრივს)ზოგად პოპულაციასთან შედარებით. მაგრამ თუ ჩვენ მათში გავაერთიანებთ ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მქონე პირებსაც, აღმოჩნდება რომ მართლაც ასეა. რადგან ისინი უფრო მეტად არიან მიდრეკილი და უფრო ხშირად ახორციელებენ ძალადობრივ დანაშაულებს. ამასთან, ბოლო დროის კვლევებმა აჩვენა, რომ მათ ვისაც აქვთ მიმდინარე ფსიქიკური აშლილობები( ამჟამად)და თან არიან მამრობითი სქესის, კერძოდ, აქვთ შიზოფრენიის დიაგნოზი და ვისაც აქვს ძალადობრივი ისტორია (ძალადობის მსხვერპლი იყო ოდესღაც) უფრო მეტად ახორციელებენ ძალადობრივ დანაშაულებს დანარჩენ პოპულაციასთან შედარებით. მანაჰანის(1996) მიხედვით, ეს კავშირი, ძალადობრივ დანაშაულსა  და ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობას შორის, განსაკუთრებით მჟღავნდება მაშინ როდესაც ამგვარ აშლილობას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები (1) გრძნობა იმისა რომ სხვებს უნდათ რაიმე დაგიშავონ (2) გრძნობა, რომ შენ რაღაც ზებუნებრივი ძალები გმართავენ და განსაზღვრავენ იმას თუ როგორ მოიქცევი (3) იმის შეგრძნება, რომ სხვისი ფიქრებს შენ განიცდი.
 მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ინდივიდები, როგორც ჯგუფი, არ სჩადიან დანაშაულს უფრო მეტად ვიდრე სხვები, ვისაც არ ახასიათებთ ამგვარი მდგომარეობები, ისინი მაინც ხშირად ფიგურირებენ კრიმინალური სამართლის დაწესებულებებში, პოლიციის სააღრიცხვო ჟურნალებში, სასამართლოებში ან გამოსასწორებელ დაწესებულებებში. ყველა ამ ნიშანზე დაყრდნობით, ფსიქიკური აშლილობის მქონე დამნაშავეთა პროცენტული წილი ციხეებში და საპატიმროებში მნიშვნელოვნად იზრდება. ამას უფრო მეტად ის განაპირობებს, რომ უფრო ნაკლებად მიმართავენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებს. დღეს ფსიქიკური აშლილობის მქონეთა ჰოსპიტალიზაცია არის მოკლეხნიანი და იმის გამო, რომ მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ საზოგადოებაში მიღებისა და ცხოვრების ასეთი პირების დიდმა ნაწილმა გადაინაცვლა ქუჩებში, სადაც მათ შეიძლება ჩაიდინონ რაიმე მინორული დანაშაულები. ასეთ ინდივიდებს, აგრეთვე, ხშირად გამოიყენებენ ალკოჰოლს და ნარკოტიკებს, რის გამოც ისინი შეიძლება დაიჭირონ ნარკოტიკის გამოყენების საწინააღმდეგოდ მიმართული კანონით ან საზოგადოებაში ალკოჰოლური თრობის საწინააღმდეგოდ მიმართული კანონის ძალით.
  საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ მწვავე ფსიქიკური აშლილობის მქონე ინდივიდები ხოცავენ უცნობებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გავიგოთ რამდენად ქმნიან ისინი საფრთხეს საზოგადოებისთვის და რა შესაძლებლობა იმისა, რომ წინასწარ განვსაზღვროთ იგი. როდესაც კრიმინალური სამართლის დაწესებულებებში განიხილავენ ბრალდებულის საქმეს, მაშინ, როცა დანაშაული არის ძალადობრივი, ფსიქიკური აშლილობის მქონეთა თუ არმქონეთა შემთხვევაშიც, სისტემას სურს რომ იცოდეს არის თუ არა ის საშიში . დიდი ხნის განმავლობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტები ცდილობდნენ ეპასუხნათ ამ კითხვაზე, თუმცა მათი მცდელობა ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. ტრადიციულად, კლინიცისტები გადაჭარბებით აფასებდნენ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის პოტენციურ რისკებს ფსიქიკური აშლილობის პირების მხრიდან, რამაც წარმოშო საკითხი, რომელიც შეეხებოდა შესაბამისი კრიტერიუმების ჩამოყალიბებას პირის ხიფათიანობის განსასაზღვრად. თუმცა დღეს კლინიცისტები უფრო მეტად ცდილობენ იდენტიფიცირება მოახდინონ რისკ ფაქტორების, რომლებიც უბიძგებენ პირს ჩაიდინონ ძალადობრივი ქმედება. ამ მიზნით სხვადასხვა რისკის შესაფასებელი ინსტრუმენტები და ტესტები განავითარეს. მათ შორის არის- HCL-20 და VRAG. რისკ ფაქტორი შეიძლება იყოს: ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება,ძალადობის ისტორია და მაღალი ქულა PCL-R-ში. ასე გადაიქცა „საშიშიანობის“ წინასწარმეტყველება იმის შეფასებად თუ რამდენადაა შესაძლებელი, რომ ძალადობა მოხდება მომავალში. ხოლო ამის საუკეთესო პროგნოზი ითვლება, რომ არის წარსული ქცევა, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ვინც იყო წარსულში მოძალადე, მათთან შედარებით, ვისაც არ აქვს ამგვარი გამოცდილება, უფრო მეტად ჩაიდენენ ამგვარ დანაშაულს. თუმცა მთლიანად ვერც ეს და ვერც სხვა რომელიმე ფაქტორი ვერ განსაზღვრავს ზუსტად ჩაიდენს თუ არა პირი ძალადობრივ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას მომავალში.
  ჩვენი პარაგრაფი სრულდება დისკუსიით,რომელიც შეეხება სექსუალურ „მტაცებლებს“ იმის გამო რომ, ასეთი ინდივიდები განიხილებიან, როგორც საშიშნი და იმიტომ, რომ ისინი უწინ ხშირად ითვლებოდნენ ფსიქიკური აშლილობის მქონეებად. დღეს კლინიცისტები არ თვლიან სექსუალური დამნაშავეების უმრავლესობას მენტალური აშლილობის მქონეებად. ამის მიუხედავად, ბევრი საკანონმდებლო აქტი, როგორიცაა, მაგალითად, კანონი სექსუალური მოძალადე მტაცებლის შესახებ, ნებას რთავს მათ სასჯელი მოიხადონ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ამ აქტების კრიტიკოსები თვლიან, რომ ფსიქიკური აშლილობები ამ ინდივიდებთან არასწორად არის დიაგნოსტირებული და რომ ეს აქტები გამოიყენება, როგორც მართლმსაჯულების განაჩენის მიღმა დასჯისთვის. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს „მტაცებლები“ მართლაც არიან ფსიქიკური აშლილობის მქონენი, ისინი არ იღებენ საჭიროებისამებრ იმ მკურნალობას, რომელზეც აქტებშია საუბარი.


რეფერატზე მუშაობდენ:
სოფიო მარტიაშვილი
მარი შეყილაძე
   მარიამ ბროლაძე
სალომე ძაგნიძე
მარიამ აბულაძე




გამოყენებული ლიტერატურა
Bartol, A. M. (1980). Criminal Behavior: A Psychosocial Approach.
Gelder, M. (1996). Оxford Textbook of Psychiatry. English: Оxford University Press.
Hammond, C. (23 July 2015). The myth of mental illness and violence. BBC Future.
Jennifer Skeem, P. K. (April 24, 2015). Psychosis Uncommonly and Inconsistently Precedes Violence Among High-Risk Individuals. sage journals.




No comments:

Post a Comment