Monday, August 7, 2017

პირომანია


პირომანია - იმპულსური ქცევის დარღვევა, რომელიც ხანძრის გაჩაღების არაბუნებრივი სურვილით ხასიათდება. პირომანებს სიამოვნებას ანიჭებს ცეხლის (ხანძარის) ყურების პროცესი.  პირომანებს უწოდებენ ისეთ ინდივიდებს, რომლებმაც არაერთხელ, მიზანმიმართულად და გააზრებულად გააჩინეს ხანძარი. ასეთი პიროვნება სიამოვნებას იღებს მომზადების  პროცესითა და შემდგომი სანახაობით.
ტერმინი პირომანია გამოყენებაში შემოიღეს მე-19 საუკუნეს დასაწყისში, „დარღვევის“ აღსაღნიშნავად, რომელიც ადამიანს გააზრებულად, მაგრამ მიზეზის გარეშე აჩენინებს ხანძარს.  სტადოლნიკი (Stadolnik 2000.) მიიჩნევს, რომ ტერმინი პირომანია პირველად 1833 წელს იყო გამოყენებული ერთ-ერთი მოქალაქის წერილებში, რომელსაც მარკი ერქვა. იგი წერს, რომ ცეცხლის გამჩენებს გარკვეული დარღვევა აღენიშნებათ, რომელსაც მან (monomania incendiare) ხანძრის გაჩენის მანია უწოდა.  სტადოლნიკი აღნიშნავს, პირომანია მე-19 საუკუნეში აღინიშნებოდა „მარკის პირომანია“-ს სახელწოდებით.

არსებობს პირომანიის გარკვეული ნიშნები - გააზრებული და მიზანმიმართული ხანძრის გაჩენა,  რომლების არა ერთხელ ხორციელდება, დაძაბული მდგომარეობა პროცესამდე, ცნობისმოყვარეობა და მიზიდულობა ცეცხლის მიმართ, მკვეთრად გამოხატული ბედნიერებისა და სიხარულის განცდა ცეცხლის ხილვისას. ხანძრის გაჩენას მიზანი არ გააჩნია, როგორც მაგალითად დანაშაულის ადგილის დამალვა, შურისძიება და სხვ.
პირომანიის მიზეზები
პირომანია, ფსიქოლოგიაში, იმპულსური ქცევის დარღვევად მიიჩნევა, რომელიც ხასიათდება პერიოდულად აღმოცენებული, ძლიერი არაკონტროლირებადი იმპულსებით, გააჩინოს ცეხლი  ან უბრალოდ თვალი ადევნოს ხანძარს. ასეთი ქცევის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, მოტივის არ არსებობაა, რის საფუძველზეც პიროვნება ცეცხლს გააჩენდა.
ზ.ფროიდი გაუცნობიერებელ მნიშვნელობას ანიჭებდა ცეცხლს. იგი ცეცხლში გარკვეულ ინტიმურობას ხედავდა. ფროიდი ვარაუდობდა, რომ ცეცხლის სითბო აღგზნებისას გაჩენილ განცდებს ჰგავს.
ნაწილი მკვლევრებისა  ვარაუდობს, რომ  პირომანია დაკავშირებულია ძალის, სოციალური სტატუსის და დომინანტობის პათოლოგიურ სურვილთან.  ხშირად პირომანები საკუთარი ნებით ასრულებენ მეხანძრეების ფუნქციას, მას შემდეგ რაც ხანძარი გააჩინეს.  მათი ასეთი საქციელი საკუთარი უნარებისა და სიძლიერის გამოსაჩენად ხორციელდება.  პირომანია ეს არის უარყოფითი ემოციებისა და ბრაზის გამოხატვის საშუალება. ერთგვარი ფრუსტრაციის განცდის თავიდან ასარიდებლად, რომელიც გამოწვეული შეიძლება იყოს, სქესობრივი, ფიზიკური ან სოციალური დამცირებით.
ფსიქოლოგებმა აღნიშნეს, რომ პირომანების დიდი ნაწილი არასრულ ოჯახში იზრდებოდა (მამის გარეშე).  ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი არის მამის ოჯახში დაბრუნების სურვილი.   შეინიშნება ერთი კანონზომიერება ყველა პირომანს შორის, მათ სუსტი სოციალური უნარები აქვთ განვითარებული, იზრდებოდნენ რთულ/მძიმე ვითარებებში, აქვთ მიდრეკილება დეპრესიისადმი და  უძლურობის განცდისადმი. თეორიულად, ქრონიკული ხანძრის გაჩენა შეიძლება იყოს გამოწვეული საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლისა და სოციალური აღიარების  მოსაპოვებლად. მაგალითად ადამიანმა შეიძლება გააჩინოს ხანძარი გარკვეული მოვლენების შემდეგ, რომლებმაც გაამწვავეს უძლურობისა ან დეპრესიის განცდა. გარდა ამისა, ხანძრის ინიციატორი შეიძლება დარჩეს შემთხვევის ადგილზე, გამოიძახოს მეხანძრეები და თვითონვე მიიღოს აქტიური მონაწილეობა ხანძრის ჩაქრობაში.
ბავშვობაში ცეცხლისადმი ინტერესი და მასთან ექსპერიმენტები, განვითარების ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა. კაფრიმ აღმოაჩინა, რომ ცეცხლისადმი ინტერესი დამახასიათებელია ხუთიდან შვიდ წლამდე ბავშვებისათვის. აღსანიშნავია ის, რომ მსგავსი ინტერესი შეიძლება ნაადრევ ასაკშიც გაჩნდეს.  ხშირია შემთხვევა, როდესაც ხანძრის გამჩენები სამი წლის ბავშვები არიან. თითქმის ყველა ბავშვს, რომლებიც ხანძარს აჩენდნენ, ცეცხლისადმი მაღალი ინტერესის სტადიის განვლის შემდეგ, მშობლებთან ცუდი ურთიერთობა უმყარდებოდა. მრავალი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა პირომანებისათვის მეტად დამახასიათებელია ქცევითი პრობლემები, იმპულსურობა, ჰიპერაქტიურობა და აგრესია. ხშირად პირომანიის ნიშნები ბავშვობაში ვლინდება. ბავშვი გატაცებული უყურებს ანთებულ სანთელს, ანთებს ცეცხლს და სხვ. 3 წლის ბავშვებისათვის ასანთი და ცეცხლი განსაკუთრებული მაგნეტიზმით გამოირჩევა. პატარა ასაკში „პირომანები“ ვერ აღიქვამენ იმ საშიშროებას და ზიანს, რომელიც შეიძლება მათ მიერ გაჩაღებულმა ხანძარმა გამოიღოს.
უფროსი ასაკის (ზრდასრული) პირომანები სრულიად განსხვავდებიან პატარებისაგან. მათ კარგად აქვთ გააზრებული რა შედეგი მოყვება ნაგებობისათვის ან ავტომანქანისათვის წაკიდებულ ცეცხლს.
ზრდასრულებში პირომანიისადმი მიდრეკილება,  შეიძლება გამოწვეული იყოს პირველყოფილი ინსტინქტებისა გაჩენით, რომელთა გაკონტროლება მათ არ შეუძლიათ, განსაკუთრებით მათ ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეენიშნებათ.
პირომანია კაცებში გაცილებით უფრო გავრცელებულია, ვიდრე ქალებში. ქალები რომლებიც მიზანმიმართულად ხანძარს აჩენენ ხასიათდებიან მოუწესრიგებელი  სექსუალური კავშირებითა და მათ ხშირად კლეპტომანია აქვთ განვითარებული.
დღეს ფსიქიატრიის  სპეციალისტები გამოკვეთენ  თეორიას , რომლის თანახმად პირომანია არის პიროვნების არასწორი ფორმირება ან პიროვნების ჩამოყალიბების დარღვევა. 
დადგენილია, რომ დაახლოებით 11%-ში პირომანებს ფსიქიკური პრობლემები აქვთ, ყოველ მეოთხეს კი რეცედივი და სერიულობა ახასიათებს. ფსიქიატრებს მიაჩნიათ, რომ პირომანები შეიძლება შეგვხვდნენ როგორც ცეცხლის გაჩაღების ინიციატორებში, ასევე მეხანძრეებთან.


                                                        პირომანიის მკურნალობა


            პირომანიის ეფექტური მკურნალობისთვის საჭიროა გავითვალისწინოთ რიგი ფაქტორები:
აღინიშნება თუ არა ალკოჰოლის ინტოკსიკაცია, „ავადმყოფის“ ანამნეზში ფსიქოსექსუალური დისფუნქციის ან სხვა ფსიქიკური აშლილობის  არსებობა. მაგალითად თუ ხანძარი შიზოფრენიით დაავადებულმა გააჩინა, ყურადღება უნდა მიექცეს მის არაჯანსაღ მდგომარეობას და ჰალუცინაციების არსებობას. ხშირად ინდივიდებს, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ხანძრის გაჩენისადმი აღენიშნებათ თავის ტვინის ორგანული დაზიანება, შედეგობრივად ისინი ვერ იაზრებენ თავიანთი ქმედებებს.
პირომანიის მკურნალობა ყველა შემთხვევაში ინდივიდიალურად შერჩეული მეთოდით უნდა ხორციელდებოდეს. ნებისმიერი თერაპია სუბიექტის დევიანტური ქმედების და მიზეზებს გათვალისწინებით უნდა დაინიშნოს.
ვინაიდან პირომანია სიმპტომს წარმოადგენს და არა ცალკეულ დაავადებას, მკურნალობის პროცესი საკმაოდ რთულია. თერაპიის ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს პირომანებში დადებითი მოტივაციის არარსებობა. ამიტომაც მკურნალობის ეფექტურ ვარიანტად მიიჩნევა ინდივიდის სტაციონარულ პირობებში იზოლაცია. მხოლოდ ასეთი რადიკალური მეთოდებით შეგვიძლია შევაკავოთ პირომანი რიგითი ხანძრის გაჩენისგან. ასეთი მკურნალობის პროცესში „ავადმყოფი“ ქცევითი თერაპიის ავერსიულ პროგრამას გადის. პირომანია მოზარდებში უფრო დეტალურ დიაგნოსტიკას მოითხოვს, რადგან ბავშვთა ფსიქიკა არამდგრადია.
პირომანიის მკურნალობის შედეგი საკმაოდ წარმატებული შეიძლება იყოს ბავშვებში თუ სიმპტომების დიაგნოსტირება დროულად მოხდება. მოზარდების შემთხვევაში კი ეს პროცესი შედარებით რთულია. ამის გამომწვევი მიზეზი არის ის რომ მოზარდები თავიანთ მიდრეკილებებს მალავენ. ისინი ხშირად სრულიად უარყოფენ თავიანთ მონაწილეობას ხანძრის გაჩენაში. პირომანიის მკურნალობისას ექიმის ძირითად მიზანს წარმოადგენს ინდივიდუალური თერაპიების ჩატარება რომელიც მიმართული იქნება პიროვნების განვითარების დარღვევებზე.  ძირითადად მკურნალობას საკმაოდ მდგრადი შედეგი მოაქვს და რეცედივების მინიმალურ რისკს მოიცავს თუ რა თქმა უნდა დიაგნოსტირება დროულად მოხდა.

პირომანიის ცნობილი შემთხვევები
1.                  ჩიკაგოს ხანძარი
1871 წელს მოხდა ცნობილი ხანძარი ამერიკის შეერთებულ შტათებში, ჩიკაგოში. შედეგობრივად უსახლკაროდ დარჩა 90 ათასამდე ადამიანი, გარდაიცვა 300-მდე, დაიწვა 17 ათასი ნაგებობა.  ხანზარი პატარა სახლიდან დაიწყო. რძის ქურდმა  მოსახლეობის ყურადღების გადატანა გადაწყვიტა, ცეცხლი გააჩინა, რომელსაც ქურდობის კვალი უნდა გაენადგურებინა.
2.                  ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც გასამართლებული იყო ხანძრის გაჩენისათვის, იყო გაი ფოქსი „დენთის შეთქმულების“(Порохового заговора)  ინგლისის მეფე იაკოვ პირველის წინააღმდეგ.  ფოქს ჰქონდა დავალებული ცეცხლის წაკიდება, ოთახისათვის ,ლორდების პალატის ქვემოთ, რომელიც დენთით  სავსე იყო. იგი ადგილზევე დააკავეს. „გაი ფოქსის ღამე“ დღესაც აღინიშნება 5 ნოემბერს, ინგლისურენოვან ქვეყნებში.



ავტორები: მარიამ რევიშვილი
თორნიკე ჩიხლაძე
ნიკა ქრისტესიაშვილი
ქეთი გეგეჭკორი
ნინა ტატანაშვილი







გამოყენებული ლიტერატურა:
1.                  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2.                  http://www.spamlaws.com/psy-frauds.html
5.                  Violent Economic Crime and Crimes of Intimidation
6.                  საქართველოს მთავარი პროკურატურა ანალიტიკური სამმართველოსტალკინგი
9.                  http://psyfactor.org/lib/pochebut1.htm
12.              http://psihomed.com/piromaniya/

13.              http://diletant.media/articles/34437556/


No comments:

Post a Comment