Thursday, May 21, 2015

კავშირი ტემპერამენტსა და დანაშაულებრივ ქცევას შორის

დღევანდელობის ერთ-ერთი ყველა ცნობილი კრიმინოლოგები ფრენსის კულენი (Francis Cullen) და რობერტ ეგნიუ (Robert Agnew)(2011) წერენ:  „ნათელია , რომ ბიოლოგიური ფაქტორებს, ინდივიდუალურ ნიშნებსა და სოციალურ ფაქტორებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი დანაშაულის აქტის შემეცნებისათვის“.
ტემპერამენტი წარმოადგენს პიროვნების ინდივიდუალურ ნიშანს, რომლის საშუალებითაც ხდება პიროვნების ქცევითი მოდელის განსაზღვრა, მისდამი წაყენებული ემოციური სტიმულის საპასუხოდ.
ტემპერამენტის კომპონენტები მოიცავენ ხასიათს (ბედნიერი/მოწყენილი), სოციალურობა (ინტროვერტი/ექსტრავერტი), აქტივობის დონე (მაღალი/დაბალი), რეაქტიულობა (წყნარი/აღგზნებული) და აფექტურობა (ემოციურობა)(თბილი/ცივი), არსებული კომპონენტები აადვილებენ ან ართულებენ პიროვნების ემოციურ დამოკიდებულებას საზოგადოებასთან და განსაზღვრავენ თუ რამდენად დადებითი კუთხით წარიმართება ინდივიდის და გარემოს ინტერაქციის პროცესი. მიუხედავად იმისა რომ ტემპერამენტის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს გარემო ფაქტორები, მისი საფუძველი მაინც გენეტიკააა აღნიშნავენ მკვლევარები (Rothbart, Ahadi, & Evans,2000). ტემპერამენტი ბავშვობიდან უწყობს ხელს, სუბიექტის ინტერაქციას და ადაპტაციას გარემოსთან. ბავშვი იმ პერიოდშიც კი, როდესაც ის ნაკლებადაა სოციალიზებული, საკუთარი ტემპერამენტიდან გამომდინარე აყალიბებს შესაბამის ურთიერთობის სტილს გარემოსთან. მაგალითად, ბავშვი რომელიც პრობლემური და მუდმივად კაპრიზულია უმუშავებს მშობელბს მასთან ურთიერთობის სპეციფიკურ სტილს, რომელიც შეიძლება სრულებით არ შეესაბამებოდეს მშობლების ტემპერემენტს.  როგორც აღმოჩნდა ბავშვების მიერ გამოხატულ ისტერიკაზე მშობლებიც ნეგატიურად პასუხობენ, შესაბამისად ბავშვობიდანვე ხდება ოპერანტული და კლასიკური განპირობების საშუალებით, სუბიექტის, გარემოსთან ნეგატიური მოლოდინების ჩამოყალიბება. სუბიექტს უყალიბდება ნეგატიური ასოციაცია გარემოს მიმართ, რაც შემდგომ წლების განმავლობაში მით უფრო კონფლიქტურ სახეს იღებს, ესეთი დისპოზიციების მქონე სუბიექტი კი ეძებს თავისივე მსგავსი განწყობების მქონე სოციუმს.
პიროვნება როგორც ასეთი წარმოადგენს, ინდივიდუალური განწყობების ნაკრებს რომლებიც ყალიბდება მისი ტემპერამენტისა და მის გარშემო არსებული სოციალური და კულტურული გარემოს ინტერაქციის შედეგად.  პიროვნება შედგება ბევრი სხვადასხვა მახასიათებლებისაგან, მას ფსიქოლოგიაში ძირითადად მოიხსენიებენ როგორც ნიშნებს. ფსიქოლოგიური ნიშნები შეიძლება დავყოთ ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე ორ ნაწილად:

  1. ფსიქოლოგიური ნიშნების კლასი რომელიც ხელს უწყობს პიროვნებას დევიაციური/დელიქვანტური ქცევის განხორციელებაში
  2. ფსიქოლოგიური ნიშნები რომლებიც იცავენ პიროვნებას დვიაციური/დელიქვანტური ქცევის ჩადენისაგან.
   ფსიქოლოგიურ ნიშანთა არსებული კლასიფიკაცია საჭიროა იმისათვის რომ გავიგოთ კონკრეტულად რა ფსიქოლოგიური ნიშნები კორელირებს დადებითად ან უარყოფითად დანაშაულებრივ ქცევასთან.
ყველაზე ხშირად დევიანტურ ქცევასთან დაკავშირებულ ნიშნად განიხილება იმპულსურობა-ტენდენცია იმისა, რომ სუბიექტმა განახორციელოს ქცევა, შედეგების ნაკლები გათვალისწინებით. იმპულსურობა ხელს უშლის  პიროვნების მიერ მიზანმიმართული ქცევის განხორციელებას. იმპულსური ადამიანის ქცევა უმრავლეს შემთხვევაში განპირობებულია სიტუაციით და შესაბამისად პიროვნება ვეღარ ახერხებს მის მიერ ჩადენილი ქცევის შედეგების განსაზღვრას. იმპულსურობისა და დელიკვანტურ ქცევას შორის კავშირის განხილვისათვის ჩატარებულ კვლევაში აღმოჩნდა, რომ 80 დან 78 კეისში კავშირი იმპულსურობასა და დანაშაულს შორის იყო დადებითი (Ellis & Walsh, 2000).  აღსანიშნავია რომ, იმპულსურობისა და დელიქვანტური ქცევის კავშირი იზრდება თუკი პიროვნება იმპულსურობასთან ერთად გამოირჩევა ზოგადი ნეგატიური ემოციური ფონითაც.
ნეგატიური ემოციური ფონის სიჭარბე-გამოხატავს პიროვნების ტენდენციას, მიუდგეს შემოსულ სიტუაციურ სტიმულებს გარკვეული გაღიზიანებით და სიბრაზით და არა პოზიტიურად. ნეგატიური ემოციური ფონი მყარ კავშირშია დელიკვანტურ ქცევასთან სქესის, ქვეყნის, გენდერის მიუხედავად (Caspi et al,.1994). იმპულსურ ადამიანებს აღენიშნებათ ტენდენცია ჰქონდეთ მაღალი ემოციურია ან ნეგატიური ემოციური ფონი. კვლევების შედეგად აღმოჩნდა რომ აწეულ ემოციურ ფონს და ნეგატიურ ემოციურ ფონსაც იწვევს ადამიანის ტვინში არსებული ქიმიური ელემენტი სერატონინის ნაკლებობა. რიგი მკვლევარების აზრით არსებული ელემენტის ნაკლებობა არის, პიროვნების დელიქვანტური ქცევისა უშუალო პრედიქტორი.
სარისკო შეგრძენებათა ძიება ( მგრძნობელობის დაბალი ზღურბლი) დაკავშირებულია აქტიური და სარისკო შეგრძნებების მიღებასთან, რაც თავისთავად განაპირობებს პიროვნების მიერ სარისკო სიტუაციების ძიებას. პიროვნებათა ის კატეგორია რომელიც აქტიურად ეძებს ძლიერ შეგრძნებებს და ამავდროულად არიან სოციალიზირებულები, ირჩევენ ისეთ პროფესიებს როგორიცაა მეხანძრე, პოლიციელი, კავდებიან სპორტის ექსტრემალური სახეობებით. პიროვნებები რომლებსაც გააჩნიათ სოციალიზაციის დაბალი დონე და სარისკო შეგრძნებების ძიების ძლიერი სურვილი, შესაბამისად საკუთარი თავის რეალიზაციას ახდენენ ისეთი საქმიანობით როგორიცაა მანქანების გატაცება, ქურდობა. ლიტერატურის მიმოხილვა გვიჩვენებს რომ  98.4 პროცენტი ქეისებისა რისკის მოთხოვნილებასა და დანაშაულს შორის არის პოზიტიურ კავშირში (Ellis & Walsh,2000).
ემპათია-პიროვნების ემოციური და კოგნიტური შესაძლებლობა, გაიგოს და შეიგრძნოს სხვა ადამიანთა სტრესორები, ისევე როგორც საკუთარი.  ემპათიის ემოციური კომპონენტი აძლევს საშუალებას ადამიანს შეიგრძნოს  სხვა ადამიანის ტკივილი, კოგნიტური კომპონენტი კი იძლევა საშუალებას, რომ გაიგო თუ რამ გამოიწვია ეს ტკივილი, რაა მიზეზი ამ ტკივილისა. არსებობენ ადამიანები რომლებიც განიცდიან მთელი სამყაროს ტკივილს და არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით უახლოესი ადამიანის განაწყენებაც. შესაბამისად, არსებული ფსიქოლოგიური ნიშნის ნაკლებობა იწვევს ადამიანში „სხვაზე ფიქრის“ ნაკლებობას, ხოლო როდესაც ადამიანს არ აინტერესებს სხვისი ემოცია და განცდა, ბევრად მარტივდება ადამიანისათვის ზიანის მიყენება. დანაშაულებრივი ქცევები რომლებიც დაკავშირებულია ძალადობასთან განსაკუთრებით განიცდიან არსებული ფსიქოლოგიური ნიშნის დეგრადაციას.
ალტრუიზმი შეიძლება განხილული იქნას როგორც ემპათიის ქცევითი კომპონენტი, თუკი ადამიანი გრძნობს ემპათიას სხვის მიმართ, ის მოტივირებული იქნება რომ განახროციელოს ისეთი ქცევითი აქტივობა, რომელიც შეამცირებს სხვა პიროვნების სტრესორებს. როგორც ემპათია, ასევე ალტრუიზმი განიხილება ისეთი საშინელი კრიმინალების  დასახასიათებლად, როგორებიც არიან ფსიქოპატები (Fishbein,2001). არსებული ნიშნების შესწავლისას აღმოჩნდა რომ 24 და 23 ქეისში ალტრუიზმისა და ემპატიის ნაკლებობა პირდაპირ კავშირშია დელიკვანტურ ქცევასთან, რაც უფრო დაბალია ემპათია და ალტრუიზმი მით უფრო დიდია ანტი-სოციალური ქცევის მაჩვენებელი (Ellis & Walsh,2000).
კეთილსინდისიერება არის მთავარი ფსიქოლოგიური ნიშანი რომელიც შედგება რამოდენიმე ისეთი მეორეხარისხოვანი ნიშნებისაგან, როგორიცაა ორგანიზებულობა, დისციპლინერულობა, სკურპულოზულობა, პასუხისმგებლობა, ერთ პოზიციაზე ყოფნის უნარი. არსებული ნიშნები ფაქტიურად ახასიათებს პიროვნების როგორც სოციუმთან წარმატებული ადაპტაციის განმახორციელებელ სუბიექტს, როდესაც ამ ნიშანთა წარუმატებელი გათავისება პირდაპირ ხაზს უსვამს იმას, რომ პიროვნება ვერ ახდენს სოციუმთან ადაპტაციას.
     მიმღებლობა- ტენდენცია იმისა რომ იყო მეგობრული,  ზრდილობიანი, სასარგებლო და გქონდეს თანამშრომლობის უნარი. ადამიანი რომელსაც გააჩნია მიმღებლობა, ენდობა სხვებს, შეუძლია კომპრომისზე წასვლა სხვებთან და სხვების დახმარება. ეს ნიშნები არის იმის მაჩვენებლი რომ პიროვნება ორიენტირებული იქნება პროსოციალური ქცევის განხორციელებაზე და სოციალურ სასურველობაზე. მიმღებლობის დაბალი დონის მქონე პიროვნებები ორიენტირებულნი არიან საპირისპიროზე, რაც თავისთავად ამცირებს პროსოციალური ქცევის განხორციელების ალბათობას და ზრდის ანტისოციალური ქცევის განხორციელების ალბათობას. ინდივიდებს რომლებიც ჩადიან დანაშაულს აქვთ ტენდენცია იყვნენ მტრულები, ეგოცენტრულები, ბრაზიანი, ეჭვიანი და ინდიფერენტულები სხვების მიმართ. მათ აქვთ ნაკლები ამბიციურობა, მოტივაცია, მიზანდასახულობა, ძნელად აკონტროლებენ საკუთარ იმპულსებს და გააჩნიათ არატრადიციული და ზოგადკულტურული ღირებულებები და რწმენები.

აღსანიშნავია, რომ მიმღებლობა წარმოადგენს უკეთეს დამცავ ფაქტორს ვიდრე კეთილსინდისიერება. მილერისა და ლინამსის (Miller & Lynam’s, 2001) მიერ 29 კვლევაზე ჩატარებული მეტა-ანალიზის  შედეგად, სადაც ადარებენ პატიმრებს ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, აღმოჩნდა რომ კავშირი მიმღებლობასაა და ანტი-სოციალურ ქცევას შორის იყო ორჯერ მეტი, ვიდრე კეთილსინდისიერება და ანტი-სოციალურ ქცევას შორის.

No comments:

Post a Comment