ტერმინი
lifestyle გულისხმობს, რომ კრიმინალური ქცევა არის ნაწილი, პიროვნების
იმ ზოგადი ცხოვრების წესისა რომელიც ხასიათდება უპასუხისმგებლობით, იმპულსურობით, ნეგატიური ინტერპერსონალური ურთიერთობებით და პიროვნების
ქრონიკული მზაობით დაარღვიოს სოციუმის წესები.
არსებულ თეორიას გააჩნია სამი საკვანძო კონცეფცია:
1. მდგომარეობა;
2. არჩევანი ;
3. შემეცნება ;
ვალტერსის მიხედვით კრიმინალური ცხოვრების სტილი არის პიროვნების მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგი, რომელსაც სუბიექტი აკეთებს არსებული და წარსული სოციალური და ბიოლოგიური მდგომარეობების შედეგად.
სუბიექტის არჩევანი განპირობებულია, თუ როგორ სოციალურ გარემოში იმყოფებოდა
ან არის ეხლა და რა ბიოლოგიური მონაცემები ქონდა მას არსებული სოციალური პირობების
დროს. ეს მრავალფეროვანი ბიოლოგიური და სოციალური მდგომარეობები განაპირობებს პიროვნების
სამომავლო არჩევანს საკუთარი ცხოვრების სტილთან დაკავშირებით. ვალტერსის მიხედვით სტრესი,
იმპულსურობა, დაბალი IQ
გარემო მდგომარეობებთან
ერთად, ყველაზე მეტად განაპირობებენ პიროვნების არჩევანს.
მესამე კონცეპტი „შემეცნება“, მიეკუთვნება, იმ კოგნიტურ სტილს რომლის საშუალებითაც
პიროვნება ბიოლოგიური და სოციალური მდგომარეობებიდან გამომდინარე იღებს პასუხისმგებლობას
საკუთარ არჩევანზე. უხეშად რომ ვთქვათ, შემეცნებით პიროვნება ახდენს მიღებულ გადაწყვეტილებასთან
აკომოდაციას, პიროვნება ცდილოს მოერგოს მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ თეორიიდან
გამომდინარე კრიმინალებს გააჩნიათ 8 ძირითადი კოგნიტური თავისებურება. აზროვნების შეცდომები,
რომელთა საშუალებითაც ისინი ხდებიანი ისინი ვინც არიან (Walters, 1990). კრიმინალური
აზროვნების შეცდომებია მაგალითად „უტრირება“( უნარი შეამცირონ მსხვერპლის ტანჯვის სუბიექტური
ღირებულება). „ძალაზე ორიენტაცია“ (სამყაროს განხილვა ტერმინებში სუსტი და ძლიერი),
კოგნიტური სიძუნწე (ორიენტაცია აწყმოზე, ზედმეტი ფიქრისაგან თავის არიდება). არსებული
შეცდომების განხილვის შემდეგ, ვალტერსი აღნიშნავს რომ „ძალიან ცოტა რამეა შესაძლებელი
თუკი კრიმინალებმა არ შეიცვალეს აზროვნების სტილი“.
ეს შეცდომები აზროვნების პროცესში, საფუძველს უყრის სუბიექტის აქტივობის
ისეთ სტილს, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში ხდება დელიქვანტური ქცევის გარანტი - წესების
დარღვევა, ინტერპერსონალური სიუხეშე (სხვების ცხოვრებაში ჩარევა, როდესაც ამის საჭიროება
არ არსებობს), უპასუხისმგებლობა და ა.შ.
No comments:
Post a Comment