ფსიქოპათია ეს არის ხასიათის თანდაყოლილი ანომალია, პიროვნების წყობის
მყარი თანდაყოლილი თავისებურებები, რომლებიც მეტ–ნაკლები ხარისხით აფერხებენ პიროვნების
ადაპტაციას გარემოსთან. ფსიქოპათიის ტერმინი ახასიათებს
პიროვნებას როგორც ეგოცენტრულს, სიცრუის მოყვარეს, მანიპულატორს, ეგოისტს,
ემპათიის უუნაროს.
ფსიქოლოგიის თვალსაზრისით არსებული
სინდრომი ხასიათდება, როგორც უუნარობა დააკავშირო სოციალური ემოციები შემეცნების პროცესთან. მკვლევართა გარკვეული ნაწილის აზრით არსებობს ფსიქოპატთა
გარკვეული კლასები, მაგალითად ფსიქოპატთა ძირითადი კლასი (so called-primary
psychopaths), რომელთა ქცევა განპირობებულია
გენეტიკით, და ფსიქოპატთა კლასი (so called-secondary psychopats) რომელთა ქცევა
განპირობებულია გენეტიკითა და სოციალური გარემოს ურთიერთქმედებით (Walsh & Wu,
2008). რიგი მოსაზრებებით ფსიქოპათია უშუალოდა დააკავშირებული დევიანტურ ქცევასთან. ფსიქიატრები მათ დასახასიათებლად იყენებენ ტერმინს
ანტისოციალური პიროვნული აშლილობა (antisocial personal disorder-APD). APD დიაგნოზირების
კრიტერიუმები არის როგორც ლეგალური ასევე დევიაციურ ქცევასთან დაკავშირებულიც, თუმცა
ორივე მათგანი ეყრდნობა უშუალოდ პიროვნების ქცევას.
კრიმინოლოგებს როგორც ესეთი არ აკმაყოფილებთ პიროვნების მხოლოდ ქცევის
საშუალებით დიაგნოსტირება, მათ ჭირდებათ კონკრეტული
კრიტერიუმი რომელიც უშუალოდ ქცევისაგან გამოყოფილია და შესაბამისად იძლევა საშუალებას
ესეთი პიროვნების დიფერენცირებისას ჩვეულებრივი პიროვნებებისაგან. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია
რობერტ ჰეირის (Robert Hare) კლასიფიკაცია Psychopathy check-list revised (PCL-R).
ჰეირის აზრით ფსიქოპათია არის თანდაყოლილი აშლილობა, რომელიც არაა განპირობებული გარემოს
ზემოქმედებით/გარემოსთან ინტერაქციით. შეიძლება ითქვას, რომ ჰეირი ატარებს ისეთივე
მიდგომას დანაშაულთან მიმართებაში, როგორსაც ატარებდა თავის დროზე ცეზარე ლომბროზო,
რომელიც დანაშაულს ანიჭებდა თანდაყოლილობის ელემენტს. დამნაშავეები ესენი არიან პიროვნებები
რომლებიც დაბადებით ნორმალურები არიან როგორც ფიზიკურად ასევე ინტელექტუალურად მაგრამ
ასევე ახასიათებთ დაბადებიდანვე უუნარობა გაარჩიონ კეთილი ბოროტისაგან (in Gibson,
2002, p.25). თუკი არსებული მიდგომა მეცნიერულია, შესაბამისად ფსიქოპათებს უნდა ქონდეთ
ისეთი მარკერები რომლებითაც ისინი გამოირჩეოდენ ჩვეულებრივი პოპულაციისაგან. ესეთ მარკერად
განიხილება პიროვნების დაბალი შესაძლებლობები გამოცადოს ისეთი სოციალური ემოციები როგორიცაა
სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა, ემპათია(Scarpa & Raine, 2003; Wiebe, 2004). სოციალური
ემოციები ახდენენ ტვინზე ისეთი ტიპის ზემოქმედებას რომელიც ადამიანს აძლევენ საშუალებას
სხვაგვარად მოიქცენ/უპასუხონ გარემოდან შემომავალ სტიმულებს. სირცხვილი, დანაშაულის
გრძნობა, ემპათია ჩვენ გვიცავს ისეთი ტიპის ქმედებებისაგან როგორიცაა ქურდობა, ყაჩაღობა
და ზოგადად დელიქვანტური ქცევა. დღესდღეობით ჩატარებული კვლევების უმრავლესობა, გვაჩვენებს
ერთსა და იმავე შედეგს, ფსიქოპათებს არ შეუძლიათ დაუკავშირონ ტვინის კოგნიტური და ემოციური
ქსელები ერთმანეთს და ეს უკანასკნელნი კი სინდისთან (Walsh & Wu,2008).
თეორიტიკოსტთა გარკვეული ნაწილი თვლის რომ სოციოპათები და ფსიქოპათები
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ლიკკენი(Lykken,1995) აღწერს სოციოპათებს როგორც „ველური
არსებები, გარეული მტაცებლები, უბილეთო მგზავრები ჩვენს სოციალურ მგზავრობაში, რომლებთაც
არასოდეს მოუწერიათ ხელი სოციალურ კონტრაქტზე“. სოციოპათობის განმაპირობებელ ფაქტორად
ითვლება ცუდი აღზრდა, ცუდ აღზრდაზე კი ზეგავლენას ახდენს ბავშვების რაოდენობა რომლებიც
დაბადებულნი არიან ქორწინების გარეთ.
1524 სიბლინგურ წყვილზე დაკვირვების შედეგად(National longitudinal
survey of youth, Cleveland, Wiebe, van den Oord, and Rove,2000) აღმოჩნდა რომ გაუთხოვარ დედებს აქვთ ტენდენცია აირჩიონ
ცხოვრების იმპულსური და სარისკო ცხოვრების სტილი და აქვთ მრავალი ანტისოციალური ფსიქოლოგიური
ნიშანი და ინტელექტის შედარებით დაბალი დონე. კვლევის შედეგად აღმოჩნდა რომ მარტოხელა
დედათა ოჯახები, სადაც ცხოვრობენ ბავშვები
სხვადასხვა მამებისაგან, ბევრად უფრო არიან მოწყვლადი ანტისოციალური ქცევების მიმართ.
შესაბამისად, მშობლების ცხოვრების ესეთი სტილი ახდენს გავლენას ბავშვზე როგორც ფეხმძიმობის
პერიოდში ასევე მის შემდგომ განვითარებაზე. იზრდება ასეთი ბავშვების დევიანტებად ჩამოყალიბების
რისკი. არსებული ტიპის კვლევები ჩატარდა სხვა მრავალ ქვეყანაში და შედეგი ყველგან ერთი
და იგივეა (Moffit & E-risk study team, 2002).
ზემოთმოყვანილი კვლევებიდან გამომდინარე გოტფრედსონი და ჰირში (Gottfredson and
Hirschi, 1997) მივიდნენ საკმაოდ არაეთიკურ და ევგენიკურ დასკვნამდე, რომლის მიხედვითაც
„გაუთხოვარი გოგონების ფეხმძიმობის შეწყვეტა, პერსპექტიული დანაშაულის აღკვეთის მიმართულებით
მოგვცემს უფრო მეტ შედეგს ვიდრე ყველა ანტიკრიმინალური პროგრამა ერთად შეკრებილი“(p.33).
ეს დაკვნა გამოქვეყნებული იქნა Office of Juvenile Justice and Delinquency
Prevention(OJJDP)-ს მიერ, რომელიც აღნიშნავდა რომ ფეხმძიმობის შეწყვეტა 20-21 წლის
ასაკში საზოგადოებას მიცემდა 30-40 პროცენტით შემცირებულ მაჩვენებლს ბავშვთა ძალადობის მიმართ და სამართალდამცავი სისტემა
დაზოგავდა 4 ბილიონს სამართალდაცვისა და კორექციის მიმართულებით, რადგანაც ესეთი ტიპის
დედათა შვილებს 2.7-ჯერ მეტად აქვთ ტენდენცია ჩაიდინონ დევიანტური ქცევა, ვიდრე დაქორწინებული
დედების შვილებს (Maynard & Garry,1997).
ბრიტანელმა მკვლევარების ან ვიენის და ანტონი ბიჩის ( Ann Vienn and
Antony Beech) აზრით ფსიქოპათია არის ნეირობიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების
ურთიერთქმედების შედეგი და კავშირშია ტვინის გარკვეული ნაწილების თავისებურ ფუნქციონირებასთან,
კონკრეტულად კი ამიგდალასთან (პასუხისნგებელია ემოციურ მეხსიერებაზე, მრისხანებაზე, შიშზე და სექსუალურ შეგრძნებებზე)
და პრეფრონტარულ ქერქთან. საინტერესოა ასევე ფსიქოპატთა მკურნალობის თავისებურებაც,
რადგანაც მკვლევართა დიდი ნაწილი თვლის, რომ მათი მკურნალობა კიდევ უფრო აუარესებს
მათ.
No comments:
Post a Comment