საგამოძიებო საქმიანობის დროს, დიდი ყურადღება ეთმობა, სიცრუის იდენტიფიცირების პროცესს, რადგანაც პირის მიერ მოწოდებულმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება სრულიად შეცვალოს საგამოძიებო ვერსია.
სიცრუის იდენტიფიცირება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, ქვემოთმოყვანილია მოკლე მითითებების სახელმძღვანელო(guideline), რომელიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის საგამოძიებო საქმიანობაში.
ხშირ შემთხვევაში დამარწმუნებელი განაცხადი დაკითხვის პროცესში შესაძლოა ფარავდეს სიცრუეს. როცა
კითხვას ვუსვამთ უდანაშაულო ადამიანს, მისი პასუხები პირდაპირია, მარტივი და მოკლე,
რადგან მათ აქვთ რეალური ფაქტები და არ სჭირდებათ ინფორმაციის დამატება.
შეკითხვა
|
უდანაშაულო ეჭვმიტანილი
|
,,დალიეთ?“
|
,,არა“
|
,,ფული თქვენ
მოიპარეთ?“
|
,,არა“
|
,,თქვენ გეძინათ
ამ ადამიანთან?“
|
,,არა“
|
როდესაც
კითხვაზე პასუხს გვცემს დამნაშავე ის ცდილობს იმართლოს თავი, მხარი დაუჭიროს ჩვენს
რწმენას და თავს არიდებს პირდაპირ პასუხებს.
შეკითხვა
|
დამნაშავე ეჭვმიტანილი
|
,,ფული თქვენ
მოიპარეთ?“ (უფროსი თანამშრომელს)
|
,,როგორ მკადრებთ
ასეთ შეკითხვას?“
|
,,ჰკითხეთ ჩემს
მეგობრებს-მე არ ვარ ამის გამკეთებელი“
|
|
,,რატომ ვიზმადი
ამას ჩემი პენსიაზე გასვლის წინ?“
|
|
,,მიიღე თუ არა
ნარკოტიკი?“ (მშობელი თინეიჯერს)
|
,,არც კი მჯერა,
რომ ასეთი სისულელე გჯერა’’
|
,,არასდროს მომიცია
მიზეზი ასეთი რამ გეფიქრათ“
|
|
,,რატომ არასდროს
მენდობით??“
|
|
,,თქვენ იძალადეთ
ბავშვზე?“
|
,,რას ამბობთ,
მე არასოდეს ვიზამდი ამას“
|
,,ვიღაც გარყვნილი
მოძალადე კი არ ვარ“
|
|
,,ახრჩობდით თუ
არა თქვენს შვილს?“
|
,,მე მიყვარს
ჩემი შვილები“
|
,,რატომ ჩავიდენდი
რამეს, რაც მათ ატკენდა?“
|
ამხნსელი
წინადადებები ძალიან დამაჯერებლად ჟღერს, როცა წარმოთქმულია გაწონასწორებულად, ძლიერი
ემოციით, და განსაკუთრებით კი მაშინ, როცა იმას ემთხვევა, რასაც ჩვენ ვიტყოდით ამავე
სიტუაციაში. ასეთ დროს, კარგია თუ ჩვენ დავეთანხმებით ეჭვიმტანილს, მაგრამ თან მოვაბრუნებთ
საუბარს ჩვენთვის საინტერესო საკითხის გარკვევისკენ. მაგალითად ეჭვმიტანილის ნათქვამზე,
რომ ის უკვე პენსიაზე გადის და არაფერი სჭირდება მოპარვა, შეგვიძლია ვუპასუხოთ: ,,
ეს ნამდვილად სწორად ჟღერს, მაგრამ მე მაინც უნდა გკითხოთ.. ‘’
ტიპიური
თავის გასამართლებელი პასუხების მაგალითებია:
,,არავის დაუყენებია ეჭქვეშ ჩემი პატიოსნება’’
,,მე არაჩვეულებრივი რეპუტაცია მაქვს’’
,,ჩემნაირი პატიოსანი ადამიანისგან
წარმოუდგელეია ასეთი რამ“
,,მე არასოდეს ვიზამდი რამეს რაც მას
გულს ატკენდა, მე ის ძალიან მიყვარს“
,,მე ამ სამსახურში 20 წელია ვმუშაობ“
როგორ
ჟღერს სიცრუე?
თუ
ვინმე კითხვაზე პასუხს გცემს ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმებით, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს,
რომ ის აუცილებლად იტყუება, მაგრამ ეს უკვე იმის ინდიკატორია, რომ ჩევნ უფრო ყურადღებით
უნდა ვიყოთ და დავსვათ მეტი შეკითხვა.
- არასწორი პასუხები: თუ ფაქტები მათ წინააღმდეგაა, მაგრამ ისინი მაინც შეუვალნი არიან, დამშვიდდით და ისე მოიქეცით ვითომ არც გაგიგიათ.
- უარყოფის შეუძლებლობა: თუ თქვენს პირდაპირ შეკითხვაზე არ არის პასუხი ,,დიახ“ ან ,,არა“, იყავით ფრთხილად.
- არასპეციფიური უარყოფა: თუ პირდაპირ შეკითხვას მოსდევს ფუჭი და ბევრი საუბარი, იყავით ყურადღებით.
- გადატანილი უარყოფა: თუ თქვენს კითხვაზე პასუხი მოიცავს მრავალფეროვან პასუხებს, რომლებიც არ ეხება თემას.
- პასუხის გაცემაზე თავის არიდება: ,,მგონი მე არ ვარ ადამიანი, ვისაც შეუძლია, რამით დაგეხმაროთ’’ (და თან თავს გვერდით აბრუნებს)
- შეკითხვის გამეორება: ეს შეიძლება იყოს მათი ხრიკი გამოიყენონ დრო ტყუილის მოსაგონებლად, შესაძლოა მიგვანიშნებდეს ასევე მათ სიჩუმისადმი დისკომფორტზე, რადგან დამნაშავეები სიჩუმეში უხერხულად გრძნობენ თავს.
- შეკითხვაზე პასუხის არ გაცემა: ნაცვლად პასუხის გაცემისა შემდგი ფრაზების გამოყენება: ,,ეს კარგი კითხვაა“ ,,ვიცოდი ამას მკითხავდით’’, ,,მიხარია, რომ ეს მითხეთ“
- შეუთავსებელი განაცხადები: მატყუარებს სჭირდებათ კარგი მეხსიერება. მაგალითად თუ ტიპი ამბობს,რომ მან მოიპარა 500 ლარი, მეორე დაკითხვაზე კი ამბობს, რომ მოიპარა 1000, ჩვენ ვეკითხებით ,,ხომ არ იყო კიდევ უფრო მეტი?“, ან ,,გთხოვთ დამეხმაროთ ახალი ინფორმაცია დავუკავშიროთ ძველს, გაიხსენეთ, რა მითხარით მანამდე“
- თავდასხმისთ პოზიციაში გადასვლა: კითხვაზე, ეჭვმიტანილმა დაიწყო ემოციური გამოვლინებები და ყვირილი: ,,ეს არაა შენი საქმე“ , ,,სრული ავადმყოფობაა ამ შეკითხვის დასმა".
- შეუფერებელი პასუხები: არარელევანტუტი, არალოგიკური პასუხები, ეს შეიძლება იყოს დამანშავის მიერ რაიმეს დამალვის მაჩვენებელი, ამიტომ გამომძიებელმა უნდა დასვას დამაზუსტებელი და უფრო გასაგები შეკითხვები.
- ძალიან სპეციფიური პასუხები: ნაცვლად მოკლე ზუსტი პასუხისა, დამანშავეებს ახაიათებთ ძალიან კომკლექსური, ზედმეტად დეტალიზებული პასუხები.
- გადაჭარბებული ზრდილობა: ზრდილბა კარგია, მაგრამ აუცილებლად ნორმის ფარგლებში.
- კითხვის მნიშვნელოვნების დამცირება: დამნაშავე ცდილობს რაც შეიძლება დააკნინონს და არასაჭიროდ მიიჩნიოს ზოგიერთი შეკითხვა.
- პროცესთან დაკავშირებული წუწუნი: ,,როდის მორჩება?“
- შეულებლობა გაიოგონ უმარტივესი შეკითხვები: ,,მცდელობა გამოძიება წაიყვანონ თავიანთ მხარეს.
- განმეორებითი პასუხები: ,,როგორც ვთვი მანამდე“, ,, მე უკვე გაგეცით პასუხი ამ შეკითხვაზე“. მატყუარას მიერ ერთი და იმავე ტყუილის გამეორებამ შესაძლოა წონასწორობა დააკარგვინოს გამომძიებელს.
- რელიგიით მანიპულირება: ტყუილის შელამაზება ,,მე ეს ღმერთმა მითხრა’’, ,,ღმერთს და ბიბლიას ვიფიცებ“.
- შერჩევითი მეხსიერება: ,,ვერ ვიხსენებ“ პასუხი ისეთ შეკითხვებზე, რომლებიც ფაქების შესახებ მნიშვნელოვან დეტალებს ეხება. ანუ შესაძლოა არ გახსოვდეს რა გეცვა პირველ პაემანზე, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეს, გქონდა თუ არა სექსი.
- განსაზღვრებების აქტიური გამოყენება : ,, ძირითადად“, ,,შესაძლოა“, ,,სიმართლე გითხრათ“, ,,გულწრფელად“. მართალი ადამიანი ამბობს სიმართლეს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.
როგორ
გამოიყურება სიცრუე
ტყუილში
გამოჭერა შესაძლოა ვიზუალურ და ვერბალურ მანიშნებლებზე დაკვირვებით.
- არა-ს თქმისას თავის თანხმობის ნიშნად ქნევა
- პირის და თვალების დამალვა: არაცნობიერი შიში მის მიერ მოგონილი ტყუილის გამოვლენისა.
- ყელის გაშრობა ან ნერწყვის ხშირი ყლაპვა: შფოთვა ტყუილის გამო იწვევს პირის სიმშრალეს.
- ხელების სახესთან მიტანა: ტყუილის გამოვლენის შიში იწვევს ძლიერ შფოთვას, რის გამოც სახეზე სისიხლის ძლიერ მოძრაობას.
- ჟესტები: თმის ყურს უკან გადაწევა, ჰალსტუხის წვალება, სათვალის წვალება.
საეჭვო მანიშნებლები, რომლებიც
შესაძლოა სულაც არ ნიშნავდეს ტყუილს!
- თვალით კონტაქტის არიდება: არსებობს უამრავი მიზეზი იმისა, რატომ არიდებს თავს ადამიანი თვალით კონტაქტს მოსაუბრესთან, მაგალითად დაბალი თვითშეფასება. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავასკვნათ, რომ თუ მოსაუბრე არ გვიყურებს თვალებში, ის აუცილებლად იტყუება.
- სხეულის ჩაკეტილი პოზა: ფეხი-ფეხზე გადაჯვარედინებული ჯდომა ზოგიერთ შემთხვევაში ის პოზაა, რომელშიც ადამიანი ისვენებს და არ ნიშნავს იმას, რომ ის დაძაბულია, რადგან იტყუება.
- ზოგადი ნერვიული მდგომარეობა: მატყუარები ნერვიულობენ, მაგრამ უდანაშაულო ადამიანიც ნერვიულობს, როცა პოლიციის განყოფილებაში პოლიციელები კითხავენ.
- პრიმიტიული პასუხები: პასუხის გაცემა შეკითხვაზე, სანამ ის დასრულდება შესაძლოა ერთი მხრივ მიანიშნებდეს დამნაშავის დიდ სურვილზე სწრაფად თქვას თავისი გამოგონილი ტყუილი, მეორე მხრივ კი უდანაშაულო ადამიანის მოუთმენელ სურვილზე მალე მოყვეს სიმართლე. ამიტომ ეს მანიშნებელი დასკვნის გამოსატანად არ უნდა გამოვიყენოთ.
- გაწითლება, ხელების შეკვრა: ეს ქცევები ისევე შეიძლება გამოავლინოს მატყუარამ, როგორც უდანაშაულო ადამიანმა, რომელსაც აშინებს ავტორიტეტებთან ურთიერთობა და შესაძლო გაუგებრობები.
- არასაჭირო შეკითხვები: გამომძიებელმა შეიძლება დასვას ნეიტრალური შეკითხვები, რათა გაიგოს, როგორია ადამიანის ჟესტიკულაცია და სხეულის პოზა, როცა სიმართლეს ამბობს, შემდეგ კი ამისგან განსხვავებული საუბრის ფორმა ტყუილის მიმანიშნებლად მიიჩნოს. მაგრამ ისიც გასათავლისწინებელია, რომ პროფესიონალი მატყუარები, კარგად ახერხებენ თავის კონტროლს და გამომძიებლის გაცურებას.
ინტერვიუს
შეკითხვები
1.,,როგორ ფიქრობთ, რას იმსახურებს ადამიანი, ვინც ეს
ჩაიდინა?“
დამნაშავე, რომელმაც
იცის , რომ მასზეა საუბარი, შესაძლოა შემწყნარებელი იყოს და ნაკლებად მძიმე სასჯელი
დაასახელოს.
2.,, რა მოხდა გასულ ღამეს?“
იმის ნაცვლად, რომ
პირდაპირ ვიკითხოთ ,,თქვენ გატეხეთ სახლი?“ უმჯობესია დავსვათ შეკითხვა, რომელზე პასუხიც
არ არის მხოლოდ ,,არა“. შეკითხვაზე ,,რა მოხდა გასულ ღამეს?“ უდანაშაულო ადამიანი გვიპასუხებს
სწრაფად, რომ გატეხეს სახლი და მოიპარეს ნივთები, დამნაშავე კი იტყვის: ,,მე საიდან
უნდა ვიცოდე“, ,,მე ხომ იქ არ ვიყავი“ და ა.შ
3.,,არსებობს რამე მიზეზი, რის გამოც შესაძლოა დაენახეთ
სამეზობლოში?“
დამნაშავე, რომელმაც
არ იცის, რომ შენიშნეს, იტყვის რამე უწყინარ მიზეზს, რის გამოც იმ ადგილას იმყოფებოდა.
4. ,,რატომ ამბობთ ამას?“
5. ,,რა იცით, რომ ეს სიმართლეა?“
6. ,,რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას?“
7. ,,კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით?“
8. ,,მითხარით უფრო დაწვრილებით“
9. ,,არ მესმის, უკეთ ამიხსენით“
10. ,,რომელ დათოს გულისხმობთ?“
11. ,,კიდევ ერთხელ მითხარით, რა დროს წამოხვედით?“
12. ,,შესაძლოა, რომ თქვენ იქ მეტ ხანს იყავით?“
13. ,, მოგვიყევით თქვენს ურთიერთობაზე ამ ადამიანთან“
ფსიქოლოგიური
ზეწოლის თავიდან არიდება
თუ ადამიანი დაკითხვის პროცესში თავს გრძნობს მახეში
მომწყვდეულად, შევიწროებულად აუცილებელია ინტერვიუ დავასრულოთ ან დავეხმაროთ რესპონდენტს
თავი იგრძნობს უსაფრთხოდ და თავისუფლად.
1. თავიდან აირიდეთ უარყოფის შემცველი
შეკითხვები. ,,არ გახსოვთ რამდენი დალიეთ?“, ,,დარწმუნებული ხართ,
რომ არ იცით ვისია ეს ნომერი?“ კითხვის ასეთი ფორმულირება განამტკიცებს პოზიციას, რომელიც
დამნაშავემ მანამდე აირჩია და სიმართლის თქმას უფრო ართულებს.
2.გამოიყენეთ შესავალი შეკითხვის დასმამდე.
როდესაც პიროვნებას ვუხსნით შეკითხვის
მიზანს, უფრო მეტია შანსი, რომ ის სიმართლეს გვეტყვის. ასევე, ფრაზები ,, არავინაა
სრულყოფილი“, ,,ყველა უშვებს შეცდომებს“, ,,არაუშავს,
ეს არაფერია“ და სხვა ზრდის შანსს, რომ ადამიანი გაიხსნება. გამომძიებელი უნდა ეცადოს
დასკითხ პირს თავი აგრძნობინოს უსაფრთხოდ და არ დაადანაშულოს.
3. ალიბის გახსენება: თუ
პირს ვეკითხებით, შეხვედრია თუ არა ვინმე ბატონ დავითს, ის კი ამას უარყოფს, ჩვენ არ
უნდა ვუთხრათ, რომ ის მატყუარაა, შეგვიძლია ვკითხოთ ,, არის რამე შანსი, თუნდაც დიდი
ხნის წინათ, რომ თქვენ ერთმანეთს შეხვედრიხართ?“ ან ,,იქნებ არის ვინმე ისეთი, ვინც
თქვენ ორი ერთად გნახათ?“ ასეთ კითხვებზე დათანხმების შანსი ბევრად მეტია, რაც გამომძიებელს
საშუალებას აძლევს, ახალი კითხვები დასვას ამ შეხვედრაზე.
4.გააფართოვეთ ფოკუსი. არა
წინააღმდეგობრივი კითხვების დასმა მეტი ინფორმაციის შეგროვების საშუალების გვაძლევს.
თუ კითხვაზე ,,ოდესმე გამოგიყენებიათ არალეგალური ნარკოტიკი?“ პირი გვპასუხობს ,,დიახ
მე მოვწიე მარიხუანა ერთხელ“, ჩვენ არ უნდა ჩავყვეთ ამ ინფრომაციას და არ გამოვიკითხოთ,
როდის, სად და რატომ მოხდა ეს არამედ, ვკითოთ ,,კარგი, კიდევ რა გაგისინჯავთ?“ ასეთი
შეკითხვებით, ჩვენ პირისაგნ მეტ საჭიროს ვიგებთ.
წყარო : Summary of Spy the Lie by Philip Houston, et. al.
St.Martin’s Press, 2012, summary by Erik Johnson
დახმარებისათვის მადლობა მარიამ გოგოლაძეს
No comments:
Post a Comment