Friday, June 5, 2015

მოწმის ფსიქოლოგია


      მოწმე - ეს არის პიროვნება, რომელიც პირველი იღებს ინფორმაციას დანაშაულზე.

გამოძიების პროცესის მიმდინარეობისას, ყურადღება ეთმობა ინფორმაციის მოპოვებას დანაშაულის უშუალოდ შემსწრე თვითმხილველისაგან.  მოწმის დაკითხვა ძირეულად განსხვავდება ბრალდებულის დაკითხვისაგან არამხოლოდ პროცესუალური თვალსაზრისით (მოწმე ფრთხილდება ცრუ ჩვენებაზე), არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც.

ბრალდებულისა და დაზარალებულისაგან განსხვავებით მოწმე არ არის ჩართული უშუალოდ განხორციელებულ ქმედებაში, ის არის შემსწრე და არა მოქმედი პირი, შესაბამისად მასთან ურთიერთობის და ინტერვიურების სპეციფიკა საჭიროებს მისი კონკრეტული თავისებურებების განსაზღვრას.


მოწმეს არის:
  • პიროვნება, რომლესაც შეუძლია მოგვითხროს, კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. მათ შეუძლიათ თქვან რა დაინახეს, რა გაიგონეს და რა იგრძნეს კრიმინალურ ქმედებასთან დაკავშირებით.
  • პირი, რომელიც პოლიციას ატყობინებს დანაშაულის შესახებ.
  • პირი, რომელიც მოგიყვებათ ან მიგანიშნებთ დანაშაულის მოხდენის დროისა და ადგილის შესახებ.
  • პირი, რომელსაც აქვს ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია დანაშაულზე.
  • მოწმეს ეკითხებიან ყველა იმ ფაქტის შესახებ, რაც გამოძიებასთანაა კავშირში.


მოწმესთან კომუნიკაციური კონტაქტის დამყარებისას გამომძიებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოწმე არის უბრალოდ მოქალაქე, რომელიც შემთხვევით შეესწრო დანაშაულის ფაქტს. შესაბამისად მას სრულებითაც შეიძლება არ სიამოვნებდეს დაკითხვაზე ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ ის ვალდებულია კანონით მისცეს ჩვენება, შესაბამისად გამომძიებელი უნდა ეცადოს დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოს პირზე და განუმარტოს მას თუ რადენად მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა გამოძიებისათვის.



პიროვნების ტიპები, რომლებსაც შეიძლება შეხვდეს გამომძიებელი


ინტერვიურების პროცესში გამომძიებელი შესაძლოა შეხვდეს მრავალი სხვადასხვა ტიპის პიროვნებას. გამომძიებელს ეხმარება პიროვნების ზოგადი ტიპებისა და მათთან საუბრის ფორმის ცოდნა.

1. თანამშრომლობაზე ორიენტირებული პიროვნება
ეს პიროვნება ყოველთვის მეგობრულია და ცდილობს დაეხმაროს გამოძიებას. თავაზიანი მოპყრობა ესეთი პირების მიმართ იწვევს მათ გააქტიურებას შესაბამისად გამომძიებელი უნდა მოერიდოს უხეშობის ან ქცევითი ეტიკეტის გადაცდომას.

2. „არათანამშრომლობითი“ პიროვნება
ზოგიერთი პიროვნება ბუნებითაა არამეგობრული. გამომძიებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი არამეგობრულობა მიმართულია ზოგადად არა მის მიმართ, არამედ სრულიად სამყაროსადმი. ამ ადამიანთან თანამშრომლობა მოითხოვს ძალისხმევას გამომძიებლის მხრიდან.

3. ზედმეტად „დახმარებაზე ორიენტირებული პიროვნება“
 ეს ადამიანი შესაძლოა იმდენად, მონდომებული იყოს გამოძიების დახმარებით, რომ შესაძლოა ჩვენებას დაამატოს ისეთი ინფორმაცია, რაც რეალობას სცილდება.

4. მოლაპარაკე(მოლაქლაქე) პიროვნება
ამ ტიპის ადამიანებს უყვართ ზოგადად მოვლენაზე უფრო მეტი საუბარი, ვიდრე უშუალოდ ფაქტებზე. შესაბამისად გამომძიებელს სჭირდება დიდი მოთმინება, რათა მიიღოს ის ინფორმაცია, რაც მას სჭირდება. გამომძიებელი უნდა ეცადოს დამაზუსტებელი კითხვებითა და პერიფრაზების საშუალებით პიროვნება არ გაიყვანოს სასაუბრო ფაქტების გარეთ.

5. ჩუმი პიროვნება
 ეს ადამიანი თავისი ნებით არ გასცემს ინფორმაციას და კითხვებზე სცემს ძალიან მოკლე პასუხებს. გამომძიებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ  ასეთი ინდივიდის ქცევა გამომდინარეობს მისი პიროვნული მახასიათებლიდან და არა იქიდან, რომ დამალოს ინფორმაცია.

6. „საქმიანი/დაკავებული“ პიროვნება
 ეს ადამიანი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზედმეტად დაკავებული. შესაძლოა ის კეთილგანწყობილი იყოს და ცდილობდეს დახმარებას, მაგრამ სინამდვილეში იძლევა ძალიან მცირეოდენ ინფორმაციას. გამომძიებელს სჭირდება დიდი ძალისხმევა ასეთი ადამიანისგან საჭირო ფაქტების მისაღებად.

7. ბავშვები

 ბავშვების დაკითხვა მოითხოვს სპეციფიკურ ტექნიკას და ძალიან დიდ მოთმინებას. ჩვეულებრივ საჭიროა, რომ მშობელი იყოს ბავშვთან, სანამ დავიწყებთ მისგან ინფორმაციის მიღებას. 

დაკითხვის დროს წინააღმდეგობის გაწევის ძირითადი  მიზეზები

        როგორც წესი ინტერვიურების პროცესში მოწმე თანამშრომლობს გამოძიებასთან, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც დასაკითხი პირი შესაძლოა არ თანამშრომლობდეს გამოძიებასთან, ეს კი თავის მხრივ გარკვეულ ემოციებს უკავშირდება. დასაკითხი პირის ემოციები დაკითხვის დროს შესაძლოა  ცვალებადი იყოს. ემოციების ცვალებადობა დასაკითხი პირის სტატუსის მიხედვით იცვლება, თუმცა ხშირ შემთხვევაში გარკვეული სტატუსის, ან უსაფრთხოების დაკარგვის შიშს უკავშირდება.
       დაკითვის დროს წინააღმდეგობის გაწევის მიზეზები:

უსაფრთხოება
საკუთარი ოჯხისა და ახლობლების დაკარგვის შიში.
ნეგატიური დამოკიდებულება
პოლიციის თანამშრომლების მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულება.
სტატუსი       
სტატუსის დაკარგვის შიში, „საკუთარი სახის“ შენარჩუნების სურვილი, საზოგადოების მხრიდან შეურაცხყოფუს მიყენების შიში.
საკუთარი თავის წარმოჩენის შიში
საკუთარი რეალური სახის ჩვენების შიში.
შურისძიების შიში
აღიარებითი ჩვენების მიცემის შიში, ბრალდებული გრძნობს, რომ მსხვერპლს ვერ აუნაზღაურებს ზიანს.





            
   
         დაკითხვის შემთხვევაში გამომძიებელმა შესაძლოა იმოქმედოს ნეგატიური დამოკიდებულებაზე, უსაფრთხოების განცდასა და სტატუსის შენარჩუნებაზე. მას შეუძლია დასაკითხ პირის ეს ემოციები კონფიდენციალურობს დაცვითა და საკუთარი სანდოობის დამტკიცებით აგრძნობინოს.

No comments:

Post a Comment