მოწმის დაკითხვის
მიზანს წარმოადგენს მომხდარ საქმესთან დაკავშირებული სანდო ფაქტების გამოვლენა. მოწმის
დაკითხვა საჭიროა მაშინ, როდესაც გვსურს მივიღოთ ახალი ინფორმაცია, გადავამოწმოთ არსებული
დეტალები, ან შევაფასოთ არსებული მტკიცებულებები.
მოწმის დაკითხვის პროცესში
გასათვალისწინებელია, შემდეგი ფსიქოლოგიური ფაქტორები:
- ჩვენების სანდოობის შეფასება;
- ცრუ ჩვენების გამოვლენა;
- მოწმის დახმარება არსებული ფაქტებისა და მოვლენების გახსენებაში;
მოწმეებს ხშირად
აქვთ ცხოვრებისეული პრობლემები, განსხავებული პოზიციები სამართლებრივად მისაღებ ღირებულებებთან
და გააჩნიათ სხვადასხვა სამოქალაქო ხედვა. ყველა მოწმეს უჩნდება სუბიექტური მოლოდინი,
თუ როგორ შეიძლება წარიმართოს დაკითხვის პროცესი,
მოწმე ქმნის დაკითხვის კონკრეტულ ესკიზს და შემდგომში ცდილობს მიყვეს მას. რამდენადაც შესაძლებელია, გამომძიებელმა უნდა გაითვალისწინოს
მოწმის ეს მოლოდინი.
ყველა მოწმე, თავისთავად,
დაკავშირებულია არსებულ საქმესთან, ბრალდებულთან, დაზარალებულ პირთან და გამომძიებელთან.
შესაბამისად, ისინი თავისთავად ხვდებიან საქმის ეპიცენტრში. არაა გამორიცხული, რომ
ისინი საქმესთან დაკავშირებული სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ მოექცნენ. მათ უნდა
იცოდნენ, რომ როდესაც მოწმე თავს არიდებს, უარს ამბობს, ან არასწორ ჩვენებას აძლევს
გამოძიებას, აუცილებლად მიეცემა სამართლებრივ პასუხისგებაში. გაფრთხილება ამის შესახებ
უნდა იყოს დაკავშირებული კონკრეტული ინდივიდის სინდისთან, რათა მან პატიოსნად შეასრულოს
მოქალაქეობრივი ვალი, ისაუბროს გახსნილად და თავისუფლად მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
რაც მთავარია, მან უნდა მისცეს გამოძიებას
სწორი და სანდო ინფორმაცია.
მოწმის ჩვენება
შესაძლოა დაკავშირებული იყოს:
- საქმის პირდაპირ მტკიცებულებებთან;
- ინდივიდებთან, რომელთაც საქმესთან პირდაპირი კავშირი აქვთ;
- სხვა მოწმეთა არსებობასთან.
მოწმის ჩვენება შესაძლოა იყოს გამოხატული როგორც ფაქტებით, ასევე შეფასებებით. შეფასებითი კომპონენტი დაკავშირებულია სავარაუდო ბრალდებულის, ბრალდებულისა და დაზარალებულის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებთან(სტერეოტიპები, მოლოდინები, განწყობები).
საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას მოწმის დაკითხვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მისგან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა განსხვავდებოდეს პოლიციის ხელთარსებული მტკიცებულებებისაგან, შესაბამისად აღნიშნულმა განსვლამ მოპოვებულ მტკიცებულებასა და მიცემულ ჩვენებას შორის, შეიძლება საგამოძიებო ვერსიის დამახინჯება და გამოძიების არასწორი გზით განვითარება გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ გამომძებელმა მოწმისაგან მაქსიმალურად ამომწურავი და დეტალიზირებული ინფორმაცია მოიპოვოს.
მოწმის მეხსიერებამ შესაძლებელია, ზეგავლენა განიცადოს და მოწმემ ფაქტები დამახინჯებულად მოგვაწოდოს. ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი, რომელიც მოწმის მეხსიერებაზე ახდენს ზეგავლენას დაკითხვის არასწორი ფორმაა. აღნიშნული პრობლემატიკას მრავალი მაშტაბური კვლევა მიეძღვნა და ამ კვლევათა შედეგად შემუშავდა დაკითხვის წარმოების კოგნიტური ინტერვიუს მეთოდი. რომელიც მოწმისაგან ზუსტი და სრული ინფორმაციის მიღების საშალებას იძლევა.
კოგნიტური ინტერვიუს ერთ-ერთი მიზანია მოწმესთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, ასევე გამოკითხვის პროცესში ინფორმაციის გადამოწმება
და დამატებითი დეტალების გახსენება.
კოგნიტური ინტერვიუს გამოყენებისას გასათვალისწინებელია
ორი ფაქტორი:
- ეფექტური კომუნიკაცია საშუალებას იძლევა მოწმეს მოუხსნას ის დისკომფორტი, რომელიც ახლავს ნეგატიური ინფორმაციის უცხო პიროვნებისთვის გაზიარებას;
- დაკითხვის პროცესში მოწმის ნდობის მოპოვება გამომძიებელს ეხმარება ზუსტი ინფორმაციის ამოღებაში.
კოგნიტური
ინტერვიუ ითხოვს პიროვნების სააზროვნო პროცესების
(გაანალიზება, დაკავშირება, განსხვავების პოვნა, მიზეზ-შედეგობრიობის განსაზღვრა და
მსგავსი ) გააქტიურებას. კოგნიტური ინტერვიუს მეთოდი გვთავაზობს რამდენიმე სტრატეგიას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება პიროვნებამ გაიხსენოს სიტუაციის დეტალები და თანამიმდევრულობა. აღნიშნული სტრატეგიებია:
1.შინაარსის აღდგენა(მოვლენის მთლიანობითი სურათის აღდგენა) _ პირი, რომელიც დაკითხვას აწარმოებს, მოწმეს წაახალისებს იმისათვის, რომ მან სიტუაციასთან დაკავშირებული ასპექტები გაიხსენოს. ამ დროს პიროვნებამ უნდა გაიხსენოს ფიზიკური (ექსტერნალური) მოვლენები და პიროვნული (ინტერნალური) ფაქტორები, რომელსაც ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის პერიოდში. გამომძიებელი უნდა დაეხმაროს მოწმეს აღიდგინოს მოვლენის
მთლიანობითი სურათი ისეთი შეკითხვების მეშვეობით, რომლებიც ეხება: შეგრძნებებს
- მხედველობა (რას ხედავდით იქ? ვინ იყო?
შეგიძლიათ დახატოთ ის ადგილი?), ყნოსვა (რა
სუნი იგრძენით?), შეხება (როგორი შეგრძნება
გქონდათ? რამეს ხომ არ გაგონებდათ?), სმენა
(რა ხმების გესმოდათ შემთვევის დროს?); იმ გრძნობებს, რომელსაც უშუალოდ მოვლენის დროს განიცდიდა (გაკვირვება, გაბრაზება) და აზრებს, რომლებიც ამ მოვლენის დროს მოსდიოდა თავში („ეს პიროვნება დამნაშავეა, მან შესაძლოა ძარცვა ჩაიდინა“). ასეთი სახის კავშირების პოვნა - შეგრძნებებს, გრძნობებსა
და აზრებს შორის - პიროვნების მეხსიერებაში მოვლენის მთლიანობით სურათს აღადგენს. ამ მთლიანობითი
სურათის ფონზე, შესაძლებელია, მოწმემ გაიხსენოს ისეთი დეტალი, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებდა. როგორც კვლევები გვიჩვენებს, ჩვეულებრივ, ადამიანი მოვლენის დასამახსოვრებლად იყენებს,
სწორედ, იმგვარ კავშირებს/ასოციაციებს
(შეგრძნებებს, გრძნობებსა და აზრებს შორის), როგორიც გამოიყენება შინაარსის
აღდგენის ტექნიკაში ინფორმაციის გასახსენებლად. შესაბამისად, თუ ჩვენ მოწმეს ისეთ პირობებში მოვაქცევთ , როგორშიც ის იყო უშუალოდ შემთხვევის ადგილას (თავიდან განვაცდევინებთ იმ ემოციებს და აზრებს, რომლსაც ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენისას და ა.შ.), ის გაიხსენებს ისეთ დეტალებს, რასაც სხვა დროს ვერ შეძლებდა.
შინაარსის გახსენების ტექნიკის მთავარი არსი გახლავთ ის , რომ მოწმე დავაბრუნოთ
შემთხვევის ადგილზე, რაც დაეხმარება ყველა დეტალის აღდგენაში.
2. ყველა დეტალის მოყოლა _ გამომძიებელი მოწმეს აძლევს თავისუფლებას, რომ მან მოყვეს და გაიხსენოს ის ყველაფერი, რაც კი თავში მოსდის. ეს მოწმეს საშუალებას აძლევს დამატებითი ინფორმაცია გაიხსენოს. შესაძლოა ამ დროს მოწმემ ბევრი ისეთი რამ მოჰყვეს, რაც გამოძიებისთვის არ იქნება არსებითი, მაგრამ მან შესაძლოა ისეთი დეტალებიც მოგვაწოდოს, რომელიც გამოძიებას სწორ მიმართულებას მისცემს.
მაგალითად
- „მიამბე ყველაფერი. არაფერი გამოტოვოთ, უმცირესი
დეტალებიც კი“.
- „ზოგჯერ წვრილმანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მითხარით ყველაფერი,
რის გახსენებასაც შეძლებთ“.
3.თანმიმდევრობის ცვლილება-მოწმეს აძლევენ ინსტრუქციას, მოყვეს მოვლენა არა თავიდან ბოლომდე, არამედ შუიდან, ან ბოლოდან მოვლენების დასაწყისამდე. როდესაც პირი ცვლის მოვლენების აღდგენის თანმიმდევრობას. ის უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს მოვლენების აღდგენისათვის, ამიტომ ის დეტალებზე უფრო კონცენტრირებული ხდება და ინფორმაციის მეტი სიზუსტით გადმოგვცემს.
4.პერსპექტივის ცვლილება _ მოწმეს სთავაზობენ მოყვეს მოვლენა სხვა პიროვნების ან პოზიციის მხრიდან, მაგალითად, დაზარალებულის, ან სხვა მოწმის, ასევე სახლის სხვა პოზიციიდან რას დაინახავდა.
გამომძიებელს შეუძლია
დაეხმაროს მოწმეს ინფომაციის გახსენებაში შემდეგი ფრაზებით: „სხვა კუთხით რომ მდგარიყავით,
რას დაინახავდით?“ ან „იქ კამერა რომ ყოფილიყო ჩართული, დამატებით რა დეტალებს გადაიღებდა?“.
აღნიშნული საშუალებას გვაძლევს დამატებითი ინფორმაცია მოვიპოვოთ.
კოგნიტური ინტერვიუს დროს ასევე რეკომენდირებულია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
- ღია კითხვების დასმა. ღია კითხვა გულისხმობს ისეთ შეკითხვას, რომელიც ვრცელ პასუხს მოითხოვს. აღნიშნული შეკითხვის ტიპი იწყება ისეთი კითხვითი ნაცვალსახელით, როგორებიცაა: ვინ, როდის, როგორ, სად, რატომ;
- მოწმეს არ აწყვეტინებენ საუბარს;
- შეკითხვების ისეთი სახით დასმა, რომელიც სავარაუდოდ შეესაბამება მოწმის დამახსოვრების სტილს. მაგალითად, თუ მოწმე აღწერს ბრალდებულის სახეს, შესაბამისი შეკითხვა იქნება კითხვა მისი თვალების ფერის შესახებ და არა ფეხსაცმლის შესახებ;
ცხრილი: კოგნიტური ინტერვიუ
1
|
ა) ინტერვიუს დაწყება;
სახელების გაცვლა. დარწმუნდით, რომ მოწმე კომფორტულადაა მოწყობილი და განწყობილია იმისათვის, რომ გაიხსენოს ყველაფერი, რისი გახსენებაც შეუძლია. სთხოვეთ მოწმეს გაიხსენოს ყველა დეტალი, რისი გახსენებაც კი შეუძლია, მაგრამ ისე, რომ არ გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები და ვერსიები.
ბ) მიეცით მოწმეს კონტროლის საშუალება;
უთხარით მოწმეს, რომ თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია მოვლენის შესახებ, ასე რომ მთელ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოწმე ფლობს. მიეცით მოწმეს საშუალება თვითონ აირჩიოს მოთხრობის საწყისი პუნქტი და ყველაფერი საკუთარი სიტყვებით გადმოგცეთ, არ შეაწყვეტინოთ, მოუსმინეთ აქტიურად.
|
2.
|
აღადგინეთ მოვლენის შინაარსი და სთხოვეთ მოწმეს მოყვეს დეტალები; შინაარსის აღდგენისას შესთავაზეთ მოწმეს დახუჭოს თვალები და თავი შემთხვევის ადგილზე წარმოიდგინოს.
|
3
|
ა) თავისუფალი თხრობა
თხრობის დროს არ შეაწყვეტინოთ მოწმეს. თუ აუცილებელია გამოიყენეთ ღია შეკითხვები. შესაძლოა ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა ,,მოყევით მეტი.
.” შეეცადეთ თავი აარიდოთ შეფასებით კომენტარებს და დახურულ შეკითხვებს (დიახ/არა).
ბ) მოვლენაზე ფოკუსირება
ეს არის ძირითადი მიმართულება, რომელიც დაცული უნდა იყოს კოგნიტური ინტერვიუს დროს. ფოკუსირება მოწმეს საშუალებას აძლევს მოახდინოს მოვლენაზე ორიენტირება;
გ) შესთავაზეთ მოწმეს მოჰყვეს განსხვავებული პოზიციიდან და განსხვავებული ქრონოლოგიით.
დ) შეეცადეთ თხრობის დროს არ შეავსოთ ოქმი.
|
4
|
დასრულება
მოწმეს მიეცით რეზიუმეს გაკეთების დრო, გაცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია და სთხოვეთ მოწმეს მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, თუ რაიმე გაახსენდება.
|
კოგნიტური ინტერვიუს
ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მოწმემ არ გამოიგონოს ფაქტები და აუცილებლად თქვას, თუ არ არის დარწმუნებული ან კარგად
არ ახსოვს მოვლენების შესახებ.
კვლევები გვიჩვენებს,
რომ წარმოსახვა,
დაკითხვის პროცესში, უარყოფით
ზეგავლენას ახდენს. მაგალითად, როდესაც მოწმეს განმეორებით
სთხოვენ გაიხსენოს
მოვლენა, ის ისეთ დეტალებსაც
ჰყვება, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.
როგორც შესავალში იყო აღნიშნული, მოწმის მიერ მოწოდებული
ინფორმაციაზე ზეგავლენა
აქვს დაკითხვის სტილს. შესაძლოა ამის გამო მივიღოთ არასწორი ინფორმაცია.
აღნიშნული ფენომენის
დასადგენად ჩატარდა შემდეგი სახის კვლევა. ცდისპირებს
აყურებინეს მოკლე ფილმი. ხოლო ფილმის შემდეგ მათ შეკითხვები
დაუსვეს. ცდისპირების
ნახევრისათვის პირველი შეკითხვა განსხვავებული იყო, კერძოდ მათ ეკითხებოდნენ: რა სიჩქარით მიდიოდა ავტომანქანა, როდესაც გაჩერების ნიშანს ჩაუარა? ცდისპირების
მეორე ჯგუფს კი შემდეგ შეკითხვას უსვამდნენ:
რა სიჩქარით
მიდიოდა ავტომანქანა,
როდესაც მარჯვნივ
მოუხვია? შემდეგ კი ყველა ცდისპირს ეკითხებოდნენ,
ნახეს თუ არა მათ ფილმში გაჩერების
ნიშანი. ცდისპირების
პირველი ჯგუფის უმრავლესობამ უპასუხა,
რომ გაჩერების
ნიშანი ფილმში იყო, ხოლო ცდისპირების მეორე ჯგუფმა უარყო აღნიშნული ფაქტი. სინამდვილეში კი ფილმში გაჩერების
ნიშანი არ ყოფილა. პირველი შეკითხვა იყო გარკვეული ნიშანი, რომელმაც მეხსიერებას
მიმართულება მისცა.
შეკითხვების ტიპი ზეგავლენას ახდენს არა მარტო უშუალოდ პასუხზე,
არამედ მან შესაძლოა შემდგომ პასუხებზეც იქონიოს ზეგავლენა. მაგალითად,
განვიხილოთ შეკითხვა:
,,რას უკეთებდა
ბიჭს კაცი, რომელსაც
ულვაშები ჰქონდა?”
დავუშვათ, კაცს ულვაშები სულაც არ ჰქონია. აღნიშნული შეკითხვის
ტიპი მოწმის ჩვენებაზე მამაკაცის
მოქმედების შესახებ არანაირ გავლენას
არ ახდენს მაშინ, როცა ის მამაკაცის
გარეგნობაზე ახდენს ზეგავლენას. თუ მოგვიანებით მოწმეს მამაკაცის გარეგნობის
აღწერას ვთხოვთ, ის სავარაუდოდ
გვიპასუხებს, რომ მას ულვაშები
ჰქონდა.
როგორც აღნიშნული
იყო პოლიციელის
მიერ დასმულმა
შეკითხვებმა,
შესაძლოა, მოწმის მიერ არასწორი
ინფორმაციის მოწოდება
გამოიწიოს. მაგალითად,
თუ მოწმეს ბრალდებულის გარეგნობა
კარგად არ ახსოვს, ხოლო პოლიციელი მას ჰკითხავს, ჰქონდა თუ არა ბრალდებულის წვერი, შესაძლოა მან დადებითი პასუხი მისცეს.
როგორც წესი, მოწმე ხედავს დამნაშავეს არა უშუალოდ დანაშაულის
ჩადენის პროცესში,
არამედ ხედავს მას ან დანაშაულის ჩადენამდე
ან მის შემდეგ. მაგალითად,
მოწმემ შესაძლოა
დაინახოს პიროვნება,
რომელსაც სისხლიანი
ტანსაცმელი ეცვა, ან ავტომობილით
მიდიოდა შემთხვევის
ადგილიდან. ვინაიდან
პიროვნების მეხსიერებისთვის დამახასიათებელია, რომ მან მიზეზ-შედეგობრივი
კავშირი დაამყაროს
მოვლენებს შორის, მოწმე თვლის, რომ აღნიშნული პიროვნება
დამნაშავეა, რაც სინადვილეს, შესაძლოა, სრულიად არ შეესაბამებოდეს. ამიტომ გამომძიებელმა მრავალი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს მოწმის მიერ მოწოდებული
ინფორმაციის მოწოდებისას.
თავად დანაშაულის სიმძიმეს
ასევე აქვს დიდი ზეგავლენა
მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
სისწორეზე. შფოთვა და სტრესი დიდ ზეგავლენას
ახდენს მოწმის მიერ ინფორმაციის
აღქმაზე. თუმცა ზოგიერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ სტრესის მაღალი დონე, შესაძლოა, კარგიც კი იყოს მეხსიერებისათვის. კერძოდ, როდესაც მოწმეები
ყვებიან ნეგატიური
მოვლენის შესახებ,
ისინი ცოტა ინფორმაციას გვაძლევენ
იმ ფაქტებსა
და მოვლენებზე,
რომელიც უშუალოდ ინციდენტის წინ ან შემდეგ მოხდა, მაგრამ უშუალოდ ინციდენტის
შესახებ მათ შესაძლოა ზუსტი და დეტალური
ინფორმაციის მოპოვება
შეძლონ.
ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის
სიმძიმესთან, არის იარაღის არსებობა.
დანაშაულის იარაღის არსებობის შემთვევაში
მოწმე კონცენტრირებულია უშუალოდ იარაღზე და ამიტომ ის დამატებით დეტალებს
ვეღარ აღიქვამს.
ეს ეფექტი განსაკუთრებით დიდია, თუ მოწმე ხედავს იარაღს და აღნიშნული ეფექტი შედარებით მცირეა, როდესაც იარაღი დამალულია, ან მოწმემ უბრალოდ იცის მისი არსებობის შესახებ.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ინფორმაციას, რომელსაც მოწმე უშუალოდ ფაქტის შემდეგ იღებს. შესაძლოა მოწმე პოლიციამ დაკითხოს ინციდენტიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. პირმა შესაძლოა ინციდენტის შემდეგ გარკვეული სახის ინფორმაცია მიიღოს, რომელიც შესაძლოა სინამდვილეს ნაკლებად შეესაბამებოდეს. ხოლო პოლიციის მიერ დაკითხვის პროცესში მან შესაძლოა აღნიშნული ფაქტები მოგვაწოდოს, როგორც მის მიერ აღქმული და გამოძიება არასწორ კვალზე დააყენოს.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ინფორმაციას, რომელსაც მოწმე უშუალოდ ფაქტის შემდეგ იღებს. შესაძლოა მოწმე პოლიციამ დაკითხოს ინციდენტიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. პირმა შესაძლოა ინციდენტის შემდეგ გარკვეული სახის ინფორმაცია მიიღოს, რომელიც შესაძლოა სინამდვილეს ნაკლებად შეესაბამებოდეს. ხოლო პოლიციის მიერ დაკითხვის პროცესში მან შესაძლოა აღნიშნული ფაქტები მოგვაწოდოს, როგორც მის მიერ აღქმული და გამოძიება არასწორ კვალზე დააყენოს.
ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. ,,არაცნობიერ ტრანსფერს”.
მოწმემ შესაძლოა
უდანაშაულო პიროვნება
მიიჩნიოს დანმაშავედ
იმიტომ, რომ ის ნანახი ჰყავს სხვა გამოძიებისათვის არაარსებით სიტუაციაში.
მაგალითად, ერთ-ერთმა ბილეთების გამყიდველმა ამოცნობის დროს ერთ-ერთი მეზღვაური დამნაშავედ მიიჩნია. მეზღვაურს მტკიცე ალიბი აღმოაჩნდა. როდესაც გამყიდველი შემდგომში დაკითხეს და ჰკითხეს, თუ რატომ დაადო ხელი უდანაშაულო პიროვნებას, მან თქვა, რომ მისი სახე ძალიან ეცნობოდა და როგორც შემდგომში გაიხსენა, ეს პიროვნება სამჯერ ჰყავდა ადრე ნანახი, როდესაც
მიჰყიდა მას ბილეთები.
აღნიშნული ფაქტების
მიზეზები შესაძლოა
იყოს შემდეგი:
მოწმე ვერ აცნობიერებს, რომ რომ ეს პიროვნება ადრე ჰყავს ნანახი, მაგრამ ხვდება რომ ის მისთვის ნაცნობია,
ამიტომ ავტომატურად
მიიჩვენს, რომ ის დამნაშავეა.
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ მოწმე შესაძლოა
მიზანმიმართულად კი არ ამახინჯებდეს
ინფორმაციას, არამედ მას თვითონვე
სჯეროდეს თავის მიერ ნათქვამი
ფაქტების. არსებობს
არაერთი შემთხვევა,
როდესაც უდანაშაულო
პიროვნება მოწმეების
ჩვენების საფუძველზე
ციხეში აღმოჩენილა.
ამიტომ სასურველია, თუ ნებისმიერი
ფაქტის გადამოწმება
მოხდება დამატებითი
ინფორმაციის ან სხვა მტკიცებულებების საშუალებით.
მნიშვნელოვანია,
ნებისმიერ დასაკითხ პირთან დაკითხვის ბოლოს დაისვას ყოვლისმომცველი შეკითხვა. მაგ:
„რამე კითხვა ხომ არ დამავიწყდა დამესვა?“, „რამის დამატება ხომ არ გსურთ?“, „თქვენ რომ იყოთ გამომძიელებლი, რის დადგენას ისურვებდით?“.
ასევე აუცილებელია, შექმნათ მომდევნო კონტაქტის საფუძველი, განმეორებითი დაკითხვის
ან გამოკითხვის საჭიროების შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება მათთან დაკავშირება. ორიენტირებული
იყავით დადებითი შთაბეჭდილებით დაასრულოთ დაკითხვა.
No comments:
Post a Comment