Tuesday, May 26, 2015

განწყობის თეორია და დელიქვანტური ქცევა

       ფსიქო-სოციალური მიდგომის მომხრე თეორიები, განავრცობენ თანამედროვე ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული მოსაზრებას, რომ პიროვნება ყალიბდება  ინდივიდუალური და გარემო ფაქტორების ინტერაქციის შედეგად, რაც იძლევა საშუალებას დაიძლიოს დილემა თანდაყოლილობისა თუ  გარემოს უპირატესობის შესახებ. აღსანიშნავია, არსებული დილემის გადაჭრა სხვა ქვეყნების ფსიქოლოგიური სკოლებისათვის შედარებით ახალია, როდესაც ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში არსებული საკითხი 50-იან წლებში უკვე დაიყვანებოდა „განწყობის ცნებაზე“.

Monday, May 25, 2015

ანტისოციალური პიროვნებები(ფსიქოპათია)

ფსიქოპათია ეს არის ხასიათის თანდაყოლილი ანომალია, პიროვნების წყობის მყარი თანდაყოლილი თავისებურებები, რომლებიც მეტ–ნაკლები ხარისხით აფერხებენ პიროვნების ადაპტაციას გარემოსთან. ფსიქოპათიის ტერმინი ახასიათებს პიროვნებას როგორც ეგოცენტრულს, სიცრუის მოყვარეს, მანიპულატორს,  ეგოისტს,  ემპათიის უუნაროს.

გლენ ვალტერსის „ცხოვრების სტილის-lifestyle“ თეორია

ტერმინი lifestyle გულისხმობს, რომ კრიმინალური ქცევა არის ნაწილი, პიროვნების იმ ზოგადი ცხოვრების წესისა რომელიც ხასიათდება უპასუხისმგებლობით, იმპულსურობით,  ნეგატიური ინტერპერსონალური ურთიერთობებით და პიროვნების ქრონიკული მზაობით დაარღვიოს სოციუმის წესები.  არსებულ თეორიას გააჩნია სამი საკვანძო კონცეფცია:
1.      მდგომარეობა;
2.      არჩევანი ;
3.      შემეცნება ;

Thursday, May 21, 2015

კავშირი ტემპერამენტსა და დანაშაულებრივ ქცევას შორის

დღევანდელობის ერთ-ერთი ყველა ცნობილი კრიმინოლოგები ფრენსის კულენი (Francis Cullen) და რობერტ ეგნიუ (Robert Agnew)(2011) წერენ:  „ნათელია , რომ ბიოლოგიური ფაქტორებს, ინდივიდუალურ ნიშნებსა და სოციალურ ფაქტორებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი დანაშაულის აქტის შემეცნებისათვის“.
ტემპერამენტი წარმოადგენს პიროვნების ინდივიდუალურ ნიშანს, რომლის საშუალებითაც ხდება პიროვნების ქცევითი მოდელის განსაზღვრა, მისდამი წაყენებული ემოციური სტიმულის საპასუხოდ.

Tuesday, May 19, 2015

დამნაშავის ზოგადი მახასიათებლები

იმისათვის რომ გავცეთ პასუხი კითხვას რა აიძულებს პიროვნებას ჩაიდინოს დანაშაული? საჭირო ხდება მოვახდინოთ უშუალოდ დევიანტი პიროვნების ფსიქოლოგიური ანალიზი. არსებული ანალიზის პროცესში აქცენტი კეთდება:
  1. სიტუაციურ; 
  2. ფსიქოლოგიურ; 
  3. გენეტიკურ ფაქტორებზე;

Monday, May 18, 2015

IQ და დანაშაული

ჯიმი ქეინმა, 26 წლის სიმპატიურმა, ირლანდიური წარმოშობის ამერიკელმა, შეძლო შეეგროვებინა საკუთარი ასაკისათვის და ოჰაიოს შტატისათვის,   ერთ-ერთი  ყველაზე მძიმე კრიმინალური რეკორდი. ქურდობა, ყაჩაღობა, თავდასხმა, გაუპატიურება-ეს იყო იმ დანაშაულთა მცირე ჩამონათვალი, რომლითაც სახელი გაითქვა ჯიმიმ. ჯიმი დააკავეს 45 წლის მიმტანის,  განსაკუთრებული სისასტიკით  გაუპატიურების გამო. ჯიმიმ დანის მუქარით გააუპატიურა მიმტანი, რის შემდეგაც ის ეცადა  თავი მოეჭრა ქალისათვის.  მცდელობის წარუმატებლობის გამო, ჯიმიმ მიმტანი იქვე მდგომი სასმელის ბოთლის თავში ჩარტყმით გამოასალმა სიცოცხლეს. დანაშაული დამთავრდა იმით რომ მან სასმელი გადაასხა მიცვალებულს და დაწვა დაუპირა, თუმცა ხმაური შემოესმა და გაიქცა. 45 წუთის შემდეგ ჯიმი დაიჭირეს სწრაფი კვების ობიექტში, ვახშმის დროს (Antony Walsh, Craig Hemmens, 2011).

დანაშაულის ცნება და ფსიქოლოგია

   ადამიანის ქცევა რთული და მრავალფაქტორიანი მოვლენაა. თითოეული მოქმედება განისაზღვრება მისი ადგილმდებარეობით, პიროვნების ზოგად სამოქმედო სტრუქტურაში. ინდივიდის განვითარების მიმდინარეობისას ინდივიდუალური ქცევითი სისტემები ტრანსფორმირდება, ბევრად უფრო რთულ ქცევით სტრატეგიებად, რის შედეგადაც ინდივიდის ბაზაზე ყალიბდება ინდივიდუალური, პიროვნებისათვის დამახასიათებელი  ქცევითი ტიპი. პიროვნების მიერ განხორციელებული ქცევითი აქტივობა, ემსახურება მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, პიროვნების ფსიქოლოგიური მახასიათებლები და თავისებურებები, ყველაზე კარგად   ზუსტად მის მიერ განხორციელებულ ქცევით აქტიობაში გამოიხატება.