ბლოგის შესახებ

ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების განვითარებასთან ერთად, მზარდია მისი მომიჯნავე სფეროებში, გამოყენებისა და დანერგვის ინტერესი. განსაკუთრებული დაინტერესება არსებული სფეროს მიმართ, გამოიხატება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, რაც აისახება, ისეთი ქვედარგების ფორმირებით, როგორიცაა იურიდიული ფსიქოლოგია, კრიმინალური ფსიქოლოგია, საგამოძიებო ფსიქოლოგია, ოპერატიული ფსიქოლოგია და ა.შ. ფსიქოლოგიისა და იურიდიული სფეროს გადაკვეთის შედეგად, წარმოიშვა რიგი საკითხები, რომლებიც მოითხოვენ დეტალურ კვლევას და ანალიზს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ. ესეთ საკითხებს მიეკუთვნება დანაშაულის და დამნაშავის ცნება. არსებული თემატიკით დაინტერესებულები არიან კრიმინოლოგიური მეცნიერების წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ეყრდნობიან დანაშაულის სოციალურ და იურიდიულ განმარტებას და ნაკლებ აქცენტს აკეთებენ, დანაშაულის როგორც ინდივიდუალურ-პიროვნული ფენომენის ახსნის საჭიროებაზე. სოციალური თეორიები გამომდინარეობენ ბიჰევიორისტული თვალსაზრისიდან და დელიქვანტურ ქცევას, განიხილავენ როგორც სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე აქტიობას. აქედან გამომდინარე პიროვნების ინტერპრეტირება ხდება, პასიურ მიმღებად, რაც დღესდღეობით ეწინააღმდეგება ფსიქოლოგიაში გავრცელებულ, პიროვნების შემეცნების ჰუმანისტურ მოდელებს. არსებული ბლოგი,  წარმოადგენს მცდელობას, დანაშაული აიხსნას ისეთი ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, როგორიცააა ინტელექტი, ტემპერამენტი, ცხოვრების სტილი, განწყობა. არსებული მიდგომების საშუალებით, რომლებიც ძირითადად ფსიქო-სოციალური მიდგომების სახელითაა ცნობილი, მოცემულია მცდელობა, აიხსნას დანაშაულის ინდივიდუალური ბუნება და გადაიჭრას დილემა, თუ კონკრეტულად რას წარმოადგენს დანაშაული და დამნაშავე, არახელსაყრელი გარემო პირობების ზეგავლენის ნაყოფს, თანდაყოლილ მოცემულობას თუ არსებული დუალისტური მოდელის ინტეგრირებულ ნაზავს. ძირითადი თემატური საძიებო სიტყვები: დევიაცია, დელიქვანტური ქცევა, დანაშაული, დამნაშავე, დანაშაული, ტემპერამენტი, ინტელექტი, განწყობა, თანდაყოლილობა, გარემო, კრიმინალური ქცევა.

No comments:

Post a Comment