Monday, August 7, 2017

კომპეტენცია და კრიმინალური პასუხისმგებლობა


     არაკომპენტენტურობა სასამართლო პროცესის წასამართად

ზოგიერთი ადამიანი,რომელიც ეჭვმინტანილია რაიმე დანაშაულში,მიჩნეულია ინტელექტალურად და ფსიქოლოგიურად ისე რომ სასამართლო პროცესზე ფიზიკურად იქნებიან მაგრამ გონებრივად არა.აშშს უზენაესმა სასამრთლომ მიიჩნია რომ ასეთი ინდივიდის განსჯა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.კერძოდ დაცვის მხარე პროცესისთვის კომპენტენტურია თუ გააჩნიათ საკმარისი უნარი კონსულტაცია გაიაროს თავის ადვოკატთან შესაბამისი რაციონალური შეგნებით და ფაქტების რაციონალური აღქმით.ინდივიდის უფლებების დასაცავად და სასამართლო პროცესის ღირსების შესანარჩუნებლად, კანონის თანახმად, ეს ადამიანი არ არის კომპეტენტური სასამართლო გარჩევისათვის.

ფსიქიკური აშლილობით პროვოცირებული დანაშაულები


2001 წლის 20 ივნისს ანდრეა ეიტსმა 911-ში დარეკა და დახმარება ითხოვა.პოლიციის მისვლის შემდეგ მან აღიარა რომ დაახრჩო თავისი 5 შვილი, რომელთაგან ყველაზე პატარა 6 თვის, უფროსი კი 7 წლის იყო. ის ამბობდა,რომ მათ კარგ დედობას მაინც ვერ გაუწევდა. პოლიციამ საწოლზე 4 სველი გვამი იპოვა, მეხუთე ბავშვის, 7 წლის ნოას, გვამი ჯერ კიდევ აბაზანაში ტივტივებდა. პოლიციამ შენიშნა სველი ნაკვალევი, რაც იმას მოწმობდა რომ ერთერთი გამოექცა სანამ ის ანდრეამ ხელახლა არ დაიჭირა და დაახრჩო.
ეიტსის ადვოკატის თქმით მას სჯეროდა, რომ სატანის მიერ იყო შეპყრობილი,რომ ეშმაკის ნიშანი მისი თმის ქვეშ იყო დამალული და თავის დაღწევის ერთადერთი გზა მისი სიკვდილით დასჯა იყო თუ ის ისე არ მოიქცეოდა,როგორც მოიქცა მისი შვილები ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ და ამ საქციელით ანდრეამ იხსნა ისინი.
ეიტსის ადვოკატებმა პოსტნატალური დეპრესიის ფსიქოტური ეპიზოდი გამოიყენეს,როგორც მიზეზი მისი სიგიჟისა(შეურაცხადობისა), რათა გაეგზავნათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ციხის ნაცვლად.
აიზენკის პიროვნებისა და დამნაშავის თეორია


აიზენკმა (1977, 1996; Eysenk&Gudjonsson, 1989)  წამოაყენა მოსაზრება, რომ კრიმინალური ქცევა არის გარკვეული გარემო ფაქტორიებისა და ნერვული სისტემის ურთიერთობის შედეგი. აიზენკი თვლიდა, რომ მოწინავე თეორია უნდა იკვლევდეს ინდივიდის ნეიროფსიქოლოგიურ აგებულებას და უნიკალურ სოციალიზაციის. თეორიები რომლებიც დაობენ, რომ კრიმინალური ქცევა გამოწვეულია ისეთი სოციალური მოვლენებით, როგორიცაა სიღარიბე, ცუდი განათლება ან უმუშევრობა, არასწორი მიმართულებით მიჰყავთ მკვლევარნი, რადგან მთლიანად უარყოფენ მემკვიდრეობითობის და ბიოლოგიური ახსნის მიდგომის არსებობის შესაძებლობას. უნდა აღვნიშნოთ, რომ დანაშაული მხოლოდ მემკვიდრეობითობის ტერმინებით ვერ იქნება გაგებული, ვერც მხოლოდ სოციალური გავლენების ტერმინებით მოვახერხებთ ამას (Eyesenk, 1973, p.171). აიზენკი ასევე გვეუბნება, რომ სხვადასხვა ნეირობიოლოგიური, გარემო  და პიროვნული ფაქტორებით სხვადასხვა სახის დამნაშავეს მივიღევბთ (Eyesenk&Eyesenk 1970). ეს პოზიცია გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა პიროვნებები უფრო არიან მოწყვლადი რაღაც სახის დანაშაულისადმი, ვიდრე სხვები.

კრიმინალური ქცევის საწყისები: დასწავლა და სიტუაციური ფაქტორები




ადამიანები ყოველ სიტუაციას გარკვეული ცოდნით ხვდებიან. მათ აქვთ გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება და მოვლენებზე რეაგირების სტრატეგიების დიდი რაოდენობის ვარიაციები.კრიმინალური ქცევის მიზეზების ახსნისას სხვადასხვა ინდივიდუალური ფაქტორების, ოჯახის, სოციალური რისკ- ფაქტორების გვერდით საჭიროა ქცევის დასწავლილი სტრატეგიების განხილვაც.
კლასიკური განპირობებისადმი მოწყვლადობას, გარკვეულწილად, გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორები განსაზღვრავს. განპირობება გავლენას ახდენს დასჯის შიშის ზრდაზე, რაც ხელს უწყობს სოციალურად არასასურველი კრიმინალური ქცევების შეკავებას. კლასიკური განპირობების პერსპექტივა მიიჩნევს,რომ ადამიანის მოქმედებები ავტომატიზირებულია: იგი მონოტონური გზით პასუხობს გამღიზიანებელს აზროვნების, ინტელექტის გააქტიურების გარეშე. თუკი ნეიტრალურ სტიმულს დავაწყვილებთ ტკივილის გამომწვევ მოვლენასთან , მაშინ მოხდება ამ ნეიტრალური სტიმულის ტკივილთან ავტომატური დაკავშირება. ქცევების ახსნისას თანმიმდევრულობა ყოველთვის საკმარისი ფაქტორი არ არის- განპირობება ერთ-ერთია იმ მრავალ ფაქტორთაგან, რომლებიც კრიმინალური ქცევის წარმოქმნას თუ არარსებობას ხსნიან.

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და დანაშაული



              ბოლო 30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს „ნარკოტიკულ ბრძოლას“ იმ ადამიანების წინააღმდეგ რომლებიც ეწევიან არალეგალური ნივთიერებების ტრანსპორტირებას, გაყიდვას და გამოყენებას. ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკითხი ადრეც აქტუალური იყო. ეს იყო 1980 წელს, როცა სახელმწიფომ დაიწყო კონსერვატიული პოლიტიკის წარმოება  აკრძალული საქონლით ვაჭრობის და კოკაინის, ჰეროინის და მათ შორის მარიხუანას მოხმარების საპასუხოდ. ბილიონი დოლარები დაიხარჯა იმითვის რომ შეემცირებინათ ნარკოტიკების შემოტანა და დამნაშავედ ცნობილი ადამიანებისთვის მიესაჯათ ხანგრძლივი პატიმრობა.  2001 წლის 11 სექტემბრიდან ფედერალურმა და სახელმწიფო სამართალდამცავმა ორგანოებმა შეიცვალეს თავიანთი პრიორიტეტები, თუმცა უკანონო ნარკოტიკები მაინც მნიშვნელოვან სამიზნედ დარჩა.
  საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ზემოთაღნიშნული მიდგომები სამართლიანია. მაგალითად, ჩატარდა გამოკითხვა, სადაც მონაწილეობა მიიღო ათასმა შემთხვევითად შერჩეულმა ადამიანმა. რესპოდენტების ორი მესამედი ფიქრობდა რომ, ნარკოტიკული საშუალებების ყიდვა და გამოყენება იყო დანაშაულის ძირითადი მიზეზი. სხვების აზრით „ნარკოტიკული ბრძოლა“  არის კოლოსალური მარცხი, ის რეალურად ვერც ეფექტურ აკრძალვას ვერ ანხორციელებს და  ვერც ადეკვატურ რეაგირებას აკეთებს იმ გავრცელებულ პრობლემებზე, რომლებსაც ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენება წარმოშობს. დანაშაულისა და სამართალდარღვევის ეროვნული საბჭოს (NDDC) მიხედვით, ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენება პირველ რიგში განიხილება როგორც, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს საყოველთაო ჯანდაცვაში“. ბოლო წლებში გაიზარდა მოსაზრება იმის შესახებ რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გამოყენების დროს ჯანმრთელობის პრობლემასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე დანაშაულთან.

ტერორიზმი და ძალადობის ფსიქოლოგია



ამერიკის შეერთებული შტატები და მთლიანად მსოფილიო მნიშვნელოვნად შეაძრწუნა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა, როდესაც ორი თვითმფრინავი გამიზნულად დაეჯახა ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრს და გაანადგურა უამრავი სიცოცხლე. კარგად გვახსოვს პენტაგონის ტერაქტი, ისევე, როგორც სომერსეტში (პენსილვანიაში) მომხდარი კატასტროფა. ზემოთ აღნიშნულ ტერაქტს უამრავი ადამიანი შეეწირა. სავაჭრო ცენტრის დანგრევამ 2823 ადამიანი, პენტაგონის ტერაქტს - 184, ხოლო პენსილვანიის შემთხვევას კი 40 ადამიანი ემსხვერპლა. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში კი პასუხისმგებლობა სწორედ ტერორისტული დაჯგუფება „ალქაიდას“ ეკისრება.

თაღლითობა


თაღლითობა არის ეკონომიკური დანაშაული, მიმართული საკუთრების უფლების წინააღმდეგ და დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით. თაღლითობა მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი. აღნიშნული მუხლის დისპოზიციის მიხედვით, თაღლითობა წარმოადგენს სხვისი ნივთის დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ან ქონებრივი უფლების მიღებას, ჩადენილს მოტყუებით. სწორედ მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი.

სტალკინგი და კიბერსტალკინგი



სტალკინგი შეიძლება განიმარტოს როგორც ადევნება, თვალთვალი ერთი პიროვნების მხრიდან მეორე პიროვნებაზე, რომელიც სტალკერს(ამდევნებელს, მოთვალთვალეს) შერჩეული ჰყავს სპეციფიკური მახასიათებლების, ნიშნების და ა.შ. მიხედვით. სტალკერი შეიძლება არ  გამოდიოდეს კონტაქტზე არჩეულ პიროვნებასთან ან პირიქით უგზავნიდეს ვერბალური ან წერითი ხასითის შეტყობინებებს, რომლის მთავარი მიზანი ძირითად შემთხვევაში პირის შეშინებაა. (Tjaden, 1997, p.2) წინა წლების კვლევები ძირითადად ფოკუსირებას სტალკინგის ფენომენის შესწავლისას აკეთებდნენ იმ სტალკერებზე, რომლებიც ცნობილ ადამიანებსედევნებოდნენ, თუმცა აღმოჩნდა რომ სტალკინგი საკმაოდ გავრცელებულ ქცევად ითვლება და არა მხოლოდ ცნობილი, საზოგადოებაში აღიარებული ადამიანები არიან სტელკერებისთვის საინტერესო ობიექტები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც.

მძევალი და მძევლად აყვანა როგორც დანაშაული


მძევალი არის ადამიანი რომელიც დაკავებულია, ორი კონფლიქტური პირის ან ჯგუფიდან ერთ-ერთის მიერ, გარკვეული მოთხოვნის დაწესების უზრუნველყოფისთვის, ან ომის პრევენციისთვის. მაგრამ თანამედროვეობაში ამ ცნებაში იგულისხმება პიროვნება, ვინც იძულებით დაკავებულია რათა დამნაშავემ აიძულოს სხვა მხარეს- ნათესავი, დამსაქმებელი, სამართალდამცავი, მთავრობა, სასურველი ქმედების განხორციელება ან ქმედების შეკავება. ხშირად მძევლის ფიზიკურად დაზიანების მუქარით, თუ ულტიმატუმი არ შესრულდა. მძევლის აყვანა მოიცავს ფართო კატეგორიებს, როგორიცაა გატაცება, დატყვევება, ტრანსპორტის გაცატება და ზოგი ტერორისტული აქტი.

პირომანია


პირომანია - იმპულსური ქცევის დარღვევა, რომელიც ხანძრის გაჩაღების არაბუნებრივი სურვილით ხასიათდება. პირომანებს სიამოვნებას ანიჭებს ცეხლის (ხანძარის) ყურების პროცესი.  პირომანებს უწოდებენ ისეთ ინდივიდებს, რომლებმაც არაერთხელ, მიზანმიმართულად და გააზრებულად გააჩინეს ხანძარი. ასეთი პიროვნება სიამოვნებას იღებს მომზადების  პროცესითა და შემდგომი სანახაობით.
ტერმინი პირომანია გამოყენებაში შემოიღეს მე-19 საუკუნეს დასაწყისში, „დარღვევის“ აღსაღნიშნავად, რომელიც ადამიანს გააზრებულად, მაგრამ მიზეზის გარეშე აჩენინებს ხანძარს.  სტადოლნიკი (Stadolnik 2000.) მიიჩნევს, რომ ტერმინი პირომანია პირველად 1833 წელს იყო გამოყენებული ერთ-ერთი მოქალაქის წერილებში, რომელსაც მარკი ერქვა. იგი წერს, რომ ცეცხლის გამჩენებს გარკვეული დარღვევა აღენიშნებათ, რომელსაც მან (monomania incendiare) ხანძრის გაჩენის მანია უწოდა.  სტადოლნიკი აღნიშნავს, პირომანია მე-19 საუკუნეში აღინიშნებოდა „მარკის პირომანია“-ს სახელწოდებით.

ფსიქიკური აშლილობა და დანაშაული: ბრალდებულები და დამნაშავეები


არსებობს გავრცელებული  აზრი, თითქოს ცხოველური, მძიმე და უაზრო დანაშაულს  ჩადიან ფსიქიკურად ჩამოუყალიბებელი ადამიანები ან „ავადმყოფები’’. ადამიანი, რომელიც ახორციელებს სექსუალურ თავდასხმას 4 წლის ბავშვზე, აწვალებს და კლავს არ შეიძლება იყოს ჯანმრთელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ გააკეთებდა ამას? სხვა ახსნა შეიძლება იყოს ცხოველური ინსტინქტი: თუ დამნაშავე ავად არაა, მაშინ ის- ცხოველია.
ასეთ შეხედულებას აქვს თავისი საფუძველი, რომელიც მოდის იქიდან, რომ ადამიანები ვეღარ იტანენ იმ გამოძრომის ხერხებს, რომლებსაც ხშირად იყენებენ დამნაშავეები, რათა თავიდან აირიდონ ციხეში მოხვედრა, ერთ-ერთი ასეთი ხერხი არის ფსიქიკური აშლილობა, ბევრი დამნაშავე რჩება დაუსჯელი მხოლოდ იმიტომ რომ სასამართლოზე თავს აჩვენებენ ისე თითქოს ფსიქიკური აშლილობა აქვს. თუმცა საზოგადოებაში დომინირებს შეხედულება, რომელიც ლიტერატურაშიც პოპულარულია, იმის შესახებ რომ მძიმე, აღმაშფოთებელი დანაშაულების მიზეზი არის სულიერი დაავადება. მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელი წყაროები არიან პასუხისმგებლები ამ სახის შეხედულების გავრცელებაზე, თითქოს არსებობს კავშირი დანაშაულსა და ფსიქიკურ აშლილობას შორის. ჯ. მონაჰანს (Monahan, 1992) მოყავს ერთ-ერთი კვლევის შედეგი (Gerbner, Gross, Morgan anil Signorielli, 1981), რომელიც ამოწმებს, რომ აშშ-ს წამყვან არხებზე, როდესაც  საუბრობენ  ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე, მათ 75 %-ს აახასიათებენ როგორც დამნაშავეს. სხვა კვლევამ (Shain and Phillips, 1991) აჩვენა, რომ გამოქვეყნებული სტატიების 86%-ი, რომელშიც საუბარი იყო ფსიქიატრიულის ყოფილ პაციენტებზე, მიმართული იყო მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე, განსაკუთრებით თუ ეს ეხებოდა სერიულ ან მასობრივ  მკვლელობას(Monahan, 1992). პირველი ფსიქიატრიული კლინიკა ამერიკულ კოლონიაში შეიქმნა მას შემდეგ, რაც ბენჟამენ ფრანკლინმა განაცხადა, რომ სულიერად ავადმყოფები მიდრეკილნი არიან ძალადობისკენ, ამიტომ უნდა მოხდეს მათი იზოლაცია, თუ საჭირო გახდება მათი თანხმობის გარეშე, რათა დავიცვათ საზოგადოება(Monahan and Geis, 1976).

Sunday, August 6, 2017

დანაშაულებრივი ქცევა და განვითარების რისკ-ფაქტორები


ბოლო წლებში არასრულწლოვნების და მოზრდილების ფსიქოლოგიური შესწავლა ფოკუსირებულია გავნითარების რისკ-ფაქტორებზე. ადამიანის ცხოვრების გზა შეიძლება სავსე იყოს  ამგვარი რისკ-ფაქტორებით. ზოგიერთი ადამიანი მიჰყვება განვითარების განსხვავებულ რაკურსს და ეს შესამჩნევია ძალიან ადრეული ასაკიდან. ზოგიერთი ბავშვი კი მიჰყვება განვითარების რაკურსს, სადაც წამყვანია დელიქვენტური ქცევა და კრიმინალი. ასევე საჭიროა აღინიშნოს, რომ ბავშვები, რომლებსაც  ჰქონდათ დამცავი ფაქტორები, მაგალითად, თბილი და მზრუნველი აღზრდის სტილი და მაღალი ხარისხის განათლება, ამან დაიცვა ისინი სერიოზული ანტისოციალური ქცევისგან. 
რისკ-ფაქტორები, რომლითაც დაინტერესებულები ვართ, იქნება ეს ინდივიდუალური მახასიათებლები  თუ განვითარების სოციალური და ოჯახური გამოცდილებები, დამტკიცებულია, რომ ინდივიდის კრიმინალურ ქცევაში ჩართვის შესაძლებლობას ზრდის.
ფსიქოლოგიური რისკ-ფაქტორები მოიცავს:1.კოგნიტური პროცესებისა და მეტყველების გარკვევეულ შეზღუდვებს; 2.პრობლემურ ტემპერამენტს; 3.არაადეკვატურ თვითრეგულაციურ უნარ-ჩვევებს; 4.ღარიბ ინტერპერსონალურ და სოციალურ უნარ-ჩვევებს;