Sunday, October 4, 2015

მკვლელობა, მკვლელთა ფსიქოლოგიური მახასიათებლები და მკვლელთა ტიპები

ბოლო საუკუნეების განმავლობაში  ვხედავთ ძალადობის მატების ტენდენციას და განსაკუთრებით  ძალადობითი დანაშაულის იმ ფორმას , რომელიც ემუქრება სიცოცხლესმკვლელობასამ მოვლენამ მთელი მსოფლიოს წინაშე დააყენა ამოცანა, შეისწავლოს მკვლელობის მატების მიზეზები , განიხილოს მასთან დაკავშირებული პრობლემები  როგორც ბიოლოგიური  და  სოციოლური , ისე ფსიქოლოგიური კუთხით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილია მკვლელობის სხვადასხვა შემთხვევები, რომლებიც განხილულია 108–114 მუხლების ფარგლებშიეს შემთხვევებია:
1.   განზრახ მკვლელობა;
2.   განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში;
3.   მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით;
4.   განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში;
5.   დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა;
6.   მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით;
7.    მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით.

დანაშაულებრივი ქცევის ლოგიკური მოდელირება

      ფსიქოლოგების ერთ-ერთი ამოცანაა გაიგონ, თუ რატომ სჩადის ესა თუ ის პიროვნება ამა თუ იმ დანაშაულს, რა მოტივები თუ მოთხოვნილებები უდევს საფუძვლად მათ ქცევებს , რა როლი აქვს ამ ყველაფერში გარემოს , სოციუმს , ოჯახს და ა.შ.   არსებობს დანაშაულის ახსნისა და გაგების სხვადასხვა მეთოდები , ერთ-ერთი მათგანი დამნაშავისა და დანაშაულებრივი ქცევის ლოგიკური მოდელირებაა. დამნაშავის პიროვნების წარმოდგენა შესაძლებელია ლოგიკური მოდელისა და გრაფიკების საშუალებით, რომლებიც გვეხმარება უკეთესად წარმოვიდგინოთ დანაშაულის არსი  და გავერკვეთ მასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და მიზეზებში.