Tuesday, August 25, 2015

ბარიერი მეცნიერულ და პოლიციურ საქმიანობას შორის


IP ფსიქოლოგიის სფეროში დასაქმებულ ფსიქოლოგთა ერთ-ერთი პრინციპული გამოწვევაა, პოლიციელთა  ღიაობის გაზრდა, აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობასთან მიმართებაში.  მათი დარწმუნება, რომ აკადემიურ სფეროში ჩატარებული კვლევები და სამეცნიერო მიღწევები, ატარებს პრაქტიკულ ხასიათს და შესაბამისად მისი საგამოძიებო პროცესში დანერგვა პრინციპულად აუცილებელია.
საპოლიციო სისტემაში მუშაობის პროცესში, ძირითად პრობლემას წარმოადგენს არა მასალისა და თეორიული/პრაქტიკული  ცოდნის ნაკლებობა, არამედ არსებული ცოდნის პრაქტიკულ დანიშნულებაში პოლიციელის დარწმუნება. უმრავლეს შემთხვევაში პოლიციელთა დამოკიდებულება ფსიქოლოგის რეკომენდაციებისა და სწავლების მიმართ ნეგატიურია, რაც შესაბამისად ართულებს მეცნიერულად შემოწმებული მეთოდების საგამოძიებო სისტემაში დაგეგმვას.  დრამმონდის(Drummond, 1976) მოსაზრებით ღიაობა საპოლიციო სისტემებში ბოლო დეკადის განმავლობაში უკეთესობისაკენ შეიცვალა, თუმცა თვითონვე აღნიშნავს, რომ (1981) ნაკლოვანებები ამ ორი სფეროს დაახლოების მიმართულებით, ჯერ კიდევ საკმარისზე მეტია (იორკშირის სერიული მკვლელობათა გამოძიების საქმეზე, კონსულტირების პერიოდში დაკვირვების საფუძველზე).