Tuesday, March 6, 2018

ცრუ აღიარებითი ჩვენება



თუ წლების წინ მხოლოდ კითხვები ჩნდებოდა ამ თემის გარშემო, დღეს ამ კითხვებს პასუხებიც გაეცა. თუ 1908 წელს მხოლოდ ჰუგო მუზემბერგის[1] თვალით დანახული " მცდარი აღიარება " (untrue confessions)   არსებობდა, დღეს  ცრუ აღიარების სათაურის ქვეშ გაერთიანებულია მისი ტიპოლოგია, გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები, რომელთა აღმოჩენაც ხანგრძლივი კვლევების, დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების შედეგია.