‘’სტალკინგი’’
გულისხმობს კონკრეტული მსხვერპლის მიზნად ამოღებას, მისთვის არასასურველ და თავსმოხვეულ
დევნას, რაც გამოიხატება ადევნებით ან სხვაგვარი შევიწროვებით (Mullen et al.,
2000). ეს არის წინასწარ განზრახული უკანონო თვალთვალი, შევიწროება, დევნა, მუქარა,
პირადი , სატელეფონო , ელექტრონული ან სხვა ქმედება, რომელიც მსხვერპლში იწვევს მძიმე
ფსიქოლოგიურ სტრესს, შიშს, რაც აიძულებს მას მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი.
მდევრის ქცევა გვიჩვენებს, რომ იგი შეპყრობილია აზრებით მსხვერპლის შესახებ. ამ ქცევის
სპექტრი ვრცელია და მოცავს:
- უკან გაყოლას და ადევნებას;
- კომუნიკაციას ტელეფონით, ფოსტით; ელექტრონულ კომუნიკაციას;
- ნივთებისა და მომსახურების შეკვეთას მსხვერპლის სახელით; აგრესის და მუქარას, რომელშიც შედის ძალადობა, საკუთრების დაზიანება და ცილისწამება;
- მდევრები უმეტესად მამაკაცები არიან, ხოლო მათი მსხვერპლი-ქალები. მსხვერპლი მუდმივად განიცდის მწვავე დისტრესს.