Friday, April 15, 2016

სავარაუდო ბრალდებულის ინტერვიუირების სპეციფიკა

ეჭვმიტანილის ვერბალური და არავერბალური ქცევის სიმპტომებზე დაკვირვების       მნიშვნელობა სიმართლის გამომჟღავნებისთვის
ფიზიოლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები, ასევე სხვა მრავალი პროფესიონალი შეთანხმდა იმაზე, რომ ინფორმაციის მისაღებად,  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ვერბალურ კომუნიკაცია ასევე არავერბალურსაც, რომელშიც იგულისხმება პოზა, ჟესტები და სახის გამომეტყველება, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ შეიძლება ადამიანი ამბობდეს ერთს, ხოლო მისი სხეულის მოძრაობა, სახის გამომეტველება, ან ხმის ტონი ამბობდეს სრულიად სხვას.          
            1942 წლის დასაწყისში, ამ ნაშრომის ერთ–ერთმა ავტორმა გადაწვიტა, რომ სისტემატურად ჩაეწერა ის ქცევითი სიმპტომები, რაც ყველა ეჭვმიტანილს ჰქონდა პოლიგრაფის ტესტირების დროს, ჩიკაგოს პოლიციის სამეცნიერო კრიმინალურ დეტექტიურ ლაბორატორიაში, ამ კვლევაში მან გაყო ორი ჯგუფი, პოლიგრაფის ტესტის შედეგებისა და ქცევითი სიმპტომების მიხედვით. პოლიგრაფის ტესტირებასთან ერთად, სარკის მიღმა კიდევ აკვირდებოდა სხვაც მათ ქცევით ცვლილებებს, აღმოჩნდა, რომ პოლიგრაფის ტესტმა აღმოაჩინა,  უმრავლესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამბობდნენ სიმართლეს  , ხოლო მატყუარა პირების უმეტესი ნაწილი იდეტიფიცირდა მანამდე სანამ  პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდბოდათ, ანუ სიმართლის მთქმელი ეჭვმიტანილები უფრო ადვილი ამოსაცნოებები არიან მხოლოდ ქცევითი სიმპტომების გაანალიზებით, ხოლო მატყუარა ეჭვმიტანილები უფრო რთული აღმოსაჩენები იყვნენ ამ მეთოდით.

დანაშაულებრივი ქცევის წარმოშობის საფუძვლები: სწავლება და სიტუაციური ფაქტორები

მოცემული ნაშრომი შეეხება  ქცევის იმ შესაძლო  წარმომქმნელ  გზებს რომელიც განაპირობებს ინდივიდის მიერ დანაშაულის ჩადენას.  თუ  რატომ ხდება დანაშაულებრივი  ქცევები. მოცემულ თემაში მიმოხილულია ორი ძირითადი მიდგომა . პირველი , ბიჰევიორისტული  თვალთახედვა დანაშაულთან მიმართებით და მეორე სოციალური დასწავლის თეორიის ხედვები დანაშაულის წარმოქმნასთან მიმართებით.  ბოლოს კი საუბარი იქნება ბანდურასა და ფილიფ ზიმბარდოს ხედვებზე დანაულებრივ ქმედებასთან მიმართებით.
   ადამიანები  კონკრეტულ სიტუაციაში არ ხვდებიან სუფთა ხელებით. მათ გააჩნიათ  საკუთარი ინდივიდუალური გამოცდილებები და შესაძლო შემუშავებული სტრატეგიები თუ რა სახის ქმედებები უნდა განახორციელონ კონკრეტულ სიტუაციაში. ამ თვალთახედვის შესაბამისად  ჩვენ,  კონცენტრირებას ვახდენთ არამარტო კონკრეტულ ქცევით სტრატეგიებზე არამედ კონკრეტული ინდივიდზე, მის  ოჯახსა თუ  იმ სოციალური რისკის ფაქტორებზე რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს კრიმინალური ქცევის განხორციელებასთან.

ტერორიზმის ფსიქოლოგიური ასპექტები

2001 წლის 11 სექსტემბებრის მოვლენებმა მთელი მსოფლიო შეძრა.  ორი ავიალაინერი შეეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრს ნიუ-იორკში, მესამე  - პენტაგონს, მეოთხე კი, რომლითაც თეთრ სახლზე შეტაკება იგიგემებოდა, პენსილვანიაში, მინდორში ჩამოვარდა.  მსოფლიო სავაჭრო ცენტრში 2 823 ადამიანი დაიღუპა (მათ შორის 5 ხუთწლამდე ასაკის ბავშვი), პენტაგონში - 184, პენსილვანიის ავიაკატასტროფას კი 40 მგზავრი შეეწირა. გარდაცვლილი ტერორისტების რიცხვი კი 19 იყო (ყოველი მათგანი 35 წლამდე ასაკისა). 11 სექტემბრის მოვლენებე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდას ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო.
ამი საპირისპიროდ აშშ-მ ავღანეთში შეიყვანა სამხედრო ძალები, რათა შეევიწროებინა ალ-ქაიდას დაჯგუფება ამ ქვეყანაში. მალევე აშშ-მ განახორციელა სამხედრო ტავდასხმა ერაყზე, ასევე ალ-ქაიდას დაფინანსებული ორგანიზაციის ლიკვიდაციისთვის. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი სამხედრო რეაცია ამერიკისგან ნაკლებად წარმატებული იქნება სამომავლო თავდასხმების პრევენციისთვის და ვერ შეაჩერებს ტერორიზმს. არამედ სხვა საშლებები უნდა მოიძებნოს მისი ზრდისა და განვიტარების თავიდან აცილების მიზნით. კერძოდ, ფოკუსში უნდა მოექცეს ტერორისტების ფსქიკა და ის კულტურა, სადაც ისინი იზრდებიან.

ვიქტიმოლოგია-ცნება და შესწავლის საგანი

 სიტყვა ვიქტიმოლოგია ლათინური წარმოშობისაა (victim) და მსხვერპლს ნიშნავს. ვიქტიმოლოგიის ორი ცნება არსებობს, ვიწრო, რომლის მიხედვითაც ვიქტიმოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დანაშაულის მსხვერპლს; და ფართო, რომლის მიხედვითაც ვიქტიმოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის არა მხოლოდ დანაშაულის, არმედ უბედური შემთხვევების და საზოგადოებრივი ურთიერთობების მსხვერპლს. ეს ორი ცნება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, რადგან სზოგადოებრივი ურთიერთობების მსხვერპლი მარტივად შეიძლება გახდეს კრიმინალური დანაშაულის მსხვერპლიც.
მეცნიერთა  უმრავლესობა ვიწრო ცნების მომხრეა, ანუ ვიქტიმოლოგიას მიიჩნევს კრიმინოლოგიის, როგორც მეცნიერების, ერთ-ერთ ნაწილად. ისინი ვიქტიმოლოგიის შესწავლის საგნად მიიჩნევენ დამნაშავისა და დანაშაულის ჩადენის და მისი კონტროლის პროცესს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ვიქტიმოლოგია შეისწავლის  დანაშაულის მსხვერპლის პიროვნებას, მის მსხვერპლად გახდომის გარემოს, მის საქციელს, როგორ მსხვრპლად გახდომის მომენტში ასევე მას შემდეგ და მსხვერპლად გახდომით გამოწვეულ შედეგებს. გარდა ამისა ის შეისწავლის ურთიერთობას მსხვერპლსა და დამნაშავეს შორის.

თეთრსაყელოიანთა დანაშაული: მოტივები, წესები, მახასიათებლები


    თეთრსაყელოიანები წარმოადგენენ მაღალ თანამდებობაზე მომუშავე, განათლებულ, წარმატებულ, რეალიზებულ, პროფესიონალ, ნიჭიერ ადამიანებს. ამიტომ უცნაურია რატომ ჩადიან ისინი ისეთ დანაშაულს როგორიცაა თაღლითობა, ტყუილი, ქურდობა. პასუხი მარტივია:“რადგან მათ აქვთ ამის შესაძლებლობა/ძალაუფლება“. 2007 ჩატარებული კვლევა ეხება თეთრსაყელოიან კრიმინალთა შეხედულებებს, ის ჩატარდა 45 გამოცდილი პროკურორებისა და ადვოკატების ინტერვიუირების საფუძველზე, რომლებიც სპეციალიზირდებოდნენ თეთრსაყელოიანთა დანაშაულის სფეროში (P.H.Bucy; E.P.Formby; M.S. Raspanti; K.E.Rooney 2007);  კვლევის მონაწილეთა გამოცდილება იყო ფართო, ვრცელი, (საშუალოდ 25დან 36 წლიანი გამოცდილება).

ატრაქცია

დაკითხვის პროცესში გამომძიებლებს ხშირად სჭირდებათ მიიღონ ინფორმაცია იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პირიქით, ინფორმაციის მიწოდება არ სურთ (დამნაშავის შემთხვევაში), არ ენდობიან გამომძიებელს  ან უბრალოდ არ არიან განწყობილნი ილაპარაკონ (მოწმის და დაზარალებულის შემთხვევებში). ასეთ დროს გამომძიებლებს სჭირდებათ გარკვეული ტექნიკების გამოყენება რათა აალაპარაკონ ისინი, სჭირდებათ მათი სიმპათიის და ნდობის მოპოვება.
ურთიერთობები პირველ ეტაპზე წარმოადგენს უბრალოდ სიმპათიის ან ანტიპათიის გრძნობას სხვა ადამიანის მიმართ. პიროვნებათაშორისი ემოციონალური ურთიერთობა აქ მინიმალურ დონეზეა გამოხატული და შეიძლება ითქვას, რომ ემოციონალური ურთიერთობების განვითარების პირველ ეტაპზე უმთავრეს როლს ატრაქცია, ანუ მიზიდულობა თამაშობს.
ერთი ადამიანის მიერ მეორისდამი სიმპათიის ან ანტიპათიის განმსაზღვრელ უმთავრეს ფაქტორებად ითვლება მისი გარეგნული მონაცემები, სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები და ადამიანის ქცევითი პატერნები.

Monday, February 15, 2016

სექსუალური ძალადობა

სექსუალური ძალადობა
მრავალ საზოგადოებაში სექსუალური ქცევა არის თემა, რომელიც სავსეა მორალური კოდებით, ტაბუებით, ნორმატიული მოლოდინებით, რელიგიური ბრძანებებით, მითებით და არამეცნიერული დასკვნებით. შეერთებულ შტატებში, ალბერტ კინსლის და მისი კოლეგების გამბედავმა საქციელმა, გამოეცათ მეცნიერული სამხილი, რომელიც მოაგროვეს სექსუალური კვლევის ინსტიტუტში, გაფანტა უამრავი მითი და შეასწორა მცდარი აზრები სექსის შესახებ. ბევრი ისევ ყოვნდება, განსაკუთრებით სექსუალურ დამნაშავეებთან ურთიერთობაში, ვის მიმართაც საზოგადოებას ნაკლები ტოლერანტობა აქვს.  უფრო მეტიც, საზოგადოება არ ასხვავებს სექსუალურ დამნაშავეთა ტიპებს. „დეგენერატებს“, რომლებიც ჩაუვლიან ან უყურებენ ეჭვმიუტანელ ქალს გახდის პროცესში, იგივენაირად უნდა ეშინოდეთ ან შესაძლოა იგივენაირად გამოიწვიონ ზიზღი და ბრაზი, როგორც სექსუალური მოძალადე ან ბავშვთა განმხრწნელი გამოიწვევდა. უმეტესწილად საზოგადოება ხმამაღლა ითხოვს მკაცრ და სწრაფ სასამართლო განაჩენს დამნაშავის მიმართ, რომელიც მიჩნეულია ფსიქიურად დარღვეულ ან ბოროტ ადამიანად (ცხოველად), რომელიც შეპყრობილია რაიმე შინაგანი ავი ძალით და რომლისგანაც მოქალაქეები დაცულნი უნდა იყვნენ.

ცრუ აღიარებითი ჩვენება

 prokurorebisaTvis yvelaze Zlier samxils warmoadgens aRiarebiTi Cveneba, romlis safuZvelzec xdeba eWvmitanilisaTvis sasjelis wayeneba.erT-erTi mTavari mizani dakiTxvisa aris swored aRiarebiTi Cvenebis miReba.zimbardos (1967) mixedviT danaSaulebrivi saqmis  80 % aRiarebiTi Cvenebis safuZvelzea gaxsnili.aseTi mtkicebulebis gareSe msjavris dadeba Semcirdebobda 70%-iT.
cru aRiarebiTi Cvenebis safuZvelze dakavebul udanaSaulo adamianTa sasjelaRsrulebis dawesebulebaSi yofnis saSualo droa 13,5 weli.aseTi Cvenebis mqone adamianTa 92% mamakacia.xolo 63% aris 25 wlamde axalgazrda.
ganaCenis simcdaris da adamianebis udanaSaulobis aRmoCena yvelaze xSirad xdeba namdvili braldebulis aRmoCeniT an axali mtkicebulebis mopovebiT.
profesor stiv drizinis da riCard leos kvlevaSi 125 cru aRiarebiTi Cvenebidan 80% exeboda mkvlelobas.

Friday, February 5, 2016

პროფაილირება

პროფაილირება და იურიდიული ფსიქოლოგია

როცა სტუდენტები იურიდიული ფსიქოლოგიის მიმართულებას ირჩევენ, პროფაილირება ის საქმეა, რომელიც მათ ხშირად ყველაზე მეტად იზიდავთ მომავალ პროფესიაში. ისინი ხშირად წარმოიდგენენ თავს კლარის სტერლინგად და სურთ ჰანიბალ ლექტერის მსგავსს დამნაშავეებთან პროფაილერად მუშაობა (Fulero & Wrightsman, 2009)
ამ საკითხს მეცნიერულად რომ შევხედოთ, იურიდიულ ფსიქოლოგიაში ორი ძირითადი აზრი იკვეთება. პირველის მიხედვით, პროფაილირება არ შედის ფსიქოლოგის კომპეტენციაში. ამ იდეის მომხრეებს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავთ: 1. კრიმინალური პროფაილირების ტექნიკა უმეტესად არ ისწავლება იურიდიული ფსიქოლოგიის კურსის ფარგლებში, ეს არის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) პრეროგატივა, რომელიც ამ მიმართულებით ახდენს არა ფსიქოლოგების, არამედ პოლიციის ოფიცრების გადამზადებას. 2. რეალურად აშშ-ში არ არის პროფალიერებისთვის განკუთვნილი ბევრი სამუშაო ადგილი, სწორედ ამიტომ გადამზადებული პოლიციის ოფიცრები საკმარისია ამ მიმართულებით სამუშაოს შესასრულებლად. 3. გამოცდილმა პროფაილერებმაც კი იციან,რომ პროფაილირება თავისი არსით უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება (Fulero & Wrightsman, 2009).
თუმცა, ამ იდეის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ნამდვილი პროფაილირება არის მეცნიერული მეთოდი, რომელიც გულისხმობს პროფაილის შედგენის დროს სტატისტიკურ ანალიზს, ასევე კონკრეტული შემთხვევის კლინიკურ ჭრილში განხილავას, ასე რომ ეს პროცესი თავის თავშივე მოიცავს ფსიქოლოგიის მრავალ ელემენტს (Fulero & Wrightsman, 2009).

Tuesday, December 1, 2015

ფსიქოპათიისა და სადიზმის კავშირი დელიქვენტურ ქცევასთან

ფსიქოპათია წარმოადგენს პიროვნულ აშლილობას, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი  ანტისოციალური ქცევით, ემპათიისა და სინდისის ქენჯნის ნაკლებობით, გადაჭარბებულად უკომპლექსო და გამბედავი ქცევით. ისინი იყენებენ ხიბლს, მანიპულაციას, დაშინებასა და უმეტესად სისასტიკეს, რათა აკონტროლონ სხვები, თავიანთი პიროვნული მიზნების მისაღწევად.
      ფსიქოპატიის ცნება საუკუნეების განმავლობაში იყო ცნობილი. თუმცა, ექიმმა რობერტ ჰეირმა აწარმოა თანამედროვე კვლევები, რათა შეემუშავებინა შეფასების სისტემა, რომლის მიხედვითაც  მოხდებოდა ფსიქოპათიისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გაგება და შემდეგ შესწავლა.